შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული,ეს ბრძოლაა


13-09-2016, 19:21
ავტორი Mimiko12
ნანახია 1 679

თავი-1
-რა მჭირს?
ბიჭი წამოჯდა და მის წინ მდგარ ექიმს შეხედა
-იცით?მეძნელება ამის თქმა,მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ
-რა ხდება?აღარ იტყვით?
-კიბო გაქვთ..თავის ტვინზე..მე-3 სტადია ვწუხვარ
თავი დანანებით გააქნია და გაოცებულ იმედგაცრუებულ ბიჭს შეხედა რომელიც გაშეშებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა
-მკურნალობა უნდა დაიწყოთ....თან სასწრაფოდ.....მაგრამ აქ არაფერი მოხერხდება....შეგიძლიათ ამერიკაში გაემგზავროთ.....
-კარგად ბრძანდებოდეთ....
ფეხზე წამოდგა აჩეჩილი თმა გაისწორა და პალატა დატოვა....მიაბიჯებდა დერეფანში და მხოლოდ ერთ ადამიანზე ფიქრობდა ქეთი ეს სახელი თავში უტრიალებდა...წუხდა ეტკინა,მაგრამ გაუძლო ხელი გულზე მიიჭირა და კედელს მიეყრდნო...თავი მიადო და ღრმად ამოისუნთქა თითქოს რაღაც ნაწილი წაართვეს....სიცოცხლე გაუნახევრეს ცხოვრებამ ზურგი აქცია და დედამიწამ სამუდამოდ დაიპატრონა მისი თავი.....თავი ეტკინა....გასწორდა და ბანცალით გაუყვა უსასრულო თეთრად შეღებილ დერეფანს....უამრავი ხალხი ირეოდა,მაგრამ ბიჭს ყურადღებას არავინ აქცევდა...ყველას სადღაც ეჩქარებოდა.....მხოლოდ ბიჭი მიდოდა ნელა,რადგან იცოდა,რომ ამ ამბით ყველას გულს ატკენდა განსაკუთრებით ერთს...ქეთის მის სიცოცხლეს და თვალისჩინს გარეთ გავიდა თუ არა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და სიგარეტის ერთი ღერი ამოიღო მოუკიდა და იქვე ყვითელ სკამეიკაზე ჩამოჯდა....მზე ანათებდა მისი სხივები ქუჩაში მოსიარულე ხალხს თვალს ჭრიდა და გზას უნათებდა.....ფოთლები ჰაერში დაფარფატობდნენ ნელა ეცემოდნენ ცხელ მიწაზე და თავის სახლს პოულობდნენ....ყველას ქონდა სადღაც წასასვლელი....ზოგს მოსავლელი....ზოგს კიდე უბრალოდ მოწონდა ქუჩაში ხეტიალი და გარემოს თვალიერაბა......ბიჭი იჯდა სიგარეტს აბოლებდა და მომავალზე ფიქრობდა რომელიც უკვე აღარ ქონდა უცებ ტელეფონი აწკრიალდა და მანაც უმალვე უპასუხა მალე ჩაესმა ნაცნობი წკრიალა ხმა რომელმაც გამოაფხიზლა და წამით დაავიწყა მისი პრობლემა...
-ხო ქეთუსა?
-ნიკა სად ხარ?
გოგონამ ტუჩები გაბუშტა და თვალები გადაატრიალა როგორც ჩვევია ხოლმე
-საქმეზე პრინცესავ
-დღეს ხო გამოხვალ?მომენატრე
-დღეს არ მცალია...ხვალ გნახავ
-ხო ყველაფერი რიგზე გაქვს?შენი ხმა არ მომწონს
-კიკი ყველაფერი კარგადაა...ცოტა შეუძლოდ ვარ და დასვენება მინდა
-როგორც შენ გინდა
-გაბრაზდი?
-არა როდის იყო ეგეთებზე ვბრაზდებოდი
გაიცინა და ტელეფონი გათიშა...ნიკამაც შეინახა და თავი ხეს მიადო
-ჩემი გოგო
თავისთვის ჩაილაპარაკა და ერთხანს ასე გაშეშებული იჯდა და ცას მიშტერებოდა.....ვერ გაიგო როგორ აუწვა თვალები მზის სხივებმა ცრემლები წამოუვიდა ,მაგრამ მაინც არ ადგა....ხო ხალხო იჯდა და ფიქრობდა,მაგრამ რაზე?ეს გაურკვეველია.....წამოდგა.....შავი სათვალე მოირგო და მანქანაში ჩაჯდა გეზი კი ბარისკენ აიღო სადაც მისი ძმაკაცები ეგულებოდა.....შევიდა...ყველას მიესალმა და ლაშას გვერდით ჩამოჯდა.,.
-რა გჭირს !?
-კიბო მაქვს,....
ეს ისე უდარდელად თქვა აქ ვითომც არაფერი...
-რა თქვიი?
წამოიძახა ლაშამ და მისკენ შებრუნდა
-ხო აი ასე...კიბო მაქვს თავის ტვინზე...მე-3 სტადია...
ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა
-და შენ ეს სულ არ განაღვლებს?
-არა რატო უნდა მანაღვლებდეს ვერ ვხდები....მოვკვდები და ეგაა
-მერე მაია დეიდა?თამაზი ბიძია?ქეთი?
-შეეგუებიან
-ნუ ყვები ზღაპრებს....რას ნიშნავს "შეეგუებიან"თქმას არ აპირებ?
-არა რატო?
-ეს ვერაა ტოო...ბიჭო გამოვშტერდი ამხელა კაცი ხარ 22 წლის...და ჭკუის ნატამალი არ გიდევს თავში
-ბიჭო თამაზი ბიძიას მაინც უთხარი
საუბარში ვახო ჩაერთო მას კი ლევანი მიყვა
-ნუ შემიჭამეთ ტვინი...
ვისკი მოსვა და ფეხზე წამოდგა...
-აქ არ უნდა მოვსულიყავი....
ხელი აიქნია და გარეთ გავიდა.....მანქანაში ჩაჯდა გეზი ეკლესიისკენ აიღო...ეს ის ადგილია სადაც ნიკა ყოველთვის პოვებდა სულიერ სიმშვიდეს
მანქანა იქვე გააჩერა სათვალე შიგნით დატოვა და ფეხით აუყვა აღმართს....გზა გაიწელა,მაგრამ დაღლა ვერ იგრძნო....მიაბიჯებდა და იქაურობას ათვალიერებდა როგორ უყვარდა ეს ადგილი....მივიდა.....კარებთან პირჯვარი გადაიწერა და ეკლესიაში შეაბიჯა დამშვიდდა თითქოს ახალი რაღაც იგრძნო და მოეშვა სანთელი იყიდა აანთო და ერთხანს უყურა მოციმციმე ალს შემდეგ ხატებს ემთხვია და იქვე ჩაიმუხლა...თავი ჩაქინდრა და ლოცვა დაიწყო...დიდხანს იყო ასე სანამ მხარზე ხელის შეხება ატ იგრძნო...სწრაფად წამოდგა და მამაოს შეხედა...
-ნიკა?აქ რამ მოგიყვანა დღეს?კვირას გელოდი როგორც ყოველთვის
-მამაო
ხელზე ემთხვია და თავი დაადო
-ხო კარგად ხარ?
-თქვენთან საუბარი მინდა...ოღონდ ცალკე
-კარგი გარეთ გავიდეთ მაშინ....
ბიჭს მამაო წინ წარუძღვა და ერთ-ერთ პატარა ხის სკამეიკაზე ანიშნა....ნიკაც დაემორჩილა და ჩამოჯდა...თითები ერთმანეთში ახლართა...იგრძნო როგორ ეტკინა თავი....ხელი ძლიერად მოუჭირა ხის სკამეიკას და სახე დამანჭა
-კარგად ხარ?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მამაოს ხელი მოკიდა
-რა ხდება?მითხარი არაფერი დამიმალო...მე შენი მოძღვარი ვარ და უნდა ვიცოდე
-მამაო მე....მე კიბო მჭირს....
კაცი გაშეშდა....გაშრა....თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა ნიკას პატარაობიდან იცნობდა....ხშირად ხუმრობდნენ"ნიკა ჩემი გაზრდილია"....მამაოსაც ეტკინა და ის განიცადა რასაც ახლა ნიკა განიცდიდა...ხმა ვერ ამოიღო...იგრძნო როგორ აევსო თვალები სითხით და მის დამჭკნარ სახეზე როგორ დაიწყო დინება და მალე შეუერთდა თეთრ წვერს რომელიც წამოზრდილი ქონდა....
-მამაო
-ნიკა შვილო
ამოიხნავლა კაცმა და ბიჭი გულში ჩაიკრა....ეძნელებოდა.....ტკენდა მისი მდგომარეობა.....
-მე არ ვიცი რა გითხრა....ეს...ეს საშინელება....ღმერთო...
ხელები მაღლა აიშვირა და პირჯვარი გადაიწერა
-რა ვქნა მამაო?როგორ მოვიქცე?
-მე არ ვიცი რა გითხრა.....
-ჩემებს ვერ ვეტყვი....ამას ვერ გადაიტანენ ვერც ქეთის...მოკვდება...ჩემი სიხარული ამას,რომ გაიგებს ვიცი ვერ იცოცხლებს
-უნდა თქვა,...ასე ვერ გიშველიან....დამიჯერე გთხოვ
-ყველას ვატკენ
-დამიჯერე თუ დამალავ ამით ყველას ატკენ გულს....თქვი ნიკა და იმკურნალე...
-მეშინია რომ ვერ გადავრჩე?
-ვილოცებ შენთვის ღმერთი დიდია
-დამლოცეთ მამაო
-დალოცვილი იაყვ
პირჯვარი გადასახა და ისევ მიიხუტა..დიდი შვება იგრძნო ამ წამს...მამაოს დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა..თან ფიქრობდა როგორ ეთქვა მშობლებისთვის....
....შიგნით შევიდა თუ არა ფეხებში პატარა ლეკვი აეხლართა და წკმუტუნი დაიწყო
-ბიბი
ხელში აიყვანა ფუმფულა შავი ლეკვი და გულზე მიიხუტა
-აღარ შემიძლია....მომკლა ქალი და გამანდგურა....
დედამისის ქოთქოთი სამზარეულოდან მოესმა და მისკენ დაიძრა
-მაია რა ხდება?
უკნიდან ეკრო ქალს და ლოყაზე აკოცა
-მაგ ძაღლმა ჭკუიდან გადამიყვანა...
კბილებში გამოცრა და მისკენ შეტრიალდა
-ბიბი ნუ აბრაზებ ჩემ დედიკოს
თითი დაუქნია ლეკვს და წყალი მოსვა
-შენ სად იყავი?
-საავადმყოფოში...
უცებ წამოცდა და ხელი პირზე აიფარა
-ვაიმე დედა მიშველე...
ქალმა შეკივლა და სკამზე მიესვენა
-რა გაკივლებს?
-რა გინდოდა იქ?
-არაფერი დე...საქმე მქონდა...
-მაინც რა საქმე?
-მქონდა
დაუყვირა და ხელები დახლზე დააწყო
-მქონდა დედა......
თავი გააქნია და ღრმად ამოისუნთქა
-მითხარი სასწრაფოდ თორე იცოდე მაინც გავარკვევ
-არაფერი მჭირს ნუ ღელავ...
ხელი აიქნია და კიბეებს აუყვა...დაიღალა....თავი ასტკივდა....სუფთა თეთრი პირსახოცი გადმოიღო და აბაზანაში შეიკეტა...დიდხანს ინებივრა და უკან გამოვიდა....სპორტული შავი შარვალი ამოიცვა ლოგინზე წამოწვა და თვალები მინაბა....მალევე მკვდარივით ჩაეძინა....
-------------
ესეც ჩემი ახალი ისტორია..ვიცი პატარაა,მაგრამ შემდეგი თავი იქნება დიდი...იმედია მოგეწონებათ ღიირს გაგრძელება?არ ვიცი რა დავწერე საერთოდ არც გადამიკითხავს იმედია ძაან სისულელე არ გამომსვლია...და გპირდებით ამ ისტორიას არ გავწყვეტ



№1 სტუმარი Guest ინგა

ეს ისტორია სადღაც მაქ წაკითხული ოღონდ მარტო ეს თავი sleepy არ ვიცი მაშინ რატომ შევწყვიტე ამის კითხვა მაგრამ ერთს გირჩევ,ცოტა სხვანაირად განავითარე მოვლენები რა,თორე ასეთები და ამის მსგავსები აქ ძაან ბევრი დევს grin

 


№2  offline წევრი Mimiko12

Guest ინგა
ეს ისტორია სადღაც მაქ წაკითხული ოღონდ მარტო ეს თავი sleepy არ ვიცი მაშინ რატომ შევწყვიტე ამის კითხვა მაგრამ ერთს გირჩევ,ცოტა სხვანაირად განავითარე მოვლენები რა,თორე ასეთები და ამის მსგავსები აქ ძაან ბევრი დევს grin

ალბათ ჩემ გვერძე გაქვს წაკითხული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent