ვნება (მეხუთე ნაწილი)
-მგზავრობას ვერ ვიტან,-ძლივს გასაგონად წავილუღლუღე და მზერა მოვარიდე -კარგი,წამოდი,-კართან მივიდა და გამოაღო,-მხოლოდ,თქვენს შემდეგ,-დააყოლა ღიმილით და მეც პირველი შევედი შიგნით,-სანდრექს,-უკან მომყვა ძახილით. -დემეტრე?-გამოხედა უნიფორმიანმა მამაკაცმა,რომლის წყალობითაც გავიგე მისი სახელი,ძლივს რაღაც კარგი მოხდა.მას დემეტრე ჰქვია,უყვარს ჩაი და ჩემზე მაღალია,მქრალი ნაცრისფერი თვალები და ისეთი გამოხედვა აქვს,გეგონება გაშიშვლებსო.სანდრო ჩვენთან მოვიდა,დემეტრეს გულთბილად მიესალმა და მე თავაზიანად გამიღიმა. -დიდი ხანია არ მოვსულვარ ხომ?-დაასწრო კითხვა და გაეცინა -საკმაოდ,-დაადასტურა სანდრომაც და გვერდულად გაიღიმა-ეს ქალბატონი შენი. . . -უბრალოდ ნაცნობია,-შეაწყვეტინა დემეტრემ,მომეჩვენა,თითქოს ხმა დაეძაბა,ნერვიულად დაატკაცუნა თითები ერთმანეთის მიყოლებით. -ეკატერინე,-მივუგე მე სანდროს,რადგან დემეტრემ ჩემი სახელი არ იცოდა არ მინდოდა,ჩემ გამო,კიდევ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.დემეტრეს გაეცინა,მიმიხვდა,აშკარა იყო. -სასიამოვნოა,-მითხრა სანდრომ.იგი წრფელი და კარგი ადამიანი ჩანს,ამავდროულად ძალიან მშვიდი-მაგიდასთან მობრძანდით,-თავაზიანად გვითხრა მან -რა თქმა უნდა,-დაეთანხმა დემეტრე და უკვე წინ გაჭრილ სანდროს უკან მიჰყვა,მე კი დემეტრეს გავყევი. -რომელ ჩაის ინებებთ?-მალევე მოერგო სამსახურის ფორმას,როგორც კი მაგიდასთან დავსხედით სანიშნი და კალამი მოიმარჯვა -დილით ჩვეულებრივი ჩაი დავლიე,მაგრამ ახლა მინდა პუერი დავლიო,დიდი ხანია მისი გემო არ მიგრძვნია და ძალიან მომენატრა,შენ რომელს დალევ,ეკატერინე?-ჩემი სახელი მკაფიოდ წარმოთქვა -მეც,იგივეს,-ცოტა დაბნეულმა მივუგე. -გასაგებია,ახლავე,-გაგვიღიმა სანდრომ და წავიდა. დადგა ის დრო,როცა მე და ის,უფრო სწორად დემეტრე,მარტონი ვსხედვართ მაგიდასთან და პუერს ველოდებით,რა უცნაურია,ჩვენი გაცნობის ერთი საათიც მიილია,მაგრამ შეგრძნება მაქვს,დიდი ხნის ნაცნობია და სრულიად შემთხვევით წავაწყდი ქუჩაში,მან კი გამიხსენა და გადაწყვიტა ჩემს საყვარელ ჩაიზე დავეპატიჟებინე.ერთმანეთთან სასაუბრო თითქმის არაფერი გვაქვს,ვერც კი ვფიქრობ რაზე უნდა ველაპარაკო. -ნერვიულბ თუ მე მეჩვენება?-ჩემს ფიქრებში მისი კითხვა შემოიჭრა და შეშფოთებულმა შევხედე -არა! -არ გეცინება? -რაზე? -შენი სახელი აქ გავიგე -რა დამთხვევაა,მეც,-ვთქვი და გავიკრიჭე,სიცილი მშველის დაძაბულობის მოხსნაში. -რას საქმიანობ ეკატერინე?-ის უკვე კითხვებზე გადასულა,მე კი არაფერს ვაკეთებ იმის გასარკვევად,თუ ვინაა და რას წარმოადგენს დემეტრე -ახლა უკვე აღარაფერს,-ვუპასუხე მე -შენ? -არქიტექტორი ვარ,-კმაყოფილმა მიპასუხა -რთული პროფესიაა,დიდ ძალისხმევას მოითხოვს,-ვთქვი და მის სახეს დავაკვირდი,მასში რაღაც ისეთია,ამოუხსნელი,თითქოს ყველას შეუძლია შეხედოს,მაგრამ არავის რეალურად დაინახოს იგი. -გეთანხმები,მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა,როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ,შენი პროფესია რა არის? -მე,ჯერ ვსწავლობ,-საუბარში ჩვენი ჩაიც მოიტანა სანდრომ,ჯერ მე დამიდო,შემდეგ კი,დემეტრეს და ისევ წავიდა. -რაზე სწავლობ?-მისი კითხვები თავბრუს მახვევს,ყველაფერი უნდა ვუთხრა? ამის მერე ხომ ჩემზე საფიქრალი აღარ ექნება? ღმერთო,შენ გადმომხედე,მშვიდად დამალევინე ჩაი და მითხარი რომ ზედმეტს ვნერვიულობ.ის ჩემთვის არაფერია. -სოციალურ ფსიქოლოგიაზე,-ვუპასუხე და ფინჯანი ხელში ფრთხილად ავიღე,პირთან ახლოს მივიტანე და სული შევუბერე,ჰაერში ჩაის ცხელი ორთქლი აიზიდა,მას სურნელიც აჰყვა,საკმაოდ თავბრუდამხვევი,ყველაფერს გავიღებდი ახლა რომ მარტო ვიჯდე და ჩემთვის ვსვამდე.ჩაის სურნელი ხომ მასაც გავუნაწილე. -საინტერესოა,-თქვა და დასწვდა ფინჯანს-აქ საოცარ ჩაის ამზადებენ,არა-მარტო ქართულს,შენ გიყვარს ჩაი? -რომ არ მიყვარდეს,გგონია აქ ვიჯდები ჩაის ჭიქით ხელში?-სიცილით ვკითხე და მოვსვი,სუნთან ერთად გემოც საოცარი აქვს. -შენ ალბათ არ იცი,მაგრამ არსებობს ადამიანი,რომელიც ყოველ დილით ყავას სვამს,მიუხედავად რომ ეზიზღება -და ვინაა ეგ სასწაული ადამიანი? -მე,-ფინჯანი დადო და გულიანად გადაიხარხარა,თითქოს მასში ჩაგროვილმა ბედნიერებამ ახლა იქუხა. -ნამდვილად?-გავიკვირვე მე,მან თავი დამიქნია -საიდუმლოდ დავტოვებ ამის მიზეზს,იმედია საიდუმლოებები გიყვარს -მეტ-ნაკლებად -რამდენი წლის ხარ?-თემა შეცვალა. -ოცდაერთის,შენ? -მე უკვე დავბერდი,შეხედე თმაში ჭაღარა მაქვს,ჩვენს შორის შვიდი წელია სხვაობა,-მეზიზღება გამოთვლები,მაგრამ ეს მარტივია. -ოცდარვის ხარ? -კი,ასაკს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?-ამ კითხვით რას გულისხმობს არ ვიცი -არა,მაგრამ მამის ტოლს ნამდვილად არ შევხედავ -მამაშენი რამდენი წლისაა? -ორმოცდაათის იყო,-მის გახსენებაზე გულში რაღაც ფეთქვას იწყებს და ამას საშინელი ტკივილი მოჰყვება ხოლმე. -იყო?-კითხვაში სიბრალული ვიგრძენი -თემა შევცვალოთ,-ვთხოვე მას,რადგან არ შემიძლია მამაზე საუბარი,ის ერთადერთი ნათელი იყო,რომელიც ჩაქვრა. -მაპატიე,-მითხრა და გვერდულად გაიღიმა - თუ ეს გაგამხიარულებს,გეტყვი რომ შანსი ჯერ კიდევ მქონია -ხო,არა?-გამეცინა-მეეჭვება -თქვენი კომპლიმენტი ვერაფრით დავიმსახურე -მგონი,საკმაოდ დიდი ხანია აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ,ხომ არ ჯობია,მალე დავლიოთ და წავიდეთ?-მგონი ჩემი იდეა არ მოეწონა,მაგრამ როდემდე უნდა ვიჯდე აქ. -შეგაწუხე როგორც ჩანს,მართალი ხარ,შენთან ამდენი საუბარი ზედმეტი იყო,აქ დარჩი,წავალ გადავიხდი და ტაქსს გავაჩერებ,-ისე უცებ მიაყარა სიტყვები,აზრი ძლივს გამოვიტანე,აშკარად ნაწყენი დარჩა,თუმცა ეს მე არ მანაღვლებს.დემეტრე წამოდგა და სალაროსთან მივიდა.მე კი წამოვდექი და კართან მივედი,ისიც მალევე მოვიდა. -ბოდიში,-ვუთხარი,როცა გარეთ გავედით.შიშველ მკლავებზე გრილი წვეთები დამეცა,წვიმს? -არაუშავს,სწრაფად გავაჩერებ ტაქსს,თორემ დასველდები,-მითხრა და გზისკენ გაიხედა. -არაუშავს,-ის არ მისმენს,ხელი გაშვერილი აქვს და ტაქსიც ჩვენს ფეხებთან ჩერდება,კარს სწრაფად მიღებს,ვჯდები და ისე ხურავს,ლამის ჩამოიღოს,მძღოლს მორიდებული ვეღრიჭები,შეწუხებულია დემეტრეს ველური საქციელით. -წადით,-უთხრა ტაქსისტს,კი მაგრამ თვითონ? მძღოლმა მანქანა დაძრა,მე კი ჩაწეულ ფანჯარაში დემეტრეს გავყურებდი,იგი გაუნძრევლად იდგა და წვიმისგან სველდებოდა,სანამ დაღმართისკენ არ დაეშვა მანქანა და არ გაქრა,მანამ არ მომიცილებია მზერა.სახეზე მთელი მაკიაჟი ჩამომივიდა.როდესაც მთავარ გზაზე გადავედით,ფანჯარა ავწიე და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი. * * * სიგიჟე,ნამდვილი სიგიჟე,მე ის ახლოს ვნახე,ვესაუბრე,ჩაი დავლიეთ,თავი სიზმარში მგონია.როგორ მინდოდა გავყოლოდი,მაგრამ არ მინდა თავი მოვაბეზრო,კიდევ ხომ უნდა მომეცეს საშუალება გვერდით დავისვა და ვესაუბრო. პ.ს პუერი-შავი ჩაი,მათთვის ვინც არ იცის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.