შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დაქალი (თავი 2)


7-09-2016, 13:21
ავტორი გვირილაა
ნანახია 1 547

და მე ეს თვალები თითქოსა საიდანღაც მეცნო, ეს ის თვალები იყო რომლისთვისაც მე ბევრჯერ მიყურებია და დავკარგულვარ მასში და ახლლაც სწორედ ასე დამემართა. ეს ის მწვანე თვალები იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. და მე არც შევმცდარვარ ეს ნამდვილად ლუკა იყო..
–აღარ შემომიშვებ?–ამ ბოხი ხმის გაგონებაზე კი თავი სრულიად დავკარგე, მაგრამ შევძელი გამოფხიზლება საბედნიეროდ.
–ლუკა, ეს ნადმვილად შენ ხარ?–გაკვირვებული და გაქვავებული ვეკითხები.
–როგორც ჩანს, ამდენი ხნის მერე ისევ გახსოვხარ სელენა.
ამ დროს კი მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მე არასდროს დამავიწყდებოდა მისი მუქი მწვანე თვალები, თუმცა ვეღარ გავბედე. სახლში შემოვიპატიჟე და სუფრასთან მსხდომებსაც გავაცანი მისი თავი.
–მეგობრებო, გაიცანით ეს ლუკაა ჩემი, ჩემი...
–ბავშვობის მეგობარი–შემეშველა ლუკა. შემდეგ კი სუფრას მივუსხედით, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ თუმცა ამ დროის განმავლობაში ჩემი ყურადღება მხოლოდ ლუკასკენ იყო მიმართული, მე მას ვუყურებდი და ვიხსენებდი იმ პატარა ლუკას, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა მისგან, თუმცა თვალები, თვალები ნამდვილად იგივე იყო, სწორედ ეს მაჯერებდა იმას, რომ ეს ნამდვილად ის ლუკა იყო.
როგორც გაირკვა ლუკა ჩვენი აგარაკის მეზობელი ყოფილა. თუმცა მე მის შესახებ არაფერი მსმენია მას შემდეგ რაც, მამა გარდამეცვალა. ეს დიდი ხნის წინათ იყო, როდესაც ჩვენ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით მე, მამა და დედა. ჩვენს მეზობლად კი ლუკა ცხოვრობდა, ჩვენ ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მე მიყვარდა მისი მწვანე თვალები, რომელიც ყველა და ყველაფერს მირჩევნოდა. და ჩვენ ყოველდღეს ერთად ბედნიერად ვატარებდით, უბედნიერესები ვიყავით ერთმანეთი, რომ გვყავდა, ეს ასე იყო სანამ ლუკა თავისმა მშობლებმა საცხოვრებლად ამერიკაში არ წაიყვანეს. იმ დღის შემდეგ კი მე ძალიან შევიცვალე, საშინლად არ მინდოდა ცხოვრების გაგრძელება ლუკას გარეშე. ჩვენ ჯერ მხოლოდ 8 წლისებმა ერთმანეთს შევფიცეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით, მაგრამ როგორც, ჩანს ეს ასე არ მოხდა. ლუკა წაიყვანეს, მომიწია მისგარეშე ცხოვრება, შემდეგ კი მამა გარდაიცვალა, ავტოკატასტროფაში. დავრჩით მე და დედა, დედა რომელიც ჩემთვის ერთადერთია სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე მაინც გავაგრძელე სიცოცხლე ლუკასა და მამას გარეშე.
დედაჩემს ემილი ჰქვია, ის ინგლისიდანაა წარმოშობით, რაც შეეხება ჰანას ის ჩემი ნახევარდაა, მამას პირველი ცოლიდან, თუმცა მისი არსებობის შესახებ მხოლო 5 წელია რაც გავიგეთ ახლა კი ის ჩვენთან ერთად ცხოვრობ. თუმცა მე ჰანას და ნინის ორივეს ჩემ ღვიძლ დებად ვთვლი. ამდენი წლის შემდეგ მაინც ბედნიერად ვცხოვრობთ ჩვენს სახლში მე, დედაჩემი ემილი და ჩემი და ჰანა. ნინი კი ჩემი და ჰანას საუკეთესო მეგობარი ჩვენს მეზობლად ცხოვრობს.
იმ საღამოს, ყველაფერი მოვუყევი ლუკას შესახებ ჰანასა და ნინის. მანამდე მათთვის არაფერი მითქვამს, ჩავთვალე რომ ეს წარსული იყო და არღირდა მისი გახსენება, თუმცა ამდენი წლის მერე ისევ გამოჩნდა ლუკა, თანაც ასე უცნაურად. ძალიან მინდოდა მასთან საუბარი, თუმცა თან მეშინოდა. მეშინოდა, რომ ისევ გამახსენდებოდა ძველი დრო, წარსული... რომლისაც, ასე ძლიერ მეშინია.
–გოგონებო მე გარეთ სასეირნოდ მიდვივარ არ წამოხვალთ?–ბოლო ხმაზე ვყირივარ, რადგან დილის 12 საათია ჰანასა და ნინის კი ისევ სძინავთ. როცა მათი უარი მივიღე მარტო გავედი გარეთ. გარეთ ჩვენს ბაღში სკამზე ჩამოვჯექი. ამ დროს კი მესმის ფეხის ხმა, ვიღაც მიახლოვდებოდა, მოვიდა და გვერდით მომიჯდა. დიახ, სხვა ვინ თუ არა ლუკა, ის იყო რომლის დანახვაც ახლა ყველაზე მეტად გამახარებდა.
–სელე, მაპატიე...
–ბოდიშს რისთვის მიხდი?
–იმისთვის, რომ ამდროის განმავლობაში სრულიად გამქრალი ვიყავი, თუმცა გეფიცები მე სულ მახსოვდი და.. და მენატრებოდი–მის ამ სიტყვებზე თითქოს გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა, რაღაც ამოუცნობი გრძნობა დამეუფლა, მინდოდა მეთქვა როგორ ძლიერ მენატრებოდა მეც ის, მაგრამ ვერგავბედე, საამისოდ ძალა არ მეყო.
–არაფერია ლუკ, გპატიობ.
–მე შენ სულ მახსოვდი სელენა, განა შეიძლებოდა დამვიწყებოდი. შენ არშეცვლილხარ, ისევ ისეთი საყვარელიხარ, შენი მუქი შავი ფერის თვალები, რა დამავიწყებს მათ განა ეს ის თვალები არ არის, რომელიც მახსენებს ბავშვობის წლებს. ოჰ, რა კარგი იყო ნამდვილად, როდესაც არაფერი რომ არ გვანაღვლებდა, სულ ერთად რომ ვიყავით, დღე და ღამე, არა შენ ნადმვილად არ შეცვლილხარ.
–სელენა, არც მე შევცლილვარ, არც ჩემი გრძნობები შეცვლილა შენდამი. სელე მე.. მე..
–რა მოხდა ლუკა?
–არაფერია, მე უბრალოდ უნდა წავიდე. მოგვიანებით გნახავ–ასე უბრალოდ ადგა და წავიდა, თვალებზე ცრემლი მომადგა, ეს მონატრების ცრემლები იყო, როგორ მინდოდა ახლა მისი ერთი ჩახუტება, მე ის ახლა უფრო მეტად მენატრება, სამწუხაროდ ეს ასეა..
სახლში შევედი ჰანა და ნინისთვის კი არაფერი არ მითქვამს. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები და დები არიან, მე მათ ყველაფერს ვეუბნები, თუმცა არმსურდა ლუკასთან საუბარი არავისთან. მინდოდა ეს მონატრების გრძნობა ჩემთვის ჩამეკლა გულში. მე ჰანას და ნინის ამ სამ ადამიანს ყველა იცნობს ისე როგორც, სამ გიჟ დაქალს, ჩვენ ყველგან, ყოველთვის ერთად ვართ.
ჰანა ჩემი სიმაღლისაა, მასაც ჩემსავით შავი ფერის თვალები აქვს, პატარა კოხტა ცხვირი . ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ის ყველაზე სერიოზულია ჩვენს შორის და სწორედ ის გვაძლევს ხოლმე, ვითომ ბრძნულ რჩევებს. ის ჩემზე 2 წლით უფროსია 20 წლისაა შეყვარებული ჰყავს გიო და ალბათ მალე დაქორწინდებიან კიდევაც. ნინის რაც შეეხება ის ჩემი ასაკისაა 18 წლისები ვართ, რაც საცხოვრებლად ჩვენს მეზობლად გადმოვიდა ძალიან დავმეგობრდით, ის პატარა კოხტა გოგოა, მას ჩვენგან განსხვავებული ცისფერი ფერის თვალები აქვს, ძალიან მხიარულია და გიჟიც, ამიტომაც ვუგებთ ერთმანეთს. მას შეყვარებული არჰყავს, ისევე როგორც მე. რაც შემეხება მე.. მე არმიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ორიოდე სიტყვას მაინც ვიტყვი, გარეგნულად ჰანას ვგავარ, ხასიათით კი ნინის...
ჩვენ სამნი ბუხართან ვისხედით, გარეთ კი წვიმდა, ჭექა–ქუხილი იყო, ასეთ ამინდში შეუძლებელი იყო გარეთ გასვლა,ამიტომ შიგნით ვიჯექით მოწყენილები ამ დროს კი კარზე კაკუნის ხმა გავიგეთ, სამივენი შევკრთით გვეშინოდა კარების გაღება, ჰანა ადგა როგორც ჩვენს შორის ყველაზე უშიშარი და კარებისკენ დაიძრა, დავინახეთ კარებში მდგარი სულ მთლად გაწუწული ლუკა. ის აჩქარებით სუნთქავდა, ეტყობოდა რომ რაღაც აწუხებდა.
–შეიძლება ამაღამ აქ დავრჩე? სიმართლე გითხრათ ძალიან მეშინია ასეთ ამინდში სახლში მარტო ყოფნა.
მე ჩემთვის ჩავიცინე, რადგან გამახსენდა თუ როგორ ეშინოდა ჭექა–ქუხილის ბავშვობაში ლუკას, მახსოვდა ასეთ დროს როგორი შეშინებული იყო მისი თვალები და ახლაც სწორად ასე იყურებოდნენ ისინი, ოდნავ დაბნეულნი, ასეთ დროს კი მისი თვალები ძალიან გამუქებული იყო. თუმცა, მასში მაინც შენიშნავდით, რომ ის მწვანე იყო, ოდნავ მუქი მწვანე.
–რათქმაუნდა, შემოდი ლუკა–ჰანამ ის შიგნით შემოიპატიჟა.
ახლა კი ოთხნი ვიჯექით ბუხრის წინ. სიჩუმემ დაისადგურა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას. საუბარი ისევ ლუკამ გააბა.
–ბოდიშით, რომ ასეთ დროს გაწუხებთ.
–არაფერია... კარგი იქნება თუ რაიმე საინტერესოზე ვისაუბრებთ, მაგალითად საშიშ ისტორიებზე–აზრი გამოთქვა ნინიმ.
ჩვენც დავიწყეთ საუბარი, რამოდენიმე წუთის წინ ხმის ამოღების ყველას ეშინოდა, ახლა კი ერთმანეთს საუბარს არ ვაცდიდით ვიცინოდით და თან შიშითაც გვეშინოდა. ასე ვიჯექით ოთხნი ერთად ბედნიერები, მე მათ შევყურებდი და მიხაროდა, მიხაროდა რომ ლუკა ისევ ჩემს გვერდით იყო. მიხაროდა მისი გაღიმებული სახის დანახვა, მის ღიმილში მე აღმოვაჩინე ის ლუკა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არ მინახავს, რომელიც ახლა ასეთი გაზრდილი იყო. ძალიან მაღალი გამხდარა, ის ისევ ისეთი სუსტი იყო, გულამდე ძლივს ვწვდებოდი, არასდროს დამავიწყდება მისი გამოხედვა, მისი თვალები ახლად აყვავებული ბალახის ფერი იყო, მზეზე კი უფრო მუქდებოდა. და ახლა ეს თვალები მე მიყურებდა, ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით ამდენი წლის შემდეგ და მიკვირდა, თუ როგორ გავძელი ამდენი ხნის მანძილზე, ახლა კი ვხვდებოდი, რომ მისი კიდევ ერთხელ დაკარგვა მე გამანადგურებდა, ვუყურებდი მას და აღარ მინდოდა, რომ წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან, მინდოდა ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო და მას ჩემი საკუთარი რქმეოდა, ისევე როგორც ძველად.
უკვე 2 საათი შესრულდა, ყველამ მთქნარება დავიწყეთ, ნამდვილად გადაღლილები ვიყავით და ჯობდა დაგვეძინა.
–ბავშვებო მე პირადად ძალიან მეძინება, ლუკა გადასაფარებელს მოგიტან და მდივანზე დაიძინე, ეს მდივანი მართლაც ბევრ ლოგინზე კომფორტულია.
ნინი წავიდა, ჰანაც მას გაყვა მე თავი უხერხულად ვიგრძენი და ადგომა დავაპირე, თუმცა ლუკამ გამაჩერა.
–ძილინებისას არ მისრვებ სელე, არ მეტყვი ტკბილ სიზმრებს გისურვებო ისევე როგორც, ბავშვობაში. შენ ხომ ეს არასდროს გავიწყდებოდა.
–ტკბილი სიზმრები–საუბარი აღარ გამიგრძელებია დასაძინებლად წავედი.
ოდნავ გაბრაზებული ვიყავი ლუკაზე, ის უეცრად დაბრუნდა და არც კი ამიხსნა თუ სად იყო ამ დროის განმავლობაში, რას აკეთებდა. როგორ ძლიერ მაინტერესებდა მისი ამბები, თუმცა როგორც ჩანს ის არაფრის ახსნას არ აპირებდა. დავწექი, თუმცა ვერ ვიძინებდი, ყველგან ლუკა წარმომიდგებოდა, თვალებს ვხუჭავდი თუ არა მელანდებოდა მისი სახე, მინდოდა ჩემს ფიქრებში ამელაპარაკებინა ის და ჩემით ვუძებნიდი ყველაფერს ახსნას, თუმცა არ გამომდიოდა მასზე ფიქრები მკლავდა, დიდხანს ვერ შევძელი დაძინება. უკვე 4 ხდებოდა, როგორც იქნა ჩამეძინა. დიახ, ლუკაზე ფიქრში ჩამეძინა. ჩემი კითხვები კი ისევ პასუხგაუცემელი რჩებოდა.
ძილში რაღაც ხმა შემომესმა, არვიცოდი ეს სიზმარი იყო თუ რეალობა, მაგრამ რაღაც ხმები ნამდვილად მესმოდა, თითქოს ვიღაც მიახლოვდებოდა, არვიცოდი ღირდა თუ არა თვალების გახელა, იქნებ ეს უბრალოდ სიზმარი იყო. შემეშინდა, დიახ შიში ვიგრძენი, მაგრამ მე არ შემშინებია ამ ხმების, უეცრად მე სხვანაირი შიში დამეუფლა და ეს იყო წარსულის შიში. იმ წარსულიც რომლლის გახსენებაც აღარ მსურდა. ამდროს კი ვიგძენი თუ როგორ გაიღო ჩემი ოთახის კარები, ეს სიზმარი იყო ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. ახლა კი დავინახე რაღაც სიულეტი კარებთან მდგომი, მე მისი აღარ მეშინოდა, შიში ნელ–ნელა ქრებოდა. ეს რაღაც აჩრდილი კი მე მიახლოვდებოდა, მე ამას ვგრძნობდი, თვალები დავხუჭე, ძალიან მაგრად დავხუჭე მინდოდა, რომ ეს სიზმარი დასრულებულიყო, სიზმრებში ხომ ყველაფერი არარეალურია ეს კი უფრო რეალურს ჰგავდა. ამ დროს კი ყველაფერი მიწყნარდა, უკვე აღარაფრის მეშინოდა, თვით წარსულისიც კი. ისევ ღრმა ძილში დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც რაღაც ვიგრძენი შუბლზე, თითქოს ვიღაცამ ნაზი კოცნა დამიტოვა, მე თვალები აღარ გამიხელია, თუმცა ვიცოდი რომ ეს ლუკა იყო, ან იქნებ მე მინდოდა რომ ეს ლუკა ყოფილიყო, იქნებ მე ვაიძულებდი ჩემს თავს, რომ ეს დამეჯერებინა. თვალები აღარ გამიხელია და არც არანაირი ხმა აღარ გამიგია, გარდა წვიმის წვეთებისა, რომლებიც მე მამშვიდებდნენ, თუმცა მე დასამშვიდებელი არაფერი მჭირდა, პირიქით მე ბედნირი ვიყავი, რადგან ჩემ თავს უკვე სჯეროდა, რომ ეს ნამდვილად ლუკა იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent