შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.(2)


10-09-2016, 06:38
ავტორი Anastasia Mdivani
ნანახია 2 648

2თავი.
ისევ ძველი მოგონებები.ისევ ეს ხმა.ისევ ეს სიტვაცია.ისევ ეს ბიჭი.ყველაფერი ისევ თავიდან იწყება..
ვეღარ გავუძლებ..
ამდენი ხნის შემდეგ ისევ ჩემს წინ იდგა.როგორ ველოდი..წლები ველოდი მის გამოჩენას..გამიხარდა?ხო ალბათ..რატომ ალბათ?ვიცოდი,ზუსტად ვიცოდი,რომ ისევ დავუბრუნდებოდი,ვიცოდი ის ისევ წავიდოდა და ჩემი ჯოჯოხეთი კვლავ დაიწყებოდა.ისევ ვიგრძნობდი ყოველ ღამე მის წითელ ტუჩებს სხეულზე,ისევ ამეწვებოდა მთელი კანი სიამოვნებისგან,მაგრამ გამოღვიძებისას ის არ დამხვდებოდა..არ მინდოდა ეს მეორეჯერ გადამეტანა,არ მინდოდა ისევ იმ საგიჟეთს დავბრუნებოდი.არაფრის შემჩნევა გადავწყვიტე,თითქოს აღარ მიყვარდა..
-აჰ დათა.-გავუღიმე და მისკენ გადავდგი დაბიჟი.ლოყა უბრალოდ მივადე თითქოს გადავკოცნე და გამოვიწიე.-როგორ შეცვლილხარ!ქუჩაში,რომ შემხვედროდი ვერც კი გიცნობდი.
-ხო რათქმაუნდა.-უცნაურად ჩაიღიმა და გააგრძელა.-როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?როდის ჩამოხვედი?დიდი ხნით რჩები?-მივაყარე კითხვები ერთიანად მე და მაშინღა შევამჩნიე ნიცა თვალებს როგორ უქაჩავდა ვაჩეს გავიდეთო.ჩამეღიმა..
-კარგად ვარ.გუშინ დილას ჩამოვედი.აღარ მივდივარ მაშ,ვრჩები და ვრჩები.-წარბებს ქვემოდან ამომხედა და მივხვდი,რომ ფეხებში სისუსტეს ვგღზნობდი.აქედან უნდა გავსულიყავი.თანაც სასწრაფოდ..
აღარაფერი მითქვამს,შემოვტრიალდი და აივნისკენ წავედი.სუფთა ჰაერზე მჭირდებოდა ყოფნა თანაც სასწრაფოდ.ცივი ჰაერი სახეზე,რომ ვიგრძენი თითქოს დავწყნარდიო,ჩანთიდან კენტი ამოვიღე 4 ნომერი და გავუკიდე.მოგონებები ამოტივტივდნენ,გამეღიმა...
***
სკოლის უკან „ვაბირჟავებდით“ გოგოები.იმ ადგილას სადაც ყველა ეწეოდა.ნინა პალმალს,ნიცა ვინსტონს მე კი კენტ 4 ნომერს ვეწეოდი.დიდი დასვენება იყო,გოგოები ჩქარობდნენ მოწევას მე კი არ ვჩქარობდი.ნაბიჯების ხმა გავიგეთ,შემდეგ ბიჭების სიცილი.ნინამ და ნუცამ სწრაფად ჩააქრეს სიგარეტი მე კი ხელში შემრჩა.სახე მაშინვე მიმეყინა დათა და ბიჭები,რომ დავინახე.4-ივე ჩემს სიგარეტს მიჩერებოდა.დავინახე დათას ნერვიულად როგორ ჩაეცინა.
-ვააა-დაიწყო ლუკა ორაგველიძემ-შენც დაიწყე მარიშა?
-უბრალოდ გავსინჯე.-ჩუმად ამოვილუღლუღე და სიგარეტი კედელს მივაწვი.
ვაჩე აპირებდა ლაპარაკის დაწყებას მაგრამ დათამ არ აცადა.
-იმედიმაქვს თქვენც არ „გასინჯეთ“-გამოკვეთილად წარმოთქვა სიტყვა „გასინჯეთ“,შემდეგ კი მე გადმომხედა.
-მე გამომყვნენ.-ჩუმად ამოვილუღლუღე და გოგოებს გავხედე.არცერთს არ ედო ფერი,ალბათ არც მე..
-შენთვის არ მიკითხავს მგონი.როცა შენ გკითხავ მაშინ გაეცი კითხვას პასუხი.-თვალები ავატრიალე.-შენი „გასინჯვაც“ ესე არ დამთავრდება,ამაზე საღამოს ვილაპარაკებთ.
-რაც შეგეხებათ თქვენ გოგოებო.-ნინას და ნუცას მიმართა ვაჩემ-არც თქვენ შეგრჩებათ ეს „გამოყოლა“.
-დაეწყვეთ ახლა სიმაღლის და მიხედვით და თუ შეიძლება სკოლაში აბრძანდით.-ამჯერად საბა გელოვანი ალაპარაკდა.
არაფერი გვითქვამს სკოლისკენ წავედით.ნინამ ერთი ჩაილაპარაკა ჩუმად „დაგვერხა“ და ვსო ეს იყო.იმის შემდეგ არცერთს დაგვიძრავს ხმა.
საღამო იყო,ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და ვცდილობდი რამენაირად შუშანიკის წამება შესულიყო ჩემს ტვინში.უკვე იმდენჯერ წავიკითხე ერთი და იგივე თავი,მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ დამამახსოვრდა იმდენად გაფანტული ვიყავი.
ტელეფონი,რომ აზმუილდა ნელა წამოვიზლაზნე და შეტყობინება გავხსენი.დათასგან იყო.
*ქვემოთ ჩამოდი.*
მხოლოდ ეს ეწერა მეტი არაფერი.სპორტული ჟაკეტი მოვიცვი,ფეხზე ბოტასები ამოვიცვი და ქვევით ჩავედი.მისი მანქანისკენ წავედი,კარები გამოვაღე და შიგნით ჩავჯექი.
-სიგარეტს როდიდან ვეწევითო?-უკვე მოვემზადე იმისთვის რისი გადატანაც მომიწევდა.
-არ ვეწევი.
-ტყუილები როდიდან ვისწავლეთო?-სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა.-ხომ არ მოწევდი?-ნაგლად გამომხედა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა,უბრალოდ თვალები გადავატრიალე.
-რა გინდა?
-რას ნიშნავს რა მინდა?რა კითხვაა?!არ მინდა,რომ მოწიო.არავითარ შემთხვევაში არ გაეკარო ამას.ბაზარიარაა ვიცი,რომ თუ მოგინდა მოწევ ჩემი დაშლის მიუხედავად.9მთას იქით წახვალ და მოწევ,მაგრამ არ გინდა რა..მეც ვნანობ,რომ დავიწყე და არ მინდა მერე შენც ინანო.დამიჯერე რა..არ გინდა.-თავჩაღუნული ვუსმენდი.თავი ამაწევინა და თვალი-თვალში გამიყარა.-კაი პატარავ?-საპასუხოდ მხოლოდ თავუ დავუქნიე.გაეღიმა და ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა..ამ დროს ისეთი საყვარელი იყო..ვეღარ მოვითმინე,მისკენ გადავიწიე და ჩავეხუტე.თავზე მაკოცა და ხელები მანაც მომხვია.
***
-სიგარეტს როდიდან დაუბრუნდი?-მომესმა ხმა გვერდიდან,მე კი მოულოდნელობისგან შევხტი.აივანზე იყო,თანაც გვერდით მედგა,მაშინვე გავიგე ჩემი გულის ბაგა-ბუგი.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-რადგან გეკითხები ანუ აქვს.
-რაც წახვედი.
გაეღიმა.
-რატომ?
-მენატრებოდი.
არც დავფიქრებულვარ ისე წამოვროშე.ისევ გაეღიმა.
-მართლა ვერ მიცანი?
-ვერა..ძალიან შეცვლილხარ.
-შეეშვი სიგარეტს.
-რატომ?
-დავბრუნდი და აღარ წავალ.
-მერე რა?
-აღარ გიყვარვარ?
-აღარ!
ეს იყო ყველაზე დიდი აფერისტობა რაც კი ჩემს ცხოვრებაში მითქვამს.14წლის ვიყავი,რომ შემიყვარდა.დათა 16-ის.1წელიწადში კი უცხოეთში წავიდა და საქართველოში 7 წლის მერე დაბრუნდა.
-დავიჯერო?
-დათა,ძალიან ბევრი დრო გავიდა.7წელი გავიდა დათა!
ჩაეღიმა.
-არ მჯერა.
-რატომ?
-გახსოვს წყნეთში,ვაჩეს(ნიცას) აგარაკზე რა მითხარი?
-არა.
ისევ უტიფრად მოვიტყუე.
-ხო და გაიხსენე.
ნაზად მაკოცა საფეთქელთან და აივნიდან გავიდა.მე კი მეგონა მოვკვდებოდი.ამდენი ხნის შემდეგ,მისი ტუჩები ისევ მეხებოდნენ მე..ღმერთო!მე კი მის შეხებაზე ისევ მივლიდა ტანში ჭრუანტელი..
***
ვაჩეს და ნიცას აგარაზე ვიყავით,მარტო ბავშვები.იქიდან გამომდინარე,რომ ბიჭები ჩვენზე დიდები იყვნენ და ჩვენი მშობლები ძალიან ენდობოდნენ ბიჭებს,მათთან ერთად მარტოები გამოგვიშვეს.ისეთი ბედნიერები ვიყავით..
დილას ადრიანად ავედით და სახლი ცოტა მივალაგეთ,ბიჭები გვეღადავებოდნენ პატარა ქალები ხართო.დიდი დრო არ დაგვიხარჯავს სახლის დალაგებაზე.საღამო იყო უკვე სუფრასთან,რომ დავჯექით.თავიდან იმდენს ვიცინოდით სიცილისგან მუცლები გვტკიოდა.მერე ვცეკვავდით და თან შიგადაშიგ მოვწრუპავდით ხოლმე ჩვენ გოგოები,თორე ბიჭები ერთი არ ჰქონდათ ჩაცლილი უკვე მეორეს ასხავდნენ.ასე გრძელდებოდა სიცილ-ხარხარში მთელი ღამე.დილის ხუთი საათი იყო დათამ ყურში,რომ ჩამჩურჩულა აივანზე გავიდეთო.ჩვენც აივანზე გავედით,ოღონდ მანამდე მისი ჟაკეტი მომაცვა..ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა..მოაჯირზე შემოჯდა მე გვერძე დავუდექი.ცოტახანი ასე გაუნძრევლად ვიყავით ორივე,შემდეგ ჩვენი ხელები ერთმანეთში ახლართა და მის წინ დამიყენა.
-მაშო სალაპარაკო მაქვს.-უფრო ახლოს მიმწია თავისთან და თვალებში ჩამხედა.
-გისმენ,დაიწყე.
-მისმინე მე..-დაიწყო მაგრამ გაჩერდა,არ იცოდა ალბათ როგორ ეთქვა.-მივდივარ.
-რა?-გამეცინა.ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
-ხო მივდივარ,გერმანიაში მივდივარ.
-რას ნიშნავს მიდიხარ?-ხელის გაშვება ვცადე მაგრამ ძლიერად მომიჭირა ხელზე ხელი.
-მამაჩემთან მივდივარ იტოკში რა..-თავი ნერვიულად მოიფხანა დათამ.
-როდის მიდიხარ?
-სექტემბრის ბოლოს..
-და როდის ჩამოხვალ?
-არვიცი.
თვალები მაშინვე ამიცრემლიანდა.გაშტერებული მიყურებდა თვალებში.მე კი ვეღარ მოვითმინე და ავტირდი.
-არა არა პატარავ,არ იტირო რა.ვერ ვიტან შენ ცრემლებს!
მისკენ მიმწია და ძლიერად ჩამეხუტა.უფრო ავტირდი..თავზე მკოცნიდა და დასამშვიდებელ სიტყვებს მეუბნებოდა მე კი სულ უფრო და უფრო ვუმატებდი ტირილს.
-გთხოვ არ იტირო პატარა რა..
-არ წახვიდე.-ამოვიქვითინე მე.
-მიყვარხარ!-ჩემი ნათქვამი დააიგნორა და თავზე მაკოცა.
-როდესაც არ უნდა ჩამოხვიდე იცოდე,რომ მე მეყვარები!არ გაბედო და სხვას არ შეხედო.
მივხვდი,როგორ გაეღიმა.
-არის მადამ.
მითხრა და თავზე მაკოცა.
***
დიდ კომენტარების ღირსი იმედია ვარ!(ბოლო-ბოლო დილის 7საათამდე ვწერდი!)ისე მეძინება ვკვდები არც ვიცი რა დავწერო.კომენტარები არ დაიშუროთ!იმედი მაქვს მოგეწონათ.
გკოცნით ტაისია.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ ძაან მაგარია ყოჩაღ ველი შემდეგ თავსს წარმატებები
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Uhuu

Ici amdeni xani tu cerdi cota patara gamogsvlia magram mainc dzaalian momcons da vknaa
Ai zedmetadac ki momcoons.
Ubralod dzalian daigviane da tan patara tavi dade da iemdia agar ganmeordebaa<3
Aainteresia rac mtavaria da emociuri.
Mokled carmatebebii<3

 


№3  offline წევრი lilearchvadze:)

კარგია ველი შემდეგს <3

 


№4 სტუმარი კნოპკა

Gamsxvavebuliadaragacnairia magramshemdegs ratomardebb?

 


№5  offline წევრი Anastasia Mdivani

ხვალ დავდებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent