შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირმის ნახტომი -1-


4-09-2016, 19:11
ავტორი sopiko
ნანახია 2 697

ავტორისაგან.
ეს არის ისტორია ოცდათხუთმეტი წლის ქალზე, რომელიც ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს სამყაროს. მას ეშინია პატარა ჩქამის, სჯერა წმინდა წყლის სიცრუის, უკვირს ათასთაგან აღიარებული რამ, მაგრამ მის ცხოვრებაში მოხდება ძვრა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა იყოს კმაყოფილი ყოველი დღით, როგორ უნდა იცხოვროს, რომ იმედგაცრუებები აღარ იწვნიოს... მიხვდება, თუ რაოდენ ბევრი გადაიტანეს ზუსტად მისნაირმა მოკვდავებმა და ის, რაზეც თავად წუწუნებს, საწუწუნო არ არის.
მოკლეს ეს ისტორიაა ერთი ჩვეულებრივი ქალის დანახულ მოვლენებზე, მის წარმოდგენებზე სხვა ადამიანების მიმართ და იმ გზაზე, რომელსაც გაივლის.

[თავი 1]
დაბნეული მივაბიჯებ გრძელ, ჩაბნელებულ დერეფანში. ეს სად მოვედი, რა მინდოდა, რატომ ვენდობი მხოლოდ გულს და გონებას კი არ ვუსმენ? აჰა, სინანულის დროც მოვიდა. რა საშინელი აურაა. მბჟუტავი ნათურები მხოლოდ იმით მიმსუბუქებენ მდგომარეობას, რომ ჯერჯერობით წაუბორძიკებლად ვაგრძელებ გზას, მაგრამ თუ აქ გავიშხლართე, ვეჭვობ, წამოდგომა შევძლო.
ჯიბეში ვიცურებ ხელს. არა, რამ გამომაჩერჩეტა ეს ოცდათხუთმეტი წლის ქალი, მობილურიც რომ დამავიწყდა? ალბათ გდია სახლის ერთ კუთხეში უსარგებლოდ და რა იცის, როგორ მჭირდება ახლა. ვფიქრობ, უკან დავბრუნდე, თუ ისევ განვაგრძო სვლა... რაც ამ საეჭვო შენობაში შემოვედი, წამლადაც კი არ შემხვედრია ვინმე. მეშინია, თუმცა მგონი ამდენი იმიტომ არ მინერვიულია, რომ მივბრუნდე.
ხმაური მესმის. წინ რაღაც ხდება. დიდ დარბაზში გავდივარ. ისიც ასეთივე ნესტიანია და შუქიც ისევე ბჟუტავს, როგორც დერეფანში. კედლებთან მაგიდები დგას. სკამების უმეტესობა გადაყირავებულია. ერთი სულ დამტვრეულია. ნეტავ, სად ამოვყავი თავი? რა უნდა გავაკეთო ახლა? ვის ვკითხო, თუ სად არის ცალწარბა? აი, ამ მაგიდასთან შედარებით სანდო გამომეტყველების მამაკაცი ზის, ჩემკენ იხედება, სინათლე ეცემა და... ღმერთო! მხოლოდ ერთი თვალი აქვს და ისიც... ისიც... ძალიან ამაზრზენი... გვერდით ვხტები და სკამს ვეჯახები. ერთმანეთში ახლართული ორი სხეული ჩემს ყურადღებას იქცევს. საბედნიეროდ, ორივე ჩაცმულია. ქალი წარბშეკრული შემომყურებს. მგონი ხელს ვუშლი ერთმანეთით ტკბობაში გართულებს. თვალებგადიდრონებული უკან ვიხედები. ზედმეტად შეტოპვას სჯობს გავიქცე. თუ დამიჭერენ, დამიჭერენ. ყოველ შემთხვევაში ჯერ განსაკუთრებულ ყურადღებას ჩემ მიმართ არავინ იჩენს.
-პატარა ჩიტუნია ბუდიდან გადმოვარდნილა... აქ რა უნდა შენნაირ მშვენიერ, მოწესრიგებულ ლედის?-მარჯვნიდან ვიღაცის ამაზრზენი ხმა მესმის და კედელს ვეკვრი. ჩემს მოქმედებაზე მელოტ, ჭაობისფერთვალება კაცს სიცილი უტყდება. სახეზე ღია ფერის ჭორფლი აყრია და ეს უფრო მიმძაფრებს მისდამი ზიზღს.
-უკან დაიხიეთ.-ჩემკენ მომავალი ვცდილობ ამით შევაჩერო, მაგრამ არა მგონია გამომივიდეს.
-აქ პრინცესების ადგილი არაა, მშვენიერო, თუმცა შეგვიძლია, რომ ამ გარემოს მოვერგოთ.-ხელს მკლავში მავლებს და თავისკენ მიზიდავს. იმის წარმოდგენაზე, რომ ეს ბინძური მეხება, ლამისაა გული ამერიოს. განწირული ვკივი და ძლიერი გაფართხალებით მისგან გათავისუფლებას ვახერხებ.-მე ცალწარბას ვეძებ!
აქამდე ყველა თავის შექმნილ სამყაროში იყო, ახლა კი მე მაპყრობენ მზერას. თითოეულს მოწიწება და შიში ეტყობა სახეზე. მელოტსაც ჩემკენ წამოღებული ხელები უკან მიაქვს და უკანმოუხედავად გადის დარბაზიდან. ალბათ ცალწარბას გამოჩენის ეშინია, მე ხომ მასთან გამომგზავნეს. წინ ჩამოშლილ თმას ვისწორებ და იქაურობას თვალს ვავლებ. ველოდები, რომ რომელიმე მაინც წამოდგება ფეხზე და იმ ადამიანთან მიმიყვანს, ვისიც ასე ეშინიათ.
-სად არის ცალწარბა?-გათამამებულს რიხი მიბრუნდება. კედელთან მსხდომნი ჩოჩქოლს იწყებენ. იმ მხარეს ვიხედები, სადაც ის გულისამრევი წყვილი მეგულება, მაგრამ აორთქლებულან. სხვაგან თუ გადაინაცვლეს.
-არ გესმით? საქმე მაქვს.-ხმას ვიმკაცრებ. ერთ-ერთი თითქოს გონს მოდის და გადაწყვეტილებასაც იღებს. ფეხზე წამომდგარი ჩემკენ მოემართება და ისე მიყურებს, როგორც კარგა ხნის ნაცნობს, რომელსაც დიდ პატივს სცემს.
-წამომყევი. იმან იცის?-ჩახლეჩილი ხმით მეკითხება. ვყოყმანობ. არ ვიცი, ვუთხრა თუ არა, ვინ გამომგზავნა, ან საერთოდ რა ვუპასუხო. ჩემს შეცბუნებას ამჩნევს და თვალს მაშორებს, რომ მისმა მზერამ ჩემზე რამე გავლენა არ მოახდინოს.
-მე რომ ვარ აქ, ეს არა. წესით ჩემი ახლობელი უნდა მოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა და მე გამომგზავნა.-გულწრფელად ვპასუხობ. მართალია ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია, სახეც ნაადრებად აქვს მობერებული იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ორმოცისაც არ იქნება და ქვედა ტუჩზეც ეტყობა ნაიარევი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვერ მიქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ ცუდი ადამიანია. სიმპათიები მიჩნდება მის მიმართ. სახლში რომ ვიყო, ამაზე გულიანად გავიცინებდი, მაგრამ აქ და ამ დროს ეს დიდი შეცდომა იქნებოდა.
-კარგი, მაინც ვცადოთ. ვნახოთ, თუ მიგიღებს. მე გაბო ვარ.
-ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნოა და აქ ვერც ჩემს ნამდვილ სახელს გავამხელ, მაგრამ თუ ცალწარბასაც მოუნდება ჩემთვის სახელით მომართვა, გადაეცი, რომ თიკა დამიძახოს.-შედარებით დამშვიდებული ვეუბნები და ადგილიდან დაძრულს უკან მივყვები.
ჯერ ერთ რკინის, მწვანედ შეღებილ კართან მივდივართ, რომელთანაც ორი ტლანქი აღნაგობის მამაკაცი დგას. გაბოს დანახვაზე გზას გვითავისუფლებენ. ჩემზე არ ეკითხებიან, ვინ არისო, ესე იგი გაბო ცალწარბასთან დაახლოებული პირია. რა კარგია, რომ პირველმა მან გადაწყვიტა ჩემი დახმარება.
-აქ სხვა ოთახებიცაა?-ვინტერესდები.
-რაში გაინტერესებს?-სავარაუდოდ არ სიამოვნებს, რომ მის კითხვებს ბოლომდე არ ვპასუხობ და უნდა სამაგიერო გადამიხადოს.
-ცოტა ხნის წინ დარბაზში ქალი და მამაკაცი დავინახე, წუთში კი სადღაც აორთქლდნენ. დერეფნით ვერსად წავიდოდნენ, რადგან შევამჩნევდი. ესე იგი ისევ აქ არიან, მაგრამ სად?-საკმაოდ საინტერესოდ ვმსჯელობ და უკანდასახევ გზას არ ვუტოვებ.
-ჰმ, ჭკვიანი ქალი ჩანხარ. ხო, ასეა. აქ ბევრი ოთახია. ბორდელი არ გეგონოს. ჩვენ აქ ძალით არავის ვაჩერებთ და არც არავინ იტანჯება. იაფფასიანი სასტუმროა, ასე რომ ვთქვათ. ხუთვარსკვლავიან ნომრებს ვერავინ შემოგთავაზებს და ვერც ლამაზი ხედებით დატკბები, თუმცა ცოლიანებისთვის და თან გაღლეტილებისთვის შესანიშნავი გამოსავალია. კახ*ების მხრიდან რომ შევხედოთ კი ფულის მარტივი ხერხით შოვნისთვის.-მიხსნის ის და კიდევ ერთ კარს ვადგებით.
-მარტივი?-ვძრწუნდები. ყოველვის ვფიქრობდი, რომ მეძავობა ფულის შოვნის უკანასკნელი და ყველაზე რთული საშუალება იყო, ეს კაცი კი სულ სხვა რამეს მეუბნებოდა.
-გონიერი ხარ, მაგრამ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვერ იცნობ კარგად, შენი სქესის სხვა წარმომადგენლებსაც კი. ძალიან ბევრს ეძლევა შანსი, რომ გათხოვდეს, რომ სხვა სამუშაო იშოვნოს, მაგრამ ისე არიან შეჩვეულნი ამ საქმიანობას, რომ ბოლოს მაინც მას უბრუნდებიან.-ძლივს შესამჩნევად იღიმის გაბო. ბოლოს და ბოლოს ის სულ აქაა და ჩემზე უკეთესად ერკვევა ასეთ თემებში. რთულია ამის გათვიცნობიერება, მაგრამ შორიდან მაინც ვერავის განვსჯი.
-ალბათ გული გერევა ახლა იმაზე, რასაც გეუბნები, არა? თან გიკვირს, ასეთი ქალის ცოლად შერთვა ვინ უნდა იკადროს, მაგრამ საერთოდ ორი კატეგორიის კაცები არსებობენ. კაცები, რომლებიც ცდილობენ ქალის ნაკლოვანების აღმოფხვრას და კაცები, რომლებიც ამ ნაკლს სათავისოდ იყენებენ. მე ვიცნობ კაცს, რომელიც შესანიშნავად ცხოვრობს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და ფულიც ცოლის ასეთი საქმიანობით შემოსდის.-მრავალმნიშვნელოვნად ჭმუხნის შუბლს კაცი.
-ის ქალი ასეთი დებილი რატომაა?-შეძრწუნება მინელდება. იმ აზრს ვეგუები, რომ გაბოსგან კარგს ვერაფერს გავიგებ.
-დებილი? დებილიც არ ეთქმის. პირიქით, ჭკვიანია. ასე ის ოჯახსაც ინარჩუნებს, გათხოვილი ქალიც ჰქვია, მამაკაცების მრავალფეროვნებასაც არ უჩივის და ფულიც საკმარისად აქვს, რომ ის იყიდოს, რაც მისთვის ყველაზე მთავარია... მოკლედ, შენ ასე ცხოვრებას ვერ შეძლებ, მაგრამ მისთვის ძალიან ადვილია. მართლა გონიერებაა ეს, თი-კა! ასე უნდა მოგმართო ხომ?
-ხო, ასე.-უკმეხად ვპასუხობ, მაგრამ გულში მახარებს მისი ნათქვამი, შენ ასე ცხოვრებას ვერ შეძლებო. ვმშვიდდები, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, აქამდე არასდროს დავეცემი, რადგან უბრალოდ ვერ შევძლებ.
-უკვე მოვედით. ჯერ მე შევალ და თუ საჭირო იქნება, დაგიძახებ, გამიგე?-მამოწმებს, რომ ცალწარბასთან თვითონაც არ შეექმნას პრობლემა.
თავს ვუქნევ და ისიც იდუმალებით მოცულ ოთახში შედის.
უცნაურია. ამ კაცს არაფერი ეტყობა, რომ ასეთ გარემოში ატარებს ყოველ დღეს. ამოუწურავი სიტყვების მარაგი აქვს და თან განათლებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. მკვლელები და მოძალადეები განათლებას ვერ მისცემდნენ, მაგრამ ასე ჩამოყალიბებულად და გონივრულად როგორ მსჯელობს? საინტერესოა. მგონი ძალიან დიდხანს ვიცადე. მანტოს შიდა ჯიბეში ჩადებული ფუთა მწვავს. გაბოს ვეღარ დაველოდები.
კარებს ვაღებ, იქ კი ფარდა მხვდება. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ფარდას ვწევ. ასე ვჩნდები გაბოსა და ცალწარბას მხვედველობის არეალში.
-გამარჯობა.-ჩემს დაუფიქრებლად შემოვარდნას გაბოს მზერის დანახვისთანავე საშინელ გადაწყვეტილებად ვნათლავ, მაგრამ ახლა ისევ უკან ხომ არ გავალ. ეს უკვე უზრდელობა იქნება ცალწარბას თვალთახედვიდან.

^^^
როგორც იქნა!!!
მუზები დამიბრუნდნენ თუ არა, დრო აღარ დავკარგე და ესეც შედეგი! ისევ თქვენთან ვარ (გული, გული, გულიი :დ)
მომენატრეთ ძალიან, ძალიან, ძალიან! კიდევ თქვენი შეფასებები მომენატრა და იმედია გამახარებთ ახლა... არც კრიტიკა დაიშუროთ, თორემ მერე მე რომ ვნახულობ, შეცდომებს ვპოულობ ხოლმე და ვფიქრობ, ჩემმა მკითხველებმა ნუთუ ეს ვერ შეამჩნიეს_მეთქი.
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. ამის დაწერაც როგორ მომნატრებია, ფიიფეელ... :დ



№1 სტუმარი მიკა

sofiii ramdeni xania, vedzeb sheen istoriaaas daa guli mwydeboda ro ar chandiii..sofiko vnaxe daa shemovprindiii uceeb da istoriaze metad ps s wakitxva mindodaaa:-D :-D ,,uyvarxart sopikos"dzalian gvatbob am sityvebitt

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე, ჩემო უნიჭიერესო, უტკბილესო!
როგორ მომნატრებია შენი ნაწერები. ერთი ამოსუნთქვით, გემრიელად რომ იკითხება.
პირველ რიგში , სათაური მიყვარს. რაც უფრო მეტაფორულია, მით უფრო მეტად.
თიკა.
ცოტა მშიშარა, საყვარელი, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედული. ვარდისფრად ვინ არ უყურებს ცხოვრრბას, სანამ მტკივნეულად არ დაეცემა, არა?
კი არ მგონია, უბრალოდ ვიცი , რომ ამ ქალის პერსონაჟში ბევრად მეტი თვისებაა, ვიდრე ახლა გვაჩვენებ და სიამოვნებით დაველოდები როდის შევიცნობ ბოლომდე. იცი კიდევ რა მიყვარს? შენი იდუმალება. წერ და არ ვიცი აცნობიერებ თუ არა, თუმცა მაინც ისე გამოგდის, თითქოს ზღაპარში გვაცხოვრებ იმ წუთების განმავლობაში, რასაც კითხვას ვუთმობთ.
გაბო მომწონს. გეთანხმები. სიტყვათა მარაგი აქვს, აზროვნებს ძალიან კარგად და რაც მთავარია, თიკას ისე არ აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ქალს. ზოგადად, მამაკაცები გაცნობამდე ეჭვით გახედავენ ხოლმე და ისეთის "დაჭერას" ცდილობენ, ინტერესებს რომ დაუკმაყოფილებენ.
მგონი ძალიან გრძელი და არეული კომენტარი გამოდის, რადგან არეული ვარ. მონუსხული და ბედნიერი ვარ შენი დაბრუნებით, ამჯერად ისე, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი!
ცალთწარბას რაც შეეხება, ამას შენ მეტყვო, რადგან პირველ თავში რაღაც-რაღაცები ბუნდოვნად მესმის ხოლმე და ასეც უნდა იყოს.
უნიჭიერესო, შეუდარებელო სოფიკო!

 


№3  offline წევრი neilo

saintereso dasawyisia.mixaria sheni dabruneba.

 


№4  offline მოდერი sopiko

მიკა
sofiii ramdeni xania, vedzeb sheen istoriaaas daa guli mwydeboda ro ar chandiii..sofiko vnaxe daa shemovprindiii uceeb da istoriaze metad ps s wakitxva mindodaaa:-D :-D ,,uyvarxart sopikos"dzalian gvatbob am sityvebitt

მეც ძალიან მომენატრე, მიკა kissing_closed_eyes
მართლა გულწრფელად მიყვარხართ უკლებლივ ყველა და...
მადლობა relaxed
MariamG
ვაიმე, ჩემო უნიჭიერესო, უტკბილესო!
როგორ მომნატრებია შენი ნაწერები. ერთი ამოსუნთქვით, გემრიელად რომ იკითხება.
პირველ რიგში , სათაური მიყვარს. რაც უფრო მეტაფორულია, მით უფრო მეტად.
თიკა.
ცოტა მშიშარა, საყვარელი, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედული. ვარდისფრად ვინ არ უყურებს ცხოვრრბას, სანამ მტკივნეულად არ დაეცემა, არა?
კი არ მგონია, უბრალოდ ვიცი , რომ ამ ქალის პერსონაჟში ბევრად მეტი თვისებაა, ვიდრე ახლა გვაჩვენებ და სიამოვნებით დაველოდები როდის შევიცნობ ბოლომდე. იცი კიდევ რა მიყვარს? შენი იდუმალება. წერ და არ ვიცი აცნობიერებ თუ არა, თუმცა მაინც ისე გამოგდის, თითქოს ზღაპარში გვაცხოვრებ იმ წუთების განმავლობაში, რასაც კითხვას ვუთმობთ.
გაბო მომწონს. გეთანხმები. სიტყვათა მარაგი აქვს, აზროვნებს ძალიან კარგად და რაც მთავარია, თიკას ისე არ აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ქალს. ზოგადად, მამაკაცები გაცნობამდე ეჭვით გახედავენ ხოლმე და ისეთის "დაჭერას" ცდილობენ, ინტერესებს რომ დაუკმაყოფილებენ.
მგონი ძალიან გრძელი და არეული კომენტარი გამოდის, რადგან არეული ვარ. მონუსხული და ბედნიერი ვარ შენი დაბრუნებით, ამჯერად ისე, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი!
ცალთწარბას რაც შეეხება, ამას შენ მეტყვო, რადგან პირველ თავში რაღაც-რაღაცები ბუნდოვნად მესმის ხოლმე და ასეც უნდა იყოს.
უნიჭიერესო, შეუდარებელო სოფიკო!

აი, როგორ მიხარია, რომ შენთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ვარ! თან მწერალი?! relaxed
ეს ისტორია ჩემთვისაც განსხვავებულია... რას ვწერ, არ ვიცი, მაგრამ რასაც ვწერ, ძალიან რომ მიყვარს ეს ვიცი heart_eyes
შენნაირი ნიჭიერი ადამიანი ასეთ კომენტარს რომ დაგიწერს, მართლაც სასიხარულოა...
უყვარხარ სოფიკოს!
neilo
saintereso dasawyisia.mixaria sheni dabruneba.

მეც მიხარია, რომ ისევ ჩემთან ხარ heart_eyes
გმადლობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent