უკანასკნელი სიმღერა 2
ის დღე რარაცნაირად გადავაგორე... დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე.. არვიციი რისი ბრალია, იქნებ ზღვის ჰაერმა იმოქმედა, თუ მამასთან რომ ვარ იმან... ძლივს წამოვდექი, სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და მისაღებში გავედი. მაგიდაზე წერილი ვნახე, მამასგან ,,საყვარელო, ომლეტი ტაფაზე დევს,წვენი მაცივარშია სუფთა თეფშებს და ჩანგლებს ადვილად მიაგნებ. მე და ლუკა სათევზაოდ გავედით.. აბა შენ იცი, არ მოიწყინო ჩვენს მოსვლამდე.“ ჩამეცინა, დიდიხანია მამისგან ასეთი თბილი წერილი არ მიმიღა. მამის რჩევას მივყევი და ვისაუზმე. ცოტა ოთახებიც შევათალიერე, მარტოხელა კაცს შეესაბამებოდა, ჭურწელი დაურეცხავი, ოთახები დასალაგებელი, რვეულები, წიგნები, ფურცლები მიყრილმორილი იყო. მეც უსაქმურად ვიყავი არ ვიცოდი რა მექნა. ,,იქნებ სახლი დავალაგო“ ,,იქნებ საჭმელი მოვამზადო“ ბევრი ფიქრის შემდეგ დავიწყე სახლის დალაგება. პირველი რაც გავაკეთე მამის ფურცლები რვეულები და წიგნები თაროებში შევალაგე. ყურადღბა ვარდისფერმა ყუთმა მიიქცია, გავხსენი და თვალებს ვერ ვუჯერებდი... რამდენი წერილია... მარკა აკვრია რატომ არაა გახსნილი? მისამართს დავხედე და მივხდვი რაშიც იყო საქმე. მაგრამ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში. კი მაგრამ რატომ? ის თუ ჩემთვის წერილებს წერდა რატომ არ მიგზავნიდა? პირველივე კონვერტს დავავლე ხელი და გავხსენი. ,,ძვირფასო ე (ბავშვობიდან მე და მამა ასოობანას ვთამაშობდით... ანუ სახელების ნაცვლად მხოლოდ პირველ ასოს ვეძახდით) ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე. ალბათ გაიზარდე და მშვენიერი გოგონა გახდი. წარმომიდგენიხარ... მაღალი, შავი თმით, ღია თაფლისფერი თვალებით და ლოყაზე ნაჩხვლეტებით. საშინლად მენატრებით ლუკა როგორაა? ალბათ დიდი ბიჭია უკვე. ოცნება აიხდინა? ფეხბურთელობაზე რაქნა? არვიცი რა გითხრა მიყვარხარ და მენატრები. შენი დ“ ეს მისი პირველი წერილია. კიმაგრამ რატომ არ მიგზავნიდა. წერილებს შევეშვი. ჩემი MP3ჯიბეში ჩავიდე სიმღერები ჩავრთე და დალაგება გავაგრძელე. რომ მოვა მოვთხოვ პასუხს. ყველაფერი დავაწკრიალე ბოლოს საჭმელიც გავაკეთე და მეც საპასუხო წერილი დავუტოვე მამას მაგიდაზე. ,იქნებ გაგიხარდეს.“ შემდეგ კი დაღლილს სავარძელში ჩამეძინა(ამდენი არასდროდ მილაგებია)... ორივენი ხმაურით შემოვიდნენ სახლში მაგრამ ისეთი დღლილი ვიყავი თვალების გახელის თავიც არ მქონდა. ის მიუხედავად რომ ნახევრად მეძინა მათი საუბრის გარჩევა არ გამჭირვებია. -მამა ნახე... ენის სავარძელში სძინავს. -მივხვიდ რატომაც. ალბათ დაიღალა -რა დაღლიდა -სახლი დაულაგებია. გაზქურაზე ქვაბით საჭმელია. ნეტავ რა გააკეთა? არაფერი არ მქონდა მაცივარში.. -მაღაზიაში ვიყავი. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი. -ასე ჩემგამო მოიქეციი? -ვცდილობ ურთიერთობა დავალაგო. ახლა კი მეძინება იქნებ თავი დამანებოთ ორივემ -მამა ნუ დარდობ ესეთია.. როცა ეძინება შეუძლია შეგჭამოს თუი არ დააძინე ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა. მე კი ავბარბაცდი და ჩემს ოთახში შევეთრიე. -------------------------------------------------------------------- დილით ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე. შვიდი იყო. ასე ადრე ალბათ იმიტომ გამეღვიძა რომ გუშინ ადრე დავიძინე. სამაგიეროდ დღს ვივარჯიშებ. სპორტულ ფორმებში გამოვეწყვე, MP3-ში coldplay-ის მუსიკა ჩავრთე და გავეშურე სარბენად. ისე კარგია. დილით ზღვის სუფთა ჰაერზე ვარჯიში.უცებ ტელეფონმა დამიბზრიალა. -ხო დათო -სად ხარ დილის რვა სააზე? -ვვარჯიშობ -მერე გაფრთხილება არ სჭირდებოდა? -ოო კაი რა პატარა აღარ ვარ. -ეგ რა უშაშია? გახსოვდეს სახლში მამაშენია და შენზე ნერვიულობს -კარგი კარგი -როდის დაბრუნდები? -ალბათ მალე -მალე გთხოვ, თორე საჭმელი გაცივდება... -კარგი უკან მოვბრუნდი და ვიღაც ბიჭს შევეჯახე. ნეტავ ასე რამ გაამწარა, რა მწარედ დამეჯახა. -ჰეი შენ... რო დამეჯახე ან წამოდგომაში დავეხმარები ადამიანს ან ბოდიშს მოვუხდი. -მე ბოდიშს არავის ვუხდი. -ჰეი, ხეპრე.... -არ გაბედო მეორედ ხეპრეს დაძახება თორე გაგსრისავ. -გგონია შენი ფიზიკურობით შემაშინებ? -ჩემი ფიზიკურობით რავის ვაშინებ. უბრალოდ იცოდე მე ალექსანდე სამხარაული ვარ. -ვითომ რა? ვინ მიგდიხარ საერთოდ? -ეგ შენს იდიოტ მამას კითხე. -ჰეი შენ.. მეორედ არ გაბედო მამაჩემზე ასე ამზერით საუბარი. -რატომ ვითომ... შენ არ ხარ ის შვილი რომელიც მიგატოვა და აქეთ გამოიქცა? შენ არ ხარ ის გოგონა რომელიც უმამოდ იზრდებოდა მთელი სამი წელი და ძმა გყავს, რომელსაც ოცნებები მამის გამო დაემსხვრა? -მოკეტე შე ლენჩო! მთელი ჩემი ძალით გავარტყი და შებორძიკდა. ეს რა ძალა მქონია და არ ვიცოდი..:/ მეორედ გაბედავ ასე საუბარს და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -შენ ჯობია მეორედ აღარ შემხვდე! -გაქრი აქედან შე კრეტინო -ახლავე პატარავ. და თუ გგონია რომ ამას ასე უბრალოდ შეგარჩენ შემცდარხარ. დამეკკარგეეეეე!!!!!!! სახლში გაბრაზებული ავედი, რაც მამას არ გამოპარვია. -ენი რამოხდა -არაფერი დათო -ენი შეეშვი ამ დათოს ძახილს, არ შეგიძლია მამა დაუძახო? -ლუკა შენ მოკეტე! -ლუკა შეგიძლია დაგვტოვო? -კარგი. -ენი გისმენ -რა გინდა? -მომიყევი. -რა? -რატომ ხარ გაბრაზებული? -არაფერია თავი დამანებე. -გუშინ ჩემთნ ურთერთობის დალაგებას სცდილობდი და დღეს რა დაგემართა. -უკვე მერამდენედ? მერამდენედ მამცირებენ შენს გამო! ცრემლები წამსკდა. -ვინ ქნა? -აზრი არ აქვს. ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე! -სანდრო იყო? ხმა არ გამიცია. სანდრო იიყოთქო? ენი გეკითხები სანდრო სამხარაული იყო? -კი, ეგ იყო. -კარგი. -სად მიდიხარ? - მასთან! არც შემიჩერებია.. უცებ ლეპტოპს მივუვარდი და მოდემი შევაერთე. მინდოდა გამერკვია ვინ იყო ეს სანდრო სამხარაული. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია. მთელი ინტერნეტ სივრცე მას დაეკავებინა. ,,ვინ არის ალექსანდრე სამხარაული და რას გეგმავს იგი სამომავლოდ“ ,,ალექსანდრე სამხარაულმა ბათუმში ვილა რეზიდენსის ოთახები იყიდა“ ვინ ჯანდაბაა ეს?ბოლო ბოლო გავარკვიე. ადგილობრივი ბიზნესმენი ყოფილა. დიდი არაფერი მამიკოს ფულით ბევრი რამ გააკეეთა... საერთოდ არ მაინტერესებს... ლეპტოპი დავხურე და გასასეირნებლად გავეშურე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.