შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი შეცდომა (სრულად)


5-09-2016, 13:55
ავტორი ketu
ნანახია 5 370

****
- ნია, ხვდები მაინც რას მეუბნები?
- ვხვდები
- ცხოვრებას რომ საკუთარი ხელით ინადგურებ მაგასაც ხვდები? ასე ვერ მოიქცევი ნია...
საკუთარი თავი თუ არ გეცოდება სხვებზე მაინც იფიქრე,ხომ იცი რომ დედაშენი
ვერ გადაიტანს ...
- ნია, ნია მოიცადე! ჯერ არ დამიმთავრებია, ესე უბრალოდ ვერ ადგები და ვერ წახვალ!
უნდა მომისმინო, დამელოდე... ნია.. ნია

****
- კარგი რა დე, ნუ ტირიხარ ამდენს, დამელაპარაკე, რამე მაინც მითხარი გთხოვ
- რა ნია? რა უნდა გითხრა? რას ელოდები ჩემგან? მითხარი, მიდი, ხო ნუ მიყურებ
ესე შეშინებული, მითხარი რისი მოსმენა გინდა... მითხარი...
ამდენი წელი იმისთვის გზარდე, იმისთვის ვიწვალე, რომ ის კაცი შეგყვარებოდა ვინც საკუთარ სახელსაც ვერ ამბობს გამართულად? ნიკასაც მის გამო დაშორდი ხო?
- დედა, გეყოფა, საკმარისია! მე ის მიყვარს, მ ი ყ ვ ა რ ს, გესმის? არ შეგიძლია გამიგო,
დამეხმარო და გვერდში დამიდგე?
- არა ნია, არ შემიძლია, ამას ვერასდროს შევძლებ. კი არ გიყვარს გეცოდება, გებრალება,
პატარა უბადრუკი არსების დახმარებას ცდილობ და თავსაც იღუპავ
- გაჩუმდი! აღარ შემიძლია შენი მოსმენა, წავედი მე, ვაჩე მელოდება ეზოში
- პატარა საცოდავი კაცუნა
- იცოდე კიდევ ერთხელ მასზე ესე იტყვი და...
- და რა? რას იზამ ნია? ამაზე უარეს რაღას გამიკეთებ? იცოდე თავს მოვიკლავ, თავს
მოვიკლავ გონზე დროზე თუ არ მოხვალ ნია... ნია, ნია ... გესმის?... ნია!

****
- ნია, ადექი საწოლიდან და გამოდი გარეთ, ერთი კვირაა ოთახიდან არ გამოსულხარ.
ნია, ადექი-მეთქი არ გესმის? ნია სტუმარი გყავს ადექი... ნია შენ რა არ გესმის? ნია!
- ვინ არის?
- ნანა მასწავლებელი
****
- ბავშვობიდან უცნაური იყავი ნია, სხვანაირი, დანარჩენებისგან განსხვავებული...
- და მაინც თქვენ ყოველთვის გესმოდათ ჩემი
- კი ნია, ყოველთვის მესმოდა, ეხლაც გაგიგებ თუ მომიყვები
- არაფერია მოსაყოლი, შემიყვარდა, ხომ არ მომკვდარვარ? რატომ აღიქვამს ამას
ყველა ტრაგედიად?
- და ვინ ნია? ვინ შეგიყვარდა?
- ვაჩე
- და რატომ შეგიყვარდა?
- იმიტომ რომ კარგია, სუფთაა, ბავშვურია, კეთილია, სხვანაირია. ყველაზე კარგია. ყველაზე სუფთაა. ყველაზე ლამაზი და სუფთა თვალები აქვს. სხვებს არ გავს... ძალიან კარგია, ზედმეტად კარგი...
- ნია ხვდები რომ ის ბავშვია? ნია ამას აანალიზებ? გახსოვს ბავშვობაში რომ ოცნებობდი
პრინცს გავყვები ცოლად და ოთხი შვილი მეყოლებაო? ნია გახსოვს? ეხლა აღარ გინდა
შვილები? არ გინდა სრულფასოვანი ოჯახი? შენ უკვე ქალი ხარ ნია, განათლებული, ლამაზი ქალი. მალე დაიღლები ესე ცხოვრებით, მოგბეზრდება ეს ყველაფერი, გვერდზე
ოდესმე სრულფასოვანი მამაკაცი მოგინდება, და არა ბავშვი, შენზე მოკედლებული
ბავშვი... მერე უკვე გვიანია იქნება ნია, მას ვეღარ მიატოვებ, სინდისი ამის უფლებას
არასდროს მოგცემს, რადგან გეცოდინება რომ შენი წასვლით გაანადგურებ... ნია, ნია, გესმის ჩემი? აღარ მისმენ? ნია...
- ის ბავშვი არ არის, ჩემზე უფროსიცაა, 23 წლის კაცია. ყველაზე კარგი ადამიანია მათ
შორის ვისაც ვიცნობ, ბავშვივით სუფთაა, არ მივატოვებ...
- ესე ეხლა ფიქრობ ნია, ჯერ ყველაფერი არ გესმის, ამ ყველაფერს ვერ აანალიზებ...
მისი აზროვნება 8 წლის ბავშვისას უტოლდება, გესმის ეს ნია? ვერ შეძლებ მის გვერდით
მთელი ცხოვრების გატარებას, მას კი ძალიან ატკენ, ძალიან ეტკინება, ხომ იცი არა ნია?
კარგი რა ნი, ჩემო პატარა, ნუ ტირიხარ ამდენს, მოიწმინდე რა ცრემლები, აღარ იტირო რა გთხოვ... ხომ იცი არა როგორ მიყვარხარ? ხომ იცი რომ ეხლა მეც მტკენ? ჩუუ, აღარ იტირო ნი... უბრალოდ დაფიქრდი ამაზე.
- ნი, ის გახსოვს მათემატიკას როგორ ვერ იტანდი? საკონტროლოს დროს სულ შეცდომებს
უშვებდი, შენი რვეულის გასწორების დროს კი გვერდით ამეტუზებოდი ხოლმე და მეკითხებოდი: კიდევ შეცდომა დავუშვი ხო? გაგახსენდა ნი? აი ესე, უფრო ხშირად გაიღიმე ხოლმე რა... ნი, თემოც გახსოვს?
- რომელი თემო? იოსელიანი?
- ხო ნი, ეგ. გახსოვს მეექვსე კლასში მთელი გაკვეთილი იმის საკონტროლოს დაწერას მოუნდი, შენ კი ცარიელი ფურცელი ჩამაბარე... გახსოვს ნი?
- კი გამახსენდა; არაფერი არ ქონდა მაშინ ნასწავლი, მამამისი კი ცუდი ნიშნის გამო
ცემდა ხოლმე, ძალიან მეცოდებოდა, მარჯვენა თვალი სულ დალურჯებული ქონდა...
- შენ ყოველთვის ყველა გეცოდებოდა ნი, ყველას დახმარებას ცდილობდი, იქნებ
ეხლაც ესეა ნიაკო? გიფიქრია ამაზე?
- არა, არა, ნუთუ თქვენც ფიქრობთ რომ... თქვენც ეგ იფიქრეთ ხო? ყველანი ერთნაირები
რატომ ხართ? რატომ არ შეგიძლიათ უბრალოდ თანაგრძნობა? რატომ ვარ სულ ესე მარტო, რატომ?
****
- ნია შენ ხარ? მოიცა მართლა შენ ხარ? არ მეჩვენები?
- არა ქეთ, არ გეჩვენები, მე ვარ
- ღმერთო ნია, კარგად ხარ? იცი როგორ გამოიყურები? აი, ვერ აგიხსნი, თითქოს ამ ერთ კვირაში ათი წელი მოგემატა, რაღაც კიდევ მოხდა ხო?
- ნიკამ ცოლობა მთხოვა, მოსაფიქრებლად დრო ერთი კვირა მომცა
- ნი, რას აპირებ? დედას უთხარი?
- კი, ვუთხარი. იცოდე თუ უარს იტყვი თავსაც მოვიკლავო, შეიძლება ჩემს გასამწარებლად
მართლა გააკეთოს...
- კარგი რა ნი, ნუ ამბობ ესე. ხომ იცი ერთადერთი შვილი ყევხარ, უნდა რომ ბედნიერი
იყო. რომელ დედას ენდომება შვილი გონებრივად ჩამორჩენილ ბიჭს მიათხოვოს?
მითხარი ნი, მის ადგილას შენც ეგრე არ მოიქცეოდი? მას შენთვის კარგი უნდა, მაგრამ
შენ? შენ რა გინდა ნი?

****
- აბა ნია რა ქენი? მიიღე გადაწყვეტილება?
- კი!

****
- ნი დარწმუნებული ხარ?
- არა, ქეთ, არ ვარ...
- მისაღებში გელოდება, მე წავალ...
****
- ნია, მომენატლე
- არა ვაჩე, ზოგჯერ ხომ სწორად ამბობ ხოლმე არა? აბა ეხლაც ეცადე
- მომენატრე
- მეც მომენატრე ვაჩე
- უკვე მიდიხარ?
- ხო მეჩქარება, უბრალოდ შემოგირბინე
- კიდე ხო მოხვალ?
- არ ვიცი, იმედია მოვალ
- მალე?
ფეხის წვერებზე აიწია, მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს ფრთხილად აკოცა ლოყაზე,
შემდეგ კი კარები ფრთხილად გამოიხურა და ოთახში გაწითლებული დატოვა.
****
- ნია რა მოხდა? ილაპარაკეთ?
- კი
- ესე მალე? ნია საშინლად გამოიყურები. მერე რაო , რა გითხრა? კარგი რა ნია,ნუ ტირიხარ
ამდენს, დამელაპარაკე
- მეტი აღარ შემიძლია ქეთ, ვეღარ ვუძლებ
****
- ქალბატონო ნია თანახმა ხართ?ქალბატონო, თქვენ გეკითხებით, თანახმა ხართ? ქალბატონო...
- უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, რა ბრძანეთ?
- თანახმა ხართ? უკვე მოთმინებადაკარგული ყვირის ქალი
- მე? ააა ხო, დიახ, თანახმა ვარ...
****
აღარ შეუძლია ამდენი გახარებული სახეების ყურება, ამდენი მოლოცვების მიღება,
ამდენი ყალბი ღიმილისგან უკვე ყბები ტკივა, ფრთხილად იწმენდს ცრემლებს უკვე ბეჭდიანი თითით და კაბის კალთას იწევს, სტუმრებს შორის გზას ფრთხილად
მიიკვლევს...
- ნანა მას
მხრებზე გაყინული თითებით გაუბედავად ეხება, ქალი ტრიალდება
- ნანა მას, იმეორებს კიდევ უფრო ჩუმად
- ნიაკო, გისმენ ნიაკო, რამის თქმა გინდა? ნია გისმენ...
ნი, სულ თეთრი ხარ სახეზე, კარგად ხარ? ნი, კარგად ხარ? ნი მაპატიე. ნი ცოტა უფრო ხმამაღლა თქვი, არ მესმის რას მეკითხები. ნი კიდევ ერთხელ გაიმეორე. რააა?
ნი სულ კანკალებ, დაწყნარდი და ისე მკითხე, ესე არაფერი მესმის კარგი? ნი!
- კიდევ შეცდომა დავუშვი ხო?



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რა იყო ეს ვერაფერი ვერ გავიგეე

 


№2 სტუმარი ბუბუკა

აბსურდი....

 


№3  offline წევრი мариамо

veraferi ver gavige :/ zedmetad areuli iyo :/

 


№4  offline წევრი anni123

სისულელეც მესმის და სისულელეც:d მაგრამ ეს რაიყო ვერმივხვდი :d :d

 


№5 სტუმარი guest maia

exla wavikitxe sheni istoria...simartle gitxra cota areuli iyo magram mtavari azri rac ido am istoriashi gavige da zalian momewona <3333 gaagrzele wera da zogiertebis mware komentarebs yuradgeba ar miaqcio <33

 


№6 სტუმარი ჯანა

სისულელე, სისულელე და კიდევ სისულელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent