შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 11)


4-09-2016, 17:06
ავტორი buterfly
ნანახია 2 713

ყველაფერი ძველებურად იყო.უნივერსიტეტში არდადეგები დაემთხვა გვანცას ცუდად ყოფნას, მაგრამ კურსელები მაინც მოვიდნენ და გვანცასთვის ერთად ლოცულობდნენ.სიახლე არაფერია .სანდრომ აღარ იცის თავის თავს რა მოუხერხოს.გვანცაზე დარდი არ ასვენებს, უკვე ერთი კვირა გადის, რაც გვანცა ასე უგონოდაა.ექიმებიც არაფერს ამბობენ მხოლოდ რწმენის გამყარებისკენ მოუწოდებენ.იმედს არცერთი მათგანი არ კარგსვს.თუმცა გვანცას ამგვარმა ყოფამ დედამისს ერთი მძიმე გადაწყვეტილებაც მიაღებინა.
-დაწყნარდით ნინო დეიდა დაწყნარდით.ყველაფერი კარგად იქნება.ჩვენი გვანცა აუცილებლად გამოფხიზლდება.(ანუგეშებდნენ სალო და მარი)
-ხო დედა დაწყნარდი ჩემი დაიკო გონს მოვა(სლუკუნით ეუბნებოდა ჩემი დაიკო)
-ოღონდ ახლა გამოფხიზლდეს და გამოკეთდეს ,აქედან სულ წავიყვან.მოვაშორებ ამ დაწყევლილ ადგილს.რამდენ უბედურებას გადაეყარა ჩემი გოგო.სასწავლებლად წავა 2 წლით და საერთოდ აღარ დაბრუნდება .არასდროს.
-რას ამბობთ ნინო დეიდა?სანდრო ვერ გადაიტანს.ვერ ხედავთ როგორ მდგომარეობაშია?ვერც ჩვენ შეველევით მას, ხომ იცით?
-სულ სანდროს ბრალია.მისი სიცოცხლე იხსნა ჩემმა გოგომ და ახლა სიკვდილს ებრძვის(სანდროს გასაგებად წამოიყვირა ნინომ)
-ვიცი ,ვიცი უმჯობესია წაიყვანოთ, აქ მას უბედურების მეტი არაფერი გადახდენია თავს.(კედელს მუშტი დაარტყა სანდრომ და გარეთ გავარდა ბიჭებიც გაჰყვნენ)
-მოიცადე სანდრო მოიცადე.იმედია მართლა არ დაანებებ ნინო დეიდას გვანცას წაყვანას?
-რა ვქნა რა?ნინო დეიდა მართალია მის შვილზე ,რომ ასე ნერვიულობს.გარდა ამისა ყველაფერი მართლა ჩემი ბრალია
-ხომ იცი რომ ასე არ არის?ვისი ბრალიცაა ის დაისჯება საკადრისად.გაიგე?ახლა კი დაწყნარდი.ხომ იცი გვანცას შენი ასეთ მდოგომარეობაში დანახვა არ მოეწონებოდა
-ჩემი გვანცა.ნეტავ ახლა აქ იჯდეს და მებუზღუნებოდეს. ოღონდ ახლა მისი შეხება და მოფერება შემეძლოს და სიცოცხლეს დავთმობდი, მისი ერთი გაღიმებისთვის(მწარედ აქვითინდა სანდრო).
-დაწყნარდი ძმაო გთხოვ(ახლა ზურა შემოუბრუნდა)იმედი არ დაკარგო.ხომ იცი გვანცა მებრძოლია და სიკვდილს გამარჯვების უფლებას არ მისცემს.
-იმედია, იმედია.წავიდეთ მის გვერდით უნდა ვიყო.იმედია მალე პალატაში გადაიყვანენ და მის ნახვას შევძლებ.
სანდრო და ბიჭები საავადმყოფოსკენ გაეშურენ და მალევე მივიდნენ.ყველა იგივე მდგომარეობაში დახვდათ. მათ სახეებს სიახლისა და სიხარულის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა .ზოგი ლოცულობდა გვანცასთვის ,ზოგო ტიროდა და ზოგიც სანდროს მსგავსად გულში იხრჩობდა იმ სევდასა და ტკივილს ,რომელსაც გვანცას ასე ყოფნით განიცდიდნენ.ნინო კი ნათესავებისა და ახლობლების ზარებს პასუხობდა და მათ მოკითხვებს იღებდა.რამოდენიმე ახლო ნათესავი უკვე საავადმყოფოშიც იყო და მის ამბავს კითხულობდნენ.სანდრო იდგა მის მშობლებთან ერთად და ამავდროულად მარტო იყო,რადგან მისი გულის წუხილი არ ესმოდათ.ამ დროს კი მას ერთი უცნობი გამოელაპარაკა
-გამარჯობა ყმაწვილო
-გაგიმარჯოთ
-თქვენ გვანცას შეყვარებული ხართ ხომ?
-დიახ(ნაღვლიანად შეხედა მან)
-მე მისი ბიძა ვარ დიმა ეს კი ბიცოლაა მელიტა.
-სასიამოვნოა
-ვიცი შვილო, რა საშინელებაცაა უყურო საყვარელი ქალის ტანჯვას.მე ჩემს ძმასა და რძალს არ ვეთანხმები.მართალია ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც მინდა გითხრა ,რომ ცუდია გვანცას აზრის გაგებაც ,რომ არ უნდათ.
-მე მხოლოდ გამიხარდება მისი კარგად ყოფნა
-ვიცი შვილო ვიცი(დიმა ბიძიამ ხელი მხარზე დაადო, გამხნევების ნიშნად და ამ დროს ექიმი გამოვარდა საოპერაციოდან)
-რა მოხდა ექიმო ,როგორაა ჩემი შვილი?მივარდა ნინო
-სასწრაფოდ სისხლი გვესაჭიროება .მეორე ჯგუფის რეზუს უარყოფითი.თუ ვერ ვიშოვით გვანცას სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება
-ვის გაქვთ მეორე ჯგუფის რეზუს უარყოფითი ვის (მთელი ხმით ყვიროდა ნინო საავადმყოფოს დერეფანში)
სისხლს ვერ შოულობდნენ სანდრო ყველგან ეძებდა სავარაუდო ადამიანებს, ვისაც მსგავსი ჯგუფის სისხლი შეიძლებოდა ,რომ ჰქონოდა, მაგრამ ვერავინ ვერ იპოვნა.იმედ გადაწურული მიდიოდა საავადმყოფოში ,როცა გაიგო რეზისგან ,რომ ბებიამისი მოსულა და მას გადაუსხმს გვანცასთვის სისხლი.სანდრო სიხარულით ცას ეწია და მაშინვე საავადმყოფოში მივიდა.და ამ დროს ექიმიც გამოვიდა რეანიმაციიდან
-ექიმო როგორ არის?
-საბედნიეროდ საფრთხემ ჩაიარა.ჯერ არ გაუღვიძია, მაგრამ უკვე პალატაში გადაჰყავთ და შეგეძლებათ ნახოთ
-მართლა ექიმო?
-დიახ ქალბატონო
-შეიძლება მე შევიდე (დაიძახა ნინომ .სანდროს არც უფიქრია ,რომ მას შეუშვებდნენ და მხოლოდ ბედის იმედად იყო დარჩენილი)
-ნინო მოდი ერთი წუთით. დაუძახა მათემ ცოლს
-რა იყო
-რა და ვფიქრობ ,რომ მასთან სანდრო უნდა შევუშვათ
-ვითომ რატომ?
-არ თვლი ,რომ სამართლიანი იქნება ?რადგან ის ვეღარ ნახავს ჩვენს გოგოს და ბოლოჯერ მაინც შეხედოს როგორ არის.
-კარგი მართალი ხარ
-სანდრო შენ შედი
-მართლა მათე ბიძია?
-კი შედი
-დიდი მადლობა(სიხარულით აენთო თვალები)
სანდრო შევიდა პალატაში და მისი საყვარელი ქალი თვალებდახუჭული, მდუმარედ წევს .სანდრომ სკამი საწოლთან მიიტანა და მის გვერძე მოკალათდა.
-გვანცა გაიღვიძე გთხოვ გაიღვიძე მე შენთან ვარ(ხელი ხელზე დაადო)იცი როგორ მომენატრე?შენი გაღიმება მომენატრა შენი ჩხუბი,შენი ბუზღუნი .შენი ყველაფერი მომენატრა ჩემო გიჟო .მიყვარხარ .გთხოვ გაიღვიძე.
იმ საღამოს გვანცას არ გაუღვიძია და სანდროს მის გვერდით ჩაეძინა დილით კი საყვარელი ქალის ხმამ გამოაფხიზლა
-სანდრო,სანდრო(ძილში სუსტად გაიძახოდა გვანცა)
-აქ ვარ ჩემო სიცოცხლე აქ ვარ.
და გვანცამ თვალები გაახილა ,ძალიან სუსტად იყო
-ჩემო გოგო ,როგორ ხარ?
-მტკივა
-ექიმს დავუძახებ მოიცაა
-ექიმო ექიმო გვანცა გამოფხიზლდა
ექიმიც მაშინვე მოვიდა და გვანცას გასინჯვა დაუწყო.სანდრო კი კარში იდგა და უყურებდა გვანცას და სახეზე უდიდესი სიხარული აღბეჭვდოდა.ამ დროს კი დანარჩენებიც მოვიდნენ
-გამოფხიზლდი დედი?შესძახა ნინომ
-დედა(გაუხარდა მისი დანახვა გვანცასაც)
-არ გადაღალოთ ახლა მას დასვენება სჭირდება ცოტახნით იყავით და მალევე დატოვეთ აქაორობა
-ექიმო(დაუძახა ექიმს სანდრომ)
-გისმენთ
-გვანცა იტკიებდა რაღაცას და რამე სერიოზულია?
-არა თან სდევს მსგავსი შეგრძნებები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას
-მადლობა ღმერთს დავმშვიდდი
-დედა სანდრო სადაა?(სევდიანად შეხედა გვანცამ)
-რა სანდრო შვილო ძლივს გადარჩი
-ნინო .ბავშვს სანდროს ნახვა უნდა, გავიდეთ და დავუძახოთ ბიჭს.
-დედი გვანცას შენი ნახვა უნდა, შენ გეძახის(ახარა სანდროს დედამისმა)
და სანროც მაშინვე პალატისკენ გაიქცა.კარში დადგა და გვანცას ღიმილიანი სახით შესცქეროდა
-ასე რატომ მიყურებ?
-მომენატრე ძალიან(მივიდა და ჩაეხუტა)
-აუუუუ(შეიშმუშნა გვანცა)
-აუ აუ ბოდიში რა.
-არაუშავს.დიდხანს ვიყავი უგონოდ?
-თითქმის ერთი კვირა
-ჰაჰ.მერე ამ ხნის მანძილზე ხომ არ ცუღლუტობდი?
-კი ერთი ორჯერ
ამის გაგონებაზე გვანცამ ტუჩები გამობერა ,როგორც სჩვევია, ხოლმე გაბრაზების ნიშნად.
-განა მართლა.იცი როგორ შემეშინდა?რატომ გააკეთე ეს.რატომ გადაუდექი იმ ტყვიას .ნეტავ მე მომხვედროდა
-შენ ,რომ რამე დაგშავებოდა ვერ გადავიტანდი.მაგას მერჩივნა მე მოვმკვდარიყავი.(სანდრომ გვანცას ხელი ხელში აიღო)
-----------------------------------------

ესეც ახალი თავი.დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობს და მოსწონს ეს ისტორია.მათაც მადლობა ვინც აკრიტიკებს რადგან გამოსწორებისკენ მიმითითებთ ,ასე რომ ყველას დიდი მადლობა .სიყვარულით .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent