ვნება (მეოთხე ნაწილი)
დარწმუნებული ვარ,ოთახში ზის და მელოდება როდის შევაღებ კარს და ვთხოვ პატიებას,მაგრამ წყალი უკვე დუღს ფინჯანში ჩავასხი და კოვზით მოვურიე რომ შაქარი კარგად გალღვეს,შემდეგ ავიღე და მაგიდასთან მივიტანე,ჩამოვჯექი და ფინჯანი წინ დავიდგი.მინდა დავტკბე დროებითი მარტოობით და აღარ ვიფიქრო რომ ცოლი მყავს,რომელიც გათხოვებამდე სხვანაირი იყო,უფრო თბილი,მზრუნველი,ახლა კი ყველაფერი პირიქითაა,მხოლოდ ის უნდა რომ სახლში გვიან არ დავბრუნდე,სხვას არაფერს მეკითხება,ყველაფერი აღიზიანებს დედამიწის ზურგზე და მუდმივად შეწუხებულია,მისი ღიმილი დიდი ხანია ჩემს თვალთახედვას მოსწყდა. არ ვიცი,იქნებ ვცდები და ყველაფერი ჩემი ბრალია,ისიც რომ მეგი ძალიან ცივი გახდა,იქნებ მეც ძალიან გავცივდი მასთან მიმართებაში.აღარ მინდა ვიფიქრო,დავლევ და გარეთ გავალ,იქნებ სუფთა ჰაერმა მაინც მიშველოს. _ _ -დედა,წავედი -სად მიდიხარ?-კართან ვდგავარ უკვე,ისიც მიახლოვდება ,-წვიმას აპირებს,ასეთ ამინდში გარეთ როგორ გადიხარ? -წვიმა მიყვარს,არაფერი მომივა,დამშვიდდი,სახლში ყოფნით ძალიან დავიღალე და ცოტახნით გავალ,-ჩვეულ ვუჩმიტე ლოყაზე.გაეცინა და ხელი ხელზე გადამისვა. -კარგი,მაგრამ დიდხანს არ გაჩერდე -არა,მალე დავბრუნდები,-მივუგე და კარი გავაღე,-დროებით,-გავეკრიჭე და გამოვედი სახლიდან,კიბეები მშიდად ჩავიარე და სექტემბრის გრილ ქუჩას შევერიე. ყურსასმენები გავიკეთე და ტროტუარს გავუყევი,თან მუსიკას ავყევი -“say you love me“,ტანიც ავაყოლე,თვალები დავხუჭე,სრული ნეტარებაა,მაგრამ ერთი რამ აკლია,ნეტავ რა? რა თუ ვინ? ნეტავ ცალი თვალით დამანახა ახლა რას აკეთებს,მე ხომ არც კი ვიცი ვინაა,თანაც როგორ გაუმართლა,რომ შემხვდება მიხვდება.ჩემზე მაღალი იქნება,თუ ჩემი ტოლი,ბებერი თუ ახალგაზრდა,ალბათ ჩემხელა იქნება,იუმორის გრძნობით სავსე,ეყვარება შოკოლადი და ღამით მთვარის ყურება,დილით ჩაის დალევა ორი კოვზი შაქრით.ღმერთო,რამდენს ვფიქრობ,იქნებ შემიბრალო და ცოტახნით მაინც მანახო,ხოუნდა ვიცოდე ვის უნდა გავყვე ცოლად. ისევ -“say you love me“,ნეტავ გამვლელები რას ფიქრობენ?რაც უნდათ ის იფიქრონ,მე განტვირთვა ასე ვიცი. * * * ალბათ მეჩვენება,ხო როგორ არა,ის ვერ იქნება ჩემს ქუჩაზე და ვერ იმღერებს. ნამდვილად ისაა,გავაჩერო? მაგრამ რისთვის,მიზეზი ხომ უნდა მქონდეს რომ მასთან ახლოს მისვლა შევძლო,მეც რომ ავყვე? უკვე ძალიან ახლოსაა,მე კი უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებ,ვიგრიხები და ვიცი საშინელი დასანახი ვარ,ცეკვა არასოდეს მიცდია.ამის დანახვაზე ჭიანჭველა არ მოვა ჩემამდე,რომელ ქალზეა საუბარი. მაგრამ მგონი გამიმართლა,ის გაჩერდა და დამცინავი გამომეტყველებით დამაკვირდა,ყურსასმენები მოიხსნა და უფრო ახლოს მოვიდა. -ისე ცეკვავთ,როგორც დაბოლილი ბულბული,-სიცილით მითხრა მან -გინახავთ ბულბული,რომელიც დაბოლილია და თან ცეკვავს?-ვკითხე და მეც გამეცინა -დიახ,-თავი დამიქნია-ჩემს წინ დგას,-თქვა და ისევ გაიკრიჭა.ზედმეტად საყვარელია. -დამიჯერებთ თუ გეტყვით რომ თქვენს მოხიბვლას ვცდილობდი?-პირი მოკუმა და სერიოზულად შემომხედა -ამ ცეკვით?-ძლივს იკავებს თავს რომ კიდევ არ გაეცინოს -მოხიბვლის რა გითხრა,მაგრამ ინტერესი ხომ მაინც გამოიწვია -ვიხუმრე,უბრალოდ თქვენს ცეკვას ავყევი,კარგად გამოგდის -ცეკვა არ ვიცი,მუსიკას ავყევი,-ტუჩის კუთხეში ნაოჭები გაუჩნდა,სულ ცოტაც და ისევ მოაღებს პირს. -ხომარ გეჩქარება სადმე?-უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია -ჩვენ ადრეც შევხვედრილვართ? -კი,ბევრჯელ,-ვუპასუხე მე,ის ერთხანს ჩაფიქრდა. -ბარში,-წამოიყვირა უცებ და თითქოს რაღაცამ შეაშინა,უკან დაიხია. -არა მარტო,-მივუგე და მეც დავიხიე,მგონი ჩემი სიახლოვით ძალიან შევაწუხე. -კიდევ სად?-ეჭვნარევი ხმით მკითხა და თავი ჩახარა -წვიმაში,ავტობუსში -წვიმაში?-გაკვირვებით იკითხა -შენ გამაფრთხილე? -კი,-ვუპასუხე მეც.ვგრძნობ ორივე ძალიან შევიბოჭეთ და ფიქრებით სრულიად სხვაგან წავედით,არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო,ამიტომ სადმე წავიყვან,სადაც დავსხდებით და მშვიდად საუბარს შევძლებთ,მინდა მასზე ყველაფერი გავიგო. -ერთი წუთით,ახლავე მოვალ,-ტელეფონზე დაურეკეს და მოშორებით გავიდა საპასუხოდ.თვალი არ მომიცილებია,ინტერესმა შემიპყრო ვის შეიძლება რომ ელაპარაკებოდეს,ქმარს? საქმროს? შეყვარებულს? დედას ? რომ მოვა ვკითხავ იმედია უტაქტობაში არ ჩამომართმევს,-მნიშვნელოვანი ზარი იყო და,-თითქოს შერცხვა ჩემი,მორიდებით მითხრა -არაუშავს,თუ არ გეწყინება ერთ რამეს გკითხავ -გისმენ! -ვინ იყო?-დაიბნა,წარბები შეჭმუხნა და მარჯვენა ხელი თმაში შეიცურა -კურსელი,-ამოისუნთქა და მშვიდად მიპასუხა,მგონი გადავრჩი -რატომ დაგაინტერსდა? -ისე,უბრალოდ,ჩაის სახლში ვაპირებდი შევლას ჩემი მეგობარი მუშაობს და ხომ არ წამოხვიდოდი? -უარი რომ გითხრა გეწყინება? ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წუთია გიცნობ,ნუ შეწუხდები -არ ვწუხდები,თხოვნაა,-ისევ გაეცინა.ღიმილი ძალიან უხდება,მუქი მწვანე თვალები უცნაურად უელავს და ცხვირი სასაცილოთ ეჭმუხნება. -დრო ძალიან ცოტა მაქვს,ახლოსაა ჩაის სახლი? -ტაქსით წავიდეთ,-ისევ შეყოყმანდა-რაიყო გეშინია?-თითქოს მივუხვდი მის შეშფოთების მიზეზს -ტაქსის,-ბუტბუტით თქვა და ქვედა ტუჩზე იკბინა. -მე კი მეგონა რომ ჩემი,შვებით ამოვისუნთქე -არა,-ღმერთო როდის შეწყვეტს სიცილს,მინდა მაგრად ჩავეხუტო და გავჭყლიტო,მის დაკლაკნილ წაბლისფერ თმებში თითები შევასრიალო. -სულ ასეთი ბედნიერი ხარ? -კი,-დაუფიქრებლად მიპასუხა -ვითომ? შენს ცხოვრებაში არ არსებობს ტკივილის მიზეზები?-ერთი შეხედვით არაფერი შეტყობია,მაგრამ გამომეტყველება ოდნავ იცვალა -ტაქსის გააჩერებთ თუ ჩემი გზით წავიდე? -გავაჩერებ,-ვუპასუხე და ტრასისკენ მივბრუნდი. _ _ რატომ გავჩერდი რა მინდოდა,უნდა ჩამევლო უხმოდ,ესღა მაკლდა.ჩემთვის ხომ ის ამაზრზენია,რომ ვხედავ შიში მიპყრობს.მუსიკამ იმდენად გამაბრუვა ვერ გავიაზრე რა გავაკეთე.ახლა უკვე გვიანია,მე მას ჩაის დასალევად მივყვები.ტაქსიც გააჩერა უკვე და კარი გამიღო უკან,ჩავჯექი და რატომღაც ვიფიქრე რომ ისიც გვერდით დაჯდებოდა,მაგრამ მძღოლის გვერდით დასკუპტა და შვებით ამოვისუნთქე. მე ვზივარ მანქანაში ვიღაც კაცთან ერთად,მისი სახელიც კი არ ვიცი,თუმცა არც მან. გაბრუებული ვეყრდნობი შუბლით ფანჯრის მინას და თვალებს ვხუჭავ,ვცდილობ ცოტახნით სხვაგან წავიდე,მაგრამ რადიოს ხმა ხელს მიშლის. -ყველაფერი კარგადაა?-ჩემსკენ ბრუნდება -კი,მალე მივალთ?-შეწუხება აღარ დავფარე,ტრანსპორტში დიდხანს ყოფნა ცუდად მხდის,დრამინას სულ თან ხომ არ ვატარებ. -კი,-მიპასუხა და ისევ შებრუნდა.ფანჯარას შუბლი მოვაცილე და მინა ჩამოვწიე,სიგარეტის სუნით გაჟღენთილ მანქანაში სუფთა ჰაერი შემოვუშვი. კიდევ ათი წუთიც და მოთმინების უნარს დავკარგავ,-აქ შეაჩერეთ,-ძლივს გავიგე სიტყვა გაჩერება და გამოვფხიზლდი.მძღოლმა როგორც კი გააჩერა მანქანა კარი გავაღე და გარეთ ვისკუპე -ასე ძალიან გეჩქარება? -გადმოდის ისიც და გვერდით მიდგება პ.ს გადავიწვიი ძალიან. შეაფასეთ და არ გაბრაზდეთ ასე რომ შემცირდა თავები,უბრალოდ დავიღალე მაგრად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.