შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამიბრუნდი (სრულად)


11-09-2016, 17:39
ავტორი aNuGi
ნანახია 19 577

“ჩვენს ხელებს -
იმ დღეების სუნი აქვთ,
სადაც ვიქნებით ერთად”
(ა.მოსეშვილი)

***

- ტასო ადე რა წამო გთხოვ
- არ მინდა რა ლილე გთხოვ, ნუ მაიძულებ
- აი როდემდე უნდა იყო ასე? - ქოთქოთით შემოვარდა ჩემი დეიდაშვილი ოთახში
- იქამდე სანამ მომინდება - თვალები ავატრიალე და მეორე მხარეს გადავბრუნდი - შემეშვი რა
- სასწაულს გიზამ - კივილით გავარდა გაავებული გარეთ, ყურადღება არ მიმიქცევია ძილი გავაგრძელე მაგრამ დაახლოებით 5 წუთში ცივი წყალი რომ გადამავლეს თავზე მერე მივხვდი რასაც გეგმავდა
- გაგიჟდი გოგო? - ახლა მე წამოვჯექი საწოლში გაავებულმა
- შეეშვი მაგ ბიჭის “გლოვას” ვაა! არ დამთავრდა ამის შეყვარებული
- აუ ლილე რატომ არ გესმის? რაშუაშია აქ ნიკა?
- ძალიან კარგადაც მესმის! ვიცი რთულია ეს ყველაფერი მაგრამ მიდი აწიე ერთი ადგილი და წამოდი ბავშვები ვიკრიბებით, იოანეს ძმაკაცები ჩამოვიდნენ და გველოდებიან
- მაინც არ იშლი შენსას ხო?
- ხო არ ვიშლი, 5 წუთში ქვემოთ იყავი თორემ გარტყმევინებ თავს პირდაპირი მნიშვნელობით იცოდე - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და კარსუკან გაუჩინარდა.

***
- ჩემი ჭკვიანი გოგო - ხელი გადამხვია ქვემოთ რომ ჩავედი - წავედით გოგა ბიძიაა - ხელი დაუქნია და სულ ძალით გამათრია გარეთ, ბუზრუნით ჩავჯექი მანქანაში
- საზიზღარი ხარ - პირდაპირ მივახალე და გავიბუსე
- მერე მადლობას მეტყვი - გაიკრიჭა და მანქანა დაქოქა
ზუსტად 15 წუთში იოს სახლთან ვიყავით, გაავებულმა შევაბიჯე და დიდი ხნის უნახავს მთელი ძალით მოვეხვიე
- როგორ ხარ პრინცესა?
- კარგად იო შენ?
- რავიცი კარგად, შედი შედი ჩემები არიან გელოდებოდით - თვალებაციმციმებულმა გახედა მომავალ ლილეს
- ერთი შენ გეშველოს და შეგამჩნიოს მაგ გადარეულმა რაა! - ჩავიხითხითე და მის “მოგკლავ” მზერას მალე ავარიდე თვალი
- ვახ,იოჩკა! როგორ ხარ ბიჭო? - გადაეხვია ლილე და ბიჭი იქვე დაიფერფლა ლამის
- კარგად ვარ ლილიჩკა, შენ? - ღიმილით გადახედა საყვარელ ქალს
- რავიცი კარგად, ეულად ასე, დამწვარი სიყვარულისგან - გადაიკისკისა და “პადრუში” გამიყარა. ოთახში სიცილით შევაბიჯეთ
- გამარჯობათ - ყველას სათითაოდ მივესალმეთ და იქვე ჩამოვჯექით
- ეი ბიჭებო, გაიცანით ეს ტასუნაა - ღიმილით ანიშნა ჩვენზე - ლილე შენ კი იცნობ ბიჭებს, ეს თოკა, ეს დემეტრე, გაგა და ზურა
დემეტრეს რომ შევხედე რაღაცნაირად გამაკანკალა, უცნაური გრძნობა დამეუფლა, მაგრამ არ შევიმჩნიე..
- სასიამოვნოა - ყველამ ერთხმად თქვა
- გოგოებო ნანუკა არ მოვა?
- გზაში ვარო - ტელეფონიდან თავი ამოყო ლილემ
კარგად ვერთობოდით, მხოლოდ ეს დემეტრე მიყურებდა რაღაცნაირი მზერით, მისი შავი თვალები სასტიკად მაბნევდა და სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ეს ოდნავ კეხიანი ცხვირი და საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები ისე უხდებოდა ალბათ ხელში ჩავადნებოდი ახლოს რომ ყოფილიყო.
რაებზე ფიქრობ ტასო ნორმალური ხარ? 1 კვირის უკან დაშორდი შეყვარებულს. შეყვარებულს, ჩემს თავზე გამეცინა, რა შეყვარებული..
- შენ ნიკას შეყვარებული ხარ არა? - ირონიული ღიმილით გადმომხედა დემეტრემ და თვალები გამიფართოვდა, ირგვლივ ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ლოყები ამიწითლდა
- ვიყავი - ამოვისისინე
- არ გვეტყვი რა მოხდა? - კიდევ უფრო გამჭოლი მზერა მომაპყრო და მეც ბრინჯივით დავიბენი
- მე მე ..
- რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი? - წამოენთო ლილე
- დამაინტერესა უბრალოდ - ჩაეღიმა დემეტრეს
- ხოდა ეგ ინტერესი შენთვის შეინახე - ახლა მე წამოვენთე - რასაც არ გეკითხებიან იმაში ცხვირს ნუ ყოფ
- შეხედე შენ რა ფიცხი ყოფილა - გადაიხარხარა
- იდიოტი
- გავიგონე - წარბები შეკრა უცებ
- ხოდა იდიოტი ხარ!
- ტონი აკონტროლე - დაიღრინა და სიგარეტს მოუკიდა
- ზედმეტი არ მოგსვლოდა და!
- შენ ისეთის შეყვარებული ხარ როგორ მიყვარს ვერ წარმოიდგენ შენი ბიჭი და ვერ დაგიმალე - ირონიულად გამიღიმა
- ვიყავი მეთქი - ერთი ტონით მაღლა გავუმეორე
- ხო იყავი, ხარ, რამნიშვნელობა აქვს? ხვალ მაინც შეურიგდები
- შანსი არ არის - გვერდზე გავიხედე, წამში წამიხდა გუნება
- ვნახავთ მაგას
- მოვედი გოგოებო - ოთახში ნანუკა შემოვიდა ღიმილით - ვახ, ეს ვინ გყოლიათ აქ - წარბაწეულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა თორნიკე
- მოვიდა ჩემი ვეფხვი - გაეცინა თოკას - როგორ ხარ?
- როდის აქეთ გავხდი შენი? - დოინჯი შემოირტყა ნანუკამ
- გახდები, სად გამექცევი? - წარბები აუთამაშა
- მაგასაც ვნახავთ - ცხვირი აიბზუა ნანუკამ და ჩვენს შორის ჩაჯდა
- ჩემი გოგოები - ერთი შეკივლა და ორივეს გადაგვეხვია, ყველას გაეცინა
იმ საღამოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, ისევ დემეტრეს მზერას თუ არ შევიმჩნევ და ბოლოს ჩვენი წასვლის წინ ფეხზე წამოდგომას “მე გაგაცილებთო”.

***
მანქანაში უხმოდ ვიჯექით ყველა, დემეტრე მომენტებში გამოაპარებდა ხოლმე თვალებს ჩემსკენ და ჩაიცინებდა.
ვღიზიანდებოდი, ისე რომ შეიძლება ცხვირ-პირში მიმერტყა.
მაგრამ თავს ვიკავებდი
გოგოები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ და მალევე დავრჩი მარტო ამ თვით ირონიასთან.
- რაშვება ნიკაკო გეხმიანება?
- ვახ, შენ როგორ ინტერესდები ჩემი ამბებით, გულში ხო არ ჩაგივარდი? - მისკენ ოდნავ გადავიხარე და გამომცდელად ჩავხედე თვალებში
- თუ ჩამივარდი? - მანქანა გააჩერა, ჩემსკენ გადმოიხარა და მისი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია, დავიბენი, მისგან ასეთ საქციელს არ ველოდი, წესით უნდა დაბნეულიყო მაგრამ პირიქით, აქეთ გამიჩალიჩა
- მე.. ვერ ჩაგივარდებოდი - უკან დავიხიე
- რატომ ვითომ?
- ოო, ეგ გრძელი ამბავია - თვალი ჩავუკარი
- ანუ გახსოვს არა?
- რა? - გაოცებულმა გადავხედე
- ჰმ, რა ჩუმჩუმელა ხარ
- მაბნევ დემე..
- დემე? - უცნაური მზერა მსტყორცნა
- მე უბრალოდ.. დემეტრე.. ბოდიში - თავი ჩავხარე
- დემე დამიძახე - თვალები აემღვრა
- რა დაგემართა?
- დ აიკიდე, მოვედით შეგიძლია გადახვიდე
- საიდან იცი ჩემი მისამართი? - ახლა უფრო გამიფართოვდა თვალები
- დროდადრო ყველაფერს გაიგებ ნასტია - შუბლზე მაკოცა, ეს სახელი საშინლად მომხვდა ყურებში, თვალებში დამიბნელდა და რამდენიმე წუთი მხოლოდ შორიდან ჩამესმოდა დემეს ხმა, ჩემი ორგანიზმი რაღაცის გახსენებას ცდილობდა, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.
- კარგად ხარ? - შეშფოთებულმა მოიქცია ჩემი სახე ხელებში
- კი, კარგად ვარ, ასე რატომ მომმართე?
- რა არ შეიძლება? - ისევ ეს უცნაური მზერა
- არა, კი როგორ არა - დავიბენი
- ადი სახლში ნასტია, მიდი - გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა.
სულ ბარბაცით ავუყევი კიბეებს, “ნასტია, ნასტია” ჩამესმოდა ყურებში და სულს მიფორიაქებდა.
მემგონი გავგიჟდი!

***
- ტასო, მა, რა გჭირს?
- არაფერი - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და სოციალურ ქსელს მივუჯექი, ახალი friend request - მაქვს, ნეტა ვინ არის?
გავხსენი და დემეტრე.
აქაც უნდა მომიშალოს ახლა ნერვები, მაგრამ რაღაცნაირად გულმა მიბიძგა და დავამატე.
“მოგესალმები ნასტია :)”
“გამარჯობა დემეტრე”
“დემე რა, გთხოვ”
“კარგი ხო დემე ))”
“ამ საღამოს რას აკეთებ მეთქი რომ გკითხო, ძალიან ბანალური ვიქნები?”
“ძალიან!” - გამეღიმა
“მაშინ, ამ საღამოს გამოგივლი და გავისეირნოთ რა”
“ოხ, მოგენატრე?”
“მომენატრე რომელია )”
“მაბნევ”
“ჯერ სად ხარ”
“კარგი რა! ნუ მელაპარაკები ეგრე.. რაღაცნაირად”
“კარგი, გავედი მე, საღამოს 7ზე შენთან ვარ, სად წავიდეთ ახლა მეტყვი თუ?”
“მთაწმინდაზე”
“ღადაობ ხო?”
“არა,ვგიჟდები იქაურობაზე”
seen - და არაფერი უპასუხია, გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე, რატომღაც მის პროფილზე გადავედი.
უამრავი გოგოს პოსტები, რამდენ რამეზე არის მონიშნული და არცერთზე პასუხი არ აქვს გაცემული.
თავს იფასებს კიდეც, თვალები გადავატრიალე.
პროფილის ფოტო.
ოჰო 253 ლაიქი, ვახ, ნახეთ რა პოპულალური ბიჭია, რა კომენტარები აქვს!
“ჩემი ბიჭი”
“შენთან მინდა დემეტრეე”
“აუ რა ბიჭია რა”
ათასი სისულელე!
მომბეზრდა ამათი კითხვა, მაგრამ რომ ვაღიარო მაგრად კი გავღიზიანდი.
სათითაოდ დავაცლიდი ყველას თმებს.
რა ჯანდაბა მემართება!
მონიშნულ პოსტებს დავუყევი ახლა.
ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება.
“იმ გოგოს გარდა ვეღარავის ამჩნევ რა”
“ტ*აკი დააყენე”
მხოლოდ ეს ჰქონდა მიწერილი, მეტი არაფერი.
ვინ გოგო?
ათასი კითხვა დამიტრიალდა თავში, მაგრამ უფლებაც არ მქონდა მეკითხა, ბოღმისგან გავიბერე პირდაპირი მნიშვნელობით.
რა ვინმე ჰყავს?
ამასობაში მომწერა კიდეც..
“კიდევ აქ ხარ?”
“ჰო რა ხდება?”
“6 საათია, უკვე უნდა ემზადებოდე”
“ოჰო, რა დრო გასულა”
“ჩემი პროფილის დათვალიერებას ჯობდა ტანსაცმელი აგერჩია”
“საიდან მოგაქვს რა :D”
“ვიზიტორები მიყენია”
ისე შემრცხვა ამ პასუხზე, ეგრევე ლეპტოპი დავხურე და ანერვიულებულმა ჩემს კარადას მივადექი.
ბევრი არ მიფიქრია, ძველთაძველი ცისფერი კაბა გადმოვიღე და ჩავიცვი, რაღაცნაირად მომინდა..
მეუცნაურა, აქამდე ძველ ნივთებს ზედაც არ ვუყურებდი..
ახლა კი გულმა ვერ გამიძლო და ამ კაბაში გამოვიპრანჭე.

***
- სად მიდიხარ მა?
- დემეტრეს უნდა შევხვდე
- ვის? - ფეხზე წამოიჭრა
- დემე, ლილეს მეგობარია მა, ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან
- ა ხო - დაიბნა - კარგი მიდი ჭკვიანად იყავი - მკრთალად გამიღიმა
- კარგი მა - კარები გამოვიხურე და ესემესიც მომივიდა
“მეორე ბინასთან ვდგავარ, მალე მოდი”
რატომ მეორე ბინასთან? როგორც კი მივალ ვკითხავ მეთქი ვიფიქრე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე დანიშნულების ადგილისკენ.
- გამარჯობა ნასტია - გამიღიმა და ხელები გაშალა, ინერციით წავედი და ჩავეხუტე.
უცნაურად ამიფრიალდა გული, ნეტარების სამყაროში გადავეშვი და ჩემდაუნებურად ცხვირი კისერზე გავუხახუნე
- როგორ მიყვარს ეს სუნამო - ფართოდ გამეღიმა და მხოლოდ მის გაოგნებულ მზერას რომ გადავწყდი მაშინ მოვედი გონზე
- მე ისა.. ბოდიში
- არაუშავს - კარები გამიღო და მსუბუქად მიბიძგა, მეც გემრიელად მოვთავსდი აწითლებულმა.
მთაწმინდაზე ისე ავედით ხმა არ ამოგვიღია.
- როგორ მიყვარს აქაურობა ვერც კი წარმოიდგენ - ღრმად შეისუნთქა ჰაერი
- რატომ? - ინტერესიანი მზერა მივანათე
- აქ ჩემი სიცოცხლის არსმა პირველად მითხრა რომ ვუყვარვარ - ფართოდ გაეღიმა, მე მოვიქუფრე
- შენი და შენი შეყვარებულის საყვარელ ადგილზე მომიყვანე? - ჩავისისინე
- შენი იდეა იყო - სიცილშეკავებულმა გადმომხედა
- ა ხო.. - დავიბენი - მეც მიყვარს ეს ადგილი
- შენ რატომ? - ზემოდან გადმომხედა
- არვიცი - მხრები ავიჩეჩე - არ მახსოვს
გაეცინა.
გამიკვირდა რომ არ მკითხა, არადა როგორ მინდოდა რომ მომეყოლა ყველაფერი და დავცლილიყავი. ეტყობა ჩათვალა რომ გავიხუმრე.
უხმოდ დავდიოდით ცოტა ხანი.
- აუ - დავიწუწუნე
- მამბის ნაყინი გინდა
- შენ.. საიდან მიხვდი?
- მეც დავინახე - გაეღიმა - მოვალ ახლავე
- კი მაგრამ..
10 წუთში ძლივს მოაღწია აქამდე
- მე ამას არ ვჭამ - ტუჩები გადმოვაბრუნე
- ვარდისფერია - ღიმილით გამომიწოდა
- მაბნევ დემე..
- სპეციალურად არ ვაკეთებ - თავი გააქნია და მადიანად შეექცა ბამბის ნაყინს.
ცოტა ვილაპარაკეთ და მალე დავიშალეთ.
- ნიკაკო არ გამოჩენილა?
- არა.. - ამოვისისინე
- რა დააშავა ასეთი?
- არაკაცია - მზერა გავუსწორე და ვეცადე გამეღიმა
- მოხვდება მაგას, ვატყობ მე
- არც გაბედო
- კაი ერთი - სიცილით გადმომხედა, აი ისეთი მზერა ჰქონდა “პირველი ხომ არააო” რაღაცნაირად მივხვდი და ქვედა ტუჩზე ვიკბინე
- მეორე ბინასთან რატომ გააჩერე მანქანა?
- შენს ბინაში ჩემი მტერი ცხოვრობს - აშკარად დაიძაბა ამის თქმისას
- ახლა რატომ მომიყვანე სადარბაზოსთან?
- ახლა ვერ მიცნობს - ჩემსკენ გადმოიწია და საფეთქელზე მაკოცა - მიდი აირბინე ახლა სახლში, საღამოს მოგწერ
უხმოდ დავუქნია თავი და მანქანიდან გადავედი.
მაღლა ავიხედე, მამა მიყურებდა, ისევ მკრთალად გამიღიმა და ფანჯარა მიხურა.
ნელნელა ავედი სახლში, ცოტა გაოგნებული, დაბნეული და გულაფრიალებული ვიყავი.

***
რამდენიმე დღე ისე გავიდა არ შემხმიანებია, მისი პირობა რომ მახსენდებოდა ლამის ტაფა მერტყა სიფათში.
აკი “საღამოს მოგწერო?”
ჩავისისინე და ტელეფონიც განათდა.
მესენჯერი.
“ნასტია”
“არ გელაპარაკები!”
“რა შეყვარებულივით მიჭედავ რა
“აჰა, თუ გყავს შეყვარებული მე რატომ მწერ?”
“შენ ჩემი ნასტია ხარ და მაგიტომ”
“წავედი მე ნიკას უნდა შევხვდე ”
“პროსტა არც გაბედო რა, რომ გავიგო შეხვდი ძვლებში დავამტვრევ იმ ს*რს”
“რა შეყვარებულივით მიჭედავ?”
“აბაროტი? ვა საღოლ :”
არაფერი მიპასუხია.
15 წუთში ისევ მომწერა
“საღამოს შვიდზე, შენ მოიფიქრე სად გინდა”
“coffee time - ში”
“მემგონი შენ მე და ჩემს შეყვარებულს კარგად გვიცნობ” - სისხლი სახეზე მომაწვა გაბრაზებისგან, კინაღამ დავლეწე ტელეფონი მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ახლა ყველაზე უკეთესი ვარიანტი ის იყო რომ არ მეპასუხა.
ინტერნეტი გავთიშე და ლოგინზე გადავწექი.
ზოგჯერ ისე მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს ტანში ჟრუანტელი მივლის.
ტელეფონზე ლილე მირეკავს.
- ჰო ლილე
- გოგო დღეს ბავშვები ვიკრიბებით და წამო რა
- სად?
- coffee time - ში გავდივართ რა
- მე და დემეც იქ ვიქნებით 7ზე
- შენ და დემე? - ხმა აუკანკალდა საგრძნობლად
- ხო რა მოგივიდა? - გადავიკისკისე
- არა არაფერი, კარგი მიდი
რა უცნაურად იქცევა ეს ხალხი ამ ბოლო დროს!

***
coffee time - ში რომ შევაბიჯეთ, ყველას მზერა ვინც იქ იჯდა ჩვენსკენ იყო მომართული.
- დემეე - ერთ-ერთ მაგიდიდან ვიღაც წიკვინა გოგო წამოდგა და მიუახლოვდა - როგორ ხარ?
- დემეტრე დამიძახე - დაუღრინა
- ხო ბოდიში - თვალები აუფახულა გოგომ
- რა გინდა? - უკმეხად მიუგდო და ჩემსკენ გამოაპარა თვალები
- არაფერი, უბრალოდ - ამრეზით გადმომხედა გოგომ და ისევ გაუსწორა მზერა - ამასთან ერთად რა გინდა? ნ ი კ ა ს შეყვარებულთან - დაუმარცვლა კარგად რომ გაეგო, თვალები ავატრიალე
- ბევრს ხომ არ ლაპარაკობ? - თვალები დაუქაჩა
- ისა.. მეე
- გაგვატარე - უხეშად გაწია გვერდით, მე ხელი გადამხვია
- ეს ვინ იყო?
- ერთი რა..
მეტი არაფერი უთქვამს მთელი საღამო, ჩემს მოპირდაპირედ იჯდა და ერთი ორჯერ მკრთალად თუ გამიღიმებდა.

***
- მადლობა რომ მომიყვანე
- არაფრის - თმაზე ხელი გადაისვა
- რაზე ნერვიულობ?
- რა? საიდან მოიტანე? - დაიბნა
- თმაზე ხელს რომ ისვამ ესეიგი რაღაცაზე ნერვიულობ - გამომცდელად შევხედე
- შენ რა იცი?
- მე..მე - ავბლუყუნდი, მართლა საიდან ვიცი?!
- კაი დაივიწყე, მიდი აირბინე სახლში და მოგწერ მერე
უხმოდ გადმოვედი მანქანიდან.
გაოგნებული ავედი ზემოთ.
საიდან ვიცოდი?!

***
- ნიკა არ მინდა შენთან ლაპარაკი, ყველაფერი დამთავრებულია! - უკვე ბოლო ხმაზე გავკიოდი შუა პეკინზე
- რატომ ტასო?
- იმიტომ ნიკა, იმიტომ!
- ამიხსენი და შეგეშვები! - დაიღრიალა და მკლავში მწვდა
- იმიტომ რომ მიღალატე, მე შენ არ მიყვარდი, არც მიყვარხარ და აწი მითუმეტეს არ შემიყვარდები!
- სად გიღალატე? - დაიღრინა
- იმ ვირთხამ შენი და მისი ფოტო დადო, როგორ კოტრიალობდით საწოლში - ჩავისისინე - შენ - უხეშად მოვიშორე მისი ხელი მკლავიდან - იმის მაგივრად რომ ყველაფერი გაგეკეთებინა ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად, უკანასკნელივით მოიქეცი! არ დამენახო ნიკა თორემ ჩემსთავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე.
უხმოდ გაბრუნდა და წავიდა.
ძლივს ამოვისუნთქე.
ეგრევე დემეს მივწერე, პეკინზე ვარ მალე მოდი მეთქი.

***
15 წუთში დემეს მანქანა ჩემსწინ გაჩერდა და იქედან ნანერვიულები სახით გადმოვიდა
- რა მოხდა ნასტია?
- ნიკა ვნახე დემე..
- მერე? - ვიგრძენი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული
- ყველაფერი დავამთავრე - ახლა შვების ღიმილმა გადაურბინა სახეზე
- რამე ხომ არ დაგიშავა?
- არა დემე - მივეხუტე და გავიტრუნე - უბრალოდ ძალიან შემეშინდა
- სუ ნასტია, ნუ გეშინია - თმაზე მეფერებოდა და დროდადრო დამამშვიდებელ სიტყვებს მეჩურჩულებოდა
- მთაწმინდაზე წამიყვანე რა დემე - ამოვიკრუსუნე
- წამო ჩემო პატარა - ხელში ამიყვანა და მანქანაში ისე ჩამსვა, შემდეგ საჭესთან დაჯდა და მთელი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.

***
- ტას სად ხარ? - კისკისით ჩამძახის ლილემ ყურმილში - შენთან ვარ სახლში და მალე მოდი რა - არაფრის თქმას არ მაცლის ისე მითიშავს.
გაოგნებული ვიყურები
- რა მოხდა ნასტია?
- ამ ბოლო დროს ლილე უცნაურად იქცევა - გაოგნებულმა ამოვილაპარაკე
- ეხხ - ამოიოხრა და ქალაქს გადახედა
- დემე - მხარზე დავადე თავი - ძალიან გიყვარს შენი შეყვარებული?
- სიგიჟემდე
ცრემლები მომადგა თვალებზე.

***
- მოვედი ლილიჩკა რა ხდება?
- გოგო..
- ჰო რაიყო? - მისი აცრემლიანებული თვალები რომ დავინახე კინაღამ გავგიჟდი - რა გატირებს გოგო?
- დღეს იო დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად - ამოიკრუსუნა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში
- მერე?
- დამინახა გამიღიმა და გაიარა იმ გოგოსთან ერთად, პროსტა ძვლებში დავამტვრევ რა! - დაიღრინა
- გოგო იქნებ აგრძნობინო რომ გიყვარს?
- თვითონ მაგრად ვ კიდივარ და აზრი? - ამოიფრუტუნა
- ღმერთო, რა მსახიობებს კარგავს თეატრი - ამოვიფრუტუნე და ყავა მოვამზადე სანამ ეს წუწუნებდა
- რამე უნდა მოვიმოქმედო!
- აბა შენ იცი - გადავიკისკისე და ყავა მოვსვი
იმდენი მელაპარაკა იოზე იმ საღამოს ტვინი ამხადა, ბოლოს არაფრის თავი არ მქონდა, ძლივს გავაგდე სახლიდან და ჩემს ოთახში შევლასლასდი..
საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დავწექი და ჭერს დავუწყე ყურება.
საშინელმა ფიქრებმა შემომიტია.
და მაინც რა არის ჩემი ცხოვრება? გვერდით მყავს ადამიანი რომელიც არ მიყვარს.
არაფერში მჭირდება.
არაფერში მარგია.
ნიკა.. საზიზღარი, აუტანელი ადამიანი, რომელიც შეიძლება გარეგნულად იდეალურია მაგრამ შინაგანად საშინელება..
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა!
ამ დემეტრემ კიდევ.. ისე მოკლე დროში დაიკავა იმაზე დიდი ადგილი ვიდრე ნიკას უჭირავს..
ჩემი თავის მიკვირს.. რა დამემართა? მაცოდინა მისი შეყვარებული ვინ არის დიდი სიამოვნებით გავპუტავდი..
მივეჯაჭვე, საშინლად საშინლად მივეჯაჭვე..
რა იქნება ჩემი ცხოვრების წინა პერიოდი მახსოვდეს?
როგორც მიყვებოდნენ, საშინლად მომაბეზრებელი და ცუდი პერიოდი მქონდა..
აი ერთი ვერ გამიგია რა, ეს ნიკა რანაირად მიყვარდა?
ან რას ვხედავდი მასში განსაკუთრებულს?
ალბათ არასდროს შემხვედრია დემეტრე თორე..
ვის გაახსენდებოდა ნიკა.. ჩემს თავზე გამეცინა, გადავბრუნდი და ბალიშს ჩავეხუტე.

***
ღამით საშინელი კოშმარი დამესიზმრა..
საწოლიდან წამოვხტი და თავზე ხელი ძლიერად მივიჭირე
ეს რა არის, ეს რა არის
ჩემთვის ვბუტბუტებდი და აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.
რატომ დამესიზმრა ეს ყველაფერი? აქამდე სიზმრები არ მაწუხებდა, ღმერთო! როგორ შემეშინდა..
თავი ბალიშზე დავდე მაგრამ ისევ იგივე განმეორდა, ყველა სურათი ნელნელა იცვლება თვალთახედვიდან და სულს მიფორიაქებს.
უცებ ტელეფონი განათდა და შიშისგან შევკივლე.
უხ, ვინ არის ამ დროს?!
დავხედე და “დემე”
“როგორ ხარ?”
“უკეთესი დრო ვერ შეარჩიე რომ მოგეწერა?”
“რაღაცნაირად, როგორც იტყვი ხოლმე, მომინდა”
“ხო, კოშმარმა გამაღვიძა”
“რა დაგესიზმრა ასეთი?”
“თეთრი კაბა მეცვა, ძალიან დიდი სისწრაფით მივდიოდით სადღაც, ჩემს გვერდით ვიღაცა იჯდა, თან ნაცნობი და თან უცნობი, ვერ ვნახე მისი სახე მაგრამ მის გვერდით უბედნიერესი ვიყავი. გზაზე თავიდან არავინ იყო, მაგრამ მერე უცებ საიდანღაც გამოვარდა მანქანა და ავარიაში მოვყევით, გამომეღვიძა”
დუმილი.
გავღიზიანდი, თავთიშე ტელეფონი და დავიძინე.
აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს.

***
დილით 12 საათზე ავდექი, გახარებულმა არავინ გამაღვიძა მეთქი მაგრამ გამორთულ ტელეფონს რომ წავაწყდი აი მანდ დამემართა ელეთ-მელეთი.
არც გამკვირვებია
მამა (10) missed call
ლილიჩკა (25)
დემე (2) text message
პირველი ვის გავცემდი პასუხს?
რათქმაუნდა დემეს.
“ნუ ნერვიულობ, აი ნახავ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, ეგ კოშმარი ძალიან მალე დამთავრდება და უბედნიერესი იქნები”
“ნასტია სად გამექეცი?”
ჩამეღიმა.
შემდეგ ლილის და მამას გადავურეკე.
იმდენი მელაპარაკეს რომ ტვინი ამიდუღდა, ძლივს მოვიმზადე საჭმელი და გემრიელადაც შევექეცი.
მაგარია გოგა 1 კვირა არ ჩამოვა მივლინებაშია.
ლილიჩკა იოანეს ამწარებს.
წინ დიდი მხიარულება მელის როგორც ვატყობ.

***
- ლილე რა გჭირს რატომ არ მელაპარაკები? - არ ნებდებოდა იო და უკან დაყვებოდა გაბრაზებულ გოგოს
- იმიტომ! - უფრო აიბზუა ცხვირი
- კარგი რა ამიხსენი რა გჭირს
- იმ გოგოსთან ერთად რომ იყავი რატომ არ მოხვედი ჩემთან? - წარბები შეკრა ლილემ
- კაი რა მაგაზე მიჭედავ? აი ბოდიში! აწი რომ გვნახავ უეჭველი მოვალ შენთან - ჩაეღიმა ლილეს საქციელზე
- აწიი? - შეიცხადა გოგომ - კიდევ გნახავთ ერთად? - გაბრაზებისგან წითელი ფერი დაედო სახეზე
- ხო რაიყო?
- არც გაბედო გესმის - თითი ცხვირთან მიუტანა - რომ დაგინახო მაგ გოგოსთან ძვლებში დაგამტვრევ
- რა მოგივიდა გოგო? რა არ მოგწონს იმ გოგოში?
- არ მომწონს და მორჩა! არ დაგინახო მაგ გოგოსთან გაფრთხილებ! - კარი გაიჯახუნა და წავიდა გაბრაზებული.

***
“რას აკეთებ?” - აზუზუნდა ჩემი ტელეფონი
“ყავას ვსვამ შენ?”
“მეც დავლევდი ახლა ყავას ”
“ამოდი ჩემთან”
“ღადაობ?”
“გოგა არ არის ამო მიდი ”
“კარგი, მოვდივარ”
ღმერთო, რა მემართება? რამდენიმე დღის წინ გაცნობილ ბიჭს ვეპატიჟები სახლში, რატომ ვენდობი ასე საშინლად? ან რა გრძნობა მაქვს მის მიმართ?
დავიღუპე მგონი!
სახლი უნდა მივალაგო თორემ შევრცხვები.
ღიღინ-ღიღინით მივალაგე ოთახები, ამასობაში კარზე ზარის ხმაც გაისმა და კი არ გავედი, არამედ გავფრინდი დერეფანში. “ჭუჭრუტანაში” გავიხედე და სიამოვნებისგან ყურებამდე გამეღიმა.
კარი ფართოდ გავუღე.
- გამარჯობა დემე
- პრივეტ ნასტია როგორ ხარ? - შოკოლადებით სავსე ყუთი გამომიწოდა
- მადლობა კარგად, კარგი რა რატომ შეწუხდი?
- ვიცი რომ გიყვარს - თვალი ჩამიკრა და ოთახებში ოსტატურად გაიკვლია გზა
- ოჰ, ასე მგონია აქამდეც ხარ ამ სახლში ნამყოფი
- არა რას ამბობ - გაეცინა
- რავიცი, ჩემი სახლის ლაბირინთში ასე კარგად ჯერ არავინ გამძვრალა - გადავიკისკისე და შოკოლადების შეკვრას დავწვდი - მაბნევ მეთქი რომ გეუბნები არ გჯერა
- ახლა რაღა მოხდა? - ინტერესიანი თვალები მომანათა
- ჩემი საყვარელი შოკოლადები რა იცოდი?
- მე.. რავიცი - მხრები აიჩეჩა - გავარტყი
- საზიზღარი ხარ რა - ენა გამოვუყავი
- მთავარია შენ მოგწონდე და.. - ხელებს ჩამოადო თავი და თვალებაციმციმებულმა შემომხედა.
დავიბენი. ამიტომ სასწრაფოდ მივბრუნდი და ყავის გაკეთება დავიწყე.
- გოგო რა არის ეს კარები ღია რომ გაქვს რამ გამოგაშტერა? - ქოთქოთით შემოვარდა ლილე ოთახში და დემეტრეს დანახვაზე ფერები გადაუვიდა - გოგა სად არის? - კანკალით იკითხა
- მივლინებაშია ლილიჩკა რა გჭირს? - გადავიკისკისე - ან აქ რომ იყოს მერე რა მოხდა?
- არა.. არაფერი - დაიბნა და მაგიდასთან ადგილი დაიკავა
- შენც გინდა ყავა?
- კიი - გაიწელა და მაგიდაზე თითები აათამაშა.
10 წუთში ორივეს დავუდგი წინ ცხელი სითხით სავსე ჭიქა, საშაქრეთურთ და მეც დავიკავე ადგილი.
- ლილიჩკა შენ არვიცი რამდენს იყრი დაა - გავუღიმე
- ოხ, ამის დამახსოვრებას მაინც რა უნდა? - დამიბღვირა
- ეე რას აკეთებ დემე? - ჰაერში გაუშეშდა შაქრით სავსე კოვზი და გაოცებულმა შემომხედა - შენ უკვე ჩაგიყარე სამი კოვზი როგორც გიყვარს, არა რა ვერ გადავაჩვიე ამ ტკბილ ყავას და ჩაის, არ მითხრა ახლა რომ მეოთხესაც იყრი ხოლმე - ცალი წარბი ავუწიე და კოვზი ხელიდან გამოვგლიჯე რასაც ქვია - დიაბეტს აიკიდებ შვილო!
მათი გაოცებული სახეები რომ დავაფიქსირე მერეღა მივხვდი რა ვთქვი და ენაზე ვიკბინე
- მე ისა.. რავიცი.. - დამნაშავესავით დავხარე თავი
- არაუშავს - გამამხნევებლად გამიღიმა დემემ და ყავა მოსვა
ვჭუკჭუკობდით, იომ რომ დაგვირეკა ჩემთან ამოდითო მაგრამ ყველას აქეთ მოსვლა შევთავაზე და ისინიც სიამოვნებით დამთანხმდნენ.
ნელნელა მისაღებ ოთახში ვიკრიბებოდით მხოლოდ იო არ იყო მოსული, ლილე უკვე მოუსვენრად ცქმუტავდა ადგილზე და სულ კარისკენ ჰქონდა ყურადღება.
ხოდა აი დადგა ნანატრი მომენტი მაგრამ ვაი ასეთ დადგომას.
იო ვიღაც გოგოსთან ერთად შემოვიდა ღიმილით და მე ფერები გადამივიდა სახეზე ლილეს შემხვედვარე. უეჭველი დააცლის თმებს ღერა-ღერა. ამ იოს გაფრთხილება რატომ არ ესმის ვერ ვხვდები!
- გამარჯობათ, გაიცანით ეს ლიზაა, ლიზა გაიცანი დემეტრე, თორნიკე, გაგა, ზურა, ლილე და ტასუნა
- სასიამოვნოა - დაიმორცხვა გოგომ
- ჩვენთვისაც - ღიმილით ვუთხარი და დაბრძანდით მეთქი მივუთითე
- მე შენ რა გაგაფრთხილე - ჩაიღრინა ლილემ იოს გასაგონად
იოს კიდე ვითომ არაფერი გაუგია ისე გააგრძელა საუბარი ბიჭებთან.
საღამოს უკვე ერთმანეთს რომ ვეღარ ცნობდნენ, ლილემ დაიხელთა ეს ჩვენი ლიზაჩკა აივანზე მარტო, იმის შიშით რომ არ გადაეგდო, ან კისერი არ მოეგრიხა სასწრაფოდ გავვარდი გარეთ
- იოს ძალიან უყვარხარ არა? - იღრინებოდა ლილე
- საკმაოდ - დაიმორცხვა გოგომ
- რამდენი ხანია ერთად ხართ?
- ბავშვობიდან - თვალები აუციმციმდა, მე ლილეს ვიჭერდი ცალი ხელით
- ოჰო, აქამდე რატომ არ გაგვაცნო შენი თავი?
- 1 კვირის უკან ჩამოვედი უცხოეთიდან
- შორიდან გეტრფოდა? - ჩაიქირქილა ლილემ
- მეტრფოდა?
- ხო რაიყო შეყვარებული არ ხარ მისი? - ირონიულად გაუღიმა
- არა, მე ბიძაშვილი ვარ - გაეღიმა გოგოს და ლილეს ფერები გადაუვიდა, მიხვდა რომ იომ სპეციალურად გააკეთა მის საეჭვიანოდ ყველაფერი, ჯერ გაბრაზდა შემდეგ კი სიამოვნებისგან ჩაეღიმა.
ლიზამ იმდენი იცინა კინაღამ მართლა მისით გადავარდა აივნიდან. შემდეგ ორივემ გამოვედით და ლილე დავტოვეთ მარტო აივანზე, რამეს მოვიფიქრებო გამოგვიცხადა.

***
- აქ რატომ ხარ ლილიჩკა?
- ვფიქრობ - ზედ არ შეუხედავს ისე უპასუხა
- რაზე? - მისკენ მიტრიალდა და კედელთან მოიმწყვდია - რას აკეთებ? - ენა დაება იოს
- ახლა ეს რომ არ გავაკეთო არვიცი რა მომივა - მთელი გრძნობით აკოცა ტუჩებში, გაოცებულმა ბიჭმა ჯერ ვერ მოიფიქრა რა უნდა ექნა და მერე როგორც კი მოტვინა ძლიერად მოხვია წელზე ხელები და უფრო ახლოს მიიხუტა
- მადლობთ - როგორც კი ლილე მოშორდა თავი დაუკრა და ოთახში შესვლა დააპირა მაგრამ იომ დაიჭირა და ახლა მისი ინიციატივით აღმოჩნდა კედელზე აკრული
- რატომ თამაშობ ჩემს გრძნობებზე? - წყვეტილ-წყვეტილ ამბობდა და თან ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა
- შენ რომ ითამაშე შენი ბიძაშვილით კარგია? - დაიღრინა ლილემ, იომ კი კოცნით უპასუხა, მთელი ვნებით და გრძნობით კოცნიდა - ეგრე რომ არ მოვქცეულიყავი ვერ გავიგებდი რომ გიყვარვარ - მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა და მადიანად შეექცა მის ბაგეებს.

***
- დემე
- ჰო
- რას აპირებ?
- არვიცი
- გოგა რომ გაიგებს?
- აღარ მაინტერესებს ხოიცი არა? - ღიმილით გადახედა თოკას და გაგას
- კი მაგრამ - საუბრის დაწყება ცადა გაგამ მაგრამ შეაწყვეტინა
- გეყოთ რა, ვიცი რასაც ვაკეთებ და ისიც ვიცი როგორ უნდა მოვიქცე
- ახსოვხარ მაინც?
- მე არა, მაგრამ რა მიყვარს ყველაფერი ახსოვს - ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი
- ნელნელა აღიდგენს ყველაფერს იმედია - მხარზე დაკრა ხელი ზურამ
- იმედია

***
- ბიჭებო რას აკეთებთ? - ღიმილით შევედი ოთახში
- რავიცი არაფერს, წავალთ ჩვენ აწი ჰო? გოგაც დაბრუნდება ალბათ
- არა, მივლინებაშია 1 კვირით, დარჩით ვისაც გინდათ
- ჩვენ დავრჩებით - აივნიდან ხელიხელგადახვეული იო და ლილე შემოვიდა
- არ იცუღლუტოთ ოღონდ - კისკისით ვუთხარი და კარს ამოვეფარე რამე რომ არ მომხვედროდა - ლილე თქვენი ოთახი ზემოთ არის
- მე უნდა წავიდე, თქვენ რას იზამთ ბიჭებო? - თვალი მოავლო თორნიკემ იქ მყოფთ
- მე დავრჩები - გამოაცხადა გაგამ და ლიზას გადახედა, ოპა! დავაფიქსირე მე ამათი მზერა, გულში ჩამეცინა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
- მეც დავრჩები - გული ამიფართხალდა დემემ დარჩენა რომ განაცხადა
- მე ბათუმში მივდივარ ასე რომ .. - ფეხზე წამოდგა ზურა
ბიჭები ღიმილით გავაცილე და ყველა ოთახებში გავანაწილე.
- ვაიმეე - შევკივლე მე
- რა მოხდა? - ლიზამ გაკვირვებულმა გადმომხედა
- შენ და გაგა ერთ ოთახში უნდა მოთავსდეთ, შეგიძლიათ? - შევიცხადე მე ოსტატურად
- მე ისა.ა.. - დაიბნა ლიზა
- დავეტევით როგორმე - თვალები აუციმციმდა გაგას
- კარგით მაშინ იმ ოთახში დაიძინეთ - ხელით ვანიშნე და მსუბუქად ვუბიძგე ორივეს.

***
- ქალბატონო რატომ შეუშვი გაგა და ლიზა ერთ ოთახში? - წარბაწეული დამხვდა ჩემს სამფლობელოში დემე
- იმიტომ რომ მათი მზერა დავაფიქსირე - თვალები ამიციმციმდა
- მე სად დავიძინო? - ინტერესიანი მზერით გადმომხედა
- აუ ეგ არ მიფიქრია - ტუჩზე ვიკბინე
- აპ აპ, ეგრე არ ქნა მეორეჯერ - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია
- სად დაიძინებ? აჰა, მისაღებ ოთახში ტახტზე
- ნოო - გაიწელა სასაცილოდ - ძალიან მაგარია, მე ეს საწოლი მომწონს, თუ გინდა შენ დაწექი ტახტზე
- იდიოტო! - ჩავიბურდღუნე - კარგი ხო იწექი - კანკალით ვუთხარი და სააბაზანოში შევედი.
- ეე ეე სად მიდიხარ? - კარებისკენ წასული შემაჩერა
- ქვემოთ, ტახტზე დავიძინებ
- რას ნიშნავს ეს? - წარბები შეკრა, ერთი ხელის მოსმით დამაგდო ლოგინზე და გვერდით მომიწვა - არც გაბედო წიკვინი თორემ ყველას გავაღვიძებ იცოდე! - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ცხვირი ჩემს კისერში ჩაჰყო
- კარგი ხო - ძლივს ამოვიხავლე და თვალები დავხუჭე, იქნებ დამეძინოს მეთქი.
მაგრამ ამის ხელში რა დამაძინებდა? მისი შიშველი სხეული რომ მეხებოდა მკლავებზე საერთოდ გადავედი ჭკუიდან, კინაღამ აქვე დავნებდი, ჩემს თავზე რომ შემეძლოს ერთს კარგად გადავიხარხარებდი.
ვწევარ იმ ადამიანის გვერდით რომელზეც ვგიჟდები, ოღონდ მას სხვა უყვარს და ჰყავს შეყვარებული რა დღეში ვარ?!
მემგონი შეამჩნია რომ ვერ დავიძინე და თავი ოდნავ წამოწია
- რატო ვერ ისვენებ?
- შენს მკლავებში არაკომფორტულად ვარ - ისე ცივად შემიშვა ამ სიტყვებზე ხელები გული ჩამწყდა
- ალბათ ნიკას მკლავებში უფრო კარგად იყავი - ჩაიღრინა და ზურგი მაქცია.
10 წუთი ვცდილობდი იმის გაანალიზებას თუ რა მითხრა, ბოლოს გაბრაზებისგან სისხლი რომ მომაწვა სახეზე მაშინ გავიაზრე და უცებ სიცილი ამიტყდა მის ეჭვიანობაზე.
ეს რა ნიკაზე ეჭვიანობს?
შეხედე შენ, მარტო მე არ ვარ ასეთი მიჯაჭვული მასზე.
ცოტახანი ვუყურე ვუყურე ვუყურე, მძიმედ სუნთქავს ესეიგი გაბრაზებულია.
უკნიდან მივეკარი მერე და წელზე ხელი გადავადე.
- დემეე - ყურში ჩავჩურჩულე - შემირიგდი რა დემეე
- ახლა მოგინდა არა დემე? - თავისთვის საყვარლად ჩაიბურტყუნა
- არ მინდოდა შენი წყენინება, უბრალოდ ძალიან.. - ქვედა ტუჩზე ვიკბინე ზედმეტი რომ არ წამომცდენოდა - ცხელი ხარ და რაღაცნაირად ვგრძნობ თავს - ჩემსკენ გადმობრუნდა და გამიღიმა
- ეს “რაღაცნაირად” რომ არ არსებობდეს შენს ლექსიკონში რა გეშველებოდა?
- შენც შეამჩნიე ხო? ძალიან ხშირად ვახსენებ - ისევ მოვიქციე ქვედა ტუჩი კბილებს შორის
- ხო გითხარი ეგრე არ ქნა მეთქი? - დაიზუზუნა და ძალიან ახლოს მოვიდა.
ისეთი ძალით ამიჩქარდა გული მემგონი მთელ სამეზობლოს ესმის.
ნელა და ფრთხილად წაეტანა ჩემს ბაგეებს, ისე მომთხოვნად და ვნებიანად მკოცნის მალე ხელში ჩავადნები, რა ტუჩები აქვს, რა გემოო.. რა სიტკბო…
ცუდად ვარ!
ვერ ვითმენ და ქვედა ტუჩზე ვკბენ..
სულ გადაირია, უფრო მომთხოვნად დამიწყო კოცნა, ოდნავ სისხლის გემო ერევა მის ტუჩებს და მეღიმება, მაგრამ კოცნას მაინც არ ვწყვეტთ, ნელნელა უფრო და უფრო ღრმად შევდივართ, ჩვენი იქედან გამომთრევი კი არადა არ ჩანს..
ვგრძნობ როგორ ასრიალებს ხელს შიშველ ფეხზე და მთელ ტანში ჭიანჭველები მიმოდიან..
ხელს თეძოებთან აჩერებს და ძლიერად მიჭერს, კვნესა ცდება ჩემს ბაგეებს და უფრო მჭიდროდ ვეხუტები..
ახლა ისე მინდა რომ მისი ვიყო, ლამისაა შევიშალო..
მაგრამ უცებ ჩერდება, ღრმად სუნთქავს, მთელი სხეულით კანკალებს, ცხვირს კისერში მიჰყოფს და ახლოს მიხუტებს..
- დაიძინე ნასტია - თრთოლვა მის სიტყვებშიც კი გარკვევით იკვეთება და მეღიმება
შუბლზე ვკოცნი და ვცდილობ მშვიდად გადავეშვა სიზმრების სამყაროში.

***
დილით ბედნიერმა გავახილე თვალები და მძინარე რომ დავინახე დემე გულში უდიდესი სითბო ჩამეღვარა, თვალები ამიციმციმდა და სახეზე მივეფერე.
- დემე გაიღვიძეე - შეიშმუშნა და გაიღიმა
- კარგი რა ნასტია, დამაძინე გთხოვ
- დემე, გაიღვიძე გეყოფა ამდენი ძილი
- სულ შეიძლება ერთი და იგივე? ასე ადრე მაღვიძებდეს? - უფრო თავისთვის ამოიბურტყუნა და მე ერთ ადგილზე მივეყინე.
ცოტახანში როგორც ჩანს გაანალიზა რა თქვა და თვალები ჭყიტა
- ნასტია მეე..
- არაფერია - გავუღიმე - გასაგებია რომ შენი შეყვარებული ხშირად გაღვიძებს - ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და წამოდგომა ვცადე
- ნასტია, ეგრე არ არის - იგივე პოზიციაში დამაბრუნა და ჩამეხუტა - დიდი ხანია ჩემს შეყვარებულთან დაშორებული ვარ
- აბა ერთად ვართო?
- სად გითხარი, კარგი რა, მე უბრალოდ გითხარი მიყვარს მეთქი
- მერე მასთან მაიგივებ - ავღშფოთდი მე
- როგორ ფიქრობ შენ შეიძლება ვინმესთან გაგაიგივოს ადამიანმა? შენ საუკეთესო ხარ! - ცხვირზე მაკოცა და ლოგინიდან ადგა
- საძაგელო - ხელები გადავაჯვარედინე
- კარგი მე გავედი, მოგიმზადებ რამეს, მიდი შენ მოწესრიგდი და ჩამო - თბილად გამიღიმა და კარს უკან გაუჩინარდა

***
ქვემოთ რომ ჩავედი ზოგი ბამბით გარბოდა ზოგი ბინტით ზოგი იოდით ხელში, გაგა გავაჩერე ძლივს
- რა მოხდა?
- დემემ ხელი გადაიჭრა და სისხლს ვერ ვუჩერებთ, აგერ ბამბა მიმაქვს იოდს ისე ვერ წავუსვამთ, სპირტის მაგვარი არაფერი არ გაქვს ოჯახში?
- არა, რავიცი - ამოვიბურტყუნე და გაგაც გამექცა
მაგრამ უცებ განგაშის სიგნალი ამენთო ტვინში და სამზარეულოში გავიქეცი
- მოიცადეთ - ბოლო ხმაზე დავიკივლე და ჭრილობასთან მიტანილი ბამბა ჰაერში გაუშეშდა ლილეს
- რა მოხდა? - გაოცებულებმა გადმომხედეს
- იოდი არ წაუსვათ არავითარ შემთხვევაში - შევკივლე მე
- კი მაგრამ რატომ?
- ალერგია აქვს დემეს იოდზე - ხელიდან გამოვტაცე იოდით დასველებული ბამბა და სპირტის საძებნელად გავიქეცი უკანა ოთახში.

***
ჭრილობა დავუმუშავე და ჩემი ხელით გადავუხვიე
- ასე უკეთესია - გავხედე და მის ყურებამდე გაღიმებულ სახეს რომ წავაწყდი გამეცინა - რა მოხდა?
- საიდან იცი იოდზე ალერგია რომ მაქვს? - თვალებმოჭუტულმა მკითხა
- მე.. - დავიბენი და ავბლუყუნდი
- აჰა ვიცი, უეჭველი ზურამ გითხრა ხო?
- ხოო - გავიღიმე დაბნეულმა და სწრაფად გამოვვარდი ოთახიდან კიდევ რამე რომ არ ეკითხა.

***
- კიდე რაზე აქვს დემეს ალერგია? - სიცილით გადმომხედა ლილემ
- მე რავიცი - მხრები ავიჩეჩე - ა, ა მოიცადეთ ვიცი
- აბა? - თვალებში შემომციცინა დემემ
- ჟოლოზე - გადავიკისკისე - გამახსენდა ერთი შემთხვევა. მემგონი ძალით გაიძულე ჟოლოს ჭამა ჰო?
- როდის?
- 1 წლის უკან წავაგე - ჩაეცინა
- ხოო.. - ჩაფიქრდა ლილე - საინტერესოა
- გინდა კიდე ვითამაშოთ?
- რაზე ვითამაშეთ მაშინ? - ინტერესიანი მზერა მსტყორცნა დემემ
- აუ არვიცი, არ მახსოვს
- კარგი რა მნიშვნელობა აქვს,არ გვინდა რა, კიდე გადასხმას ვერ გაგვიკეთებს ექიმი, ალბათ მეორეჯერ რომ მივიდეთ გამარჯობას გვეტყვის იმ დღეს ისეთები ჩაუტარე
- ხოო.. - გამიღიმა დემემაც
უცნაური გრძნობა დამეუფლა, მომენტები გამახსენდა ჩემი წარსულიდან და ყურებამდე გამეღიმა.
- თურმე გიცნობდი იქამდე სანამ იოსთან გნახავდი
- ხო, მიცნობდი - სევდიანად ჩაეღიმა
- არაუშავს, ავინაზღაურებთ ყველაფერს - გავეკრიჭე და მიწისთხილი ავაცალე
- აუცილებლად - ჩემმა პასუხმა გაამხიარულა აშკარად და ყურებამდე გაეღიმა.

***
- აქამდე სად იყავი შე*ემა? - სიცილით გადახედა იომ აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ დემეს
- არიცი ხო? - ჩაიღრინა
- კაი გეხუმრე, ნუ აუშვი ახლა ეგ შენი სიბრაზე
- იმ დედა მო*ნულმა რა გაგვიჩალიჩა პროსტა
- აუ არ გამახსენო, ყველგან ვეძებთ და ვერსად ვიპოვეთ, ნაბ*ზვარი, არაკაცი - ამოიღრინა გაგამ
- მაგას აწი შემთხვევით თუ წავაწყდებით სადმე თორემ თავისი სოროდან არამგონია ამოვიდეს მისი ნებით - ჩაეცინა დემეს
- მაინც ვიპოვით, კიდევ კარგი ყველაფერი რომ გაარკვიე - მხარზე დაკრა ხელი და გაუღიმა
- დავიბრუნებ აუცილებლად, ყველაფერს დავიბრუნებ
კარს უკან ვიდექი და მათ საუბარს მთელი გულისყურით ვუსმენდი, მაგრამ ვერაფერი გავიგე ნორმალურად, ან რაზე ლაპარაკობდნენ, ან ვინ იყო არაკაცი, ან ვინ უნდა დაებრუნებინა დემეს.
საერთოდ ავირიე.

***
არადა რა კარგად ვიცნობ დემეს, მისი ყველაფერი ვიცი მემგონი, რა უყვარს, რა სძულს, რაზე აქვს ალერგია.. საერთოდ ყველაფერი და ის არ მეცოდინებოდა ვინ უყვარს ასე გაგიჟებით?
ვცდილობ დავფიქრდე და აზრებს თავი მოვუყარო მაგრამ ამაოდ..
რაც მეტს ვფიქრობ მით უფრო მტკივდება თავი და გაუსაძლისი ხდება ეს გუგუნი ყურებში.
სააბაზანოში შევდივარ და წყალს სახეზე ვისხამ, ცოტა ვფხიზლდები..
ნიკამ მითხრა რომ ბევრი მეგობარი მყავდა სანამ ავარიაში მოვხვდებოდი მაგრამ ახლა აღარავის ვახსოვარ.
სად იყო დემე აქამდე? რატომ არ გამოჩნდა?
ერთადერთი ის ვიცი რომ ნიკას შეყვარებული ვიყავი იქამდე, ეს მამამაც დამიდასტურა, ის არავითარ შემთხვევაში არ მომატყუებდა..
სად იყო დემე აქამდე მაინც ვერ ვხვდები, ასე კარგად რომ ვიცნობ ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.
როგორ დავიღალე რა!
მგონი დროა ყველაფერი გავარკვიო!

***
თვალები დავხუჭე და ის დღე გამახსენდა საავადმყოფოში რომ გავახილე თვალები, ახლაც მახსოვს ის შეგრძნებები, ტკივილები რაც იმ წამს ვგრძნობდი სხეულის თითოეულ ნაწილში..
განაჩენივით მახსოვს ექიმის სიტყვები
- ამნეზია აქვს, ოღონდ ნაწილობრივი, გაახსენდება მნიშვნელოვანი ფაქტები მხოლოდ, სრულიად როდის აღიდგენს წარსულის შესახებ ყველაფერს ჩვენთვის უცნობია და სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა..
რა იქნება ახლა სადაც ვცხოვრობ ეს ყველაფერი ტყუილი რომ იყოს?
იქნებ აქამდე ბრმა ვიყავი და ვერაფერს ვერ ვხედავდი?
იმ დაწყევლილი დღიდან 1 წელი გავიდა, მაგრამ საოცარია რომ ჯერ მხოლოდ დემეზე გავიხსენე თანაც ამდენი რამე, ნუთუ რამე კავშირი გვქონდა?
მაგრამ მაშინ ნიკას სიტყვები? ისტორიები?
ყველაფერი ფარსი იყო?
გონებაში ამერია ყველაფერი.
ხვალ მთელ სახლს გადავაბრუნებ, იქნებ რამე ვიპოვო, ისეთი რაც ნიკას უკავშირდება, ან დემეს, იქნებ იყოს რამე!
გაბრუებულს ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა.

***
დილით მხიარულ ნოტაზე გავიღვიძე უფრო სწორად დემეს მესიჯმა გამაღვიძა
“დილამშვიდობისა მსოფლიოში ულამაზეს ქალბატონს <3”
გამეღიმა და ძლიერად ჩავეხუტე ბალიშს.
მემგონი შეყვარებული ვარ!
გუშინდელი გეგმა როგორც კი გამახსენდა წამოვფრინდი და მომზადება დავიწყე.
არც მისაუზმია ისე შევუდექი ჩემს საქმეს.
მთელი ჩემი ოთახი, მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო ყოველიშემთხვევისთვის გადავამოწმე მაგრამ ამაოდ, არაფერია..
ორივე საძინებელი გავჩხრიკე ისევ სიცარიელე..
მამას კაბინეტი დამრჩა!
ღიმილით შევაბიჯე შიგნით, შანსი არ არის მამიკო არაფერს დამიმალავდა, მაგრამ მაინც გადავამოწმებ, მაგიდის უჯრებში არაფერი არ არის, წიგნების თაროც გადავქექე და მისი საბუთების კარადა.
მაგრამ აი აქ სტოპ!
ეს რა ჩემი ფოტოალბომია?
ჩემი პატარობის სურათები! შევკივლე და ტაში შემოვკარი, ძლივს გამოვათრიე ამხელა ალბომი იმ ოთახიდან და მისაღებში გავედი.

***
ვაიმე რა პატარა ვარ, ეს დედიკოსთან, ადრე მანახა მამამ ეს სურათი, ოხ ცხენზეც ვიჯექი თურმე, ალბათ ვიცი ჯირითი, ოჰო ეს სად არის? სურათის უკან გარკვევით ეწერა “სვანეთი, 2006”, რა მსუქანა ვყოფილვარ..
პირველი კლასიი..
მეორე კლასი..
ასე მეთორმეტემდე..
ოჰო ჩემი და ლილეს ფოტოები, ვაიმე რა საყვარლები ვართ, ერთი გადავიკისკისე ჩვენი მონგრეული როჟების დანახვისას, აქ უეჭველი გვაიძულებდნენ რომ ფოტოები გადაეღოთ.
აი დემეც, მე და დემე ჩახუტებულები
ხელიხელგადახვეულები
დემე ყვავილებს მჩუქნის
დემეს კისერში ვკოცნი..
ცოტა ვიბნევი აქ!
დემეს კალთაში ვუზივარ
დემესთან ერთად ვწუწაობ
ხელში ვყავარ აყვანილი
მგელობანას ვთამაშობთ აშკარად აქ
მინდორზე ვწევართ
შემდეგში თავი მის გულზე მიდევს
ოღონდ ტუჩებში კოცნა არ იყოს და არ მინდა არაფერი!
იმდენი ფოტო არის ჩემი და დემეტრესი ეჭვი შემეპარა შეყვარებულები ხომ არ ვიყავით?! მაგრამ თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტად, წამოვდექი და ძლივს ავწიე ეს ალბომიც..
ვაიმე რა მძიმეა რა!
ძლივს მივათრიე საბუთებამდე.. შემოვდევი რის ვაი ვაგლახით და შემობრუნებას რომ ვაპირებდი ქვემოთ დავარდნილმა ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება.

***
- დემე რას აპირებ მართლა?
- დღესვე მივალ და ყველაფერს მოვუყვები, დავიღალე - ამოიოხრა და სავარძელში გადაწვა
- დაგიჯერებს?
- დავაჯერებ, მივუტან ყველაფერს, დავანახებ
- იმედი მაქვს ძმაო ყველაფერი კარგად დასრულდება!
- იმ ს*რ ნიკას მაინც ამოვაძვრენ მიწიდან და სასწაულს ვუზამ - დაიღრინა და ფეხზე წამოხტა
- საით?
- წავედი რა, ვეღარ ვითმენ!
იქვე დაგდებულ საბუთებს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა გარეთ.

***
ეს?
ეს?
ეს?
რანაირად?
როგორ?
რისთვის?
მე და დემე ვკოცნით ერთმანეთს
კი მაგრამ
მეგობრები არ ვიყავით?
ან საიდან მოვიტანე ეს მეგობრობა?
იქნებ არა?
ან იქნებ კი?
რამდენი კითხვა დამიგროვდაა, ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე, აუცილებლად დემეს უნდა დავურეკო.
უცებ კარზე ზარი გაისმა და მეც სიხარულით გავფრინდი
გავაღე და ხელში ნიკა შემრჩა
- გამარჯობა - უკმეხად მივუგდე და სახლში შემოვატარე
- როგორ ხარ? - საკოცნელად დაიწია მაგრამ თავი გავატრიალე
- კარგად, მადლობა
- დემეტრე გამოჩნდა? - ისე მოულოდნელად მაჯახა თვალები რამოდენიმეჯერ ავაფახულე, მეგონა მომესმა
- დემეტრეს საიდან იცნობ? - ეჭვები უფრო გამიღრმავდა
- ოჰო, ჯერ არ მოუყოლია არა?
- რა უნდა მოეყოლა ნიკა? - გავღიზიანდი მე
- როგორ უყვარხარ, როგორ მიგაგდო შეყვარებულობის პერიოდში და სხვასთან გაიქცა, როგორ მოყევი ამის მერე ავარიაში და დაკარგე მეხსიერება, ახლა გაახსენდი არა? - ირონიულად ჩაიქირქილა
- რატომ უნდა დაგიჯერო? აქამდე რატომ არ მომიყევი დემეს შესახებ?
- იმიტომ რომ საჭირო არ იყო ტასო!
- იყო, თან როგორ იყო!
- ტასო დამიჯერე, მას არ უყვარხარ
- შეუძლებელია - იმხელაზე დავიღრიალე წამით ნიკაც კი ჩაჩუმდა
- დამიჯერე მეთქი - გაღიზიანება დაეტყო ხმაში
- შენისთანა მოღალატეს სიტყვა დასაჯერებელია?
- ტასო - ღრმად ამოისუნთქა - ბოლოჯერ გეუბნები რომ დამიჯერო
- თორემ?
- კარგი დღე არ დაგადგებათ!
- ავადმყოფი ხარ ნიკა
- ხო და ავადმყოფურად მინდა უბედური იყოს ეგ შენი დემე! - ამაზრზენად გადაიხარხარა
- გაეთრიე ჩემი სახლიდან - ბოლო ხმაზე დავუკივლე
- რომ არა?
- რომ არა განახებ რა შემიძლია - მუშტი მოვუქნიე და მთელი ძალით გავარტყი სახეში - კიდევ ხომ არ გინდა?
- რამდენს ბედავ შე ბ*ზო - კედელზე მიმანარცხა და სახეში ძლიერად გამარტყა - ტკივილისგან ჩავიკეცე, გონებას ვკარგავდი მაგრამ მთელი ძალით ვუძალიანდებოდი სხეულს, ბოლოს იმ წამს მოვეშვი როდესაც დემეს გაგიჟებული სახე დავინახე, ჩემს წინ ყველაფერი გაშავდა.

***
ნელნელა მოვდივარ გონს, მაგრამ აშკარად მიჭირს ყველაფრის გააზრება, ტკივილისგან მინდა დავიკლაკნო მაგრამ სხეული არ მემორჩილება, მინდა ვიყვირო არც ეგ გამომდის, ასე მგონია პარალიზებული ვარ, ბუნდოვნად ჩამესმის შეშფოთებული ხმები, ვერაფერს ვიგებ.
ძლივს ძლივობით ვახელ თვალებს და რამდენჯერმე ვახამხამებ რომ კარგად გავარჩიო გამოსახულება.
თავზე გაგიჟებული დემე და ლილე მადგას, ცოტა მოშორებით კი თავჩაღუნული გოგა დგას.
აზრზე ვერ მოვდივარ რა ხდება.
- დემეე, დემე გადარჩი? რამე ხომ არ დაარტყი? - გაგიჟებულმა გავიშვირე ხელები მისკენ
- არა კარგად ვარ ნასტია, ვერაფერი დამიშავა იმ ახ*არმა
- ვინ?
- ნიკამ
- რაშუაშია?
- არაფერი გახსოვს?
- რა უნდა მახსოვდეს დემე? - გაკვირვებულ სახეს ვიღებ
სახე ელეწება, ალბათ ფიქრობს რომ საერთოდ დაავიწყდა ყველაო და ჩემს სახეს რომ აწყდება უფრო იქუფრება.
ცოტა მაკლია რომ არ გადავიხარხარო.
- საძაგელი გოგო ხარ რა! გამისკდა გული - გადაიკისკისა ლილემ
- მართლა რა საძაგელი ხარ - დამიყვავა დემემ
- კარგით რაიყოთ ხო - დანებების ნიშნად ხელები ავწიე - სადაა ის?
- ციხეშია, დამთავრდა მაგის გულიავი - იმ წამს შემოსულმა გაგამ დაიყვირა და ყველას სიცილი აგვიტყდა.
- ვინმე მომიყვება რა მოხდა?
- გაგწერონ და გპირდები ყველაფერს მოგიყვები მე პირადად - შუბლზე მაკოცა და გულში ძლიერად ჩამიკრა.

***
სახლში სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მიმიყვანეს.
ძლივს დავარწმუნე ბავშვები რომ არაფერი მჭირდა და კარგად ვიყავი.
ბოლო რომ ვეღარ მოვითმინე მათი სიჩუმე მისაღებ ოთახში შევვარდი და ბოლო ხმაზე დავიკივლე
- დაყარეთ იარაღი დამნებდით კი არადა მომიყევით ყველაფერი!
- შვილო მე.. - თავი დახარა გოგამ
- რა მოხდა მამა? რატომ იყურები ასე?
- მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი ტასუნა..
- რა ? - ხმა ამიკანკალდა და მის წინ ჩავიმუხლე - მამა შემომხედე, შენ ისეთს არაფერს გააკეთებდი რაც მე მავნებდა
- სწორედაც ეგ გავაკეთე ტასო, დავუჯერე იმას ვისზეც არ უნდა დამეჯერებინა აი აქ დავუშვი შეცდომა და კინაღამ შენი ცხოვრება შევიწირე! - ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ოთახში მიმოსვლა
- დემე, შენ მაინც ამიხსენი რა მოხდა! - უკვე წყობიდან გამოვდიოდი ნელნელა
- ტასო მოდი დაჯექი და ყველაფერს მოგიყვები - ხელი მომკიდა და იქვე დივანზე ჩამომსვა, ის კი ჩემს წინ ჩაიმუხლა და დაიწყო
- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, მე შენ შემთხვევით იოსთან შეგხვდი სახლში, მაშინ რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და რათქმაუნდა ამის ქვეშ მოყევი შენც, მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე მომეწონე მაინც ვერ გამტეხეს და ასე გავხდით 
“მოსისხლე მტრები”, სულ ვჩხუბობდით ან ისეთ რაღაცას ვაკეთებდით რომ ერთმანეთი გაგვემწარებინა. ბოლოს ერთად მგზავრობა მოგვიწია ავტობუსით, თბილისიდან რაიონში მივდიოდით პროექტი უნდა გაგვეკეთებინა და იქ ცოტათი გავუგეთ ერთმანეთს. მერე ერთად ძილი მოგვიწია, ვიწუწავეთ, ვიბანავეთ მდინარეზე და საერთოდ არ გვიჩხუბია, ჩემი შენდამი მოწონება კიდე მთელი ამ დროის განმავლობაში ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა, სხვანაირად დაგიწყე ყურება და რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი შენს თაყვანისმცემლებზე. ერთი წელი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან და ერთ დღესაც ყველაფერი რომ მომბეზრდა ავდექი და მინდორზე გაგიყვანე.
გვირილების გვირგვინი გახსოვს? - სევდიანი თვალები მომანათა, მე სადღაც გამახსენდა, ტვინის ნაწილში ამ ყველაფრის შესახებ მაგრამ ბუნდოვნად
- ბუნდოვნად - ამოვიხავლე - მაგრამ ამ დღეს ფოტოები გვაქვს გადაღებული ჰო?
- კი გვაქვს, იმ დღეს სიყვარული აგიხსენი, თავიდან არ მეუბნებოდი რომ გიყვარდი მაგრამ ნელნელა ავიღე შენი ციხე-სიმაგრე - გაეცინა - გაგხადე მხოლოდ ჩემი, ეგოისტურად მიყვარდი ამიტომ გადავწყვიტე მალე დაგვესერიოზულებინა ჩვენი ამბავი და ხელიც გთხოვე დაახლოებით 10 თვეში, ზაფხულში კი ქორწილი გავაკეთეთ.
- მე რა შენი ცოლი ვარ? - შევიცხადე
უხმოდ დამიქნია თავი
- ნიკას საიდანღა ვიცნობ?
- ნიკა მამაშენის კომპანიონი იყო რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი, ეს სიყვარული ეგოისტობაში გადაუვიდა და ასე გახდა ჩვენი სიყვარულის წინააღმდეგი.
- როდის მოხდა ავარია?
- ჩვენი ქორწილის ღამეს, აეროპორტში მივდიოდით
- რანაირად?
- ყველაფერი მოწყობილი იყო - ღრმად ამოისუნთქა და თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავება სცადა - მე უნდა მომვკდარიყავი, მაგრამ სასწაულებრივ გადავრჩი
- რატომ არ დაიცავი შენი უფლებები? შენ შეგეძლო ჩემს გვერდით ყოფილიყავი - ამოვიღრინე - რატომ იყო ნიკა ამდენი ხანი ჩემთან?
- ნასტია
- რა ნასტია, რა ნასტია? სად იყავი?
- გერმანიაში
- გაიქეცი არა? დამტოვე და გაიქეცი, ესეიგი ნიკა მართალი იყო - ისტერიკაში გადამდიოდა უკვე - რატომ მოიქეცი ასე დემეტრე?
- ნასტია მოგიყვები ერთი შანსი მომეცი ოღონდ
- მიდი, რას მომიყვები ისეთს რომ შენი საქციელი გაამართლო? - დავიღრინე და თავი გავატრიალე
- ეგრე ადვილად არ იყო ყველაფერი როგორც შენ გგონია, ნიკამ არამარტო ავარია მოაწყო არამედ დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი წინასწარ, იცოდა რა სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა. ამ ყველაფერს ხელი შენმა ამნეზიამაც შეუწყო. გოგას მხარში დაუდგა მთელი იმ დროის განმავლობაში რაც მე რეანიმაციაში ვიწექი, ტვინს უწამლავდა თუ როგორი საშიში ვიყავი შენთვის. არვიცი საიდან მოიტანა ჩანაწერები სადაც ვჩხუბობდით, შენ ტიროდი გიჟს გავდი, ის დღეები არც კი მახსოვდა. როგორც ჩანდა მთელი წელი გეგმავდა ამ ყველაფერს. გოგა იმით გაგიჟებულს რა მდგომარეობაშიც იყავი, ამასაც უმატებდა და საჩივარი შეიტანეს ჩემზე სასამართლოში თითქოს შენთვის საფრთხეს წარმოვადგენდი.
- ეს მართალია მამა? - თვალები ამიცრემლიანდა - ასე მოიქეცი?
- მაპატიე ტასო, გთხოვ
- გააგრძელე დემე
- ჩემი მდგომარეობის გამო, ციხეში ვერ ჩამსვეს როგორც დამნაშავე, თანაც მოწმეს ანუ შენ არაფერი გახსოვდა, ვერაფერს ამტკიცებდა ჩხუბი, მე არც ხელით შეგხებივარ და არც რამე დამიშავებია. მაგრამ იმ ახ*არს მოსამართლე ჰყავდა ნაცნობი, შენზე მოკარება, დაკონტაქტება ამიკრძალეს, თუ გაიგებდნენ რომ შეგეხე ციხეში ჩამსვამდნენ
- შენ მაინც ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა დემე - ამოვისრუტუნე - აბა ახლა როგორ დაბრუნდი?
- მე სასამართლო პროცესებს არ დავსწრებივარ, კომაში ვიყავი 5 თვე, დანარჩენი დრო კიდევ რეაბილიტაციას დავუთმე, ფეხზე რომ დავმდგარიყავი - ამის გაგონებაზე მთელ სხეულში გამცრა, ფეხზე წამოვვარდი და ისტერიკები ამიტყდა
- შენ რა..შენ.. ღმერთო როგორ ვიფიქრე.. მაპატიე დემე მაპატიე გთხოვ - ჩავიმუხლე და მისი სახე ხელებში მოვიქციე - გემუდარები, ჩემო ყველაფერო მაპატიე გთხოვ - ვტიროდი გაუჩერებლად და უკვე შეუძლებელი იყო ჩემი დაწყნარება
- ნასტია, შენი ბრალი არაფერი არ არის! - ბოლოს ხმამაღალი ტონით მითხრა რომ აზრზე მოვეყვანე
- აბა ვისი ბრალია?
- იმ ახ*არის, რომელიც უკვე ციხეში ლპება, არ ინერვიულო გთხოვ ყველაფერი მოვაგვარე და უკვე ჩვეულებრივად შემიძლია მოგიახლოვდე, შენთან ვიკონტაქტო ყველანაირი აკრძალვების გარეშე.
- ხომ აღარასდროს მიმატოვებ?
- არა ჩემო ფერია, არასდროს, გპირდები - ჩემი ხელები ტუჩებთან მიიტანა და რამდენიმეჯერ მაკოცა, გამეღიმა
- კი მიკვირდა ისე, ასე კარგად როგორ ვიცნობ მეთქი - გადავიკისკისე
მასაც გაეცინა.
ბოლოს თავჩაღუნულ გოგას მივუბრუნდი, ყველა სუნთქვაშეკრული ელოდებოდა რას მოვიმოქმედებდი, მე კიდევ მთელი ძალით გავექანე მისკენ და შემოვეხვიე
- ჩემი ყველაზე ტკბილი მამიკო ხარ შენ! - თვალები აუციმციმდა ჩემს სიტყვებზე და ხელები ძლიერად შემომხვია
- მადლობა რომ მაპატიე მა - თავზე მაკოცა და ძლიერად ჩამიკრა გულში.

***

“მერე ჩამეხუტა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიდექით ასე, ჩახუტებულები.
არც მე ვამბობდი რამეს, არც ის.
ეს სიჩუმე იყო ყველაფერი:
მონატრებაც,
სიახლოვეც,
მოფერებაც,
სიმთვრალეც,
და
სიგიჟეც…”

***
- რამდენს მეწუწუნები ნასტია - გაბრაზდა დემე და ხელები გადააჯვარედინა
- რა ჩემი ბრალია? - გავბრაზდი მეც
- არა აბა ვისი ბრალია? - ინტერესიან მზერას მანათებს
- აი ამის - მუცელზე ვიდებ ხელებს
- რა? მოიწამლე თუ რა გჭირს? - მვვარდება ეგრევე
- აბდალი! - ვფრუტუნებ ჩემთვის
- კარგი რა მითხარი ნასტია რა გჭირს
- შენ მე არ გიყვარვარ - სატირლად ვემზადები
- გეხვეწები ოღონდ არ იტირო და მარწყვს დაგირგავ ოთახში
- მართლა? - ვმხიარულდები მის შემოთავაზებაზე
- აბა რას ვიზამ, მთელ ხილ-ბოსტნეულს მოგიშენებ შენ ოღონდ მითხარი - იცინის და მაგრად მიკრავს გულში.
- არ მინდა ხილ-ბოსტნეული, ვარსკვლავი მინდა - სატირლად ვემზადები ისევ
- საიდან მოგიტანო?
- მე რავიცი საიდან უნდა მომიტანო, მინდა მე!
- ნასტია გამაგებინე რა გჭირს, როდის გახდი ასეთი ჭირვეული?
- კიდე ვერ ხვდები ხო? - ვუღრენ მე
- რას? - იოცებს
- რას და ორსულადა ვაარ!
- კაი რას ხუმრო.. მოიცა რა? - თვალები უციმციმდება - მერე აქამდე ვერ მითხარი?
- არა ახლა შენ ნორმალური ხარ? რა გითხარი და მეჩხუბები - ამოვიფრუტუნე და თავიდან გავიბუსხე
მვვარდება და ხელში მიყვანს, მატრიალებს და სახეს მიკოცნის
- ასე უნდა მოვქცეულიყავი ხო? - ზემოდან დამყურებს
- აუ რაა! საძაგელი ბიჭი ხარ! - ცოტა ხანი ვუყურებ გაბრაზებული შემდეგ კი კისკისს ვიწყებ
- ჩემი ბედნიერება ხარ რა ნასტია - შუბლზე მკოცნის და მაგრად მიკრავს გულში - ისე ვიცოდი რომ იცოდე მაინც
- საიდან? - თვალებს ვჭყეტ მე
- ნაგვის ყუთში დავლანდე შემთხვევით და გაგიჩალიჩე რა
- სპეციალურად მაწვალე არა?
- ხოო - დამნაშავესავით ხრის თავს
- ხოდა მამიკო ნუტელა გვინდა და 5 წუთში აქ თუ არ გაჩდება აჯანყებას ვიწყებთ!
- პირდაპირ გეუბნები გნებდებით - დანებების ნიშნად ხელებს მაღლა წევს - ახლა კიდევ გავიქეცი თორემ ჩემი პატარები გამიბრაზდებიან.
სიცილით გარბის ოთახიდან.

***
“არ არსებობს გადაულახავი ბარიერები,
დაბრკოლებები,
როცა გინდა მიაღწიო ადამიანამდე,
მიხვიდე
და გულში ჩაიკრა…”

***
უნდა იბრძოლო სიყვარულისთვის!
შენი სიყვარული ბოლომდე უნდა დაიცვა და ყველაფერი გააკეთო მის გადასარჩენად.

***
- ნასტია
- ჰოუ - თვალს ვწყვეტ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ინტერესიან თვალებს ვანათებ
- მე რომ არ გამოვჩენილიყავი ექნებოდა სხვა ადამიანს შენს ცხოვრებაში ადგილი?
- არა, იცი რა? შენმა გამოჩენამ მოვლენები დააჩქარა, სწრაფად გავიხსენე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, სიმართლე გითხრა ბოლომდე ვერც ვიჯერებდი რომ მიყვარდა ისეთი ადამიანი როგორიც ნიკაა, საკუთარ თავს იმაშიც გამოვუტყდი შენ რომ მენახე ნიკასკენ აღარც გავიხედავდი მის მიერ მოყოლილი ისტორია ნამდვილი რომც ყოფილიყო - გაეღიმა
- საჭირო იყო ასე რომ მომხდარიყო არა? - ღიმილით გადმომხედა
- ეს საუკეთესო გამოცდა იყო ჩვენი სიყვარულისთვის დემე, ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა ყოფილიყო, ალბათ რომ დარჩენილიყავი იმ დროს და გებრძოლა გაბრაზებულ გულზე ახლა ყველაფერი ასე არ იქნებოდა
- მთავარია შევძელით და ჩვენი სიყვარული დავიცავით- ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა
- მიყვარხარ დემე - მის მკლავებში გემრიელად ვთავსდები და ვიტრუნები
- მეც მიყვარხარ ნასტია და ერთი სული მაქვს როდის ავიყვან ხელში ჩვენს პატარას - მუცელზე მეფერება და უფრო ძლიერად მიკრავს გულში.

დასასრული

ერთხელ უკვე მედო ეს ისტორია მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, ამიტომ დავდე თავიდან, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველოდები კომენტარებს და ბოდიში შეცდომებისთვის <3



№1  offline წევრი TeddyBear

ვაიმე რათქმაუნდა ვიცი და წაკითხული მაქვს ეს ისტორია kissing_heart თუმცა ახლაც დიდი სიამოვნებით გადავიკითხე, ყოველთვის სასიამოვნოდ წერ მოვლენებს kissing_heart მოკლედ მე ვარ შენი ერთგვარი "ფანი"! joy heart_eyes

 


№2  offline წევრი aNuGi

TeddyBear
ვაიმე რათქმაუნდა ვიცი და წაკითხული მაქვს ეს ისტორია kissing_heart თუმცა ახლაც დიდი სიამოვნებით გადავიკითხე, ყოველთვის სასიამოვნოდ წერ მოვლენებს kissing_heart მოკლედ მე ვარ შენი ერთგვარი "ფანი"! joy heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა <3
მე შენი "ფანი" ვარ გეცოდინება, ასევე სიამოვნებით ვკითხულობ შენს ისტორიებს <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

წაკითხული მქონდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხე .ძალიან კარგი ისტორიაა.

 


№4  offline წევრი კოკი

ძაან საყვარელიი ისტორია იყოო ❤❤❤

 


№5  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა ყველას <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6  offline წევრი du-da

არასდროს მომბეზრდება შენი ქება ჩემო კარგო.უდაოდ ნიჭიერი გოგო ხარ.

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვიტირეე ვიცინეეე და ბედნიერებაც კვლავ შევიგრძენი❤ეს მქონდა დარჩენილი წასაკითხი მაგრამ ისე აეწყო ყველაფერი ვეღარ წავიკითხე ახლა კი შევძელი და აღვფრთოვანდი❤❤❤სასწაული იყო❤❤❤ყველაზე ამაღელვებრლი მომენტები ჩემთვის ტასომ რომ :
"შემთხვევით" იცოდა დემეზე წვრილმანი რაღაცეები და აი ის ნასტია რომ დაუძახა და აუუ ნუ სასწაული იყო რა❤❤❤❤❤

 


№8  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი კომენტარები <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline მოდერი zia-maria

წაკითხული მქონდა,მაგრამ კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავიკითხე. kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

სიტკბოებაა kissing_closed_eyes რა გემრიელება იყო kissing_heart სასწაულიი მიყვარს მე ეს ორი სასწაულად kissing_heart

 


№11  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline წევრი Glassy Dreamer

უკარგესი ხარ ❤❤❤❤

 


№13  offline წევრი ucnobi_18

რასასიამოვნო იყოო

 


№14  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას!! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15 სტუმარი Guest keke

"Ze" gogo xar raaa :*:*

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Ra kargi it...
რა საოცარი გოგო ხარ.
უბრალოდ, ნაზად და და ლამაზად წერ...
ყველასთვის გასაგებ ენაზე..

 


№17  offline წევრი mwvanetvaleba gogona

უმაგრესი. ულამაზესი. შეუდარებელი. ემოციებით სავსე იყო. ცრემლსაც რომ გამოიწვევს შენში და ბედნიერებასაც. შემიყვარდა და შეუძლებელი იქნება მისი დავიწყება. უღრმესი მადლობა ასეთი შედევრისთვის.. ბრავო მეტი რა მეთქმის..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent