შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება (4)


8-09-2016, 14:22
ავტორი მომწვანო
ნანახია 2 488

უცბად უკნიდან ვიგრძენი ვიღაცის ხელების შეხება, ლუი მეგონა და მეც მისკენ შევტრიალდი, თუმცა ხელებში ჰარი შემრჩა. თვალისმომჭრელად მიღიმოდა როგორც მას სჩვევია. ჰარიმ მის მკერდს ამაკრო და ისე გავაგრძელეთ ცეკვა. ეს ერთმხრივ ალკოჰოლის ბრალიცაა მასთან ასე უპრობლემოდ რომ ვცეკვავ. მან თავი კისერში ჩამირგო და სურნელი შეისუნთქა. მის ამ ქცევაზე ტაომ დამაყარა... ის კი თავისას აგრძელებდა. შემდეგ სველი კოცნების დატოვება დაიწყო. გამოვფხიზლდი და მას მოვშორდი. სახეზე გაკვირვება დაეტყო. ზურგი ვაქციე და საპირფარეშოში წავედი. ნიჟარას ხელებით დავეყრდენი და სარკეში საკუთარ ანარეკლს დავუწყე ყურება.
-ბელ, რა გემართება მაგ იდიოტთან?
-იდიოტი სულაც არ ვარ-გავიხედე და კარებთან მდგარი მომღიმარი ჰარი დავინახე.
-შენ აქ რაგინდა?
-იქნებ ამიხსნა რატომ გამომექეცი?
-იმიტომ რომ ასე მინდოდა. ახლა კი წადი.
-არ წავალ. მაინტერესებს რატო არ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა. თანდათან მიახლოვდებოდა და მეც უკან-უკან მივდიოდი. უკვე ძალიან ახლოს იყო. რომელიმეს ხმა რომ ამოგვეღო ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა, რაც ასე ძალიან მინდოდა. გულში ვფიქრობდი, რომ მალე ეკოცნა. არ ვიცი ჩემი აზრები წაიკითხა თუ რაიყო, მაგრამ მხეცივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. არვიცი ფხიზელ მდგომარეობაშიც თუ ვაკოცებდი, მაგრამ ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ვხვდებოდი, რომ უკვე უნდა გავჩერებულიყავით. თითქოს გამოვფხიზლდი და მას მოვშრდი/
-ეს..ეს დაივიწყე რაც მოხდა! და აღარ მომეკარო-დავუყვირე და წამოსვლა ვცადე, თუმცა დამიჭირა და მისკენ მიმატრიალა.
-რაიყო არ მოგეწონა ჩემი კოცნა?
ისევ ტუჩებისკენ გამოიწია, მე კი გავარტყი. როგორც ჩანს ამას არ მოელოდა. მწვდა და კელეს მიმაჯახა.
-იცოდე მეორეგ ეგ აღარ გაიმეორო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ძალიან ხმამაღლა დამიყვირა
-თორემ რა? გამარტყავ?-მეც არ დავუკელი.
-არა ხელს არ გაგარტყავ-ტუჩებს დააცხრა და ძალიან ვნებიანად მაკოცა
-აი ამას ვიზავ და მეტსაც. ეს მითხრა და გავიდა. ადგილზე გავიყინე. კლუბი დავტოვე და სახლისკენ ნელა გავუყევი გზას. კარას მივწერე, რომ ცუდად ვიყავი და კლუბიდან წავედი, თორემ ინერვიულებდა. ყურსასმენები გავიკეთე, რადგან მუსიკა ყოველთვის განტვირთვას მიკეთებს. ქუჩაში მარტო ვიყავი, ასერომ მუსიკებს ავყევი და ბოლო ხმაზე სიმღერა დავიწყე, თან ვცეკვავდი. გიტარის დაკვრისას მეც ვაჯავრებდი, ვითომ მასზე ვუკრავდი. ამ მოძრაობებში ერთი ყურსასმენი გამომძვრა დასიცილის ხმა გავიგე. შევბრინდი და ჰარი დავინახე, რომელიც იღიმოდა და თან ტაშს უკრავდა. მუსიკები გამოვრთე და ზურგი ვაქციე.
-ისე მაგრად მღერი-დამეწია და სიცილით მითხრა
-რატომ გამომყევი? ალბათ ამანდა გელოდება.
-შენ რა ეჭვიანობ?-ეშმაკურად შემომხედა.
-აჰაჰ... მეტი საქმე არ მაქვს.და საერთოდ რატომ მითვალთვალებდი?
-იმიტომ რომ ასე მინდოდა.რატომ წამოხვედი კლუბიდან?
-აა კიდევ მეკითხები?კარგად დაფიქრდი. ახლა კი მომშორდი. უკვე სახლთან ვიყავი. პირდაპირ შევედი ისე, რომ ჰარისთვის არაფერი მითქვამს. ტელეფონზე კარამ დამირეკა.
-ბელს რაგჭირს?უკეთხარ? სახლშიმიხვედი?
-კი კი კარგად ვარ.შენ წამოხვედი უკვე?
-კი მე და ნიკი წამოვედით. ცოტა გავისეირნეთ ამწამს შემოვედი
-ვაუ..გილოცავ
-ისე შენ და ჰარის შორის რამე ხდება?
-ნუ გამახსენებ მერე მოგიყვები დაწვრილებით.ახლა მეძინება
-კაი სიხარულო დაისვენე
***
დილით ზარის ხმამ გამაღვიძა. ალბათ დედაა. პირდაპირ ავდექი დაქვევით ჩავირბინე. ხალათიც არ მომიცვამს. კარები გამოვაღე თუ არა კინაღამ სანთელივით დავდნი. მე ახლა ნახევრად შიშველი ვიდექიჰარის წინ და საშინლად მრცხვენოდა.
-შ...ენაქრასაკეთებ?-წამოვიკნავლე და ხელების ფათური დავიწყე. ის კი იცინოდა და თვალებზე ხელებს იფარებდა
-დილამშვიდობის მზეთუნახავო-სიცილით მითხრა.თუმცა მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავდი
-დაყრუვდი?აქ რასაკეთებ მეთქი-კარებს ამოვეფარე, რადგან მოკლემაისურის, ღია ფერის ტრუსისა და ნასკების გარდა არაფერი მეცვა.
-შენთან მინდოდა მოსვლა რომ ბოდი...
-დროზე შემოდი-ვუთხარი თუ არა ხელი ვტაცე და შიგნით შემოვაგდე, რადგან დავინახე როგორ ელაპარაკებოდა დედა მეზობელს.ახლა რომ ჰარი აქ დაინახოს ნამდვილად სხვა რაღაცას იიფიქრებს.
]-ვაუ..ტუჩზე იკბინა. იცი მგონი შიშველიხარ
-იქითგაიხედე-ვუბრძანე და ახლა ორივე ზურგით ვიდექით.ჰარი ხმამაღლა ხითხითებდა. ფანჯრიდან დავინახე როგორ შევიდა დედა მეზობლის სახლშიდა მეც შვებით ამოვისუნთქე.
-იცი ასე გაცივდები-მალევე დასერიოზულდა
-მერე შენრა?-ვეუხეშე
-არაფერი.ასეც სიამოვნებით გიყურებ. ხელი მხარზე ვკარი და კიბეებზე გავიქეცი
-საყვარელი საცვალია-მომაძახა.ღმერთო რა სირცხვილია. ოთახში შევვარდი თუ არა გრძელი მაისური და შორტი ჩავიცვი. შემოვბრუნდი და კარებში მდგარი ჰარი დავინახე.
-მოიცა შენ რა მიყურებდი?
-არა ახლაა მოვედი.ვერ მოვასწარი-ძალიან იმედგაცრუებულმა მითხრა -ვხედავ ჩაცმაც გიხდება
-მეტყვი აქ რასაკეთებდი?
-ვაკეთებდი?რატომ წარსულ დროში მე ხომ ისევ აქ ვარ?-თქვა და მომიახლოვდა.გუშინდელი კოცნა გამახსენდა და ავხურდი
-სახლში მარტოხარ?
-ჰო-ამოვიზმუვლე
-ეს შენი ოთახია?-სიტყვის თქმაც არ მაცალა ისე შემოიჭრა და ჩემს ფუმფულა საწოლზე დაებერტყა.-მმ კარგი საწოლია.-ბალიშში თავი ჩარგო და სურნელი შეისუნთქა. ნამდვილად გიჟია
-ჰარი ახლავე წადი აქე...-სიტყვაც არ მქონდა დამთავრებული, რომ კარზე ზარის ხმა გავიგე
-იზაბელ მევარ საყვარელო გააღე
-ოღონდ ეს არა! ჰარი წადი აქედან. დედაჩემმა არუნდა დაგინახოს
-რომ დამინახოს რა?ვის არ გაუხარდება ჩემნაირი სიმპატიური ბიჭის დანახვა
-ბელს..კვლავ გავიგე დედაჩემის ხმა.
-იცოდე აქედან არ გამოხვიდე.ახლავე ამოვალ და რამე მოვიფიქროთ-კარადაში შევაგდე და კიბეებზე დავეშვი
-ძვირფასო ხომ კარგადხარ?სად იყავი?-მკითხა დედამ როდესაც კარი გავაღე.
-ამმ..გვიან გავიგე. კარგი ავალ წყალს გადავივლებ
-კარგი საყვარელო
ძლივს ამოვაღწიე ოთახში. კარადა გავაღე მაგრამჰარი იქ აღარიყო. გიჟია ეს ბიჭი სად წავიდა. სააბაზანოში შევიხედე და პირზე ხელები ავიფარე რომ არ გამცინებოდა.
-ვაუ ეს რა არის? ,,Sweet Dreams” სასაცილოა-ჰარის ჩემი წარწერიანი საცვალი ეჭირა და ხითხითებდა.შემდეგ ჩემს ლიფს დაწვდა.
-ოხ ბელს ეს რა არის?ეს ხომ მეც ჩამეტევა-თქვა და ლიფი მოიზომა. მე კი სიცილი წამსკდა და მანაც შემომხედა.
-რა ჯანდაბას აკეთებ ჰარი?
-დედაშენმა იცის რომ კარადაში მაღალ სიმპატიურ ბიჭს მალავ?-წარბების თამაშით მითხრა.
-ოხ ჰარი რადროს ხუმრობაა.-ფანჯარასთან მივიყვანე-ერთადერთი გამოსავალია
-შენ რა გგონია აქედან გავფრინდები?
-გინდა გაფრინდი გინდაც პარაშუტით გადახტი ოღონდ აქედან მოშორდი.
-კარგი ჰო-ამოიბურტყუნა დ აფანჯრის რაფიდან გადახტა.პირდაპირ ბუჩქებში ჩავარდა. შეშინებულმა გავხედე, ის კი წამოდგა და ტანსაცმელი ჩამოიბერტყა.
-კარგად ჰარი-გავუღიმე
-კარგად პატარავ -პატარავ? ჰმმ მესიამოვნა მისი ეს სიტყვა.
***
სკოლის პერიოდი ნელ-ნელა იწურება. ერთ კვირაში გამოსაშვები გაქვს, თუმცა მანამდე მეგობრები ტყეში მივდივართ შაბათ-კვირას. დღეს უკვე პარასკევია. ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე გათენდეს
***
დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. წყალი გადავივლე, გავემზადე, დედას დავემშვიდობე და ბარგით გამოვედი. სწორედმაგ დროს ჰარიც გამოვიდა. გამიღიმა და ხელით მანიშნა მივსულიყავი. მეც მასთან მივედი და მანქანით კარასთან მივედით, სადაც ბავშვები უკვე შეკრებილიყვნენ. მანქანებში გავნაწილდით და წავედით. გზად ბავშვებმა მე და ჰარის სუპერმაკეტში გაგვგზავნეს. ამანდა რომელიც ძალით ჩაეკვეხა შურით სკდებოდა. მე და ჰარი შევედით სუპერმაკეტში და ალკოჰოლის განყოფილებისკენ წავედით. უამრავი რამ ვიყიდეთ და ტრასას დავადექით.
-გამოგართმევ-შემომთავაზა ჰარიმ, როცა შეამჩნია, რომ ლუდებით დამძიმებული ჩანთა ძლივს მომქონდა. როცა გავუწოდე ჩანთიდან ჩიფსი გადმოვარდა
-ჰარი აიღერაა
-რა ავიღო?
-ჩიფსების პარკი-ჩიფსზე მივანიშნე
-არა-თავი გააქნია
-მომეცი ჩანთა და აიღე!
-შენთვითონ-თავისას არ ეშვებოდა.მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჰარის შევუბღვირე. მან ჩაიცინა, ჩემს მოკლე კაბას შეხედა, ტუჩზე იკბინა, ჩანთა აიღო და გზა გააგრძელა
-შენი აზრით ეს სასაცილო იყო?-უკან გავეკიდე
-კი
-და მერომ არ გამეცინა?
-მერე რაა მთავარია მე გამეცინა.ჰარიმ წარბები აწია
-ხუმრობას თუ ამბობ ყველას უნდა გაეცინოს.
-არა მთავარია ვინც ყვება იმას გაეცინოს.მსმენელი მსმენელია. ვინც ყვება პირველ რიგში იმას უნდა მოსწონდეს თავისი მონათხრობი
-კარგი ჰო ჰარი თავიამტკივდა რეებს ბოდიალობ
-ისა და ბევრი დაგვრჩა?ვკითხე 10 წუთის შემდეგ
-რა იყო არ მოგწონს ჩემთან ერთად?
-სიმართლე ვთქვა არა-თავი გავაქნიე
-კარგი რაა ერთი შუტკის გამო უნდა მომკლა?-უკვე ძალიან მაღიზიანებს. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით. 10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით
-მოვედით ბელს გეშველა-მითხრა თუ არა მაშინვე გარემოს მოვავლე თვალი.პატარა, მაგრამ ულამაზესი ტბა იყო. იქით ტყე. ტყის ნაპირას ბავშვები ისხდნენ. ცეცხლი დაენთოთ.
-როგორც იქნა !-დაიძახა ნიკმა და ყველამ ჩვენ გამოგვხედა
-აბა რა მოიტანეთ?-გვკითხა კარამ და პარკებში ძრომიალი დაიწყო
-როგორც ჩანს დღეს კარგად გავერთობით.ბელსი ხომ დალევ?
-ამმ..ალბათ ცოტას-ვუთხარი და ცეცხლის გარშემო კუნძზე ჩამოვჯექი. ლუი რაღაც ისტორიებს ყვებოდა, ვითომ საშიშ ისტორიებს თუმცა პირიქით იყო. დრო დადრო ისეთ ხმებს გამოსცემდა სიცილით ვკვდებოდით. შემდეგ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშეთ.
პირველები ლუი და ჯეიკი ამოვიდნენ. ჯეიკს მოუწია ტბაში გადამხტარიყო. ნიკმა ამოსუნთქვის გარეშე დალია მთელი ლუდი. როდესაც მე და ამანდა ამოვედით ამანდამ ლუდის ბოთლი გადაისხა თავზე. მე კი სიამოვნებით ვუცქერდი. შემდეგ ჰარი და ამანდა ამოვიდნენ
-ჰარი სიმართლე თუ მოქმედება?
-ჰმმ მოქმედება
-მაკოცე



№1  offline წევრი Merri

მოკალით ეს ამანდა რაა.. :D :D :D :D მაგარი თავი იყოო ძააანნ ..მალე დადე შემდეგიიი heart_eyes

 


№2  offline წევრი მომწვანო

Meri Vaxtangadze
მოკალით ეს ამანდა რაა.. :D :D :D :D მაგარი თავი იყოო ძააანნ ..მალე დადე შემდეგიიი heart_eyes

მადლობა ვეცდები მალე დავდო kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი მელიტონი

ვაა ძაანმაგარია მალე დადე გთხოვ

 


№4  offline წევრი მომწვანო

მელიტონი
ვაა ძაანმაგარია მალე დადე გთხოვ

მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent