დასაწყისიდან დასასრულამდე
თავი 22 თორნიკეს სწრაფად მიჰყავდა მანქანა. ნახევარი გზა უკვე გავლილი ჰქონდა. ეკასკენ მიიჩქაროდა. ერთი სული ჰქონდა მალე ენახა და ჩახუტებოდა. მისი სურნელი ისევ შეეგრძნო.მისი ერთი ჩახუტებისთვის რას არ დათმობდა ახლა. მას რომ ისევ ეყვირა, რომ ეჩხუბა, რაც არ უნდა ეთქვა არაფრის გამო აღარ მიატოვებდა. ყველაფერს გააკეთებდა მის შესარიგებლად. მობილური ამიღო და ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ მამაკაცის ბოხი ხმა მოისმა. -თორნიკეს ვახლავარ. როგორ ხარ დაკარგულო? -კარგად ზაზა შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. როდის ჩამოხვედი?ასე უნდა დაკარგვა ?რომ დამივიწყე? -საქმეები მქონდა . მისმინე ახლა სად ხარ? შენი ნახვა მინდა. -სახლში მივდივარ.იქ გამოიარე და თან ლუდი დავლიოთ ძველი დრო გავიხსენოთ. -კარგი ზაზა ნახევარ საათში შენთან ვიქნები... ტელეფონი სავარძელზე მიაგდო და უფრო მოუმატა სიჩქარეს..... ზაზამ კარი ფართოდ გამოღო და მეგობარს მეგობრულად მოეხვია. მერე განზე გადგა და გზა დაუთმო . -რას მივაწერო ეს ყველაფერი? -რა ვიცი საქმე მაქვს. შენ უნდა მიშველო...ერთი გოგო უნდა მაპოვნინო. -აჰაა ნუთუ შეყვარებული ხარ? თორნიკე ჯაფარიძე შეყვარებულია? ამას ვერ დავიჯერებ..-ხმამაღლა გადაიხარხარა ზაზამ -ეჰ ძმაო შეყვარებული აღარ მქვია უკვე. გადამრია იმ გოგომ. -წამო სამზარეულოში ვივახშმოთ, ლუდი დავლიოთ და თან ყველაფერი მომიყევი... თორნიკე უკან აედევნა მეგობარს. -მდა... საინტერესო ამბავია. ჩაილაპარაკა ზაზამ და ლუდის ბოკალს დასწვდა.-ასე როგორ დატანჯე ის გოგო ? -არც იმან დამაკლო ნუ გეშინია, კერკეტი კაკალია. -ესეგი შეყვარებული ხარ?ამას კიდევ ვერ ვიჯერებ, გახსოვს რა დღეში ვიყავით? რამდენი გოგო გავამწარეთ ისე ჰააა... -ეჰ ჩემო ზაზა ახალგაზრდობაში რამდენი სისულელე გავაკეთეთ. ნეტავ მაშინ ეს ჭკუა გვქონოდა. რას ვერჩოდით იმ საცოდავებს. -ხო მაგრამ არც ისინი იყვნენ მთლად პატიოსნები. კარგად იცი რა წრეს მიეკუთვნებოდნენ და უჩვენოდაც არ აკლდათ არაფერი. -მოკლედ ზაზა ასეა საქმე ის გოგო ვისაც მე ვეძებ, ახალა შენს დანაყოფშია. -ვერ მიგიხვდი... -ეკა მჭედლიძე. ისაა გოგო რომელსაც ვეძებ. -ჩვენს ეკაზე გვეუბნები?-წამოიყვირა ზაზამ.-არ ცდები? -არა.- თორნიკემ ფოტო აჩვენა. -კი ისაა ერთი და იგივე ადამიანზე ვსაუბრობთ. ეკა ისეთი საყვარელია და ისეთი ყოჩაღი. პირდაპირ მაგიჟებს ამ გოგოს შემართება. ბევრ მამაკაცსაც კი სჯობნის. ტოლს არაფერში უდებს მათ. სროლაში საუკეთესო შედეგები აქვს. მისნაირად ვერავინ ისვრის. რომ იტყვიან ტყვიას ტყვიაში აჯენს.-გაეცინა ზაზას -ჩემი ყოჩაღი... -მოკლედ ასე. ჯგუფი უკვე შევარჩიე. უფროსთან სია გადავაგზავნე და იქ ეკაც ირიცხება. ხვალ ოპერაციზე უნდა გავიყვანო. ყველაფერი გათვლილი გვაქვს. დაგეგმილი. ყველას თავის ადგილი აქვს -ხუმრობ?რა ოპერაციაა?საშიშია? -არა ისეთი არაფერია.თან ეკა მაინც სნაიპერად მყავს დაყენებული და უშუალო კონტაქტი დანაშავეებთან არ ექნება. ისე შენსავით ბუზღუნაა. -მართლა? -ხო. არ უნდა სნაიპერი რომ იყოს. რადგან ქალი ვარ მიფრთხილდებიო. ძლივს დავაჯერე რომ ასე არ იყო. არადა რომ იცოდე რა დარტყმა აქვს. სასწაულად იყენებს ჩხუბის დროს მარცხენას.უფრთხილდი იცოდე. -მაგ ოპერაციაზე მეც უნდა წამოვიდე. -გენერალს დაურეკე და იქნებ დაგთანხმდეს. შენ კი არაფერი გესაქმება მაგრამ მაინც. უფრო შეგვიშლი ხელს. რომ გაიგებს შენც იქნები ანერვიულდება და არ მინდა ოპერაცია ჩამივარდეს. არადა ამ ჯგუფს იცი რამდენი ხანია დავდევ. ახლა მგონი ფაქტზე დავიჭერ. -ასეთი რა ჯგუფია რომ შენ ვერაფერს გახდი? ჩაეღიმა მას -ერთი ჯგუფია ტოო. ნარკოტიკი შემოაქვთ დასავლეთიდან, საზღვარზეც ისე გადმოაქვთ ვერ ვიგებ როგორ ახერხებენ. ინფორმატორი ინფორმაციას მომაწვდის, გავვარდები ასაყვანად და არაფერიც არაა.. -მერე არ იცი ეგ რატომ ხდება? შიგნით გყავს გამყიდველი განყოფილებაში და ინფორმაცია იქიდან გადის... -ვერ ვხვდები ვინაა. ვერავის ვიჭერ ფაქტზე.. -მოდი მე დაგეხმარები. ერთი იდეა მაქვს და ხვალ თუ გენერალმა ნება დამრთო ყველს ავიყვანთ. -კარგი. არა მაინც არ მჯერა რომ ეკამ რქები მოგატეხა. -თან რა მწარედ... -მოდი ახლა დავიძინოთ და დილით ადრიანად წავიდეთ ბაზაზე რომ ყველაფერი მოვაგვაროთ... ცხოვრება ისეთ სიუპრიზს მოგვიწყობს და ისეთ ადამინს შეგვახვედრებს ისეთ ადგილზე სადაც არ ველოდებით. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გვიღალატებენ და გაგვწირავენ როცა არ ველოდებით... პირველი რეაქცის ასეთი ჰქონდა თორნიკეს დამნაშავეთა ჯგუფთან შეხვედრაზე დათო რომ დაინახა. მაშინვე კარს უკან აიტუზა მას რომ არ შეემჩნია და ყურსასმენში ზაზას ჩასძახა.... ყველაფერი კი ასე დაიწყო... დილით ადრიანად გამოცხადდნენ უფროსის კაბინეტში ბიჭები. ზაზამ მოკლედ და სრულად აუხსნა მას ოპერაციის დეტალები და თორნიკეს ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა. -მოკლედ ასე. წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ რამე გართულდა ორივე სამსახურებს დატოვებთ. მე ეს არ მინდა, უბრალოდ ხომ იცით ზემდგომ ორგანოებს ამის შესანიშნავი შანსი მიეცემათ რომ ჩვენ განყოფილება დაშალონ. -ეს გაცნობიერებული გვაქვს, გართულებები არ იქნება. მითუმეტეს რომ ორიევე კარიერას ვდებთ სასწორზე.-ტქვა თორნიკემ -მარტო კარიერას კი არა შეიძლება სიცოცხლესაც კი ვდებთ სასწორზე. -მოკლედ, ჩემგან სრული თავისუფლება გაქვთ. მაგრამ ფრთხილად იყავით... ბიჭებმა კაბინეტი დატოვეს. -მე წავედი და აბა თქვენ იცით. პირადად გააკონტროლე ეკა. ჯავშანჟილეტი ჩაიცვას და თავს გაუფრთხილდეს. ჩემს მომავალ ცოლს გაბარებ ზაზა. -წადი, აყველაფერს მივხედავ. როგორც კი იქ იქნები დამიკავშირდი. -ხაზზე იყავი. რომელიმე მცველს მოვიშორებ და მის მაგივრად შევალ. გადამცემს არ გამოვრთვავ. -ეს დაგჭირდება.-იარაღი ჩაუდო ხელში ზაზამ. -როცა ყველაფერი დასრულდება ამას დამიბრუნებ, ყველგან თან დამაქვს და არასოდეს უღალატია. მე კი ეკას უვნებელს ჩაგაბარებ... -ღმერთი ჩვენსკენ. ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თორნიკე მანქანაში ჩაჯდა.მალე თვალს მიეფარა. თვითონ კი დანაყოფთან შევიდა. -მზად ხართ? -კი.- ყველამ ერთხმად უპასუხა. ტვალი მოავლო მათ. ეკას ეძებდა. ის კი სადღაც კუთხეში დამჯდარიყო და იარაღს წმენდდა. -მჭედლიძე ჩემთან. ეკა წამოხტა და მის წინ გამოიჭიმა. -ეს შენი არაა. -გამოართვა იარაღი.-შენი იარაღი ესაა. ზაზამ ახალი თანამედროვე, სნაიპერისთვის სპეციალურად შექნილი შაშხანა მიაწოდა. -ჟავშანჟილეტი ჩაიცვი და ნიღაბი გაიკეთე სახეზე. არც ეს იარაღი დაგავიწყდეს. ზაზამ პისტოლეტი მიაწოდა. -თუ დაგვჭირდა ბრძოლაში ჩაერთვები. ლეიტენენტი ჯაფარიძე მალე გადმოგვცემს ინფორმაციას.-ეს გვარი სპეციალურად ახსენა მან რომ ეკას რეაქცია შეემოწმებიან. -უკაცრავად რა გვარი თქვით? -ჯაფარიძე .ლეიტენანტი ჯაფარიძე...-რამე პრობლემაა როგითო მჭედლიძე?-ხმას აუმაღლა ზაზამ. ყველაფერს იმიტომ აკეთებდა რომ ეკას მის დანახვაზე რეაქცია არ ჰქონოდა და არ დაბნეულიყო, წინასწარ შეამზადა. -არა არაფერი. ჩაიბურტყუნა ეკამ. ნუთუ ისაა?ნუთუ ვიპოვე?გაიფიქრა გულში და თავის ხელში აყვანა სცდა. რომ არ დაბნეულიყო და ოპერაცია არ ჩაეშალა. მასზე იყო დამოკიდებული ყველას სიცოცხლე. -მოემზადეთ გავდივართ. დაიძახა ზაზამ. ყველა რიგ-რიგობით იღებდა იარაღს და ტოვებდა ოთახს. ეკამ ჟავშანჟილეტი შეისწორა, იარაღს ხელი დაავლო და ოთახიდან რომ გადიოდა ზაზამ შეაჩერა -ეკა ხომ იცი რომ დაბნევა არ გამოვა დღეს?თავი ხელში უნდა აიყვანო. -რატომ მეუბნებით მაგას? -ორივემ კარგად ვიცით რომ იქ შეგზავნილი აგენტი თორნიკეა და თქვენი ისტორიაც ვიცი. ის გეძებდა და გიპოვა და ყველაფერი რომ დასრულდება მერე ავღნიშნოთ ეს ამბავი. -თქვენ...ის... საიდან...ლუღლუღებდა ეკა. -ამაზე მერე, ახლა კი თავი ხელში აიყვანე. მერე ავღნიშნოთ ყველაფერი. გაუღიმა ზაზამ.ეკასაც ჩაეღიმა და გახარებულმა დატოვა ოთახი... თორნიკე სახლიდანვე აედევნა ერთ-ერთ დამნაშავეს. ერთ მანქანაში თვითონ ჩაჯდა მძღოლთან და ორ მცველთან ერთად. უკან კი მეორე მანქანით დანარჩენი მცველები გაჰყვნენ. თორნიკე კი უკან მიჰყვა თავისი მანქანით. ახლოს არ მიდიოდა რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.. მალე ისინი ქალაქის გარეუბანში მიტოვებულ ქარხანასთან გაჩერდნენ. მცველებმა გარემო დაზვერეს და მერე გადმოვიდა მათი უფროსი მანქანიდან. მათ განაწილება უბრძანა და თვითონ ორ მცველთან ერთად შიგნით შევიდა. ამ დროს მოახერხა თორნიკემ უკან გაჰყოლოდა. ერთი მცველი გათიშა. მისი რაცია აიღო და შიგნით შევიდა ისიც. ფრთხილად მიდიოდა იქით სადაც ხმა ისმოდა. დერეფნის ბოლოს კიბე ადიოდა მეორე სართულზე. რამდენიმე ნაბიჯით აირბინა კატის სისწრაფით და ქარხნის მეორე მხარეს გაიხედა. სადაც კიდევ ორი მანქანა გაჩერდა. გადამცემი ამოიღო და ზაზას დაუკავშირდა. -რამდენიმე წუთში ვიქნებით. მანემდე ეცადე შეუმჩნეველი დარჩე. ეკა უკვე თავის ადგილს იაკავებ. მეორე მხარეს რომ შენობაა აღმოსავლეთით იმის თავზე იქნება და დაგაზღვევს. -კარგი ზაზა, -ჩუმად ჩაილაპარაკა თორნიკემ და ბოძს ამოეფარა.უყურებდა როგორ ამოდიოდნენ მეორე მხრიდან დანარჩენები. -მე მზად ვარ. გაისმა ყურში ნანატრი და ნაცნობი ხმა. -ეკა. ... -არაფერი თქვა თორნიკე, ყველაფერი ვიცი. ზაზამ მითხრა. გონებას ნუ გამიფანტავ გხოვ. -კარგი. რიგითო მჭედლიძე მოგვახსენე. შეცვალა საუბრის ტონი ბიჭმა. -მეორე მხარეს ორი კაცი დარჩა. მცველები არ ჰყავთ. ორნი არიან და ორივე კიბეზე ამოდის ახლა.შენს პირდაპირ დერეფნის ბოლოში რომ ოთახია იქ შევიდნენ, სულ ხუთნი არიან შიგნით.ერთი ჩანთაა მეორე არ ჩანს.ერთი კაცი მანქანაში დარჩა,სახეზე ვერ ვხედავ. იმ მანქანაშიც რაღაც აქვთ. -ოთახში რა ხდება? -ლაპარაკობენ. ალბათ ფულზე რიგდებიან, ერთმანეთი გულიანად მოიკითხეს და ახლა საუბრობენ. -ცოტაც დავიცადოთ. სამალავებში დარჩით ბიჭებო. -გააფრთხილა ზაზამ. რამდენიმე წუთი კიდევ გავიდა. მანქანაში მჯდომი მამაკაცი გადმოვიდა და შენობისკენ გაემართა.თავზე კეპი ეხურა და ეკა მის სახეს ვერ არჩევდა. ეზო გადაკვეთა და შიგნით შევიდა. კიბე აიარა, მეორე მხრიდან. თან აქეთ-იქით იხედებოდა. წამით შეჩერდა. მისი ყურადღება მეორე მხრიდან წამოსულმა ხმაურმა მიიპყრო. მოტრილდა და ეკამ მისი სახე ამოიცნო. -შე ნაგავო. დაიძაბა ის.-მოვიდა შენი აღსასრულის დღე. -თორნიკე..ზაზა შევდივართ. ყველა ოთახშია. -ახალავე ეკა. აბა ბიჭებო გაისმა ზაზას ბრძანება. თორნიკე არავის გამოხმაურებია. ეკა ისევ ოთახში იყურებოდა და დაინახა როგორ შეიყვანეს იქ თორნიკე, ყურსასმენი ჩამოგლიჯეს და იარაღი წაართვეს. ერთ ერთი მცველი თავზე უმიზნებდა. -ნახეთ ვინ მოვიყვანე. ჯაშუში გვყოლია. -ასე ასე ძალიან კარგი.გონს მოვიდა მათი უფროსი და თორნიკესკენ მოტრიალდა. მის დანახვაზე ბიჭს სახეზე ფერი ეცვალა. -შენ ხარ ესეგი გამყიდველისე ნაგავო. -აქ მე ვლაპარაკობ მხოლოდ..იყვირა მამაკაცმა და სახეში გაარტყა იარაღის ტარი . ის დაეცა -ფუ შენი დედა. შეაგინა მან.-ნუთუ ამად გიღირდა ეს ყველაფერი. როგორ გაყიდე მთელი განყოფილება. ამხელა თანამდებოდბა გაქვს?რა არ გყოფნიდა. -უზრუნველი სიბერე მინდოდა და მინდა. არავინ იცის ჩვენნაირებს როდის მოგვისვრიან აქედან და როდის აღმოვჩნდებით სანაგვეზე. -ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით, საკუთარი ზურგით გამოგიყვან იქიდან. ალექსთან ერთად. მან კინაღამ სიცოცხლე გაწირა შენნაირი არაკაცის გამო. არც მიკვირს რომ მაშინ ტყვედ ჩავარდით.შენ გაყიდე ალბათ. -ხო მართალი ხარ.უბრალოდ რაღაცეები ვერ გავთვალე თორემ მე არ უნდა ვყოფილიყავი იქ. -არაკაცო. ნაგავი ხარ.მოღალატე.. თორნიკე ღრიალებდა. ადამიანი რომელიც მის წინ იდგა ერთად იბრძოდა მათსთან ერთად. დანაყოფის მისვლის დღიდან ერად იყვნენ. ის ზაზა. ალექსი და თორნიკე. რამდენი რამე გადაიტანეს ერთად და თურმე ტყუილად. -ყველაფერი შენს გამო გადავიატანეთ თურმე შე ნაგავო. მამაკაცმა ისევ გაარტყა საპასუხოდ. -უფროსო ის მოვიდა..უჩურჩულა მცველმა,თორნიკეს ცემას თავი დაანება და შესასვლელისკენ მიბრუნდა. მის დანახვაზე კიდევ უფრო შეეცვალა ფერი თორნიკეს. -შენ ეტყობა კარგად ვერ გცემე იმ დღეს.-გამოსცრა კბილებში. -აქ ვინ ყოფილა?თვით თორნიკე ჯაფარიზე. იმ დღეს განანებ. მცველებს მიუბრუნდა და უბრძანა მისი ცემა. მაგრამ არ დასცალდათ. გარეთ უკვე სპეცრაზმის ბიჭებს აეყვანათ მცველები და ახლა მათკენ მიიწებდნენ. დათომ სახეში კიდევ შემოარტყა და ისიც გადავარდა ისევ. მერე ჩემოდნებს ხელი დაავლეს და დარჩენილ მცველბთან ერთად გაიქცნენ. ეკა ამ ყველაფერს ხედავდა. -ისროლე გარბიან.-უღრიალა თორნკემ და წამში ერთი მცველი ძირს დაეცა. მალე მას მეორე მიჰყვა. დათო მხედველობიდან დაკარგა.ეკა ადგილს მოსწყდა და ქვემოთ დაეშვა. ბიჭებმა ოთახში შეაღწიეს თორნიკეს იარაღი გადაუგდეს და სირბილით გაგრძელეს წინსვლა გაქცეულიების კვალდაკვალ ,თორნიკეც გონს მოეგო, იარაღს ხელი დაავლო და უკან მიჰყვა მათ. დათომ გზას გადაუხვია მანქანისკენ არ წასულა. შემოაუარა და გზისკენ გაქიცა. იფიქრა იქით სახლებს შევაფარებ თავსო. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.ხაფანგში მოჰყვა, ზუსტად გათვალა ეკამ საითაც წავიდოდა. ტერიტორია კარგად შეესწავლა. -ხელები მაღლა და ჩანთა დააგდე,- უყვირა და წინ გადაუდგა.მან ბრძანება გაიმეორა.დათომ ჩანთა დააგდო. -ხელები ასწიე შე ნაგავო. ახლა უნდა გაზღვევინო ყველაფრისთვის რაც ჩემს მეგობარს დაუშავე. -უკაცრავად ვიცნობთ ერთმანეთს?დაიბნა დათო -ვიცნობთ კი არა ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, ეკამ ნიღაბი მოიხსნა. -ეკაა?-შენ ხარ?ნუთუ მესვრი. მე შენს მეგობარს?-თამაში დაიწყო დათომ -გესვრი რომელია. ტვინს გაგასხმევინებ.-ღრიალებდა ეკა. -არაკაცო ნაგავო რამდენი ადამიანი შეიწირე შენი ნარკოტიკით, რამდენი გააუბედურე .. ამ დროს უკან ხმაური მოსმა. ბიჭები უახლოვდებოდნენ მათ. ეკამ წამით ყურადღება მოადუნა, მათ გახედა და გასროლის ხმაც გაისმა..დათომ გაქცევა მოახერხა,ეკა კი ძირს მოცელილი დაეცა. ზაზა მასთან შეჩერდა და ბიჭებს უბრძანა დადევნებოდნენ გაქცეულს. სასწარფო გამოძახა და ეკას წყალი სახეზე მოუსვა. -ეკა, ეკა თავლები გაახილე. რატომ? რატომ ჩამოხვედი?ხომ გითხარი არ ჩარეულიყავი. ბუტბუტებდა ზაზა .-რა ვუთხრა თორნიკეს?რა პასუხი გავცე. -არააა....მოისმა თორნიკეს ღრაიალი და ეკას წინ მუხლებზე დაეცა.ზაზას მისი თავი გამოსტაცა- შენ არა ჩემო სიხარულო,ოღონდ შენ არა. ეკას გულში იხუტებდა.თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. -ნუთუ სამოთხეში ვარ და მეჩვენები?-თვალი გაახილა ეკამ -არა ჩემო სიხარულო არ გეჩვენები. მე აქ ვარ შენს გვერდით და სულ შენთან ვიქნები..ბიჭი უფრო და უფო იხუტებდა გოგოს.ეკას უღონოდ ჩამოუცვივდა ხელები. -არ დამტოვო ეკა რააა. მაპატიე რომ ვრ დაგიცავი. მაპატიე. ტიროდა თორნიკე. ეკას ობოლი ცრემლი გადმოუგორდა და თვალები ნელა დახუჭა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.