შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


21-05-2016, 00:01
ავტორი Kristy
ნანახია 1 908

დილამ შემოდგა ნათელი ფეხი,
ღამის უკუნი ჩამოიტოვა,
დადგა სისხამი ფერთა დაზგასთან,
იწყო იშვიათ მაჟორში თოვა...
გამოაჩინა ოქროს სხივები
მაცოცხლებელმა, უკვდავმა მზემაც,
სიომ გაშალა თამამად ფრთები -
ამაყად დაქრის „ქვენა“ც და „ზენა“ც...

იშვიათია დღეს ფერთა გამა,
აღიარეო შემქმნელი მგოსნად,
არ დაიშურა ბუნებამ ძალა,
შექმნა ციური შედევრი ცოცხლად...
და დღის სილარეს რა შეედრება,
რა შეედრება გრძნობებით დაღლას,
როცა ბრწყინვალე შარავანდედი
ადგას მღელვარე სიცოცხლის თავლას ?!



№1 სტუმარი Magda

საყვარელი ლექსია, ბავშვური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent