შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირმის ნახტომი -6-


13-09-2016, 17:44
ავტორი sopiko
ნანახია 1 723

[თავი 6]
ამბობენ, მოღალატე კაცები ქალის ცრემლს არ იმსახურებენო და მე მივხვდი, რომ ეს ფრაზა მარტო კაცებს არ ეხება. ჩემმა დამ გამიმეტა, მაგრამ უფრო მეტად ის მადარდებდა, რომ მიყვარდა და მისი შინაგანი სამყარო ვერ დავინახე. დავითრგუნე. არავის დანახვა აღარ მინდოდა. ყველა მეგობარი ჩამოვიშორე. მეგონა ერთ დღეს ისინიც ნიცასავით მიღალატებდნენ. მშობლებსაც არ ველაპარაკებოდი. არაფერ შუაში იყვნენ, ძალიან წუხდნენ, მაგრამ მაშინ ვთვლიდი, რომ რაღაცას შეამჩნევდნდნ და თვალს დაიბრმავენდნენ, ყურს დაიყრუებდნენ. მერე დავფიქრდი და... მე უფრო არ უნდა შემემჩნია? და იყო ჩემი, კაცი იყო, რომელიც მიყვარდა... ხოდა მივედი და ორივეს ჩავეხუტე, დედასაც და მამასაც. ვაპატიე საკუთარ თავსაც ეს სიბრმავე, ეს სიყრუე, მაგრამ სიყვარულს ვერ ვაპატიე, რომ დამაბრმავა და დამაყრუა.
-ასე უნდა ვიყოთ? არაფერს იტყვი? რისთვის მოხვედი?-წარსულის გახსენება სიმამაცეს მმატებს. სკამზე ვიშმუშნები. ის ისევ ფეხზე დგას, რაც უხერხულობას მიქმნის. არაფერს ამბობს. ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და თავი დაუხრია.
-რა? ჩემგან ხომ არ აპირებ აღსარების ჩაბარებას? ბოდიში, რომ შენეული არ ვარ... მაპატიე, გთხოვ...-დრამატირებულ სცენას ვთამაშობ და ხმამაღლა ვიცინი.
-ლეა, ნუ ამბობ ამას.-ღერღავს და სუნთქვას იგუბებს.
-ნუ ვამბობ? მაშინ შენ თქვი. მიდი, გისმენ.-რისხვას ვატეხ თავზე. რას ვგრძნობ მის მიმართ? ზიზღს, ასე რომ მომექცა... სიბრალულს, საკუთარ თავს რომ მოექცა ასე... გაბრაზებას, უმოწყალოდ რომ მომატყუა და გამაბითურა... განრისხებას, შურისძიების სურვილს რომ მოაქვს... დასასრულს ვგრძნობ... მისდამი შემორჩენილი დადებითი ''იქნებ ასეც არ იყო''-ს დასასრულს.
-უღირსი კაცი ვარ, ვიცი. ღირსება მაშინ დავკარგე, დილით რომ გავიღვიძე და ჩემ გვერდით შიშველი სხეული დავინახე. ალბათ ხვდები, ვინც იყო. არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ყველა მე გამამტყუნებდა. ნიცამ რომ გაიღვიძა, ტირილი დაიწყო. ან მასაც არაფერი ახსოვდა, ან უბრალოდ ასე მითხრა. მაშინ მე მოვკვდი შენთვის. ნიცა ცოლად რომ არ მომეყვანა, შენ მაინც დაგშორდებოდი. ასე ვერ შეგბილწავდი. შენ სუფთა იყავი და ჩემზე ბევრად უკეთესს იმსახურებდი.
-ამ ბანალური სიტყვებით ღირსებას ვერ დაიბრუნებ, კობა.-ჯერ კიდევ არ დამკარგვია რიხი. არ მჯერა ის, რასაც მეუბნება... ან უბრალოდ არ მინდა დაჯერება. ნიცა ასეთ რამეს ვერ გამიკეთებდა. ვერ წამართმევდა ბედნიერებას. მე ხომ სულ ორ კვირაში ქორწილი უნდა მქონოდა. გამოდის, რომ განგებ მოიქცა ასე, მაგრამ... როგორ? ამას როგორ იზამდა? ჩვენ ხომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გაგიჟებით გვიყვარდა ერთმანეთი. ყოველთვის ვითვალისწინებდი მის რჩევებს, მასაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ. შეიძლება უბრალოდ ასე ჩანდა.
-ღირსების დაბრუნებას არც ვცდილობ.-სიმწარე იგრძნობა მის ღიმილში.-სიმართლე მინდა იცოდე. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მე ვიყავი საზიზღარი, უსულგულო ადამიანი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ნიცა შევაცდინე.
-ხმას ნუ უწევ!-ვაფრთხილებ მას და ყურებზე ხელებს ვიფარებ.-არ გაბედო და ნიცა არ დაადანაშაულო!
-იცი, ვინ არის დამნაშავე? შენ!-ყვირის კობა.-ასე რომ ენდობოდი ნიცას... ეჭვი რომ არ გეპარებოდა მასში... ხოდა გაჭამა ღალატი?
წამში მის ლოყაზე ჩემი ხელის ანაბეჭდი რჩება. მკლავი აღმართული მრჩება. ნელ-ნელა დაბლა ვწევ და სახეზე ხელებს ვიფარებ. ტუჩებზე მარილიან სითხეს ვგრძნობ. ვტირი. ცრემლები სისუსტის ნიშანია, მაგრამ სიძლიერეა ის, როცა იცი, რომ სუსტი ხარ და ამას არ მალავ. ჩემი ძალა ამ ტკივილშია. ტკივილში, რომელიც წინ გადამეღობება ყოველთვის, იგივე ჭაობში რომ ჩავყოფ ფეხს.
-ლეა!-მკერდზე მიკრავს და თავზე ძლიერად მკოცნის. ვფართხალებ. არ მინდა მასთან. აღარ მომწონს მისი სურნელი. შემთხვევით საათს ვავლებ თვალს. ხუთია. უნდა წავიდე. გაბოსთან უნდა წავიდე.
-ხელი გამიშვი!-ვკივი და მკლავებიდან ვუძვრები.-წადი.
-ლეა...
-შენ ჩემი და აირჩიე! შორს ჩემგან! მეტჯერ აღარ შემხვდე, თორემ მოგკლავ...-მაგიდიდან ჭიქას ვიღებ და იატაკზე ვაგდებ. მტვრევის ხმა ადგილზე მახტუნებს.
-ლეა...
-შენ ამ სახელზე უარი თქვი, ახლა კი წადი... ჩემთან მოსასვლელი გზა შენთვის ჩაკეტილია, კობა! ცდილობ იმ რელსებზე გადამიყვანო, რომელზეც შენი მატარებელი მიდის, მაგრამ საჭე ჩემკენ აღარ ტრიალდება... შენში დიდი ხანია დავმთავრდი, კობა! მე ჩემს რელსებზე ვარ და ეს ორი გზა აღარასდროს გადაიკვეთება, გასაგებია?-უკვე ვხავი. ხმა აღარ ამომდის. ტკივილი მახრჩობს, თვალებს მახუჭინებს და იატაკზე მკეცავს.
დრაგ... დრუგ... დრაგ... დრუგ...
ბოლოს ნაბიჯების ხმა წყდება.
წავიდა.

თვალცრემლიანი ვუნაცვლებ მარჯვენა ფეხს მარცხენას, მარცხენას მარჯვენას და ამ კანონზომიერებას ისე ვაკვირდები, როგორც პატარა ბავშვი. რა მტკივნეულია წარსულის აწმყოში დაბრუნება და ტყუილის სიმართლით ჩანაცვლება. არ დავიჯერებ! ვერ კი არა, არ! ტყუის კობა. ისაა დამნაშავე. ნიცა ვერ მიღალატებდა. ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი, ჩემი ნაწილი. მას ხომ ყველაზე მეტად ვენდობოდი. მისთვის სულსაც კი გავიღებდი და დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისიც ასე მოიქცეოდა.
-ქალბატონო... ქალბატონო... გთხოვთ, დამეხმარეთ...-მანტოს ბოლოზე ვიღაც მექაჩება. დაბლა არც ვიხედები, ისე ვყოფ ჩანთაში ხელს და იქიდან საფულეს ვიღებ.
-ქალბატონო... მერი დეიდა კვდება.-ნამტირალევი ხმა რაღაც სხვას მთხოვს. ამას ვხვდები, მაგრამ რას, ჯერ ვერ გამიაზრებია.
თვალებში ხელებს ვისვამ და ცრემლებს ვიწმენდ. ყველაფერს მაინც ამღვრეულად და გადათხაპნილად ვხედავ. გვერდით ძონძებში ჩაცმული ხუთი-ექვსი წლის გოგონა მიდგას. ისიც ჩემსავით თვალებჩასიებული და სასოწარკვეთილია. თავის ზომასთან შედარებით ბევრად დიდი პალტო აცვია. მიკვირს, რომ ჩალისფერი თმა სუფთა და დავარცხნილია. არც ხელები და სახე აქვს დათხუპნული და ჭუჭყიანი. მის წინ ვიმუხლები და ხელზე ხელს ვკიდებ.
-რა მითხარი?-ნერწყვის ჩაყლაპვაც კი ტკივილს მანიჭებს. ბავშვი ისეთი სახით მიყურებს, რომ აშკარაა, იგივეს გამეორება უჭირს.
-ერთი ქალია... ძალიან ცუდადაა. კვდება.-სლუკუნით მიმეორებს და სადღაც ცდილობს ჩემს წაყვანას.
-რას ამბობ? სადაა ის ქალი? ახლავე წამიყვანე მასთან.-ბოლომდე ვერ ვხვდები, რას მეუბნება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია.
გოგონა წინ მიდის და დროდადრო უკან იყურება. ალბათ ეშინია, უკან არ მივბრუნდე. მის გულუბრყვილობაზე მეღიმება, მაგრამ ცივ წყალს მასხამს ის ფაქტი, რომ შეიძლება პატარა ერთადერთი გულშემატკივრის გარეშე დარჩეს, რადგან რომ ვუყურებ, ეტყობა ეს ქალი ძალიან უყვარს. ფეხს ვუჩქარებ. ბავშვიც მე მბაძავს.
-აი, აქ შემოდი.-ერთ-ერთ ჩიხში უხვევს ამ სიტყვებით.
ფეხს რაღაცას ვკრავ. ხის მორია. ყურადღებას არ ვქცევ და უკვე გავრბივარ. გოგონა კიბეებზე ჩადის. მეც მას მივყვები. ამ ბოლო დროს ხშირად ვჩნდები ისეთ ადგილებში, რომლებიც კარგს არაფერს მიქადის, თუმცა ახლა მთავარი იმის გარკვევაა, თუ რა სჭირს მომაკვდავ ქალს.
-მერი დეიდა, მოვედი. ნუ გეშინია. ერთი ქალი მოვიყვანე.-გოგონას სიტყვები მაფხიზლებს. თვალებს ვძაბავ, მაგრამ ამ სიბნელეში მაინც ვერაფერს ვხედავ. თან სადაც ჩვენ ვართ, კვამლია და ეს უფრო მიჭირვებს რამის დანახვას.
-სად ხართ? მე შემიძლია დაგეხმაროთ.-იმ მიმართულებით ვიხედები, საითაც გოგონა მიდის.
-აქ ვარ.-მილეული, ჩამქრალი ხმა ფეხებს მიბორკავს. არ ვიცი, რა მდგომარეობაში დამხვდება ის და მეშინია.
მობილურს ჯიბიდან ვიღებ და სასწაფოს ნომერს ვკრეფ. ექიმი არ ვარ და დახმარება მხოლოდ ამით შემიძლია.
-რა გჭირთ?-საწოლს ვლანდავ კედელთან და იმ მხარეს ვუსვამ კითხვას.
-მუცელი მტკივა. მშობიარობა დამეწყო.
ნელ-ნელა ლოგინში ჩაწოლილ ქალის სილუეტსაც ვარჩევ. ღიმილი ოდნავ მიმოძრავებს ტუჩებს. მიხარია, რომ რაღაც საშინელებას არ ვიგებ და სასწრაფოში ვრეკავ.
-რას აკეთებთ?-ის უკეთესად მხედავს და ჩემი მოქმედება მხედველობიდან არ რჩება.-გთხოვთ... მე თუ რამე მომივა, ჩემს ჯერ არდაბადებულ შვილს, თათას მიხედეთ.
ქვედა ტუჩს კბილებს ვასობ. ამდენის ატანა აღარ შემიძლია. რამდენი რამ ხდება ჩვენ გარშემო და ამის აზრზეც კი არ ვართ. შემთხვევით ზუსტად იმ დროს ქუჩაში რომ არ ვყოფილიყავი, მათხოვარ გოგონას რომ არ დავენახე და ჩემთვის დახმარება არ ეთხოვა, ვიჯდებოდი სახლში, მოვუსმენდი მუსიკას, გავიღიმებდი, ავცეკვდებოდი... ჩემგან მოშორებით კი ერთ მიყრუებულ ადგილას ვიღაც ქალი საშინელ ტკივილებს შეებრძოლებოდა, ილოცებდა, რომ მის შვილს ეცოცხლა და სულ მცირედი იმედიღა შემორჩებოდა, რომ ვინმე გამოჩნდებოდა და დაეხმარებოდა.
-მისამართი მითხარით. სასწრაფოს რა ვუთხრა, სად მოვიდეს?-სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს ვაბამ. მთელი სხეული მიკანკალებს. ყველა ძარღვი ერთნაირად მიცემს.
-ძველი გამგეობის შენობის გვერდითო... ასე უთხარი...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ მპასუხობს ის და კბილებს მაგრად აჭერს ერთმანეთს.
-ნუ იკავებთ კივილს! იყვირეთ, გესმით? ასე ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდებათ ტკივილი.-დედისგან გაგონილი მახსენდება და ქალს რჩევას ვაძლევ.
-ანემია მაქვს... გული ხშირად ცუდად მიხდება ხოლმე... მამისგან... მამისგან გამომყვა...-კვნესის ის და როგორღაც ასრულებს წინადადებას.
-კარგი, კარგი... ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება.-ვცდილობ დავამშვიდო და ამასობაში მობილურშიც მეპასუხებიან. ვეუბნები, სადაც უნდა მოვიდნენ და რა მიზეზით და პატარა ბავშვს ვუბრუნდები.
-ვინ არის ეს ქალი შენთვის, პატარავ?
-დედაჩემის მეგობარია, მაგრამ დედა ახლა აქ არის. შორსაა წასული მოწყალების სათხოვნელად. გვიან მოვა.-მპასუხობს ის.
-მგონი შენც ჯობია, რომ სახლში წახვიდე.-სახლის ხსენებაზე უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ უკვე ნათქვამს ვეღარაფერს ვუშველი.
გოგონა კარისკენ მიდის, მაგრამ უცებ ჩემკენ ტრიალდება და დაბალ ხმაზე თვალებდაწვრილებული მეკითხება:
-კარგად იქნება?
-ხო, კარგად იქნება.-კვერს ვუკრავ, თუმცა ვიცი, რომ ქალს, რომელსაც ანემია და გულზე პრობლემები აქვს, მშობიარობა გაუჭირდება. მინდა ამ სიტუაციას ოპტიმისტურად შევხედო და უიმედობას ვძლიო, მაგრამ ასეთ დროს ხშირად მშობიარე არჩევანის წინ დგება. ან ის, ან ბავშვი. ან შენ, ან შენი შვილი. უნდა იფიქრო წარსულზეც, თუ რა დაგრჩა უკან, აწმყოზეც, რა ხდება ახლა და მომავალზეც, რას იზამს უმწეო ბავშვი დედის გარეშე... იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ახლაც იმავე მოხდეს, სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, რადგან იმის მაგივრად, რომ ასეთ გასაჭირში მყოფი ქალი დავამშვიდო, უარესზე და უარესზე ვფიქრობ, რითაც თავსაც ვიტანჯავ და მასაც უფრო ვაშინებ.
სულ მალე სასწრაფოს სირენების ხმა მესმის, მაგრამ შვება არ მეფინება. რეალობას თვალმოურიდებლად შევხედე და დანახულს გონებიდან ვეღარ ვშლი. თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. დასასრულის ჟამი ახლოვდება და მსურს გავექცე, არ დავენახო, რათა ერთ დღეს მეც არ დამადგას თვალი.

^^^
ახლა გავრბივარ...
ძლივს მოვასწარი რედაქტირება და იმედია სახლში რომ მოვალ, თქვენი შეფასებები დამხვდება...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი marus

ბავშვებო,ვინც ბოლო 3-4 წლის მანძილზე ისტორიებს აქტიურად კითხულობთ,აუცილებლად მომწერეთ რაა,ძალიან გთხოვთ,საქმე მაქვს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent