ჩემი მწვანეთვალება (3)
გარედან მანქანის ხმა გავიგე. გავიხედე და ვიღაც ბიჭები დავინახე. ერთ-ერთი მათგანი ჰარი იყო. ღმერთო ამას აქ რაუნდა/ თან ის ქერაც იქარის. ჰარიმ ქერას, როგორც გავიგე ამანდას ხელები წელზე მოხვია და აკოცა. ძალიან გავბრაზდი. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, რომ იმ გოგოს ადგილზე მინდოდა ყოფნა. თუმცა ბელ რა სისულელეს ლაპარაკობ. მან ხომ დაგამცირა. როგორც იქნა მოშორდა და აი ფანჯრისკენ გამოიხედა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. თავიდან გაკვირვებული ჩანდა, მაგრამ შემდეგ კმაყოფილი ღიმილი აისახა მის სახეზე. მაშინვე ფარდა ჩამოვწიე და მწარედ გამოვლანძღე ჩემი თავი. რა იდიოტი ვარ. რაზე ვფიქრობდი ასე რომ ვუყურებდი. კარზე ბრახუნი იყო და ლუკმაც შემოიფატიჟა. კარას მშობლები სახლში არ იყვნენ, ტეატრში წავიდნენ ასე რომ ბავშვები მარტოები ვართ. ლუკასმა ბიჭები გამაცნო: -ბელს გაიცანი ეს შავტუხა ბიჭი ნიკია, ცისფერთვალება ლუისი, დაკუნთული ჯეიკი, ეს კი ჰარია. ყველას თბილად მივესალმე. მართლაც საოცარი ადამიანები გამოდგნენ, განსაკუთრებით ლუისი მომეწონა. ძალიან მხიარული და თბილია, რათქმაუნდა მეგობრულად მომეწონა. ვერ ვხვდები ასეთი მხიარული ბიჭები ამ უჟმური ჰარისთან როგორ მეგორბორენ. -ახლა კი ჩვენი წასვლის დროა-განაცხადა ჰარიმ -ხო მართლა დიდი ხანია აქ ვართ. წასვლისას ყველას დავემშვიდობე. ლუისი გადამეხვია. ღმერთო ჩემო რა თბილი ბიჭა. იმ მომენტში ჰარის გავხედე და უკმაყოფილოდ მიყურებდა. იმ დღეს კარას თხოვნით მასთან დავრჩი. *** მეორე დღეს სკოლამ ჩვეულებრივ ჩაიარა. სკოლის შემდეგ მე და კარა კაფეში წავედით. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ და დაციწყეთ საუბარი. საუბარში ისე გავერთეთ, ვერ კი გავიგეთ როგორ გაიღო კარი და იქიდან ლუისი, ნიკი, ჰარი და ჯეიკი შემოვიდნენ. ლუიმ ხელი დაგვიქნია და ჩვესკენ წამოვიდნენ. ჰარი ჩემს გვერდით დაჟდა, კარა და ნიკი ერთად. ისე ეს ორი უცნაურად იქცევა. მერე აუცილებლად ვკითხავ კარას. ლუი ისეთ ამბებს ყვებოდა, რომ უკვე სიცილისგან მუცელი მტკიოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰარის ჩემთვის მზერა არ მოუშორებია. -იცით დღეს კლუბში წასვლას ვაპირებთ ბიჭები. არ წამოხვალთ? -არა-კარა დათანხმებას აპირებდა, თუმცა მე დავასწარი. ნამდვილად აღარ მინდა ჰარის ყურება. თუმცა ლუიმ ისეთი სახით შემომხედა, რომ უარის თქმა გამიჭირდა. -კარგი რაა. თან მოლის და ტერისაც გაიცნობ. -და ამანდაც წამოვა-დააბოლოვა ჰარიმ ოჰ როგორ გამიხარდა. -ხო მგონი კარგი იდეაა-დაეთანხმა კარაც. ამ გოგოს რა სჭირს? მგონი მართლა მოსწონს ნიკი -ხო ალბათ...-ვუთხარი და გავუღიმე. თან პარასკევია საქმე არ მაქვს. -როგორც ჩანს ზედმეტად წესიერია ასეთ ადგილებში რომ არ დადის-ჰარის გაეცინა -მოვდივარ!-წამოივიყვირე რაზეც ნიკს გაეცინა. -კარგი მაშინ ეხლა წავალთ და საღამოს შევხვდებით-ნიკი კარას მიუბრუნდა და მანაც იდიოტური ღიმილით დაუქნია თავი. *** -..ეს?-მითხრა კარამ და კიდევ ერთი არასაჩემო კაბა შემომაჩეჩა -იქნებ სხვა რამ გვენახა? -ამმ, და არც ეს?-ახლა იმაზე მოკლე და ღრმა დეკოლტიანი კაბა მაჩვენა/ -ეს იმაზე უარესია -მაშინ ეს და მოკეტე-ამოიგმინა და შავი, უკავ ამოღებული მთლიანი კაბა მაჩვენა. -კარგი ჰო-მაინც დავნებდი და კაბა ჩავიცვი. -დატრიალდი-ხელით მანიშნა, რომ დავტრიალებულიყავი. მეც უკმაყოფილოდ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში და წინ და უკან დავიწყე ტრიალი. -ძალიან, ძალიან გიხდება!-აღტაცება ვერ დამალა ჩემს მიმართ. -ჰო ჩემს ტანზეა შეკერილი-ირონიულად წამოვიძახე. -კარგი ახლა ეს ფეხსაცმელი გამომართვი და შემდეგ მაკიაჟს მივხედოთ. -რა? ამას ვერ ჩავიცმევ-ხელში ფეხსაცმელი შემომაჩეჩ, რომლის ქუსლის ზომა სულ რაღაც 10 სანტიმეტრი მაინც იქნებოდა. -რატომ? -შეხედე რამხელა ქუსლი აქვს. -ოჰ კარგი ეს გამომართვი და შეჭყვიტე წუწუნი-შედარებით დაბლები მომაწოდა და მეც უკმაყოფილოდ გამოვართვი *** -კარა არ დამიმალო ნიკი მოგწონს?-ვკითხე კარას როდესაც კლუბისკენ მივდიოდით -ჰმმ, საიდან მოიტანე?-თავის არიდება სცადა. -სიმართლე მითხარიო -კარგი ჰოო. ძალიან მეტყობა? -არა ძალიან არა. ისე არც ისაა გულგრილი -მართლა? -ხო. ეხლა ნახე რა სახე ექნება შენ რომ დაგინახავს-ჩემი ვარაუდი გამართლდა. ნიკის სახე უნდა გენახათ კარას დანახვისას. ის მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა თავის წითელ პრიალა მოკლე კაბაში. კლუბში შესვლისას თვალში მომხვდა ჰარი, რომელიც ვიღაც გოგოს კოცნიდა. გოგო უფრო ახლოს მივიდა და კალთაში ჩაუჯდა. ფუ რა საზიზღრობაა. ჰარიმ დამინახა და გამიღიმა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია. შემდეგ გოგოს რაღაც გადაჩურჩულა და ისიც წამოდგა. რათქმაუნდა ამანდა. ამანდამ ამათვალიერა და ირონიულად გაიღიმა. მალე ბავშვებიც მპვიდნენ. გოგონები გავიცანი ტერი და მოლი. ტერი ძალიან საყვარელი და მხიარული გოგოა. ზუსტად ლუის ჭკუის. მოლიც მომეწონა. მას და ჯეიკს ძალიან უყვართ ერთმანეთი. დაახლოებით ერთი საათი ვისხედით და ვსაუბრობდით. ამანდა ყოველ 5 წუთში კოცნიდა ჰარის, თითქოს ვინმე ართმევდეს. უკვე საშინლად მაღიზიანებს.ამანდა ყოველთვის მკვახედ ცდილობდა ჩარევას, ჩემი მიმართულებით, თუმცა ამ ყვეკლაფერს უპასუხოდ არ ვტოვებდი -ბელ, ალბათ კლუბებში იმიტო დადიხარ, რომპარტნიორი გაიჩინოა? -ამანდა სიტყვებს დაუკვირდი-დაუყვირა ჰარიმ. მესიამოვნა მან რომ მე დამიცვა. -რაიყო აქ მაინც იპოვოს ვინმე -ამანდა მოკეტე-ჰარი რომ არ ჩარეულიყო, ალბათ ამ ლუდის ბოთლს თავზე გადავალეწავდი იმ ბო*ს. ამანდა გაბრაზებული გარეთ გავარდა. ჰარიც მას გაყვა. ჰაჰ ეს მინდოდა ახლა> ცოტახანში ორივე შემოვიდნენ. -ბელ იცი ბოდიში მინდა მოგიხადო. ასე არუნდა მელაპარაკა-კევის ღლაჭუნით მითხრა ამანდამ. 0იცი ამანდა არ მჯერა შენი სიტყვების. ალბათ ამ ტექსტს იზეპირებდი გარეთ რომ იყავი გასული. ასერომ შენი ბოდიში არ მჭირდება-ბოლომდე ვთქვი ჩემი სათქმელი. ბავშვები უკვე სიცილით კვდებოდნენ. ამანდა გაბრაზდა, თუმცა აღარაფერი უთქვამს. უკვე კარგად რომ დავლიეთ ბიჭებმა გოგოები გაიწვიეს საცეკვაოდ. ნიკმა ამანდა გაიწვია. ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ჩემთან ლუი მოვიდა. დავიწყეთ ცეკვა. ცოტახანში ლუის მოსწურდა, და მითხრა რომ მალე დაბრუნდებოდა. მეც გავაგრძელე ხეკვა. უცბად უკნიდან ვიგრძენი ვიღაცის ხელების შეხება, ლუი მეგონა და მეც მისკენ შევტრიალდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.