შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 13)


6-09-2016, 17:15
ავტორი buterfly
ნანახია 2 820

ჩავედი ლონდონში,ინგლისში. საკმაოდ ლამაზი ქალაქია ,მაგრამ უცხოა.მე და დედა მივადექით სახლს ,რომეელიც უნივერსიტეტმა შემირჩია.ორსართულიანი ,ლამაზი სახლი იყო.გარეთ კი ამ სახლში მცხოვრები ოჯახი მელოდა და ღიმილიანი სახეებით შემეგებნენ.(დედაჩემმ სხვაგან უნდა იცხოვროს ,სხვა სახლი აქვს ნაქირავები.გაიცნო ჩემი ახალი ოჯახისწევრები და როდესაც დარწმუნდა ,რომ ისინი კარგად აღზრდილი და ზრდილობიანი ხალხი იყო მშვიდად წავიდა თავისთან)ოჯახმა ძალიან თბილად და კეთილად მიმიღო.არ მიუცოვეს ,პირიქით შვილადაც კი მიმიღეს და ასე მითხრეს ეს ორი წელი ჩვენი შვილი იქნებიო. შემდეგ კი მათ ერთ -ერთ შვილს მაიკს სთხოვეს ,რომ ჩემი ოთახი ეჩვენებინა ჩემთვის და სახლის დასათვალიერებლადაც გამომყოლოდა.მაიკი ძალიან კარგი და მხიარული ბიჭი აღმოჩნდა, დავმეგობრდით .ერთმანეთისთვის და- ძმად ვიქეცით.გარდა ამისა ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით .შესაბამისად დიდი დროის გატარება მომიწევდა მასთან ერთად ასე,რომ მისთვის უნდა გამეძლო. არც ისეთი ცუდი აღმოჩნდა ხშირად იცინოდა და გულიანად ხითხითებდა ხოლმე.სხვათაშორის ძალიან საყვარლად იცინოდა.მაგრამ ჩემს სადნროს ვერ შეედრებოდა.უკვე მენატრებიან ჩემი გიჟები ,ჩემი სანდრო ნეტავ რას აკეთებს ახლა.?
ძალიან თბლი კურსელები შემხვდა ,თუმცა უნდა ვაღიარო ისიც ,რომ როგორც ყველგან აქაც იყვნენ შურიანები ,რომლებიც ჩემთვის ზიანის მოტანის მეტს არაფერს ცდილობდნენ.საბედნიეროდ გუშინ გამოჩეკილი არ ვარ ,რომ ასე ადვილად მომატყუონ და ჩემით ისარგებლონ. ერთ გოგონას დავუმეგობრდი.ხასითებით ორივეს ჰგავდა სალოსაც და მარისაც.ამიტომ მომეწონა ასე ძალიან.ჩემს გადარეულებზე სულ ვუყვებოდი, ასევე სანდროზეც და მათ ისე იცნობდა ჩემი მონაყოლით გეგონებოდა ჩვენი თავგადასავლების ნაწილი ყოფილიყო თვითონაც.ამ გოგოს სოფია ერქვა.შავგვრემანი საშუალო სიმაღლის გოგო იყო.ჩამოსხმული ტან-ფეხით.ერთი სიტყვით ძალიან ლამაზი იყო და ამ სილამაზეს მისი მწვანე თვალები უფრო მეტ ხიბლს მატებდა.უნივერსიტეტის დღეები კარგად დასამახსოვრებელი გახდა.ინგლისური საკმაოდ კარგად ვიცი და ამიტომაც სიტუაციას მალევე შევეჩვიე და მეგობრებიც გავიჩინე,თუმცა იყო არასასიამოვნო მომენტებიც.უნივერსიტეტის დერეფანში მივდიოდი ,როდესაც ერთმა თავხედმა ბიჭმა,რომელსაც ჰგონია მისი უაზრო ჟესტებით ხიბლავს გოგონებს და ამავდროულად არაფერს წარმოადგენს საჯდომზე ხელი წამომარტყა,მეც რათქმაუნდა არ მოვუთმინე და ჩემი მუშტი პირდაპირ სახეში ვატაკე ის კი კედელს მიეტაკა
-რა გგონია?მაგ შენი საქციელით რას მიაღწიე.გამოლენჩებულო?ნეტავ ამ უნივერსიტეტში შენნაირებს რა უნდათ.აქ სწავლისთვის ხარ თუ იმისთვის, რაც შეიძლება მეტი გოგო ჩაიგორო ლოგინში?რათქმაუნდა ჩემს სიტყვებს ოვაციებიც მოჰყვა და ამ ბიჭზე სიცილიც კარგახანს არ შეუწყვიტავთ ირგვლივ მყოფებს ის კი გაბრაზებას ვერ მალავდა.ამის მერე ის ბიჭი თვალითაც არ მინახავს ,როგორც გავიგე ადმინისტრაციას დაუსჯია ამ საქციელისთვის,რომლის მსგავსისც წარსულშიც არაერთ ჩაუდენია თურმე.
-ყოჩაღ გვანცა.როგორ უთავაზე
-აბა რა ეგონა .ვინ ვგონივარ.ასეთ უპატივცემულობას არავის შევარჩენ
-გეტყობა,რომ აქაური არ ხარ
-რატომ?
-იმიტომ ,რომ ამ გოგოებისთვისაც არერთხელ გაუკეთებია იგივე მაგრამ ხმას არავინ იღებდა
-მე მათნაირი არ ვარ გარდა ამისა.ხმა რატომ არ უნდა ამოიღო.ყველა გოგო იმსახურებს პატივისცემას
-მართალი ხარ.(და სოფია უსიტყვოდ გამომყვა დერეფანში)
-გინდა დღეს ჩემთან წამოდი .გავერთობით.მარტო მეშინია ჩემები გასულები არიან ერთი კვირით და არ მინდა სახლში მარტო ყოფნა(საწყლად შემომხედა სოფიამ)
-კაი წამოვალ .მაგრამ ჯერ სახლში წავალ რაღაცეებს ავიღებ და მოვალ.თან სახლშიც გავაფრთხილებ და
-კაი მეც გამოგყვები და მერე ერთად წავიდეთ
-კაი(ხელკავი გავუყარეთ ერთმანეთს და ისე მივედით ჩემთან
-მოვედი(ცოტათი ხმამაღლა მომივიდა დაძახება)
-მოხვედი?ძვირფასო,ღიმილიანი სახით შემეგება ოჯახის დიასახლისი ქალბატონი ლოლა.უფროსწორად ამათთან მის
-დიახ მოვედი მის ლოლა(გადამკოცნა .ძალიან თბილი ქალი იყო.რომ არ დაგიმალოთ გამიკვირდა ასეთი სითბო უცხო ქალისგან)
-რა მის შვილო.ლოლა უბრალოდ
-კარგით.ეს შენი მეგობარია? მიმითითა სოფიზე
-დიახ ,სულ დამავიწყდა გამეცნო თქვენთვის.გაიცანით ეს სოფია
-ეს კი მისსს........ლოლააა(გაგვეღიმა)
-შემოდი შვილო კარებში რატომ დგახარ.ახალა სოფის მიუბრუნდა
-დანარჩენები სად არიან?ვიკითხე დაინტერესებულმა
-ჰენრი(მისი ქმარია)სამსახურშია და მაიკი და შარლოტი (მაიკის დაა)ჯერ არ დაბრუნებულან.
-კარგით.ლოლა მე დღეს სოფისთან ვრჩები .სახლში მარტოა და მეც ეს ერთი მეგობარი მყავს და წავალ მასთან.და რამე პრობლემა ხომ არ იქნება?
-არა არანაირი მხოლოდ.გვიან არ გახვიდე გარეთ აქაური კანონი ხომ იცი?
-კი ვიცი და არც დავარღვევ (თბილად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.შემდეგ კი ავუყევი კიბეებს სოფისთან ერთად ჩემი ოთახისკენ,რომ რაღაცეები ჩამელაგებინა.ამ დროს კი დანარჩენებიც მოვიდნენ.იმდენად კარგი ოჯახია ,რომ უცხოდ თავი ერთი წუთითაც არ მიგრძვნია.)
-სოფ ერთი იდეა მაქვს?
-რა იდეა.?
-შარლოტიც წავიყვანოთ.დამიმეგობრდა ,დებივით ვართ და წამოვიდეს რა ისიც
-კაი .ცუდი აზრი არაა.კარგი გოგოა შარლოტი
-ნამდვილად.
- - - - - - - - - - - - - - - -
-დედა გვანცა არ მოსულა?(მიკითხა მაიკმა,ნერვიულობას იწყებს უფროსი ძმასავით,როგორც კი ოდნავ შემაგვიანდება)
-ხო არ მოსულა?(დაამატეს ჰენრიმ და შარლოტამ)
-თუ დამაცდით გეტყვით.კი მოვიდა და მეგობართან ერთად თავის ოთახშია.
-როდის მოვიდა?
-ნახევარი საათისწინ დაახლოებით
-კაი,
-გვანცაააააა(გასკდა ყვირილით მაიკი)
-რა იყო?რა გაღრიალებს? ფეხი დაგაბიჯეს?(გავუღიმე და ენა გამოვუყავი)
-იდიოტო(გაეცინა) საჭმელი მზადაა და მოდით(უცბად გვიპასუხა ღიმილიანი სახით ,ვითომც აქ არაფერიო)
-რა დებილი ხარ ვერ უყურებ ,რომ შეეშინდათ(უცებ დაგვიცვეს დანარჩენებმა)მაიკმა,როგორც კი სოფი დაინახა ფეხზე წამოდგა და ადგილი დაუთმო სუფრასთან.მე კი გვერძე გამიყვანა და დაკითხვა დამიწყო
-ვინ არის ?
-სოფია
-რამდენი წლისაა?
-21
-შენი მეგობარია?
-არა ჩემი კნუტი(ვითომ ვიხუმრე.მე თვითონ კი გამეცინა და რავი.მაიკი კი ისეთი სახით მიყურებდა უეჭველი ფიქრობდა ეს გოგო დებილიაო.მის სახეზე კი უფრო გამეცინა და მთელ ხმაზე ვხარხარებდი, ამაზე მაიკსაც გაეცინა)
-ჰეი მანდ.სიცილს გირჩევნიათ მოხვიდეთ და ხეთქოთ საჭმელი.დაგვიძახა შარლოტამ.
მე წინ წამოვედი სოფის გვერდით დავჯდებითქო მაგრამ რად გინდა.დამჯდარი არ ვიყავი მაიკმა მკრა ხელი და თვითონ მოკალათდა ჩემს ადგილას.ამაზე ყველას გაეცინა
-დებილი ხარ მაიკ დებილი(თავში წამოვარტყი მაიკს)
აღმოჩნდა ,რომ სოფი და შარლოტა იცნობდნენ ერთმანეთს და გარეთ გავიდნენ ვილაპარაკებთო.მე კი ლოლას ვეხმარებოდი ჭურჭის დარცხვაში .ჰენრი კი გაზეთს კითხულობდა,მაიკი კი ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ამ დროს დაურეკს .არ ვიცი რაზე ელაპარაკებოდნენ მაგრამ მაიკის გინება არ გამომპარვია.რაზეც დედამისმა უსაყვედურა-
-ნუ იგინები.შენს გარდა ჩვენც ვართ .თან გოგოა აქ
-აბა გოგო?ვინაა გოგო?გვანცა?აბა რა .როგორც ეს არის გოგო ისე ვარ მე ცხენი
-გეთანხმები შენ ცხენი ხარ ,განსაკუთრებით ,როცა იცინი შე უბედურო(ვთქვი და დივანზე არსებულ ბალიშს დავწვდი და მთელი ძალით გავუქანე.მაგრამ აიცილა და ჯჟანვა ჯღანვით გაიქცა ,რითაც მიწვევდა ,რომ გავკიდებოდი.არა რა ამხელა ბიჭს თავში ერთი გრამი ტვინი არა აქვს,.არადა რომ შეხედავ ჭკვიანი ,დინჯი ბიჭი გეგონებათ ,გარდა ამისა საკმაოდ სიმპათიურიც არის,მაგრამ გარეგნობამ არ მოგატყუოთ ერთი უტვინო გიჟი ბიჭია მაგრამ წარმატებული სტუდენტიც.ეს თვისებები განსაკუთრებულს ხდის ,ამიტომაც შევეჩვიე გაცნობის დღიდანვე და მივიღე ძმასავით.უკან მივსდევდი ,მთელ სახლში დავრბოდით,სხვები კი იცინოდნენ უფროსწორად დაგვცინოდნენ
-კაი ნუღარ დამსდევ რა
-დაგიჭერ და ჭკუას გასწავლი მე შენ
-ბლა ბლა ბლა(ჩემი ნათქვამის იმიტაციას აკეთებს თავისებურად .ამ დროს კი სოფია დაინახა და მაშინვე გაჩერდა ,როცა დაინახა ,რომ ის ჩვენზე იცინოდა და სერიოზული ბიჭის სახე მიიღო.მე კი გაჩერებული,რომ დავინახე ვიფიქრე გავიმარჯვეთქო , ყვირილით მისკენ გავიქეცი და უკნიდან შევახტი.
-შე შტერო.რას შემახტი?რა მომენტი გამიფუჭე არ მინდოდა სოფიას ჩემთვის დაეცინა შე ქაჯო.ეს თქვა და დამიჭირა და მიღუტუნებდა.
-რა გიჟი ყოფილხარ.(სიცილით უთხრა სოფიმ მაიკს)
-ოხ ახლა გაიგე?
-ბევრს ნუ ტლიკინებ შენ
-შენ ტლიკინებ თუ კაია შე უბედურო.დავეჭყანე თვითონ კი თითი დამიქნია ჭკუას გასწავლიო.
მე და სოფის მის სახლში წასვლა სულ დაგვავიწყდა ისე გავერთეთ და ამიტომ ჩემთან დარჩა .ამ სიხარულმაც ვერ დამავიწყა ჩემი ქალაქი და ჩემი გიჟები,ჩემი სანდრო ,ერთადერთი სიყვარული.ამიტომ გადავწყვიტე მათთვის სკაიპში დამერეკა
-ლოლა სკაიპში დავრეკავ რა?
-რა კითხვა უნდა შვილო მიდი დარეკე.მანამდე კი fbში მივწერე მარის ,რომ ერთად შეკრებილიყვნენ და ისე დაგირეკავთთქო და 15 წუთში მომწერა ,რომ დამერეკა და მეც არ დავაყოვნე .
-გამარჯობა.მარი ,სალო,ზურა ,რეზი.როგორ ხართ ჩემო გიჟებო(ყველაფერს ვუთარგმნიდი ამათ რასაც ჩემი გიჟუნიები იტყოდნენ და იმათაც ვეუბნებოდი.ნუ მათაც იცოდნენ ინგლისური მაგრამ მაინც.
-გვანც .როგორ მოგვენატრე.(მაიკი.შარლოტა ,ლოლა.ჰენრი და სოფია მაშნვე გავაცანი)
-გაიცანით ესენი.ჰენრი და ლოლა არიან ამ ოჯახის უფროსები .ესენი მაიკი და შარლოტა ,ეს კი სოფია ჩემი მეგობარი.
- ეე რა კაი გოგოებია ტო(გაკვირვებულმა თქვა რეზიმ რაზეც სალოს მუჯლუგუნი დაიმსარურა.)
თვალებით სანდროს ძაბნა დავიწყე, მაგრამ მათთან არ იყო.მარი მიხვდა ვისაც ვეძებდი
-სანდროს ეძებ?
-ხო სადაა?
-ვერ მოვიდა .
-რატომ?
-რაღაც საქმე მაქვსო
-კაი.იმედია შემდეგ დარეკვაზე მანდ იქნება.ცოტა ვილაპარაკეთ მოვუყევი აქაური ამბები და გავთიშეთ.სამმა თვემ თვალსა და ხელს შუა გაირბინა.ჩემები ძალიან მომენატრნენ.დედაჩემთან ხშირად მივდიოდი და ვნახულობდი,როგორ იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სახლში არ მხვდებოდა ,სულ სამსახურში იყო ხოლმე და მეც იქ ვაკითხავდი.ფსიქოლოგია და აქაც ამ განხრით მუშაობს რათქმაუნდა კარგი შემოსავლით .ასე ,რომ აქ კარგად ცხოვრობს.მე მისი ფული არ მჭრდება ,რადგან ეს ორი წელი სტიპენდიას ვიღებ და შემდეგ კი თუ უნივერსიტეტს წარმატებით დავამთავრებ აქვე ამ ქალაქში კარგ ანაზღურბად სამსახურს მთავზობენ.მაგრამ დავრჩები კი?
დილით ადრე გამეღვიძა ,რადგან ჩართულ სკაიპში მარიამი მირეკავდა.
-ხო მარუშ
-გოგო გოგო.ცუდი ამბავი მოხდა(ტირილნარევი ხმით თქვა მარიმ)
-რა მოხდა გოგო ნუ გადამრიე?

-გვანცა გვანცა(ორ სიტვას ვერ აბამდა ერთმანეთს მწარედ სლუკუნებდა)სანდრო სანდროს
-რა მოხდა რა?გული გამისკდება ახლა.სანდროს რამე დაემართა.ხმა ამოიღე მარიამ.
-სანდროს მამა გარდაეცვალა
-რააა?გოგო ნორმალური ხარ?რას მეუბნები .?გადაირიე?
-ასეა გვანცა ასე.გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი შოთა
-ახლავე მოვდივარ მანდ(აცრემლებული თვალებით ვუთხარი მარის და სკაიპი გავთიშე.საბედნიეროდ ერთ კვირიანი არდადეგები დაემთხვა ამ ამბავს და უნივერსიტეტის გაცდენა არ მომიწევს.მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დროს არ არის .ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე და შარლოტაც მაშინ შემოვიდა
-რას აკეთებ გვანცა ?ჩემოდანს რატომ ალაგებ?სადმე მიდიხარ?
-ქვევით ჩამოდი და ყველას ერთად გეტყვით რაც ხდება.პირველ სართულზე ჩავედით.ყველა იქ იყო
-დედა ,მამა გვანცა სადღაც მიდის
-რა ხდება შვილო?ინტერესიანი თვალები მომაპყრო ლოლამ
-ჩემი შეყვარებულის .საყვარელი მამაკაცის მამა გარდაიცვალა და უკან ,მასთან უნდა დავბრუნდე.ვჭირდები(ვთქვი და ტირილი ამივარდა)
-დაწყნარდი შვილო.უნდა წახვიდე აბა რა უნდა ქნა.ჩვენი დახმარება თუ დაგჭირდა გვითხარი არაფერს არ მოერიდო.მხარში დაგიდგებით(ერთხმად გამამხნევა და მომეხვია ყველა)
-დიდი მადლობა.ჯერ დედაჩემთან წავალ ვეტყვი და მერე ჩემოდანს ჩავალაგებ
-თუ გინდა მე ჩაგილაგებ(შემომთავაზა შარლოტამ)
-დიდი მადლობა შარლოტ
-რისი მადლობა შენთვის უფრო მეტსაც გავაკეთებ (თბილად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა)
-კაი მადლობა.ვთქვი და დედაჩემთან გავეშურე.არ ვიცოდი ეს დამთხვევა იყო თ ბედი მაგრამ დედაჩემი სახლშ დამხვდა.
-დედა (ტირილით მოვეხვიე)
-რა მოხდა შვილო რატომ ტირი?
-სანდროს მამა გარდაიცვალა და მე უკან ვბრუნდები
-არავითარ შემთხვევაში არსადაც არ მიდიხარ გაიგე?აქედან მიუსამძიმრე და საკმარისია
-რას ამბობ?საყვარელ ადამიანს მშობელი დაეღუპა .მითუმეტეს ის ჩემი შეყვარებულია და მე აქედან მივუსამძიმრო საკმარისია?
-საკმარისია იცოდე არსად არ წახვალ
-წავალ წავაალ(ვთქვი და კარი გამოვიჯახუნე)
-გვანცა (ყვირილით გამომეკიდა დედაჩემი მაგრამ,გზაზე ვინც არ უნდა გადამდგომოდა მე მაინც წავიდოდი ,რადგან ახლა ჩემი საყვარელი მამაკაცის გვერდით უნდა ვყოფილიყავი.გარდაამისა ვიცი ,როგორ უყვარდა მას მამა.ასე ,რომ ბილეთი დილის რეისზე დავჯავშნე და გასაფრენად მოვემზადე..დილას მე 6 საათზე უკვე მზად ვიყავი.ყველას ეღვიძა და მთელი ოჯახი და სოფია მიმაცილებდნენ.უკვე თვითმფრინავში ვზივარ და სანდროზე ვფრიქრობ,იმაზე თუ როგორ იტანჯება ჩემი საყვარელი ადამიანი,ახლა მასთან უნდა ვიყო.ჩემო სიხარულო,რომ იცოდე ,როგორ მენატრები და მიყვარხარ ნეტავ შენი ტკივილის შემსუბუქება შემეძლოს.
ჩავფრინდი თბილისში. აეროპორტში რეზი დამხვდა
-რეზი(მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს)
- მარიმ მითხრა ჩამოდისო და ..
-ხო აბა იქ რა გამაჩერებდა ,როცა ვიცი სანდრო რა დღეშიცაა,როგორაა ახლა?
-ცუდად როგორ იქნება.შენც ძალიან ენატრები ,მაგრამ არ იმჩნევს თუმცა თვალებში ეტყობა,რაც წახვედი ერთხელაც არ გაუღიმია.ახლა კი ეს ამბავი მოხდა.
-წავიდეთ სასწრაფოდ მასთან მიმიყვანე.წავედით სანდროსთან.სახლში შესვლისას ტირილის ხმის მეტი არაფერი ისმოდა.ელენე დეიდა(სანდროს დედაა) საშინელ მდომარეობაში იყო.როცა დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.
-ჩამოხვედი შვილო?რომ იცოდე ჩემს შვილს ,როგორ აკლდი.
-სადაა ელენე დეიდა სანდრო
-მისაღებშია შვილო.არ იცის აქ ,რომ ხარ
როცა შევდეი სანდრო მისაღებში მარტო იჯდა დივანზე თვალებაცრემლებული და თავის მომუშტულ ხელებს დაჰყურებდა.საშინლად გამოიყურებოდა,მისი ასე დანახვა გულს მიკლავდა.
-სანდრო.დავუძახე მე
შემომხედა ,თავიდან ვერ მიხვდა ,რომ მართლა აქ იყო .თვალები გაუბრწყინდა და მისკენ წამოვიდა.მთელი ძალით ჩაიკრა გულში საყვარელი ქალი.
-ჩემო სიხარულო.ჩემო სიცოცხლე.რა კარგია აქ ,რომ ხარ და შენი ჩახუტება შემიძლია.ძალიან მომენატრე
-მეც ძალიან მომენატრე .ხელები მაგრად მოვხვიე.დასაფლავება ,როდისაა?ვკითხე მე
-ხვალ
-წამო დაიძინე დაღლილი იქნები.აქ მაინც ვერაფერს გააკეთებ ასეთ მდგომარეობაში
-ხო წადი ძმაო.თუ რამე დასჭირდებათ ჩვენ აქ რისთვის ვართ(უთხრა ზურამ)
-ხო წამო რა გთხოვ(სანდროც ჩემს ნებას უსიტყვოდ დაჰყვა და საძინებელში წავიყვანე დავაწვინე და საბანიც გადავაფარე.როცა გამოვდიოდი ხელზე მომკიდა)
-გვანც დარჩი რა აქ.არ წახვიდე.
-კაი დავრჩები(ვუთხარი და მეც მივუწექი და ერთმანეთზე ჩახუტებულებმა დავიძინეთ).გვანცამ დაძინება ვერ მოახერხა და მისაღებში მალევე დაბრუნდა .სანდრო კი ჩაძინებული დატოვა
-მადლობა შვილო.სანდრო დაძინებაზე ,რომ დაითანხმე,მერამდენე დღეა ცოცხალ მკვდარს დაემსგავსა ,რაც ეს ამბავი მოხდა.მხოლოდ შენს ნებას თუ დაჰყვებოდა სხვა არც აინტერესებს
-აქამდე რატომ არ მითხარით?(გაბრაზებულმა გადავხედე ბავშვებს)
-სანდროს არ უნდოდა ,რომ გაგეგო.ჩამოვაო და თავის საქმეებს გააფუჭებსო
-ეგ ვერაა ცოტა.მასთან უნდა ვყოფილიყავი და ბედი თქვენი ,რომ მითხარით ,თორემ ჩხუბს მერე ნახავდით
სანდროს დახედა მალევე გვანცამ.მას კი ეძინა.როგორ მონატრებია ეს ბიჭი სიგიჟემდე უყვარს და მისი ტკივილი გულს ორად უპობს.
-რა დაემართა? /რატომ გარდაიცვალა ასე მოულოდნელად?(ვიკითხე დაინსტერესებულმა)
-სანდრო ეჭვობს ,რომ მისმა მტრებმა მოკლეს
-რააა?ასეთ კეთილ ადამიანს მტრები ჰყავდა?
-კეთილი ,რომ იყო მაგიტომ ჰყავდა მტრები
-სანდრო რას აპირებს?იცის ვინ იყო?
-გაარკვევს ჩვენც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ,რომ შური ვიძიოთ
-იცის ვინაა?
-დაახლოებით.
მეორე დღეს მამისი დაასაფლავეს.ყველა მწარედ ქვითინებდა.სანდროს ტირილი უკვე აღარ შეეძლო უბრალოდ იდგა და საყვარელ ადამიანს ემშვიდობებოდა და ხელებს უსიამოვნოდ ხლართავდა ერთმანეთში.ბევრი პასუხისმგებლობა დააწვა .ბიზნესიც მას უნდა ემართა .სანდრო ძლიერია ყველაფერს აიტანს და შეძლებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის გარდა .მაგრამ ამასაც გადახარშავს ადრე თუ გვიან.
-გვანცა უნდა დაგელაპარაკო.
-ხო ჩემო სიხრულო
-აღარ მიყვარხარ
-რაა?(გამეცინა)ასე მწარედ რატომ მეხუმრები
-არ გეხუმრები ასეა.გატყუებდი არასდროს არ მყვარებიხარ.
-სანდრო(სახეზე ცრემლი ჩამოუცურდა უნებლიედ.მას კი არაფერი შეუმჩნევია.ერთ დღეში ასე ნაცნობი და საყავარელი ადამიანი სრულიად უცხო გახდა გვანცას მიმართ)
-წადი გთხოვ
-სანდრო მატყუებ ვიცი.გუშინ გიყვარდი და დღეს რა დაგემართა?
-არ გატყუებ /.აღარ მიყვარხარ და არც მყვარებიხარ გატყუებდი.ჩემს თვალებში ვერ ხედავ სიმართლეს?(იმდენად ცინიკურად იყურებოდნენ მისი თვალები ,რომ გვანცას სისხლი გაეყინა ძარღვებში და ნატრობდა ნეტავ ეს არ გაეგონა და მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა)..გვანცა დაბრუნდა მისაღებშ ბავშვებთან განადგურებული სახით.
-რა მოხდა გვანც?
-სანდროს კითხეთ(უსულოდ დაეცა დივანზე.ბავშვები გაკვირვებულები უყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა.რეზის რაღაცის კითხვა უნდოდა ,მაგრამ ამ დროს გვანცას ტელეფონი აწკრიალდა.ინგლისის ნომერი იყო
-გისმენთ(უხასიათოდ უპასუხა გვანცამ)
-რაააა?(წამოიყვირა გვანცამ და სისწრაფით წამოხტა სავარძლიდან)ტირილამდე ცოტაღა აკლდა
-რა მოხდა გვანცა რა?რატომ განერვიულდი?
-დედაჩემი ,დედაჩემი მანქანა დაეჯახა და ახლა სიკვდილს ებრძვის.თქვა და სასწრაფოდ გაიქცა იქიდან ტირილით
-რა დაემართა გვანცას შვილო(ჰკითხა რეზის ელენე დეიდამ)
-დედამისს მანქანა დაჯახებია და მძიმედ არისო
-ვაიმე შვილო საწყალი გოგო.
ბავშვები სანდროსთან შევიდნენ ,რომ ეკითათ რატომ გამოვიდა განადგურებული სახით მისგან გვანცა.
-სანდრო რა მოხდა თქვენს შორის?
-ის რაც აქამდე უნდა მომხდარიყო.სიმართლე ვუთხარი.
-რა სიმართლე?
-რომ არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია.
-რა ქენი შე ჩემა?ნორმალური ხარ? ხომ ვიცით რომ ეგ ტყუილია .რატომ მოატყუე?
-არაა ტყუილი.არა
-იცი ეხლა რა დღეშია გარდა ამისა დაურეკეს და ცუდი ამბავი უთხრეს.გიჟივით გაიქცა .
-რა მოხდა რა უთხრეს(ინტერესით იკითხა სანდრომ)
-დედამისს მანქანა დაჯახებია და მძიმედ არისო?
-რაა?ეს რა გავაკეთე ჯერ არ მეთქვა მაინც ორმაგად ცუდად არის ალბათ.
-ალბათ კი არა ფეხები ეკეცებდა ისე ცუდად იყო.ისი როგორ ტიროდა
-წავიდეთ მასთან გთხოვ წავიდეთ.(ვინც აღარ უყვართ მასზე არ ნერვიულობენ ასე)
ბავშვები 2 საათში ერთად იყვნენ ინგლისში გაფრენისთვის ემზადებოდნენ.გვანცა გზაში იყო და სადაცაა ჩაფრინდებოდა იქ.ბავშვები კი შემდეგ რეისს ელოდნენ და როგორც იქნა გაემგზავრნენ.სანდროს ახლა ორმაგად სტკიოდა ,რომ მამაც დაკარგა და გვანცაც იტანჯებოდა მაგრამ მხოლოდ ერთს გაიძახოდა ,რომ გვანცა არ უყვარდა და არც ახლა უყვარს უბრალოდ,მასზე როგორც მეგობარზე ნერვიულობს ,ესაა და ეს.მალევე ჩავიდნენ ბავშვები გვანცასთან.გვანცა კი საავადმყოფოს მოსაცდელში ზის და შარლოტა და სოფი ამშვიდებენ .საშინელ დღეში იყო.გულამოსკვნილი ტიროდა .მთელი ოჯახი იქ იყო და მალე მამამისი და მისი დაც ჩამოვიდნენ
-გვანცა როგორ არის?(იკითხა მარიმ)
-ცუდად.არ იციან თუ გადარჩება(ტირილით ამოისლუკუნა გვანცამ)
-ვწუხვართ.იმედი არ დაკარგო გთხოვ.კარგად იქნება(გაამხნევეს ბავშვებმა)
ამ დროს კი გვანცამ ნაცნობი სილუეტი დალანდა და რეზის თხოვნით მიმართა
-რეზი უთხარი წავიდეს
-კაი რა გვანც
-რეზი (დაწითლებული თვალებით უყურებდა გვანცა)
-კაი .რეზი სანდროსთან მივიდა და სანდროც უსიტყვოდ დანებდა და წავიდა,რამაც გვანცას ორმაგად მოუკლა გული.ის ვინც ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახლა მის გვერდით არ იყო.მასთან ბევრი ადამიანი იყო ,მაგრამ ამავდროულად მარტო იყო ,რადგან მისი არავის ესმოდა.იჯდნენ დები ჩახუტებულები და მწარედ ქვითინებდნენ.ბავშვებმაც გაიცნეს ერთმანეთი და ერთობლივი ძალებით ცდოლობდნენ გოგონების მდგომარეობის გამოსწორებას
-მამა ხომ კარგად იქნება დედა?(ვედრების თვალებით შეხედა ნინომ მამამისს(ნინო გვანცას დაა)
-კარგად იქნება კარგად.გოგოები ჩაიხუტა.
მთელი დღე საავადმყოფოში გაატარეს ბავშვებმა და გვანცას ახალმა ოჯახმაც.და მხოლო გვაინც ღამით გამოვიდა ექიმი რეანიმაციიდან.
-როგორ არის ექიმო?
-მძიმედაა.მრავლობით მოტეხილობა აქვს და ტვინის შერყევაც.გარდა ამისა ასაკიანია და შესაძლოა ეს ყველაფერი მძიმედ გადაიტანოს.არ მოგატყუებთ და მისი გარადჩენის იმედი მცირეა..ამის გაგონებისას გვანცა უსულოდ დაეცა .ყველა მისცვივდა და მოსასვენებელ ოთახში შეიყვანეს,მის გონს მოსვლას ელოდნენ.მაგრამ გვანცას ვინც სჭირდებოდა ის მასთან არ იყო და ალბათ არც არასდროს იქნებოდა.გვანცას კი ეს ტანჯავდა.
- - - - - -- - - - - - -
ესეც ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ.შევეცადე დიდი გამოსულიყო,ველი კომენტარებს..



№1  offline წევრი enni

მოიცადე :@@ ვიციი რო ტყუის :D

 


№2 სტუმარი ana

vici rom uyvars da es mamamisis gamo utxra da gtxov amat nu daashoreb ertmanets ise es dzalian magari motxrobaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent