შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი წვიმა (მეორე თავი)


13-09-2016, 01:03
ავტორი fireending
ნანახია 3 128

–დილა მშვიდობისა მამა. ხმაურით აკოცა მამას ლოყაზე ანამ და დივანზე მის გვერდით მოკალათდა.
–ბატონო ლევან, ყავას ხომ არ ინებებ? დღეს რა სიმპატიურად გამოიყურებით...მაშინვე მიაყარა ქათინაურები მამას კატომ, როდესაც ოთახში შემოვიდა.
–რა ჭირს ამას დღეს? რა გააფუჭა? სიცილით ჰკითხა ანას.
–არაფერიც არ გამიფუჭებია
–აპირებს. თქვა ანამ
–ისევ ჩემი მანქანა გინდა ხომ. უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი ლევანმა.
–როგორი მიხვედრილი მამა მყავს.ლოყაზე აკოცა კატომ მამას და გასაღები გამოართვა
–მე კიდევ აფერისტი შვილი. კი მაგრამ, შენს მანქანას რა უქენი?
–რავი... არ იქოქება.
–აჰა, კარგი... მძღოლს ვთხოვ და წაიყვანს სახელოსნოში.
* * *
მთელი დღე საყიდლებზე იყვნენ სოფო და კატო. კატოს წყალობით თითქმის ყველა მაღაზია შემოიარეს. დაღლილები თავიანთ საყვარელ კაფეში დასხდნენ.
–ფეხები მტკივა, შენი წყალობით. წუწუნებდა სოფო.
–ჯერ სად ხარ. ბოროტულად აუთამაშდა თვალები კატოს.
–არაა, მაღაზიებისკენ გახედვაც აღარ მინდა
–რა წუწუნა ხარ რა.
–შენ კიდევ გიჟი. რა დრო მოსულა. კატო სამსახურში უნდა დავბრუნდე,თორემ ჩემი უფროსი მომკლავს. საათზე იხედებოდა სოფო და ფეხზე წამოდგა.კატოც ადგა,თუმცა მის მაისურს ძვირად დაუჯდა ეს ადგომა, სკამს ფეხი წამოკრა და მის გვერდით მდგარ ბიჭს დაეჯახა.ბიჭს ხელში ყავით სავსე ჭიქა ეჭირა
–წინ ვერ გაიხედავ? უსაყვედურა კატომ
–მე? ჩემი საყვარელი მაისური ყავაში ამომისვარე და კიდევ მე მეჩხუბები? თავი გაიქნია ბიჭმა და კატოს საყვედურით შეხედა. კატოს ღია თაფლისფერი თვალები ბიჭის ჭაობისფერ თვალებს შეხვდა.
–ფართოდ გაგეღო თვალები და მაგ ყავას მაისურის ნაცვლად კუჭში ჩაისხამდი. იხტიბარს არ იტეხდა კატო
–არა რა , ასეთი უტეხი ადამიანი არ შემხვედრია არასდროს.
–წესიერად ილაპარაკე. ხმას აუწია კატომ
–კატო, წავიდეთ გვეჩქარება. საბედნიეროდ, სოფო დროზე ჩაერთო საუბარში და თავიდან დიდი დაპირისპირება აიცილა. კატო ბუზღუნით ჩაჯდა მანქანაში და მთელი გზა იმ ბიჭს ლანძღავდა. სოფო სამსახურში დატოვა, თვითონ კი სახლისკენ წავიდა.სახლამდე ჯერ არ იყო მისული, რომ წვიმა დაიწყო. წვიმის წვეთებმა მანქანის ფანჯრის მინები მთლიანად დაასველა.კატოს საშინელი შეგრძნება დაეუფლა, არ უყვარდა წვიმა, ძულდა. შუქნიშანზე წითელი აინთო.წვიმამ იმატა და კატოც წამით მოგონებებში გადაეშვა. 15 წლით უკან დაბრუნდა, მაშინ პატარა იყო, სულ რაღაც რვა წლის. ეზოში თამაშობდა ანასთან ერთად.
–ბავშვებო, სახლში შედით. წვიმს. მოესმათ ანას და კატოს დედის ხმა.სალომე ბავშვებს მიუახლოვდა და ორივეს აკოცა.
–დედა, სად მიდიხარ? ჰკითხა კატომ
–სტუმრად მივდივარ
–მეც წამიყვანე.
–არა კატო, სხვა დროს. ახლა მარტო უნდა წავიდე. თბილად გაუღიმა შვილს, ლოყაზე მოეფერა და მანქანაში ჩაჯდა.
კატო მთელი ღამე ფანჯარასთან იჯდა და გზას გაჰყურებდა. ელოდებოდა დედის მოსვლას.მანქანის ხმა გაისმა, თუმცა დედა არ იყო, პოლიციელები იყვნენ. ლევანი იკითხეს.კატო ჩუმად გავიდა მისაღებ ოთახში.
–სამწუხაროდ ქალბატონი სალომე დაიღუპა.
ერთ–ერთი პოლიციელის მიერ წამოთქმულმა ამ ფრაზამ კატოს თავბრუ დაახვია, მამაკაცს მივარდა და ყვირილი დაიწყო.ახლაც იგივე შეგრძნება დაეუფლა, რაც მაშინ. წვიმა კიდევ ურო ძლიერდებოდა...
–ჰეი, დროზე გიარე რა. გაისმა უხეში ხმა კატოს მანქანის ფანჯარასთან.ამ ხმამ კატო მოგონებებიდან გამოაფხიზლა. რა ხანია უკვე მწვანე ენთო. გზაზე საცობი შექმნა.
კატომ მამაკაცს ახედა და ისევ ჭაობისფერ თვალებს წააწყდა.
–შენ? ისევ შენ? ჯანდაბა... ამოიოხრა კატომ და მანქანა დაქოქა.
–მგონი ვიღაცამ წყევლა გამომიგზავნა შენი სახით. დროზე გაიარე თუ შეიძლება
–თავხედი.ჩაიბუტბუტა კატომ და მანქანა დაძრა.
როდესაც მანქანა ეზოში შეიყვანა ძალიან გაუხარდა, რომ იქვე ალექსის მანქანა დაინახა. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და სახლში შევიდა.
–ლიკა, ალექსი სად არის?ჰკითხა კატომ მოსამსახურე გოგონას.
–ზემოთაა
კატო ზემოთა ავიდა.ანას ოთახიდან საუბრის ხმა მოესმა და დერეფანში შეჩერდა.ანას ოთახში ალექსი იყო .
–ანა, ჯობია კატოს სიმართლე ვუთხრათ.არ მინდა მოვატყუო
–ალექს გეყოფა გთხოვ, ამას ვერ გავაკეთებ. ის ისეთი ბედნიერია,თანაც ძალიან უყვარხარ.
–ვიცი ანა, ვიცი... თავს მეც საშინლად ვგრძნობ, მაგრამ მე ისევ შენ მიყვარხარ, ჩვენი დაშორება შეცდომა იყო... კატო, კატო კარგი გოგოა, მაგრამ...
–მას უყვარხარ, არ მინდა გული ეტკინოს
–გული მაშინ უფრო ეტკინება თუ მას მოვიყვან ცოლად და შენ მეყვარები.ჯობი დაველაპარაკოდ
–არ ვიცი... ანას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ კატომ ვეღარ მოითმინა, ოთახში შევიდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ყელში რაღაც ბურთივით აწვებოდა.თავს იკავებდა რომ არ ეტირა და ყელი ეწვოდა. კარგა ხანს სიტყვა ვერ თქვა.
–კატო. ალექსმა მკლავზე ხელი მოკიდა
–ხელი გამიშვი
–კატო, გთხოვ მოგვისმინე
–უკვე საკმარისი მოვისმინე ანა. ჩემო ძვირფასო დაიკო. ახლა ვხედავ თუ როგორ ზრუნავ ჩემზე. ჩემს ზურგს უკან დამცინით არა?
–კატო, არასწორად გაიგე... დაწყნარდი. ანა ცდილობდა კატოს დამშვიდებას, მაგრამ კატომ ხელი კრა და სახლიდან გავარდა.
–აქ რა ხდება? კატო სად გაიქცა? შეეკითხა ანას და ალექსს სახლში ახლად შემოსული ლევანი
ანამ ხმა ვეღარ ამოიღო. მოულოდნელად ტირილი დაიწყო და მუხლებზე დაეცა.
–მამა... მაპატიე. მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა ანამ
–კი მაგრამ რა მოხდა?
–ლევან, უნდა ვილაპარაკოთ
* * *
კატო მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა საით, წვიმამ მთლიანად დაასველა. მუხლები ეკვეთებოდა, თვალები დაებინდა,თავბრუ დაეხვა და იქვე ჩაიკეცა, ოღონ არა სველ ასფალტზე,არამედ თბილ მკლავებზე დაესვენა.
–მესამედ, ეს უკვე მეტისმეტია. ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
კატომ ოდნავ გაახილა თვალებიდა ისევ ნაცნობ, ჭაობისფერ თვალებს წააწყდა, შემდეგ ამ თვალების სიღრმეში ჩაიძირა და მის მკლავებს უღონოდ მიესვენა.



ძალიან კარგია ეცადე მალე დადო, ცოტა კიდევ გაზარდე თავები რომ უინტერესო არ გახდეს. მომავალი თავი ძალიან მძინე იქნება. ეცადე კარგად გადმოსცე კატოს ყველა განცდა . ძან მაგარი გოგო ხარ შენ და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო. იცოდე რო სხვა თუარა მე ვკითცულობ ამ ისტორიას. პ.ს კატო ძალიან მეცოდება

 


№2  offline წევრი fireending

იასამნისფერი
ძალიან კარგია ეცადე მალე დადო, ცოტა კიდევ გაზარდე თავები რომ უინტერესო არ გახდეს. მომავალი თავი ძალიან მძინე იქნება. ეცადე კარგად გადმოსცე კატოს ყველა განცდა . ძან მაგარი გოგო ხარ შენ და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო. იცოდე რო სხვა თუარა მე ვკითცულობ ამ ისტორიას. პ.ს კატო ძალიან მეცოდება

დიდი მადლობა რომ კითხულობ და მიხარია თუ მოგწონს. ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე, სახლში ინტერნეტი არ მაქვს ჯერ და მაგიტომ ვერ ვდებ მალ–მალე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ დროს მითმობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent