შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

From My Hands (2 თავი)


7-09-2016, 17:40
ავტორი unijo mwerali
ნანახია 2 073

2

კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოდი! - გასძახა გოგონამ და ტაბლეტს თვალი მოაცილა.
-რას შვრები, ანა-ბანა? - ოთახში გაღიმებული ლელა შევიდა და დის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. ანამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ტაბლეტში „ენგრი ბერდსი“-ს თამაში განაგრძო.
-გოგო, რა დროს ეგაა! რაღაც უნდა გითხრა! - აჟიტირებულმა ლელამ დას ტაბლეტი გამოართვა და საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე გადადო.
-გისმენ.
-მოკლედ, რაღაც თანხა დავაგროვე რა! თან მამაც გვიმატებს ცოტას და ... ბათუმში წავიდეთ 10 დღით. ხო მაგარია არა?! - გახარებული ანას ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.
-ვააა მართლა? - თვალები გაუბრწყინდა უმცროს დას. - აუუუუუ გვეღირსააა! არადა მეგონა, მთელი ზაფხულოს თბილისში გატარება მომიწევდა. მადლობა, ლელუშ!
-მოკლედ, ხვალ მაღაზიებში გავიაროთ, რაღაცები ვიყიდოთ და ზეგ დილით ბათუმში დავაწვეთ! - დააწყო გეგმები უფროსმა კიკნაძემ.
-ნოუ პრობლემ, ბეიბი! - თვალი ჩაუკრა ანამ. თხელი საბანი გადაიფარა და ოთახიდან გამავალ დას ჰაეროვანი კოცნა გაუგზანა. სიხარულისგან ერთი გააკანკალა და თვალებზე ბინდი დაგაეკრა.
-აბა თქვენ იცით ახლა, ცუდი არაფერი იკადროთ და არ შემარცხვინოთ! არ დაიწყოთ იქ პლაჟზე ტიტლიკანებმა სირბილი და ბიჭების თვალების ჟუჟუნი თორე ვერ ეღირსებით ვერსად წასვლას! - წიკვინით „დაარიგა“ დედამ გოგონები და ამრეზით შეხედა თითქმის საცვალის ხელა შორტში გამოწყობილ უმცროს გოგონას, რომელიც ბედნიერებისგან ცმუკავდა.
-არის უფროსო! - ირონიულად მიუგო ლელამ და ხელის დაქნევით დაემშვიდობა დედამისს.
დიდუბემდე ტაქსით წავიდნენ. საშინელი სიცხე იყო. ბარგი სამარშუტო ტაქსებთან ახლოს მყოფ მაღაზიამდე მიათრიეს და რიგში ჩადგნენ, ცივი სასმელი რომ ეყიდათ.
„დასავლეთში ხომ არ მიბრძანდებით?“ - ისმოდა სამარშუტო ტაქსებით მძღოლების ხმა.
-მივბრძანდებით,ბატონო, მივბრძანდებით! თუ ჩავაღწიე იქამდე ცოცხალმა! - სიცილით ჩაილაპარაკა ანიმ და მომღიმარ დას გადახედა.
-დასავლეთში ხომ არ მიბძანდებით? - სიცილით მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი დებს. MEGADEATH-ის მაისურიდან ტატუებიანი ხელები მოუჩანდა. მუქი ნაცრისფერი, მოჭუტული თვალებით შეათვალიერა გოგონები და წარბი მოიქავა. - მანქანით ვარ, მაინც მარტო მივდივარ და თუ სურვილი გექნებათ წაგიყვანთ! - შესთავაზა გოგონებს.
დებმა დაიმორცხვეს და ერთმანეთს ბიჭის უჩუმრად გადახედეს. ორივე ყოყმანობდა. რა აღარ იფიქრეს. ვერ ენდვნენ სრულიან უცხო, მომაკვდინებლად მომნუსხველი გამოხედვის უსიმპატიურეს ბიჭს.
-ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ! - სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა, მიუხვდა ალბათ გოგონებს ყოყმანის მიზეზს. - ჰა, წამოხვალთ?
დებს აზრდები ერთმანეთში ერეოდათ. არაფერი ერჩივნათ ახლა მანქანით, კომფორტულად და სიგრილეში მგზავრობას, მაგრამ მაინც ეშინოდათ. ბოლოს ლელამ, „ჯანდაბას, რაც იქნება იქნება!“-ს გამომეტყველება მიიღო და მორცხვად დასთანხმდა ბიჭს. ანამ გაოცებულმა შეხედა, თუმცა მალევე მოთოკა გრძნობები და გაიღიმა.
-წვენს ვიყიდით და... - უხერხულად ჩაილაპარაკა ანამ და მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან საფულე ამოიღო. ორი პატარა კოკა-კოლა იყიდა და მანქანისკენ მიმავალ ბიჭს გაჰყვა, რომელსაც გოგონების ბარგი მიჰქონდა. ტუჩი მოიკვნიტა და საცოდავად გახედა დას.
-მგონი მართლა წესიერი ბიჭია. ნუ ნერვიულობ! - დააიმედა ლელამ და მარცხენა ხელის ზურგი დის ხელს გაუხახუნა.
მიუხედავად იმისა, რომ წინ ადგილი ცარიელი იყო, არცერთი დაჯდა. ორივე უკანა სავარძელზე მოთავსდა და მომავალი კომფორტული მგზავრობით გახარებულებმა თმები შეიკრეს, რომ არ გასწეწვოდათ მგზავრობის დროს.
ბიჭი საჭეს მიუჯდა, Iphone 5 სპეციალურ ჩასადებში მოათავსა, რომელიც მანქანის სალონზე იყო მიმაგრებული და ღვედი შეიკრა. ფრთხილად გაიყვანა მანქანა და გაშლილ გზას რომ დაადგა სიჩქარეს უმატა.
-ხო მართლა, მე დინანო მქვია. - ღიმილით გაეცნო დებს და სარკეში შედარებით პატარა და გაცილებით ლამაზი გოგონა დაზვერა.
-მე ლელა ვარ, ეს ჩემი დაა - ანა. - უპასუხა ლელამ მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ თავისი და ხმის ამოღებას არ აპირებდა თავისი სახელი რომ ეთქვა.
-ძალიან კარგი!
სიჩუმემ დაისადგურა. დინანო სწრაფად მართავდა მანქანას. მცხეთას ახალი გამცდარი იყვნენ, ტელეფონმა რომ დაურეკა. მარჯვენა ხელი საწეს მოაცილა და ყურსასმენების ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო, ხმა რომ გაეგო.
-ჰელოუ, დარლინგ! ჰაუ არ იუ? - გაისმა გოგონას წკრიალა ხმა, რომელიც უაქცენტოდ ლაპარაკობდა ინგლისურად.
-ბრილიანთ! იუ?
-მი თუუ. სად ხარ? მალე ჩამოხვალ? - ქართულად განაგრძო გოგონამ საუბარი.
-არც ისე. თქვენ ჩახვედით უკვე?
-კი და ჩინური რესტორანიც დავიპყარით უკვე. შენთან სორი, ძაან გვშიოდა და... ლუკა ვეღარ სუნთქავს იმდენი ჭამა. - სიცილით დაამატა ბოლო წინადადება.
-კარგი, დორა. მიხედე მაგას, წყალში არ ჩავიდეს, თორე ჩაიძირება მე მააგის ამბავი რომ ვიცი... - გაეცინა დინანოსაც.
-ოფ ქორზ. მართალი ხარ შენ, გასკდომაზეა და ჩაიძირება!
ისევ სიჩუმემ დაისადგურა. გოგონები ფანჯარაში იყურებოდნენ, ანა დინანოს უკან იჯდა, ძალაუნებურად ეხედებოდა ხოლმე სარკისკენ და ბიჭის უნაკლო ნაკვთებს ათვალიერებდა. სარკეში მისი მზერა დაიჭირა და სირცხვილისგან ერთიანად გაწითლდა. ბიჭს ჩაეცინა. ლელამ წარბებაწეულმა შეხედა დას. მიხვდა, რომ ანას დინანო მოეწონა.
გორს უახლოვდებოდნენ დინანომ უკმატოფილოდ რომ გახედა ლელას და ანას.
-მე იმისთვის შემოგთავაზეთ ჩემთან ერთად წამოსვლა, გზაში დამლაპარაკებელი რომ მყოლოდა და არ მომეწყინა, თქვენ კიდე ხმას არ იღებთ! ეგ რა პონტია ეე?
-რა ვიცი აბა, რა ვთქვა... - პირველად ამოიღო ანამ ხმა და გაწითლებულმა თავი ჩახარა.
-აი მაგალითად, შეგვიძლია ერთმანეთი გავიცნოთ. თუ გაცნობა არ გაწყობთ, ზოგად საკაცობრიო თემებზე მაინც ვიპალარაკოთ. ჩემთვის არც ეგაა პრობლემა! - ანას დინანოს სასიამოვნო ხმის ტემბრის გაგონებაზე ჟრუანტელი უვლიდა მთელს ტანში.
-აბა, რომელი გირჩევნიათ? - ღიმილით იკითხა დინანომ.
არცერთმა უპასუხა. ლელა ყველაზე უკეთ იცნობდა თავის დას. უკვე დარწმუნდა კიდეც, რომ ანას დინანო ძალიან მოეწონა. ჯერ მხოლოდ გარეგნულად იცნობდნენ მას, მაგრამ ანასთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ლელამ გადაწყვიტა თვითონ ეპასუხა დინანოსთვის. თუ გაიცნობდნენ, ანას და დინანოს შანსი გაუჩნდებოდათ...
შანსი? რისი? იქნებ დინანოს შეყვარებული ჰყავს კიდეც? ან იქნებ... რა მნიშვნელობა აქვს ამას?!
-გაცნობა იყოს! - წამოიძახა ლელამ და დას ოდნავ მიჰკრა იდაყვი, გამოფხიზლდიო რომ ეგრძნობინებია.
-კარგი, მოდი მე დავიწყებ! სახელი უკვე იცით, დინანო რომ მქვია. გვარად იაშვილი ვარ, 21 წლის. თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ბიზნესის ადმინისტრირებაზე. კურსზე კი საუკეთესო მოსწავლე და ლექტორების სიამაყე ვარ! ასე რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ავტოგრაფი მთხოვოთ ახლავე, შემდეგში კი, როდესაც დიდი ბიზმესმენი დავდგები იტყვით, ჩვენ ამას ადრეც ვიცნობდითო... - გადაიხარხარა დინანომ.
-ოჰ. - დინანოს სითამამით გაკვირვებულმა ანამ წარბები აწკიპა.
-ეს ისე, ვიხუმრე. ნუ იფიქრებთ თავდაჯერებული იდიოტიაო. გავაგრძელო?
-კი. - უპასუხა ანამ.
-ხოოო... ასევე გიტარაზე ვუკრავ ჩემსა და ჩემი მეგობრების მიერ დაარსებულ როკ ჯგუფში „Death note”. არ მყავს და-ძმა. ვცხოვრობ მარტო. ვმუშაობ ბარმენად, ჯგუფთან ერთად ვუკრავ ღამის კლუბში და გამყიდველი ვარ მუსიკალურ მაღაზიაში. გახლავართ ყველანაირად უკომპლექსო და თავისუფალი ადამიანი... ვახ რამდენი ვილაპარაკე! ახლა თქვნ გისმენთ... - გაეცინა მას.
ანა მთელი გულისყურით უსმენდა ბიჭს და მაქსიმალურად ცდილობდა ყველაფერი დაემახსოვრებინა მის შესახებ. კმაყოფილი დარჩა დინანოს მინი დოსიეთი. კმაყოფილი კი არა სასიამოვნოდ გაოგნებულიც კი. არ ეგონა თბილისში თუ დარჩენილიყვნენ მისნაირი სწავლისა და შრომის მოყვარე ბიჭები, თანაც ამ ასაკის. ანას ნაცნობების 99% სმას, სიგარეტის მოწევას და ქუჩაში უსაქმოდ დგომას იყო გადაყოლილი. დაუჯერებლადაც კი მიაჩნდა დინანოს ნათქვამი.
-საინტერესო ჩანხარ... - თავისდა გასაოცრად უთხრა ანამ. მერე შერცხვა. გაწითლდა. ენა გადაყლაპა თითქოს. თავი ჩახარა და მანამ არ აუწევია, სანამ თავისმა დამაც არ მოყვა მინი დოსიე. ბოლოს ანას ჯერი დადგა. სხვა გზა არ ჰქონდა. ღრმად ჩაისუნთქა და თავი ასწია.
-მე ანა ვარ, კიკნაძე. 16 წლის... არც რამე გამოკვეთილი ჰობი მაქვს და არც საინტერესო პიროვნება. ვსწავლობ სკოლაში და ვარ...
-ეგ რა არის ეხლა ვითომ?! საკუთარი თავის დაუფასბლობა ყველაზე ცუდი რამაა.. შენ თუ რეალურად არ შეაფასე შენი შესაძლებლობები და პიროვნული ღირსებები, მერე სხვაც არ დაგაფასებს და არაფრად ჩაგაგდებს. ასე, რომ არავინ და არაფერი უნდა დააყენო საკუთარ თავზე წინ... - ღიმილით დამოძღვრა დინანომ ანა. - აი მაგალითად... დავიჯერო მართლა არ გაქვს ჰობი? არც წიგნების კითხვა გიყვარს, არც მუსიკა, არც ხალხთან კონტაქტი... საერთოდ არაფერი?
-მუსიკა და წიგნები მთელი ჩემი ცხოვრებაა... აი ადამიანები კი... ნდობა აღარ მაქვს მათი! - უცებ დასევდიანდა ანა.
-ოო ეგ ცუდია... აი ჰობი კი გქონია. არაა აუცილებელი ცეკვავდე, მღეროდე ან რამე ასეთი. მთავარია შენ აკეთებდე ისეთ რამეს, რაც გსიამოვნებს. აი განათლებული ხალხი კი მე ძალიან მომწონს. - ჩაეცინა მას.
ისევ უხერხულობის და სირცხვილის განცდა. მერე ისვ სიჩუმე. გორი. ხაშური.
ლელას ტელეფონი აწკრიალდა. დედამისი ურეკავდა.
-გისმენ, დე...
-სად ხართ შვილო, როგორ მგზავრობთ?
ო-ჰოოო... ცუდად ხომ არაა ეს ქალი? როგორ მოუვიდა რომ დაურეკა და მოიკითხა შვილები?!
-კარგად ვართ, დედა. ხაშურში ვართ ახლა.
-კარგი, რომ ჩახვალთ დამირეკე.
ლელამ ტელეფონი გათიშა და შვებით ამოისუნთქა.
-კიდევ კარგი ტრანსპორტზე არაფერი მკითხა, თორე ის რომ მეთქვა „მარშუტკა“-ში არ ვიყავით გაგიჟდებოდა. - აიცინა მან.
-ჰაჰ, მკაცრი მშობლები და მათი ჯანი? - გადაიხარხარა დინანომ.
-უჰ, თანაც როგორი მკაცრები... - ნერვიულად გაიცინა ანამ.
-არასდროს მესმოდა ეგეთი მშობლების. რატომ უნდა დაუშალო შვილებს ისეთი რაღაცბი რაც „მამენტ“ შენი საქმე არაა?!
-შენ რა გენაღვლება, გოგო არ ხარ და არავინ არაფერს გიშლის... - ჩაიბუტბუტა უმცროსმა კიკნაძემ.
-გოგო და ბიჭი რა შუაშია აქ?! მე მეგობარი მყავს, გოგოა 17 წლის, თავის ჭკუაზე დადის იქ სადაც უნდა და აკეთებს იმას რაც უნდა, მაგრამ მისნაირი ზრდილობიანი, წესიერი, პატიოსანი, განათლებული, ადამიანური და ჯიგარი გოგო მეორე არ შემხვედრია მე დედამიწის ზურგზე! ასე რომ რაღაც უაზრო სტერეოტიპები მართლაც რომ უაზროა და ცუდის მეტი არაფერი მოაქვთ მოზარდებისთვის..
-შენ რა მარტივად ჭიკჭიკებ!
-მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თავისუფალი ურთიერთობების და არც ჩაციკლული ვარ გინდა თუ არა ჩემი ცოლი ქალიშვილი უნდა იყოს-თქო, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ ჩემიდან ასეთი რაღაცების თქმა. - გაეცინა მას.
-მართლა რა თავისუფალი ხარ... - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ლელამ.
-ხო გითხარით არა?!
მთელი გზა ენა აღარ გაუჩერებიათ. რაზე არ ილაპარაკეს. მუსიკა, წიგნები, შეხედულებები ამა თუ იმ თემებზე, მიზნები, მეგობრები...
ანამ იმდენი დადებითი თვისება აღმოაჩინა დინანოში, რომ აღფრთოვანებული დარჩა მისით. მასსავით თავისუფალი და საინტერესო ადამიანი იშვიათი იყო. თანაც როგორი განათლებული ჩანს?! რომ უთხრა 4 ენაზე თავისუფლად ვლაპარაკობო, შეშურდა კიდეც.
ანას ხომ არასდროს ჰქონია ისეთი ცხოვრება, როგორსაც ისურვებდა. განა ფუფუნებაში ცხოვრება უნდა?! არა. მისთვის მთავარი თავისი მიზნების განხორციელებაა და არა ფულზე დახარბება თავისი მშობლებისგან განსხვავებით.
მას ხომ არასდროს ჰქონია ბედნიერება თავის მეგობრებთან ერთად სადმე წასულიყო. ყოვეკთვის უარს ეუბნებოდნენ მშობლები. იმედგაცრუებული კი თავის თავში იკეტებოდა და მეგობრებიც შემოეცალნენ ხელიდან. კეთილი შურით შეშურდა დინანოსი, მისი და მისი მეგობრების ისტორიები რომ მოისმინა. სად არ დადიან თურმე, მთავარია სურვილი გაუჩნდეთ და არაფერი უშლით ხელს.
აღარ უნდოდა ბათუმში ჩასვლა. ნატრობდა ნეტავ გზა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს და დინანოსთან საუბარი არ შევწყვიროო, მაგრამ ოცნება ოცნებადვე დარჩა.
-თქვენ სად მიდიხართ? - იკითხა იაშვილმა.
-მაგნოლიასთან. - უპასუხა ლელამ.
ის აღფრთოვანება, რომელიც წესით ბათუმში ჩასვლისას უნდა გამოწვეულიყო ანაში, არსად ჩანდა. იმ აზრმა, რომ დინანოს ვეღარ ნახავდა გულს სწყვეტდა. ძალიან მოეწონა ეს ბიჭი, დიდი სიამოვნებით გააგრძელებდა მასთან ურთიერთობას... მაგრამ დინანომ თქვა, შეყვარებული მყავს, თუმცა სიყვარული ნამდვილად არ გვაკავშირებს ერთმანეთთანო. ეს მაინც არაფერს ცვლის. ანასთვის მთავარი ისაა, რომ დინანო დაკავებულია. ესეც რომ არ იყოს, შანსი თავიდანვე არ ჰქონა მას. განა მოეწონება დინანოსნაირ თითქმის სრულყოფილ პიროვნებას ანასნაირი გოგო?! არავითარ შემთხვევაში!
მანქანა მაგნოლიასთან გაჩერდა. მაგდონალდსთან ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ. მანქანიდან გადავიდა სამივე. მათკენ იროკეზეიანი, ქერათმიანი გოგო წამოვიდა და დინანოს დაგაეხვია. მერე არც აცია, არც აცხელა და ტუცებში აკოცა. დინანომაც კოცნას კოცნითვე უპასუხა და ბოლოს სიცილით თმა აუბურძგნა გოგონას.
ხვევნა-კოცნას რომ მორჩნენ მანქანიდან ბარგი ამოიღო და მანქანასთან დააწყო. დანარჩენებიც წამოვიდნენ მათკენ. როგორც ჩანს, იაშვილის მეგობრები იყვნენ. ერთმანეთი დიდი სიყვარულით მოიკითხეს. ანას კიდევ ერთხელ შეშურდა მათი. როგორ უნდოდა მასაც ჰყოლოდა დინანოსნაირი მეგობრები, ბიჭმა ისე აუღწერა ისინი, რომ უკვე შეუყვარდა ყველა მათგანი, გაუცნობლად.
-წაგაღებინებთ ბარგს. - შესთავაზეს გოგონებს დინანომ და ერთმა ბიჭმა.
-არ შეწუხდეთ, იყოს. - დაიმორცხვა ანამ.
-ეგეთი ლაპარაკი არ იყოს ახლა!
-კარგი.
მაგნოლიას შენობაში შევიდნენ და მესამე სართულის ერთ-ერთ კარებთა გაჩერდნენ. ბიჭებმა ბარგი კარებთან დადეს. დინანოს მეგობარი კიბეებზე დაეშვა. ანას გული დასწყდა კიდევ ერთხელ.
-როგორც ჩანს, ახლოს ვართ ერთმანეთთან! მე მაგნოლიის წინ რომ კორპუსია იქ ვიქნები, მეგობარს აქვს ბინა. ასე რომ მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა. - გაიღიმა დინანომ. - აბა თქვენ იცით, სასიამოვნო ზაფხულის გატარებას გისურვებთ და დროებით!
-მადლობა, შენც...
-კარგად, დინანო... - კიბეებზე ჩამავალ იაშვილს ანა კიკნაძის ხმა დაეწია, გაჩერდა, უკან მიიხედა და გაუღიმა...

3

მთელი სხეული უცახცახებდა. ძლივს აიარა მეორე სართულამდე კიბეები და ღია კარებში შევიდა. ბიჭმა სავარძლამდე მიიყვანა და მოწყვეტიჩ ჩაეშვა. ვერაფრით წყნარდებოდა სულიერად განადგურებული ანა. დინანომ წყლიანი ჭიქა და 1 აბი წამალი მიაწოდა.
-დალიე, დამამშვიდებელია. - უთხრა თბილი ხმით და მის წინ ჩაიცუცქა. გოგონამ ერთი ამოიკრუსუნა და წამალი დალია.
-მცივა. - ამოიკნავლა ბოლოს და მოიფუზა.
დინანომ ტანსაცმლის საკიდიდან თბილი ჟაკეტი ჩამოხსნა და აკანკალებულ ანას მხრებზე მოახვია. მერე ისევ მის წინ დაიხარა და გამამხნევებლად გაუღიმა.
-კარგი ან, ნურარ ტირი რა... ვსო, არანაირი საფრთხე აღარ გემუქრება, არავის აქვს უფლება შენს ცხოვრებაში ჩაერიოს, ხოდა ვერც ვერავინ გაბედავს ამიერიდან ამას...
ცოტა ხანში წამალმა იმოქმედა. ანამ კანკალი შეწყვიტა. სავარძელზე აკეცა ფეხები და მოიკუნტა. თვალები მილულა.
შეზლონგზე დაწვა და სათვალე გაიკეთა. მისი და ზღვიდან არ ამოდიოდა. წყლის გიჟია ანა. გაცურავდა, გამოცურავდა. გაცურავდა, გამოცურავდა. ნელ-ნელა თამამდებოდა. გადაწყვიტა შორს გაეცურა . არ ჩქარობდა, თანაბრად უსვამდა სუსტ მკლავებს წყალს და წინ მიიწევდა. უკან არ იხედებოდა, რომ ინახა რამდენად დაშორდა ნაპირს. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ტივტივა რომ დაინახა. დაღლილობა იგრძნო. მკლავებში ძალა აღარ ჰქონდა უკან რომ გაეცურა. სასოწარკვეთამ დარია ხელი. უმწეოდ მიმოიხედა და ღმერთს დახმარება სთხოვა. არავინ ჩანდა ახლო-მახლოს, რომ ეშველა. არადა ვეღარ ძლებდა უკვე, ფეხებიც კი სტკიოდა. გრძნობდა, რომ მალე ჩიაძირებოდა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და უმწეუო ააფართხალა ხელ-ფეხი. იგრძნო, როგორ წავიდა მისი სხეული ფსკერისკენ. ჩასუნთქვაც ვერ მოასწრო ჰაერის. წყალი გადაეყლაპა და კინაღამ დაიხრჩო.
მერე წელზე ხელის შემოხვევა იგრძნო. მერე სიმსუბუქე და ბოლოს წყლიდან ამოაყოფუნეს თავი. ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და ხველება აუტყდა. დაბინდული თვალებიდან ძლივს გაარჩია მისი გადამრჩენი, ქერათმიან იროკეზიან გოგოში დინანოს შეყვარებული ამოიცნო. მადლიერების სავსე მზერით შეხედა და ხელი მკლავზე ჩაავლო.
-როგორ ხარ? - კითხა გოგონამ.
-არამიშავს. - ჩახრინწული ხმით უპასუხა და კიდევ ერთხელ დაახველა.
-კარგია. ეხლა ნაპირისკენ გაგიყვან, ოღონდ ეცადე შენც მომეხმარო, თორემ გამიჭირდება მარტოს.
სუსტად მოუსვა ცალი მკლავი წყალს და ნაპირისკენ დაიძრნენ. უსასრულო მოეჩვენა მანძილი სანაპიროსკენ. შვებით აოისუნთქა ფეხქვეშ მიწა რომ იგძნო. მერე ქვიშაში გაიშხლართა და თვალები დახუჭა.
-მადლობა. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მისი გადამრჩენი გოგონას გასაგონად და ხველებას წყალი ამოაყოლა.
გოგონამ გულის ფიცარზე დააჭირა ხელის გულები. სუნთქვა დაურეგულირდა ანას.
-რა ხდება? - მოესმა ნაცნობი ხმა. იგრძნო როგორ დაიარეს ჭიანჭველებმა მთელს ტანში. თვალები გაახილა და თავზე წამომდგარი დინანო დაინახა. ოდნავ გაუღიმა და ისევ დახუჭა თვალები.
-როგორ ხარ, ანა? - ახლა უკვე უფრო ახლოდან მოესმა მისი ხმა.
-უკეთ. - ამოიკნავლა ანამ.
-აღარ შეხვიდე ისე ღრმად, თანაც მარტო. მე რომ არ ვყოფილიყავი დაიხრჩობოდი ალბათ. - შიშნარევი და მკაცრი ტონი ჰქონდა იაშვილის შეყვარებულს.
-მადლობა. - კიდევ ერთხელ გაუმეორა კიკნაძემ.
-ეგ არაფერი, გაითვალისწინებს აწი. - თვალი ჩაუკრა დინანომ ანას და წამოდგომაშ დაეხმარა. ანას თავბრუ დაეხვა, თავი ძლივს შეიკავა რომ არ წაქცეულიყო. ბიჭმა წელზე შემოხვია ხელი და თავისი დისკენ წაიყვანა, რომელიც სანაპიროს ბარში იჯდა და დას ელოდებოდა და რომელიც გაგებაში არ იყო და რომ კინაღამ დაეხრჩო.
დინანოს შეყვარებული ანას გვერდით მოჰყვებოდა და არცერთი წამით დასტყობია უკმაყოფილება ანასა და დინანოს სიახლოვით გამოწვეული. იქნებ არც იყო უკმაყოფილო?! ბიჭმა ხომ უთხრა, ერთმანეთი არ გვიყვარსო?! იქნებ ეს ისე თქვა და სინამდვილეში ასე არაა?
კიკნაძეს მთელი სხეული ეწვოდა იაშვილის შეხებისგან, განსაკუთრებით კი მარცხენა გვერდი, მხარი და წელი. ძლივს მათრევდა ნაბიჯებს, უმეტესად კი დინანოზე დაყრდნობილი რომ იყო ამით გადაადგილდებოდა.
ლელამ თავისი და ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, შეშინებული გავარდა კაფედან და დას ეცა. კითხვებით თავი აატკია, თუ რა მოხდა, რა სჭირდა როგორ იყო...
-კარგად ვარ, კარგად! - სამი სიტყვით უპასუხა უამრავ კითხვას ანამ და სკამზე მძიმედ დაეშვა. სულ ცოტა ხნით დარჩნენ დინანო და მისი შეყვარებული მათთან. როგორც კი გამოკეთდა წავიდნენ. ანას ისევ ჩასწყდა გული. დინანომ ისევ გაუღიმა წასვლის წინ, მაშინდელივით თბილად და მომნუსხველად, როგორც მაგნოლიას შენობაში, სადარბაზოში დამშვიდობებისას...
***
რომ გაეღვიძა საწოლზე იწვა. ჯერ ვერ გაიხსენა სად იყო, ან რატომ იყო უცხო სახლში. მერე ყველაფერი ერთდროულად ამოუტივტივდა გონებაში და თვალებზე ცრემლი მოადგა. როგორ გაიმეტეს მშობლებმა, თითქოს ძახლი იყო, რომელიც არაფრად ვარგოდა და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს...
ტელეფონს დასწვდა. ლელას მესიჯი იყო, ატყობინებდა არაფერზე ინერვიულოო...
სათქმელად მარტივია. როგორ არ ინერვიულოს?!
კარებზე დააკაკუნეს. ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და „შემოდითო“ გასძახა. კარები გაიღო და ქერათმიანმა, მწვანეთვალებმა 17-18 წლის გოგონამ ოთახში შემოანათა. სილამაზეს და ბედნიერებას ასხივებდა ირგვლივ. ანამ გოგონაში დინანოს საუკეთესო მეგობარი - სალომე ამოიცნო. სწორედ ის, ბათუმში რომ მოდიოდნენ და დინანომ მაგალითად რომ მოუყვანათ, მისნაირი ზრდილობიანი, განათლებული, წესიერი, საყვარელი და ჯიგარი გოგო მე არ სემხვედრია მეორე ჯერო.
-როგორ ხარ აბა? - წკრიალა ხმით ჰკითხა და მსუბუქი ნაბოჟებით მიუახლოვდა ლოგინს. თავისი ლამაზი, ნაზი და თლილი თითები ანას ჩამოუსვა სახეზე და ლოგინზე ჩამოჯდა.
-როგორ ვიქნები შენი აზრით?! - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ანამ.
-მესმის შენი, მაგრამ მოწყენილობა და დეპრესია არ გამაგონო ახლა! - ღიმილით გაუჯავრდა სალომე. - არ გიხდება შენ ტირილი! შენი სილამაზის პატრონი სულ უნდა იღიმოდეს... - თბილი ხმით ლაპარაკობდა გოგონა.
-შენ ვისზე რას ამბობ ნეტა?! - გაეღიმა ანასაც და სალომეს ხელს ზემოდან დაათო თავისი ხელი, რომელიც თავის ლოყაზე ედო.
-კარგი ეხლა ადექი და ვჭამოთ, თორე გამძვრა სული შიმშილისგან! რომ იცოდე რა გემრიელი პიცა გავაკეთე, აქ არ იწვებოდი ახლა... - ეშმაკურად აათამაშა წარბები და რამის საწოლიდან წამოაგდო ანა.
კიკნაძე აქ მოსვლისას ისეთ დღეში იყო არაფრის თავი ჰქონდა. ახლა აკვირდებოდა დინანოს შესანიშნავად მოწყობილ და კიდევ უფრო შესანიშნავად დალაგებულ ბინას და ხვდებოდა, რომ იაშვილი ასე კარგად ვერ დაალაგებდა, უეჭველი გოგოს ან ქალის დალაგებული იყო. დედამისის ვითომ?! ძალიან ეეჭვება. როგორც ადრე დინანომ უთხრა, დედამისს იშვიათად ნახულობს, ისით თუ თვითონ ესტუმრება მშობლებს სახლში. აბა ვინ დაულაგებდა?! თავისი შეყვარებული დორა ვითომ?!
სამზარეულოში გავიდნენ და გაშლილ სუფრას შემოსუხდნენ. დინანო არსად ჩანდა, თუმცა ანას არ უკითხავს მისი ადგილ-სამყოფელის შესახემ. თუმცა მალევე შემოახეს სახლის კარი დინანომ და დორამ. ანამ სევდიანად ჩაიცინა და იაშვილის შეყვარებულს მიესალმა.
-უკეთ ხარ? - მზუნველი ხმით ჰკითხა დინანომ ანას და მის გვერდით დაჯდა.
კიკნაძემ თავი დაუქნია. უხმოდ შეუდგნენ საჭმლის ჭამას. მართლაც რომ უგემრიელესი აღმოჩნდა სალომეს გაკეთებული პიცა.
-დაუტოვე, ბიჭო, ანასაც! რა არის სულ შენ რომ შეჭამე? - სიცილით გაუწყრა დორა დინანოს და პიცის ნაჭერი ხელიდან გამოსწკიწკნა, მერე თვითონ ჩაკბიჩა და მადიანად ააცმაცუნა ყბები.
-ეს ნახე რა როგორ გაბლატავდა! - გაეცინა იაშვილს და ახლა თვითონ წაართვა პიცის ნაჭერი.
ანა ცოტა გამხიარულდა მათი კინკლაობის ყურების დროს, თუმცა ამავდროულად მის გულს უზარმაზარი ლოდი აწვებოდა, მას ხომ დინანო უყვარდა, დინანოს კი შეყვარებული ჰყავდა და ახლა ასეა თუ ისე მასთამ ერთად მოუწევს ერთ სახლში ცხოვრება. ასე ხომ სულ მთლად გაგიჟდება საწყალი გოგო? როგორ უნდა აიტანოს თავისი საყვარელი ადამიანის გვერდით სხვა და უყუროს მათ ძალიან ხშირად?!
სალომე მალევე წავიდა. სალომეს მალევე მიჰყვა დორაც. მათ წასვლას კი საღამოს 9 საათის შესრულება. ანა ნერვიულობდა, არ იცოდა რა სიტუაცია იყო მის ოჯახში. წესით ახლა ყველაფერი ფეხებზე უნდა ეკიდოს, მაგრამ კეთილი გული აქვს და მაინც არ შეუძლია არ მიიტანოს გულთან ეს ამბავი. იქნებ ლელას ეჩხუბნენ იმის გამო, რომ დინანოს შეატყობინა ანას ძალით გათხოვების შესახებ და ლელა ამას ატყუებს?! ღმერთმა არ ქნას, რომ ასე იყოს.
სამზარეულოდან მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს და დივანზე მოკალათდნენ. დინანო დიდხანს ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე, როგორც ჩანს საკმაოდ სასაცილო რაღაცებზე საუბრობდნენ, რადგან რამის იყო იაშვილს ცრემლები წამოსვლოდა სიცილისგან. ანა კი უსმენდა თავის საყვარელ ხმას და განაბული იჯდა სავარძელში.
საღამო იყო. ლელას ეძინა. ანამ კი აღარ იცოდა რა გაეკეთებინა მოწყენილობისგან, მოწყენილობას სიცხე ემატებოდა და საცოდავი გოგონა გაგიჟებას იყო. თხელი სარაფანი ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა. მაგდონალდსის გვერდით ჩამოჯდა ბორდიულზე და მაგდონალდსის ირგვლივ დაგუბებულ წყალში დაიწყო ცქერა. ფიქრობდა ყველაფერზე. მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ფიქრობდა დაუსრულებად. ახსენდებოდა ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო მომენტი.
ყურსასმენები ტელეფონზე შეაერთა და Sinead O’conor-ის Sacrifice-ის ხმაზე გააჟრჟოლა. თვალი ერთ წერტილს გაუშტერა და ფიქრიც შეწყვიტა. მთელი არსებით გადაეშვა სიმღერაში და თავდავიწყებას მიეცა.
ვერც კი შენიშნა როდის მიუჯდა გვერდით დინანო იაშვილი. ერთ ხანს ორივე ჩუმად ისხდნენ. ანა ვერც კი გრძნობდა, ვინმე თუ იჯდა მის გვერდით. დინანო კი იდილიას არ ურღვევდა გოგონას. მის პროფილს უყურებდა და ფიქრობდა მის ენით აუღწერელ სილამაზეზე. საოცრად მოუნდა „თავისი“ რქმეოდა ამ გოგოს, მაგრამ მალევე ამოიგდო სულელური ფიქრები თავიდან და ანას ყურსასმენები გამოაძრო ყურებიდან.
გოგონას შეეშინდა და შეჰკივლა, ბიჭს გაეცინა.
გოგონამ შვებით ამოუსუნთქა და მუსუბუქად გაჰკრა იდაყვი ბიჭს.
-რას მერჩოდი, რომ შემაშინე ჰა? - სიცილნარევი სიბრაზით ჩაილაპარაკა ანამ და დინანოს სერიოზული გამომეტყველება შეათვალიერა.
კიდევ ერთხელ დარწმუნდა მის თითქმის სრულყოფილებაში და კიდევ ერთმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში, მერე გულში რაღაცამ გაჭვალა და ბოლოს სიწითლემ სახეზე გადაურბინა.
-რომელი გირჩევნია, ზრდილობიანად შემოგთავაზო კაფეში, რესტორანში ან მაგდონალდსში წამოსვლა თუ თავი შეგაცოდო შიმსილით ვკვდები და წამომყევი, მარტო ჭამისთვის ნუ გამწირავ-თქო? - გადაიხარხარა იაშვილმა და ანას გამომცდელად შეხედა.
კიკნაძე ისევ გაწითლდა. ასე თუ ისე, მას დინანომ მასთან ერთად წასვლა შესთავაზა სადმე.
-შენ როგორ გინდა! - გათამამდა ანაც.
დინანო ადგა და წავიდა. ქუჩაში მოსეირნე შეყვარებული წყილი დალანდა, გოგონას ვარდების თაიგული ეკავა ხელში. ამაყი ნაბიჯებით მივიდა მათთან და მიესალმა.
-შეიგიძლიათ მხოლოდ 1 ცალი ვარდი მომცეთ? - ჰკითხმა მათ დინანომ და პასუხის მოლოდინში ცალი წარბი ასწია.
გოგონა დაიბნა, ბიჭი გაბრაზდა. ისევ გოგომ იპოვა გამოსავალი და ერთი ცალი ვარდი სწრაფად მიაწოდა დინანოს.
-დიდი მადლობა, ვედნიერებას გისურვებთ! - გულწრფელი ღიმილით დაემშვიდობა იაშვილი მათ და მაგდონალდსთან დაბრუნდა, თუმცა ანა იქ აღარ დახვდა. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერსად დაინახა, მერე სწრაფად შევიდა მაგნოლიას შენობაში და კიბეები აირბინა. რომ იტყვიან ბეწვზე მიუსწროო ანას, ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, დინანომ რომ დაუძახა და მისკენ მიიხედა. სახე გაუბრწყინდა იაშვილის დანახვაზე, თუმცა წეღანდელი წყენა, რომ ეგონა მომატყუა და წავიდაო მაინც ვერ გადაფარა.
-ჰეი, ქალიშვილო! იცით, მე თქვენ რამოდენიმე დღის წინ შეგხვდით პირველად... მის სემდეგ გონებიდან არ ამომდის თქვენი სილამაზე და... მე მინდა რესტორანში დაგპატიჟოთ, გოგონა... თუ რა თქმა უნდა დამდებთ პატივს და იკადრებთ ჩემთან ერთად წამოსვლას... - ზრდილობიანობისა და თავაზიანობის ეტალონად გადაიქცა იაშვილი და რევერანსით გაუწოდა 1 ცალი სისხლისფერი ვარდი თვალებგაბრწყინებულ გოგონას. ანამაც შეიფერა ბიჭის სიტყვები, ჯერ ტუჩი აიბზუა, მერე ჩაფიქრდა , ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და სიცილით გამოართვა ვარდი.
-წამოდი გოგო მალე, სანამ მართლა მოვკვდი შიმშილით! - მაინც „თავისებური“ გამოურია დინანომ და სიცილ-ხარხარით გაიარეს გზა მაგნოლიადან რესტორნამდე.
***
-ამიერიდან შენი გართობა მევალება მე! - სიტყვით წარსდგა დინანო ანას წინაშე მას შემდეგ, რაც იმ კლუბის უფროსთან თავისი იმ ღამით არ მისვლა შეათანხმა და დადებითი პასუხი მიიღო.
დივანზე დადებული გიტარა აიღო და ანას წინ, სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა.
-მინდა ისევ შენთან ვიყო,
ისევ შენი ღიმილი მკლავს,
უშენობა არ მასვენებს,
ვიცი უნდა ვუშველო თავს,
ვეღარსად ვერ გაგექცევი,
ომი შენთან ლაპარაკს გავს,
ალბათ ისევ დავბრუნდები,
წამოვყვები ქაღალდის ნავს...
საოცრად მელოდიური ხმა ამოუშვა დინანომ და ანასაც მსწრაფლ მოეხსნა ყოველგვარი დაძაბულობა და ნერვიულობა. მთელი გულისყურით უსმენდა მას და რას არ მისცემდა, რომ ეს სიტყვები მართლაც გულიდან წამოსული ყოფილიყო დინანოს მხრიდან თავისი მისამართით, მერე რა რომ ტექსტი ირაკლი ჩარკვიანს ეკუთვნოდა?!
-მე გადმოვცურავ ზღვას,
ნუ დაუჯერებ სხვას.
რომ მე არ მოვა,
დავბრუნდები...
მღეროდა დინანო და ანას კი გული სითბოთი ევსებოდა, თავიდან ახლდებოდა იაშვილისადმი სიყვარული და უფრო და უფრო ძლიერდებოდა..
არ შემცდარა ბათუმში მასზე რასაც ფიქრობდა, და არც იმაში შემცდარა რომ შეუყვარდა...
მერე რა რომ მას არ უყვარს, მერე რა რომ მასთან ერთად ბედნიერი ვერასდროს იქნება...

4

ბევრი ეხვეწა იმ საღამოს თავის დას კლუბში წავიდეთო,მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. ბოლოს ნაწყენი და გაბრაზებული სახლიდან გამოვიდა და სანაპიროს ფეხით დაუყვა. თან იმ ღვთიურ მუსიკას უსმენდა ზღვის ტალღები რო გამოსცემდნენ. ფეხის თითების წვერებს ქვიშაში არჭობდა და სლუკუნებდა.
როგორ აწყენინა ლელამ,არადა როგორ თხოვა წავიდეთო, ხასიათზე არ იყო ქალბატონი.არ იყო და ნუ იყო! მარტო წავა, დიახაც !
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, სანაპიროზე მაინც ბევრი ხალხი იყო, უმეტესად თინეიჯერები. ქვიშაზე დაჯდა და ტელეფონს დაუწყო წვალება. ესეც მალე მობეზრდა. თვალი მოავლო თავის გარშემო მყოფებს და არც თუ ისე შორს, დინანოს მეგობრები დაინახა, თვითონ მათთან ერთად არ იყო, დორა კი იცნო.
მათკენ წავიდა და გაუბედავად მიესალმა. ლაპარაკი შეწყვიტეს და ანას შეხედეს, მერე თვითონაც მიესალმნენ. 3 გოგო და 4 ბიჭი იყვნენ.
-რა შორს დადექი, კი არ შეგჭამთ მოდი ახლოს. - სიცილიყ უთხრა ერთ-ერთმა ბიჭმა. - მე ლუკა ვარ. ესენი სანდრო, ნიკა და ბექა, სალომე, გვანცა და რუსა არიან. დორას კი იცნობ.
-გამიხარდა თქვენი გაცნობა. მე ანა ვარ. - მორცხვად ჩაილაპარაკა მან.
-მოდი ჩემს გვერდით დაჯექი.. ვაიმე რა ლამაზია, ხედავთ? - წამოიძახა აღფრთოვანებით სალომემ, რომელიც მართლაც რომ ანგელოზივით ლამაზი იყო, იშვიათად მისნაირ სრულყოფილ გოგოს შეხვედროდით.
ანამ სალომეს ნათქვამზე კიდევ უფრო დაიმორცხვა და ფრთხილად ჩამოჯდა ქვიშაზე მის გვერდით.
-ხო, რაზე ვლაპარაკობდით?! ანა, მოკლედ საღამოს კლუბში ვუკრავთ ჩვენი უკვდავი ბენდი და არ გინდა წამოხვიდე ? - გაუღიმა ნიკამ.
ვინ იცის როგორ ძალიან გაუხარდა კიკნაძეს ბიჭის შემოთავაზება, უყოყმანოდ დათანხმდა...
-ხო არ გადაგრიეს ამათმა უკვე? - უკნიდან მოესმა ანას მონატრებული ხმა და თვალებგაბრწყინებული შებრუნდა მისკენ.
-არა, ჯერ ვერ მოასწრეს. - სიცილით უპასუხა და დინანოს მოძრაობას თვალი გააყოლა.
-აბა რით ვერთობით? - იკითხა იაშვილმა და ლუდის ქილა მოიყუდა.
-მოდი,“ წითელი, ყვითელი, შავი“ ვითამაშოთ! - გენიალური იდეით წარსდგა მათ წინაშე რუსა.
-ეს ხომ ვერ გამოვიდა ისევ ბავშვის ასაკიდან! - წაიდუდუნა რუსას შეყვარებულმა ნიკამ.
-კაი, ვითამაშოთ! - აჰყვა სანდრო რუსას და ნიკას თვალები დაუქაჩა „ენას კბილი დააჭირე“-ს ნიშნად.
-დედა ვააარ! - აყვირდა დინანო.
-ვისთან მიღალატე ბიჭო! - მოჩვენებითი შეშფოთებით წამოიძახა დორამ და შეურაცყოფილი სახე მიიღო. ყველამ გაიცინა. მხოლოდ ანა იჯდა სერიოზული სახით. ვერ მოენელებინა, ბიჭი რომელიც თვითონ ძალიან მოეწონა, შეყვარებული რომ ჰყავდა და თვითონ არანაირი შანსი ჰქონდა მასთან ურთიერთობის.
-ვაიმე, ეს რა წამომცდა! არა, დორა ეს ის არ არის რაც შენ გგონია! - ტირილნარევი ხმით თქვა დინანომ, არადა სიცილს ძლივს იკავებდა.
-მოღალატე! გაეთრიე, არ მომეკარო! დონ’თ თაჩ მი! იუ, ბიჩ! - აყვირდა დორა და ნაღალატევისა და შეურაცმყოფელის იმიჯი ზუსტად მოირგო.
-კარფით ახლა, ეგ მერე გაარჩიეთ რომელი ვინ დააორსულა! - გადაიხარხარა ლუკამ. - ერთი ეგ ვიცი, დინანო ჩემს გარდა არავისთან რომ არ ყოფილა, დორა, ასე რომ დაწყნარდი! - ცრემლებამდე იცინოდა ის.
-თქვენ თუ გისმინათ ადამიანმა სველებია რა! გაჩუმდით, არ გრცხვენიათ? რა საზიზღრობებს იძახით, უცხო გოგო მაინც არ იყოს აქ! - გაბრაზდა გვანცა, რომელსაც ეგრევე აუბა მხარი რუსამ.
-დაო, ჩუმად რა! - თმები აუბურძგნა ლუკამ თავის ფას, გვანცას.
-კარგი, დავიწყოთ ახლა! მოდი ანას დავუთმოთ დახუჭვა. მიდი ანა შენ დაიხუჭე და მე გავითვლი ფერებს.
ანა დაიხუჭა.
-წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ლასტი, ვარდისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ტალახისფერი და ტრ........ ბოლო ფერს არ ვასახელებ! - რამის გაგუდვამდე იცინა დინანომ. - აბა ანა, რომელს ირჩევ?
ყველას გაეცინა დინანოს მიერ ჩამოთვლილ ფერებზე, ბოლო არ დასახელებული ფერის გამო კი ერთი-ორი მუჯლუგუნიც ჰკრეს. ანა ჩაფიქრდა და ბოლოს ტალახისფერი აირჩია.
-ტალახისფერი?! აუჰ, რა იყო ახლა ეგ? რაღა მაინცდამაინც ეგ აირჩიე გოგო?! - სიცილისგან სულს ვერ ითქვამდა დინანო და ფეხზე წამოდგა სუნთქვის დასარეგულირებლად. გოგოები ვერაფერს მიხვდნენ, ბიჭები და მთელი ხმით როხროხობდნენ და ერთმანეთს ასკდებოდნენ.
-გეყოთ ახლა ამდენი უწესოდ მოქცევა! რას იფიქრებს ეს გოგო, ადამიანები არიან თუ ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველებიო? - ახლა მართლა გაბრაზდა სალომე. ბიჭებმაც როგორც იქნა მოითქვეს სული და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ დასერიოზულებულები.
-არ გამოდის „წიტელი, ყვითელი, შავი“-ს თამაში. მოდი „ამის პატრონმა რა ქნას?!“ ვითამაშოთ!
-დედა მე ვააარ! - წამოიძახა ბექამ და ამჯერად მართლა დაიწყეს თამაში.
სალომე დაიხუჭა. „ამის პატრონმა რა ქნასო?!’ - იკითხა ბექამ და კუთვნილი ნივთების ამორჩევის სანაცვლოდ, სანდროსკენ გაიშვირა ხელი.
-მმმ... რა ქნას დააა... ჩამეხუტოს!
სალომე და სანდრო ერთმანეთს უკვე 3 წელია იცნობენ. სანდრო და დინანო საუკეთესო ძმაკაცები იყვნენ და არიან, რაც სანდრომ და სალომემ ერთმანეთი გაიცვნეს და შეყვარებულები გახდნენ მალევე, იქიდან იწყება დაუშლელი ხუთეული :
სანდრო მეტრეველის, ლუკა დვალის, დინანო იაშვილის, ნიკა ნაკანის და სალომე გრიგალაშვილის მეგობრობა, ასევე ჯგუფ “Death Note“-ის არსებობა.
ლუკა და სალომე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ხოლო ნიკა სალომეს არაბიოლოგიური ძმაა. ადამიანი, რომელთანაც ერთად არ დაბადებულა, მაგრამ მის შემდეგ თითქმის მთელი 24 საათი, 17 წლის განმავლობაში რაც შედის მის გვერდით აქვს გატარებული. ხშირად როცა ეკითხებიან ძმა გყავს თუ არაო, არა-ს მაგივრად კი-ს პასუხობს და ნიკაა-ო ამბობს. მართლაც ვერაფრით გაარჩევთ ბიოლოგიური და-ძმისგან.
რუსა სალომეს, ნიკას და სანდროს კლასელია. ასევე ნიკას შეყვარებული.
გვანცა ყველაზე პატარაა, ლუკას და და სალომეს - ბიძაშვილია.
ყველა ერთად კი მეგობრობის ეტალონები არიან სხვებისთვის.
დორა 2 წელია რაც ამ „სასტავს“ შეუერთდა. მამით ამერიკელია, დედით ქართველი. 2 წელია რაც საქართველოში გადმოვიდა, მალევე გაიცნო დინანო და შესანიშნავი ურთიერთობაც ჩამოუყალიბდათ, ალბათ მათი ასეთი შესაშური ურთიერთგაგების მიზეზი ზუსტად ერთნაირი აზროვნება და თავისუფალი ცხოვრების სტილია.
ბექა? ბექა დინანოს საუკეთესო ძმაკაცია და დანარჩენებისიც უკვე. DJ-ობას აწვება.
გაღიმებული სანდრო სალომესკენ გადაიხარა და ჩაეხუტა, მერე 1-2 ყელშიც აკოცა და „გამაძღარი“ ახლა უკვე თვითონ დაიხუჭა.
-ამის პატრონმა რა ქნას?! - ჰკითხა ბექამ სანდროს და ანასკენ გაიშვრა ხელი.
-რა ქნას და, ისეთი გაბრაზებული ვარ დინანოზე რო კიდე ვერ მოვილენე, ხოდა ხიოს ერთი მაგრად მუშტი სიფათში! - კბილები გააღრჭიალა სანდრომ და ნიშნის მოგებით შეხედა დინანოს.
ანამ რომ გაიგო რაც უნდა შეესრულებინა, ძალიან ეუხერხულა. ჯერ მთელი ძალაც რომ მოეკრიბა, მაინც ვერ იგრძნობდა დინანო მის „ერთი მაგრარი მუშტის ხევას სიფათში“, ისეთი სუსტი იყო.
-ნუ გრცხვენია, ანა! ეგ ისეთია იმსახურებს მაგ მუშტს! - შეაგულიანა ლუკამაც.
-ეე მიდი ეხლა, თორე მე მექავება ხელები და მართლა დავარტყამ! - გაეცინა სანდროს.
-მოკვდებიან ესენი ამაღამ ჯავრით, მოდი აჰა დამარტყი! - სიცილით მიუშვირა დინანომ ლოყა ანას და თვალი ჩაუკრა.
ანას გააკანკალა. იმის წარმოდგენა, რომ დინანოს შეეხებოდა აგიჟებდა. ძლივს ასწია ხელი ქვიშიდან და „გაარტყა“. ამას დარტყმა და გარტყმა კი არა მოფერება და ხელის მოთათუნება უფრო ერქვა. ტანში ელექტროდენებივით დაუარა დინანოს ლოყიდან წამოსულმა სიმხურვალემ და ერთიანად გაუთბა შიგნეულობა. იაშვილის წვერიანმა ლოყამ ხელის გულზე „უკბინა“ და მოექავა. მერე დიდ ხანს ეფერებოდა სხვების უჩუმრად მარჯვენა ხელის გულს.
-მოეფერეთქო ის კი არ მითქვამს მე! - გაეცინა სანდროს და თვალებ მოჭუტულმა გახედა გვერდიგვერდ მჯდარ ანას და დინანოს, რომელიც დორაზე „გადაწოლილიყო“.
-მორჩით ახლა თამაშს! 11 საათი შევრულებულა და ვეღარ მოვასწრებთ მომზადებას! - გრაფიკი შესახსენა სალომემ ყველას და ყველანი ფეხზე წამოიშალნენ.
ანა ბავშებთან ერთად გაუყვა სახლამდე გზას. მიდიოდა განცალკევებით, ჩაფიქრებული, წყნარად და ნელი ნაბიჯებით. უკან ჩამორჩა მეგობრების ჯგუფს და ზურგიდან დაუწყო წინ მიმავალ დინანოს ცქერა, რომელსაც ხელი დორაზე ჰქონდა გადახვეული და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ბულვარი გადაკვეთეს და ჩამწკრივებულები გაუყვნენ ქუჩას. ყველაზე უკან ანა მიდიოდა. რაღაცნაირად ბედნიერი იყო ამ საღამოთი, ბავშვებთანაც გაერთო და კლუბშიც წავიდოდა, თანაც დინანო უკრავდა თავის ჯგუფთან ერთად...
ვერც კი სეამჩნია ისე მიუახლოვდა მაგნოლიას. რეალობაში ბავშვების ხმამ დააბრუნა, მალე გამოგივლითო რომ ეუბნებოდნენ. თავის დაკვრით დაეთანხმა და შემობაში გაუჩინარდა...
***
დილით გაღვიძებული უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობდა. კარგ ხასიათზე იყო. ზანტად გაახილა თვალები და დაამთქნარა, მერე გემრიელად გაიზმორა და მხოლოდ მაშინ იგრძნო ვიღაც რომ იწვა მის გვერდით, როდესაც ხელი მოუხვდა. დაფეთებულმა გაიხედა გვერდით და მშვიდად მძინარე თავისზე 1 წლით პატარა გვანცა დვალი რომ დაინახა გაოცებულმა პირი დააღო. არც ახსოვს როდის მოვიდა გვანცა მათთან, თანაც საკმაოდ გვიანი იყო დასაძინბლად რომ დაწვა. არც არაფერი გაუგია... ჰმ, უცნაურია!
ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან, არ უნდოდა გვანცა გაეღვიძებია. ჯერ კიდევ არ ამოულაგებია ბარგი ჩანთიდან, ბრეტელებიანი, არც ისე მოკლე კაბა გადაიცვა და ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან. მისაღებში და სამზარეულოში არავინ ჩანდა. საათს რომ შეხედა გაკვირვებულმა წარბები ააფახურა, 13:08 საათი იყო.
სააბაზანოში შეძვრა და დიდი ხანი ინებივრა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ. მერე პირსახოცი თმებზე შემოიხვია და სამზარეულოსჯენ აიღო გეზი. 2 ჭიქა წყალი ზედიზედ დაცალა და გაჭყეპილი ჩაესვენა სავარძელში. ტელეფონი მოიმარჯვა და თავისი დის ნომერი აკრიბა. რამოდენიმე ზარის გასვლის შემდეგ როგორც იქნა ლელამაც უპასუხა.
-როგორ ხარ, ანა? - დაასწრო დამ მოკითხვა.
-კარგად ვარ, შენ? - ლელას ხმის მოსმენით გახარებულმა ჩასძახა ტელეფონში და უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელში.
-მეც კარგად ვარ, დაო... რამე ხომ არ გჭირდება? ან როგორ გრძნობ მანდ თავს? - ყოყმანის შემდეგ დაამატა მან.
-არა, არა, არაფერი! ძალიან კარგად ვარ! გუშინ სალომე და დორა იყვნენ, კარგად გავერთეთ. მართლა კარგად ვარ, ლელუშ, არ ინერვიულო შენ ჩემზე...
-მიხარია, თუ კარგად ხარ! გუშინ ბევრი იწვინა ქალბატონმა ზოიმ შენი წასვლის სემდეგ, ბატონმა ზაურმაც ბევრი იყვირა, ილანძღა და იფურთხა, მაგრამ მიხვდნენ მერე ვერაფერს რომ ვერ შეცვლიდნენ ამით და დანებდნენ. - სიცილით ელამაპრაკებოდა ლელა ანას, უფრო კი იმიტომ, რომ არ ენერბვიულა მასზე, იცოდა როგორი გული და ხასიათიც აქვს ანას.
კიდევ დიდ ხანს ილაპარაკეს დებმა, ძირითადად გუშინდელ დღეზე საუბრობდნენ. ლელა შეჰყირდა დღეს ან ხვალ გნახავო, გახარებულმა ანამ ტელეფონი გათიშა და დივანზე გადაწვა.
საძინებლიდან თმა გაბურძგნული და თვალებდასიებული გვანცა გამოვიდა. ჩახლეჩილი ხმით მიესალმა კიკნაძეს და სააბაზანოში შევიდა. იქიდან მოწესრიგებული გამოვიდა და ანას გვერდით ჩამოჯდა დივანზე. მერე კალთაში ჩაუდო თავი და მის თითებს დაუწყო თამაში.
-ან, გავიგე რა ამბებიც გადაგხდენია გუშინ თავს... ძალიან ცუდია ეგრე რომ გაგიმეტეს მშობლებმა... მთავარია ვერ მიაღწიეს საწადელს და დინანომ მოგისწრო... ნურაფერზე ინერვიულებ რა, ხომ იცი დინა რა კარგი ბიჭია! თან გადაგყვება კარგად რომ იგრძნო თავი და არც არაფერს მოგაკლებს. ჩვენ, დინანოს მეგობრები ახლა შენი ოჯახი ვართ და შეგიძლია ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ დროს სთხოვო რაც მოგესურვება... - სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ლაპარაკობდა გვანცა, თუმცა ადვილად შეამჩნევდით ტკივილიან ბგერებსაც.
-მადლობა,გვანც... თქვენ რომ არა... მართლა ძალიან მიყვარხართ ყველა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია ერთმანეთთან... ასეა თუ ისე, ერთმანეთს 1 წელზე მეტია რაც ვიცნობთ და ვიცი, რომ თქვენ საუკეთესოები ხართ ყველა, აღარაფერს ვამბობ დინანოზე... - სევდიანად და ტკივილიანად ჩაიცინა ანამ.
ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა. გვანცა ანას თითებით თამაშს აგრძელებდა. ანა ხვდებოდა, გვანცას რაღაც რომ აწუხებდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ეკითხა თუ -არა. თანაც ასე უმიზეზოდ არ იქნებოდა გვანცა აქ. დინანო დილით წავიდოდა უნივერსიტეტში... ნეტავ რა დროს მოვიდა გვანცა აქ?!
-გვანც, ვხვდები, რომ რაღაც გჭირს... ცუდ ხასიათზე ხარ, როგორც არ უნდა ეცადო ამის დამალვას... მითხარი, ხდება რამე? - თანაგრძნობა გაურია ანამ ხმაში და სახეზე მოეფერა მას.
დვალი ერთხანს დუმდა. მერე ღმრად ცაისუნთქა, ამოისუნთქა, ამოიოხრა და სევდიანი თვალებით ახედა ანას.
-ნე და ჩემი ძმა... წუხელ სახლიდან წამოვედით....
მეხის გავარდნასავით იყო ანასთვის ეს სიტყვები. იცოდა, რომ გვანცას და ლუკას მშობლებთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ, ნეტავ რა მოხდა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს?!
არაფერი უთქვამს გვანცასთვის, დაელოდა თვითონ როდის გააგრძელებდა სათქმელს, არც დააყოვნა...
-შუაღამე იყო, მე ახალი დაწოლილი ვიყავი. კარების გაჟახუნების ხმაზე მივხვდი ლუკა რომ დაბრუნდა სახლში. კარებთან მივედი და ოთახიდან გავიჭყიტე, მაინტერესებდა რა მოხდა, რა იყო ლუკას ასეთი საქციელის მიზეზი... აქამდე არასდროს გაუკეთებია ჩემს ძმას ასეთი რამ, ხმაც კი არ აუწევია მშობლების თანდასწრებით... ცალი თვალუთ ვიხედებოდი მისაღებ ოთახში, თუმცა მაინც საკმარისი იყო, კარგად ვხედავდი დივანზე ჩამომსხდარ ჩემს მშობლემს და მისაღებში წინ და უკან მოსიარულე გაბრაზებულ ლუკას. უსიამოვნოდ გამცრა ტანში, მაგრამ ისევ მოვლენების განვითარებას დაველოდე. ლუკა გაჩერდა და გაცეცხლებულმა შეხედა ჩვენს მშობლებს.
-უბრალოდ მითხარით რატომ და წავალ, სხვას არაფერს ვიტყვი, საერთოდ მოგშორდებით და წავალ... - საოცრად მშვიდად წარმოსთქვა ლუკამ და ჯიქურ მიაშტერდა მათ.
გვანცას უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ყველაფრის გასახსენებლად და მოსაყოლად. ღრმად სუნთქავდა, რომ არ ატირებულიყო და მაქსიმალურად ცდილობდა ემოციები გაეკონტროლებინა, თუმცაღა ძალიან უჭირდა...
-დედაჩემმა გაკვირვებულმა შეხედა, ეგონა ალბათ ნასვამია და თვითინაც არ იცის რას ბოდავსო... როგორც იქნა მამაჩემმაც მოაცილა მზერა ტელევიზორს და გაკვირვებულმა შეხედა მის წინ ასვეტილ, დაბღვერილ შვილს.
-რა მოხდა, შვილო? - იკითხა მშვიდი ხმით.
-მე მეკითხებით კიდე რა მოხდა? ეს მე დაგისთვით პირველმა კითხა და პასუხს ველოდები! - კბილებში გამოსცრა ნერვებმოშლილმა ლუკამ და მუშტები ძლიერად შეკრა. მე ამ ყველაფერს ოდნავი ღია კარიდან ვაკვირდებოდი და ძლიერად ვეჭიდებოდი სახელურს, რომ არ წავქცეულიყავი. ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. უმიზეზოდ არ იქნებოდა ლუკა ასეთ მდგომარეობაში, სიმთვრალეშიც კი საოცრად გაწონასწორებული და მშვიდი იყო ხოლმე...
-ვერ ვხვდები, ლუკა, რას გულისმობ და რაზე ითხოვ პასუხს! - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა მამაჩემმა. ლუკას კიდევ ერი მოთმინების ძაფი გაუწყდა და ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, არ უნდოდა რაღაც უხამსი და ზედმეტი წამოსცდენოდა აქამდე საამაყო მშობლების მისამართით.
-ვერ ხვდებით არა?! კარგი, მაშინ შევცვლი კითხვას! როდემდე აპირებთ ასეთ მარაზმში ცხოვრებას და ერთმანეთის მოტყუებას?! - ირონია გამოჭვიოდა მისი ხმიდან.
ვხვდებოდი, რომ ჩემი ეჭვები მართლდებოდა და სასოწარკვეთილი იატაკზე ჩავიკეცე. ვეღარ შევძელი კარებთან დგომა და მათი ყურება. ვეღარ შევძელი მათი მსვიდი სახის ყურება, ისე იქცეოდნენ თითქოს მართლა არაფერი ხდებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდათ რაზე ელაპარაკებოდა მათ ლუკა...
მანამდე დავინახე როგორ შეეცვალათ ჩემს მშობლებს სახეზე გამომეტყველება და როგორგაფითრდნენ, თუმცა შეეცადნენ არაფერი შემჩნეოდათ და ისევ უდარდელი გამომეტყველება მიეღოთ.
-შვილო, ჩვენ არაფერს ვატყუებთ ერთმანეთს! - ახლა უკვე დედაჩემი გამოვიდა სიტყვით.
შემძულდა მისი ხმა, შემძულდა მისი არსებობა, შემძულდა ის...
-გეყოთ! საკმარისია! ამოვიდა უკვე თქვენი ასეთი საქციელი ყელში! 4 თვეა ჯერ ერთმანეთს ატყუებთ და მერე ჩვენ, მე და გვანცას! ნუთუ არ გრცხვენიათ? როგორ შეგიძლიათ ღალატობდეთ ერთმანეთს მთელი ამ ხნის განმავლობაში და მერე იქცეოდეთ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და არაფერი ცუდი გაგიკეთებიაათ! გულისამრევია ეს ყველაფერი! ჩემი თავი და ჩემი და მეცოდება თქვენი შვილი რომ გვქვია! თქვენ არც შვილების ღირსი ხართ და არც ერთმანეთის! თუ გადაწყვიტეთ, რომ ერთმანეთი არ გიყვართ და სხვა შეგიყვარდათ, გაშორებულიყავით ერთმანეთს და გავიგებდი ამას! მაგრამ თანაცხოვრებას და ამავდროულად ერთმანეთის ღალატი რაღაა? რითი გაიმართლებთ თავებს? მეზიზღებით, მძულხართ! აქამდე საამაყო მშობლები ახლა სამუდამოდ დაკნინდით და გასაცოდავდით ჩემს თვალში! თქვენ ადამაინები კი არა უგულო არსებები ხართ! მე თქვენიდან უნდა ვღებულობდე საუკეთესო მეუღლის და მერე მშობლის მაგალითს და თქვენ ამას მასწავლით? მასწავლით რომ ცოლს ვუღალატო და შვილებიც გავწირო ტანჯვისთვის? ესაა თქვენი ცხოვრებისეული მაგალითები, რომლებმაც მე და გვანცა სწორ გაზე უნდა დაგვაყენოს? ესაა? ასეა? ტქვენ რომ თქვენს საქციელზე დაფიქრებულიყავით თუნდაც ერთხელ მაინც მტელი ამ თვეების განმავლობაში, მაშინ არ დამკარგავდით მე! მორჩა, გათავდა, მე აქედან მივდივარ! თქვენი დანახვაც კი არ მინდა! ვეღარ იხილავთ ჩემს ფეხს აქ! სამუდამოდ წავალ და აღარც თქვენი შვილი მერქმევა! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე ლუკა და თავს ძლივს იკავებდა, რომ რამე არ დაელეწა. თითქოს ყურები დამეხშოო... თავი უკაცრიელ კუნძულზე მეგონა და სასოწარკვეთილება დამეუფლა, აი ისე, რომ იცი ვერავინ რომ ვერ გიპოვის და განწირული ხარ სამუდამო ტანჯვისთვის და მარტოობისთვის... სიკვდილის ტოლ-ფასი იყო ჩემთვის ლუკას სიტყვების მოსმენა. რომ გავიგე სახლიდან წასვლას პირებდა, ძალა მოვიკრიბე, ჩანთა გამოვიღე და მტელი ჩემი ბარგი ჩავალაგე. არც მე ვაპირებდი მათტან დარჩენას. ლუკა სულაც ჯანდაბაში რომ წასულიყო მაინც გავყვებოდი, არა იმიტომ, რომ მეც მიღალატეს მათ, არა! ლუკა რომ წავიდოდა იმიტომ, თორე მზად ვიყავი ჩემი ძმა ჩემს მშობლებთან რომ დარჩენილიყო მეც ამეტანა მათ გვერდით ყოფნა... განადგურებულმა ჩავალაგე ბარგი და კარებამდე მივათრიე. მერე ისევ იატაკზე ჩავჯექი და დაველოდე ლუკა როდის გამოვიდოდა თავისი ოტახიდა, როგორც ჩანს ისიც თავის ნივთებს ალაგებდა..
დედაჩემი იატაკზე იყო დამხობილი და ბოდიშს უხდიდა ლუკას, პატიებას და კიდევ ერთ შანსს სთხოვდა. ნიანგის ცრემლებს ყრიდა და კიდევ უფრო მეზიზღებოდა ის... მამაჩემი დივანზე იჯდა გახევებული, ვერც ინძრეოდა ადგილიდან და ვერც ხმას ირებდა...
როგორც იქნა ლუკაც გამოვიდა ოთახიდან, დედაჩემმა ისევ დაუწყო თხოვნა მაპატიეო..
-პატიებას მე ნუ მთხოვ! წადი და ღმერთს სთოვე! მერე საკუთარ თავს! როცა შენს თავს აპატიებ, მერე მოდი ჩემთამ... - საოცრად ცივი ხმით ლაპარაკობდა ჩემი ძმა... გამწარებული ლოყებს ვიხოკავდი და ხეკებზე ვიკბენდი, ხმამალა რომ არ ავტირებულიყავი...
-იმედი მაქვს მოხვალთ აზრზე და გვანცასაც არ დაკარგავთ! - იყო მისი უკანასკნელი სიტყვები სახლიდან გასვლამდე. გაგიჟებული წამოვხტი ფეხზე და მისაღებში გავვარდი, ლუკა უკვე სახლში აღარ იყო. კიბეებზე ჩამავალს დავეწიე და მტელი ძალით ჩავეხუტე. თუ აქამდე ტავს ვიკავებდი ხმამაღლა ტირილისგან, ახლა ამოვუშვი მთელი გრძნობები და ემოციები და არანორმალურივით ავბღავლდი... ლუკა მეხუტებოდა...
მერე ბინაში ავბრუნდი, სიძულვილით მოვავლე მზერა ადამიანებს, რომლებსაც ერთ დროს ჩემი მშობრები ერქვათ და ლუკასთან ერთად დავტოვე სახლი...სამუდამოდ...
გვანცამ თხრობა დაასრულა. ანა მტელი ტანით ცახცახებდა და ძლიერად უჭერდა გვანცას ხელს ხელზე. სული ვერ მოითქვა გულამომჯდარმა და სპაზმები დაეწყო. გვანცაც ტიროდა, მთელი გრძნობით და გულისტკივილით... კიკნაძემ დვალს მკლავები სემოხვია და თანაგრძნობის ნიშნად გულში ჩაიკრა. თავზე კოცნიდა გაუბედურებულ მეგობარს და მისი გულისტკივილი საკუთარივით ტკიოდა.
-ხედავ ან, არ აქვს მნიშვნელობა წინაპირობას, შედეგი ერთია - ჩვენ მშობლები დავკარგეთ! - ამოიტირა გვანცამ და მერე გაჩუმდა. გრძნობები გააქვავა და მის მერე ცრემლიც აღარ გადმოვარდნია თვალიდან...
გული კი საოცარი ნაღველით ჰქონდა სავსე... გაუსაძლისი იყო ტკივილი...
***
ახალი დაბრუნებულლები იყვნენ ანა და ლელა ბათუმიდან. ჯერ კიდევ ვერ გაევლო 10 დღიან ბედნიერების ეიფორიას, ანას შემთხვევაში კიდევ უფრო უარესად იყო საქმე. ვერ თმობდა დინანოს, უნდოდა არასდროს შეეწყვიტა მასთან ურთიერთობა და დაახლოებოდა. თუმცა მოსახდენი მაინც მოხდება...
დებს ბათუმში ყოფნის ლიმიტი ამოეწურათ და იძულებულები იყვნენ თბილისში დაბრუნებულიყვნენ... დინანო და მისი მეგობრები და თურქეთისენ ინაცვლებდნენ...
ვინ იცის, შეხვდებოდნენ კი კიდევ ერთმანეთს?!
თუმცა, როგორც ამბობენ საქართველო საკმაოდ პატარააო...
თბილისი ხომ მითუმეტეს...
ზაფხულის ცხელი საღამო იყო. ანა კომპიუტერთან იჯდა და სოციალურ ქსელებში ბათუმში გადაღებულ სურათებს აქვეყნებდა. ყურებამდე გაღიმებული აკვირდებოდა სურათებს, რომელზეც დინანო იყო გამოსახული და გული სიხარულით ევსებოდა. მერე რა თუ დინანო არა, მისგან სამახსოვრო რაღაც ხომ მაინც შემორჩა?!
ამ ზაფხულის არ-დავიწყებისათვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა ანასთვის...
კინაღამ სკამიდან გადავარდა გახარებული, Notifications- ში შემდეგი შინაარსის ფრაზა რომ ამოიკითხა:
„Dinano Iashvili -(მ) ა ითხოვა სურათზე მონიშვნა“.
აკანკალებული ხელით დაეთანხმა მოთხოვნას და თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ახალ სასაუბროს ფანჯარას, რომელსაც თავზე Dinano Iashvili ეწერა.
-U don’t know how lovely U are! (შენ არც კი იცი, როგორი საყვარელი ხარ!)- ეწერა მესიჯში...

5

წელიწადზე მეტი იყო, რაც დინანო და ანა ერთანეთს იცნობდნენ. ბათუმში მიმავალმა გაიცვნეს ერთმანეთი, ურთიერთობა კი შემდეგში ძირითადად სოციალური ქსელებთ გააგრძელეს. რამოდენიმეჯერ ერთმანეთიც ნახეს, თუმცა არა რომანტიკულ გარემოში. ანა ხვდებოდა, რომ დინანოს თითქმის სრულყოფილება ყოველ წამში უფრო და უფრო ბოჭავდა მას, თავის მარწუხებში ახვევდა და ფესვებს იდგამდა გოგონას გულში.
ლელას ხშირად უწევდა პატარა ლეკვივით აწკმუტუნებული ანას დამშვიდება, რომელიც მუდამ იმას გაიძახოდა სამუდამო უბედურესბისთვის ვარ განწირული, მე დინანოს არ შევუყვარდები და დინანო მე არ გადამიყვარდეობაო...
ასე თუ ისე, კიკნაძე კმაყოფილი იყო იმითაც, რომ იაშვილთან კონტაქტობდა და მის მიე მოწერილი ერთი უმნიშვნელო სასვენი ნიშანიც კი ზეპირად იცოდა ხოლმე...
დღეები გადიოდა... ანა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთმა „ნაჰიჟარმა“ ბიჭმა, ასე ეძახდა ხოლმე მას, თავისი უკომპლექსო და თავისუფალი ქცევების გამო, თავი შეაყვარა. მათ ურთიერთობას კი ვერაფერს დაარქმევდით სხვას თუ არა უბრალოდ კარგ ნაცნობობას, მაქსიმუმ კი „ლაით“ მეგობრობას. თუმცა საათობით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს უამრავი რამის შესახებ.
დინანო ძირითადად დაკავებული იყო ხოლმე და არც სოციალურ საიტებს მოიხმარდა ხშირად. დილით ლექციებზე მიდიოდა, მერე რამოდენიმე საათი მაღაზიაში, მერე სახლში მეცადინეობდა და ბოლოს შუაღამისას ხან ბარმენად მუშაობდა ღამის კლუბში, ხან თავის ბენდთან ერთად უკრავდა მთელი ღამის განმავლობაში. ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო უდიდესი წარმატება სწავლაში და ბოლო 5 წელი მშობრებისგან დამოუკიდებლად ცხოვრებაში. არ ახსოვს ბოლოს როდის ცხოვრობდა მშობლების კმაყოფაზე.
მანქანაც თავისი ფულით იყიდა, მიუხედავად 100%-იანი გრანტისა თავისუფალშ სწავლის 2400 ლარსაც თვითონ იხდიდა და როდისაც მოესურვებოდა და სადაც მოესურვებოდა დასასვენებლად დადიოდა მეგობრებთან ერთად. ამას ემატებოდა თავისი როკ-ჯგუფის გასტროლები საზღვარგარეთ და ლეგენდარული როკ-ჯგუფების გრანდიოზულ კონცერტებზე დასწრება.
ანა მასთან შედარებით არაფერს წარმოადგენდა. ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო ცხოვრების წესით, გარეგნობითა და ხასიათით კი ძალიან განსხვავდებოდა მისი თანატოლებისაგან.
კიკნაძის შესაშური სილამაზის გამო მისი გულის დაპყრობა, არაერთხელ გამხდარა ბიჭების ჩხუბის და გოგოების შურის საგანი.
ხასიათით მეტად გულჩვილი იყო. ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა და ყოველთვის ცდილობდა დახარება გაეწია სხვისთვის. საოცრად მიმნდობი ხასიათის გამო, ბევრჯერ უტკენიებიათ მისთვის გული, რამაც საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინა.
სწავლით კარგად სწავლობდა, ოცნებად ჰქონდა გადაქცეული როდის დაამთავრებდა სკოლას უნივერსიტეტში რომ ესწავლა და შემდეგ კარგი კარიერა გაეკეთებინა. თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც იმედებს უკლავდნენ საბრალ გოგოს მშობლები და გამუდმებით იმას ეჩიჩინებოდნენ ჩვენი შენი აქეთ-იქით თრევის არც ფული გვაქვს და არც ნერვებიო.
ალბათ, დინანოს განათლება და თავისუფლება იყო ერთ-ერთი ის ფაქტორი, რის გამოც თავდავიწყებით შეიყვარდა 17 წლის გოგონას ის, რომ არაფერი ვთქვათ საოცრად კარგ ხასიათზა და გარეგნობაზე.
დინანო ისეთი იყო, მეგობრისთვის უკანასკნელ გროშს რომ გაიღებდა და თვითონ ცოცხალი თავით არ მოიხმარდა მას. დაუფქირებლად რომ დათმობდა სიცოცხლეს მეგობრებისთვის, ოღონდ კი ისინი ყოფილიყვნენ კარგად.
***
დაღლილი გამომეტყველებით შეაღო დინანომ სახლის კარები და მომღიმარ ანას მიესალმა.
გვანცა უკვე წასულიყო თავისი მამიდაშვილის - სალომეს სახლში.
-როგორ გეძინა? - თბილი მზერა შეავლო ბიჭმა ანას და მის გვერდით ჩაესვენა სავარძელში.
-კარგად. შენ როგორ ხარ? ძალიან დაიღალე?- შეწუხდა კიკნაძე.
-უჰ, არ მკითხო! ისე ვარ მგონია, რომ მიხმარეს! - ახარხარდა დინანო.
-რა საზიზღარი ბიჭი ხარ! - სიცილით აიბზუა ცხვირი ანამ და მსუბუქად დაჰკრა ხელი ზურგზე.
-მერედა რატომ გიყვარვარ, თუ საზიზღარი ვარ? - ენა გამოუყო დინანომ სახე ალეწილ ანას და სამზარეულოში გავიდა.
კიკნაძე ხმას ვერ იღებდა. ნუთუ ასე შესამჩნევია, რომ უყვარს?! ჰაჰ, თუმცა რა სულელია! ეს ადრეც იცოდა დინანომ... ჰო, მართალია, იაშვილმა, იცოდა, რომ ანას უყვარს...
მალევე გამოვიდა დინანო სამზარეულოდან და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.
-ჰო, მართლა! მიდი მოემზადე სახინკლეში მივდივართ! - გამოსძახა ანას უკვე ოთახში შესულმა და კარები მიხურა.
კიკნაძესთვის ნათელი იყო, ვისთან ერთად მიდიოდნენ სახინკლეში. რა თქმა უნდა დინანოდ განუყრელ მეგობრებთან: სალომე, ლუკა, ნიკა,დორა, სანდრო, გვანცა და შეიძლება ვინმე სხვაც...
სწრაფად წამოხტა დივნიდან და საძინებელში გაუჩინარდა. დიდი ხანი არ დასჭირვებია მომზადებას, მუქი შინდისფერი თეთრ ზოლებიანი მოტკეცილი შარვალი და უმკლავებო კუბოკრული პერანგი ჩაიცვა.
იცოდა, რომ დინანოს მოსწონდა მისი ჩაცმის სტილი. ეს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი მისთვის, ამიტომ არ დაუწყია რჩევა რა ჩაეცვა და როგორ სამოსში უფრო მოეწონებოდა მას. ისიც კარგად იცოდა, კლასიკური და გადაპრანჭულ-გადმოპრანჭული სამოსი რომ არ მოსწონდა დინანოს, ძალიან კარგი, არც აქვს გარდერობში ასეთი ტანსაცმელი და შესაბამისად მის უკმაყოფილო გამოხედვასაც არ დაიმსახურებს ანა.
თმები სწრაფად დაივარცხნა და მობილური და საფულე ჯიბეში ჩაიდო. შავი უბრალო კედები ჩიცვა.
დინანო და ანა ერთდოულად გამოვიდნენ თავიანთი თახებიდან და კმაყოფილი მზერით შეათვალიერეს ერთმანეთი. ანას, როგორც ყოველთვის ჭინკები აუჩამაშდა უსიმპატიურესი დინანოს დანახვაზე. ბიჭმა კი ცერა თითი გაბზიკა მოწონების ნიშნად და სახლი დატოვეს.
მანქანაში არცერთს უგძვნია დაძაბულობა, როგორც ხდება ხოლმე. პირიქით, ორივე კარგად გრძნობდა თავს. მიჩვეულიც იყვნენ ერთმანეთს და ყოველგვარი კომპლექსის საზღვრები ჰქონდათ გადალახული. უფრო სწორად დინანო იყო უკომპლექსო, როგორც ყოველთვის. ძალიან ბევრი წვალება დასჭირდა, რომ ანა მასთან გახსნილიყო და მისი ნდობა მოეპოვებინა ერთხელ და სამუდამოდ. დინანოს მცდელობებმა, ანასთვის უხერხულობის განცდა მოეხსნა თავის დროზე, წარმატებით ჩაიარა და საკმაოდ კარგი ურთიერთობაც ჩამოუყალიბდათ ამ ორს.
მანქანა რუსთაველზე, სახინკლესთან ახლოს გააჩერა დინანომ და ქუჩაში მდგომი ბავშვებისკენ წავიდნენ. ყველამ სიყვარულით მოიკითხა ანა და სახინკლეში შევიდნენ.
100 ხინკალი და ნატურალური წვენები შეუკვეთეს. დიდი სიამოვნებით დალევდნენ ლუდსაც, მაგრამ დინანო, სალომე და ლუკა მანქანით იყვნენ და არ შეიძლებოდა დალევა.
ლუკას კიდევ ეტყობოდა წუხანდელი გაბრაზების კვალი სახეზე, სერიოზული გამომეტყველებით იჯდა და თვალი ხშირად უშტერდებოდა რაღაც წერტილზე, გვანცა მოწყენილი იყო. უძირო სევდა იკითხებოდა ყველა მათგანის თვალებში.
არასდროს ჰყოლია ანას ისეთი მეგობარი, მის გასაჭირს გულთან რომ მიიტანდა. უყურებდა მათ და შურდა კიდეც, მათი შემხედვარე ხვდებოდა როგორი იყო ნამდვილი მეგობრობა და რა შეეძლო მას!
ისე გაათავეს ხინკალი არცერთს ამოუღია ხმა, თუმცა ეს არ იყო დუმილი, რომელიც უხერხულობის გრძნობას გამოიწვევდა რომელიმე მათგანში მაინც. ეს დუმილი ყველ სიტყვაზე უფრო მრავლისმეტყველი, თანაგრძნობით სავსე და ტკივილიანი იყო.
სახინკლედან ვაჟაზე წავიდნენ, სალომესთან. სალომეს მშობლები არცერთი იყვნენ საქართველოში. დედამისი ტანსაცმის დიზაინერია და ნიუ-იორკში მოღვაწეობს, უმეტესად იქ უწევს ყოფნა და შესბამისად სალომეც მიჩვეულია დამოუკიდებლობას, ისედაც ბუნებით თავისუფლების მოყვარული. მამამისი პროგრამისტია და ტოკიოშია.
ასე რომ სალომე მარტოა სახლში. დორამ უარი განაცხადა მათთან ერთად წასვლაზე. მისაღებში ტყავის სავარძლებში მოთავსდნენ. ინტერესით მოავლო ანამ სახლს. იგრძნობოდა სრულყოფილებისა და იდეალიზმისაკენ მისწრაფება. ყველაფერი, სულ უმცირესი დეტალებიც კი ფერთა შეხამებით და უდიდესი სიფრთხილით იყო შერჩეული, თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ დაგიტოვებდათ გადაჭარბებული ფუფუნების განცდას.
დინანომ ტელეფონი აიღო და სხვა ოთახში გავიდა. ანამ თვალი გააყოლა და კარებზე გააშტერა მზერა. მალევე დაბრუნდა უკან, ანას გვერდით დაჯდა და ლუკას შეხედა.
-გიორგის დავურეკე, ვუთხარი რომ დაახლოებით 1 კვირაა კლუბში ვერ დავუკრავდით...არააო პრობლემა... - დაძაბული ლაპარაკობდა ის. არცერთს ამოუღია ხმა, მხოლოდ თავი დაუქნიეს. ეტყობოდათ არცერთი რომ არ იყვნენ დაკვრის ხასიათზე, სოლისტი სალომე კი მითუმეტეს - ახლა ესიკვდილებოდა სიმღერაც კი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
გვანცა თავის ძმას მიკრობოდა, ლუკა კი ნერვიულად ხლართავდა თითებს თავისი დის თმაში, შიგადაშიგ კი შუბლზე აკოცებდა ხოლმე და ახსენებდა, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
ანას სულ აღარ გახსენებია თავისი ტკივილი. მთელი გულით თანაუგრძნობდა დაძმა დვალებს და ძააუნებურად გადაედო მის ორგვლივ მყოფთა დაძაბული გამომეტყველება. ყველა მომავალზე ფიქრობდა, თუ რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
-ვიცი, რომ გვანცას დაბრუნებას მოითხოვენ თავისთან ან ერთი, ან - მეორე. არ მინდა მისი თავი წამართვან... - მძიმედ ჩაილაპარაკა ლუკამ და გვანცას მზერას, რომელიც ნათლად გამოხატავდა პროტესტს, თავისი ღიმილიანი მზერა შეაგება.
-არავითარ შემთხვევაში დავბრუნდები მათთან! მე შენთან მინდა! სადაც წახვალ იქ წამოგყვები! - ნერვიულად წამოიძახა გვანცამ და ფეხზე წამოიჭრა.
-დაწყნარდი,გვანც, ცოცხალი თავით არ დავუთმობთ შენს თავს! - ღიმილით შემოხვია დინანომ გვანცას ხელები და თავზე აკოცა რამოდენიმეჯერ. - არ იცოდე მაინც, შენი ძმისთვის ყველაზე ძვირფასი რომ ხარ! შენს თავს დაუთმობს ეხლა იმათ?! - სასაცილოდ აწკიპა წარბები და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-ვიცი, მაგრამ მაინც ვნერვიულობ... სასამართლოში რომ შეიტანონ სარჩელი განქორწინებაზე და მე რომელიმესთან რომ მომიწიოს წასვლამ?! - უსაზღვრო შიში ჩაუდგა უმცროს დვალს თვალებში და უმწეოდ მოავლო მზერა თავის მეგობრებს.
-მერე ჩვენც ჩავერთვებით სასამაღტლოზე, როგორც მესამე მხარე და ვეცდებით რომ არცერთთან მოგიწიოს წასვლა! ადვილი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია, რომ მეურვე დაგინიშნონ, როგორც არასრულწლოვანს... - იმედიანად გაუღიმა ნიკამ და თვალი ჩაუკრა.
მერე ისევ სიჩუმემ დაისადგურა... გვიანობამდე ისხდნენ ასე, უხმოდ და უმოძრაოდ... ბოლოს სალომემ ამოიხვნეშა და სუფრის გაშლა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთი გრძნობდა შიმშილს, მიხვდნენ მთელი დღის უჭმელები რომ იყვნენ და ძალების აღსადგენად აუცილებლად უნდა ეჭამათ...
ანაც სამზარეულოში გაყვა და სალომეს მიერ მოწოდებულ თეფშებს ლამაზად ალაგებდა მინის მაგიდაზე. სიმეტრიულად დააწყო დანა-ჩანგალიც. ბოლოს საკუთარი ნახელავით კმაყოფილმა დახედა მაგიდას და მისაღებში გავიდა, ბავშვებს შეატყობინა, რომ სუფრა გაშლილი იყო.
-ვახ, ეს რა გოგო ყოფილა და არ ვიცოდი! - სიცილით შეაქო დინანომ ანა და ლოყები გაუწელა.
-ეეე მეტკინა! - მაშინვე გააპროტესტა ანამ და ლოყებაწითლებულმა დაიკავა ადგილი იაშვილის გვერდით.
-საღამოს რა გეგმები გვაქვს? - იკითხა ალფახორით პირგამოტენილმა სანდრომ.
-ხვალ შაბათია მაინც და წყნეთში რომ ავიდეთ?! თანაც სანამ სიცხეებია მოვიოხოთ გული ცურვით, თორე დეკემბრამდე რომ ვერსად წავალთ კარგად იცით თქვენც. - თქვა ნიკამ.
-აუუუ კიი რაა, წავიდეთ წყნეთშიი! თანაც ჩემი აუზი ახალი ავსებულია, რეზო ძიას ავავსებინე წინა შაბათ-კვირას. სუფთა წყალიც იქნება და თბილიც. - წამოიძახა სალომემ.
-ნოუ პრობლემ! - ღიმილით დაეთანხმა ბავშვებს ლუკა.
ანას არასდროს ანაბებდნენ მშობლები თავისი მეგობრების სახლში წაყვანას ან მათთან ერთად სადმე წასვლას. ჯერ კიდეც უცხოდ და რაღაც მომენტში უტოპიად ეჩვენებოდა დინანოსა და მისი მეგობრების თავისუფლება, როცა მოესურვებოდათ, მაშინ მიდიოდნენ სადაც უნდოდათ და რამდენ ხნითაც, თუ თავისუფალი დრო ჰქონდათ სკოლიდან და უნივერსიტეტიდან. ახლაც, ასე სხვის დაუკითხავად რომ აგდაწყვიტეს წყნეთში წასვლა გაუკვირდა ანას, თუმცა მერე გაიაზრა, რომ ესენი არასდროს არავის ეკითხებოდნენ სად წასულიყვნენ, მხოლოდ ერთმანეთში ათანხმებდნენ გეგმებს. არცერთს არასდროს ჰქონია პრობლემა სადმე წასვლაზე, მითუმეთეს რომ იცოდნენ მათმა მშობლებმა მათი „ერთად მოძრაობის“ შესახებ.
-რა იყო,ან, რა სახე გაქვს?! არ გინდა წყნეთში წამოსვლა?! - გადაუჩურჩულა ანას სახის დანახვით გაკვირვებულმა დინანომ.
კიკნაძეს სუნთქვა შეეკრა, იაშვილის სიახლოვისას. ნაჩქარევად დაუქნია თავი და დაბნეულმა გაუღიმა. დინანოს გულწრფელად გაეცინა მის საცოდავ გამომეტყველებაზე და თავი ვერ შეიკავა, ანას აწითლებული ლოყები რომ არ ეწვალებინა.
-კარგი, წავალთ მაშნ ჩვენ და ერთ საათში ავიდეთ წყნეთში, ხო? - უკვე ფეხზე მდგარმა დინანომ კითხა მეგობრებს.
-ჰო და ტანსაცმელი წამოიღეთ რა, კვირამდე დავრჩეთ იქ. - უპასუხა ნიკამ ისე, რომ ნამცხვირს ჭამა არ შეუწყვეტია.
-არ გაიხრჩო შენი ჭირიმე რა! - თავში წამოარტყა ახარხარებულმა დინანომ ნიკას ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
ლიფტს არ დალოდებიან, სწრაფად ჩაირბინეს კიბეები მეშვიდე სართულიდან და მანქანასტან გაჩერდნენ.
-შენ გაქვს საცურაო კოსტუმი წამორებული თუ არა? - შუბლშეკრულმა დინანომ ჰკითხა ანას და გულში გაეცინა მისი ბავშვური, მორცხვი სახის დანახვაზე. ზუსტად იცოდა მისი ეს კითხვა ანას რომ ეხამუშებოდა, მაგრამ მაინც ჰკითხა.
-არ წამომიღია. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-კარგი მაშინ, წამოდი ვიყიდოთ! - უდარდელად მიუგო იაშვილმა და მძღოლის ადგილზე მოთავსდა.
ანამ სირცხვილისგან აღარ იცოდა რა ექნა და სად წასულიყო, ინატრა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა. როგორია ახლა დინანოსთან ერთად საცურაო კოსტიუმის საყიდლად წასვლა და მისი შენიშვნების მოსმენა ბიკინებზე, რომელში იქნებოდა სექსუალური და რომელი არ მოუხდებოდა...
ანამაც იცოდა იაშვილის ხასიათი და იმასაც ხვდებოდა მართლა არანაირ დისკომფორტს რომ არ შეუქმნიდა ბიჭს მისთვის ბიკინის შერჩევა. პირიქით, მართლაც ეტყოდა ერთი-ორ „მწარე“, სინამდვილეში კი მთელი გულწრფელობით ნათქვამ კომპლიმენტს გოგონას დახვეწილი სხეულსა და სექსუალურობაზე.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მანქანაში ჩაჯდა. ისე მივიდნენ სავაჭრო ცენტრამდე ხმა არ ამოუღია, ან რა უნდა ეთქვა რო?! ანას ერთთავად აბრაზებდა დინანოს საქციელი, მან იცოდა რას გრძნობდა გოგონა ახლა და სულაც არ ანაღვლებდა მისი მდგომარეობა!
საზიზღარი, აუტანელი ბიჭი! - გონებაში ლანძღავდა კიკნაძე თავის სიყვარულს და მაქსიმალურად ცდილობდა ემოციები გაეკონტროლებინა.
უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, ტანსაცმლის რიგებს შორის რომ გაიარეს და უამრავი ფერისა და შესახედაობის საცურაო კოსტიუმები რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა 100%-იანი სიცხადით, მართლა დინანოსთან ერთად რომ უნდა აერჩია ბიკინი და გული შეუქანდა საწყალს. ერთ ადგილზე გაშეშდა და იაშვილს დააკვირდა, რომელიც უდარდელად ათვალიერებდა ქალების სექსუალურ ბიკინებს.
-რა იყო, აღარ აპირებ აქამდე მოსვლას?! არ გვაქვს დიდი დრო... - დაუძახა ბიჭმა და ანიშნა მალე მისულიყო.
ანამაც გაუბედავად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი მისკენ და ისე ჩარგო ცხვირი ჭრელა-ჭრულა საცვლებში თითქოს არ ადარდება თავისი იმჟამინდელი მდგომარეობა. ახლა ყველაფერს ერჩივნა დინანოს მზერას არ წაწყდომოდა სადმე და მის თვალებში კიდევ არ ამოეკითხა ის, რაც არაერთხელ უთქვამს დინანოს მისთვის.
-ეს არ მოგწონს? - ხელში შეათამაშა იაშვილმა შავი ფერის ერთი ციცქნა საცვალი და უბრეტელო ლიფი.
-დინანო, მე 5 ზომა მკერდი ნამდვილად არ მაქვს! - გამოსცრა სახეალეწილმა ანამ და მზერა აარიდა ბიჭს.
-ვიცი, რომ ძროხა არ ხარ და ჯიქანი არ გაქვს! სულაც არაა 5 ზომა, 2-იც არაა მგონი... - ცრემლების წამოსვლამდე გაეცინა დინანოს. კიკნაძემ კიდევ უფრო შეურაცყოფილად და დარცხვენილად იგრძნო თავი.
-იქნებ მარტო დაგეტოვებინე და ჩემით ამერჩია?! - გამწარებულმა ანამ ხელზე უჩქმიტა ახარხარებულ იაშვილს და მზერით „გაანადგურა“.
-დიდი ბოდიში, საყვარელო, მაგრამ ამ სიამოვნების მიღებას ერ ავუკრძალავ საკუთარ თავს! - თვალი ჩაუკრა დინანომ.
გოგოს აღარაფერი უთქვამს. უფრო სწორად, ვერაფერი თქვა. ან რა უნდა ერთქა რო?!
ისევ კოსტიუმის ძებნა განაგრძო. მასზე მეტი გულმოდგინებით ეძებდა იაშვილი.
გაღიმებული ასისტენტი მათთან მივიდა და დახმარება შესთავაზა.
-დიდი მადლობა, მაგრამ თვქვენზე არანაკლებ კომპეტენტური ვარ ამ საკითხში! - ძლივსშეკავებული სიცილით უთხრა უარი დინანომ დამხმარე გოგონას და მხუბუქი ბიძგით ანიშნა წასულიყო. ისიც ცხვირაბზუებული წავიდა.
-უტაქტო ხარ! - წამოსცდა ანას ბიჭის მისამართით.
-ჰო-ო?
-ჰო!
-ჩემს ტაქტიანობა უტაქტობას მე შევარჩევ! შენ კიდე მიდი და ეს მოიზომე! - ხელში მიაჩეჩა მუქი მწვანე საცვალი და რვიანის ფორმის ლიფი.
-შენ ხომ არ გაგიჟდი?! შენი აზრით მე აქ, ახლა ამას თავიცმევ? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა გოგონა.
დინანომ უსიტყვოდ მიიყვანა გასახდელამდე და შიგნით შეაგდო, თუმცა ანა არ აპირებდა დანებებას და ჯიუტად ცდილობდა გარეთ გამოსვლას.
-თუ ძალიან გინდა მეც შემოვალ! - თვალებმოჭუტულმა უთხრა იაშვილმა.
-არც გაბედო! - განწირული ხმით წამოიძახა მან.
-ხოდა, მაშინ შენით ჩაიცვი როგორმე! - ირონიულად ჩაეცინა დინანოს.
-როდის ჩავალთ ერთი წყნეთში, რომ ჩაგახრჩო იმ აუზში! - თვალებიდან ნაპერწკლების ყრით გამოვიდა გასახდელიდან ანა და დინანომ უზომოდ კმაყოფილი მზერის დანახვისას კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი გადაწყვეტილება, მართლაც ჩერხრჩო იაშვილი აუზში.
-იფ,იფ, რა სექსუალური ხარ, ანაა! - თვალები მოჭუტა დინანომ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ისედაც კარგად ნაცნობი სხეული...

6

არის მომენტები, როდესაც უაზროდ ბედნიერები ვართ. არ გვაქვს რამე კონკრეტული მიზეზი ამისთვის, უბრალოდ ვართ და მორჩა! ან სულაც ის გარემო გვანედნიერებს და გვახალისებს, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენს ირგვლივ მყოფებზე ხომ ბევრი რამეა დამოკიდებული, თუნდაც ატმოსფერო და განწყობა, რომელიც გადამდებია.
მიუხედავად 2-3 დღის წინ მომხდარი ამბისა, მაინც ყველა მხიარულობდა. რომ შეგეხედად მათთვის, შეიძლება ზოგს ისიც კი ეთქვა, ამათ გრძნობები არ გააჩნიათ და არაფერზე დარდობენო.
სწორედ ასეთ ბედნიერებას გრძნობდა ანა კიკნაძე ახლა., წყნეთში, სალომეს სახლის მეორე სართულზე მყოფმა, ეზოში შემოსული დინანოს მანქანა რომ დაინახა. არ ვიცი რის ფასად დაუჯდა თავის შეკავება, რომ არ გაქცეულიყო და კისერზე არ ჩამოკიდებოდა ლექციიდან დაბრუნებულს.
ანას გარდა ყველა აუზში იყო დილიდან მოყოლებული, ვერაფრით დაითანხმეს კიკნაძე მასაც ეცურავა. ბოლოს შეეშვნენ, დინანო მოვა და მოგკედავსო, სიცილით ეუბნებოდნენ ბავშვები.
იაშვილი ერთხანს ლუკას ესაუბრებოდა შეზლონგზე მჯდომი, მერე იმ ფანჯარას ახედა, სადაც ანა იდგა. ბოლოს ფეხზე წამოდგა და სახლში შევიდა. ანა გულისფანცქალით ელოდებოდა მის მისვლას, ყოველ წუთს ელოდა, რომ კარებს შეაღებდა და შევიდოდა, მაგრამ არ შესულა. მოწყენილი ანა უზარმაზარ ლოგინზე ჩამოჯდა და კარებს გახედა ნაღვლიანი მზერით.
თავჩაქინდრული ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე. ნეტავ რა ხდება სახლში მისი წასვლის შემდეგ?! იქნებ ლელას ეჩხუბნენ და უჭირს, მან კი არაფერი იცის და იმის მაგივრად, რომ დას ედგეს გვერდით, ის ახლა წყნეთშია დასასვენებლად?!
გულს უღრღნიდა და სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა თავის უმოქმედობას და უსუსურობას. დინანოსაც რომ ტვირთად დააწვა მხრებზე. ნეტავ მალე წავიდოდნენ მისი მშობლები მივლინებაში, ანამ რომ ლელასთან დაბრუნება შეძლოს.
ის-ის იყო თავის დასთან დარეკვას აპირებდა, კარებზე კაკუნის ხმა რომ გაიგო. გულისფანცქალით მივიდა კარებამდე და ფრთხილად ცამოსწია სახელური. მის წინ მომღიმარი დინანო იდგა, რომელსაც სიმკაცრე მაინც არ დაეკარგა და წარბები ჰქონდა აწკიპული ანას საქციელის გამო გაკვირვების და სიბრაზის ნიშნად.
-ანნა! - თვალები გადაატრიალა იაშვილმა. - რატომ არ ხარ ბავშვებთან ერთად?
პასუხად მხოლოდ უდარდელი მხრების აჩეჩვა მიიღო.
დინანოს დაოკებელი სურვილი გაუჩნდა ანას სისხლისფერი ტუჩების გემო გაეგო, მაგრა, სწრაფად „დაბლოკა“ ყველა ინსტიქტი და თავადვე ჩაეცინა თავისავე ქმედებაზე.
-ხვალ საღამოს სახლში ვბრუნდებით, ორშაბათისთვის მოგიწევს ძალების მოკრება და მთელი კვირა დაუღალავად მეცადინეობა... - თვალი ჩაუკრა დინანომ და ცხვირზე მსუბუქად დაჰკრა წკიპურტი. - ცოტა ხანშისამზარეულოში ჩამობრძანდი. - მიაძახა უკვე კიბეებზე ჩამავალმა.
ანამაც არ დააყოვნა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ჯერ სამზარეულოში მოფუსფუსე სალომეს შესთავაზა დახმარება, მკაცრი უარის მიღების შემდეგ კი ეზოში გავიდა ბიჭებთან და კიბეებზე ჩამოჯდა. დინანოს უკვე მოესწრო გამოცვლა და აუზში ჩახტომა.
არასდროს უნახავს ანას ადამიანები, რომლებსაც დაუოკებელი სურვილი და უსაზღვრო სიყვარული აქვთ წყლის მიმართ, მანამ, სანამ ამ სამეგობრო წრეს გაიცნობდა. კარგად იცის მათთვის ზღვა რამხელა მნიშვნელობისაა.
-ყოველთვის არანორმალურად მიყვარდა ზღვა. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა ზღვაში დაიხრჩო, კიდევ უფრო სიახლოვეს ვგრძნობ მასთმ ზღვაში ყოფნის დროს... ვიცი, რომ ილუზიაა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ტალღებს მისი სურნელი მოაქვთ... ასე უფრო მიადვილდება ჩემი ძმის გარეშე ცხოვრება... - უთხრა ერთხელ სალომემ ანას, სანაპიროზე ჩასულს სალომე რომ მარტო დახვდა პლაჟზე.
ნიკას მსგავსად, არც ის გარდაცვლილი ძმა იყო სალომეს სისცლი და ხორცი, მაგრამ თვეების იყვნენ ერთმანეთი რომ „გააცნეს“ მშობლებმა და მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ. ყოველთვის უნდოდა სალომეს ბიოლოგიური და-ძმა ჰყოლოდა, თავისი მეგობრებით კი ამ დანაკლისს ივსებდა, რისი უპირობო გამოვლინებაც ნიკასთან და გარდაცვლილ გიორგისთან ნამდვილი და-ძმასავით ყოფნა იყო.
-ანა, მეჩვენება თუ მოწყენილი ხარ? - ინტერესით ჰკითხა სანდრომ და მის გვერდით დაჯდა კიბეებზე.
-ჰო, რავიცი... ჩემს დაზე ვნერვიულობ... - ჩაიბუტბუტა კიკნაძემ.
-კარგი რა! შენს დას ვერაფერს ეტყოდნენ ისინი. შეგიძლია ნახო და დარწმუნდე, რომ მას არაფერი უჭირს! - თბილად გაუღიმა ბიჭმა და თმებზე მოეფერა.
-შემოეთრიეეეეეეეეეეეეეეეეეეთ! - სამზარეულოს ფანჯრიდან გადმოვარდნაზე მყოფნა სალომემ დაიყვირა და იატაკზე ჩახტა. ბავშვებიც სწრაფად ამოვიდნენ აუზიდან, თავიანთ ოთახებში განაწილდნენ და რამოდენიმე წუთში უკვე თმა გაბურძგნულები უყურებდნენ სალომეს საწყალი თვალებით, რომელიც სამზარეულოს კარებში ჩამდგარიყო და შიგნით არ უშვებდა.
-მოვკვდი, გოგო, შიმშილით! შეგვიშვი ახლა! - თვალები გადაატრიალა ლუკამ.
-არა! - გადაიკისკისა სალომემ.
-ამას დაუწყეთ ახლა ხვეწნა-მუდარა! გამატარე ერთი! - წამოიძახა ნიკამ, წინ გაიჭრა და სალომეს ფეხებში სწვდა, მერე ზურგზე მოიკიდა და სამზარეულოში სკამზე დასვა.
-მიმადლოდეთ! შემოდით ახლა! - სიცილით გასძახა ნიკამ დანარჩენებს.
ანა თვალებგაფართოებული უყურებდა მათ და უკვირდა. ისე უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი..
-ანა სკოლაში ჩემს გვერდით დაჯდება! თქვენ მაინც მოგიშორებთ. -ენა გამოუყო სალომემ ნიკას და სანდროს.
-მე რა შუაში ვარ? - გაკვირვებულმა კიკნაძემ თვალები დაახამხამა.
-პატივი გაქვს, გერქვას ისეთი გენიალური ადამიანის კლასელი, როგორიც სანდრო მეტრეველია, ანუ მე! - გაიჯგიმა სანდრო, რომელსაც დინანოს მუშტი მოხვდა ფერდში.
-რა ვერ გაიგე, ჩვენს სკოლაში გადმოდიხარ, შესაბამისად ჩვენი კლასელი იქნები. - განუმარტა ნიკამ დაბნეულ ანას.
კიკნაძეს ძალიან გაუხარდა. ჯერ ერთი თავისი ძველი სკოლა თავის სახლთან ახლოს იყო და შეიძლება დედამისს ან მამამისსაც კი შეხვედროდა შემთხვევით ქუჩაში. თანაც ახალ სკოლაში სალომესთან, ნიკასთან, სანდროსთან და რუსასთან ერთად ყოფნა კიდევ უფრო ახარებდა. მათი კლასელობა ხო მითუმეტეს.
-აუ რა მაგარია ეე!
-მერე ჩვეეეენ? - თვალებაცრემლებულმა ნიკამ და სანდრომ სალომეს შეხედეს, არადა თავს ძლივს იკავებდნენ რომ არ გასცინებოდათ. - ჩვენს გარეშე გაძლებ მთელი გაკვეთილები? - ნიშნის მოგებით ჩაუკრეს თვალი.
-კლასში არ იქნებით თქვნც?! თანაც , რუსას ეშველება, რასაც ვერ ვიტყვი სანდროზე! - გადაიკისკისა სალომემ და ენა გამოუყო წარბებ შეჭმუხნულ შეყვარებულს.
-მოგივლი მე შენ, მაცადე! - დაემუქრა ის.
ანამ მადლიერი თვალებით გახედა დინანოს და გაიღიმა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ შესანიშნავი ადამიანია იაშვილი და გული სითბოთი აევსო. დინანომ საპასუხოდ თმა აუჩეჩა და უკვე ფეხზე მდგარმა ლოყაზე აკოცა.
ბიჭისთვის ეს სულაც არ იყო გრძნობების გამოხატულება ანას მიმართ. ანას, როგორც მეგობარს ისე უყურებდა, თუმცა ვერაფრით აეხსნა წეღანდელი უცნაური სურვილი, ეკოცნა მისთვის. როგორც სხვა მეგობარ გოგოებთან, ანასთანაც თავისუფლად გრძნობდა თავს და სულაც არ იყო მისთვის ცუდი საქციელი მეგობარი გოგოსთვის ლოყაზე კოცნა და ნებისმიერ თემაზე საუბარი მათთან. სწორედ ამ კატეგორიას მიაკუთვნებდა კიკნაძესაც.
კარების გაღების ხმა რომ გაიგეს ყველამ იქით გაიხედა. ყელამდე ბათინკებითა და ერთი ციცქნა შორტით დორა რომ დაინახეს ყველას გაეღიმა. არა ჩაცმულობაზე, არამედ დორას დანახვაზე. სტილი კი ყველას ერთი ჰქონდა. ასე რომ უცხო არ იყო ქართველ-ამერიკელის 90%-ით მოშიშვლებული სხეული.
-მოვაგვარე ყველაფერი! 3 დღეში მივფრინავ! - შვებთ ამოისუნთქა დორამ და სამზარეულოსაჯენ გაემართა. დინანოს ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა და სკამზე დაენარცხა.
-აბა რას მაჭმევთ? - ინტერესით გადახედა სუფრას, თავისი საყვარელი იაპონური კერძი სუში „მაკი“ რომ დაინახა სიხარულით ტაში შემოჰკრა და ჩანგალი დაარჭო.
-ვაიმე, სალომე, რა გემრიელია! - აღფრთოვანებული აქებდა შიგადაშიგ „შეფ-მზარეულ“ სალომეს და გემრიელად ილუკმებოდა.
ანას ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა უარყოფითი ემოცია დორას დანახვისას. საკმაოდ კარგად იცნობდა მას და იცოდა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო. ერთადერთი რაც მასში არ მოსწონდა, გადამეტებული უკომპლექსობა იყო. შეიძლება გადამეტებული სულაც არა, მაგრამ ანას ასე ეჩვენებოდა, თვითონ ხომ „კომპლექსების დედოფალი“ იყო!
ნუთუ იმიტომ ვერ იტანდა, რომ დინანოს შეყვარებული იყო?! მან ხომ ისედაც იცოდა, რომ დინანოსთან არანაირი შანსი ჰქონდ? აქ არაფერ შეუაში იყო დორა...
როგორმე უნდა დაეძია მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, თორე იაშვილს რომ შეემჩნია, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა... ანას კი მასთან უთანხმოება არ უნდა...
ჭამას რომ მორჩნენ ისევ აუზში ჩახტა ყველა. ანამ ახლაც შეიკავა თავი, რაზეც კიდევ ერთხელ მიიღო ბავშვების საყვედური. თავის ოთახში ავიდა და ლოგინზე ფეხმორთხმული დაჯდა. რამოდენიმეჯერ სცადა ლელასთან დარეკვა, მაგრამ არცერთხელ უპასუხა. რამოდენიმე წუთში მესიჯი მოსწერა ვმუშაობ და არ მცალიაო.
მოწყენილი ტირილის პირას იყო მისული, მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, რომ არ აბღავლებულიყო. ტელეფონს ყურსასმენები მოარგო და Lykke Li - Love Me Like I'm Not Made Of Stone-ს ჩართო. მლოგინზე მოიკუნტა და მუხლის თავები ცხვირს მიაბჯინა. მაინც თავისი გაიტანეს ჯიუტმა ცრემლებმა და ლოყებზე ჩამოგორდნენ...
კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო, სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და რამოდენიმეჯერ ღმრად ჩაისუნთქა. ხმა არ გასცა. ეგონა შემეშვებიანო, მაგრამ კარების გაღების და შემდეგ დაკეტვის ხმა რომ გაიგო, მიხვდა ოთახში მარტო არ იყო. მაინც არ გადაბრუნებულა მისკენ. ჯიუტად ცდილობდა თავი მოემძინარებინა, თუმცა თვითონაც კარგად იცოდა საშინელი მსახიობი რომ იყო.
-სულელური იქნება იმის კითხვა, რამე ხომ არ გაწუხებს-თქო.. მაგრამ ეგრეც არ შეიძლება რა! შენ გგონია ჩვენ პრობლემები არ გვაქვს ან საერთოდ არაფერი გვაწუხებს, ასე მხირულებს ომ გვხედავ?! რა თქმა უნდა ასე არაა, ძალიან ბევრი რამე გვაწუხებს, მაგრამ არ ვაძლევთ პრობლემებს საშუალებას ჩვენზე გაიმარჯვოს და არ ვნებდებით... შენ კიდე ცხივრაჩოშვებული დადიხარ და არც კი ცდილობ კარგად იყო..
ანამ დინანოს ხმა რომ გაიგო სუნთქვაც კი შეწყვიტა. მთელი გულისყურით უსმენდა მას და ცდილობდა მისი არცერთი მოქმედება გამორჩენოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისკენ ზურგით იწვა და ვერ ხედავდა.
-მე არ ვარ თქვენსავით ძლიერი...- ამოიტირა ანამ და კიდევ უფრო მოიკუნტა.
-ნერვებს ნუ მიშლი რა, ძალიან გთხოვ! ადექი ეხლა და წამოდი ქვევით. - გაისმა დინანოს მკაცრი ხმა.
-არ მინდა...
-არ გინდა რა, შოკოლადი კი არ შემომითავაზებია! ჩქარა ახლა, ნუღარ მალოდინებ ტყუილად!
-კარგი რა, დი... - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, იგრძნო, რომ დინანოს ჰყავდა უკვე ხელში აყვანილი და ოთახიდან გაჰყავდა.
-შენ ხო არ გაგიჟდი, დამსვი ახლავე ძირს!
დინანოს არაფერი უთქვამს. ანას უხერხულად ჰქონდა ხელები ჰაერში გაშეშებული, არ იცოდა სად წაეღო. კიბეები ჩაიარეს და პირველი სართულის ჰოლში გაჩერდნენ.
-ჰა რას იზამ ახლა, ჩაგაგდო აუზში თუ შენი ნებით ჩახვალ? - შუბბლი შეკრდა იაშვილმა.
-ჩემით! ჩემით! - წამოიძახა შეშენებულმა ანამ და იატაკზე დახტა.
-ეგრე რა, მაინცდამაინც უნდა დაგემუქრო? - გაეცინა დინანოს. - ჩქარა ჩამოდი იცოდე! - მიაძახა კიბეებზე ამავალ ანას, რომელიც კუპალნიკების ჩასაცმელად მიდიოდა.
რამოდენიმე წუთი ორჭოფობდა, ჩაეცვა თუ არა დინანოს ნაყიდი საცურაო კოსტუმი. ბოლოს რაც არის არისო და ჩაიცვა. მერე სარაფანი გადაიცვა და ფეხშიშველი დაუყვა კიბეებს.
დინანო ისევ იქ იდგა, სადაც დატოვა. დაჟინებით უყურებდა კიბეებზე ჩამომავალ ულამაზეს გოგონას, რომელიც სიმორცხვისგან მზერასაც ვერ უსწორებდა მას.
ენით აუღწერელი სიამოვნება დაეუფლა ანას სრულყოფილების დანახვისას დინანოს. სარაფანშიც კი ეტყობოდა ძალიან წვრილი წელი, შემდეგ კი თეძოები და ფეხები, რომლის ნახვისასაც იფიქრებდთ, საუკეთესო არქიტექტორმა საუკეთესო ყალიბში ჩამოასხაო ულამაზესი ფეხები.
ფეხები, რომელიც თითქოს საოცარი სიფრთხილით დაეხატაო ყველა დროის საუკეთესო მხატვარს მთელს მსოფლიოში. მხატვარს, რომლისთვისაც ეს ნახატი ყველაზე ღირებული და საუკეთესოა...
ანას ეგონა საუკუნედ გაიწელაო დრო, სანამ დინანომდე მივიდოდა... მორცხვად შეხედა საოცრად კმაყოფილ ბიჭს და სიწითლემ გადაუარა სახეზე,
-რა სულელი გოგო ხარ, ანა, საკუთარი თავის ფასი რომ არ იცი... - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა დინანომ და კარები გააღო, ანას გზა დაუთმო, მერე კი თვითონაც გავიდა.
-გვეღირსა როგორ იქნა, საქალბარონე ანას მობრძანება! დიდება შენს გამოჩენას... - დიცილით შეეგებნენ ბავშვები.
-რა უთხარი ბიჭო ასეთი, რომ დაგიჯერა და წამოვიდა ჰა? მთელი დღეა ვეხვეწებით და გარეთ ვერ გამოვატიეთ. - გაიკვირვა ნიკამ.
-მე საკუთარი მეთოდები მაქვს. - გაეცინა დინანოს.
-კი აქვს. - სიცილით დაეთანხმა დორაც და აუზში ისკუპა.
ერთი სიკვდილი იყო ანასთვის სარაფნის გახდა. ძლივს დაარწმუნა თავისი თავი, რომ არ უნდა რცხვენოდეს ამათთან და სარაფანი გადაიძრო.
დინანოს ძარღვებში სისხლი გაეყინა კუპალნიკების ამარა მყოფი ანას დანახვისას. ისე უხდებოდა მის რძისფერ კანს მუქი მწვანე ფერი, საოცარ ეფექტს ქმნიდა საერთო ჯამში. ნებისმიერ ტოპ-მოდელს შეშურდებოდა ანას ტანის.
ბიჭებმა ერთი შეხედეს ანას, მერე დინანოს მოგუდულ, კმაყოფილებისგან მომცინარ სახეს შეავლეს თვალი და აუზში გადახტნენ...
ავტორი: ჭორფლიანი გოგონა — ჭორფლა ჭორფლა-თან ერთად მონიშნულები




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent