შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 2)


13-09-2016, 20:30
ავტორი Villalobosta
ნანახია 2 085

სასწრაფოდ ეს იდიოტი არსება თავიდან მოვიცილე, არვიცი როგორ მაგრამ ფეხზე წამოვდექი, ბარბაცით ტაქსისკენ წავედი, ის ყეყეჩი კი უკნიდან მეძახდა
- ფეხი არაფერს წამოკრა გოგო, ვინღა დაგიჭერს
- მეტი აღარ დალიო თორე სახლში მისვლამდე აილეწები - აგრძელებდა კვლავ. ყელში ამომივიდა არაფრის თქმის თავი არ მქონდა უბრალოდ ისე ავუწიე შუა თითი რომ მისკენ არც მივტრიალებულვარ, მშვიდად ჩავჯექი ტაქსში, მერე კი იქედან აღარ მახსოვს როგორ მიმიტანა მძღოლმა სახლამდე, დილით ადრე გამეღვიძა, ნუ ჩემთვის ადრეა 12 საათი გასაღვიძებლად. ძაან მომშივდა და სამზარეულოში გავედი.
- ბებო თორნიკე სადაა?
- ძინავს მგონი არვიცი
- ძინაავს? მე მეჩხუბება ხოლმე ამ დროს რომ ვდგები
- გვიან დაწვა გუშინ ძმაკაცმა მოაკითხა
- თუ ძინავს მაშინ შური ვიძიო ჯობია - ეშმაკურად ჩამეცინა და ყინვიანი წყალი ავიღე. თორნიკეს ოთახში ფეხაკრეფით შევედი, ზურგით იყო დაწოლილი და ეძინა არ დავაყოვნე ბოთლი ავიღე და პირდაპირ გადავავლე ბოლო ხმამდე ვიცინოდი ლოგინში ხტუნვა რომ დაიწყო მაგრამ მანამდე ვიცინოდი სანამ აღმოვაჩენდი რომ შური თორნიკეზე კი არა სულ სხვა ვიღაცაზე ვიძიე, იმ ბიჭზე კლუბში რომ ნერვები მომიშალა, არვიცი აქ საიდან აღმოჩნდა პირდაღებული ვუყურებდი
- ო ო აი სად დაგერხა სოფი - ჩავიბურტყუნე ჩუმად, ხმაურზე თორნიკე შემოვარდა და სიცილი დაიწყო
- რა ქენი შე დეგენერატო ეს რა არი
- აუუუ შენ მეგონა მართლა თოკაა არ მინდოდა ძალით - წუწუნი დავიწყე, თორნიკე კი სიცილით იგუდებოდა, ამ ბიჭმა მხოლოდ ახლა მიცნო როცა ნორმალურად დამაკვირდა
- დაიცა შენ ხო..
- ხოოო მე თორნიკეს დეიდაშვილი ვარ ძალით არ მინდოდა მართლა - გავაწყვეტინე ლაპარაკი არ მინდოდა კლუბის ამბები თორნიკესთან ეხსენებინა
- რა დარტყმული ხარ, ჩემზე გინდოდა შურისძიება ხო? აუ მიშო რა სიფათი გაქ - თორნიკე საწოლზე გაწვა და სიცილოთ კვდებოდა, მიშო კი რამის
სიბრაზისგან გასკდა, ალბათ შესაძლებლობა რომ ჰქონოდა დიდი სიამოვნებით მიმახრჩობდა, ისედაც არ ვეხატებოდი გულზე სა ახლა მითუმეტეს თუმცა არც მე მეპიტნავება უბრალოდ სიტუაცია მოითხოვს ამწუთას მასთან თავაზიანობა გამოვიჩინო თორემ თუ საჭირო გახდა ბრჭყალების გამოჩენა არ მეშლება.
- მე ბებიასთან გავალ - ჩუმი ხმით ჩავილაპარაკე
- მოიცადეეე, არ თვლი რომ რაღაც გავიწყდება? - მითხრა მიშომ თან მაისური გაიხადა და ახალი ჩაიცვა
- რა მავიწყდება
- როგორც წესი ასეთ შემთხვევებში ბოდიშს იხდიან
- აა ხო - ყველანაირად ვცდილობდი სიტუაციიდქნ გამომძვრალიყავი და ამ ყეყეჩისთვის ბოდიში არ მომეხადა
- ხოოო? ხოდა გისმენ
- ჯანდაბა შანსი აქვს და როგორ არ გამოიყენებს ფუ ამის.. - ვფიქრობდი ჩემთვის გულში ის კი კმაყოფილი სახით მიყურებდა, სხვა რა გზა მქონდა
- ბო..დი..ში - ისეთი ჩუმი ხმით ვთქვი მეც ძლივს გავიგონე
- ვერ გავიგონე.. თორნიკე შენ გაიგე?
- ნწ ვერც მე, ცოტა ხმამაღლა სოფონაა - თორნიკეც მისკენ იყო და ორივე ირონიულად მელაპარაკებოდნენ
- ბოდიში!!!! კმაყოფილები ხართ? - გაბრაზებული გამოვვარდი ოთახიდან ნერვები მეშლებოდა დიდი სიამოვნებით გამოვჭრიდი ყელს ამ საზიზღარ მიშოს! ყველგან ეს რატომ მიშლის ნერვებს, ააა გავგლეჯ!!
ისინი კი ოთახში ეყარნენ და დამცინოდნენ. შემდეგ სამზარეულოში შემოვიდნენ
- სოფი ყავა მოგვიდუღე რა - მითხრა თორნიკემ, ხმის ამოუღებლად ავდექი, მეტყობოდა რომ ნერვები მქონდა მოშლილი და ამაზე უფრო ეცინებოდათ მე კი კიდევ უფრო ვბრაზდებოდი!!
- ლელა მეორე ოთახი გაამზადე რაა, მიშო ჩვენთან დარჩება 5 დღე.
- ბებია ამას სახლი არ აქ? - ჩურჩულით ვუთხარი ლელას მაგრამ ეტყობა ხმამაღლა მომივიდა და მიშო გამომეხმაურა.
- სახლი მაქვს მაგრამ ამჟამად რემონტია უსახლ-კარო არ გეგონები იმედია
- არა რათქმაუნდა - აფერისტულად გავუღიმე და ყავა მივუტანე
- ეს ძაან მწარეა
- უიიი, არ სვამ მწარეს? მეგონა მწარე გეყვარებოდა
- ყველას შენნაირად ხო არ ექნება გემოვნება ჩამოყალიბებული (თორნიკე)
- შენ რომ არ გამომესარჩლო მოკვდები?
- ნუ მეტლიკინები - თორნიკე ჩემთან მოვიდა და ჩქმეტა დამიწყო მერე ლოყაზე მაკოცა და მის გომბეშო ძმაკაცს უთხრა:
- ნუ გაუბრაზდები მიშო დებილია და მწარე ენა
აქვს, აქ ყოფნაში შეიძლება სისხლიც გაგიშროს მაგრამ ასეთი უფრო საყვარელია და რა ვუყო?
- არ მიკვირს ბოლოსდაბოლოს შენი დეიდაშვილია, მემკვიდრეობით გადმოეცა ეტყობა თანდაყოლილი სიდებილე
- ერთი წუთიიი! რადგან გაგიღიმე ნუ გათავხედდები რაა შენი ჭირიმე
- ოჰჰ ბოდიშიც ხო არ მოგიხადო? - ეს თავხედი შანსს ხელიდან არ უშვებდა, მისი დაძონძილი კეპკის ქუდი დაიხურა და გარეთ გავიდა თორნიკესთან ერთად.
ყავა დავლიე და კომპიუთერთან დავჯექი, ჰოი საოცრებავ მიშოს ფეისბუქი ჩართული დარჩენია, ნუთი ასეთი შანსი მეორედ მომეცემა, ეგრევე პირად მესიჯებში შევვარდი, რეალობამ მოლოდინს
გადააჭარბა, უამრავ გოგოს წერს, რამოდენიმე უფროსიც კი იქნება მასზე, პირდაღებული ვკითხულობდი მესიჯებს თან სიცილით ვკვდებოდი მის ზედმეტსახელებზე. რათქმაუნდა ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი თუ სისხლის გაშრობაა დაე იყოს ორმხრივი! თავი ზრდილობიან დასტოინ ტიპად მოაქვს არადა რა ეტყობა
ზრდილობიანის! ნაგავია და მეტი არაფერი! არაუშავს ვასწავლი ჭკუას!
საღამოს დავინახე მარტო ტელევიზორთან იჯდა და ფეხბურთს უყურებდა, მივვარდი და მდივანზე დავხტი, არ ვიავენებდი ხმამაღლა ვლაპარაკობდი, მოსმენის საშუალებასაც არ ვაძლევდი
- ჰაა რეალი თუ ბარსა?
- ბარსა - მითხრა მოღუშულმა, ეტყობოდა ხასიათზე ვერ იყო მაგრამ რაში მაინტერესებს მაინც გავამწარებ!
- ფუ კიდევ ერთხელ დაამტკიცე გოიმი რომ ხარ - ხმა არ გაუცია თითქოს სულ სხვაგან იყო
- რა იყო ცუგრუმელა რატო ხარ მოწყენილი - მისი ერთ-ერთი ზედმეტსახელი იყო და მხოლოდ ახლა გამომხედა, მეღიმებოდა
- რაა?
- ცუგ-რუ-მე-ლაა - დავუმარცვლე
- მიდი რა შენი ასაკის ბავშვებს ეთამაშე გარეთ არიან მე თავი დამანებე
- აუ რატო ხარ მოწყენილი ფისო - კიდევ ერთი ზედმეტ სახელი
- ეს ყველაფერი როგორ გავიგო?
- რა? აა ცუგრუმელა და ფისო? მე რატო მეკითხები ვერ ხვდები?
- შენ ვერ ხვდები რა დონის ტუტუცი და თავხედი გოგო ხარ? ვინ მოგცა უფლება სხვის პირად ესემესებში ცხვირი ჩაყო! - გაბრაზდა და ხმამაღალი ტონით მესაუბრებოდა
- სიტუტუცეზე შენ ხმას ნუ იღებ იმ მესიჯების მერე.. ისე იმდენ ქალს რომ ისეთ რაღაცეებს წერ არ გეზარება? შეხვდი.. მაგრამ ეტყობა ვერ ბესავ, ანუ იქ როგორც უხსნი რაღაც-რაღაცეებს ლაივში ვერ გაამართლებ
იმედებს ხვდები ალბათ და.. - სიცილი დავიწყე ამაზე კიდევ უფრო მწარდებოდა
- შენს ადგილას შემრცხვებოდა, არ გაწყენდა წესიერად მოქცევა, ჩემთან მაინც
- შენ თორე შენც არ მყავდე რომის პაპი
- გააგრძელე მასე და ვინც ვარ დაგანახებ მერე
- ნწ ნწ ნწ ოქეი ფისო - ლოყაზე ვუჩქმიტე და სიცილით ჩემს
ოთახში შემოვედი დავინახე გამწარებულმა მუშტი როგორ მიარტყა კედელს.
დაახლოებით საღამოს 7 საათი იქნებოდა წყალი გადავივლე პირსახოცშემოხვეული ჩემს ოთახში ვიყავი, ყურსასმენები მეკეთა და კარადას ვალაგებდი, უცებ ჩემი ოთახის კარი გაიღო და მიშო შემოვიდა
- სოფიი..
- შენ დეგენერატი ხარ? რომ შედიხარ სხვის ოთახში დააკაკუნე - ვუყვიროდი და თან მოკლე პირსახოცით ვცდილობდი დამემალა სხეული, მიშო მაშინვე ზურგით შეტრიალდა
- ეს მე კი არ ვარ დეგენერატი შენ ხარ ყრუუ! რამდენი გიკაკუნე და ვერ გაგაგონე
- არ გამოიხედო 1 წუთით
- უკვე რაღა აზრი აქვს გამოვიხედები თუ არა - ჩუმად ეცინებოდა, როგორ მინდოდა მისთვის სახეში მელეწა.
- რა გინდოდა
- თორნიკემ დამირეკა ბათუმშია, მე მივდივარ, თუ გინდა წამოდი წამოიყვანეო
- როდის წავიდა ან რატო?
- დღეს რაღაც საქმეები ჰქონდა და თან დავრჩებიო, თუ გადაწყვიტო წამოსვლა მალე მოემზადე
- ლელა მარტო დავტოვო მერე?
- მოიტაცებენ? - გაეცინა
- აღარ იხუმრო გთხოვ! კაი ჩავიცმევ და წამოვალ
- იმედი მქონდა არ წამოხვიდოდი
- შენი გამწარების შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ ფისო, გადი ეხლა, იმედია არ შემომივარდები კიდევ ოთახში
- გამაგონე დროულად და არა - მიშო ოთახიდან გავიდა და მეც მეცინებოდა ნახევრად შიშველი დამინახა მაგრამ რა მაცინებდა არ ვიცი. 15 წუთში მზად ვიყავი.
- ბებო იცოდე 9ის ნახევარზე წამალი დალიე, დაგირეკავ კიდე შეგახსენებ და კარი კარგად დაკეტე
- ჩემ წასაყვანად არავინ მოვა - ბებიამ მაკოცა და წამოვედით.
სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი შევჩერდი:
- მოიცა მანქანის მართვა კარგად ხო იცი?
- რამდენი წლის ხარ შემახსენე
- 17
- შენ დაბადებულიც არ იქნებოდი მე რომ მანქანასთან ვიჯექი, ასე რომ დაჯექი თორემ შენთვის კალთების დახევას არ ვაპირებ.
მანქანაში უცებ ჩანთა გამეხსნა და ყველაფერი გადმომეყარა მათ შორის ნარკოტიკიც, ცხადია მიშო ყველაფერს მიხვდა:
- ვიცი მე არავინ მეკითხება მაგრამ რატომ
იღუპავ მაგ საზიზღრობით თავს, შენ ეგ კარგი გგონია?
- ყველას მამიდა რატომ ხარ?
- ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის დასავით ხარ, ფაქტიურად და ხარ და შენი აზრით არ უნდა ვერეოდე? შენზე მეტი ვიცი მგონი და გამეგება მიიღე რჩევა როგორც უფროსი ძმისგან
- თუ დამჭირდა რჩევები გავითვალისწინებ..
სიმღერები არაფერი გაქვს? ყურსასმენები დამრჩა სიჩქარეში
- აარჩიე შენი მოსაწონი თუ იქნება რაიმე - რამოდენინე სიდი მოვსინჯე და არცერთი არ მომეწონა:
- აუ ესენი რა არი ამათ მოსმენას შენ გისმინო ისევ ჯობია მგონი, ჯასტინ ბიბერი გაკლია მარტო სხვა ყველა შემხვდა
- რა გასაკვირია რომ ჩემი გემოვნება არ მოგწონს ყველაფერზე შარს მიძებნი
- რა შუაშია შარი, გაცნობის დღიდან საშინელი შთაბეჭდილება დატოვე ჩემზე, აფერისტობა არ შემიძლია, გეუბნები იმას რასაც ვფიქრობ.
- ვაფასებ პირდაპირობას მაგრამ არა უზრდელობას
- შენთვის ყველაფერი უზრდელობაა და ამ დროს შენს ჩათს თუ გავიხსენებთ..
- ეგეც უზრდელობაა სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, არაუშავს პატარა ხარ და ჯერ ვერ ხვდები.. გაიზრდები და დაფიქრდები შენს შეცდომებზე.. შენს ასაკში მეც განსხვავებული შეხედულებები მქონდა
- შენთვის ადვილია ილაპარაკო სხვის თავხედობაზე რადგან არც კი იცნობ ადამიანს
წესიერად, არც კი იცი რა გამოიარა და გადაიტანა და რამ უბიძგა სისულელეების გაკეთებისკენ
- მაგაში მართალი ხარ მაგრამ რაც არ უნდა იყოს ცხოვრება გრძელდება, ხელის ჩაქნევით არაფერი მოხდება.. ამას მე ვამბობ ადამიანი რომელიც არანაკლებ დაიჩაგრა ამ ცხოვრებისგან - ვერ მივხვდი ეა რატომ თქვა
ალბათ მასაც შეემთხვა რაიმე მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს მაგას
- ისე მიღწევაა რამოდენიმე საათია თითქმის არ გვიკამათია - გამეღიმა.
ღამის 12-ის ნახევარი იყო ისევ მანქანაში ვიჯექით და მივდიოდით, უცებ მანქანა გაჩერდა, ქალაქის ტერიტორიაზე არ ვიყავით რომელიღ სოფლის გავლით მივდიოდით
ირგვლივ სულ ბნელოდა და არაფერი ჩანდა
- რა მოხდა? - ვკითხე შეშინებულმა მიშოს
- აუ ამის დედა.. არვიცი
- ახლა რა უნდა ვქნათ მიდი გააკეთე
- ამ სიბნელეში რას შევხედო, მგონი აქ მოგვიწევს გათენევა
- მეღადავებიი? სად აქ მანქანაში
- მინდორზე თუ გირჩევნია გადადი პრობლემა არ მაქვს პირიქით უკეთესად დავიძინებ მარტო
- რამე გააკეთე თორე გავაფრენ აქ როგორ დავიძინებთ
- მერე რა გეშინია?
- რა შუაშია რანაირად მოვისვენო მანქანაში
- ჩვეულებრივად - მიშომ სავარძელი გადაწია და გვერდზე გადაბრუნდა, ნელ-ნელა წვიმამ დაიწყო და ელვაც მოჰყვა
- აუ მიშოოოო წვიიიიმს გესმის?
- მანქანაში ვართ სოფი ხო არ დავდნებით იწვიმოს მერე
- არა წამოდი ჩქარა სადმე ვინმესთან დავრჩეთ გთხოვ ჭექა-ქუხილის მეშინია - მიშომ ჩემსკენ გამოიხედა, ვერ ვიტან როცა ვინმეს რაღაცას ვეხვეწები მაგრამ იმდენად მეშინია ჭექა-ქუხილის რომ მზად ვარ თვით მიშოსაც შევევედრო
- რისი გეშინია გააფრინე?
- შენ იყავი მაშინ აქ მე ვერ დავრჩები - მანქანის კარი გავაღე და გადმოსვლა დავაპირე
- რას აკეთებ სად მიდიხარ
- ვინმესთან მივალ და ვთხოვ ღამე სახლში გამათენებინოს
- მოიცადე დარჩი რისი გეშინია
- შენ დარჩი მე უნდა წავიდე - წამოვედი და მიშო მიყვიროდა დაბრუნდიო, მანქანა ჩაკეტა და დამედევნა, მომიახლოვდა და ამ დროს უცებ საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა ცა სრულიად ელვამ გაანათა ბოლო ხმაზე დავიკივლე არ ვიცოდი შიშისგან რას ვაკეთებდი მიშოსთან მივვარდი მთელი ძალით ჩავეხუტე ვტიროდი და ვკანკალებდი..



№1  offline წევრი Ana Imnadze

ვერ ვხვდები ჭექა-ქუხილის რატო ეშინიათ :დდდ

 


№2  offline წევრი Villalobosta

Ana Imnadze
ვერ ვხვდები ჭექა-ქუხილის რატო ეშინიათ :დდდ

გამოჩნდება შემდეგ თავში მიზეზი. smiley

 


№3 სტუმარი Guest Ninutsa

გააგრძელე აცუილებლაააად <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent