შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული "ჰეროინის" " წესებით. ( ნაწილი 2)


11-09-2016, 10:16
ავტორი kaatoo
ნანახია 1 742

11ივლისი
დათო მთელი დღე არ გამოჩნდა. არ მინდოდა მარის შეემჩნია , არფერს ვამბობდი მაგრამ ძალიან ვბრაზობდი. საღამოს მოვიდა დაპირებული ლუდით.
თუმცა ძალიან უჩვეულოდ იქცეოდა. არ მიყურებდა, საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. ნეტავ რა სჭირს? მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებდა. უბრალოდ მეგონა, რომ მოვეწონე და ის ფაქტი , რომ შევცდი ნერვებს მიშლიდა. კონკურენციის მომენტი დამეწყო. თუმცა სიმპატიურიც იყო და ალბათ მომწონდა კიდეც, მაგრამ ამას საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებდი. მწვანე თვალები ქონდა, გრძელი წამწამები და დიდი ლამაზი, მსუქანი ტუჩები. კარგი აღნაგობა, თამამად იქცეოდა საკმაოდ აქტიური იყო. რაღაც ქონდა მას რაც ადრე არვიში არ შემიმჩნევია. ვბრაზობდი , რომ მასზე ვფიქრობდი ის კი ყურადღებას არ მაქცევდა.
მთელი საღამო მხოლოდ გაურკვევლობაში ვიყავი, იქამდე სანამ მე მარი და დათო მარტო არ დავრჩით.
-კატო, გავიგე შენ და ზურა შეყვარებულები იყავით.
აქ მარიმ არც კი მაცალა ისე გაკაპასებულმა, ფაქტიურად უყვირა.
-რა? რა სისულელეა. ზურას უყვარს კატო, მაგრამ კატოს არასოდეს მოსწონდა ზურა.
-რა მნიშვნელობა აქვს, ისე ვიკითხე
-დიდი მნიშვნელობა აქვს დათო.
-ვინ გითხრა ეგ? მხოლოდ ეს ვიკითხე რადგან მზად ვიყავი იმ მომენტში ის ენაჭარტალა მომეკლა, ვინც ეს უთხრა. ბევრი შეიძლება ყოფილიყო, რადგან ყველამ იცოდა ზურას , რომ ვუყვარდი.
-მაგას არ გეტყვი. რა მნიშვნელობა აქვს? ისე გკითხე ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ მე რა.
-ბედნიერად? ნუ მაცინებ. ზურას არც კი ველაპარაკები.
-კაი კაი.
ღამე დათო ჩვენთან დარჩა, ღრმად , რომ დაიძინა გადავწყვიტე შური მეძია, ჩემი მოწონება, რომ გადაიფიქრა. ფრჩხილის ლაქი წავუსვი ფეხზეც და ხელზეც. სახეც კარგად მოვუხატე, მარიც დამეხმარა ამ საქმეში.
12ივლის
დილით სარკეში რომ ჩაიხედა, ძლივს ვიკავებდი სიცილს. თუმცა მარიმ ყველაფერი თავის თავზე აიღო. ამიტომ შურისძიებას ან სამაგიეროს გადახდას, გადვურჩი.
-დაიჯერა? ჩუმად ვკითხე მარის.
-არ იჯერებდა, მაგრამ მე ხომ იცი ყველაფერი შემიძლია.
-კიდევ კარგი.
-გოგო დღეს მიდის თბილისში. ვერ აგიხსნით რა დამემართა. უცნაური შეგრძნება იყო ასე არსოდესს ვყოფილვარ. არ მინდოდა მარის რამე შეემჩნია.
-მეძინება, წავალ დავწვები.
მაშინვე ოთახში შევედი საწოლზე დავწექი, ბალიშს ჩავეხუტე. რა მჭირს? საკუთარ თავს ვეკითხებოდი. მინდოდა გონება გამეთიშა, არცერთი ვარიანტი არ მომწონდა, ეს შეუძლებელია, რა მჭირს? ძალიან კარგი თუ წავა, აქ რა უნდა რატომ უნდა დარჩეს. გონებას მირევს, ყველაფერზე მინდოდა მეფიქრა, მის გარდა მაგრამ ყველგან ის იყო. თვალები დავხუჭე, დიდ მინდორში ვიყავი, გავრბოდი, ძალიან დიდხანს გავრბოდი, ეს სასიამოვნო იყო. ვთავისუფლდებოდი, მაგრამ არა ის იქ იყო, წინ მიცდიდა. შემოვბრუნდი, ძალიან შემეშინდა და ახლა უფრო ძლიერად გავრბოდი , მაგრამ ის ყველგან იყო. მთელს ჩემს გონებაში, შეუძლებელი იყო თავი დამეღწია. თვალები გავახილე და ეს სახე, მეგონა მომეჩვენა მაგრამ, არა. თავზე მადგა და იღიმოდა.
-გაგაღვიძე? ძალიან მშვიდათ მითხრა და გვერძე მომიწვა.
-არა არ მძინებია. არაფერი არ მითქვამს, უხერხულად ვიყავი გვერძე, რომ მომიწვა, მაგრამ ვერფერი ვუთხარი.
-მივდივარ იცი.
-მითხრა მარიმ.
-არ მინდა წასვლა.
-ხო არც მე მინდა, რომ წახვიდე.
-არადა აუცილებლად უნდა წავიდე, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-ცუდია.
-დავბრუნდები ორ დღეში. შენს გამო.
-ჩემს გამო რატომ?
-იცი, მომეწონე.
რა უნდა უპასუხო ასეთ დროს ადამიანს? ნუთუ მარტივია? ასეთ გაურკვევლობაში, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. თითქოს ქსელში გავეხვიე.
-მაგარია.
-რას გულისხმობ?
-კარგია , რომ მოგეწონე. ასეთ დროს, როგორც წესი ინტერესი უნდა დამეკარგა. ჩემსას მივაღწიე, მოვეწონე.
-ხო მაგარია.
-ზურასი არ გეშინია? რომ გაიგებს, რომ მოგეწონე ნამდვილად არ გაეხარდება.
-კარგი რა შენ არ მოგწონს მთავარი ესაა. ზურასთან მე მოვაგვარებ.
თვალები დახუჭა, მეც დავხუჭე მესმოდა სუნთქვა, რომელიც ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. თითქოს ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. პირველად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი.
.....
დათო ხშირად უსმენდა "heroina vop vop"-ს ასეთი სიმღერები არ მომწონს, მაგრამ მასთან ერთად ეს არ მაღიზიანებს. პირიქით მასთან თავს სხვანაირად ვგრძნობ, მე სულ სხვანაირი ვარ ის ჩემგან ძალიან განსხვავდება. იქნებ ეს მომწონს და მიზიდავს მასში? იქნებ ერთფეროვანი ცხოვრება მომბეზრდა?
.....
დათო მე და მარიმ გავაცილეთ, ავარიის მერე მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამიტომ გავაცილეთ მატარებლამდე. გვერდით მიჯდა და ძალიან ახლოს მყავადა, უცნაური შეგრძნება მქონდა. მარიც და დათოც მთელი გზა ლაპარაკობდენენ, მაგრამ საერთოდ არაფერს ვუსმენდი. საშინლად განვიცდიდი, რომ თავი ვერ დავღწიე მასზე ფიქრს. ახლა კი მიდიოდა, ამას ძალიან განვიცდიდი , საკუთარ თავთანაც ვერ ვმალავდი და ალბათ ისედაც მეტყობდა, მთელი გზა ხმა არ ამომიღია. უემოციოდ ვიყავი. როგორც კი წავიდა მაშინვე მომწერა.
დათო: რა გჭირდა?
კატო:არ მინდოდა, რომ წასულიყავი.
დათო:არც მე. მალე დავბრუნდები.
კატო:კაი.
ასე პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი წასვლა არ მინდოდა. ჩემს თავს მეთითონ ვეღარ ვცნობდი. ეს მეტისმეტი იყო.
14ივლისი
ორი დღის მანძილზე უმოქმედო ვიყავი, არანაირი ხალისი, ან ვიწექი ან სადმე მარტო ვიყავი, ყველაფრის ხალისი დაკარგული მქონდა. რაგჭირს კატო? მეკითხებოდა მარი, მაგრამ არ შემეძლო იმის ახსნა რასაც ვგრძნობდი.
უკვე იმედი მქონდა გადაწურული, რომ დაბრუნდებოდა. დამპირდა , მაგრამ მერე რა? უბრალოდ დამპირდა, მაგრამ ეს მისთვის არფერი. ალბათ აღარც ვახსოვარ, უბრალოდ მე რა მჭირს. ნუთუ ჩემს თავს ვერ ვუშველი? მე ხომ სხვებს ვეხმარები, ეს აბსურდია. შეუძლებელია მიყვარდეს, უბრალოდ აკვიატებაა. თავი , რომ ვერ შევაყვარე , რომ არ დაბრუნდა ამის ბრალია, გადამივლის აი ნახავ სულ მალე გაივლის. თვალებს ვხუჭავ და გავრბივარ, დიდი მინდორია ძალიან ძლიერად გავრბივარ მინდა მასზე ფიქრებს გავექცე, მაგრამ ის წინაა ვერ ვახერხებ შეჩერებას რადგან ძალიან ძლიერად გავრბივარ ცოტაც და შევეჯახები. სწრაფად ვახელ თვალებს. ის ჩემ წინაა, იღიმება, ხელში ყავა უჭირავს.
-ყავა მოგიტანე.
-დაბრუნდი?
-ხო
-მაგარია.
...
15ივლისი
დინებას მივყვებოდი, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. თვას მშვენივრად ვგრძნობდი, აღარ გავრბოდი, უბრალოდ მომწონდა ის ადგილი სადაც ვიყავი. თუმცა ჩვენს ურთიერთობას რაღაც აკლდა მე დათოსთვის არაფერი მითქვამს.არ მითქვამს, რომ მომწონდა, ვხვდებოდი,რომ ეს უნდა მეთქვა, მაგრამ როგორ?
...
16ივლისი
მთელი დღე ძმაკაცებში გაატარა და სახლში საღამოს მოვიდა. ძალიან ვიყავი განაწყენბული.მთელი დღე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ საშინლად ვეჩხუბებოდი, მოვიდა თუ არა მაშინვე დავიწყე
-როგორც ჩანს შენთვის შენი ძმაკაცები უფრო მნიშვნელოვანია.
-კი ნამდვილად ასეა.
-მერე აქ რატო მოხვედი? მათთან დარჩენილიყავი.
-ეს შენი საქმე არაა. ხვალ თბილისში წავალ, შენთვის მაინც არფერს ვნიშნავ, რა მნისვნელობა აქვს?
-რაა? ვერაფერს ხვდები?
-მე ბევრ რამეს ვხვედბი, მაგრამ შეიძლება ვცდები. მინდა შენ მითხრა, რასაც გრძნობ.
ძალიან შემეშინდა. რა შეიძლებოდა, რომ მეთქვა, ეს დამარცხება იყო, მაგრამ თუ წავიდოდა ვერ გადავიტანდი. ვეღარ ვხვდებოდი სად ვიყავი. ამის მეშინოდა, მაგრამ ახლა ისე მომწონდა ეს ყველაფერი აღარ მინდოდა თავი დამეღწია.
-შენ ხომ ისედაც ხვდები?
-მინდა, რომ შენ მითხრა.
-არ შემიძლია.
-რატომ?
-ნუ დამაძალებ.
-კარგი არ გაძალებ. უბრალოდ ხვალვე წავალ.
-თუ გეტყვი?
-დავრჩები და გპირდები ყველაფერი შეიცვლება.
- მცხვენია.
-კარგი რა გთხოვ.
-დათო
-გისმენ კატო
-შენ ხომ ხვდები?
-კი ვხვდები.
-დათო
-რას გრძნობ?
-მომწონხარ.
-მეც ძალიან.
-კარგი ბიჭი ხარ.
-შენც კარგი გოგო ხარ.
კიდევ კარგი ბნელოდა და ვერ მხედავდა სულ გავწითლდი. ხელი ჩამჭიდა თვალებში ჩამხედა , მერე თვალები დახუჭა და ჩამეხუტა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent