შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

From My Hands (1 თავი)


6-09-2016, 12:34
ავტორი unijo mwerali
ნანახია 2 083

ამის დადება ტუ შეიძლება?

თავი 1.
Fly! Baby! Fly! We got to fly to stay alive
These words, these words
No magic till we try...
ტირილისგან და იმედგაცრუებისგან განადგურებული კარებთან იდგა და ნუგეშს ეძებდა თავისი დის - ლელას თვალებში. მამამისი გაბრაზებული უქაჩავდა თვალებს. მის გვერდით მჯდარი მამაკაცი რაღაცას ეუბნებოდა, თუმცა მას არ ესმოდა. შვილისკენ ჰქონდა მტელი ყურადღება მიმართული და გონებაში ლანძღავდა მას, რომ შეარცხვინა.
დედამისი და ვიღაც ფაშფაშა ქალი კი ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში. დივანზე თავისი მომავალი ცოლის სილამაზით გახარებული, გაბღენძილი იჯდა თემური ავალიანი. თავისი მშვენიერება ღიპიც კი კმაყოფილი იმზირებოდა. აღარაფერს ვამბობ აპრეხილ ულვაშებსა და ნახევრად გამელოტებულ თავზე. პუტკუნა, დატკვაცულ ლოყებზე კი სიამაყის ნაოჭები გასჩენოდა.
ლელა თავის ერთადერთ და უძვირფასეს დას - ანას დაწყნარებას ცდილობდა და ცრემლისგან დასველებულ ლამაზ ნაკვთებს უკოცნიდა. ცოტა ხანში მოშორდა, შემოსასვლელი კარებისკენ წავიდა, გააღო და განზე გაგდა სახლში რომ ვიღაც შემოეშვა.
ოთახში დაძაბული გამომეტყველებით, 21-22 წლის ბიჭი შემოვიდა. მისი თვალები იმ ერთადერთს ეძებდა. იპოვა კიდეც. სახეზე აფარებული ხელები თავის ხელებში მოიქცია და ჩაეხუტა. გოგონამ მისი სურნელი იცნო. გაირინდა. გაიტრუნა. სუნთქვაც კი დაავიწყდა ბედნიერს. ეგონა სიზმარში იყო. ღმერთს გამოფხიზლებას სთხოვდა, მერე რომ კიდევ უფრო არ სტკენოდა გული. ჯერ ისედაც ძალით ათხოვებდნენ ვიღაც გაზულუქებულ პოლიციელზე...
-ნუ ტირი, ანნ! - ყურზე მისი სუნთქვა იგრძნო, მისი ხმა შვების მომგვრელი აღმოჩნდა ანასთვის.
რამოდენიმე წუთის წინ ჩასუნთქული და აღარ ამოსუნთქული ჰაერი ამოუშვა და მთელი ძალით ჩაეკრა ბიჭს გულში. მისი გრძელი და თბილი თითების შეხებას გრძნობდა სახეზე, თმებზე... თავი სამოთხეში ეგონა.
-ანნა! - დაიღრიალა გოგონას მამამ - ზაურ კიკნაძემ ბოლო ხმაზე და დივნიდან წამოიმართა. თვალები ანთებოდა და სიბრაზით გასწითლებოდა. მის ხმაზე ყველა შეხტა. ქალებმა საუბარი შეწყვიტეს და გაფართოებული თვალებით მიაჩერდნენ ოთახის კართან მდგარ ჩახუტებულ წყვილს. აქამდე გაბღენძილი თემურ ავალიანიც გაბრაზებული წამოიჭრა ფეხზე, თუმცა ვერაფრის თქმა გაბედა. არც ისეთი „დიდი ბიჭი“ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
ასეთი ტიპის ხალხისთვის, ქართველებს ზუსტად და ეფექტურად გვაქვს შერჩეული ერთი სიტყვა თავისი სინონიმითურთ: „დედიკოს ბიჭი“, სინონიმი კი - „მამიკოს ბიჭი“-ა!
მათ თემურის მამა - ზაზა ავალიანიც მიჰყვათ და ახლა უკვე სამი დაბღვერილი მამაკაცი უყურებდა ანასა და უცხო ბიჭს, თუმცა ვერცერთი ვერაფერს აკეთებდა. თთქოს პარალიზებული ჰქონდათო ხელ-ფეხი. ლელა არსად ჩანდა.
-გამარჯობათ. მე დინანო ვარ, ანას შეყვარებული. აქ კი მის წასაყვანად მოვედი. - საოცრად მშვიდი ხმით თქვა ბიჭმა და გამომცდელად მოათვალიერა ოთახში მსხდომთა სახეები.
ანას გული შეუტოკდა ამის გაგონებაზე. რას იფიქრებდა თუ მისი ლოცვა გაჭრიდა და ღმერთი მხსნელს მოუვლენდა?! თანაც ვის - დინანო იაშვილს. ბიჭს, რომელიც სიგიჟემდე უყვარს.
რა თქმა უნდა დინანოს ნათქვამი „ მე ანას შეყვარებული ვარ“ სიცრუე იყო, მაგრამ ახლა ასე აჯობებდა, ასე უნდა ეთქვა.
ხუთ გაოგნებულ სახეს სიწითლემ ერთდროულად გადაურბინა, მერე კი სიბრაზემ სულ მთლად გააწითლად. ყველაზე მეტად კიკნაძეები გრძნობდნენ თავს საცოდავად, ავალიანები კი იმედგაცრუებულად - მათ ხომ მოატყუეს!
-როგორ ბედავ! რა უფლებით! შენ ვინ მიდგიხარ საერთოდ, შე გაუთლელო ლაწირაკო?! - აყვირდა თემურ ავალიანი. მისი ულვაშები კი ნერვულობისგან აცახცახდნენ. ჭარხალივით გაწითლებულ ლოყებზე სირცხვილმა გადაურბინა და ცხოვრებში პირველად წარმოთქმულმა ხმამაღალმა სიტყვამ თავადვე შეაშინა. მას ხომ არასდროს დაუცავს თავისი თავი თანატოლებისაგან, რომლებიც გამუდმებით დასცინოდნენ სკოლაში. არასდროს კი არა - ვერასდროს. არ ჰქონდა საკუთარი თავის დაცვის უკანალი და რა ექნა საწყალს?!
ანას მშობლებმაც ხომ ზუსტად ამიტომ შეარჩიეს სასიძოდ თემური: განათლებული, სამსახურიანი, სახლ-კარიანი, მანქანიანი, არა ჩხუბის მოყვარული და არა მსმელი.
-მამაშენს მივლინებაში აგზავნიან 3 წლით, მეც მას მივყვები. შენ კი პატრონი გჭირდება. თანაც ჩვენ ვერც სწავლის ფულს გადაგიხდიდით, თემური კი კარგი ბიჭია, არაფერს მოგაკლებს. სულ ხელის გულზე გატარებს. ამიტომ, მე და მამაშენმა გადავწყვიტეთ, რომ ცოლად გაყვები მას! - გამოუცხადა ანას დედამისმა დაახლოებით ნახევარი საათის წინ. გოგოს ერჩია, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ მისთვის, ვიდრე ეს სიტყვები მოესმინა. როგორ გაიმეტეს თავისმა მშობლებმა?! ადამიანებმა, რომლის იმედიც ცხოვრების ბოლომდე უნდა ჰქონოდა მას, სინამდვილესი კი - პირველი დაკარგა მათი ნდობა.
ანამ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. ფეხ ქვეშ მიწა გამოეცალაო თითქოს, ირგვლივ ყველაფერი გათეთრდა და დატრიალდა. გული წაუვიდა. მერე მოაბრუნეს. ერჩია მომკვდარიყო. არც ამაში გაუმართლა.
დინანოს ნერვიც არ შეტოკებია თემურის სიტყვების მოსმენისას. პირიქით, სახეზე გამარჯვების ღიმილი აუთამაშდა და კიდევ უფრო რომ ემოქმედა მის ნერვებზე, მის მკლავებში გატრუნულ ანას ჯერ შუბლზე აკოცა, მერე ტუჩთან ახლოს, ლოყაზე.
მიზანშიც გაარტყა. სიბრაზისგან რამის გამსკდარიყო ხუთივე, მაგრამ ჯერ კიდევ გაოგნებულები, ვერაფერს აკეთებდნენ.
-შეგიძლიათ ანას დაემშვიდობოთ. ძალიან გამიკვირდება ამ ყველაფრის შემდეგ, მას კიდევ რომ ჰქონდეს თქვენი ნახვის სურვილი და ალბათ, ვეღარც ნახავთ. - თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა დინანომ და ანას სანუგეშებლად გაუღიმა. გოგონამ დამფრთხალმა ახედა, ეგონა ისიც ღალატობდა და თუ თავისი მშობლები ახლოს მაინც მივიდოდნენ მასთან, ხელს მოჰკიდებდნენ და ძალით გააყოლებდნენ თემურ ავალიანს. დინანო კი ვერაფერს გახდებოდა მათ წინააღმდეგ და ასე დაიწყებოდა მისი დაუსრულებელი უბედურება.
-ნუ გეშინია, ანნა, ვერ მიაღწევენ თავიან საწადელს! - ჩასჩუეჩულა ბიჭმა და თავისი მუქი ნაცრისფერი თვალები, გოგონას ზურმუხტისფერ თვალებს გაუსწორა.
არცერთი განძრეულა ადგილიდან. კარები გაიღო და ლელა შემოვიდა. თავის ოდნავი დაკვრით რაღაც ანიშნა დინანოს და თავის დას მიუახლოვდა. ხელები ძლიერად შემოხვია და შეისისხლხორცა. სულ დაუკოცნა ლამაზი ლოყები და ზურმუხტისფერი, მეტყველი თვალები.
-ყველაფერი ცუდი დამთავრდა, დაო, ნუღარ ტირი, გთხოვ... ვერ მიახწიეს საწადელს ამ არაადამიანებმა... ყველაფერი ცუდი დამთავრდა... ახლა წადი და როცა შესაძლებლობა მექნება შენს სანახავად მოვალ... დაწყნარდი გთხოვ... ძალიან მიყვარხარ,ან, შენი იმედი მაქვს! - ეჩურჩულებოდა ლელა თავის დას და თმებზე ეფერებოდა. ბოლოს ძლიერად ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მერე ოთახი ზიზღნარევი მზერით მოათვალიერა. სიძულვილისგან დაბრეცილი ტუჩებით დამეშვიდობა ქალს და კაცს, რომლებიც აქამდე მისი მშობლები იყვნენ, ახლა კი აღარაფერს წარმოადგენდნენ მისთვის.
-დედ-მამა კი არა არაადამიანები ხართ თქვენ! უგულოები! შეცდა ღმერთი, თქვენ რომ დედობის და მამობის უფლება მოგანიჭათ! მოვა დრო და ინანებთ, თქვენი უაზრო საქციელით შვილი რომ დაკარგეთ! მეზიზღებით ყველა!
აცრემლებული სწრაფად გავიდა სახლიდან, ისე რომ დინანოს არ დალოდებია. აღარ შეეძლო ამ სახლში გაჩერება. სული ეხუთებოდა. ეგონა მოკვდებოდა კიდევ ცოტა ხანი რომ გაჩერებულიყო იქ კიბეები ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალები დახუჭა. ღმერთს გაძლება და პატიება სთხოვა. დინანო იაშვილის მანქანისკენ გაემართა და ძალაგამოცლილი დაეყრდნო.
ემოციურად გადატვირთულს ფიქრის თავიც კი აღარ ჰქონდა. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და რამდენი რამე გადახდა თავს ცხოვრებაში. უსიამოვნო მომენტები ხომ ტავზე საყრელად ახსოვს. როდის იყო ნეტა თავის მშობლებთან ბედნიერი?! მგონი რაც საღად აზროვნება დაიწყო, არასდროს მიუციათ ბოლომდე გახარების საშუალება ანასთვის მშობლებს. ეს კი უკვე მეტისმეტი იყო!
ფულზე დახარბებული მშობლები რომ ჰყავდა ანას იცოდა, მაგრამ ასეც თუ გასწირავდნენ ფულის გულისთვის არ ეგონა. თან ასე პატარას, 17 წლის გოგოს, რომელსაც ცხოვრება სულ ახალი დაწყებული აქვს და უკვე ოჯახის მძიმე უღელისთვის გაიმეტეს.
თურმე, ყველაფერს ანას სასიკეთოდ აკეთებდნენ! ჰაჰ, რა ამაზრზენობაა!
მალევე გამოჩნდნენ დინანო და ლელა. ანამ სუსტად გაუღიმა მათ და კიდევ ერთხელ ატირდა. ესენი რომ არა რა ეშველებოდა?! ხომ იყო განწირული სამუდამო ტანჯვისთვის საბრალო გოგო?!
ლელას ჩაეხუტა და ასლუკუნდა. ლელა აწყნარებდა. დინანომ ანას ბარგი მანქანაში ჩადო. მერე დებს შეხედა. ლელამ მადლობის ნიშნად გაუღიმა და სწრაფად შებრუნდა სადარბაზოში. ალბათ, არ უნდოდა ანას დაენახა თავისი ცრემლები.
მანქანაში ჩასხდნენ. გოგონა ისე იყო ანერვიულებული, უსაფრთხოების ქამარი ვერა და ვერ შეიკრა. ბიჭი მსკენ გადაიხარა და შეუკრა. მერე ლოყაზე მიეფერა და მანქანა დაქოქა. კიკნაძე გულამომჯდარი ტიროდა. ვერაფრით დაწყნარდა. ან რა დააწყნარებდა ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ბოლოს 1 საათის განმავლობაში გადაიტანა?! ადვილი ხომ არაა ასეთი პატარა გოგოსთვის?!
ჯერ ისედაც სუსტი ნერვები აქვს ანას, ემოციური და ნაზია. ისეთი გამხდარი და უძლურია, შეგეცოდებათ რომ შეხედავთ. სამაგიეროდ, სულ კალმით ნახატს ჰგავს. შეხედავთ და იტყვით ღმერთმა მისი სახით ანგელოზი მოავლინა დედამიწასო. წელამდე თმა, გრძელი წამწამები და ზურმუხტისფერი თვალები რაღაც საოცარ, ენით აუღწერელ და ზღაპრულ კომბინაციას ქმნიან ერთად. ათრთოლებული, მსხვილი, წიტელი ტუჩები და თლილი ცხვირი კი ხელოვნების შეუფასებელი ნიმუშივითაა.
ლამაზს ვერ უწოდებით ანა კიკნაძეს. მისი გარეგნობისა და ბუნების გადმოსაცემად სიტყვები არ მოიძებნება არცერთი მსოფლიო ენის ლექსიკონში. სწორედ ამიტომაა მისი ნახვის შემდეგ, თითქმის ყველას რომ უყვარდება იგი. არა მარტო ბიჭებს, გოგონებსაც, დიდებსაც და პატარებსაც. ყველას მასთან დაახლოებისა და დამეგობრების სურვილი უჩნდება ხოლმე. ბიჭებს უფრო მეტიც. თითქოს რამე ეგზოტიკური ფრინველი იყოს, ყველა მასზე ნადირობას და მის მოპოვებას იწყებს ხოლმე. ანა კი საოცრად მიმნდობია, რის გამოც ვინ მოთვის, რამდენჯერ უტკენინებიან მისთვის გული. საკუთარი თავის რწმენაც დაკარგა, ვერც გარეგნობას აფასებს სათანადოდ. არარაობა ჰგონია თავისი თავი.
-შენ... შენ ლელამ გითხრა... ჩემზე? - ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და სიცხის მიუხედავად, გაყინული ხელით გულები მთელს სახეზე გადაისვა, ერთიანად რომ შეემშრალებინა სხველი სახე.
-კი.
-მადლობა, დინა... შენ რომ არა, ვინ იცის რა დღეში ჩავვარდებოდი... - კიდევ უფრო ატირდა გოგონა.
-კარგი რა, ანნა! - მკაცრად გაიჟღერა ბიჭის ხმამ.



№1  offline წევრი unijo mwerali

ესეც ჩემი საყვარელი მოტხრობაა და არც მისი ავტორი ვარ მე

 


№2 სტუმარი mk

gaagrdzeleb?? kargi iyo

 


№3  offline წევრი unijo mwerali

mk
gaagrdzeleb?? kargi iyo

კი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent