შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 3


13-09-2016, 23:45
ნანახია 1 317

ჯორჯს და დემიენს მოყოლა უნდა დაეწყოთ,როცა რაღაც ხმა მოესმათ. მე ვერც კი გავიგე მაგრამ ორივე მათგანი კართან მივარდა და შარვლის უკანა მხარეს მიმაგრებული დანები ამოაძვრეს. უცნაური დანები იყო. ისინი გამოთლილი იყო ხელით და ტარი მგლისთავის ფორმის ქონდა.
-ჯეიმს დანა აიღე
დაიჩურჩულა ჯორჯმა.
მეც წამოვხტი და მაგიდიდან დანა ავიღე.
-რა ხდება?
-ჩშშშშშ
გამაჩუმა ჯორჯმა.
ცოტა ხანი ასე ჩასაფრებული ვუდექით.
გარედან ისმოდა როგორ დააბიჯებდა ვიღაც გამხმარ ფოთლებზე.სიმართლე გითხრათ შემეშინდა.
-ჯეიმს უნდა გაიქცე. სახლში გაიქეცი რაც შეიძლება სწრაფად. უკან მოუხედავად გაიგე?
მითხრა დემიენმა.
-კარგი მაგრამ…
-როცა გეტყვი გაიქცევი. თუ შეხება იგრძენი უკნიდან არც დაფიქრდე ისე მოიქნიე დანა და თვალებში არ ჩახედო. ყველაფერი გაიგე?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
რამდენიმე წამი ჩუმად აკვირდებოდნენ ხის სახლის ღრიჭოებიდან მოსიარულეებს.
ჯორჯმა კარის სახელურთან ჩააცურა ნელა ხელი.
მივხვდი რომ უნდა მოვმზადებულიყავი. უცებ კარი გააღო,დემიენმა ხელი მკრა და დამიყვირა.
-ჯეიმი გაიქეცი!
რაც ძალი და ღონე მქონდა გამოვიქეცი. ისეთი გავრბოდი უკან არც მიმიხედავს. ტყიდან რომ გამოვვარდი თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი,მაგრამ სირბილი მაინც არ შემიწყვეტია. სახლში ქოშინით ავვარდი და კარი გადავკეტე. ჩანთა ძირს დავაგდე შემოსასვლელში.
-ჯეიმს მოხვედი?
გავიგე დედას ხმა სამზარეულოდან.
-ხო დედა სახლში ვარ.ვუპასუხე შემოსასვლელიდანვე
-შეჭამ?
-არა არ მშია.
-სერიოზულად ჯეიმს? ორი დღეა არ გიჭამია.
-არ მშია.
კიბეები ავირბინე,ოთახში შევვარდი და ოთახის კარიც გადავკეტე.დანა ჯერ კიდევ ხელში მეჭირა. საწოლეზე გადავვარდი. ეს რა იყო? რა არსებები? მათ ხმა არც ამოუღიათ მაგრამ ცხადად ჩამესმის მათი ძახილი. დანას დავხედე. ზუსტად ისეთი იყო ჯორჯს და დემიენს რომ ქონდათ. ბალიშის ქვეშ შევდე. ამ შეხვედრას პასუხები უნდა მოეცა ჩემთვის,მაგრამ უფრო მეტი კითხვები გამიჩინა.
ვინ იყვნენ და რა უნდოდათ? ან რატომ გავითიშე დილით? და საერთოდ რა ხდება ჩემს თავს.
ვხვდებოდი რომ რაღაც სხვა სამყაროში შევაბიჯე. თითქოს ცხოვრება მხოლოდ ამ მომენტისთვის ღირდა. მხოლოდ იმისთვის რომ შემეტყო რომ ჩვენი წარმოდგენები დედამიწაზე მცხოვრებ არსებებზე ძალიან შეზღუდულია და რომ რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი სულ ჩემთან ყოფილა. ხელი ჭრილობაზე მოვისვი. მერე ჩემდაუნებურად ლენორი წარმომიდგა თვალწინ. მისი წითელი თმა,მწვანე თვალები,ნაზი ნაკვთები. გამიკვირდა. ერთხელ ვნახე მისი სახე და ისიც წესიერად ვერ დავაკვირდი სისხლდენის გამო. ასე ნათლად როგორ წარმომიდგა მისი ყველა ნაკვთი? ეჰ მგონი ძალიან მომწონს. მასზე ფიქრში ჩამეძინა. ღამით კარზე კაკუნმა გამაღვიძა.ინსტინქტურად დანას დავავლე ხელი. საათს შევხედე. ღამის 3 საათი იყო.
-ჯეიმს შენთან სტუმარია.
-ჯეიმი ჯორჯი ვარ.
მომესმა კარის მეორე მხრიდან.
წამოვდექი,სპორტული შარვალი ამოვიცვი და კარი გავაღე.
-ჯეიმი კარგად ხარ? ჯორჯმა შემათვალიერა.
-დედა შეგიძლია დაგვტოვო. დაიძინე. ჯორჯი ჩემი მეგობარია და მისი მოსვლა ჩემს ჭრილობას ეხება. ჩემთან დარჩება ღამით
-არა ჯეიმს ვერ დავრჩები. მაინტერესებდა როგორ იყავი. წავალ ბოდიში რომ შეგაწუხეთ მისის.
-არა რა შეწუხებაა.
-კარგით ნახვამდის. ხო კიდევ ჯეიმი ხვალ მე და დემი გელოდებით შუადღეს.
-სკოლაში არ მოხვალ?
-არ ვიცი ვნახოთ.
-კარგი.
ჯორჯი წავიდა. მე ვერ ვიძინებდი ამიტომ ცოტა ხანი ვიბოდიალე ოთახში. მერე შიმშილი ვიგრძენი როგორც იქნა. ორი დღეა თითქმის არ მიჭამია მხოლოდ მწვანე ჩაი მქონდა დალეული და მეც მიკვირდა როგორ ვიდექი ფეხზე. სამზარეულოში ფეხაკრეფით ჩავედი დედა რომ არ გამეღვიძებინა,მაგრამ დედა იქ დამხვდა. დასაძინებელი აბაბი მიიღო.
-ჯეიმი არც შენ გძინავს?
-არა დედა ვერ დავიძინე. საღამოს მერე გათიშულს მეძინა და ახლა რაღა დამაძინებს. შენ რატო ვერ იძინებ?
-გული ცუდს მიგრძნობს ჯეიმი. შენი ჭრილობა მაღელვებს.
-დამშვიდდი დედა.არაფერია. შენ მართალი იყავი უბრალოდ ვეფხვის ნაკაეწრია მეტი არაფერი.
-მერე სისხლდენა?
-არ ვიცი ეგ როგორ მოხდა,მაგრამ ეს უბრალოდ შრამია და მეტი არაფერი.
-კარგი ჯეიმი წავედი დავწვები.საჭმელი თუ გინდა ტაფაზეა.შენ რომ გიყვარს მაკარონი ყველით და ბეკონით.
-კარგი ვნახავ. ძილინების.
შუბლზე ვაკოცე რომ დამემშვიდებინა.
არ მინდა დედამ იცოდეს ამ უცნაურობების შესახებ. მე რომ რამე მომივიდეს ვერ გადაიტანს.
ის ოთახში შევიდა.
მე გაზი ავანთე და საჭმელი გავიცხელე.
ისე მომშივნია რომ ჭამას ვერ ვწყვეტდი. მგონი სამი დღის მარაგი ერთად ვჭამე. მერე ჩაი დავაყოლე. უკვე 6 ხდებოდა როცა ოთახში ავედი. ჯერ მზის ამოსვლას ვუყურე. მერე ვიბანავე,გავიპარსე და სკოლისთვის გავემზადე.
-ჯეიმი არ შეჭამ?
-დედა ახლახანს არ ვჭამე? ვუპასუხე კიბიდან თან ჩამოვდიოდი და საროჩკას ვიჯრავდი.
-ხო სულ დამავიწყდა. წარმატებები სკოლაში.
-მადლობა დე. დღეს ცოტა გვიან მოვალ. არ ინერვიულო.
-დამირეკე თუ რამეა ჯეიმს.
-კარგი. დავუყვირე რომ გაეგო,რადგან უკვე გარეთ ვიყავი გასული და კარი დავხურე.
უცებ გამახსენდა გუშინდელი. დედას კარი გავაღე და შევძახე:
-დედა კარი შიგნიდან გადაკეტე! ათასი გიჟი დადის.
-შენ თუ მშვიდად იქნები გადავკეტავ. კარი მივხურე და ზურგს უკან გავიგე ურდულის ჩხაკუნი,რაც იმას ნიშნავდა რომ დედამ კარი მართლა გადაკეტა. ახლა მართლა დავმშვიდდი. არ მინდა დედა რამეში გაერიოს და მითუმეტეს რამე პრობლემა შეექმნას.დედას რამე რომ მოუვიდეს არავის არ შევარჩენ თვით სატანაც რომ იყოს.
სკოლის ბილიკს გავუყევი და ერთი შეხედვით სიმშვიდე იყო. არც ის ბიჭები ჩანდნენ ჯორჯს რომ აწვალებდნენ და არც თვითონ ჯორჯი. კლასში შევედი და პირველ ორ გაკვეთილს ისე დავესწარი რომ დასვენებაზეც არ გავსულვარ კლასიდან.
რაც პირველი მომხვდა თვალში ეს ლენორის ცარიელი სკამი იყო.
არ მასვენებდა მასზე ფიქრები. მეორე გაკვეთილის დასვენებაზე გარეთ გამოვედი. დერეფანი ავიარე. თავში რაღაც ხმები მესმოდა. ვიღაც ჩურჩულებდა “მიშველე ჯეიმი”
რაც უფრო მეტ მანძილს გავდიოდი ხმა უფრო ხმამაღლა ჩამესმოდა. ბოლოს ხმამ ბიჭების საპირფარეშომდე მიმიყვანა. იქ ისევ ჩურჩულივით გაისმა.
კარის გაღება ვცადე მაგრამ დაკეტილი იყო შიგნიდან. იქიდან ახლა უკვე ყვირილი გავიგე. შველას ითხოვდა ვიღაც გოგო.
მისი ხმა არცერთხელ გამიგია,მაგრამ ვიცოდი რომ ეს ლენორი იყო. კარი ეიხლით შევანგრიე.
ის ოთხი ბიჭი,ჯორჯს ვინც აწვალებდა პირველ დღეს,ლენორს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მათი ლიდერი ცდილობდა ლენორი დაეჭირა.
-გაუშვით!
ჩემდაუნებურად დავიყვირე.
-ოჰ გმირი მოვიდა. თქვა დაცინვით იმ ტიპმა.
-ცემა მოგენატრა?
-ვერ შემაშინებ შე პიდა*ასტო.
სიამოვნებით მოვუქნიე მუშტი ყბაში და საპასუხო დარტყმასაც დაველოდე,მაგრამ თურმე ერთი დარტყმაც საკმარისი იყო რომ ისინი დაფანტულიყვნენ და თავისი ბიჭების გარეში ის ლიდერიც უძლური იყო ჩემ წინაშე და ამიტომ მოკურცხლა.
გააზრებაც ვერ მოვასწარი როცა ჩახუტება ვიგრძენი. მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე,მისი თმა ისეთი ლამაზი იყო და ისეთი რბილი,მისი თვალები უკიდეგანოდ ღრმა,კანი ნაზი და ფერმკრთალი,მაგრამ ძალიან თბილი. გულთან რაღაც ამტკივდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მუცელში პეპლები აფართხალდნენ. ჭრილობა წამომტკივდა მაგრამ ეს ზედმეტ სიხარულს დავაბრალე.
-მადლობა ჯეიმს. მიჩურჩულა ყურში, ლოყაზე მაკოცა და გავიდა გარეთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძლივს ღმერთო ძლიიიიიივ.. შენ თუ ამ ტემბრით აპირებ თავების დადებას მე ალბათ გადავალ ჭკუიდან ისედაც არ ვარ სულ მთლად დალაგებული smiley ისტორია მაგარია ძალიან დამაინტერესე მარამ ცოტა რამეში გაგვარკვიე რა თოე ნამეტანი იდუმალებაა smile
მალე დადე მალე არ დააგვიანო!

 


ანი ანი
ძლივს ღმერთო ძლიიიიიივ.. შენ თუ ამ ტემბრით აპირებ თავების დადებას მე ალბათ გადავალ ჭკუიდან ისედაც არ ვარ სულ მთლად დალაგებული smiley ისტორია მაგარია ძალიან დამაინტერესე მარამ ცოტა რამეში გაგვარკვიე რა თოე ნამეტანი იდუმალებაა smile
მალე დადე მალე არ დააგვიანო!


Sorry ( didi xani ver davde. Ara aseti tempit ar gavagrdzeleb :D shevecdebi male davdo xolme ) madloba rom kitxulob <3

 


ანი ანი
რო გკითხე მითხარი ასეთი ტემპით არ გავაგრძელებო და ახლა სხვას აკეთებ რამეს?!


Dzalian momwons rom dainteresebuli xar da kitxulob <3 magram aseti agresiuli nu iqnebi gtxov :* problemebi maqvs da ver davde ( xval shuadgisken davdeb <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent