სიყვარული "ჰეროინის" წესებით (ნაწილი 3)
19 ივლისი. უკან დაბრუნების დრო მოვიდა. ორივემ ძალიან განვიცადეთ. მაგრამ ერთმანეთს დავპირდით , რომ ყოველთვის შევხვდებოდით და არსოდეს დავივიწყებდით ერთმანეთს. -კატო -გისმენ დათო. -ხომ მნახავ ხოლმე? -კი დათო -ტელეფონზეც ვილაპარაკებთ ხოლმე, აი ნახავ ყველაფერი რა კარგად იქნება. -ასე გგონია? -ძალიან მინდა , რომ ასე იყოს. -მეც მინდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. -მხოლოდ ერთი რამ მაშინებს. -რა? -რომ დამიჭირონ. -ასე არ მოხდება. -არ ვიცი რა იქნება, სასამართლოზე გადაწყდება ყველაფერი. დამელოდები? რა უნდა მეპასუხა? ჭაში ჩავარდნილის იგავი გამახსენდა. მაგრამ სანამ რამის თქმა მოვახერხე, შიში ვიგრძენი. ნათლად დავინახე და გავაცნობიერე, რომ შესაძლოა დიდიხნით დამეკარგა. -რა უბედური ვარ! პირველად მომეწონა ბიჭი და მასაც იჭერენ. ...... 20ივლისი სახლში ვერ ვჩერდებოდი ერთი სული მქონდა სამსახურში გავსულიყავი და გული გადამეყოლებიანა. რათქმუნდა ვნახავდი, მაგრამ არა ყოველდღე, არადა უკვე მენტრეობოდა, ვეღარ ვძლებდი მის გარეშე. მხოლოდ " heroina vop vop"-ს ვუსმენდი. მენატრებოდა და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებდი. რაც მთავარია აღარ გავრბოდი, პირიქით თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. ახლა უფრო ვუგებდი ჩემს პაციენტებს. მივხვდი, რომ სიყვარული ზღაპარი არ იყო, რომ ქალებს სჩვევიათ სტაბილურობის დაკრგვა, რომ ეს ცუდი კი არა საუკეთესო განცდაა. როცა გიყვარს სხვა აღარ გჭირდება. შეგიძლია მთლიანდ მას ეკუთვნოდე. მომწონს , რომ კონტროლი დავკარგე და საკუთარ ქცევებზე პასუხს ვეღარ ვაგებ. ყველა სიგიჟეზე ვარ წამსვლელი, მის გამო. ეს არასტაბილურობა მომწონს, მგონი შევიშალე, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, რომ მომწონს ის რაც არსოდეს მომწონდა. რომ ვუსმენ მუსიკას, რომელიც სხვა სამყაროდანაა, რომ შემიძლია ჩავიდინო წარმოუდგენელი სიგიჟე, რომ შემიძლია ზღვარზე ვიყო და გადავაბიჯო ყველაფერს, აფსოლიტურად დალაგებულმა, რომ შემიძლია გავთელო ყველაფერი რაც გამაჩნია მის გამო, როომ.. დაუსრულებლად შემიძლია მოვიფირო მომდევნო, რომ. დათომ ჩემზე ჰეროინივით იმოქმედა. მთლიანად მან მომიცვა ახლა უბრალოდ სხვა ყველაფერი ჩემს გარშემო უმნიშვნელოა, ყველაფერს რასაც მივაღწიე , რაზეც ვოცნებობდი ახლა აღარ მაინტერესებს. მხოლოდ ის მჭირდება! 20სექტემბერი ყველაფერი დასრულდა! ასე გადავწყვიტე, ისე მენატრებოდა მან კი ერთხელაც არ მნახა. უბრალოდ არ უნდოდა ალბათ, მირეკავდა, მპირდებოდა, რომ მნახავდა, მაგრამ სულ რაღაც ახალ მიზეზს იგონებდა, რომ არ ვენახე. სისულელეა ეს ურთიერთობა. გადავწყვიტე მასთან ურთიერთობა, აღარ მინდა. უნდა გავექცე! ამჯერად აღარ უნდა მოვიდეს, აღარასოდეს, ჩემი წარსული მჭირდება, სტაბილურობა დათავისუფლება. თავს საშინლად ვგრძნობდი. შაბათკვირა მოდიოდა. მარის დავურეკე, რადგან ის ყოველთვის ახერხებდა ჩემს გამხნევებას. -ხვალ შენთან მინდა მოსვლა. სახლში ხარ? -კი . რა ხდება, რა ხმა გაქვს? -დათოს დავშორდი. -რა მოხდა? -უბრალოდ "ფეხებზე დამიკიდა" ერთხელაც ვერ მოახერხა ჩემი ნახვა. -კაი გამოდი ჩემთან და მომიყევი ყველაფერი. -კარგი. მთელი დღე გათიშული ვიყავი, პაციენტებს შეხვედრები გადუდე. არ შემეძლო არავის მიღება, დღეს ლიზა უნდა შემხვედროდა 40 წლის გასათხოვარი, ქალიშვილი. მთელი რიგი პრობლემებით.მისი შეყვარებული ავარიაში მოყვა და მოკვდა. მან კი მას უერთგულა. რა ამაზრზენია, გულისამრევი ახლა, რომ მოსულიყო პირდაპირ პირში მივახლიდი სიმართლეს, ბებერო კაცი გჭირდება, შენ გგონია ეგ შენი რამაზი, რამეს მოიკლებდა შენ, რომ მომკვდარიყავი. ერთ დღეში ნახავდა ახალ ქალს, რამოდენიმე თვეში კი ცოლს მოიყვანდა. ფეხზე დაგიკიდებდა, შენ კი მთელი რიგი პრობლემები გაქვს, მე ვერაფრით დაგეხმარები, შემიძლია ვინმე გიშოვო მხოლოდ. ახლა კი მომწყდი თავიდან და აღარ დაგინახო აქ მოსული. ო ღმერთო, როგორ მომინდა ამის თქმა მისთვის, იქამდე მივედი, რომ დარეკვა დავაპირე ტელეფონით მაინც , რომ მეთქვა. აფსურდია, რომ ეს მართლა დავაპირე. სხვებს ვასწავლი მე კი საკუთარი თავის კონტროლი აღარ შემეძლო.უბრალოდ ძალიან შეიცვალა ყველაფერი. უნდა გავექცე მას, უნდა გავთავისუფლდე, მაგრამ ვერ ვახერხებდი.წასვლა არ შემეძლო. ერთადგილზე გავიყინე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სხვაც ვერ შეძლებდა ამას. ყოველთვის შემეძლო, ყველაფრის კონტროლი, ახლა ეს უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. 21სექტემბერი. მარისთან დილიდან მივედი. ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. თქმით არაფერი მითქვამს, არც მას უკითხავს , რამე. მისი სახე ყველაფერს ამბობდა შეძრწუნებული იყო, ჩემი ასთ მდგომარეობაში ნახვით. ოთახში შევედი დავწექი და დიდხანს ვტიროდი, მერე აღარ ვტიროდი, უბრალოდ გონება გავთიშე ვუყურებდი ჭერზე ჩამოკიდებულ ჭაღს, ლამაზი და სადა იყო, მომწონდა. ის ზუსტად ცენტრში იყო, მას ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ მეც მინდოდა ბალანსი, მინდოდა მასავით დამეცვა წონასწორობა, ძალა მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე , უნდა გავიქცე , უნდა გავთავისუფლდე. გავრბივარ ირგვლივ თავისუფლებაა , მთელი ძალით გავრბივარ, ყველაზე სწრაფად, თუ ოდესმე გავქცეულვარ. ვგრძნობ ვთავისუფლდები, სულ ცოტა დამრჩა სულ ცოტა, მაგრამ არა ეს წყეული სახე ის აქაა, ჩემს გონებაში, შეუძლებელია მას გავექცე ის ყველგანაა, მხოლოდ რეალობაში არაა, თვალებს ვახელ. ის აქაა. -დათო -კატო. არ იღიმება, მოწყენილი და ნაღვლიანია. მართლა გინდა, რომ მიმატოვო? -ეს შენ მიმატოვე. -არა, არა კატო ვერ ვახერხებდი, მართლა ბევრი პრობლემა მქონდა, ახლაც მაქვს, გეფიცები.უბრალოდ მაპატიე გთხოვ. ვიცი ეს რთულია, მაგრამ მეც მიჭირს . ცოტა დამრჩა. ეს ყველაფერი, რომ დამთავრდება სულ ერთად ვიქნებით გპირდები. -დათო, როგორ გენდო მითხარი? -ყველაფერს გეფიცები მიყვარხარ. ამიტომ მოვედი აქ , რომ მიყვარხარ ძალიან. -ამას როგორ მეუბნები? ყელში ბურთი მაწვება, თვალებიდან ცრემლები მომდის. მე ვიტანჯებოდი, ვამბობ და ცხარე ცრემლით ვიწყებ ტირილს. -მეც ვიტანჯებოდი. მოდის და მეხუტება, გულში მიკრავს და შუბლზე მკოცნის. მიყვარხარ, მაპატიე გთხოვ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ასე აღარ განმეორდება გპირდები. -მიყვარხარ დათო, ძალიან მიყვარხარ. -მეც ძალიან. -დათო -გისმენ კატო -გახდი ჩემი სტაბილურობა გთხოვ. -რასაც მთხოვ ყველაფერს გავაკეთებ. ეს იყო ყველაზე საუკეთესო , ბალანსი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.