ნანატრი ბედნიერება (3)
რამდენჯერმე ყრუდ ამოიგმინა, მერე გაბმული ხრიალი ამოუშვა და გაუთვიცნობიერებელი ყოფიერების საშინელი შეგრძნებით სახედაღრეცილი და თვალებდაჭყეტილი, ხელების უსაშველო ქნევით საწოლიდან უცბად ისე სწრაფად წამოხტა, თითქოს შიშველ სხეულზე გავარვარებული ნაკვერჩხლები გადაებნიოთ.“მიშველეთ!..“ უნებურად ამოსძახა უმწეობამ, შიშმა თუ კიდევ სხვა გაურკვეველმა გრძნობამ, მაგრამ პირიდან ხმა არ ამოსვლია, მიშელეთო წამიერად კვლავ გაკრთა გონებაში ეს ერთადერთი სიტყვა. იგი ჯერ კიდევ იქ იყო, რომელიღაც ქვეყანაში გაუგებარსა და ამოუხსნელში, ძლიერსა და უსაზღვროში, სადაც თვალისმომჭრელი ათას ფერთა მოჩვენებით სიკაშკაშეში ნიღაბაფარებული ურჩხულების მსგავსი უხეში ძალები საოცარი სიამოვნების გამომხატველ სიცილ-ხარხარით (მათი გაგებით - სიყვარულით) ხან ბლაგვი იარაღებით უსერავდნენ სხეულს (საიდანაც შადრეანივით ასხამდა მოშავო-მოწითალო სითხე), მერე სათითაო ნაწილად გლეჯდნენ, ხევდნენ და თითქოს კვლავ ამთელებდნენ, გავარვარებულ თორნეში ცოცხლად წვავდნენ, გველივით ჭრელი თოკებით თუ თვით გველებით ახრჩობდნენ. მშველელი კი არ ჩანდა, მხსნელი არ ჩანდა: არადა, არც კვდებოდა და არც რჩებოდა, არც სააქაოს იყოო და არც საიქიოს.-ჰო. (ამოთქვა ბოლოს, როგორც იქნა, მაგრამ ჯერ არ იცოდა, ვის რას ეთანხმებოდა, უაზროდ მოსვა ხელი კისერზე. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, რატომღაც საშინლად ეწოდა მკერდი, მუცელი, მკლაები,თითქოს კვლავ უჭერდა ყელში რაღაც, სუნთქვაც უჭრდა და გული საგულედან ლამობდა ამოვარდნას. -არა. (თქვა უფრო ხმამაღლა და ამჯერადაც ჯერ რ იცოდა რას უარყოფთა, უაზროდ გადაატრიალა თვალები-ვერაფერი დაინახა, სმენა დაძაბა-ვერაფერი გაიგონა. არც ცა იხედებოდა და აღარც ვარსკვლავები, სადღაც გამქრალიყო დედამიწა, უსაზღვრო წყვდიადსა და მდუმარებაში ჩაძირულიყო ყოველივე. მერე კარმა გაიჭრიალა და ჭრიალი გაიგონა. კარში თეთრ ლანდს ჰკიდა მზერა. აცი იყო თუ ქალი ვერ გაარჩია, მაგრამ ის კი დაინახა, თეთრი პერანგი ჩამოსანთლულ სხეულს კოჭებამდე უფარავდა.-ქეთა, (ჩურჩულით გამოსძახა ლანდმა კარიდან. სიტყვას თან მომთენთავი, გამაჟრჟოლებელი სითბოც გმოატანა და ბოლოს ჰკითხა. -მეძახდი? -ჰა?.. (ამოიგმინა თუ ამოიხრიალა ქეთამ მაშონვე მუხლები მოეკვეთა, სხეული უღონო ყვავილივით მოუმჩვარდა. არ დავვარდეო-საწოლზე ჩამოჯდომა დააპირა, ვერ მოახერხა, კიდეზე მწარედ ჩამოჰკრა თეძო და ელდანაკრავივით კვლავ ფეხზე წამოიჭრა.გაიჯგიმა სარგადაყლაპულივით წელში გაზნექილი იდგა, ცალი ხელი თეძოზე ედო, მეორე-მოშშვლებულ მკერდზე და ახლა ის აკვირვებდა, კარი რომ არ იყოო ღია და, რაღა თქმა უნდა, კარშიც არავინ იდგა. საკუთარი სხეული შეათვალიერა, ყველა ნაკვთი თავის ადგილზე ქონდა, სისხლიც არსაიდან სდიოდა. “ჰო ეს მე ვარ..“ თითქოს ბეჭედი დაუსვა მის არსებობას, ერთგვარი მხნეობაც შეიძინა, მაგრამ გამთენია დროდადრო აბრუნებდა ფიქრით განვლილ მტანჯველ წუთებთან და ვერაფლით ამოეხსნა, რატომ ეწოდა მკერდი, მუცელი, მკლავები, რატომ უჭერდა ყელში რაღაც და გულირატომ ლამობდა საგულედან ამოვარდნას. არადა, ეს პირველი დღე როდი იყო, რაც სახლიდამ წავიდა, უკვე კვირა იწურებოდა სულის და ხორცის ამ მერყევ ცვლილებებსა თუ გაუთვითცნობიერებელი განცდების შემოტევაში. ეს ახალი განცდა უფრო მეტ და მეტ სიმძაფრეს იძენდა და თითქოს ახლოვდებოდა ჟამი, ყოველივე გაუგებრობას ბოლოს რომ მოუღებდა. სახლის აივნიდან ქალაქს გადახედა. ბუნება ღამის მოჩვენებითი სიმყუდროვიდან ნაბიჯ-ნაბიჯ დღის თვალხილულ მშფოთვარებაში გადადიოდა და ნაბიჯ-ნაბიჯვე წარსულს აბარებდა ყოველივე განცდილ, მაგრამ უკვე განვლილ სიხარულს თუ ტკივილს.ბუნება იღვიძებდა. ნათელი ეფინებოდა ცას... აგერ-აგერ ზაფხულის დაუნდობელი, მცხუნვარე მზეც ამოვიდოდა და ალბათ მხოლოდ ამ ზაფხულისთვის დამახასიათებელი ყველაფრის გადამბუგავი, საშინლად მწველი სხივებით ტავს დაატყდებოდა დედამიწას...მაგრამ ჯერ ღამისა და დღის გასაყარი იდგა და გრილი სიო საამოდ დანავარდობდა აივანზე. ქეთამ ოდნავი შვება იგრძნო, მხოლოდ ოდნავი შვება და ისიც დროებით, გრილი სიო სადღაც გაქრა თუ გადაიკარგა. არ ესიამოვნა უმოძრაო ჰაერი და ოთახში შებრუნდა, საათი 6ის 20წუთს უჩვენებდა. დაწვა თუმცა ვერაფლისდიდებით თვალი ვერ მოხუჭა თვალი და წამიერად სიზმარზე ჩაფიქრდა, თუმცა მხოლოდ წამიერად, შემდეგ ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე და ოთახიდან გავიდა. გვერდითა ოთახის ღია კარებისკენ გაექცა მზერა და დანიელსაც მოკრა თვალი, გაჩერდა, ყურება დაუწყო, კაცს ისედაც თხელი ნაჭერი საერთოდ მოეცილებინა სხეულიდან და უზარმაზარ ლოგინზე არაბუნებრივად იყო გაშხლართული. ღიმილმა ოდნავ გაუპო ქეთას ბაგეები, თუმცა წამსვე მოეგო გონს, რას ვაკეთებო გაიფიქრა და გზა გააგრძელა, წყალი საკმარისზე დიდ ჭიქაში ჩაასხა და სულმოუთქმელად გადაყლურწა, მერე ჭიქა თავის ადგილზე დადო და ოთახში დაბრუნდა... დაახლოებით ორ საათში, ვიღაცის ხრიგინი მოწსმა და მიხვდა დანიელი ამდგარი იქნებოდა, თვითონაც ადგა და ოთახიდან გავიდა. -დილა მშვიდობისა! (მიესალმა და დივანზე ჩამოჯდა) -დილა მშვიდობის! (კაცმაც არ დააყოვნა და ყავის ფინჯნით ხელში წინ დაუჯდა) -შენ რა არ გძინებია? -საიდან მოიტანე? (თითქოს ტყუილად სდებდნენ ბრალს ისეთი სახე მიიღო და კითხვის ნიშანს დამსგავსებულითვალები დანიელს მიაპყრო) -აბა თვალები რას გიგავს? -რას მიგავს? -დასიებული გაქვს! (უკვე მობეზრებული გასცა პასუხი და ყავა მოსვა)ქეთას არაფერი უპასუხია, მხოლოდ ადგა და ადუღებული წყალი ყავის ფინჯანში ჩაასხა. -იცი, დღეს ჩემი მეგობრები აპირებენ აქ მოსვლას და წინააღმდეგი ხომ არ იქნები? -და რო ვიყო რა? -არც არაფერი! უბრალოდ გაგაფრთხილე.(ფინჯანი მაგიდაზე დადგა, ადგა და სახლიდან გავიდა, ქითა თვითონაც ვერ ხვდებოდა ესე უხეშად რატო ელაპარაკებოდა, მართლა ვერ ხვდებოდა, უბრალოდ ბაგეები თითონ მოძრაობდნენ და არც თვითონ ძაგდა მათი შეჩერებე. თვითონაც ამოიცვალა, იფიქრა თვალს წყალს დავალევინებოდა სახლიდან გავიდა. სადღაც 2საათი იქნებოდა სახლში რომ დაბრუნდა, პროდუქტები მაგიდაზე დააწყო და რაღაცეების კეთებას შეუდგა, განა ევალებოდა? არა! უბრალოდ თვითნ ესე უნდოდა და ვსო! *********** სახლიდან ისეთი სუნები გამოდიოდა ლამის ჩაკაიფებულიყო, კარი შეაღო და სამზრეულოში მოფუსპუსე ქეთა რო დაინახა გულში სითბო ჩაეღვარა, ამ უჟმურ გოგოს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც საოცრად ხიბლავდა დანიელს. უცებ მოუნდა მისულიყო და ჩახუტებოდა, ესეც მოიქცა.... *********** ვიღაცის შეხება რო იგრძნო უკნიდან, ლამის გული გაუსკდა, თავისთვის, მშვიდად, ხაჭაპურს იღებდა ღუმელიდან და ვიღაცის შეხებამ დააფრთხო, ელდადაცემულივით ისე სწრაფად შემოტრიალდა, ის ცხელი ხაჭაპური ხელში ვერ გაუჩერდა და პირდაპირ დანიელს მოხვდა სახეში. ვაიმეო, ორივეს ერთად აღმოხდა, ერთმა დამწვარ სახეზე იტაცა ხელი, მეორემ ამოვარდნილ გულზე. -რა ჯანდაბას აკეტებდიიი?! -კიდე კაი დანა არ გეჭირა (სიცილით უთხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. თუმცა ქეთას გაცეცხლებილ სახეს რ მოჰკრა თვალი წამსვე დასერიოზულდა) -მეთქი რას აკეთებსთქო და შენი გამოწევა მინდოდა შენ კიდეე.... (მოხერხებულად მოატყუა გოგონა და ისევ გაუღიმა) -მერე ენა ჩავარდნილი გქონდა? (არ ცხრებოდა ქეთა) -შენ რაებს აკეთებ?(კითხვა უპასუხოდ დაუტოვა და წინ დაწყობილ გემრიელობებს თვალი შეავლო) ----------------------------------------------------------- ლამის დამთავრებული ჰქონდა ყველაფერი ვიღაცეები ჟივილ-ხივილით რო შემოვარდნენ სახლში. აქამდე დივანზე მოკალათებული და ქეთას მაცქერალი დანიელი მძიმედ წამოდგა და რატომღაც ნაძალადევად გაუღიმა სტუმრებს. აი ქეთა კი ძალიან გააკვირვა ბუშტების უზარმაზარმა შეკვრამ, რომელზეც მეტნაწილად: ”Happy Birthday” და ”I love You” ეწერა. სათითაოდ ყველა ეხვეოდა ულოცავდა დანიელს. ქეთა კი მიშტერებოდა, იმის იმედით რომ მისკენაც მოიფიქრებდა გახედვას, ის კი გაბრაზებილ მზერას ტყორცნიდა და ამით აგრძნობინებდა: “იდიოტო ბიჭო დაბადების დღე თუ გქონდა ვერ თქვიო?!“ -ვაა ძმაოო, თქვენ აქ ყველაფერი გაგიკეთებია ტო. გვეგონა დანიელთან ავალთ და მერე სადმე რესტორანშითქო, ჯიგარი ხარ რა, ჩვენთვის ვიდვიჟენიოთ.(მაგრამ გადაეხვია და ერთ-ერთ დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა) ----------------------------------------------------------- საკმაოდ სასიქმოვნო მეგობრები ყავდა დანიელს და თავიდან არც მოუწყენია, გარდა რამოდენიმესა რომლებიც თავიდანვე არ მოხვდა გოგონას თვალში, თუმცა ხო არ იტყოდა... თავისთვის იჯდა და ნაძალადევად იღიმებოდა, რაზეც საჭირო იყო. მერე მობეზრდა ამდენი ხმაური ადგა და სამზარეულოში გავიდა, შვებით ამოისუნთქა იქ რო არავინ დახვდა, მაცივრიდან ალკოჰოლიანი სასმელი გამოიღო და მთელი ჭიქა წყალივით გადაუშვა გამომშრალ ყელში, იფიქრა ამ აყროლებულ, მწარე და თითქოს მჟავე სასმელს შეეძლო ხასიათზე მოეყვანა, არადა არც მოდიოდა... ბოლოს ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გასვლა დააპირა ერთ-ერთმა მისი არმოწონებულთაგან უხეშად, რომ ჩამოუღო ისედაც გატყაული ბეჭი. -ამას დამიხედეთ(ირონიული ხმის ტემბრი თითქოს ღრმად იყო გაჟღენთილი მისაკვასკვასებულ ბაგეებში, ქეთამ უბრალოდ წარბი აუწია, რა ჯანდაბა გინდაო. მერე ერთწამიანი ლოდინიც კი მოჰბეზრდა და მის გზაზე წასვლა გადაწყვიტა, წეღან ვიღაც აშპაკლულმა “ძალით კუკლამ“ უნამუსოდ რომ შეაწყვეტინა. -სად გეჩქარება, დაჯექი ვიჭორაოთ.(ოდნავ მომბალი, მაგრამ მაინც მკვახეთ მაჟღერალი ტონით, ვითომდა სთხოვა და ისევ ნადლური გამომეტყვლება მიიღო, ქეთა ძალზედ მობეზრებულად მოტრიალდა და მხოლოდ ეხა ინება პასუხის გაცემა) -უკაცრავად, მაგრამ სულაც არ ვარ იმის ხასიათზე, ვიღაც ზევიდან მედიდურად მაცქერალ არსებას, თუნდაც მეჭორაო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ შენზე არაფრით ნაკლები არ ვარ! ამიტომ მომიტევეთ უნდა გავიდე! (თვლი ჩაუკრა და ისევ მის გზაზე წასვლა დააპირა, ეს უკუღმართი გოგო წინ რო გადაუხტა და ყურში ყვავივით ჩაჩხავლა) -ყოველ შემთხვევაში შენსავით პირწავარდნილი მაინც არ ვარ! (მკვახედ მიუგო და პასუხს არც დალოდებია კურტუმო, რო აიღო და ქნევით წაიღო მისაღებისკენ. ქეთას კიდე პირი ღია დარჩა, ამ ტუტუცმა გოგომ ეს როგორ მაკადრაო, არადა შუბლზზე ეწერა ვინ იყო, რა იყო და რამდენზე იყო გადანახტომი, ეს ვის რას ეუბნებოდა, ვაიიიი რას გამოეკიდებოდა ოთახიდან რო არ გაესწრო, ერთ ღერ თმას არ შეაჩერდა თავზე ეხა კიდე ძაან ტეხავდა გავარდნოდა და ისტერიკები გაემართა... გავიდა თუ არა ის ცხვირაბზუებული ძუკნა, სამზარეულოში ისევ ვიღაც შემოვიდა, ეტყობოდა მაისურზე რაღაც გადაესხა და უიმედოდ ცდილობდა როგორმე ამოეშორებინა, მამაკაცმა ჯერ კარში გასულ გოგოს გახედა, მერე პირდაღებულ ქეთას, მერე ისევ იმ გოგოს, მერე ჩაეღიმა, ონკანი მოუშვა და ქეთას დამშვიდებას მონდომებით შეუდგა. -როგორც ვხვდები, მისი გესლი ლიზას შენთვისაც არ დაუშურებია. -სწორად მიმხვდარხართ. (გონზე მოსულმა უპასუხა და მისკენ შეტრიალდა, იფიქრა ნაძალადევად გავუღიმებ და მოვიშორებო , მაგრამ როგორც კი მის ზღვისფერ თვალებს ჰკიდა მზერა, ღმილი შეეყინა და დებილივით გახევდა, ისიც კი ვერ იფიქრა, ამ ბიჭს გადავრებ, სიფათი შეისწორე გოგოოო...) _____________________________ სიმართლე გითხრათ ამ მოთხრობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ რამოდენიმე ადამიანმა ლამის შემიკლა ხელში, მომიწია გამეგრძელებია, იმედია კაია და მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.