- ვატო ვეკუა (ბინო ) 9
თითქოს ყველაფერი დალაგდა ქორწილის შემდეგ, გაიგო რომ ჯაბამ დამკვეტებს მიაგნო და დახოცა, გააჟრჟოლა ამის გაფიქრებაზე მაგრამ უკვე დიდიხანია იცის რომ ჯაბას საქმეში არ უნდა ჩაერიოს, ყველაზე მეტად ვეკუა აფიქრებს ერთი თვეა თითქმის არ გამოჩენილა, მხოლოდ ერთხელ მოკრა თვალი ჯაბას სახლთან ისიც შორიდან დაინახა ვეკუა ეზოს უკვე ტოვებდა, რაღაც ახალი საქმე აქვთ წამოწყობილი და არ სცალიათ, ჯაბაც ძლივს მიდის სახლში თურმე, საქმე, ეს საქმე აშორებს ვეკუასთან და ყოველთვის ასე იქნება კარგად ხვდება რომ კანონიერს და წესიერს არაფერს აკეთებს ვეკუა, საშიშროებასაც სრულად აღიქვამს და გრძნობს რომ დაიღალა, იმის შიშით რომ რამე მოხდება, ამან დაღალა. ............................................. - დარწმუნებული ხარ გამოვა?- შიშით შეხედა გეგიმ- 30 მანქანა ცოტა არაა ვატო. - უნდა გამოვიდეს- ბრძანებლურმა ტონმა გაიჟღერა ვეკუას ხმაში. აღარაფერი უთქვამს გეგის, ხვალ ელოდებიან მანქანების დიდ პარტიას, რათქმაუნდა მოპარული მანქანების რომლებიც ცხინვალიდან უნდა შემოიყვანონ და თურქეთის საზღვრამდე მიიტანონ, ეს კი სკმაოდ რთულია, მაგრამ დარწმუნებულია რომ ყველაფერი უნდა გამოვიდეს რადგან ამ საქმეს დიდი დრო და ენერგია დაახარჯა. ....................................................... კისრისტეხვით დაეშვა კიბეზე მერამდენედ დააგვიანა უნივერსიტეტში, -რანაირი ექიმი იქნები ნინა- გალანძღა თავისითავი და გზა ისევ სირბილით გააგრძელა ხელზე რომ იგრძნი ვიღაცის ხელი და ვირაცის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა, შეშინებულმა ახედა ხელების პატრონს და გაშრა, ყველას ელოდა მის გარდა, სულ ყველას, ერთად მოაწვა ყველა მოგონება, სკოლის, ბავშობის, მისი და ბოლო დღის, ჯაბას და ვეკუას ბრაზიც გაახსენდა, ეს ყველაფერი კი მონატრებამ დაფარა, დათა ყოველთვის ნიშნავდა მისთვის რაღაცას, ის სიტუაცია იყო მეგობრებზე მეტნი რომ იყვნენ და არც არავინ მეგობრებისგარდა, მაგრამ დათა იყო განსაკუთრებული და ამას ვერსად გავექცევიტ, არა ვეკუა უყვარს რათქმაუნდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად, დათა კი დათაა, თავისი მუდმივი ადგილით ნინას ცხოვრებაში. - რა იყო ყიფიანი ?- ღიმილიტ იკითხა დატამ და ნინა მიიხუტა. აშკარად შეცვლილი ეჩვენა ნინას დათა, გაზრდილი და დავაჟკაცებული, ხელები მოხვია და თან იკითხა: - აქ საიდან დათა? - მოსკოვიდან - გაუღიმა იმნაძემ. - სულელო- გაეცინა ნინასაც- როდის ჩამოხვედი?- ცოტა მოშორებით დადგა და ისევ გაუღიმა. - დღეს დილით. - რამდენიხნით? - მგონი სულ.. - კარგია- მართლა გაუხარდა ნინას. - სად მირბოდი ? - ლექციაზე მაგრამ აზრი აგარ აქვს ნახევარი საატიტ დავაგვიანე უკვე. - ხოდა წამოდი ჩემთან ერთად . - სად? - თბილისი მინდა დავათვალიერო, აშკარაა აქ რაღაცეები შეცვლილია. - რაღაცეები ? მთელი ქალაქი ათხრილია . - ხოდა წავედით. მთელი ქალაქი მოიარეს, ყველაგან იყვნენ სადაც რაიმეა შეცვლილი, ამ წლების ნაგროვები ინფორმაციაც გაცვალეს მაგრამ არცერთს არაფერი უთქვამს პირადზე, საღამოს კი ჩაი დალიეს და დაღლის მიუხედავად მაინც ფეხით დაუყვნენ გზას. - მართლა ყველაფერი შეიცვალა, შენც ძალიან სეცვლილი ხარ - ჩაილაპარაკა დათამ. - ხო დრო თავისას შვება- გზაზე დაშტერებულმა ჩაილაპარაკა ნინამაც. - რომელ კურსზე ხარ ? - ვამთავრებ წელს. - კარგია. - აო დავიით?!- ყვირილიტ წამოვიდა ზაზა დათას გადაეხვი და ისევ იყვირა- როდის ჩამოხვედი ტოო? - მესმის ზაზა- გაეცინა დათას- დღეს. - მერე შეჩ#მა ესე უნდა გხვდებოდე შემთხვევით ბიჭო? - ხომ გითხარი ზაზა დღეს ცამოვედი. - ხოდა წავედიტ დღეს რესტორანში- ხელი გადახვია ზაზამ. - ნინა ხომ წამოხვალ ?- იკიტხა დათამ. - არ ვიცი- აიურა ნინა. - კლასელებსაც გავაგებინოთ რა დანარჩენებს და საღამოს წავიდეთ- წამოჭრა იდეა ზაზამ. თითქმის მთელი კლასი შეგროვდა, სოფო არ ყოფილა, ჯაბა არაა სახლში და მარტო ვერ გამოვალო, უმაგრესი დრო გაატარეს, ზაზას ტრადიციული ცერცეტობით, ცეკვით და მხოლოდ მათი ისტორიებით. - აოო, თბილისი-იყვირა ზაზამ და თევზაძე ნიას ხელი გადახვია- ნიუშ სიყვარული რომ აგიხსენი გახსოვს?- დახედა ზაზამ. ფეხით გადაწყვიტეს გასეირნება, ჯერ ნინას აცილებენ შემდეგ დანარჩენ გოგონებს როგორც ძველად. - ფოთლებგაცვენილი და გაუბედურებული ვარდი რომ მომიტანე?- გაიცინა ნიამ.- კი მახსოვს. - აუ ის ვარდი მიმოზას მოვპარე- გაეცინა ზაზას და მეორე ხელი ნინს გადახვია- ყიფიანი რამსიმაღლე ხარ გოგო? - ყველას ეშველა ზაზა შენს გარდა- გამოსძახა სანდრო მოდებაძემ. - ეს რა ღრუტუნებს?- ძველებურად დაიწყო ზაზამ- არა ხო ღრუტუნებდა?- დანარჩენებს გადახედა დასაზუსტებლად. სიცილით და მაიმუნობით მიუახლოვდა ეზოს, ვერც შენიშნა ამხელა დრო როგორ გავიდა, ბოლოს ასე როგორ იმხიარულა არ ახსოვს, აქ არ იყო სიში რომ რამე ცუდი მოხდება, რომ პოლიცია მოვა, არც იარაღი იყო, არაფერი იმ სამყაროდან რომელიც ნინას დიდი სიზულვილის მიუხედავად თავისკენ ექაჩება, ბავშვებს დაემსვიდობა და ეზოში შევიდა, დათუნა სადარბაზომდე მიყვა. - არავინ მოგტაცოს- დაუყვირა ზაზამ. - დაგშლი ზაზა- გასძახა სიცილით დათამაც.- გამიხარდა შენი ნახვა.. - მეც გამიხარდა რომ ჩამოხვედი- გაუღიმა ნინამ. - ჭკვიანად.- დაუბარა დათამ და სადარბაზოზე ანიშნა. გაღიმებული შევიდა სადარბაზოსი და სირბილით აიარა კიბეები, დადებითი ემოციებით დამუხტულმა შეაღო სახლის კარი და ღიმილი სახეზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.