შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება (მეექვსე ნაწილი)


11-09-2016, 21:13
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 718

ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი,რომ მივედი წვიმისგან ერთიანად გაჟღენთილი ტანსაცმელი გავიხადე,წყალი გადავივლე და კარადიდან ახალი სამოსი გადმოვიღე,როცა მოვათავე მოწესრიგება,მეორე ოთახში შევედი,სადაც ბოლო ღამეებია მეგის სძინავს,მაგრამ იქ არ დამხვდა,როგორც ჩანს სადღაც წასულა,მისი კარადები შევამოწმე,ყველაფერი ადგილზე დამხვდა,ანუ არ გაქცეულა,უბრალოდ სახლში მოწყინდა და მიხვდა რომ ზოგჯერ გარეთ ყოფნაც კარგია.ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოში შევედი,რადგან შიმშილმა შემაწუხა.ნეტავ,სად წავიდა მეგი?მას მეგობრები საქართველოში არ ჰყავს,მშობლები ქალაქ-გარეთ ცხოვრობენ და ბარგის გარეშე მათთან არ წავიდოდა...არ ვნერვიულობ,სრულიად არ მაინტერესებს რას აკეთებ გარეთ.
მაცივრიდან გაყინული ქათმის ხორცი გამოვიღე და ტაფაზე დავდე გასათბობად,კიდევ კარგი,შეწვა მოუფიქრებია.მართალია რა,სანამ ერთ ჭერ ქვეშ არ იცხოვრებთ,მანამდე ვერ გაიცნობო,არადა მისით როგორი აღტაცებული ვიყავი,ჩემ მშობლებს რომ ვაცნობდი გავიძახოდი,ჩემი ოცნები ქალი ვიპოვე-მეთქი,ისინი დიდად აღტაცებული არ დარჩნენ,თითქოს რაღაც ეჭვები ჰქონდათ და გამართლდა კიდეც,ყოველთვის არა,მაგრამ ზოგჯერ მშობელსაც უნდა დაუჯერო,რა იცი რას გარიგებს,იქნებ შენს მომავალს წყვეტს,გამოცდილების არ მქონენი ხარივით ჯიუტად არ უნდა მივიწევდეთ მიზნისკენ,ჯერ მათ უნდა ვკითხოთ ვინც უკვე გამოიარა სიჯიუტის წლები.

ამდენ ფიქრში ქათამი ხელმეორედ შეიწვა,თუ დაიწვა,საჩქაროდ გადმოვდგი ტაფა ქურიდან და თეფში მოვიმარჯვე,სპეციალური ასაღები მოვარგე ქათმის გვერდებს და ფრთხილად გადავიტანე გაშლილ თეფშე.უკვე დაჭრილი პურიც ავიღე და მაგიდასთან მივიტანე,მარტო ჭამა საზიზღობად მეჩვენება,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

სადილის მერე ყველაფერი მივალაგე,დასვრილი თეფშები გავრეცხე და საწურზე დავაწყე.წესით ამას მეგი უნდა აკეთებდეს,ნეტავ რატომ არ მოდის,რას აკეთებს ამისთანას,ვინმესთანაა? არა,რა სისულელეა,წავალ წამოვწვები და დავიძინებ,აღარაფერზე ფიქრი არ მინდა.სამზარეულოდან საძინებელში გადავინაცვლე,გაუხდელად გავწექი საწოლზე და სახე ბალიშში ჩავრგე.
რა ლამაზია ეკატერინე,მუქი მწვანე თვალები საოცრად ეხამება წაბლისფერ ტალღოვან თმას,მისი უბრალო ამოხედვაც კი მთელ სხეულს მიფორიაქებს,არღვევს ყველა დამცავ ჯებირს.მაკანკალებს,თითქოს სიცხე მაქვს კატასტროფულ ნიშნულამდე აყვანილი.არ ვიცი და ვერც ვხსნი,რატომ მოხდა,რატომ შემიპყრო მისმა სილამაზემ,ბუნებრივად მუქმა მარწყვისფერმა ტუჩებმა.მასში ისეთი რაღაც არის,რასაც მეგიში ვერ ვხედავ.შეუძლია გაიღიმოს,მაშინაც კი,როცა ყველაზე ნაკლებად უნდა,იმიტომ რომ სხვა დარჩეს კმაყოფილი,თითქოს არ უნდა მისი ტკივილი ვინმემ გაიზიაროს.
ღმერთო,არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე რა მინდა - სხეულისგან,პირისგან,ხელებისგან,თითებისგან და საერთოდ მისგან.
ფიქრს ვერ ვთხოვ რომ შეეშვას,უფრო სწორად არ მინდა,რადგან ასე შემიძლია შევეხო კიდეც მას.
_ _
-სად იყავი ამდენ ხანს?-ოთახში ვიყავი უკვე ვიცვლიდი დედა რომ შემოვიდა
-ახალმა ნაცნობმა ჩაიზე დამპატიჟა და უარი ვერ ვუთხარი,მეგონა გეძინა
-ვინ?-წარბები აზიდა-რას წარმოადგენს?-ეჭვებ შეპყრობილი ჩამოჯდა საწოლზე
-დემეტრე ჰქვია,ოცდარვაწლისაა,არქიტექტორია და თავისი პროფესიით მუშაობს
-გვარი?
-არ მიკითხავს,ყველაფერი უცებ მოხდა,შემთხვევით შევხვდი ქუჩაში და მანაც პუერზე დამპატიჟა,მისი წყალობით ვარ ცოცხალი
-როგორ თუ ცოცხალი?-უარესად დაიბნა დედა,მის გვერდით ჩამოვჯექი და ხელებზე ხელი მოვკიდე
-შესვენებაზე გარეთ გამოვედი,საშინლად წვიმდა,გადავწყვიტე მაინც გამევლო დონატების შესაჭმელად,ამ დროს კი მაღლა სართულიდან რაღაც გადმოვარდა და რომ არა დემეტრე უცილობლად ზედ დამეცემოდა და გამაფრთხობინებდა სულს.
-მადლობა ღმერთს,-ამოიოხრა მან-თუმცა მაინც გირჩევ უცხოებისგან თავი შორს დაიჭირო,მასზე მეტი რომ გეცოდინება,მერე იმეგობრე,-წამოდგა და ჩემი ხელი ჰაერში დამრჩა.
-ზედმეტად არაფერს ვიზამ,-დამშვიდების მიზნით მივუგე და საწოლზე გავწექი,თითები ერთმანეთში გადავხლართე და მუცელზე დავიწყე.
-ვიცი,-მომიგო მან,-დაიძინე,ხვალ ადრე უნდა ავდგეთ,-სულ დამავიწყდა რომ ხვალ ყაზბეგში მივდივართ.
-კარგი,-ვუთხარი და წამოვდექი,გავიხადე და ისე შევწექი საწოლში.

დილით დედამ გამაღვიძა,ცხელი ჩაი და კრუასანი მომიტანა,თვითონ უკვე ნასაუზმევი იყო,ამიტომ არ დამეწვია,ლანგარი ტუმბოზე დადო და გავიდა.
საწოლიდან წამოდგომა გამიჭირდა,რადგან ჯერ მხოლოდ შვიდი საათია,მე კი გვიანობამდე ძილს ვარ მიჩვეული,დედამ ითხოვა რომ დღის შუქზე ჩაგვეღწია ყაზბეგში,რომ მშვიდად დალაგება შეგვძლებოდა.
ტანზე ჩავიცვი,ხელ-პირი გრილი წყლით დავიბანე და უკვე განელებული ჩაი დავლიე კრუასანიც მივაყოლე და რომ გავათავე,ლანგარი ავიღე და სამზარეულოში გავიტანე.
-ტაქსი უკვე გველოდება,-მითხრა დედამ-ჩემოდნები გამოიტანე,-ისევ ოთახში შემაბრუნა,საწოლის ქვეშიდან ჩემოდან გამოვაგორე და შემოსასვლელში გავიტანე,მას უკვე კართან ჰქონდა თავისი,ამიტომ კარი გავაღე და ორივე ლიფტამდე მივიტანე,დედამ სახლი მოათვალიერა და გამოვიდა,კარი საგულდაგულოდ გადაკეტა და ლიფტში შემოვიდა.მომეჩვენა,თითქოს გულის ცემა მოემატა,რაღაცამ ააფორიაქა.
-დედა,რამე მოხდა?-ვკითხე და ხელი მკლავში ჩავავლე
-სახლი მომენატრება,-გული მიგრძნობდა რომ მზგავს რამეს მიპასუხებდა,მას ხომ არასოდეს მიუტოვებია სახლი დიდი ხნით.
-ნუ ღელავ,ადგილზე დაგხვდება,-გავუღიმე და პირველს მივაჭირე.ლიფტი დაიძრა და სულ რამდენიმე წამში ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით,დედა პირველი გავიდა,ტაქსის მძღოლი მოიყვანა რომ ჩანთების მანქანამდე მიტანაში და ჩაწყობაში დაგვხმარებოდა.
-მადლობთ,-მიუგო,როცა სამივე მანქანაში ჩავსხედით.საკმაოდ გრძელი გზაა წინ,ამიტომ შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე,გვერდით ჩანთა დავიდე,რაშიც წყალი და დრამინა მიდევს ყოველი შემთხვევისთვის.
* * *
მთელი ღამე არ მეძინა,თვალწინ ეკატერინეს სახე მედგა და ლამის ჭკუიდან შევიშალე,არც მეგი დაბრუნებულა,ავდგები და დავურეკავ,რამე რომ სჭირდეს მერე მე უნდა მისაყვედუროს,არ მომიკითხეო.საწოლიდან წამოვდექი და ტელეფონს დავწვდი,მისი ნომერი ავკრიფე,გავიდა,მაგრამ არ მიპასუხა,უნდა ვინერვიულო? არ ვიცი,კიდევ გავამეორე,მაგრამ ისევ არ მიპასუხა,ტელეფონი ტუმბოზე დავდე და წყლის გადასავლებად აბაზანაში გავედი.
-დემეტრე,-აქაფებულ ტანზე წყალს ვივლებდი მეგის ხმა რომ გავიგე,ონკანი საჩქაროდ მოვკეტე,პირსახოცი შემოვიკარი და გავედი-რა მშვიდად ხარ



№1  offline წევრი პეპი

მომწონს,კიარადა მიყვარს!
ზოგადად მსგავსი ისტორიები მიზოდავს მე.
Gანსხვავებულია შენი ნაშრომებისგან, მაგრამ მაინც ეტყობა,რომ თათუსია.
ჩემი, თბილი და ტკბილი თათუსი.
თავისუფალი და ჰარმონიული მეჩვენება ეკატერინე და მაგიჟებს ეს თვისება.
უცნაური წყვილი დაუვიწყარი სიყვარულით...
რაღაცნაირია ეს პრსონაჟი, უფროსწორად ორივე რაღაცნაირია.
Oრივე დიდ დარდს ატარებს და მაინც "უქრით."
იმედია, ერთმანეთი იპოვეს და არასდროს დაუშვებენ ერთმანეთის დაკარგვას!
პ.ს შენ მუზას, თავი მობეზრდა? ნუ ზარმაცობს გადაეცი. ეგ არსწორი!

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

პეპი
მომწონს,კიარადა მიყვარს!
ზოგადად მსგავსი ისტორიები მიზოდავს მე.
Gანსხვავებულია შენი ნაშრომებისგან, მაგრამ მაინც ეტყობა,რომ თათუსია.
ჩემი, თბილი და ტკბილი თათუსი.
თავისუფალი და ჰარმონიული მეჩვენება ეკატერინე და მაგიჟებს ეს თვისება.
უცნაური წყვილი დაუვიწყარი სიყვარულით...
რაღაცნაირია ეს პრსონაჟი, უფროსწორად ორივე რაღაცნაირია.
Oრივე დიდ დარდს ატარებს და მაინც "უქრით."
იმედია, ერთმანეთი იპოვეს და არასდროს დაუშვებენ ერთმანეთის დაკარგვას!
პ.ს შენ მუზას, თავი მობეზრდა? ნუ ზარმაცობს გადაეცი. ეგ არსწორი!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო ლამაზოო . შენ მაძლევ სტიმულს კიდევ ვწერო. ამისთვის უღრმესი მადლობა. heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline მოდერი bibo

შენ მე მომიღებ ბოლოს იცი გული მალე დამარტყავს და იცოდე დაგედებ ვალად შუბითიძე.ამდენ დაუსრულებელს რას უკეთებ სუ არ გეცოდებიიიი ხან ერთს ვკითხულობ ხან მეორეს mask mask ნუ ზარმაცობ ამდენს თორე გაიტყიპები მარწყვო გელი ალუბალო მე უძალიანესებს და უბევრესებს და ბევრობებს ნუ მალოდინებ ჩემო ალუჩის კურკავ ,გასაოცარი დაგასაგიჟებელი ხარ ქალაოოოო აი სასწაული,ყოველი თავიდან გაოცებული და გაგიჟებული ვარ heart_eyes bowtie ეხაც ბუშტივით ვფარფატებბბბ ჰაერში ვარ ფაქტია მალე დადე თორე ვერ გადამირჩები იცოდე heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent