შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვა ვერ გასცდება ნაპირებს..! (ნაწილი II )


6-09-2016, 17:52
ავტორი Niad13
ნანახია 1 165

ასე ვისხედით დიდ ხანს.იმდენად დიდ ხანს,რომ დროის შეგრძნება დავკარგეთ.ორივემ.ასე უაზროდ გადავხედავდით დრო და დრო ერთმანეთს და მერე გვეღიმებოდა.ბოლოს ვაჩე წამოდგა და მითხრა უნდა წავიდეო.არ შევეწინააღმდეგე,მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა დარჩენილიყო.არ ვიცი რა ემოცია გამოიწვია ჩემში ამ ბიჭმა.მთელი ჩემი სხეული მოიცვა და გამათბო.კარამდე გავაცილე, ის შემობრუნდა,ცოტა ხანს მიყურა და მერე ისე, რომ საერთოდ არ მოველოდი მთელი ძალით ჩამიხუტა და მკერდზე ამიკრა.
დავიბენი...
გავშრი...
ავკანკალდი...
ცოტახანში ჩემი სხეული სრულიად დაემორჩილა მას.თვალები დავხუჭე და დავმშვიდდი.
-მადლობა ნინა!-ხმაში ბზარშეპარულმა ჩამჩურჩულა ყურში და ტუჩის კუთხეში მაკოცა.გეფიცებით!არ არსებობს ამაზე დიდი გრძნობა.ცოტახანში მომშორდა და აღარც შემოუხედავს ისე წავიდა.

***

მომდევნო ორი დღე ვაჩეზე ძალიან ვინერვიულე.არც ნომერი მქონდა,რომ დამერეკა და სახლშიც ვერ მივდიოდი.მეშინოდა.ისედაც დიდ შარს გადავეყარე მისი სახლში შემოყვანით.თანაც წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო,სახელის გარდა არაფერი ვიცოდი და თავში მილიარდობით შემზარავი აზრი მიტრიალებდა.მთელმა ჩემმა სამეგობრომ და ოჯახმა როგ-რიგობით დამირეკა და დაბრუნება მთხოვა."ამ ყინვაში რით ვერ მოგბეზრდა ზღვის ყურება,არ დაიღალეო?" მიმეორებდნენ დაუღალავად მე კიდევ არ მინდოდა წასვლა ვაჩეს უნახავად.ისე არ მინდოდა ისე,რომ ვერც კი გადმოვცემ.ორ დღიანი ლოდინის შემდეგ ისევ ჩავიცვი თბილად,ისევ ჩავტენე პლედი ჩანთაში და სანაპიროსკენ ავიღე გეზი დამშვიდების მიზნით,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ბინდდებოდა.

***

პლედში გახვეული ვზივარ და ზღვას გავცქერი,რომელიც უკვე დიდი ხანია ბინდში ჩაიკარგა და მხოლოდ ტალღების ტლაშუნიღა მესმის.ზურგზე ბულვარიდან მოსული მკრთალი შუქი მეცემა თუმცა ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა მეც ზღვასათან ერთად ამ ბინდში ვიკარგები.
-აქ რომ მარტო ზიხარ არ გეშინია?-უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა,მაგრამ მოულოდნელობისგან მაინც შევხტი.შემიძლია დავიფიცო,რომ ასე არავისი ხმის გაგონება გამხარებია.ვაჩეს ნაბიჯები ქვებზე მისთვის დამახასიათებელ ხმას იწვევდა და მე ვხვდებოდი,რომ ის ჩემსკენ მოდიოდა.მერე გვერდით მომიჯდა,როგორც ყოველთვის ეწეოდა.კითხვაზე არ ვუპასუხე თუმცა აშკარად შემეტყო,რომ მისი გამოჩენა მესიამოვნა.
-აქ რომ ზიხარ და მარტო უყურებ ზღვას არ გბეზრდება?-სიცილით მკითხა მან.
-ყველა შენნაირი გიჟი არ არის,რომ სამ გრადუს ყინვაში იცუროს-წავისისინე მე.ვაჩემ არაფერი მიპასუხა,ღრმა ნაფაზი დაარტყა და ნერვიულად გახედა სიბნელეში ჩაკარგულ ზღვას.
-ჭრილობა როგორ გაქვს?-ბოლოს და ბოლოს დავტკბი მეც.ისევ თხლად ეცვა როგორც პირველად.მაისური აიწია და მაჩვენა.სახე მომერყა და აშკარად დაინახა ვაჩემ როგორ დამედო მიტკლისფერი.
-ძალიან გტკივა?-ვკითხე ფერდაკარგულმა.
-რაიყი ტო შეგეშინდა?-ისევ სიცილით მიპასუხა მან.-ოდნავ,ისეთი არაფერია-ბოლოს დაამატა.
-გიჟი ხარ!- მოურიდებლად ვუთხარი და მზერა სხვა მხარეს გადავიტანე.
-შუა ნოემბერში რამ ჩამოგიყვანა ბათუმში?-საუბარი ისევ მან წამოიწყო.
-რავიცი...მომინდა ასე ჯდომა და ზღვის ყურება.-ვთქვი მთელი ჩემი ემოციით.
-მაგარი სურვილები გაქვს-დამცინა მან-რა იყო საქმე არ გქონდა?-გააგრძელა სიცილითვე.
-სხვათაშორის მარტო მე არ ვარ შუა ნოემბერში ბათუმში ჩამოსული-მეც სიცილით ვუპასუხე და მხარი მხარზე მივარტყი.ორივეს გაგვეცინა
-გინდა ხვალ სადღაც წაგიყვანო?-მკითხა უეცრად.დავიბენი,მაგრამ შინაგანად ვიგრძენი,რომ მინდოდა მასთან ერთად ყოფნა.
-სად?-ინტერესით დავუბრუნე კითხვა.
-ეე თუ გითხარი ეგ რა პონტია ტო?-ისევ გაეცინა მას.
-კარგი, წავიდეთ-დავნებდი ბოლოს და მხარზე თავი დავადე.


***

-ვაჩე!ცოტა რომ დავისვენოთ არ შეიძლება?-დაქანცულმა გავძახე ვაჩეს რომელიჩ ჩემზე ოთხი-ხუთი მეტრით წინ მიდიოდა.
-არა!-მითხრა სიცილით და გზა გააგრძელა.
-დავიღალე!ვეღარ მოვდივარ!-თავი მოვისაწ.... და ქოშინით სუნთქვა გავაგრძელე რომ გული არ წამსვლოდა.
-რომ ავალთ მერე დაისვენებ.ჩქარა!ჩქარა! ნუ მოსეირნობ!-მითხრა ისევ,ხელი ხელზე მომკიდა და აღმართზე ასვლაში დამეხმარა."რა შეძლება აქვს ამ ბიჭს" გავიფიქრე და დაღლილმა გავხედე გზას,რომელიც ეჭვი მაქვს არასოდეს სრულდებოდა.


***

მთის წვერზე ვდგავართ ჩვენ ორნი.მე და ვაჩე.მარჯვნივ სიბნელე შეპარული ბათუმი მოჩანს,რომლის პირქუშ და ნისლში გახვეულ ქუაჩებს ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებს.ჩვენს წინ კი უკიდეგანო ზღვა ხელის გულივითაა გადაშლილი.მისგან მონაბერი გრილი ნიავი სახეზე გვეცემა და სასიამოვნო ჟრუანტელი გვივლის.ტალღების კლდესთან შეჯახებით გამოწვეული ხმა ყურებს მიგუბებს,მაგრამ მაინც მესმის დაჩის სუნთქვა.მშვიდი და გაწონასწორებული,თანაბარი... მთელი ჩემი სხეული მოიცვა ამ პეიზაჟმა.თითქოს გავივსე და დავიმუხტე.მარცხენა ხელზე დაჩის შეხება ვიგრძენი,მისი თითები ჩემსაში გადახლართა,მაგრამ არც ერთი გრადუსით შემობრუნებულა ჩემსკენ.მეც ასე ვდგავარ,უძრავად და არანაირ პროტესტს გამოვხატავ მისი ქცევის მიმართ.უბრალოდ ვგრძნობ როგორ მივლის მარცხენა ხელიდან შემოსული სითბო მთელს სხეულში.
-მოგწონს?-თითქმის ჩურჩულით მკითხა მან.
-ძალიან!-ჯერ კიდევ ემოციებში მყოფმა ვუპასუხე.ცოტახანს ორივე გავჩუმდით.ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს აღარც ვსუნთქავდით.არ ვიცი მაშინ მეგონა ასე თუ მართლა შეწყვიტა ზღვამ ღელვა,რომ იმ ღამის სიბნელეში მხოლოდ დაჩის ხმა გამეგო.დაჩის მიერ ნათქვამი ერთი სიტყვა.ერთადერთი სიტყვა,რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
-მიყვარხარ!-მოულოდნელად მითხრა მან.თავიდან მეგონა რომ მომესმა.თავბრუ დამეხვა იმდენად,რომ მეგონა კლდიდან პირდაპირ გადავარდებოდი ზღვაში,მაგრამ არ გაბნძრეულვარ.არც მე...არც ის.არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
-მეც!-ვუპასუხე დაუფიქრებლად და მივხვდი,რომ მანაც იგივე იგრძნო რაც მე.მერე ჩემსკენ შემობრუნდა და მთელი ძალით,მთელი ემოციით ჩამიხუტა.ასე ვიდექით მთის წვერზე ჩვენ ორნი და მაშინ მივხვდი რა გრძნობაა, როცა მთელს პლანეტაზე მხოლოდ თქვენ ორი არსებობთ.

____________________________________

მოგეწონათ შემდეგი თავი? <3 დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ <3



№1  offline წევრი Firefly

მშვენიერია;
მალე დადე
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი Guest ნინი

მომეწონა ძაან და შემდეგ თავს როდის დადებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent