შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 14)


7-09-2016, 13:22
ავტორი buterfly
ნანახია 2 543

გვანცა დედამისის გამოჯანმრთელების მოლოდინში უკვე მესამე კვირაა რაც ძალიან იტანჯება.ნინო თავს ძალიან სუსტად გრძნობს და ჯერ კიდევ გაურკვეველია ,რატომ მოუვიდა ეს ავარია .გვანცას მომხდარზე ფიქრი არ ასვენებს.ამასგარდა სანდროს სიტყვებში ეჭვიც ეპარება.მაგრამ მისი თვალები იმდენად უემოციოდ უყურებდნენ ,რომ აღარ იცის რა იფიქროს.თუ მოატყუა რატომ გააკეთა ეს?და თუ სიმართლე უთხრა აქამდე რატომ მისცა ამ გოგოს იმედი?მას ხომ ასე ძლიერ არასოდეს ჰყვარებია და ახლაც გული ატკინეს.ორმაგად იტანჯება გვანცა ყველაფერი არეულია.აღარაფერი არ იცის,აქ დედამისის ავარიის მიზეზები იქ სანდროს საქციელი.ყველაფერი ერთად გონებას ურევს და ერთ დიდ ქაოსში და ბურუსში აქცევს,მაგრამ ერთი გადაწყვიტა ,რომ არავის შეიყვარებს და გახდება ნაკლებად ემოციური.გახდება ყველაფრის მიმართ უემოციო და ასე დაიცავს მის უკვე გაქვავებულ და ლოდად ქცეულ გულს,რომ საბოლოოდ არ იქცეს ნამსხვრევებად.
-გვანცა დაბრუნდები ხომ ალბათ თბილისში?არდადეგებზე და მერე წელიწად ნახევარში სულ?(იმედიანი თვალებით შეხედა მარი და ყველანი მის პასუხს ელოდებიან)
-არა მე უკან აღარ დავბრუნდები.
-რას ამბობ?ალბათ არდადეგებზე ხომ?
-არა საერთოდ აღარ ვაპირებ დაბრუნებას.სანდროს სახეს ვერ ავიტან.როცა ვიცი ,რომ ის იქ არის მე ვერ ჩამოვალ.თავისუფლად ვერ ვისუნთქებ ,როცა მეცოდინება ,რომ სადღაც შორიახლოსაა.
-კარგი რა ასე დაივიწყებ შენს ქალაქს?და ჩვეენც?
-არა თქვენ არა .შეგეხმიანებით ხოლმე.
-იქნებ დაფიქრდე.შენს გარეშე ჩვენ ,ჩვენ არ ვართ,ხომ იცი ,როგორ გვიყვარხარ და როგორ მოგვენატრები?
-მეც მომენატრებით მაგრამ იქ აღარვინ მელის ისეთი ვისთვისაც დაბრუნება ღირს ასე ,რომ შევეცდები ფესვები აქ გავიდგა(ნაძალადევად გაუღიმა ბავშვებს)
-კაია ესეიგი ჩვენთან რჩები სუულ?(სიხარულით ხტოდა შარლოტა)
-ორი წელი კი .და მერე არ ვიცი სამსახურს ,რომ დავიწყებ ალბათ სხვაგან გადავალ დედასთან ერთად
-ხომ იცი ,რომ შეგიძლია ჩვენთან იმდენ ხანს დარჩე რამდენი ხანიც გენდომება
-ვიცი ლოლა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რასაც ჩემთვის აკეთებთ.
-არაფრის ჩემო გოგო(არაბიოლოგიურ შვილს მაგრად ჩაეხუტა)
-ბავშვებო ვიცი ,რომ არდადეგები დაგიმთავრდათ და წასვლას არ აპირებთ?
-შენთან ვიქნებით
-არა ეგრე არ გამოვა უნის გაცდენას არ დაგანებებთ.დედაჩემი უკეთაა და შეგიძლიათ წახვიდეთ
-გვყრიი?
-არა როგორ იფიქრეთ?უბრალოდ არ არის კარგი უნის გაცდენა.წადით კაი?
-კაი,,კარგად მაშინ და იცოდე შეგვეხმიანე აუცილებლად და ნინო დეიდას მდგომარეობა გაგვაგებინე.თუ საჭირო გახდება ჩამოვალთ მაშინვე
-დიდი მადლობა ჩემო სიხარულებო.(გადაკოცნეს ერთმანეთი და გაუშვა ბავშვები უკან თბილისში)
დედამისი მალევე გამოწერეს და მასთან სახლში წაიყვანეს.ნორმალურად ჯერ ვერ დადიოდა მაგრამ უკეთ იყო უკვე ასე ,რომ სახლშიც წაიყვანეს.გარდა ამისა მამაც და მისი დაც იქ დარჩნენ
-მამა გადმოდით თქვენც აქ რა?
-არა შვილო იქაურ ბიზნესს და საქმეებს ვერ მივატოვებ.და რაც შეეხება შენს დას ნინოს(უცნაურია დედა-შვილს ერთნაირი სახელი რომ ჰქვიათ თურმე გვანცას დაჟინებული სურვილის გამო დაარქვეს მას ეს სახელი)სკოლას ,რომ დაამთავრებს აქ გამოვგზავნი სასწავლებლად
-კარგი მა ,როგორც გინდა
-ახლა კი შენი დრო მოვიდა დედა.როგორ მოხდა ავარია?
-რა საჭიროა ამაზე საუბარი?სხვა თემა ვერ ნახეთ?
-საჭიროა საჭირო და დაწყე გიცდი
-დედა
-რა უნდა მომხდარიყო?პროდუქტებს ვყიდულობდი სახლისთვის და გზაზე ,რომ გადავდიოდი მოსახვევიდან მანქანა გამოხტა და დამეჯახა ესაა და ეს.
-და სხვა არაფერი არ მომხდარა?
-არა შენს თავს გეფიცები გვანცა
-კაი მჯერა
სახლში მივედი თუ არა მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი და ყველაფრის გამო რაც ბოლო ერთ თვეში გადავიტანე ცრემლებმა ჩემს ლოყებზე გზა გაიკვლიეს,მწარედ ავქვითინდი და ამ დროს შარლოტა და მაიკი შემოვიდნენ ჩემთან .
-შემოდით(ცრემლები მოვიწმინდე და შევეცადე გამეღიმა ,რომ არაფერი შეემჩნიათ)
-ტიროდი?(რას გამოაპარებ მაიკს)
-არა რა სისულელეა
-ნუ გვატყუებ(დაუმატა შარლოტამ)მართალია შენი ენა არ გვესმის მაგრამ ,როცა შენს მეგობრებს ელაპარაკებოდი ვიღაც ახსენე მგონი სანდრო და ბიჭი უნდა იყოს.მის გამო ხარ ამ დღეში
-მმმმ
-გამოვიცანით ხომ?მიდი მოყევი რა მოხდა
-არაფერი ისეთი
-თქვითქო ეხლა დროზე მაინც არ მოგეშვებით და რა აზრი აქვს
ყველაფერი მოვუყევი რაც გადამხდენია მასთან ერთად ,ჩვენს სიყვარულზე ჩხუბზე ,მეგობრობაზე ,საერთოდ ყველაფერზე (შარლოტი კი უყურებდა გვანცას და თითქოს ტირილს აპირებსო ისეთი თვალები ჰქონდა).
-ჩემო გოგო.ამ ამბების მერე გაღიმების თავი კიდევ გაქვს?შენსავით ძლიერი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია(უთხრა დად ნაფიცს და ჩაეხუტა)
-მოვკლავ.მაგის.როგორ აგატირა?შენნაირ გოგოს ვინ მოექცევა ეგრე?
-არც ვიცი შეიძლება იტყუება მაგრამ რატომ?და უცებ ტირილი ამივარდა თავს ვეღარ ვიკავებდი
-სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეს მაგისთვის.
-გთხოვთ მარტო დამტოვეთ რა.ძილი მჭირდება
-კაი გვანცა ტკბილი ძილი
გავიდნენ ბავშვები.ან მე როგორ უნდა დამძინებოდა ,მთელი ღამე თეთრად გავატარე სანდროზე ფიქრში ტელეფონში ვუყურებდი მის სურათს და მომხდარი არ მეჯერა.ნუთუ მთელი ეს დრო მატყუებდა და არ ვუყვარდი.დავიჯერო ასეთი კარგი მსახიობია ,რომ ეჭვიც არ გამჩენია.ან რატომ უნდა მოქცეულიყო ასე?რატომ უნდა მოვეტყუებინე არ მესმის.
მხოლოდ დილისკენ ჩამეძინა და მალე უნისთვისაც მზად ვიყავი ჩვეული შემართებით.ან რატომ არ უნდა ვყოფილიყავი ჩემს თავს არასდროს ვაძლევ ნებას მომხდარზე დიდხანს იდარდოს სხვის თვალწინ და სხვისი შეცოდების მიზეზი გახდეს მაგრამ ღამე ,მარტო ბალიშზე ჩემს დარდს არაერთხელ გამოუღწევია გარეთ და მწარედაც მიქვითინია მაგრამ ეს ბევრმა არ იცის.ამიტომაც მეძახდნენ ხოლმე ქვის გულიანს რადგან,ემოციებს სხვის დასანახად არ და ვერ გამოვხატავდი.სანდრო კი ის იყო ვისთანაც გავიხსენი ბოლომდე და რა შემრჩა ხელში,მხოლოდ ტყუილი და ღალატი ამიტომ თუ აქამდე ქვისგულიანი ვიყავი,რომელიც სანდრომ გაათბო ახლა გული საერთოდ აღარ მაქვს.ამ ორმა სასწავლო წელმა ინგლისის უნივერსიტეტში სასწაულად მალე გაირბინა.ბევრი მოხდა საინტერესოც და უინტერესოც .ყველაზე მთავარი რაც არის ისაა ,რომ სოფია და მაიკი დაქორწინდნენ და უკვე პატარა ჯეკიც ჰყავთ.ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ აი არ ვიცი .არაბიოლოგიური დეიდა,თუ მამიდა.მოკლედ ორივე ვარ დედის და მამის მხრიდანაც ბავშვს ძალიან ვუყვარვარ და როცა დამინახავს სულ ჩემსკენ მორბის ხოლმე ყვირილით. ეს ერთადერთი ადამიანია ვისთანაც ნიღაბი არ მჭირდება და არც სტორგი გამოხედვა ,მასთან იმაზე თვავისუფლად ვარ ვიდრე ნებისმიერ სხვასთან და ალბათ ამას ისიც გრძნობს და ამაიტომაც ვუყვარვარ ასე.მისი მშობლები ხშირად მეუბნებიან „შენ მგონი ჩვენზე მეტად უყვარხარო“ და ეჭვიანობენ.ერთმანეთი ძალიან უყვართ.სოფის მთელი ცხრა თვე გაწამებული ვყავდით ყველა.თუმცა ამ პატარა“ ბედნიერბად“ ღირდა..
-რა საყვარელი ხარ ბიჭო..(ვეთამაშები ბავშვს.სხვათაშორის ქართული უნდა ვასწავლო ინგლისურს რომ ისწავლის ,ბავშია და ადვილად აითვისებს და მერე ჩემს ენაზე დაველაპარაკები ხოლმე)ვეთამაშები ჩემთან დეიდა დეიდას ძახილით გამოქცეულ ბავშვს და თან კომპიუტერში რაღაცეებს ვწერ უნისთვის .ამ დროს კი სიახლეების გვერძე გადავედი შემთხვევით და თვალები შუბლზე ამივიდა ,როცა ახალი ამბავი გავიგე.(ეს ყველაფერი ინგლისურ საიტზე ,მართლაც ცნობილი გამხდარა)
„ცნობილი ქართველი ბიზნესმენი სანრო ჩხეიძე და მოდელი ნატალია ჯოხაძე დაინიშნენ“
დავუვიწყებივარ სამუდამოდ .ახალი გოგოც უპოვნია.ბედნიერებას ვუსურვებ.ამ დროს კი სკაიპში ზურა რეკს.
-როგორ ხარ გვანც?
-კარგად
-რა ხმა გაქვს ან რა სახე?კარგად ხარ?
-იცოდი სანდროს ამბავი?
-აუუუ გაიგე?როგორ ტოოო?
-ერთერთ ინგლისურ საიტზე წავაწყდი შემთხვევით.ასე უნდა გამეგო ხო
-გვაპატიე რა.უბრალოდ არ გვინდოდა გწყენოდა
-(ნაძალადევად გავიღიმე )კაი არ მაინტერესებს.თქვენ როგორ ხართ?
-გეწყინა ხო?ვიცი როგორი გულიც გაქვს .ალბათ საშნლად განიცდი
-მე გული ორი წლისწინ მომიკლეს შესაბამისად არც მწყენია
-ნუ ტყუი გთხოვ.
-ასეა ასე.მე გული აღარ მაქვს .და ზარიც დავასრულე.მართალია ვცდილობ აღარ შევიმჩნიო მაგრამ სანდროზე ფიქრი და მონატრება ბოლოს მიღებს.თუმცა რა გავაკეთო ,ისღა დამრჩენია შევეგუო და ახალი ცხოვრება დავიწყო ოდესღაც.გარდა ამისა მალე ამ სახლიდანაც ვაპირებ გადასვლას რადგან ერთ კომპანიაში ვიწყბ მუშაობას საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად თანამდებობაზე და ჩემი დაც ჩამოვა ერთ თვეში აქ სასწავლებლად.თბილისში ვიყავი ჩასასვლელ უნიში რომ მომეგვარებინა ყველაფერი მაგრამ არ მინდოდა საშინლად იმ ქალაქში ჩასვლა და ამიტომ ყველა საქმე მამაჩემმა მომიგვარა.მისი კომპანია საგრძნობლად გაიზარდა და კარგი შემოსავალიც აქვს ამიტომ ჩემი დის სწავლის საფასურს გადავიხდით თან მეც რისთვის ვარ .ამ ოთხმა წელიწადმა ელვის სისწრაფით გაირბინა.4 წელია რაც თბილისში არ ვყოფილვარ და ბავშვებსაც იშვიათად ვეკონტაქტები ხოლმე.
ჩემი პირველი დღეც დაიწყო კომპანიაში.
-გამარჯობათ.მე ის სტუდენტი ვარ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით რომ იყო დააა........სიტყვა არ დამამთავრებინა მდივანმა
-გვანცა ფილფანი .ხომ სწორია?
-დიახ.
-თქვენზე ყველაფერი ვიცით.ძალიან კარგად დაგახსიათეს მიუხედავად იმისა ,რომ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ.ამ თანანმდებობაზე ლექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნით დაინიშნეთ.გარდაამისა თქვენი ყველა თემა ,ნაშრომი კარგად შეისწავლეს და მიგიღეს სამუშაოზე(რა ჩამოაყალიბა პირი ღია დამრჩა)..ხო და კიდევ ერთი.უფროსს თქვენთან გასაუბრება სურს.
მიმაცილა კაბინეტთან და მეც არ დავაყოვნე და კარზე დავაკაკუნე
-მობრძანდით
-გამარჯობათ მე გვანცა ფილფანი ვარ ალბათ იცით მე........
-კი კი ვიცი შემიბრძანდით მისის გვანცა
-გმადლობთ.ისე მომესალმა სავარძელი არც მოუტრიალებია .
-რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან.დაბრაძანდით და უცებ მოტრიალდა ისიც.თვალებს ვერ ვუჯერებდი ,როდესაც ნაცნობ სილუეტს შევხედე.ეს რეზი იყო.
-რეზიიიიიი(ცოტა ხმამაღლა მომივიდა)
-ჩემო სიხარულო.(მაგრად ჩამეხუტა.)როგორ გალამაზებულხარ და დამშვენებულხარ.რა ლამაზი ქალი დამდგარხარ
-მადლობა.შენც დავაჟკაცებულხარ(გამეღიმა)შენ ასეთი ბიზნესმენი როდიდანაა გახდი?
-რა ვქნა ასე მომიწია და ხომ ხედავ მივაღწიე რაც მინდოდა.
-სალო?
-მე და სალოს ამ თვეში ქორწილი გვაქვს და ხომ ჩამოხვალ?
-მართლა? გილოცავთ.თბილისში იხდი?გამომეტყველება შემეცვალა
-ხო
-ვერა ვერ ჩამოვალ.საქმეები მაქვს/
-ვიცი მე რატომაც არ გინდა ჩამოსვლა
-რატო?
-სანდროს გამო
-ეგ ვინაა?(ირონიულად შევხედე)მე ის უკვე დიდი ხანია დავივიწყე
-მაშინ მისი ხსენებისას სახე რატომ შეგეცვალა?
-არაა ეგრე.კარგი ჩამოვალ შენს ქორწილში.
-ასე არ სჯობს?(კმაყოფილს გაეღიმა იმ იმედით ,რომ რამე სასიკეთო მოხდებოდა მათ ცხოვრებაში)
-როდის იხდით.რიცხვი კონკრეტულად.
-ამ თვის 20 ში
-აა კაი.ახლა კი თქვენის ნებართვით სამუშაოს დავიწყებ.
-კარგი.მდივანს დავუძახებ .კატერინა(ჩასძახა ტელეფონში და ისიც მაშინვე შემოვიდა)
-დიახ ბოსს.
-გვანცას მისი მოვალეობები გააცანი და მუშაობას შეუდგეს
-კარგით.
კატერინასთან ერთად გავედი ,ყველაფერი ამიხსნა .პირველ დღესვე მივხვდი ,რომ ეს ჩემი სამუშაო იყო.მსიამოვნებდა ყველაფერი რასაც ვაკეთებდი.პირველი სამუშაო დღე 8 საათზე დამთავრდა,მეც რვისთვის წამოვედი სახლში
-დედა მოვედიიი
-მოდი შვილო მოდი.საჭმელი მზადაა.
-აუ ხო თორე მთელი დღეა არაფერი მიჭამია და კუჭი მიხმება
-მოდი მოდი მიირთვი გემრიელა
სამზარეულოში შევედი და დავნაყრდი.მერე კი ჩემს მეორად პროფესიას მივუბრუნდი,რომლითაც არ ვარ დასაქმებული მაგრამ მინდა ,რომ ამ სფეროშც მივაღწიო რამეს სანამ აქ ვარ.ტანისამოსისა და აქსესუარების ესკიზების ხატვა დავიწყე და არც თუ ისე ცუდი გამოვიდა.მერე დავიძინე .ხვალ ადრე ვარ ასადგომი და სამსახურში წასასვლელი.
დილით 7 საათზე გავიღვიძე.,მალევე მზად ვიყავი.ყავა დავლიე და სამსახურში წავედი.მეორე სამუშაო დღე იყო ჯერ მხოლოდ მაგრამ ყველა გავიცანი და დავმეგობრდით.გავიცანი ერთი ახალგაზრდა ,წარმოსადეგი ბიჭიც ჯონათანი ერქვა.კარგი ადამიანი იყო.დახმარებას ,როცა ვთხოვდი რამეში სულ მეხმარებოდა.ისეთი საინტერესო არაფერი ხდება ხოლმე სამსახურში მაგრამ მაინც ძალიან მსიამოვნებს აქ მუშაობს.ამ დღესაც გვიან დამიმთავრდა სამუშაო საათები და კომპანიის გარეთ ტაქსს ველოდი.
-გვანცა აქ რას აკეთებ სახლში არ მიდიხარ?
-კი უბრალოდ ტაქსს ველოდები.
-ხომ გყავს შენი მანქანა და?
-კი მაგრამ პროფილაქტიკაში მყავს წაყვანილი რაღაც ვერაა აქვს რიგზე.
-კაი მაშინ მე წაგიყვან.
-არ შეწუხდე .დაველოდები ტაქსს.
-რა შეწუხებაა.წამოდი წაგიყვან
მეც გავყევი უსიტყვოდ და სახლშიც მიმიყვანა
-მადლობა ჯონათან
-არაფრის გვანცა ხვალამდე.
-ხვალამდე
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც სახლში ავედი.
კვირას ჯონათანმა კაფეში დამპატიჟა.
-გამარჯობა ჯონათან
-გაგიმარჯოს გვანცა როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-კარგად.წამო შევიდეთ
-წამო
კაფეში შევედით და შეკვეთაც მივეცით.უცებ კი კაფეში არსებულ მონიტორზე სიუჟეტი გაუშვეს სანდროსა და მის საცოლე ნატალიაზე.ჯონათანმა ჩემი სახის გამომეტყველების შეცვლა შენიშნა.
-რა გჭირს?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს?
-ვიცი ვინც იყო ეს ბიჭი შენთვის რეზის ვკითხე და მითხრა
-ოხ რეზი ოხ რეზი
-არ გაუბრაზდე უბრალოდ მეც დამაინტერესა და.დაივიწყე
-კი
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-მაშინ გამომეტყველება რატომ შეგეცვალაა?
-უბრალოდ ისე.
-კაი ვითომ დავიჯერე..
ამ თვემ სწრაფად გაირბინა შესაბამისად 20ც მალე მოვიდა და ჯონათანს თხოვნით მივმართე.
-ჯონათან შეიძლება რაღაც გთხოვო?
-კი რაც გინდა
-რეზის ქორწილია 20 ში და რომ წამომყვე შეგიძლია,მარტო არ მინდა წასვლა
-არაა პრობლემა წამოგყვები .აქ იხდის?
-არა თბილისში
-კაი .გამოგივლი მაშინ ზეგაა ხო 20?
-ხო .კაი მაშინ ახლა უნდა წავიდე საქმე მაქვს.
-კარგად.
წამოვედი და დავიწყე ქორწილისთვის მზადება ისე უნდა გამოვიყურებოდე ზოგ ზოგიერთებს თვალები შუბლზე აუვიდეთ..



№1  offline წევრი enni

ეს რა ქენი ოოოოოოოო? ო.ო

 


№2 სტუმარი კნოპკა

Esragaakete mesusxvanairi warmomedginada aman coli moakvanina xoagirsi exa gvancamise knas ro sandromxma veramoigos vabshe uxx rogormeshleba nervebi

 


№3  offline წევრი buterfly

კნოპკა
Esragaakete mesusxvanairi warmomedginada aman coli moakvanina xoagirsi exa gvancamise knas ro sandromxma veramoigos vabshe uxx rogormeshleba nervebi




ჯერ არ არის ცოლი ,საცოლეა..კარტებს მალე გავხსნი და გაირკვევა ყველაფერი..

 


№4  offline წევრი Ucnobigogo

დარწმუნებული ვარ რაღაც მიზეზების გამო მოყავს ცოლად და არ უყვარს გვანცას რო ნახავს ყველაფერი შეიცვლება!!!! (იმედია):/ :/ <3 <3 საუკეთესო მოთხრობაა <3 <3

 


№5  offline წევრი buterfly

Ucnobigogo
დარწმუნებული ვარ რაღაც მიზეზების გამო მოყავს ცოლად და არ უყვარს გვანცას რო ნახავს ყველაფერი შეიცვლება!!!! (იმედია):/ :/ <3 <3 საუკეთესო მოთხრობაა <3 <3



საუკეთესომდე ბევრი უკლია, მაგრამ მიხარია თუ მოგწონს.

 


№6 სტუმარი etiko

darwmunebuli var aq ragac didi imaleba :d sandro tavis siyvarulze uars ar ityoda tu saprtxe ar emuqreba da mitumetes sxvaze ar dainishneboda magram mainc damwyda guli ro dashordnen ... rav sheexeba gvancas dzalian kargs aletebs is bichi ro dapatija aechvianebs sandros :d :d male dade axali tavi da cota didi ar myopnis xolme :d

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent