შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


4-09-2016, 18:57
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 858

ქეთის ალექსის მხარზე ჩამოედო თავი და თვალები დაეხუჭა. ორივენი სადღაც შორის გადაჰყურებდნენ სივრცეს. ახლა დრო გაჩერებულიყო და მათ გარდა არავინ და აღარაფერი არსებობდა. მათი გულები სხვაგვარად ძგერდა- სიყვარულით, მაგრამ უფრო ძლიერი სიყვარულით. ახლა უკვე იცოდნენ მათ ვეღარაფერი დააშორებდათ.
-რაც ქალაქში დავბრუნდი თითქმის ყოველდღე მოვდიოდი აქ.. ვიჯექი და ვფიქრობდი. შენზე, ჩემზე,ჩვენზე, იმ ყველაფერზე რაც მოხდა ან რატომ მოხდა. რატომ დავშორდით. ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი . აქ ყოფნა თითქოს მონატრებას მიკლავდა. თვალებს დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი რომ ჩემს გვერდით იყავი. ეს თითქოს მშველოდა. განსაკუთრებით იმის მერე რაც მივხვდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ტყუილად დაგადანაშაულე.ნიკამ... ქეთიმ უცებ სიტყვა შეწყვიტა.
-ნიკა ყველაფერს მოგიყვა ხომ? რომ არ ეთქვა სიმართლე მას რა უნდა გვექნა?შენ ხომ არასოდეს მომისმენდი?
-მაპატიე შევცდი. მაგრამ აბა როგორი გადასატანია როცა მითხრეს რომ ალექს ცოლი მოჰყავსო. ჭკუიდან გადავედი.
-ის ვისზეც ლაპარაკობდნენ შენ იყავი ქეთი. მშობლებს დაველაპარაკე რომ შეყვარებული ვიყავი და ცოლის მოყვანას ვაპირებდი. მათთვის სახელი არ მითქვამს. ამას გაუგებრობა მოჰყვა და სანამ შენთან დარეკვა მოვასწარი უკვე ყველაფერი სხვანაირად შეტრიალდა. მეც არასწორად მოვიქეცი.ჯერ შენთვის უნდა მეთქვა და მერე დავლაპარაკებოდი მშობლებს.
-მე კიდევ არ მოგისმინე. იმ დროს ისე ვიყვაი თავგზა არეული. ყველაფერი მაშინ მოხდა. მშობლებთან კონფლიქტი, სახლიდან წამოსვლა და აღარც მოგისმინე. ეს რომ გავიგე თავგზა ამერია და გაბრაზებულმა აღარ დაგიჯერე
-გახსოვს მე რა გითხარი?არავის არაფერი დაუჯერო თუ რამე გასარკვევი გვექნება და გაუგებრობა მოხდება დავსხდეთ და ჩვენ გავარკვიოთ-თქო.
-ხო და მე კიდევ სულელმა მაინც სხვას დავუჯერე და მაინც პირიქით მოვიქეცი.
-დათოს რატომ გაყევი ცოლად?
-ეჰ ამას ვერ გეტყვი...მოიღუშა გოგო
-იქნება ახალ მაინც მომიყვე სიმართლე...
-მოკლედ ქალაქიდან რომ წავედი ერთი ქალი გავიცანი, რომელმაც ბავშვის ძიძად ამიყვანა...
-ხო ვიცი რომ ჩემი და გაიცანი-გაეღიმა ალექსს.
-ესეგი ნანა ნახე?
-მარტო კი არ ვნახე თითქმის ყველაფერი მომიყვა და ყველაფერი გავარკვიე. გარდა ერთისა. დათოს რატომ გაყევი ცოლად? რატომ მიიღე უცებ ეს გადაწყვეტილება...
ქეთი ყოყმანობდა. ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა მისთვის სიმართლე. იცოდა ალექსი ამას არ მოითმენდა და ცხელ გულზე რაღაცას მომოქმედებდა.
-მეტყვი სიმართლეს? რატომ დუმხარ?
-დამემუქრა მათეს რამეს დავმართებო...
-რამეში რას გულისხმობდა?-სახე უკვე ნელ-ნელა ეცვლებოდა.
-მოვკლავო. ამოილუღლუღა ქეთიმ და თავი დახარა. ალექსმა ხელები მომუშტა და წამოხტა.
-მე ვაჩვენებ მაგას სეირს.ახლავე ვნახავ და ამას არ შევარჩენ
-გთხოვ გაჩერდი, უკან აედევნა ქეთი და წინ გადაუდგა.
-ის ახლა საავადმყოფოშია.ძლიერადაა ნაცემი. თანაც მე უკვე შევიტანე განქორწინებაზე განცხადება. შენ არ ჩაერიო.
-როგორ არ ჩავერიო? ხუმრობ? ამდენი რამე გააკეთა დაა არ ჩავერიო?ალქესმა ქეთის სახიდან თმა გადაუწია და სახეზე უნდა მოფერებოდა როცა მის სახეზე და ყელზე ჩალურჯება შეამჩნია?
-ეს რა არის?
-არაფერია,- ქეთიმ მისი ხელი მოიშორა და თმა ჩამოიწია ისევ
-შენ რა გცემს კიდეც?-იღღიალა მან. გოგო მოიკუნტა შიშისგან
-ეს მხოლოდ გუშინწინ მოხდა,- საცოდავად ამოიკნავლა მან.
-ნამდვილად მოვკლავ, ვერ გადამირჩება ვერავინ ვინც შენზე ხელს აღმართავს. ვინც არ უნდა იყოს გასაგებია? არ მაინტერესებს დღესვე მოდიხარ ჩემთან.მან თითქმის ძალით ჩასვა ქეთი მანქანაში.
-დამშვიდდი გთხოვ. თორნიკემ უკვე საკადრისი პასუხი გასცა.
-რა თორნიკე ვერაფერი გავიგე.?
-დათო ნასვამი მოვიდა გუშინწინ. თავს ვერ აკონტროლებდა. დღემდე ცალ-ცალკე ოთახებში გევძინა. ახლოს არ გამიკარებია. იმ ღამეს ჩემთან ყოფნა მოინდომა. რომ მივხვდი ცუდად იყო საქმე პირველი ვისთანაც დარეკვა მოვახერხე ნიკა იყო. თურმე ის თორნიკეს დახვედრია სახლში ბრუნდებოდნენ. გონს რომ მოვედი მხოლოდ მაშინ დავინახე რომ ნიკა მას ვერ აკავებდა.ისე გამეტებით სცემდა.ძალიან შემეშინდა. მეგონა მოკლავდა.
-კი იყო ღირსი ამისი. მაგრამ მე ნამდვილად ვერ გადამირჩება.
-დამშვიდდი. ყველაფერი მოგვარდება. ახლა სახლში წამიყვანე. ძალიან გადავიღალე.
-წავიდეთ.ერთი რამე კარგად დაიმახსოვრე. შენ დღეიდან ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს. ნეტავ იმ დღეს ნათლობაში მოვსულიყავი. უფრო ადრე გავიგებდი სიმართლეს და ამდენი ხანი დაშორება აღარ მოგვიწევდა.
-არა უშავს მთავარია ახლა ვიყოთ ერთად. ახლა ბედნიერები ვიქნებით.
ქეთი ალექსს ჩაეხუტა და აკოცა. კოცნა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ.
-თორნიკე რეკავს. ნეტავ რა უნდა?-ეკრანს დახედა ალექსმა და უპასუხა.
-შენ როგორ ხარ?...კი ვნახე.. ახლა ჩემთანაა.. ვკითხავ....
ეკას ნომერი იცი? ან მისამართი?
-კი ტელეფონის ნომერი ვიცი.
-სმსისთ გამოგიგზავნი. დამელოდე... სად ხართ? კარგი ჩვენც მოვალთ....
ალექსმა მობილური ჯიბეში ჩაიდო და მანქანა დაქოქა.
-რა ხდება სად მივდივართ?
-გიორგისთან. ჩვენ ჩამოსვლასთნ დაკავშირებით ვახშამს მართვენ. მანამდე კი მაღაზიაში გავიაროთ და ბავშვებს სათამაშოები ვუყიდოთ.- ძველი დრო უნდა გავიხსენოთ.ჩაეღიმა და მანქანა სწრაფად დაძრა ადგილიდან...

მალე ორსართულიანი სახლის წინ გააჩერდნენ, მანქანიდან პირველი გადავიდა, შემოუარა, ქეთის კარი გაუღო და გადასვლაში მიეხმარა. საჩუქრებით სავსე პარკს დასწვდა და კარი დახურა.
-მეუხერხულება ...
-დაიმახსოვრე შენ ხარ ჩემი ცხოვრება. ჩემი ქალი ხარ, სხვა არავისი. არავის აზრს არ მიაქციო ყურადღება. ხედავ ამან სადამდე მიგიყვანა და რამდენი ხნით დაგვაშორა?
-ხო, ძალიან დიდი ხნით.
-ახლა გაიღიმე და წამოდი.
ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა სახლის ეზოში შეიყოლა. .. მათ მოსვლას მხიარულება მოჰყვა. ბავშვებს საჩუქრები დაურიგა. ტასუნას თოჯინა შეხვდა. ნიკუშას სპაიდერმენი. ორივეს მოეწონა და სათამაშო ოთახში გავიდნენ.. უფროსები კი სუფრას მიუსხდნენ. ყველა აქ იყო ეკას გარდა. კიდევ ერთი ახალი წევრი შეჰმატებოდა სუფრას თამუნა ალექსის და. თავიდან კი გაუკვირდა ბიჭს მაგრამ მერე ნიკამ დაასწრო და აუხსნა.
-თქვენს დასახვედრად იმართება ეს ვახშამი და მგონი აქვს უფლება რომ შენი და აქ იყოს.
-საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით გამიხარდა ძმაო. გაეცინა მას.
-თამო მოდი აქეთ, ჩემთან დაჯექი თორემ შენი ძმა ახლა შენთვის მაინც ვერ მოიცლის. ხუმრობა სცადა ნიკამ
-ვითომ რათაო?-არ ჩმორჩა ისიც
-შენ ქეთის მიხედე და დაანებე დღეს ამ გოგოს თავი. გაიზარდა უკვე ოცდაერთი წლის გახდა.
ნიკას ესეთი ინტერსი თამუნას მიმართ ყველას შეუმჩნეველი დარჩა და უბრალოდ მის ხუმრობას მიწერეს. თამუნა კი მორცხვად დაჯდა ნიკას გვერდით. რა იცოდნენ რომ მათ შორის უკვე ღვივდებოდა სიყვარულის ნაკვერჩხალი...
სუფრაზე ის მხიარულება აღარ იგრძნობოდა როგორც ადრე. აღარ გიჟობდნენ ისე როგორც ახლა.ნიკაც კი რომელიც ყველაზე გადარეული იყო დაჭკვიანებულიყო. თამადა ისევ ის იყო და დღესაც ცდილობდა რომ სუფრას ღირსეულად გაძღოლოდა.
-ჩემო მეგობრებო და მაგიდის წევრებო. ამ მორიგ სადღეგრძელოს ლექსად შევსვავ
-როდის აქეთ დაიწყე ლექსების წერა. -გაეხუმრა ალექსი.
-რაც შენ წახვედი მას შემდეგ. ნუ მაწყვეტინებ...
და ნიკამ დაიწყო:
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს
ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს
პირველ სიყვარულს და კოცნას!
-გიორგის და თაკოს. ანას და ბაჩოს გამართლებულ სიყვარულს გაუმარჯოს. ალექს შენ და ქეთის სიყვარულს დავლოცავ.შენ კი ჩემო თორნიკე გისურვებ მალე ეკა დაგებრუნებინოს და ბედნიერი ოჯახი შეგექმნათ. ნიკამ ბოლომდე გამოცალა სასმისი. სადღეგრძელო ყველამ აიტაცა და ჭიქები ბოლომდე გამოცალეს.
-შენ რას აპირებ ნუთუ არავინ გამოჩნდა საშენო? ნუთუ არავინ დაიპყრო შენი გული?
-არის ერთი გოგო ალექს და მალე გაგაცნობთ. დაბნეულმა ჩაილაპარაკა ნიკამ. ქეთიმ რატომღაც თამუნას გადახედა რომელიც აწურული იჯდა და სახე აწითლებოდა. ჩაეღიმა და თვალი ჩაუკრა დაბნეულ გოგოს.
-ააბა ბიჭებო ცხელი ხინკალიც მოვიტანე. შემიფასეთ ნახელავი.
თაკომ სუფრის შუაში ჩადგა ხინკალით სავსე დიდი თეფში. სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა.
-რაო მეგობარო გიორგიმ დაგაჩვია?შენ ხომ საჭმელების მომზადება არ იცოდი.?მითუმეტს ასეთი რაღაცეები.
-რომ გათხოვდები და ოჯახი გექნება მერე ყველაფერს ისწავლი ჩემო ქეთი. ბიჭებო წავალ მე ბავშვებს დავაძინებ გოგოებო თქვენ კი სუფრას მიხედეთ მანამდე.
-წადი თაკო ყველაფერი კარგად იქნება უშენოდაც მოვაგვარებთ ყველაფერს.
თაკომ ბავშვებს ხელი ჩაჰკიდა და კიბეს აუყვნენ. ქეთი და თამუნა წამოდგნენ სუფრიდან ზედმეტი თეფშების აღება დაიწყეს.
-მოდი მოგეხმარები მეც
-არა ანა იყავი. შენ დღედღეზე უნდა იმშობიარო და გადაღლა არ შეიძლება. მე და თამო ყველაფერს მივხედავთ. ქეთიმ თითქმის ძალით დასვა სკამზე ანა, მაგრამ უცებ მან იკივლა.
-ვაიმე ქეთი მგონი დამეწყო..
-რა?რა ხდება საყვარელო. -დაიბნა ბაჩო.
-აბა ახლა დამშვიდდი ანა. ღრმად ისუნთქე. არ ინერვიულო.
-მტკივა ქეთი,- დაიკვნესა მან.
-რას დამდგარხართ ბიჭებო დაბნეულები. სააავდმყოფოში მივდივართ.
ყველა გონს მოეგო და დაფაცურდნენ , მანქანებში გადანაწილდნენ და სააავდმყოფოსკენ გავარდნენ. სამშობიარო ბლოკში რომ შეჰყავდათ ქეთიც შეჰყვა. ტელეფონი და ჩანთა ალექსს მიაწოდა თვითონ კი ნინოს აედევნა და ბიჭებს მიაძახა.
-ყველაფერი კარგად იქნება. მოემზადეთ ჩვენს სამეგობროში კიდევ ერთი პატარა დაიბადება დღეს....
ანას მშობიარობა არ გაჭირვებია. ქეთი გვერდით ედგა და ამხნევებდა.
-სულ ცოტაც რაა მეობარო. დაგვეხმარე. ცოტა ცოტაც...
-აღარ შემიძლია ქეთი...
-შეგიძლია შენ შეგიძლია. შენი შვილისთვის. შენი გოგონასთვის ძალა მოიკრიბე. სულ ცოტა დარჩა...
მალე ბავშვის ტირილი მოისმა და ანამაც შვებით ამოისუნთქა. პატარა გულზე დააწვინეს, ტირილი შეწყვიტა. უაზროდ აცეცებდა ხელებს და თვალებს.ტუჩებს აცმაცუნებდა. მერე დედის მკერდი მოძებნა და მადიანად დაეწაფა დედის რძეს.
-ნახე რა საყვარელია ანა. ულამაზესია,შენ გგავს.
-ხო საოცრებააა. ჩემი ლამაზი გოგო. გულში იხუტებდა ანა....

გარეთ კი ძალიან ნერვიულობდნენ. ბაჩო წინ და უკან დადიოდა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. გიორგიმ და თორნიკემ უკვე შამპანურები მოამზადეს პატარას დასალოცად. და ელოდნენ მის დაბადებას. ამ დროს ქეთის ტელეფონმა დარეკა. ალექსმა ეკრანს დახედა. არ იცოდა ეპასუხა თუ არა. მერე უცხო ნომერი დაინახა. გუმანით იგრძნო რომ ეკა იქნებოდა. მხიარული ხმით ჩასძახა ყურმილში. ეკას სახელის გაგონებაზე თორნიკემ ყურები დაცქვიტა.
-ალექსი ვარ ეკა.
-მოცა შენ რატომ მპასუხობ ქეთის ტელეფონზე?-დაიბნა ის.
-მას ახლა არ სცალია.
-შერიგდით?არ აცდიდა ლაპარაკს ეკა-როგორ მიხარია.
-კი შევრიგდით, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი რამე უნდა გითხრათ?საავადმყოფოში ვართ...
-რა მოხდა ხომ მშვიდობააა? ქეთის რამე ხო არ დაემართა?
-არა არა ყველა კარგად ვართ. ანა მშობიარობს. დეიდა ხდები ეკა დეიდა.
ეკამ სიხარულიოსგან იკივლა.
-ცოტა დამშვიდდი მალე გავიგებთ ბიჭია თუ გოგო. ჯერ არაფერი არ ვიცით.
-გეხვეწები არ გათიშო ტელეფონი რააა. ყველაფერი მომიყევი. მინდა ყველაფერი მოვისმინო.
-კარგი ეკა.
-ჰკითხე რაა სად არის?რომელ დანაყოფშია. უჩურჩულა თორნიკემ რომელიც ჩუმად უსმენდა მათ საუბარს.
-ეკა სად ხარ შენ? რომელ დანაყოფში? მითხარი ხომ იცი მეც მანდ ვარ და იქნებ ერთადაც მოვხვდეთ.
-თუ არავის ეტყვი.
-ვის უნდა ვუთხრა?-შეიცხადა ალექსმა და ბიძაშვილს გადახედა.
-პირველ დანაყოფში. ნარკოტიკების წიმააღმდეგ ბრძოლის სააგენტოში.
-მართლა? მეტრეველის დანაყოფში ხარ?
-კი. იცნობ მას?
-ჩემი ძმაკაცია. ერთად ვიბრძოდით ერაყში. მერე ის თქვენთან წამოვიდა. მე კი ავღანეთში გადავფრინდი იმ ამბები გამო.
-არ გამახსენო ეგ. ყველაფერი წარსულში დარჩა. რადგან ახლა ქეთისთან ხარ.
-მადლობა ღმერთს ყველაფერი გაირკვა ჩვენ შორის.
-ალექს... შეპარვით დაიწყო ეკამ.-თორნიკე სადაა არ იცი?
-ისევ ავღანეთშია ,მალე ჩამოვა. მოატყუა ალექსმა. თორნიკემ ასე უჩურჩულა.
-აი ქეთი მოდის.
-მართლა?ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე დატოვე რომ მეც მოვისმინო.
-გოგოა გოგო. გილოცავ მამიკო. ისეთი საყვარელია და ისეთი ბუთხუზა.
-რა თქვი?დეიდა გავხდი?-მოისმა ეკას კივილის ხმა
-ხო მეგობარო,- ჩასძახა ყურმილში.- გილოცავ.
ატყდა მხიარულება. შამპანურები ხმაურით გახსნეს და ახლა საავდმყოფოში მოულხინეს. პატარა დალოცეს
-მეგობრებო მე ბოდიშს გიხდით. მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ.
-სად მიდიხარ?ახლა უნდა დაგვეწყო მხიარულება?
-მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნა და მალე დავბრუნდებო ბაჩო.
-მაშინ რადგან არ იშლი კეთილი მგზავობა ძმაო, მალე დაგვიბრუნდი. თორნიკე მეგობრებს დაემშვიდობა და დედაქალაქის გზას დაადგა..
-მეც დამისხით ერთი ჭიქა.
-ახლავე საყვარელო. ალექსმა ჭიქა მიაწოდა.
-ჩვენს პატარა და ლამაზ გოგოს გაუმარჯოს. ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგვიზარდოს...
-გაუმარჯს. კიდევ ერთხელ შესვეს ახალშობილის სადღეგრძელო.
-ხო მაგრამ დედა არ დავლოცოთ?ანამ რამდენი იწვლა?ჯერ ცხრა თვე ატარა მუცლით მერე კი მშობიარობა?ეს ხომ ძალიან რთულია.
სანამ გიორგი ანას ლოცავდა სადღეგრძელოში, მანამდე ქეთიმ დრო იხელთა და ალექსს გადაულაპრაკა.
-სად წავიდა თორნიკე?
-ქალაქში საქმეზე.
-რა საქმეზე.
-არ ვიცი
-იცი და მიმლავ.
-კარგი ხოო ეკას ადგილსამყოფელი დაადგინა და მის დასაბრუნებლად წავიდა.
-მადლობა ღმერთს შვებით ამოისუნთქა ქეთიმ..



№1 სტუმარი mari

აღარ აგრძელებ?

 


№2  offline წევრი kato wiklauri

კიი დგეს დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent