ჩემი მწვანეთვალება (2)
კარამ კარადასთან მმიყვანა, რომელსაც ზედ 204 ეწერა. სახელურს ხელი მოვკიდე და ჩმოვწიე, თუმცა არ გაიღო. მეორედ უფრო ძლიერად ვცადე, თუმცა უშედეგოდ. ეს რა ჯანდაბაა. უცბად შევხტი, როდესაც კარადას ვიღაცის ხელები შეეხო. მივბრუნდი და ვიღაცის მწვანე თვალებს შევეჩეხე. ოო არა. ეს ხომ ის გარყვნილი ბიჭია ფანჯრიდან რომ მიყურებდა. -ისევ შევხვდით ლამაზო. მან ხელი კარადას ძლიერად მიარრტყა და ისიც გაიღო-ადრე ეს ჩემი კარადა იყო და რთულად იღება. თუ გინდა ჩემსას დაგითმობ. -შენი არაფერი მჭირდება. ის არ გეყო გუშინ რაც გააკეთე?> -რა გავაკეთე? -ვითომ არ იცი. -აა მაგას გულისხმობ? ეგ რაიყო უბრალოდ გიყურებდი. ისე მაგარი ტანი გაქვს. ხშირად იარე მასე-რაო?! თავი ვინ გონია? აღარაფერი ვუთხარი ისე შემოვტრიალდი გაბრაზებული, თუმცა საუბედუროდ ვიღაცას დავეჯახე, რომლის წვენიც ჩემს მაისურს დაესხა. ჯანდაბა ეს მინდოდა პირველივე დღეს? მაშინვე საფირფარეშოსკენ გავიქეცი. შევედი თუარა თავგზა ამებნა. არკვიე ეხლა რომელია გოგოსი რომელი ბიჭის. ერთ-ერთში შევვარდი და დავიწყე ლაქის ამორეცხვა. მაინც არ შორდებოდა. იქნებ გავიხადო და ისე გავრეცხო, თან აქ არავინ არის. ჭკვიანი ვარ. მაისური გადავიძრე და წყალთან მივიტანე. სიჩქარისგან ხელები ამიკანკალდა და მაისური წყალში შეცურდა. ოო არა ახლა მთელი მაისური სველია. თუმცა ყველაზე უარესი ის იყო, რომ საფირფარეშოს კარები გაიღო და იქიდან მწვანეთვალება შემოვიდა. ბელს რატომ ხარ ასეთი დებილი? კარების ჩაკეტვა როგორ დამავიწყდა! ახლა რაუნდა ვქნა. ჩანთა ავიფარე ის კვლავ გაოცებული იყურებოდა -უი ბოდიში შემეშალა-თქვა და კარი გაიხურა. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ზუსტად ორ წამში კარი კვლავ მან შემოაღო. -არაფერიც შემშლია. აქ რას აკეთებ? თანაც ასეთ ფორმაში?-ტუჩები გაილოკა -ვერ დაინახე ზევით რაც მოხდა? ყველაფერი შენი ბრალია -მე არაფერ შუაში ვარ. ეს შენ გაბრაზდი რაღაც სისულელეზე. რაღაცის თქმას ვაპირებდი თუმცა თვალი მოვკარი მის ტყავს. იქნებ მათხოვოს. -მოსაცმელს არ მათხოვებ?-რა დებილი ვარ. ახლა მეტყვის არაო და დამცინებს. ჩემდა გასაკვირად მან ქურთუკი გაიხადა -ეს გინდა?-მკითხა და ცალ ხელში დაჭერილი ტყავის აქეთ-იქით თამაში დაიწყო. შეშინებულმა თავი დავუქნიე/ -კარგი. არ მეგონა ასე ადვილად თუ დამთანხმდებოდა. ქურთუკი მომაწოდა და გავიდა. მაშინვე ჩავიცვი და სკოლის შემოსასვლელთან გავიქეცი. კარა დავინახე. -ღმერთო ჩემო ბელს სად იყავი? ისე გაიქეცი ვერც კი დაგეწიე. ეს რა გაცვია? -ერთმა ბიჭმა მათხოვა. კაი წამოდი წავიდეთ. კარა ჩემს მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობდა, ასერომ ნახევარი გზა ერთად გავიარეთ, შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლის გზას გავუყევი. მივდიოდი და თან უცნაური შეგრძნება მქონდა. თითქოს ვიღაც მომყვებოდა. მართლაც მივიხედე და მწვანეთვალებას მანქანა დავინახე, ჩემგან ოდნავ მოშორებით. ვგრძნობდი რომ მანქანა ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა, რაც მაღიზიანებდა. უკვე სახლის წინ ვიდექი, როდესაც ჰარი გადმოვიდა და წინ დამიდგა -რა გინდა? რას დამყვები? -ჩემი ტყავის ქურთუკის წაღების დროა-ალბათ მეხუმრება. აბა ასე ხოარ დამტოვებს. გამეცინა მის ნათქვამზე, თუმცა ეს მწარე სიცილი იყო -ალბათ მეხუმრები ხო?! -არა-მითხრა მთელი სერიოზულობით. რაგონია ამას მართლა გავაკეთებ? -მომისმინე(თან საჩვენებელ თითს ვაყოლებდი) არ მიყვარს ასეთი ხუმრობები. არ ვარ იმ კატეგორიის გოგო ბიჭს ყველაფერზე თავს რომ უქნევს. ქურთუკს, კი ხვალ სკოლაში მოგიტან. არ მგონია პრობლემა იყოს. მივტრიალდი, თუმცა უკნიდან მისი ჩაცინების ხმა გავიგე. შემდეგ მისკენ მიმატრიალა -ან ნებით შენით, ან ძალით ჩემი. მობრუნება ვცადე, თუმცა ხელზე მომიჭირა და არაფრისმთქმელი თვალებით შემომხედა. ღმერთო ჩემო სად დაკარგეს სკლის გოგოებმა გემოვნება. ეშმაკურად მიმზერდა. -იცოდე რომ ამას არ გავაკეთებ! -ანუ არა ხო? -ა რ ა-დავუმარცვლე და ალმაცერად გავხედე, თუმცა ჩემმა სიტყვებმა არ გაჭრა, რადგან მეორე ხელი ქურთუკისკენ წაიღო, მეკი რაც ძალა დაღონე მქონდა სახეში ვლეწე. კმაყოფილმა ტყავი შევისწორე. -ნუ ცდილობ ჩემს გაღიზიანებას იზაბელ-ჩემი სახელი ნეტა საიდან იცის -თორე რაა?-გადავწყვიტე ბოლომდე გამეღიზიანებინა. მან უცბად მიმიკრო და წელზე ხელები მომხვია. კისერზე კი სველი კოცნების დატოვება დაიწყო. ამას თავი ვინ გონია? დახმარებას ვერავის ვთხოვ. გამვლელებს ერთი ლმაზი წყვილი ვჰონივართ. მან ტყავს ხელები მოკიდა და უკვე გახდას აპირებდა/ -კარგი კარგი-ამოვიოხრე. მწვანეთვალება მომშორდა. მე მისი სახელიც კიარ ვიცი. ხელი მკლავზე ჰქონდა მოჭერილი. ტყავი მივაწოდე და ჩანთააფარებული შევვარდი სახლში. შესვლისას კი გავიგონე როგორ მომაძახა -ისე მე ჰარი მქვია ლამაზო. აბა შეხვედრამდე.-ფანჯრიდან გავხედე და ის ისევ იქ იდგა კმაყოფილი სახით.იდიოტი ჩემს ასეთ გამწარებას არ ვაპატიებ. უკვე მთელი გულით მეზიზღება. *** დილის ტკბილი ძილი დედაჩემის ყვირილმა დამირღვია -იზაბელ ადექი გაგვიანდება-სკოლისთვის გავემზადე და მაშინვე გავიქეცი. საბედნიეროდ მივუსწარი და ადგილი კარას გვერდით დავიკავე. გაკვეთილები საოცრად ნელა გადიოდა. ჰარი მხოლოდ ლანჩზე დავინახე გვერდით ვიღაც ქერა გოგო ეჯდა. სიმართლე ვთქვა არ მესიამოვნა. ჰარიმ თვალი ჩამიკრა, მე კი თვალი ავარიდე. გუშინდელი არ დამვიწყებია. გაკვეთილების შემდეგ მე და კარა ჩვეულებრივ ერთად წამოვედით. დედა სახლში არ იყო. მეცადინეობის შემდეგ ფილმის ყურებას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. კარა იყო: -ჰეი ბელს. ახლა ველოდებით ჩემი ძმის ძმაკაცები უნდა მოვიდნენ და შენც მოდი რაა. მარტო აღარ ვიქნები თან გაიცნობ ბავშვებსაც -ამმ კარგი აზრია. ახლავე მოვალ. მალევე კარას სახლში ვიყავი.მისი ძმა გავიცანი, ლუკასი. ძალიან კარგი ბიჭია, იმედია მისი მეგობრებიც მასავით მეგობრულები იქნებიან. გარედან მანქანის ხმა გავიგე. გავიხედე და ვიღაც ბიჭები დავინახე. ერთ-ერთი მათგანი ჰარი იყო. ღმერთო ამას აქ რაუნდა/ თან ის ქერაც იქარის. ჰარიმ ქერას, როგორც გავიგე ამანდას ხელები წელზე მოხვია და აკოცა. ძალიან გავბრაზდი. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, რომ იმ გოგოს ადგილზე მინდოდა ყოფნა. თუმცა ბელ რა სისულელეს ლაპარაკობ. მან ხომ დაგამცირა. როგორც იქნა მოშორდა და აი ფანჯრისკენ გამოიხედა და პირდაპირ თვალებში შემომხედა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.