შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ავირჩიე სევდა (დასასრული)


5-09-2016, 16:37
ავტორი anukasia
ნანახია 1 756

თავი 3 (დასასრული)

ალბათ 1 კვირა დამჭირდა იმისთვის რომ აზრზე მოვსულიყავი. ორმაგი ძალა მომეცა იმისთვის რომ რეალობისთვის თვალი გამესწორებინდა და ასევე ორმაგად შემიყვარდა ნიკუშა. მას ჩემი გვერდში დგომა ძალიან სჭირდებოდა და ახლა მისი მიტოვება მე ფიზიკურად არ შემეძლო. ზუსტად ამ პერიოდში 1 წელი გადიოდა რაც ჩვენ ერთად ვიყავით და ამიტომ გადავწყვიტე სიურპრიზი გამეკეთებინა და კაფეში სადაც ჩვენ დავდიოდით იქ მიმეყვანა. ვიყიდე წითელი ბუშტები და მიმტანს ვთხოვე ერთი მაგიდა რომელიც ბოლოში იდგა მოერთო ჩვენთვის და შევუკვეთე ტორტი ჩვენი სურათით. საღამოს მივედი ნიკუშასთან და ვთხოვე სადარბაზოსთან ჩამოსულიყო, მანამდე ტაქსისტს მოველაპარაკე არ ერთქვა სად მივდიოდით, ნიკუშას თვალები ავუხვიე და იმ კაფეში მივიყვანე. მას ეს ყველაფერი ძალიან გაუხარდა, ლოყაზე მაკოცა და ჩუმად მითხრა " შენი თავი ღმერთმა გამომიგძავნა ნანუ". ის საღამო ძალიან მხიარულად გავატარეთ.
მალე ნიკუმ სამსახური დაიწყო. ერთ ერთ მსხვილ კომპანიაში არც ისე კარგ თანამდებობაზე იყო მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო რომ მისი შემოსავალი ჰქონდა. აი აქედან დაიწყო მისი ნელ ნელა უყურადღებობა. მე მთელი გულით ვცდილობდი მისი ცხოვრება ფერად დღესასწაულად მექცია. ძვირფასი საჩუქრებით გამენებივრებინა და თავი არასოდეს ეგრძნო ვინმეზე ნაკლებად, ის კი მეტ ყურადრებას სამსახურს და თანამშრომლებს აქცევდა. არც ამას ვაქცევდი ყურადღებას, კი მტკიოდა მაგრამ მქონდა ის გრძნობა რომ ნიკუ არ დამეტოვებინა. ალბათ ასე არ უნდა მეფიქრა.
ნიკუშას დაბადების დღე დგებოდა. მთელი კვირა ვფიქრობდი მისთვის რა გამეკეთებინა. 12-ს აკლდა 15 წუთი რომ დავურეკე
-ნიკუ რას შვები?
-რავიცი ნანუ ვწევარ და ვიძინებ.
-შეგიძლია ქვემოთ ჩამოხვიდე?
-ახლა რაღა მოიფიქრე ნანუ? არ დაიღალე? - თითქოს მობეზრდა ეს ყველაფერი ისეთი ხმით მითხრა
-კარგი ნახვამდის.. ამიტყდა ტირილი ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. არადა ქალაქ გარეთ ვიქირავე სახლი სადაც შესასვლელში დიდი ასოებით მისი სახელი ეწერა და მილოცვა. რომ შეხვიდოდი შუა ოთახში მაგიდაზე ორი თეფში იდო და ჩემი მომზადებული სალათები რომელსაც მთელი დღე ვაკეთებდი და ასევე ვისკი.. სკამზე Armani-ს სუნამო დავუდე და 2 კაციანი დასვენება ყაზბეგში სასტუმროში Rooms hotel kazbegi. პირველის ნახევრისთვის დაპატიჟებული ყველა მისი მეგობრისთვის დარეკვა მომიწია რომ აღარ მოსულიყვნენ.. მთელი ღამე მირეკავდა, მაგრამ არ მინდოდა მისი ხმის გაგონება..ძალიან ნაწყენი ვიყავი და ეს უნდა გაეგო.
მეორე შანსი.. მე მას ეს შანსი მივეცი და ვადევნებდი თითქოს თვალს შორიდან. დღეიდან ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც ნიკუშას უნდოდა. მე აღარ ვაპირებდი ვყოფილიყავი მამაკაცი ურთიერთობაში. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ახლოვდებოდა ზაფხული. მე სამწუხაროდ შვებულება არ მეკუთვნოდა და ამიტომ ვერ დავგეგმეთ დასვენება ერთად. რატომღაც მეგონა ის ჩემს მდგომარეობაში შემოვიდოდა და უბრალოდ შაბათ კვირას წავიდოდით სადმე. მაგრამ არა.. მან გადაწყვიტა წასულიყო ბანაკში, მის მამიდაშვილთან ერთად.. არ მინდოდა ეგოისტურად გამომსვლოდა და არაფერი მითქვამს.
-თათუ ხომ არ გეწყინება რომ წავიდე?
-არა ნიკ რა უნდა მეწყინოს წადი ხომ უნდა დაისვენო. ჭკვიანად იყავი კარგი?
-როდის არ ვარ ჭკვიანი ბიჭი. მითხრა მან და ჩამეხუტა..
გული ცუდს მიგრძნობდა მაგრამ მაინც გავუღიმე და გავაცილე. როცა ვხედავდი როგორ მიდიოდა თითქოს გული ჩამწყდა. სუნთქვა მიჭირდა. ღრმად ვსუნთქავდი და ყელში თითქოს რაღაც მაწვებოდა.. თვალები ამეწვა და თავისი ნებიტ წყლის წვეთებმა დაიწყეს მიწაზე დაცემა.. მთელი სხეული თითქოს გამისეშდა, ვერ ვხსნიდი ამის მიზეზს. ისე გავიდა ის ათი დღე რომ სულ 2ჯერ ველაპარაკე ნიკუშას იმიზეზებდა ტელეფონი არ იჭერსო. მეუბნებოდა სულ ალბათ 20 კაცი ვართო ქართველებიო. მაგრამ სოციალურ ქსელსი დადებული ამ ბანაკიდან სურათები სულ სხვას ანახებდა. ალბათ სადღაც ორასი კაცი იყო და არა მხოლოდ ქართველები. მაგრამ ამაზე მე არაფერი მითქვამს ახლა რა აზრი ჰქონდა . გავიდა ეს დრეები მეგონა საუკუნე გავატარე ასე. ძალიან შეცვლილი ნიკუშა დამიბრუნდა, ხშირად ლაპარაკობდა ტელეფონით. დადიოდა რაღაც შეკრებებზე რომელზეც რატომღაც მე არ მეპატიჯებოდა. სულ ტელეფონი ეკავა ხელში და მესიჯობდა, როცა ვეკითხებოდი ვის ელაპარაკებოდა პასუხად სხვადასხვა ძმაკაცის სახელს ვიღებდი.
ასე გადიოდა დღეები, სულ უფრო და უფრო მტანჯავდა კითხვა "რა მოხდა ასეთი იმ ბანაკში?" მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანდა არსად გარდა გამუდმებით მესიჯობის. სიყვარულის გამო გავხდი ალბათ საუკეთესო დეტექტივი . გავიგე ამ ბანაკის უფროსის კოორდინატები და მივედი რომ რაღაცების ახსნა მომეძებნა. ამ კომპანიის უფროსი საკმაოდ კარგად შემხვდა და როცა გაიგო ჩემი ისტორია დაუძახა ზედამხედველს რომელიც მას ყოველ დღე მოხსენებას უკეთებდა ყველაფერზე. სურათის როცა ვანახე გაახსენდა ნიკუშა ვინ იყო და რას აკეთებდა. დეტალურად ამიხსნა რას აკეთებდა ნიკუსა 10 დღის განმავლობაში. და ამბობდა ძალიან კარგი წყვილი შეიქმნაო ამ ბანაკშიო და ამით დამამახსოვრა ამ ბიჭმა თავიო.. გონება დავკარგე როცა ეს სიტყვები გავიგე. როცა გამოვფხიზლდი შიში და სინანული დავინახე ზედამხედველის სახეზე. გიორგიმ, დირექტორმა, წამომიყვანა სახლამდე.
-დიდი მადლობა ბატონო გიორგი ძალიან სეგაწუხეთ
-რა შეწუხებაა. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. რომ მცოდნოდა..
-არ მეტყოდით? და სიცრუეში მაცხოვრებდით და ასე უკეთესი იქნებოდა?
-არა მაგრამ.. ან შეიძლება ასე უკეთესია მართალი ხარ. გული არ გაიტეხო და მიაღებინე იმ ბიჭს ის რასაც იმსახურებს რომ ასეთ ლამაზ გოგოს გული გატკინა
-მადლობა ბატონო გიორგი. ნახვამდის.. ვუთხარი მე და ავედი მალე სახლში.ვეღარ მოვითბინე, აღარ შემეძლო ამდენის ატანა და დავურეკე
-ხო ნანუ როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად.
-ნახვა მინდა მე შენი . საქმე მაქვს. ნახევარ საათში ჩვენს კაფეში მოდი. ვუთხარი და გავუთიშე ტელეფონი.
ზუსტად ნახევარ საათში დათქმულ ადგილას იყო.
-ნიკუშ მე არ მინდა მესამე ვიყო.
-რა მესამე?
-არ შემაწყვეტინო. ძალიან კარგად ხვდები რა მესამეზეა ლაპარაკი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ შენი ცხოვრება გამელამაზებინა და ბედნიერი ყოფილიყავი. ამიტომ გისვებ ნიკუ. ბედნიერებას გისურვებთ ლამაზ წყვილს შენ და ლენკას. მე ამის შესახებ ყველაფერი ვიცი ნიკუ. ნახვამდის
-ეს მხოლოდ გატაცება იყო ნანუ მაპატიე
- ყველაფერს გაპატიებ და ამას ვერა. მშვიდობით ნიკუშ. ვუთხარი და წამოვედი. არ ვიცი სად მივდიოდი ან ამის სემდეგ რა უნდა მეკეთებინა . რა აზრი ჰქონდა ახლა ჩემს არსებობას, მუშაობას, სუნთქვას. ვფიქრობდი ამას და სადღაც მივდიოდი, ნაბიჯებს ვდგამდი დაუფიქრებლად. მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, გავიღვიძებდი და დამთავრდებოდა. მაგრამ ეს ხომ ასეთი რეალობა იყო. ვიხსენებდი რა დავუშვი მე შეცდომა, რატომ მომექცა ასე.
რამოდენიმეჯერ შეეცადა დამკონტაქტებოდა, ხან ნათესავებს არეკინებდა რომ გაეგო როგორ ვიყავი მაგრამ მე მან გამანადგურა... ეს ვეღარ ვაპატიე და ამაში თვით ღმერთიც კი დამეთანხმებოდა..
ორი თვე ისე გავიდა არ მახსოვს. ხან დამაძინებლებს ვსვამდი რომ აღარ მეფიქრა ხან სასმელს, უბრალოდ ხასიათზე მოსაყვანად. ამ დროს ყველა დაქალი გვერდით მედგა და ამის მერე გადავწყვიტე წავსულიყავი ცოტა ხნით თბილისიდან"

.....
საღამოს მე და ნინი პიაცაზე წავედით.. ყველაფერი ისეთი ლამაზია, ტავი კინოში გგონია. როიალის ხმა, გარშემო გარუჯული და ბედნიერი ხალხი.
-ნანუ რა ქენი დღეს?
-რავიცი ვიყავი ზღვაზე ხო მაქვს ცოტა ფერი? და სხვაობა ვანახე ნინის რაზეც გაეცინა და თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად.
-რას დალევ ? მე რამე ცოტა გრადუსიანი მინდა
-მე დავლევ რამე კოქტეილს. ძალიან კარგი საღამო იყო. ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ცოტა მოვიწყინეტ მაგრამ მაინც მხიარულად დავასრულეთ ალათ იმიტომ რომ დავთვერით.
თითქოს ჩემში ვიპოვე ისეთი რამ როგორიცაა ტელევიზორის დისტანციონი და გამორთე ჩემი ტვინის და გულის ის ნაწილი სადაც ნიკუსა იყო.. საკუთარი თავის მართვა ვისწავლე და ეს ძალიან დამეხმარა .. ნინი სულ გვერდით მყავდა, ამ თვეების განმავლობაში შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. და მხიარულად ვატარებდით დროს. ერთი განსაკუთრებით დამიახლოვდა და მეც მივეცი უფლება ახლოს მოსულიყო ჩემთან. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი მაგრამ ყოველთვის მჯერა იმის რომ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენაა...

გავიდა დრო და ნანა დაოჯახდა. ძალიან დიდი და ლამაზი ქორწილი ჰქონდათ ღია ცის ქვეშ. ყველაფერი ღია სალათისფერში იყო გაწყობილი. მეჯვარე ნინი ყავდა რომელიც ასევე ულამაზესად გამოიყურებოდა მის მოვარდისფრო კაბაში. ალბათ თბილისში ამ ქორწილის შესახებ დიდი ხანი ილაპარაკებენ. ამის მიზეზი ისიც არის რომ ნანას ქმარი ძალიან გავლენიანი და ცნობილი კაცია თბილისში და ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა ამ დღის მიმართ.. ინტერნეტ სივრცე აჭრელდა ნანუკას და ოთოს სურათებით. მალე იმის შესახებაც დაიწერა რომ ნანუ ორსულად იყო და ბიჭს ელოდებოდა.
ნიკუშას რა ბედი ეწია?! ამ პერიოდში მან სამსახური დაკარგა და მშობლების ხარჯზე ცხოვრობდა. ბევრჯერ ეცადა ნანასთან დაკავშირებას იმის შემდეგ რაც ლენკა უბრალოდ წავიდა უკრაინაში საცხოვრებლად და დარჩა ის ასე მარტო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent