შურისძიება ვამპირის ენაზე (11)
უკვე დაღამებულიყო და ჯესიკამაც შეძლო ამ ნანგრევებიდან გამოსვლა. გვამს გადააბიჯა და თავაწეული ამაყად მიაბიჯებდა. ახლა კი შურისძიების წყურვილი კლავდა, უნდოდა იმ ვამპირისთვის ბოლო მოეღო და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა, თვალები ჩაშავებოდა, მისი თვალები მხოლოდ მრისხანებას გამოხატავდა, ორი თვე ჰქონდა დარჩენილი სასწავლად, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ესწავლა ყველაფერი. მანამ ვერ მოისვენებდა სანამ არ მოკლავდა მას. ქარი თმებს უფრიალებდა, გამვლელები გაოგნებულები უყურებდნენ სხეულზე, მთელი ტანსაცმელი შემოხეული და დაგლეჯილი ჰქონდა, მაგრამ უკვირდათ რომ არანაირი დალურჯება და სისხლჩაქცევა მას არ ჰქონია. ჯესიკამ მალევე შეაღო სახლის კარი და ეგრევე ოთახში ავიდა. გამოიკეტა და დაიწყო წიგნების კითხვა. მაქციებზე, ჯადოქრებზე, ვამპირებზე. ყველა ზებუნებრივ არსებაზე. ყველა წვრილმანს იმახსოვრებდა. დაათენდა და გამოფხიზლდა თვალებს ისევ თავისი თბილი ყვითელი- ნარინჯისფერი დაბრუნებოდა. უცებ გაახსენდა რომ დღეს მისი მშობლები ჩამოდიოდნენ, ამჯერად ფილადელფიიდან. სახლი დაულაგებელი ჰქონდა, ამიტომაც კიბეები ჩაირბინა და გასვლას აპირებდა დენიელმა რომ შეაჩერა. -სად მიდიხარ? -სახლშ, მშობლებს უნდა დავხვდე, სახლიც დაულაგებელი მაქ. -იცოდე, წყურვილის შეკავება ძალიან გაგიჭირდება. -მაშინ რა ვქნა? -წყურვილის შეკავება უნდა ისწავლო. -ეგ როგორ? -აჰა ჯერ ეს პაკეტი დალიე. და გადაუგდო. ჯესიმას უცებ გამომუსჰავებული რეფლექსით დაიჭირა, თავი მოაძრო და დალია. მთელ სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მიელულა. როდესაც გამოცალა ანთებული თვალებით შეხედა. -მოგეწონა? გაეცინა -კი, მეტი არაა? -კი არის ოღონდ იმას უკეთესი გემო აქვს. გინდა? -მინდა. ამის თქმა და დენიელი უცებ დააკვდა ჯესიკას ტუჩებზე. ეს არ გავდა ბენის კოცნას, ეს მას ჟრუანტელს ჰგვრიდა, მუცლებში თითქოს შინიდან ვიღაცა ძლიერად ურტყამდა, უცებ შეუცურა თმაში ხელები და წელზე შემოაჯდა.დაქაჩავდა ძლიერად თმებზე და მის ოხვრას უსმენდა, რაც კიდევ უფრო ჰგვრიდა სიამოვნებას. დენიელმა უცებ მიახეთქა კედელზე და პერანგის ღილები ჩაუხსნა, მკერდზე კი კოცნა დაუწყო. ამ დროს კი -ამ სახლში თქვენს გარდა სხვაც ცხოვრობს და ჰორმონების დაკმაყოფილება თუ ასე ძალიან გინდათ შეგიძლიათ ოთახში აბრძანდეთ. - გაუცინა მათ და სამზარეულოსკენ წავიდა. -ყოველთვის უდროო დროს გამოჩნდება ხოლმე - თქვა დენიელმა. ჯესიკა სახეზე მთლიანად აწითლებული იყო და არ იცოდა სად წასულიყო. უცებ შეიკრა ღილები და კარები გააღო, მისი კარების გაღება და მთელი სხეულის აწვა ერთი იყო. სასწრაფოდ მიხურა კარი და გაოცებულმა შეხედა მათ. -მოკლედ, დღეს მთელი დღე სახლში მოგიწევს ჯდომა, გარეთ ვერ გახვალ რადგან ყველა ვარიანტში დაიწვები. ვამპირებს სამწუხარო ის გვაქ რომ ორასი წლის განმავლობაში გარეთ გასვლა არ შეგვიძლია, რადგან მზეზე ვიწვით. ხოლო ემა იმიტომ გადის რომ შელოცვას ამბობს. თუ გარეთ გასვლა გინდა პირველ რიგში ჯვარი უნდა მოიხსნა, ნიორი არაფერს აკეთებს და სუფთა ვერცხლს უნდა ერიდო თორემ მთელ იმ ნაწილს ამოგიწვავს და შრამად დაგიტოვებს სადა შეეხები. და რა მთავარია ხე არ უნდა მოგხვდეს გულში, თორემ მოკვდები რადგან ჯერ ახალი ხარ. ჩვენთან სრულწლოვანების წელი ორასია. ორას რომ გადაცდები მზეზე გასვლასაც შეძლებ და უბრალო ხის სარიც ვერაფერს დაგიშავებს, მხოლოდ თეთრი მუხის სარს შეეძლება შენი მოკვლა. მაგრამ თუ ათას წელს გადაცდი ვეღარაფერი მოგკლავს. -მოიცა ანუ მე მთელი ორასი წელი დღისით ვერსად გავალ? მაგრამ ემა რომ გადის? -ემა შელოცვას ამბობს. როგორც კი გაიღვიძებ იმ წამსვე ხმამაღლა უნდა თქვა "ყოვლისშემძლე ნათელო მზეო, რადგან დღე გათენდა გთხოვ შევძლო დღისით სიარული, დამეხმარეთ მზის ღმერთებო და ქალღმერთებო." ამის შემდეგ კი მზეს უნდა შეხედო, ხოლო ეს შელოცვა ყოველ საათში ერთხელ უნდა თქვა, თუ გამოტოვებ იმ დღეს გარეთ ვერ გახვალ რადგან დაიწვები, შემდეგ კი ისევ თავიდან იწყება და ასე უსასრულოდ. -ჩემი მშობლები ღამის პირველზე იქნებიან აქ, ანუ მოვასწრებ ყველაფერს. -სახლის დალაგება შელოცვითაც შეგიძლია. -როგორც თქვი ათას წელს გადაცილებულს ვერაფერი მოკლავს, ის ვამპირი რამდენისაა? -ზუსტად არ ვიცით მაგრამ ათას გადაცილებულია. - თქვა ემამ. -მაშინ რანაირად უნდა დავამარხო? -არ ვიცი, მოვიფიქრებთ. -თუ მოვკვდი ის ხომ დედამიწას ვეღარ დაეუფლება? -თუ მოკვდი, დიადი ალქაჯები განაწყენდებიან და სხვა ალქაჯმაც მსგავსი შეცდომა რომ არ დაუშვას მათ ამოწყვიტავენ. ამის შემდეგ კი სხვა შენი მსგავსი დაიბადება და მას ვეღარაფერი გადაარჩენს, ისევე როგორც სამყაროს. ცოტახანს ყველა გაჩუმდა. ეს გამაყრუებელი სიჩუმე კარის გაღების და დაკეტვის ხმამ შეაჩერა. ყველამ კარისკენ მიიხედა. გაოგნებისგან დენიელს თვალები გაუფართოვდა, ხოლო ემა და ჯესი პირველად ხედავდნენ ამ ვამპირს, რომელსაც საოცარი, ღია ფერის ცისფერი თვალები ჰქონდა. -გამარჯობა ჯესიკა, დენიელ, ემა. თქვენ მე არ მიცნობთ მაგრამ დენი შენ თუ გახსოვარ? - ცინიკურად ალაპარაკდა ალეკი. -მე ხო მოგკალი? - მრისხანებისგან თვალეიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -შენ მაგიდაზე შენი სისხლი დაასხი, მე კი შერენილი ძალებით ის დავლიე, შემდეგ მოვკვდი, ახლა კი მეც შენნაირი ვარ. ვამპირი. - მთელი ცინიზმით გაუღიმა. -მთელი ამ დროის განმავლობაში არასდროს შემხვედრიხარ! -ავსტრალიაში ვიყავი, იქ საკმაოდ ბევრი ცხოველი იყო, თან შენ იქაურობას ვერ იტან, მე კი შესაფერის დროს ველოდებოდი, და აი ისიც. -დენ ვინ არის ეს ? - ამდენი ხნის შემდეგ პირველად ამოიღო გაოხებულმა ჯესიმ ხმა. -ჩემი ძმა არის, ალეკი. ემას ძალიან ეცნობოდა ალეკის ხმა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან. -ემა, სასაფლაოზე რომ გითხრა ბიჭმა რაღაც გახსოვს? -კი. - დაბნეულმა უპასუხა. -მე ვარ ის. წამო გინდა გავიაროთ? -კარგი. კარები გაუღო ალეკმა ემას და ჯელტმენურად გაუშვა წინ. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჯესიკა. და ისიც გავიდა. დენიწლი და ჯესი სახლში დარჩნენ. -ვერაფერი გავიგე. -დამიჯერე ჯეს, მეც ვერ ვხვდები ბოლომდე. -და რა მოხდა? შენი ძმა მოკალი?! ასე როგორ დაეცი რომ შენი ძმა გაიმეტე?! -ეს შენ არ გეხება და აზრს არავინ გეკითხება! - მართალიხარ! დაუყვირა და განაწყენებული კიბეებზე ადიოდა, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. უცებ უპასუხა. -გისმენთ! -..... -დიახ! თქვენ ვინ ბრძანდებით? -..... - ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. ცოტახანს ჩუმად იყო, ცოტახანში კი ცრემლები გადმოსცვივდა. -დეედაააააააააააააა!! მააამააააააააა!! - სიჩუმეს მხოლოდ მისი სასოწარკვეთილი კივილი არღვევდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.