შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 1)


12-09-2016, 19:06
ავტორი Villalobosta
ნანახია 2 241

ღამის 4 საათია. უცებ საშინელი ხმა ძილს მიფრთხობს, ხმა რომელიც ჩემი ბავშვობის საზიზღარი მოგონებაა.. ხმა რომლის გაგონებასაც ზოგჯერ სიკვდილი მირჩევნია.. ჰო ასეა.. სიკვდილი მართლა მირჩევნია.
ზოგადად ვთვლი რომ სიკვდილი უდიდესი შვება იქნებოდა ჩემნაირი საცოდავი ადამიანისთვის.. უბრალოდ თვალებს ხუჭავ სამარადისოდ და აღარ გაწუხებს იმაზე ფიქრი რა იქნება შემდეგში.. კიდევ რომელი განსაცდელი დაგატყდება თავს.. ამბობენ რომ როდესაც უფალი რაღაცას გართმევს სამაგიეროდ რაღაცას გიბოძებს.. ამბობენ რომ ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი.. ამბობენ რომ რწმენა ყოველთვის გიხსნის განსაცდელისგან.. ეს ცხოვრება ერთი დიდი სიყალბეა.. არანაირი რწმენა, სიბრალული, სიყვარული.. ეს ყველაფერი უბრალოდ სულელი ხალხის მოგონებული ილუზიაა. სანამ ცოცხალი ხარ აკეთე ის რაც ყველაზე მეტად გაგისწორდება.. ნუ ინანებ იმას რაც ძალიან მოგწონს.. ის რაც აკრძალულია ყველაზე დიდ ხიბლს და სურვილს იწვევს..
ჭექა-ქუხილის ხმაში გაუსაძლისი გახდა დაძინება.. ავდექი.. სიგარეტს მოვუკიდე.. ლოგინზე ჩამოვჯექი და როგორც ყოველთვის ფიქრებში გადავეშვი.. ჰო მართლა სულ დამავიწყდა ჩემი თავი თქვენთვის გამეცნო.. მე სოფი ვარ.. 17 წლის.. პრინციპში მეტის თქმა არც ღირს მითუმეტეს რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერია იმდენად საინტერესო რომ მოყოლად ღირდეს.. მე ვარ ის ადამიანი ვინც დაბადებიდანვე განაჩენგამოტანილია.. ის ვისი ცხოვრებაც ყოველთვის უკუღმა მიემართება.. ის ვისაც არასდროს ჰყოლია გვერდში ისეთი ადამიანი რომელსაც უბრალოდ გულს გადაუშლის.. არ ვარ წმინდანი.. პირიქით მე საზიზღარი და გულის ამრევი ვარ.. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის.. ასეთად ცხოვრებამ მაქცია.. მე თავად მებრალება და მძულს ჩემი თავი ასე რომ სხვისგან მეტს არც მოვითხოვ..
ო როგორ მეზიზღება ჭექა-ქუხილი.. ამ დროს თავს ყველაზე უსუსურად ვგრძნობ.. ამ დროს ყველაზე მეტად მინდა გავიქცე და დედას ჩავეხუტო, რომელიც მომეფერება, დამამშვიდებს და შიშს გამიფანტავს.. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა. დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა, ის ჩემში მხოლოდ ფოტოების და სხვების ნაამბობის წყალობით არსებობს.. მყავს მამა რომელთანაც წლებია რუსეთში ვცხოვრობდი და რომელსაც ფეხებზე ვკიდივარ.. ჩემზე მხოლოდ მოვალეობის გამო ზრუნავს, მის ცხოვრებაში ჩემი დედინაცვალი და ჩემი 2 ნახევარ და არსებობს. იმ სიყვარულის მეოთხედასაც კი რომ მთავაზობდეს რასაც მათ აძლევს ჩემზე მეტად ბედნიერი ადამიანი არ იარსებებდა ამ ქვეყნად.. სასაცილოა.. ჩემი ცხოვრება მართლაც რომ ზღაპარს ჰგავს.. მე ვარ მთავარი გმირი რომელსაც ბოროტი დედინაცვალი ჰყავს.. მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა. ზღაპრებში ყველაფერი იდეალურად მთავრდება.
ბავშვობაში ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო ვყოფილიყავი ბედნიერი. მეგრძნო სიყვარული.. ცხოვრებამ ამის შანსი თითქოს აქ დედაჩემის სამშობლოში მომცა. 2 კვირაა რაც საქართველოში ჩამოვედი და იმ საშინელ ჯოჯოხეთს გამოვექეცი რასაც ჩემი დედინაცვალი ერქვა. ასრ მგონია რომ სამოთხეში ვარ.. აქ მხოლოდ ბებია და ჩემი დეიდაშვილი არიან მაგრამ ორივე ისე თბილად მექცევა.. თორნიკე ჩემთვის ძმაა, ბებია კი დედა რომლის გაცნობის საშუალებაც უფალმა არ მომცა.
ოთახში ბებიამ შემოიხედა:
- რა იყო ბებო რატო გღვიძავს
- არაფერია ბე, არ მეძინება.
- დამამშვიდებელი ხომ არ მოგცე, ადვილად დაგეძინება
- არა იყოს არ მინდა.. მიდი დაისვენე შენ ჩემზე ნუ ინერვიულებ - ბებიასთან მივედი ლოყაზე თბილად ვაკოცე და კარი დავკეტე.

ყურსასმენები გავიკეთე, ფარდები ჩამოვაფარე.. ამის შემდეგ ადვილად ჩამეძინა. დილით უცებ რაღაც უცნაურმა გამაღვიძა.. როცა ვიგრძენი რომ ეს რაღაც მაცივრის ცივი წყალი იყო კივილი დავიწყე, ყურში კი ჩემი საზიზღარი დეიდაშვილის სიცილის ხმა ჩამესმა. მართალია თოკო 24 წლისაა მაგრამ მსგავსი ბავშვური ჭკუა 5 წლის ღლაპსაც არ ექნება.
- კაი რაა, სულ დავსველდიი. ნორმალური არ ხარ შენ!
- ადექი გოგო, 1ის ნახევარია რა დროს ძილია
- გაეთრიე დამაცადე ნაგავო
- ადექი მართლა, ლელა ბაზარში მიდის და გაყევი მე არ მცალია. მარტო ვერ გავუშვებ წნევები აქვს ყოველ წუთში ისედაც
- ჰო ავდგები. შენ რა ჯანდაბას მიკეთებ რატო ვერ გაყვები ვითომ
- არ მცალია მართლა ძმაკაცს უნდა გავყვე რაღაც საქმეზე
- ჰო კაი 5 წუთიც და ვსო
- მალე იცოდე თორე მერე ვედრით დაგასხამ წყალს ბოთლით კი არა.

5 წუთის შემდეგ ძლივს ავიზლაზნე ლოგინიდან, პირი დავიბანე, თმა მაღლა ავიწიე, ჩავიცვი. სარკეში ვიხედები.
- აუუ, ნამდვილ სოფლუშკა გოიმს ვგავარ. სახეზე სულ გამოთეთრებული ვარ.. ვიცი ასე რატომაცაა, რაც ჩამოვედი ნარკოტიკი არ შემიყნოსია.. ჰო არ მოგესმათ.. ნარკოტიკებსაც ვიღებ.. თავშივე გაგაფრთხილე რომ საზიზღარი ვიყავი.. ეს ჯერ დასაწყისია გზადაგზა უამრავ საზიზღრობას გავიხსენებ..
ბაზრიდან დავბრუნდით, საშინელი სიცხე იყო. თოკაც მალე დაბრუნდა, საჭმელი ჭამა და გვერდით მომიჯდა.
- მიდი ჩაიცვი და გავიდეთ სადმე
- სად - ვკითხე უინტერესოდ
- რავი პარკში, კლუბში ან სადაც გინდა

- სწორედ ეს მინდოდა.. კლუბი ჩემი სახლია.. რუსეთში ყოფნის დროს გამთენიისხანს ვბრუნდებოდი მხოლოდ სახლში.
- კაი კლუბი ჯობია, ჩავიცმევ. მიყვარხარ საზიზღარო - თორნიკეს ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შევვარდი. წყალი გადავივლე მოკლე ერთიანი შავი კაბა ჩავიცვი, ცოტა არ იყოს გამომწვევად მეცვა.. მაგრამ მე სულ ასეთი ტანსაცნელები მაქვს. კლუბში მისვლამდე ცოტა ვისეირნეთ. თორნიკეს ძაან სიმპათიური ძმაკაცები ჰყავს. ისეთები მე რომ მომწონს. შემდეგ კლუბში წავედით.. მაგრამ მარტო მომიწია დარჩენა, თორნიკეს დაურეკეს და წასვლა მოუხდა.
- რომ არ წავიდე არ შეიძლება.. დარჩი შენ და ძაან გვიან არ მოხვიდე, ჭკვიანად.

მეც მეტი რა მინდოდა, საპირფარეშოში შევვარდი, როგორც იქნა, ნარკოტიკის სუნი ისევ ვიგრძენი, ცოტაც და მეტს ვერ გავძლებდი. სითამამე ისესაც არ მაკლდა და როცა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვდგებოდი მაშინ მითუმეტეს. კაბა გავისწორე, გაშლილი თმა გვერდზე გადმოვიწიე და ბარმენთან მივედი. საყვარელი ტიპი იყო. რამოდენიმე ჭიქა ვისკი დავლიე, ბარმენს ველაპარაკებოდი..
ალბათ საწყალს ტვინი გამოვულაყე. მაგრამ არც მისთვის ყოფილა ცუდი, ნერწყვებს კი ყლაპავდა ჩემი მკერდის ყურებაზე. სასმელი უფრო და უფრო მერეოდა ხალხში გავერიე და ცეკვა დავიწყე. უკვე მეგონა რომ მთელი სამყარო ჩემი იყო, მეგონა რომ არავინ არსებობდა, რომ ცხოვრება მშვენიერია. მალე ჩემთან ვიღაც ბიჭი მოვიდა, დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა. მეცეკვებოდა. როცა შეატყო რომ ნასვამი ვიყავი ამით სარგებლობა გადაწყვიტა. თავიდან მხოლოდ ცეკვას ჯერდებოდა, შემდეგ ნელ-ნელა ხელების ფათურზეც გადმოვიდა.. მალევე ხელი ჩამავლო და კუთხეში მიმიყვანა განცალკევებით, ძალას ვერ ვუწევდი მას მეტი რა უნდოდა. მეზასავებოდა. საზიზღრობა იყო.. გამოუცდელი ღლაპი, ასეთი ტიპები გულს მირევენ, არ შემეძლო, ჩუმად ჩემთვის ვჩურჩულებდი გამიშვითქო, ცხადია არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, ალბათ შუა კლუბში მიხმარდა რომ არა ვიღაც ტიპი, რომელმაც თავიდან მომაცილა, ხელი მკლავში ძლიერად ჩამავლო და გარეთ სუფთა ჰაერზე გამიყვანა. ძლიერი, დაკუნთული ბიჭი იყო.. იმდენად ძლიერი რომ უკვე ხელს მტკენდა.
- გამიშვიი. ცხოველი ხარ? მეტკინა - ხელი გამიშვა და გაბრაზებული მიყურებდა, მე კი მეტი არ შემეძლო გული ამერია. ის კი კვლავ მიყურებდა, იმავე მზერით. რამოდენიმე წამის
შემდეგ ჭკუის დარიგება დამიწყო.
- შენნაირი პატარა გოგოები ახლა სახლში უნდა იყვნენ, ან კიდევ რაიმე გამაგრილებელ სასმელს სვამდნენ და არა ალკოჰოლს. რისი თავიც არ გაქვს იმას ნუ ებღაუჭები. ნეტა შენი თავისთვის შეგახედა რას გავხარ. რამდენი წლის ხარ? 16? 17? რამდენისაც არ უნდა იყო ლაწირაკი ხარ და წესით ამდენს არ უნდა ბედავდე.
გულის რევას მოვრჩი, ამოვისუნთქე მაგრამ ამ არსების ტლიკინი მირევდა უკვე გულს. მივუახლოვდი და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი:
- შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ ჭკუას რომ მარიგებ?!
- არავინ, ღმერთმა დამიფაროს შენი ვინმე ვიყო. უბრალოდ შემებრალე და დაგეხმარე
- შენი შესაბრალებელი არაფერი მჭირს, დავაი - გვერდი გავკარი და წამოსვლა დავაპირე მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, ფეხი გადამიბრუნდა და ამ ტლიკინა ყეყეჩმა დამიჭირა.
- გამიშვი! მე თვითონაც შევძლებ!
- გაგიშვებდი მაგრამ ეგრევე ძირს აიშხლართები - მისი შავი თვალების დაჟინებული და თავის თავში დარწმუნებული მზერა სასტიკად მაღიზიანებდა. ხელი ძალით გავაშვებინე.. ოხ წყეულიი. კვლავ გადამიბრუნდა ფეხი ამჯერადაც მან დამიჭირა მაგრამ ისე მოხდა რომ ორივე ძირს აღმოვჩნდით..



№1 სტუმარი :D

Au gaaaaaaaaagrdzele dzaaaaaaaaaaaaaaaaaan kaiaaaaa

 


№2  offline წევრი Villalobosta

:D
Au gaaaaaaaaagrdzele dzaaaaaaaaaaaaaaaaaan kaiaaaaa

როგორც კი შევძლებ აუცილებლად გავაგრძელებ, მადლობა რომ კითხულობ smiley heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent