ამ განცდას ალბათ ვერ სძლია ბევრმა...
რწმენა,იმედი,კვლავ მონატრება, ცრემლი უკუნითს ტკივილი ბნელსა, სუფრა გათავდა,ფიქრები შეწყდა, თუმცა ამ განცდას ვერ ვძლიე,ვერა, ტკივილს კვლავ სძლია დარდმა და სევდამ, ცრემლებს კვლავ ერწყმის მომავლის ღელვა, მარტოობაა წამალი,შვება, თუმცა ამ განცდას ვერ ვძლიე ვერა, კვლავაც მოიცვა კამარა ბნელმა, და გააჩაღეს ვარსკვლავმან ცეკვა, მზე ახლაც შთანთქა ცის შავმა ტბებმა, თუმცა ამ განცდას ვერ ვძლიე,ვერა, ცრემლია აწ და მარადის შვება, ტკივილს ვერ სძლია ღვთიურმა ხედმა, რად არ დამინდო მუხთალმა ბედმა, თუმცა ამ განცდას ვერ ვძლიე,ვერა, მისი ნატვრა და ფოტოთა ცქერა, გულს არ აამებს უარესს შვება, მომავლის იმედს შევხარი მე კვლავ, თუმცა ამ განცდას ვერ ვძლიე,ვერა, რწმენა,იმედი,კვლავ მონატრება, სამიდან ორით რომ ვცოცხლობ მე კვლავ, მისი ლამაზი ღიმილის ცქერა, გულის ცემას რომ მიჩქარებს ბევრად, მისი სიცილი,ყვირილი,გვემა, ცხოვრებას მიჩენს მე ნათელ ფერად, ახლაც მოველი,ვნატრობ და ვღელავ, ამ განცდას ალბათ ვერ სძლია ბევრმა, შვილის ლოდინმა და მშობლის ღელვამ, ცრემლი აქცია დიდ წყალუხვ ტბებად, ლოდინმა იმის რომ ოდეს კვლავაც, ჩაეკონება შილი დედასა, მწარე ყოფილა ეს განშორება, წამი და წუთი გადის რა ნელა, სახე ანათებს,ჩემს გულში ბნელა, ოჰ...რა ძნელია ეს განშორება, ღამის ანგელოზს უსურვებ ყველას, უფალს აწ,მარად ისევ სთხოვ შველას, ამბობენ რწმენა სულ ბოლოს კვდება, თუმცა ამ განცდას ვერ ვძლიე,ვერა, მე კვლავაც ველი შორს წასულ დედას, ამ განცდას ალბათ ვერ სძლია ბევრმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.