ნაგავსაყრელი
ღამის ლიტურგიაზე ვიდექი მძინარე თვალებით, დამძიმებული გულით, ამჩატებული სულით. მივტიროი გასულ დღეს, და მამაოს გაუგებარ ბურდღუნში, მეხსიერებაში კვლავ ფრიალებდა ლიკუნას წითელი ტრუსები. ოხ ლიკუნა ცბიერო ქალო როგორ ამიწეწე თავგზა- წმინდანის სახით დგას ჩემს წინ, ქმრის მკლავზე დაყრდნობილი, ლოყაზე ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლი... ქორალმა მრავალჟამიერი დასჭექა და ვრცლად გახსნილი მძიმე კარში გამოჩნდა პატრიარქი… ისე არაქფერი მზარავს როგორც დადგმული მასკარადი ქრისტიანული სათნოებისა, ზეცათა მპყრობელო როგორ განწყობაზე ხარ, - სულ მინდა ვკითხო ნაზარეველ დურგალს... ბრბო აიზლია და ერთმანეთს მიაწყდა, ბავშვების ღრიალმა შესძრა უზარმაზარი ტაძრის თაღები, აღტყინებულ მასას სულ დაავიწყდა საფლავიდან აღმოყვანებული ბერის ნარჩენები და ლამის გადაქელეს მისი ლუსკუმა, ორი სტიქაროსანი ებღაუჭებოდა, მასას რომ არ წაელეკა ის რაც ადამიანისგან იყო დარჩენილი. ეს ჭეშმარიტება იყო, მაგრამ პატრიარქის მითოლოგებმა ჯერ კიდევ საფლავის თხრისას გაავრცელეს ხმები: წმინდა ბერის ნეშტი უხრწნელია! მაშინაც ატორტმანდა ბრბო, ყველა ტაძრისკენ დაიძრა, ერთმანეთის უკანალებს სრესდნენ ქალები და კაცები,მახსოვს ის მურტალი და საზარელი სუნი ასეთ თავყრილობებს რომ ასდის ხოლმე. ისევ ლიკუნას გავხედე. ქალს მგზნებარე ღიმილი დასთამაშებს წითლად შეღებილ ლოყებზე… საეკლესიო მრავალჟამიერი სჭექდა, ზანზარებდა რკინა ბეტონის თაღები, მასა პატრიარქისკენ მიიწევდა... -გულის ამრევი მასკარადი! მხარულით მივცურავ ხალხში, ოფლის მწარე სუნი ცხვირპირში მეჯახება. ეს იყო გამოცხადების მდარე ინტერპრეტაცია, უვიცი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლის მონაწილე ჩემდა უნებურად გავხდი- გასასვლელთან სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. ლიკუნა დამპალო ძუკნა, მწარედ განანებ ამ დღეს! *** საავადმყოფოს ფასნჯრიდან, გადახრუკული მდელო ჩანს. ქარისგან მოტანილი ცელოფნის პარკები გამხმარ ჩირგვებზე კონწიალობენ, ფარფატებენ ნაგავსაყრელიდან მობერილ ნიავზე, სიმყრალე ფანჯრის ღრიჭოებში აღწევს, ოთახი უსიამოვნო ატმოსფეროთია დამუხტული, წამლების, მტვრისა და სიმყრალის სუნი ერთმანეთში ირევა. უფერულ ცაზე მარტოსული ბომბდამშენი მიფარფატებს, ჰაერის ვიბრაციისგან შენობა ზანზარებს. -ალბათ ომი დაიწყება? -ომი დიდი ხნის წინ დაიწყო, ტელევიზორში სულ ომზე ლაპარაკობენ!-ჩაილაპარაკა ექთანმა. თხელი გაცრეცილი წიგნი დადო მაგიდაზე. ,,რა ჯანდაბა მინდა აქ?" - -ნერვული აშლილობის ფონზე მინისტრის ცოლის მოკვლას აპირებდი ! -როდის? -საკვირაო ლიტურგიაზე პატრიარქი გამოვიდა სიტყვით, შენ პისტოლეტი ამიოიღე ქამრიდან, მინისტრის ცოლისკენ გაიქაჩე ... - ვერ მოვკალი? -ვერა..საბედნიეროდ ჩოხოსანი რაინდები გადაგიდგნენ წინ! ჩოხოსნები ყველგან არიან, ზნეობის პოლიცია, ჩვენს გონებაში მოკალათეს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენს აზრებში ისაქმებს. -სისულელეა, არავის მოკვლას არ ვაპირებდი, მხოლოდ დაკარგულის დაბრუნება მინდოდა - დავუყვირე ექთანს. მაგარი იდიოტები ვართ თავის მართლების დროს. თუმცა საქართველო მართალთა ქვეყანაა, აქ ყველა წმინდანები ვართ! ჩემი ყვირილისგან შეწუხებულმა მხრები აიწურა, მართლა რა ჯანდაბა უნდა სცოდნოდა ჩემი და იმ ძუკნის ურთიერთობის შესახებ? -კარგი, ძალიან დავიღალე- ხელი ავიქნიე. იმას ეწყინა, შეიძლება არც ეწყინა, მაგრამ მინც წამოდგა, არც შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა: -კარგი მე წავალ... -საღამოს დამხედავ? - ცვლას ვაბარებ.. რა გავრი იყო ინგლისელი ექთანი? ... ჯანდაბას, ყველაფერი მავიწყდება, მეხსიერება მიჩლუნგდება.. ქარი ცელოფნის პარკებს აფრიალებს, მკვდარი პეპლებივით დაფარფატებენ პოლიეთილინის საზიზღარი პარკები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.