შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.(3)


13-09-2016, 05:23
ავტორი Anastasia Mdivani
ნანახია 2 573

3თავი.
ყველაფერი იმ ღამით დაიწყო კვლავ მისი წითელი ტუჩები,რომ დამესიზმრა.ისევ კივილი..სულ ოფლიანმა გამოვიღვიძე.ძეწარს ძალიან ძლიერად ჩავფრენოდი,გული კი გამალებით მიცემდა.გაშტერებული ვიჯექი და კედელს მივჩერებოდი,მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი სისველე,რომ ვიგრძენი ლოყებზე.ყველაფერი თავიდან იწყებოდა..საგიჟეთს ვუბრუნდებოდი.
რომ გამოვფხიზლდი დათას სახლის წინ ვიდექი.სადარბაზოში შევედი და სამი სართული ფეხით ავირბინე.ვიცოდი მარტო იქნებოდა ასე,რომ არც დაკაკუნება მომრიდებია.მთელი ძალით ვაბრახუნებდი სანამ მისი დაგუდული ხმა არ გავიგე „მოვდივარ“.
თმები სულ აბურდული ქონდა,ტუჩები ძილისგან უფრო გაბერვოდა,თვალები კი ჩაშავებოდა.გაოგნებული მიყურებდა,ბოლოს კი სახლში შემიპატიჟა.წელს ზემოთ შიშველი გახლდათ,მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა და ბუსუსებმა დამაყარა.სამზარეულოში შევედით,სკამი გამოვწიე და დავჯექი.თვითონ კი მაცივარს მიეყუდა და მაგიდაზე დაგდებული სიგარეტიდან ერთი ღერი ამოაძვრინა.პირი რაღაცის სათქმელად გააღო,შემდეგ კი ისევე მოკუმა.ბოლოს ხმის ამოღება მე გადავწყვიტე..
-შენთან დაბრუნებას არ ვაპირებ,არ მინდა ისევ იმ საგიჟეთში დავბრუნდე..
გაეღიმა.ლოყა კვლავ ჩაეჩხვლიტა..მე კი გამაკანკალა.
-ამ შუაღამისას ამის სათქმელად მოხვედი?
გავბრაზდი,ძალიან გავბრაზდი!
-წავიდე?
ფეხზე სწრაფად წამოვარდი და გასასვლელისკენ ავიღე გეზი.მისმა ხელმა შემაჩერა.კვლავ იღიმოდა.
-დაჯექი.
მიბრძანა მან,მეც დავემორჩილე.
-არ მინდა ზედმეტად შემეხო.უბრალოდ ვიყოთ მეგობრები..ასე სჯობს.
ნერვიულად ვლაპარაკობდი მე,მას კი ღიმილი ყურამდე ეხეოდა.
-ვიყოთ მეგობრები.ბინძური მეგობრები.
თვალი ჩამიკრა და ამ დროს მე მოვკვდი.“ბინძური მეგობრები“ გამაჟრიალა,როცა მივხვდი რას გულისხმობდა.
-უნდა წავიდე!
სწრაფად ვთქვი და სკამიდან ავდექი.ისევ გამაჩერა..
-რატომ გგონია,რომ ამ შუაღამისას სადმე გაგიშვებ?აქ დარჩი და ხვალ დილას წადი.
თავი გავაქნიე უარის ნიშნად,მას კი ისევ გაეღიმა.
-არაფერი მოხდება ნუ გეშინია.შეხედე საათს რომელია,ამ დროს მარტო ვერ გაგიშვებ ეს კარგად იცი.ჩემი მანქანა საბას ჰყავს ასერომ დარჩენა გიწევს რა..
-და ტაქსი?
-მაშო,არაფერი მოხდება,უბრალოდ დავიძინებთ.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.გაეღიმა,ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა.უჯრა გამოაღო,შემდეგ კი მისი მაიკა მესროლა.ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა..
-არ მინდა იყოს,ტანსაცმლით დავიძინებ.
-გავალ მე,რომ ჩაიცმევ დამიძახე.
ჩემი ნათქვამი დააიგნორა და ოთახიდან გავიდა.სწრაფად გავიხადე მაიკა,ჯინსი, ბრიუსჰალტერი და მისი მაიკა გადავიცვი.რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ?მის მაისურში და მის საწოლში?ჩემ თავს ვუსვამდი კითხვებს,რომელზედაც იმედი მქონდა,რომ ჩემი „მე“ მიპასუხებდა,მაგრამ ამაოდ..ლოგინში შევწექი და მას შემდეგ დავუძახე დათას.არაფერი უთქვამს ისე დამიწვა გვერდით.წელს ზემოთ ისევ შიშველი იყო..დაძინებას ვცდილობდი,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ისეთი დაძაბული ვიყავი.
-მოეშვი,თორემ ვერაფრით დაიძინებ.
გავიგე ზურგსუკან ხმა და მეც მისკენ გადავტრიალდი.ლამპიონის შუქი ისე ლამაზად ეცემოდა..ისეთი ლამაზი იყო ამ დროს,მგონი თავიდან შემიყვარდა.გამიღიმა,მეც გავუღიმე.
-ისეთი ლამაზი ხარ..
ჩუმად ამოიჩურჩულა.მე კი გავწითლდი და თმა სახეზე ჩამოვიფარე.გული ისე გამალებით ბეთქავდა..თმა სახიდან გადამიწია,შემდეგ კი ჩემთან უფრო ახლოს მოცოცდა.
-მაშო!ძალიან ლამაზი ხარ,ძალიან!
იციმოდა და თან თმაზე მეფერებოდა.გამიკვირდა რომ ვსუნთქავდი საერთოდ.
-არ გინდა..
ამოვილუღლუღე ჩუმად მე.
-მომენატრე!
-გთხოვ...
-რომ გაკოცო?
-არ გინდა!
-მიყვარხარ.
-მე აღარ.
აღარაფერი უთქვამს..ჩემს ზემოდან მოექცა.თვალებში მიყურებდა,მე კი თვალებით ვეხვეწებოდი არ ეკოცნა..ყველაზე მეტად მისი კოცნა მინდოდა,მისი კვლავ დაგემოვნება..მაგრამ არ შემეძლო,ყოველ ღამე მის წითელ ტუჩებს ვერ გადავიტანდი..ვერ გადავიტანდი ისევ ამ მაზოხისტურად სასიამოვნო გრძნობას,რომელიც რეალურიც არაა..სუბლზე მაკოცა,მერე ტუჩები საფეთქელთან გამიხახუნა და ასე ჩამოყვა ლოყამდე.ისევ მაკოცა,ამჯერად ლოყაზე.მერე ყელში..ორივე ლავიწი დამიკოცნა.ტანი სულ დამეხორკლა..კვნესის შეკავებას ვერ ვახერხებდი და ვხვდებოდი როგორ ეღიმებოდა.მისი მაიკა,რომელიც ბარძაყებს მთლიანად მიფარავდა ზევით აწევა დაუწყო.დამფრთხალმა მოვუჭირე ხელზე ხელი.
-ნუ გეშინია პატარავ,ზედმეტი არაფერი მოხდება.უბრალოდ ცოტას მოგეფერები კარგი?
თავი დავუქნიე.გაბრუებული ვიყავი მისი კოცნებისგან.ვიცოდი ხვალ თავბედს დავიწყევლიდი ამის უფლება,რომ მივეცი მაგრამ ახლა აფარეი მაინტერესებდა.ისე ნაზად და თბილად მკოცნიდა,შეუძლებელი იყო შევწინააღმდეგებოდი.მაისური თითქმის მკერდამდე ააცურა.ბარძაყზე თითები დამადო და ნაზად აუყვა მუცლამდე.თვალები მაშინვე მიმეხუჭა.ტუჩის კუთხეში მაკოცა,მე კი ბაგეები გამეხსნა და ველოდი ბოლოსდაბოლოს როდის შევიგრძნობდი მთლიანად მის წითელ და თბილს ტუჩებს.ვიცოდი ხვალ სულ დალურჯებული ვიქნებოდი კისერზე და ლავიწებზე..ახლაც მნიშნავდა.ვეღარ მოვითმინე თმებში ხელი დავავლე და ვაკოცე..
***
დილა,რომ გათენდა და მისი სუნი ვიგრძენი აი მაშინ ამეწვა ერთი ადგილი.ხელით მოვსინჯე მისი ადგილი,არ იწვა.გუშინდელი ღამე,რომ გამახსენდა ჟრუანტელმა და ბუსუსებმა ერთიანად გამომაყარა და გამიარა.ტუჩებზე ხელი გადავისვი,თვალები მიმეხუჭა და გამეღიმა.ჩემი ბედნიერება მხოლოდ 5წუთს გაგრძელდა,მანამ სანამ კარგად არ გამოვფხიზლდი.ლოგინზე სწრაფად წამოვჯექი და თავბედი დავიწყევლე საერთოდ აქ,რომ მოვედი გუშინ ღამით.კარების გაღების ხმამ მომიყვანა გონზე.ისევ წელს ზემოთ შიშველი იყო,თმა ისევ აბურდვოდა და ტუჩები ისევ დასიებოდა.
-როგორ გეძინა?
მითხრა მხიარულად და გვერძე ჩამომიჯდა.
-დაივიწყე.
ჩუმად ამოვიბურტყუნე მე.
-რა?!
იცოდა რაზეც ვეუბნებოდი,მაგრამ მაინც დაზუსტება არჩია.
-დაივიწყე რაც გუშინ მოხდა.
არაფერი უპასუხია უბრალოდ ჩაეცინა.სწრაფად ჩავიცვი და მისი სახლი დავტოვე.ვერიდან ვაკემდე ფეხით წამოვედი.ძირითადად ჩემ თავს ვლანძღავდი ასეთი დებილი,რომ ვიყავი.ხანდახან კი მის მოფერებაზე..ატენზე,რომ ჩავუხვიე მაშინ გამახსენა მობილური მასთან,რომ დამრჩა.არვაპირებდი აბრუნებას,უბრალოდ საბაბი იქნებოდა კიდევ რო მენახა.
მეც იგივე კითხვა მებადება რაც თქვენ.
“რა ჯანდაბა მინდა დათასგან?“
„მინდა,რომ ვნახულობდე.მინდა მარტო მე ვუყვარდე!მინდა მარტო მე მკოცნიდეს(როცა მე ეს არ მინდა.არ მინდა იმიტომ,რომ მეშინია..მეშინია,რომ ისევ ფსიქოლოგიურ ტრანვას მივიღებ როგორც წინად.)მინდა მარტო ჩემი იყოს.“
„დათა იმ ხალხს მიეკუთვნება ვისაც თოჯინად ვერ აქცევ.“
„ვიცი ჰო,ვიცი.“
ასე ფიქრებში გაფანტული უკვე სახლის კარებს ვაღებ.სამზარეულოში შევდივარ და თავწაკრულ დედაჩემს ვხედავ.ჩემ დანახვაზე ცოტა მშვიდდება,მაგრამ მაშინვე ბრაზი უდგება თვალებში.ახლაღა გამახსენდა,რომ ღამის სამ საათზე ისე წავედი სახლიდან არაფერი მითქვამს,თან სახლში არც მოვსულვარ.სანამ ყვირილს და ჩხუბს დაიწყებს მე ვასწრებ და ყველაზე დიდ ტყულს ვამბობ,რომ სავარჯიშოდ ვიყავი წასული კუსტბაზე.ჩემ თავზე ვბრაზდები ასეთი საშინელი ადამიანი,რომ ვარ.ვინმე მეტყვის რით დავიმსახურე დედაჩემი,რომ ასე მენდობა?!მოსაკლავი ხარ მაშო მოსაკლავი.
სტოპ!
ახლა მაშო ვთქვი?!ჯანდაბა მაშო,ჯანდაბა!აი ისევ..ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.ჩემს თავს „მაშოს“ ვეძახი,სახელს რომლითაც მხოლოდ დათა მომმართავს.მაშო...რა ლამაზი სახელია ისე არა?უცხო და ლამაზი სახელია მაშო.არცერთ სახელს არ ჰგავს.ვგიჟდები როდესაც დათა მომმართავს.ისე წარმოსთქვამს სახელ „მაშოს“ მგონია მასზე ლამაზად ვერავინ იტყვის ამ სახელს..შეიძლება მხოლოდ იმიტომ მეჩვენება ასე ლამაზად,რომ დათა მეძახის..თქვენ როგორ ფიქრობთ?მაინც ისევ თავიდან.რა ლამაზი სახელია მაშო..
***
ნინას მოვუყევი ლაითად.(ნუცასთან ვერ გავბედე,ვიცოდი თავზე დამამხობდა ყველაფერს ასე,რომ წამოვედი.)გაგიჟდა და გადაირია.ჯერ მომილოცა რა კარგია ისევ უბრუნდებით ერთმანეთსო,მერე ჩემი ნათქვამი,რომ ვუთხარი ისე გამლანძხა სულ „არაქალო“ მეძახა.მთელი დღე ასე გავატარეთ.ხან მილოცავდა და მეხუტებოდა,ხანაც მირტყავდა და მლანძღავდა.
საღამოს საბასთან გავედი.ისე გამოვიპრანჭე ისე..დიახ დათასთვის გამოვიპრანჭე.სარკესთან ვიდექი და ჩემ თავს ვათვალიერებდი,ნინა შოკში იყო და გაიძახდა „ისეთი ლამაზიხარ მე შემიყვარდიო“.საბასთან რომ მივედით,ბიჭები გაშტერებულები მიყურებდნენ(თვალებით დათას ვეძებდი,მაგრამ არსად იყო.)საბა ცანცარებდა.ლუკა და ვაჩე მხარს უჭერდნენ მიდი ბიჭო მიაწექიო.ნუცა კი გაშტერებული ეკითხებოდა ნინას სახლიდან მოდიხართ თქვენ თუ მსოფლიო 2016-ის დაჯილდოებიდანო.ნინამ ჩუმად გადაუჩურჩულა შენ ბიძაშვილს ელოდება გოგოო.
ნუცამ წარბები ამიწია,მე კი სიცილით ვკითხე რათქო.მერე თავი გაქააქნია..ვერ მივხვდი რა მითხრა.გოგოებთან დავჯექი სამზარეულოში,ბიჭები აივანზე გავიდნენ..
-არ მოვა დღეს მარ.
მოღუშულმა მითხრა ნუცამ,მე კი შიგნიდან რაღაც ძალიან ამეწვა.გავბრაზდი,მეწყინა..მისთვის გამოვიპრანჭე და ის არ მოვიდა..მთელი საღამო მოღუშული ვიყავი,მერე მოვიმიზეზე თავის ტკივილი და სახლში წამოვედი.მარჯანიშვილიდან ვაკემდე ფეხით გადავწყვიტე გასვლა.ჩემ თავს ვლანძღავდი ასეთი უტვინო და დეგენერატი,რომ ვიყავი,მაგრამ რა მექნა?მეშინოდა..ისევ,რომ წასულიყო?ისევ რომ მივეტოვებინე?ვეღარ გადავიტანდი!ამ ფიქრებში ვიყავი ტაქსი,რომ გაჩერდა და იქიდან ერთმანეთზე გადაფსკვნილი წყვილი,რომ გადმოვიდა.თავიდან გამეღიმა,მერე კი სახე მომეღრიცა ბიჭის აღნაგობა,რომ ვიცანი.აი იქ კი ნამდვილად მოვკვდი,რომ გამოიხედა და თვალი ჩამიკრა.
***
შეაფასეთ!
კომენტარებს ველოდები და ძალიან გთხოვთ თქვენი კომენტარები მხოლოდ ამით ნუ შემოიფარგლება  „მალე დადე“ „კარგია“ დიდ და ვრცელ კომენტარებს ველოდები ამჯერად.
და ხო თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ აუცულებლად დაწერეთ კომენტარებში.
ვსო წავედი,გკოცნით ტაისია.



№1 სტუმარი Uhuu

Dzalian momcoons.patara tavebs deb magram imdenad etkoba rom grdznobit aris dacerili rom ar vici<3 erti siamovnebaa amis cakitxva chemtvis<3
Ubralod ecade ikneb tavebi gazardo.
Xo rac sheexeba personajebs data dzalian momcons,ver vxdebi ese ratom dakarges ertmaneti magram albat shors rom ikvnen ertmanetisgan amis bralia.unda daimsaxuros masho,ese 7clis mere chamovida da mounda isev egre ar aris.
Da es bolo epizodi ra ari ras gvaintrigeb :D

 


№2  offline წევრი LoNdA DM

Dges wavikitxe samive tavi da ukve momwons. Sainteresod agwer da movlenebs ar achqareb. Kargia momwons roca yvelafers dawvrilebit agweren da velodebi shemdeg tavs .

Es bichi ki ukve momwons gansxvavebuli tipajia ai iseti tipaji ar aris kochebs dagixvritavo sxva midgoma aqvs. mis chacinebaze ukve vabodeb ra. Seriozuli cotati ironiuli tipajia erti sityvit magari tipia d kidev rac momwons masshi ro ar a vardeba ra yvelaferze magalitad am gogos sityvebze ar miyvarxaro mxolod chacinebit upasuxa sxva mis adgilas avardeboda . Es misi damaxasiatebelia da mere ar moushalo. Anu data aris chemi sayvareli personaji. Xo kidev am gogos garegnoba mainteresebs

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

არ მომწონს მაშო , ზედმეტად მერყევია . რატომ უთხრა დაივიწყეო თუ საპირისპიროს ფიქრობდა? ან რაღატომ იპრანჭება :/ ვერ ვიტან ესეთ 'ადამიანებს' , გადაწყვეტილებებს რომ ვერ იღებენ.
დათა მომწონს,ზედმეტად კარგია. ჩაცინებაზე უკვე მაფრენს ^^

 


№4  offline წევრი lilearchvadze:)

ველოდები შემდეგს *-*

 


№5  offline წევრი Anastasia Mdivani

თუ ნახავთ და დააკომენტარებთ გამიხარდება!:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent