შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


16-03-2016, 13:25
ავტორი ketevan24
ნანახია 1 819

და როცა გრძნობებს აშიშვლებ მიგდებულს სადღაც სულის კიდეში,
ხვდები, რომ მარტო დარჩი და რეალურად საერთოდ არავის სჭირდები.
ოცნებების ნამსხვრევებით ისერავ დაუნდობლად ათას ფანტაზიას,
გებრალება ადამიანები, რომლებსაც შინაგანი რაღაც არც კი აბადიათ.
შენი მკვეთრი ფერი სველ ქუჩაში ტოვებს განსხვავებულ ბილიკს,
იმედი გაქვს ვიღაც ალბათ დაადგება ამ გზას შენნაირი ფიქრით.
და როდესაც ადამიანს გადაიქცევ მავნე ჩვევად,
სამყაროს ღერძად მიიჩნევ, დედამიწად, ღმერთად,
სწორედ მაშინ სიგიჟისკენ მისულს ჩაგექცევა ოკეანე სულში,
ყველა ჭრილობას აგიწვავს, რომელიც გაქვს ახალი თუ ძველი გულში.
და როცა აირევა შენში სევდიანი გრძნობები,
ხიდთად მიხვალ და ცხოვრებას ეტყვი: "გშორდები".
წყალს მიაბჯენ თვალებს და იგრძნობ რაღაცნაირ სიმშვიდეს,
და მერე ისევ გზას განაგრძობ, ჩაიდენ ათას უაზრო სიგიჟეს.
ასეთ ცხოვრებას გინდა თუ არა მაინც ისწავლი..
და მერე უბრალოდ გაიფიქრებ:"ჩემთვის სულერთი (არასდროს) იყავი"..



№1  offline წევრი ელლ

"შინაგანი რაღაც", აქ "რაღაც" ძალიან შეუფერებელია. მუსიკალურობა არ ჰქონდა ლექსს, თუმცა შინაარსი არ იყო ცუდი. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent