ვნება (მესამე ნაწილი)
ხელ-ფეხი მიკანკალებს,ხელის გულით კიბის მოაჯირს ვეხები და ისე ავდივარ,ძლივს ვსუნთქავ,შიშისა და ნერვიულობისგან გული დამიმძიმდა,შევიწროვდა და ჟანგბადს აღარ უშვებს თავისთან. ნეტავ როგორ მიიღებს? იქნებ საერთოდ გამომიშვას,მერე? დედა თავს ცუდად იგრძნობს,ვეღარც სწავლას მოვახერხებ,ვერც დასვენებას.კიდევ ბევრს თუ ვიფიქრებ უკან შევბრუნდები,თავქუდმოგლეჯილი ჩავირბენ კიბეებს და შეხუთულობისგან გატანჯულ გულს ცივ ჰაერს შევასუნთქებ. -აქ რა ჯანდაბა გინდა?-პროფესორის კართან ვარ,ზემოთა სართულიდან ვიღაცის ამაზრზენი ყვირილი რომ მესმის,მალევე ერთვის ქალის სლუკუნი და ქუსლების გამაყრუებელი კაკუნი -წადი,შენი დანახვაც არ მინდა,-ტონს არ უწევს მამაკაცი,მე კი გაშეშებული ვდგავარ კართან და ვფიქრობ დავაკაკუნო თუ მისი მეზობლების ჩხუბს ვუსმინო,რომელიც ჩემი საქმე არაა. ხელი მოვმუჭე,ავწიე და რკინის კარს მივაბჯინე ორჯელ დავაბრახუნე და დაველოდე,შიგნიდან არაფრის ხმა არ ისმის,იმედია სახლშია და ამხელა გზა ტყუილად არ გამოვიარე,პასუხი აუცილებლად მჭირდება,დედა ბუნებაში უნდა წავიყვანო. -ვინ ხარ?-მკითხა კარს იქით მდგარმა პროფესორმა -ეკატერინე ვარ,-ვუპასუხე მე -დამელოდე,-ხელების ფათური დაიწყო კარზე,საკეტი აჩხაკუნდა,თურმე გასაღებით კეტავს,რომ გამიღო მისი გაოგნებული მზერა შემეგება. -საქმე მაქვს,-მივუგე მე -შემოდი,-უფლება მომცა მის აპარტამენტში ცხვირი შემეყო კიარადა თავ-ფეხიანად შევსულიყავი.გარშემო სიცარიელეა,ლურჯად შეღებილი კედლები და დიდი უზარმაზარი კარადაა,ძველი წიგნებით გამოტენილი,მხოლოდ. -ბოდიშით რომ გაუფრთხილებლად შემოგეჭერით,-მორიდებით ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი,რომელიც კარადის პირდაპირ უდგას და ისიც არანაკლებ ძველია,დაჯდომისას სადგამს ჭრაჭუნი აუტყდა. -გპატიობ,-უჩვეულოდ გულმოწყალეა,რაც ხელსაყრელია ჩემთვის-უმიზეზოდ არ მოხვიდოდი,რამე გექნება ჩემთან სათხოვარი,-მითხრა გრძნეულივით და თავისი დაგრეხილ-დანაოჭებული ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო,ფეხი ფეხზე გადაიდო და პროფესორის იერი მიიღო. -მართალია,-ვთქვი და გამეცინა - ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს,-სუნთქვას მოვუხშირე -ერთი კვირით შვებულებაში მინდა გასვლა,-პროფესრს სარკასტულად ჩაეღიმა და დამაკვირდა,ასე მგონია როგორც გიჟს ისე მიყურებს. -მიზეზი? -დედაჩემია ცუდად,-ძლივს ამოვთქვი,ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა -სხვა არაფერი? -სხვა რაღა უნდა იყოს?-ძლივს მოვითქვი სული და გაოგნებულმა ვკითხე.ის დადუმდა,ტუჩები მოკუმა და თავი დაბლა დახარა. -ვინ იქნება შენს მაგივრად? -არ ვიცი,ვინმე,-ამ კაცის ატანა აღარ მაქვს უკვე,ან კი თქვას ან არა,მეტი აღარ შემიძლია -ხოდა,სანამ არ იცი,ვერსადაც ვერ წახვალ,-ხმამაღლა მითხრა და წამოდგა -კი,მაგრამ,-იმედგაცრუების საშინელმა ტალღამ გადამიარა -გასაგებად ვთქვი -საერთოდ წავალ,-შევუტიე მეც -წადი,-მშვიდად მომიგო და ხელი აიქნია- არ მენაღვლება,მერე როგორც გაგიხარდება ისე მოიქეცი,-ზურგი მაქცია.ეს ნიშნავს რომ საჩქაროდ უნდა გავეცალო. -კარგად იყავით,-ცივად მივუგე და წამოვდექი -კარგად,-მანაც მითხრა და თითი კარისკენ გაიშვირა. _ _ -ჩვენ წავალთ დასასვენებლად -დაგთანხმდა?-აღფრთოვანებით მკითხა დედამ -კი,-ყველა განცდა დავფარე და ვუპასუხე -ძალიან კარგი,-მან გაიღიმა და ამან ისე ამაღელვა რომ ცრემლი მომადგა,თავი ხელში ავიყვანე რომ არ ავტირებულიყავი.გული ძალიან ამტკივდა.ბოლო კაპიკებით შევძლებ დედა ვასიამოვნო,მერე უკვე აღარ ვიცი რა იქნება,ალბათ სწავლის შეწყვეტა მომიწევს,სანამ ახალ სამსახურს არ ვიშოვი,თანაც ზაფხულის ბოლო თვეც იწურება და რამდენიმე დღეში შემოდგომის წვიმიანი დრო შემოაღებს კარს. -ჩანთებს ჩავალაგებ,-ვუთხარი და საჩქაროდ მოვერიდე.ოთახში შევედი და კარი მივკეტე თუარა ტირილი ამიტყდა,ცხელი ცრემლები ღაპაღუპით ჩამომიცვივდა თვალებიდან და კისერში ჩაიღვარა.საწოლზე პირქვე გავეგე და სახე ბალიშში ჩავამხე,ეს უკვე მეტის-მეტია,ძალა აღარ მაქვს - გავუძლო იმას თუ როგორ გვენგრევა ყველაფერი. -კარი რატომ გაქვს ჩაკეტილი?-ფიქრებიდან დედას ხმამ გამომიყვანა,ბალიშიდან თავი ძლივს ავწიე და ცრემლები შევიმშრალე -ისე,უბრალოდ,-მშვიდი ხმით ვუპასუხე -გამიღე,-მთხოვა მან,მაგრამ რატომღაც სურვილი არ მაქვს ავდგე და გავუღო,ის ყველაფერს მიხვდება თუ ამ მდგომარეობაში მნახავს,შევებრალები და დასასვენებლად აღარ გამომყვება. -დედა,ჩემით ჩავაწყობ,ძალიან დავიღალე და მინდა დავისვენო,-კარს მოშორდა -როგორც გინდა,-მისი ხმა შორიდან გავიგე.საწოლიდან ძლივს წამოვხოხდი,ჩავიმუხლე და ქვეშიდან ჩემოდანი გამოვაგორე,საწოლზე ავდგი და საჭირო ტანსაცმლი ჩაწყობას შევუდექი. * * * -ჩაი მინდა! -შენ არასდროს მოგინდომებია ეს! -შენ კი არასოდეს გიცდია გაგეკეთებინა,-ცხელ ყავას ნიჟარაში ვასხამ,მეგი კი სასოწარკვეთილი მადევნებს თვალს -არ მოგითხოვია! -მაგრამ იცოდი რომ ყავა მძულს,თუმცა ყოველ დილით მიკეთებდი -მე მიყვარს და რატომღაც მახსოვდა რომ -მეც მიყვარდა?-სიმწრით ჩამეცინა-პრობლემა ისაა რომ მარტო შენს თავზე ფიქრობ,ქმარი რას აკეთებს მთელი დღე საერთოდ არ გაინტერესებს,-ტონს ოდნავადაც არ ვუწევ -შენი ატანა შეუძლებელია,-მითხრა და სამზარეულოდან გავარდა.ჩაიდანი ავიღე წყლით ავავსე,ქურას მივუნთე და ზედ შემოვდგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.