შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე სიკვდილამდე და მერე ...


10-09-2016, 18:36
ავტორი ქეთა_333
ნანახია 1 603

ჩემი კუთვნილი მეოთხე ნაბიჯი

უცნაურია არა ? მახსოვს ვიდექი, მწვანე შუქის ანთებას ველოდებოდი, რომ გზაზე გადავსულიყავი , ლურჯი კაბა მეცვა, რომელსაც ქარი ოდნავ მიფრიალებდა ... ცალ ხელში ცხელი ყავა მეჭირა , მხარზე ჩანთა მქონდა გადაკიდებული, რომელშიც ფაილები და საბუთები ძლივს ეტეოდა, როგორც კი მწვანე შუქი დავინახე ნაბიჯი გადავდგი ... ჯერ ერთი .... შემდეგ მეორე........ მესამე ... მაგრამ მეოთხე ? სადაა ჩემი კუთვნილი მეოთხე ნაბიჯი? რატომ ქრება ყველაფერი მესამე ნაბიჯის შემდეგ ? ზუსტად მახსოვს ვიდექი ... ახლა კი გაუნძრევლად ვწევარ , მართალია სხეულში არ ვარ, მაგრამ უსხეულოდაც ვგრძნობ, რომ ვწევარ და ჩუმი სიცივე დამკრავს , გაფითრებული ვარ და თვალებს ვერ ვახელ ....თავს შევიწროვებულად ვგრძნობ. არაფერი მესმის, მაგრამ ტირილს ვგრძნობ , ნელ-ნელა ყველაფერი მკრთალდება და უფერულდება ... ეს ხომ დედაჩემია , დედაჩემი ლეილი .... რატომ ტირის ასე ? რატომ განიცდის? მას ჩემი პატარა დაიკო ანუგეშებს , მია...როგორ ჩქარა ძგერს მისი პატარა გული ... ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ირგვლივ ყველას შავი აცვია ...
აი ის ქალი, ჩემი უფროსია , ვგრძნობ მასში სიყალბეს, დანარჩენი თანამშრომლები მეტნაკლებად წუხან , განსაკუთრებით ის მწვანეთვალება გოგო , სულ ახალგაზრდაა...ალბათ ჯერ კიდევ სტუდენტი.ნეტავ რატომ წუხს ასე ჩემზე ? მე ხომ მისი სახელიც კი არ მახსოვს ?
- საწყალი გოგო, ჯერ სულ ახალგაზრდა იყო ....
ეს ვიღაც ნათესავის მეზობლის ბიძა იქნება ან ვინმე მაგდაგვარი ...
- მხოლოდ ოცდაექვსი წლის იყო , წარმოგიდგენათ ? ეჰ ...
პასუხობს მისნაირი და აი მამაჩემიც . ღმერთო ჩემო! ის, ისე განიცდის ...... მეგონა ვძულდი. მას ყოველთვის უნდოდა მასავით ბიზნესმენი გამოვსულვიყავი და მისი საქმე გამეგრძელებინა , მე კი იურისტობა გადავწყვიტე . ამის გამო, არასდროს მოუმართავს ჩემთვის შვილოთი ... ვგრძნობ მიახლოვდება .
- შვილო ...
მესმის დაბალი განადგურებული ხმა, რომელიც მალევე მშორდება . მაგონდება, როგორ ეწეოდა სიგარეტს, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა, სწორედ ასე მომივიდა ახლაც , თითქოს სიგარეტის ბოლმა მშთანქა .... და აი, სიგარეტის მწარე სუნს გაყოლილმა, იოანეს მივაგენე, შავებში ჩაცმული პირველად არ მინახავს, თუმცა პირველად ვნახე მისი ჩაწითლებულ- ჩაშავებული თვალები . ის არც წუხდა, არც განიცდიდა და არც რაიმეს ნანობდა , მხოლოდ ტკიოდა . სხეული უთრთოდა, ყველა სძულდა, ყველა ეზიზღებოდა ... განსაკუთრებით კი მე , ვინც ამ სამყაროში სრულიად მარტო დატოვა და თან აუარება გამანადგურებელი ემოციები დაუტოვა .... როგორ მახსოვს პირველად რომ შევხვდით ... სამი წლის წინ... შარდენთან ... ძაღლს ასეირნებდა ... მისი სახე ნელ-ნელა იჯღაბნება და ფერები ირევა , ის კვლავ სიგარეტს ეწევა, ისევ და ისევ .... ფერფლი ქარს მიაქვს და ფანტავს. მთელი ჩემი სული იფერფლება და წითელი ნაპერწკლები ნაცრისფერდება, იშლება ... კადრები იფანტება. იფერფლება წარსული და მომავალიც ... თითქოს უბრალოდ სურათების ფირი დაწვეს ... მაგრამ ეს სურათების ფირი არ ყოფილა, ეს ჩემი ცხოვრება იყო !
ცოტახანი აღარაფერს ვგრძნობ .
- როდის დაკრძალავთ ?
- შაბათს -უპასუხა ბიძაჩემმა ვიღაც უცნობს.
- არა ! ხვალვე უნდა დაკრძალოთ!-ეპასუხება ჩემი მეგობარი ლუნა .
ლუნა , მგონი ის ერთადერთია ვინც ჩემზე ღელავს, ვისაც ვუყვარვარ .... ცდილობს შეეგუოს, რომ აღარ ვარ, ვერ იჯერებს, ვერ აღმიქვამს მკვდრად , გვამად, მაგრამ ....
- ბატონო ?
- მას წვიმა უყვარდა! ხვალ კი იწვიმებს ... ხვალ უნდა დაკრძალოთ!
ის ისე წუხდა ... ყველა წუხდა, მაგრამ ის ისე, განსხვავებულად ...
- როგორ ბედავ !
ლუნას ვეღარ ვგრძნობ , ის წავიდა ... მახსოვს სულ მეუბნებოდა, იურისტობა კარგია, მაგრამ შენი ნამდვილი მოწოდება პიანისტობააო .... როგორ მიყვარდა ახალი მელოდიების შექმნა ნოტებით ...იოანეს კი აკორდები უყვარდა , კიდევ უყვარდა რომ წვიმაში ვცეკვავდი , უფროსწორედ ეს მე მიყვარდა, მას კი მე ვუყვარდი და ისიც უყვარდა ,რაც მე მიყვარდა .... ისიც ფიქრობდა, რომ კარგი პიანისტი ვიქნებოდი , გულის სიღრმეში მეც ამას ვფიქრობდი , მეტიც , გადავწყვიტე მოსმენაზე წავსულვიყავი, დავრეგისტრირდი კიდეც , ნეტავ ახლა ვის რაში სჭირდება მკვდარი პიანისტი ...
როგორ მინდოდა ოცნებების ახდენა . ისე მოვკვდი, რომ პარაშუტით არ გადმოვმხტარვარ , არც დიდ სცენაზე დამიკრავს , არც სერფინგი მისწავლია ოკიანის ტალღებზე და არც სალსას ცეკვა ... ვერ ვიჯერებ რომ ეს დავუშვი ! მხოლოდ საბუთებში ჩაფლული ვიძიებდი სამართალს, თუმცა ყველაზე უსამართლობა სამართალის ძიებაა !
ყველაფრის მიუხედავად, კარგი გრძნობაა სხეულში ყოფნა , რეფლექსები , გაუცნობიერებელი ან გაცნობიერებული ქმედებები და საოცარი ემოციური შემოტევები .... არ ვიცი კიდევ ოდესმე თუ განვიცდი ამ შეგრძნებას , ოდესმე შევძლებ არაფრისგან შექმნილი სხეული ვაკონტროლო, ვიფიქრო და გადაწყვეტილებები მივიღო ?... ყველაზე მეტად მაინც ოცნება მენატრება , ნეტავ მეტი მეოცნება .................
როგორც წესი არ ვოცნებობდი, მხოლოდ მომავლის გეგმებს ვქმნიდი , საოცნებო კოშკებს ვაგებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად მხოლოდ კედელი აღმიმართავს , უბრალოდ ვერ ვამჩევდი, რადგან გამჭირვალე იყო , მეგონა წინ მივდიოდი, ამ დროს კი ერთ ადგილას ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი! „ხანდახან ადამინები ხიდების მაგივრად კედლებს ვაშენებთ. “
მოვიდნენ ჩემი ძველი კლასელები. მგონი ყველა. დავიჯერო კიდევ ვახსოვარ ? რა კარგ დროს ვატარებდით ერთად, ნეტავ რატომ გავწყვიტეთ ურთიერთობები ? ... ყველაფერი დიდი სტაფილოსფერი კითხვისნიშნის ზემოქმედების ქვეშაა ...შემდეგ კურსელები ... ყველა წუხდა... ყველაში ვგრძნობდი, რაღაც სინანულისა და სიყვარულის ნაზავს, მაგრამ რატომ ? რატომ არ გავახსენდი ყველას სიცოცხლეში ? გმადლობთ, რომ ჩემთვის ამ ჭრელ-ჭრელ ყვავილებს იმეტებთ, მაგრამ რაში მჭირდება, მათ სუნსაც კი ვერ ვგრძნობ! არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ თითქოს ყველა გამჭირვალე იყო , მათში სიცარიელეს ვხედავდი, ხოლო სიცარიელეში მათი გრძნობები ირეკლებოდა, როგორც გამჭირვალე წყალი ირეკლავს გარშემო ფერებს, თუმცა ირგვლივ არავის ართმევს შეფერილობას , მხოლოდ აორმაგებს !
ლუნა კვლავ ვიგრძენი, მასში მალული სიბრაზე იყო , მისი შავი თმა და თეთრი სახე, ძალიან მამძიმებდა , როგორი მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის ... მას არასდროს მივუტოვებივარ! ყოველთვის ვახსოვდი!
- როცა გეუბნებით, რომ წვიმაში უნდა დამარხოთ, ესე იგი, წვიმაში უნდა დამარხოთ ! რაში სჭირდება თქვენი ტირილი მას ? რაში სჭირდებით ახლა ? ................................................................
მე სამი ნაბიჯი გადავდგი და შემდეგ უფსკურლში გადავეშვი , გადავიჩეხე , მინდოდა ფრთები გამეშალა, მაგრამ ისინი ზედმეტად დასუსტებულნი იყვნენ ამისთვის ! ვგრძნობ ნაცრისფერი სისხლი მიჩქეფდა ..........................
ლუნა ტიროდა , მასთან დედაჩემი მივიდა და ჩაეხუტა , დედაჩემს ძალიან სტკიოდა , თითქოს ახლიდან უნდა გავეჩინე ... მის ქერა თმას ჭაღარა შეჰპარვოდა , მისი თმის ფერი მქონდა , ოდნავ უფრო მუქი ... ყოველთვის მეუბნებოდა -მე მგავხარო...კვლავ ყველაფერი ირევა ... ვერავის ვეღარ ვგრძნობ , კვლავ მარტო დავრჩი . თითქოს სამუდამოდ დავკარგე კავშირი ჩემს სხეულთან, მაგრამ შემდეგ დღეს, ისევ ვიგრძენი ადამიანები . თითქოს ამიტაცეს და წამიყვანეს !
- სტაფლოსფერი რატომ აცვია ?
იკითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა , ნატალიმ .
- უყვარდა სტაფილოსფერი-უპასუხა იოანემ უემოციოდ,
- და კუბო იასამნისფერია ...
- იასამნისფერიც უყვარდა ....
მართლაც, რომ მიყვარდა სტაფილოსფერი და იასამნისფერიც , ალბათ აქამდე არავის ჰქონია იასამნისფერი კუბო , ორიგინალურობაც მიყვარდა...... თითქოს ადამინში ვიყავი , ყველაფერს მივხვდი ... ლუნამ და იოანემ ჩემი გასვენება ისე მოაწყევეს, როგორიც მე მენდომებოდა , მათ იცოდნენ ჩემში არსებული მოუსვნეარი სიგიჟის შესახებ, რომელიც მუდმივად აქეთ - იქით ეხეთქებოდა და ვეღარ ვაკავებდი, ზოგს გონია, რომ ენერგია ფიზიკურია, მაგრამ ეს სისულელეა , ენერგია სულიდან მოდის . სახეზე სისველეს ვგრძნობდი და საოცარ თავისუფლებას, მაგრამ გარემო მაინც დაძაბული იყო. არ მდომებია ვინმეს ჩემ გამო დაძაბულობა ეგრძნო , მინდოდა სიხარულით გავეცილებინე ყველას, მაგრამ არავინ იღიმოდა .
დავინახე ჩემი პირველი სიყავრული , ნოე. ეს ისეთი უცნაური იყო ... მის გვერდით მისი ცოლი იდგა და შვილიც , რამხელა შვილი ჰყოლია, .... ექვსი წლის იქნებოდა, მასში წუხილზე მეტად სინანული ვიგრძენი . მია ხესთანაა ატუზული ... აქ ჩემი სკოლის საუკეთესო მეგობარიცაა .. თათა . მისი წუხილი საკმაოდ მკვეთრია , დავუარე სხვა შავებში გამოწყობილებსაც (რომლებსაც შავოსნები შევარქვი, კარგი სახელია არა ? ) , ძირითადად სულ მოვალეობას ვხედავდი მათში, მაგრამ რომ არ მოსულიყვნენ, როგორ შეიძლებოდა ? რას იტყოდა მაგათი ოჯახის მეზობელი ზაირა მერე ? ღმერთო რა სისულელეა, რომ შემეძლოს აქედან ყველას გავაგდები , აი რატომ არ დავდოდი გასვენებებზე ! ... გავაგრძელე შავოსნების თავლიერება, მოვალეობა და მოვალეობა . როცა ადამიანები გამომელია ყვავილებზე გადავედი , ფერადი და ჭრელი ყვავილები, იები, ენძელები, ყოჩივარდები , იასამნები , ვარდები, ნარცისები ... ახლა სადღაც ქვემოთ ჩავდივარ , სუნთქვა არ მეკვრის , ვერაფერ ადამინურს ვერ ვგრძნობ ... მაგრამ მაინც ვიგრძენი ცოტაოდენი შავი მასა ჩემზე.
- მშვიდობით ...
- მშვიდობით ...
- მშვიდობით ...
მგონი ეს სიტყვები ყველამ მითხრა , იოანეს გარდა , ის არ ჩანს . შავი მასა უფრო და უფრო იზრდება, ნელ-ნელა კი თვითონ ვხვდები შავი მასის ნაწილი . მარტო დავრჩი, ცოტა სიცივე , ცოტა აგრესია , ცოტა მონატრება და ცოტაც იმედგაცრუება . ჩემ ზემოთ კვლავ ვგრძნობდი ოთხ ადამიანს , ეს ის მწვანეთვალება გოგოა , ნოე შვილთან ერთად და კიდევ ჩემი კურსელი ნია ...
- მამა ვინ ჩადეს მიწაში ?
- ჩემი მეგობარი ...
- ნეტავ ჩემი სახელი ვინ დაარქვა ?
არადა რას წარმოიდგენდა, რომ მას ერქვა ჩემი სახელი ....
- არ ვიცი პატარავ .
- მოკვდა ?
- ჰო
- მაგრამ ხომ ისევ გაცოცხლდება ?
- არა მგონია, საყვარელო .
- მაგრამ თუ გაცოცხლდება ხომ გამაცნობ ?
ის დაიხარა და შუბლეზე აკოცა.
- რა თქმა უნდა, გაგაცნობ .
...................... წავიდნენ .... დარჩა ორი .
ყველაზე მეტად ეს ორი ადამინი ვერ წარმომედგინა ჩემს საფლავზე მარტო ....
- თქვენი მეგობარი იყო ?
- სიმართლე გითხრათ კარგად არ ვიცნობდი ... თქვენი ?
- ალბათ, კი
- კარგი ადამინი იყო ...
- იყო ...
მცირე პაუზა და ის ერთიც წავიდა . მწვანევალება კვლავ იდგა , მარტო ... ადამიანი, რომლისთვისაც არაფერი გამიკეთებია , არც კი მიცნობდა ! მთელი ცხოვრება ვცილობდი, სხვებისთვის ბედნიერება მიმენიჭებინა და ამის გამო, ჩემს გეგმებს გვერდით ვდებდი, ახლა კი ყველაფერი დაიშალა , მთელი სამყარო დაინგა, ხოლო ის ადამინები, რომლის გულისთვისაც ყველაფერს ვაკეთებდი, გაქრნენ , აქ მხოლოდ ერთი მწვანეთვალება გოგოა, რომელის სახელსაც ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ ხვდება რომ მარტო ყოფნის მეშინია, უბრალოდ დგას, თითქოს რაღაცას ელოდება, მაგრამ არა ! ის თვითონაა ლოდინი . ალბათ ეს ნიშანია, რომ უნდა შევეგუო, რომ მე ამის ნაწილი აღარ ვარ, არა ? მაგრამ როგორ შევეგუო იმას, რომ იოანე არ მოსულა ? გოგონამ სამი ნაბიჯი გადადგა , ალბათ წასვლა დააპირა, მაგრამ გაჩერდა , წამით საკუთარი თავი მასში ვიგრძენი , შენელებული სუნთქვა , ჰაერის უკმარისობა , თითების კანკალი , შენელებული გულის ცემა და................ და მან გადადგა მეოთხე ნაბიჯიც ... მეხუთეც, მეექვსეც, მე კი თავს მასში აღარ ვგრძნობდი . ნაბიჯები ... რა უცნაურია დრო, სულ ერთი წამით ადრე რომ გადამედგა ერთი ნაბიჯი , ან სულ ერთი წამით გვიან , ახლა საქორწილო კაბის ასარჩევად ვიქნებოდი ... ერთი ნაბიჯი! ერთი წამი! აბსურდია... წესით ეს სევდისმომგვრელი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ირონიასა და სარკაზმს ვხედავ! ცოტახანში კვლავ ვიგრძენი ნაბიჯები ჩემს საფლავზე . იოანე....ვგრძნობდი, რომ ჩემთან ახლოს იყო , შავი და თეთრი ვარდები მოიტანა, როგორც ნოტები ... შავ - თეთრი ვარდების მოტანა მხოლოდ იოანეს მოაფიქრდებოდა , როგორ ცდილობს რომ მკვდარიც კი გამახაროს .
იოანე იშვიათად ტირის ... ახლა ტიროდა . ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა სისხლი ძარღვებში, მიუხედავად იმისა, რომ არც სისხლი და არც ძარღვები არ გამაჩნდა ... სული კი იკაწრებოდა, შუშასავით იფშვნებოდა ....
- მეშინია გესმის ? არ შეგიძლია უბრალოდ დამიბრუნდე ?! უბრალოდ დამიბრუნდე?!
ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ მინდოდა ეს !
- მიყვარხარ !
მიყვარხარ , მიყვარხარ , მიყვარხარ, ტრიალებენ სიტყვები და არ ჩერდებიან , ირგვლივ სულ კიბეა , როგორ დავაღწიო თავი აქაურობას ... კიბე იშლება და შავ ასვალტზე თეთრი ზოლები ჩნდება ,როგორც ნოტები, მაგრამ ეს გადასასვლელი ზებრაა. მწვანე ინთება , მოემართება მანქანა , მისი სიჩქარე რაღაც გაელვებას გავს ....
დაბრუნებულს იოანე აღარ მხვდება , დიდხანს ვიცდიდი . იქამდე სანამან არ დაღამდა და არ მივხვდი,რომ სამუდამოდ უნდა დავმშვიდობებოდი კავშირს ჩემს სხეულთან, თუმცა ვიღაც მომიახლოვდა, საოცარი შიში დამეუფლა და მეტიც ... ავფორიაქდი , ქაოსმა მომიცვა . შავებში ჩაცმულ ბიჭს უკან დიდი სევდა მოჰყვებოდა ...
- მაპატიე ! მაპატიე !
რა დააშავა? რა უნდა ვაპატიო ?
- არ მინდოდა , გეფიცები არ მინდოდა .
ბიჭი გულრწფელად ტიროდა და რაღაცას მივხვდი .
- ძალიან ვწუხვარ ! როცა გავიგე ...
..................რატომ უნდა ვაპატიო მას ? ყველაფერი წამართვა ! ყველაფერი რაც კი გამაჩნდა ! პატიების თხოვნის უფლებაც კი არ აქვს !
- დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ... რომ შემეძელოს !...
- მაგრამ არ შეგიძლია ! არ შეგიძლია !
- მაპატიე ! მაპატიე გთხოვ ....
გპატიობ ! და აი უკვე მზად ვარ სამუდამოდ გავშორდე ჩემს სხეულს , ის არ ყოფილა უბრალო „ჭურჭელი“, ის მთელი ისტორია იყო , რომელიც არა მხოლოდ ჩემ უკვე მკვდარ ნეირონებში ინახება, არამედ მთელ სივრცეში განაგრძნობს არსებობას. სივრცეში, რომელიც სავსა ემოციებით და არასწორხაზოვანი მიმართულებებით ... ეს დეენემი არ ყოფილა , ეს მე ვიყავი ! შეიძლებოდა აღარავის ვახსოვდე ორმოცდაათი წლის შემდეგ, თუმცა ჩემი ყოველი ტკივილი, სიხარული, ბედნიერება თუ წყენა ... ყველაფერი რაც ჩემი ცხოვრების გარსს უკავშირდება იყო, არის და იქნება გამჭირვალე სივრცეში !
ისევ ავდგები დილით ადრე , ისევ დავივარცხნი ჩემს აწეწილ თმებს , ისევ მოვიდუღებ ქაფიან "კაპუჩინოს", ისევ გადავალ შავ -თეთრ ზებრაზე , ისევ ჩავეფლობი ფურცლებში, ისევ ავაგებ ოცნების კოშკებს , ისევ დავუკრავ ჩემს როიალზე , ისევ დავგეგმავ მომავლს და ისევ გავუღიმებ ყველას ! ვიცი რომ ასე იქნება ...
უცნაურია არა? მახსოვს ვიდექი , მწვანე შუქის ანთებას ველოდებოდი, რომ გზაზე გადვსულიყავი , ლურჯი კაბა მეცვა , რომელსაც ქარი ოდნავ მიფრიალებდა ... ცალ ხელში ცხელი ყავა მეჭირა , მხარზე ჩანთა მქონდა გადაკიდებული, რომელშიც ფაილები და საბუთები ძლივს ეტეოდა . როგორც კი მწვანე შუქი დავინახე ნაბიჯი გადავდგი ... ჯერ ერთი .... შემდეგ მეორე.......... მესამე ........ მაგრამ მეოთხე ? სადაა ჩემი კუთვნილი მეოთხე ნაბიჯი ?~

ქ.კ (ქეთა კოხტაშვილი)



№1  offline წევრი bethelimit

Vaaaa momecona, tanac rogor!!!
Dzalian kargad aghcer kvelafers , gasagebad da mteli gulit gadmoscem, ise rom ar gbezrdeba adamians kitxva da arc uazro laparaki gacuxebs!!!
Didi siamovnebit cavikitxavdi shens rame did istorias da ifikre amaze, ikneb shemogvtavazo kidec

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent