სიყვარულის შიშის სინდრომი (1)
მშობლები... ისინი არიან ადამიანები რომლის გარეშე ჩვენი ცხოვრება არაფერია , ისინი არიან პირველები ვისაც ვხედავთ და ვინც გვიყვარდება... ადამიანები რომლებთან ერთადაც ვდგამთ პირველ ნაბიჯს , ვამბობთ პირველ სიტყვას , პირველად ვიცინით და საერთოდ ბავშვობის ყველა პირველი ნაბიჯი მათ თვალწინ ხდება... დედიკო და მამიკო... როგორც ვეძახით ხოლმე... ერთი წამით წარმოიდგინეთ თავი მათ გარეშე... ეს ხომ საშინელებაა? როდესაც არ გყავს გვერდით ის ადამიანები რომლებიც წინ უნდა გაგიძღვნენ და ცხოვრება გასწავლონ , ამ დროს არ იცი რა გზას უნდა დაადგე , არ იცი სიკეთე რა არის. მაგრამ ბოროტებას ყველგან ხედავ... ბედნიერია ადამიანი რომელსაც ორივე ჰყავს , ან ერთი მაინც , რადგან ის სწავლობ ადამიანის ფასს... კი საერთოდ ესეა თუ გვყავს ვინმე ვისაც მივეჯაჭვებით , გვიყვარს , სხვასაც ადვილად ვუგებთ და მასაც ვაფასებთ... მაგრამ თუ ცხოვრებაში არასდროს არავინ არ გყოლია , ყველას ცუდად უყურებ , ყველას ითვალისწუნებ და მხოლოდ შენს თავზე ხარ დამოკიდებული ვერ არჩევ კარგს და ცუდს, და ყველაფერზე თანახმა ხარ რადგან გამჩერებელი არავინ გყავს! მე ეს მესმის... რადგან ზუსტად ესე დაიწყო ჩემი ცხოვრება მყავდა მშობლები , მაგრამ ისინი ჩემ ზრდას არ უყურებდნენ სად იყვნენ? არ ვიცოდი! გავიზარდე ბევრ ბავშვებში სადაც ცხოვრება უხალისო იყო , სადაც როდესაც დედა მოგინდებოდა გვერდით არ გყავდა , სადან არავინ მოდიოდა შენს ოთახში, რომ ტკბილი ძილი ესურვათ! როგორც მიამბოდნენ მშობლებმა გაჩენის დღეს მიმატოვეს , ბავშვთა სახლშიც არ იცოდნენ მათი ვინაობა რადგან ექიმებმა მიმიყვანეს... ეს მომენტები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეულია მე ყოველდღე ვაცნობიერებდი იმას რომ საერთოდ არავინ ვიყავი , არავინ არ მყავდა და სრულიად მარტო ამ სამყაროში ჩემთვის უკვე გაუსაძლისი ხდებოდა! კი იზრდებოდნენ ჩემთან ერთად სხვებიც მაგრამ ჩემ მსგავსად არავის არ უჭირდა... ალბათ განსხვავებული ვიყავი... ალბათ მათზე მეტად ვოცნებობდი სითბოზე , რომელსაც იქ ვერ ვიღებდი. როგორც ბაღში ელოდება ბავშვი დედას, რომელიც მის წასაყვანად უნდა მოვიდეს ,ზუსტად ისე ვიყავი მეც ბავშვთა სახლშიც თანდათან იმედები ქრებოდა... რამდენჯერ მიფიქრია რომ ფულის გამო მიმატოვეს და ერთ დღეს შეძლებდნენ ჩემს წაყვანას... თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას რომ რეალობა დამეჯერებინა , არ მინდოდა მცოდნოდ,ა რომ მათ არ ვუყვარდი!.. რომ მათთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი. მაგრამ გადიოდა წლები , მე ვიზრდებოდი , დავივიწყე ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი და ჩემი თავი დავარწყმუნე იმაში, რომ წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით მივაღწევდი... მივხვდი რომ უნდა მესწავლა და ჩემი სკოლის მოღვაწეობაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი , კარგად ვსწალობდი და წარჩინებული მოსწავლე გავხდი , ამის შემდეგ 100%იანი გრანტი ავიღე და ჩავირიცხე ჯავახიშვილში სამედიცინო ფაკულტეტზე... ამ ყველაფრით ძალიან ამაყი ვიყავი და უზომოდ მიხაროდა ჩემი წარმატება... როდესაც თვრამეტი წლის გავხდი გადავწყვიტე ბავშვთა სახლიდან წამოვსულიყავი და დამოუკიდებულად დამეწყო ცხოვრება. რათქმაუნდა მიჭირდა ძალიან მათი დატოვება მაგრამ მინდოდა რეალური ცხოვრების არსი გამეგო , ამიტომაც დაბადების დღის შემდეგ წამოვედი და თბილისის ერთერთ ქუჩაზე ბინა ვიქირავე... დღეს ყაზბეგზე ვცხოვრობ , პატარა ბინაში მაგრამ ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია , მეტიც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ბინას ქირას კი... ****** -არასდროს არ გიცდია შენი მშობლების მოძებნა? - ნაღვლიანად მკითხა თემომ და მაგიდაზე "დაყრილი" ჭიქები ბარმენს მიუტანა -არა არასდროს , საერთოდ არ მაინტერესებს - ნაძალადევად გავუღიმე მას და იქვე სკამზე ჩამოვჯექი - ისე დავიღალე რომ აღარ შემიძლია! კიდევ კარგი დღეს მორიგეობა მიმთავრდება თორემ გაძლება აღარ მექნებოდა! - თავი ხელესგულებზე ჩამოვდე და დავეჯღანე -მე მოვძებნიდი შენს ადგილას - თემას არ ცვლიდა თემო , ვერ გამეგო ჩემგან რა უნდოდა -თემო რა გინდა? ისედაც ნერვები მეშლება და შენ კიდევ უნდა დამიმატო?! - ფეხზე წამოვდექი და ჩვენი ბარმენისკენ წავედი - გიო მეცოდები - სიცილით ჩამოვჯექი მის წინ და გაღიმებული მივაშტერდი -რატომ? - დაღლილმა გამომხედა გიორგიმ და დაამთქნარა - ბოდიში - ღიმილით ჩაილაპარაკა -დათო ორი დღე არ იქნება და შენ მოგიწევს მუშაობა - თავი გავაქნიე და ჩავიცინე -შენ ენა გააჩერე თორემ თამუნა ცუდად გახდება და ორი დღე აქ მეყოლები! გვერდით! - დამეჯღანა და თავისი საქმე გააგრძელა -დაიძინე არ გინდა? ბარი მაინც ექვსისთვის იხსნება და ჯერ მხოლოდ ორია - გავუღიმე გიორგის და ოთახისკენ ვანიშნე რომელიც იქვე იყო , იმისთვის რომ პერსონალს ცოტა გამოეძინა -კატუშა დამეხმარე! - გავიგე გაბრაზებული ხმა და მივტრიალდი , ელენე წარბებშეკრული მიყურებდა და მელოდა როდის მივიდოდი მასთან -ცოტახანი დავისვენებ რა - ნაღვლიანმა ვუპასუხე და თავი დავხარე -ცოტაც მოიცა და წავალთ მალე , ხო იცი რომ დალაგებული უნდა იყოს თორემ მერე დავემშვიდობებით სამსახურს! - დედაჩემივით ჩაილაპარაკა და მისი საქმე გააგრძელა -კარგი ჰო! - მისკენ წავედი და იმ მაგიდების წმენდას შევუდექი რომელიც გუშინ ფულიანმა ბიჭებმა "დასვარეს" მოკლედ მე ვმუშაობ ერთერთ ცნობილ ბარში , მიმტანად , ეს ერთადერთი სამუშაო იყო რომელიც ვიშოვე ამ პატარა ასაკში , სიმართლე გითხრათ კმაყოფილი ვარ, რადგან ვიხდი ქირას და ასევე ამ ფულით ვარსებობს , მართალია არ მაცვია ბრენდები მაგრამ ვიცვამ კომფორტულად , რაც მთავარია ისე როგორც მე მომწონს. აქ მუშაობა თემომ დამაწყებინა , მე და ის კურსელები ვიყავით და როდესაც ჩემს გასაჭირს ვუყვებოდი გამოსავალს ყოველთვის პოულობდა , ასე მოხდა ახლაც და ეს სამსახური შემომთვაზა , მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი რადგან იმ მომენტში ეს ჩემთვის უდიდესი შვება იყო. -მოვედი! - ცოტაც და მაგიდაზე ჩემომეძინებოდა, ამ დროს თამუნას ხმა გავიგე და გაბრწყინებული თვალებით გავხედე კარს მას ჩემს დანახვაზე გაეცინა და ჩემკენ წამოვიდა. -ჩემი მშველელი მოვიდა! - მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე - აბა წარმატებები და გაძლება! - ლოყაზე ვაკოცე და გასახდელისკენ წავედი თამუნაც უკან გამომყვა -ბევრი ხალხი იყო გუშინ? - როგორც კი შემოვიდა მაშინვე მკითხა და ჩანთა კარადაზე ჩამოდო -ბევრი? - ჩავიცინე - ძალიან ბევრი! იმდენი იყვნენ რომ კინაღამ ფეხები დამატყდა! ერთი წამიც ვერ ჩამოვჯექი! - გავახარე დაქალი ჩემი სიტყვებით და მისი სახის დანახვისას გავიცინე -ორი დღე როგორმე გავძლებ! მერე ისევ შენ დაბრუნდები! - ირონიულად ჩაილაპარაკა და მაისური გადაიძრო -ვუ - წარბები ავაშამაშე და ჩემი ჟაკეტი მოვიცვი -შენსას მიხედე რა! - ფეხისკვრით გამაგდო თამუნაც გასახდელიდან და შემდეგ მისი სიცილი ყველას ესმოდა თემო უკვე მზად იყო , ხოლო ელენე იცვლიდა და მას ველოდებოდით ეს გოგო ნამდვილი ლოკოკინა იყო , მხოლოდ ერთი მაისურის ჩაცმას უნდებოდა ათი წუთი! ისედაც დაღლილებს მისი ლოდინით კიდევ უფრო გვღლიდა და შემდეგ როდესაც გამოვიდოდა სიხარულისგან სახლში მივრბოდით ახლაც ესე მოხდა , დაახლოებით თხუთმეტი წუთი ელენეს ველოდებოდით და გიორგის ველაპარაკებოდით. როდესაც ელენე გამოვიდა თემომ ხელი მოჰკიდა და მანქანისკენ "გააქანა" კიდევ რომ არ გაჩერებულიყო სადმე , მე კი სიცილით მივყვებოდი ჩემს მეგობრებს ... *** ელენე მის სახლთან დავტოვეთ , მე და თემოს კი ერთი გზა გვქონდა -არ გინდა სადმე ყავა დავლიოთ? - გამომხედა თემომ და გამიღიმა -მეძინება! ნუთუ შენ არ დაიღალე? - მინას თავი ჩამოვადე და თვალები დავხუჭე -კი მაგრამ ყავაც ძალიან მინდა , უცებ დავლიოთ და წავიდეთ მერე სახლში - ნაღვლიანად გამომხედა , თვალებით მემუდარებოდა გამომყევიო -კარგი - სიცილით ვუთხარი და თვალები დავხუჭე მან მანქანა dunkinთან გააჩერა და ძალით წამიღო მაგიდებამდე ორი ყავა შეუკვეთა და წინ ჩამომიჯდა -დღეს ბევრს ვფიქრობდი და მოდი ვიპოვოთ რა შენი მშობლები! - შეპარვით მითხრა თემომ და ჩემს რეაქციას დაელოდა -თემო რა გინდა? - ყავა მოვსვი და მას გავხედე - რატომ გაინტერესებს ესე ძალიან ჩემი ცხოვრება? უფროსწორად ჩემი მშობლები? - დაბნეულმა ვკითხე და თვალებში "ჩავაშტერდი" -შენ გამო - მორიდებულად მიპასუხა თემომ -კარგი ვთქვათ ვიპოვე , რამე შეიცვლაბა? მე ახლაც მშვენივრად ვგრნობ თავს თემო! - თავი გავაქნიე და ყავის სმა განვაგრძე -გვერდით გეყოლება ადამიანები რომლებზეც ოცნებობ კატუშ! - ხმა შეეცვალა თემოს , თითქოს უფრო გაუმკაცრდა -იცი ის ადამიანები რომლებმაც მიმატოვეს ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ! მთელი ბავშვობა მათ ველოდებოდი და რატომ გგონია რომ უკვე თვრამეტი წლის მათთან მივალ და ჩავეხუტები? - გამეცინა -ისინი შენი მშობლები არიან! - დაბნეულმა მიპასუხა თემომ -ხო თემო! მშობლები რომლებმაც მიმატოვეს! დედა რომელმაც უბრალოდ გამაჩინა და შემდეგ მიმაგდო! ალბათ მაშინ აბორტი ვერ გაიკეთა თორემ საერთოდ არ ვიქნებოდი! - თავი გავაქნიე და დავხარე -იქნებ სხვა რაღაცაა მიზეზი? - ვერ ვხვდებოდი რატომ ცოცხლობდა ამ ბიჭში იმის იმედი რომ მე მშობლებს ვიპოვიდი -იცი მთელი ბავშვობა მაგას ვფიქრობდი და მეგონა რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც მომაკითხავდნენ? მაგრამ არ გამოჩნდნენ - თითქოს ჩავფიქრდი - დავიღალე გესმის? უკვე გავიზარდე და დღეს არ მჭირდება არცერთი! როდესაც მჭირდებოდა ძილის წინ ზღაპრები ჩემთან არ იყვნენ , ახლა უკვე გვიანია! - ბოლოს გავუღიმე და ყავა მოვსვი -მე შენს ადგილას... - სიტყვა აღარ დავამთავრებინე თემოს -ხო შენ ჩემს ადგილას იპოვიდი! მაგრამ არ ხარ თემო და მე? მე ვარ! - გავუღიმე - მადლობა რომ ჩემზე ნერვიულობ მაგრამ იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს შენც მყოფნი! - თბილად ვუთხარი და კოცნა გავუგზავნე -კაი ვაღიარებ გავწითლდი - სიცილით ჩაილაპარაკა თემომ - კატო გიჟი ხარ! მაგრამ ესეთი გიჟი მიყვარხარ! - თვითონაც კოცნა გამომიგზავნა და გაეცინა მეც გამეცინა -ისე ერთი გიჟური აზრი მომივიდა თავში! - წარბები აათმაშა თემომ და მეც დამაინტერესა -რა მოიფიქრე? - ყავა გვერდზე გადავდე და მას მივაშტერდი -გინდა დღეს ბარში წავიდეთ? - გამიღიმა და ჩემ რეაქციას დაელოდა სახიდან ყოველგვარი ღიმილი წამეშალა და მომაბეზრებელი მზერა "ვესროლე" -მეღადავები? - თავში ხელი წამოვარტყი - ძლივს გამოვაღწიე იქიდან და კიდევ იქ მაბრუნებ?! - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ყავა მოვსვი -როგორც ჩვეულებრივი სტუმრები - ჩემს სახეზე გაეცინა თემოს - მიდი რა , ჩაიზმანე და წავიდეთ რა , გავერთოთ - ბოლო სიტყვა ისე "საწყლად" ჩაილაპარაკა თემომ, რომ ტირილი მომინდა -იცი რა სახლში თუ წამიყვან და ძილის საშუალებას მომცემ, აი ეგ იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი გართობა! - ბედნიემა ჩავილაპარაკე და გავიღიმე -რა უჟმური ხარ! - თავი გააქნია თემომ -რატომ გიკვირს? - დაუფიქრებლად ვუპასუხე და მოჭუტული თვალებით გავხედე -და არ გეუბნები რომ ახლავე წავიდეთ - დამეჯღანა თემო - ესე ათის მერე უცებ გულში გამოთვლა დავიწყე და თემოს ეჭვისთვალით გავხედე -7 საათი არ მეყოფა - თავი გავაქნიე და დავეჯღანე -რისთვის? - უეცრად დაიბნა თემური -ძილისთვის! - მივახალე და გამეცინა -გეყოფა! მაშინ როდესაც გაიღვიძებ მერე წავიდეთ - ისე უნდოდა თემოს წასვლა რომ მეც დამარწყმუნა ამაში -და პირველზე თუ გავიღვიძე? - ეჭვისთვალით გავხედე -პირველზე წავიდეთ - თბილად გამიღიმა მან და ისეთი საყვარელი იყო მინდოდა ჩავხუტებოდი -კარგი წავიდეთ - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ჭიქა გადმოვატრიალე იმის ნიშნად, რომ მე დალევას მოვრჩიმეთქი მანაც იგივე გაიმეორა , წამოდგა და ურნაში მოისროლა ჭიქა შემდეგ მანქანისკენ მიმაცილა და დიდი სიჩქარით წავიდა ყაზბეგისკენ... -10ზე შენთან ვარ! - გამაფრთხილა სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი -მე დაგირეკავ - ირონიულად ვუპასუხე და სირბილით გავიქეცი სახლისკენ *********************************** როგორც კი სახლში შევედი მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავიქეცი , როგორ მომნატრებია აქაურობა და ჩემი თბილი ბალიში. მისკენ ისე გავიქეცი თითქოს ჩემი მეორე ნახევარი ყოფილიყო და მაგრად ჩავეხუტე ,თავი ისე ბედნიერად ვიგრძენი ვერ ავღწერ , შუქი გამოვრთე და თავლები დავხუჭე ცოტახანს არ ჩამეძინა და თემოს სიტყვებზე ვფიქრობდი... გონებაში ერთი წამითა არ გამივლია რომ ჩემი მშობლები მეპოვნა მაგრამ მაინტერესებდა რატომ ამოიჩემა ეს თემომ? ნუთუ მართლა ესეთი საცოდავი ვიყავი და გვერდით არავინ მყავდა? თუნდაც ეგრე ყოფილიყო , მშობლების მოძებნას არ ვაპირებდი ამ ყველაფერმა სიძლიერე მასწავლა და ცხოვრებას არასდროს დავეჩოქები , ჩემს ბედს ისე წავმართავ როგორც მე მინდა გავიღიმე და რამდენიმე წუთში ჩამეძინა... მესიზმრა რომ ცნობილი ონკოლოგი ვიყავი და ჩემთან უამრავი პაციენტი დადიოდა , თან განა ესე უბრალოდ , ყველას ვკურნავდი და მათი ორგანიზმიდან სიმსივნე თანდათან ქრებოდა რა მაგარი ვარ არა?... უფრო სულელი ვიდრე მაგარი... ***************** მართლაც როგორც თემომ თქვა ათამდე გამეღვიძა... ათის ნახევარი იყო როდესაც თვალები გავახილე , ძილის შემობრუნება მინდოდა მაგრამ რადგან თემოს წასვლა დავპირდი გადავიფიქრე , თან ეგ რომ გამეკეთებინა მე პირველისთვის საწოლიდან ვერავინ ვერ ამაგდებდა. სააბაზანოსკენ გავეშურე და წყალი გადავივლე , სარკის წინ დავდექი და ჩემს თავს გავუღიმე , შეიძლება ცუდად გამომივიდეს მაგრამ მომწონდა ჩემი გარეგნობა , ხვეული შავი თმა , მუქი მწვანე თვალები , დიდი ტუჩები და ლამაზი პატარა ცხვირი... განსაკუთრებით კი ჩემი თმა მიყვარდა... ოთახში "გამოვტანტალდი" და ტანსაცმლის ამორჩევა დავიწყე , მართალია უბრალოდ მეცვა მაგრამ მქონდა მსგავსი შემთხვევებისთვის რამდენიმე კაბა დღეს კი არჩევანი შავ კაბაზე შევაჩერე , კოჩებამდე რომელიც ერთ მხარეს ოდნავ ჩახსნილი იყო , რადგან მაღალქუსლიანებს ვერ ვხმარობდი , ამ კაბას შევი კედები შევუსაბამე და ჩემს თავს გავუღიმე მე მომწონდა და აბა ვინმეს რამე ეთქვა! თქვენ არ იცნობთ კატუშა ონიანს! გვარი საიდან ვიცოდი? კი ეს ნამდვილად ესე იყო... ერთადერთი რაც ჩემი მშობლების შესახებ ვიცოდი ეს გვარი იყო, რომელიც ნამდვილია და ჩემთვის არავის არ უჩუქნია... თემო ზუსტად ათზე იყო ჩემთან და როდესაც გამოფხიზლებული დამინახა გაუხარდა -რა სხვანაირი ხარ - დაბნეულმა მითხრა და ამათვალიერა -როგორი? - სიცილით ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე -ლამაზი - დაუფიქრებლად მიპასუხა თემომ და გამიღიმა -აქამდე არ ვიყავი ლამაზი? - ნაწყენმა ჩავილაპარაკე -კი მაგრამ ესეთიც არა - დამეჯღანა თემო და ლოყაზე მაკოცა - წამოდი წავიდეთ , დაშოკე ბიჭები - სახლი თვითონ ჩაკეტა და გასაღები შეინახა ბევრი აღარ გვილაპარაკია , ბარისკენ ავიღეთ გეზი თამუნა გარეთ იდგა და ეწეოდა , ეტყობოდა როგორი გადაღლილიც იყო , თემოს მანქანის დანახვა გაუკვირდა და მის გადმოსვლას დაელოდა მანქანიდან მეც რომ გადმოვედი უფრო გაუკვირდა და თან ესეთ ფორმაში , ვერ გაეგო რა გვინდოდა იქ... -რამე დაგრჩათ? - ინტერესით გვკითხა თამუნამ და სიგარეტი მოისროლა -არა დღეს შენ უნდა მოგვემსახურო - სიცილით უთხრა თემომ -თუ მეც დამპატიჟებ არ არის პრობლემა - გაგვიღიმა თამუნა - რა ლამაზი ხარ - გაკვირვებულმა და ამავდროულად გახარებულმა მე გამომხედა -ესეთი სხვანაირი ვარ? - პატარა ბავშვივით ჩავილაპარაკე -ძალიან სხვანაირი - შემისწორა თამუნამ და ბარში შევიდა - შემოდით - მოგვაძახა და თემოც მას გაყვა მეც უკან მივყვებოდი როდესაც ვიღაც გოგონას ხმა შემომესმა და გავჩერდი -მომშორდი რა დამღალე! - უკვე კივილში გადადიოდა გოგონას ხმა და ეს ჩემგან არც ისე შორს იყო მისკენ გავიხედე და დავინახე როგორ ელაპარაკებოდა ვიღაც ბიჭს , ის კი უმისამართოდ იქნევდა მის ხელებს -თავი დამანებე! - მხოლოდ გოგოს ხმა ისმოდა რატომღაც ჩავთვალე რომ ეს ბიჭი მას ცუდად ექცეოდა და მშველელის როლი მოვირგე მათკენ წავედი და რატომღაც მათ შორის ჩავდექი , ბიჭს ღიმილით გავხედე და ხელები გადავაჯვარედინე... ***************************************** დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.