შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 2


4-09-2016, 21:33
ნანახია 1 543

შემოსული შევათვალიერე. ერთი შეხედვით დაკუნთული,დიდ მხარ-ბეჭიანი, მაღალი,შუახნის მამაკაცი იყო. მან სკამი აიღო და დაჯდა. მე საწოლიშივე წამოვჯექი. ცნობისმოყვარეობა მკლავდა. არც კი ვიცოდი საიდან დამეწყო მისი დაკითხვა. გუშინ რაც მოხდა ძალიან მაინტერესებდა.
-მე გავალ. თან ჭამე ჯეიმი.
დედამ ლანგარი ახლოს მდგარ სკამზე დადო და გავიდა.
მოუთმენლად ვკითხე
-მისტერ თქვენც იგივე შეგემთხვათ?
-მოდი ჯერ შენ მომიყევი რა იცი შენს ჭრილობაზე და მერე ყველა შენს კითხვას ვუპასუხებ.
-კარგი თუ ასე გნებავთ...დედასგან გავიგე გუშინ,რომ როცა 5 წლის ვიყავი. მე დედა და მამა პიკნიკზე წავედით ტყეში. დედა და მამა კარავს ასწორებდნენ მე კი სიახლოვეში ვთამაშობდი,თუმცა შემთხვევით შორს გავედი ტყეში.როცა მიპოვეს უკვე ნაკაწრი მქონდა მკერდზე. ერთი კვირა უგონოდ ვიყავი. როცა გავიღვიძე არაფერი მახსოვდა გარდა… უცებ თავი ამტკივდა. რაღაც მომენტი გამახსენდა ტყიდან. თვალწინ პატარა გოგოს სახე წარმომიდგა, ნაკვთები გაურკვევლად ჩანდა,თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გოგო იყო. ის მიცინოდა და დარბოდა. გრძელი თმა ქონდა. უეცრად გოგო გაქრა თავის ტკივილთან ერთად.
-რა მოგივიდა ჯეიმს?
ჩავთვალე რომ ეს არ უნდა მეთქვა .
-არაფერი უბრალოდ თავი წამომტკივდა.რაზე გავჩერდი?
-როცა გაიღვიძე არაფერი გახსოვდა.
-ხო არაფერი მახსოვდა. თუმცა მალე ყველა შეთანხმდა იმაზე რომ ეს ვეფხვის ნაკაწრი იყო. მე მხოლოდ ეს ვიცი მისტერ. ახლა თქვენი ჯერია.
-მეც ზუსტად იგივე შემემთხვა და სწორედ ვეფხვი არის ამაშიც დამნაშავე.
მან ხელი შრამზე მიიდო.
-თქვენი ჭრილობა არასდროს გახსნილა?
-არა რაც მახსოვს მას მერე ასეა. მე ერთი უბრალო ტყის მჭრელი ვარ. ერთხელ როცა ტყეში ვიყავი რაღაც უცნაური დავინახე. თუმცა რა იყო ვერ ვიხსენებ. მერე გონება დავკარგე და როცა გონს მოვედი ამ შრამით დასაჩუქრებული ვიყავი უკვე.
-რამდენი დღე იყავით გათიშული?
-ერთი დღეც არა. რომ გავიღვიძე მთელი სახე დასისხლიანებული მქონდა. ჩემი ქოხი ტყესთან ახლოსაა. მივედი სახლამდე და ჭრილობა დავიმუშავე.
-ჩემთან რატო მოხვედით?
-უბრალოდ დამაინტერესა,როგორ ცხოვრობს ბიჭი ვეფხვის ნაკაწრით.
-დედა სად გაიცანით?
-მან თვითონ მიპოვა. მაშინ შენი მშობლები როცა გეძებდნენ მე მთხოვა მამაშენმა დახმარება. მე ხომ ტყე ზეპირად ვიცი. იმის მერე მაინტერესებდა როგორ იყავი და დედაშენმა,რომ მომაკითხა გუშინ დახმარებისთვის ძალიან გამეხარდა შენი ნახვის შანსი რომ გამიჩნდა.
მიხარია რომ კარგად ხარ. ახლა კი უნდა წავიდე. საქმეები მაქვს.
ის წამოდგა და კარისკენ გაემართა.
-მოიცადეთ დედაჩემმა დასახმარებლად მოგიყვანათ თქვენ კი ასე უბრალოდ მიდიხართ? არაფერს მეტყვით? ეს ჭრილობა ყოველთვის ასე მოულოდნელად გაიხსნება?
-არ ვიცი ჩემო ბიჭო. სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები.
მან კარი გააღო და გასვლა დააპირა. უცებ მობრუნდა. პირი გააღო თითქოს რაღაცის თქმა გადაწყვიტა. მერე ისევ უცბად შებრუნდა და წავიდა.
მასთან საუბარი დაკითხვას უფრო გავდა. ორივეს რაღაცის გაგება გვინდოდა ერთმანეთისგან და ორივემ დავმალეთ ჩვენი სათქმელი.
ის დღე ფიქრებში გავატარე.
მეორე დღეს ყველაფერი მარკს მოვუყევი.
-ალბათ საშინლად უგემოვნოდ ეცვა იმ ტყისმჭრელს?
თქვა მან და სასადილოს დახლთან მივიდა. მეც მივყევი.
-მარკ მხოლოდ მაგაზე ფიქრობ? რაც გითხარი საერთოდ მოისმინე?
-კი კი საყ...ჯეიმს ყველაფერი გავიგე. კაპუჩინოს დალევ თუ ლატეს.
-არ მინდა. არ მაქვს მადა. უცნაურია,მაგრამ გუშინდლის მერე არაფერი მიჭამია და არ მაწუხებს საერთოდ.
-კარგია გახდები.
-შენი აზრით მსუქანი ვარ.
ჩემს მუცელს დავაკვირდი.
-არა იდეალური პრესი გაქვს.
-ამას როგორც გეი ისე მეუბნები თუ როგორც მეგობარი რომელსაც ჩემი დამშვიდება უნდა?
-როგორც მეგობარი.
-მაშინ მადლობა.
-კარგი ჯეიმი სერიოზულად რაღაც არ მომწონს ამ შენი ჭრილობის ამბავი.
-არც მე და მაგიჟებს ის აზრი რომ ჯერ მიზეზი ვერ გავიგე.
-იქნებ რამე მისტიურია,არაამქვეყნიური.
-მგელკაცებს ან ვამპირებს გულისხმობ?
-თვაილაითს აღარ უყურო!
-არც მიყურებია. წავიკითხე.
-არა ჯეიმი ვამპირები ასეთ შრამებს არ ტოვებენ.
-შენ რა იცი? გინახავს?
-არა. სად ვნახავდი? კარგი ხო ვხვდები რა იდიოტურად ჟღერს ეს ყველაფერი.
-დღეს ლენორი არ დაგინახავს?
-ის ლამაზმანი? უუ ვიღაც მწვანე თვალებმა მახეში გააბა.
-არა რას ამბობ?! უბრალოდ გაცნობა მინდა.
-მგონი ბიბლიოთეკაში მიდიოდა.
-რა იცი?
-სანამ შემოვიდოდით კიბეებზე ავიდა. ახლა თავისუფალი საათია და ალბათ ბიბლიოთეკაშია.
-კარგი ვნახავ.
-სასადილოდან გავედი და კიბეს ავყევი თითქოს რაღაც ძალა მიზიდავდა ამ გოგოსკენ. ისე მინდოდა მისი კიდევ ერთხელ დანახვა,რომ კიბეები ავირბინე და ბიბლიოთეკის კარს მივადექი. უეცრად ისეთი ტკივილი ვიგრძენი,რომ სიმწრისგან მუხლებზე დავეცი.ამჯერად სისხლი არ გამომსვლია და ჭრილობაც არ გახსნილა.
ფეხზე ნელა წამოვდექი და ბიბლიოთეკაში შევედი. კარი გავაღე თუ არა წითელი თმა შევნიშნე,მაგრამ მალე თვალთ დამიბნელდა და როცა გამოვფხიზლდი ექიმის კაბინეტში აღმოვჩნდი.
-ჯეიმი გონს მოხვედი?
ჩამესმა მარკის ხმა.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-ექიმმა თქვა რომ ყველაფერი რიგზე გაქვს და როცა გამოფხიზლდები შეგიძლია წახვიდე სახლში და დაისვენო.
ცოტა ძალა რომ ვიგრძენი წამოვდექი.
-მარკ ერთ ადგილას გამომყვები?
-სად?
-მეტყევესთან.
ამაზე შევატყვე რომ ცოტა დაიბნა,მაგრამ მერე დამთანხმდა.
მარკს ვეყრდნობოდი გზაში რადგან ცოტა მიჭირდა სიარული.
მეტყევის სახლის პოვნა არ გაგვჭირვებია. ტყის შესასვლელთანვე იდგა პატარა ხის ქოხი. საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა და შუქიც ენთო რაც იმას ნიშნავდა რომ მეტყევე სახლში იყო.
-ჯეიმი აქ დამელოდე ვნახავ თუ არის სახლში.
-მარკ მეც წამოვალ. ჩემი დანახვა გაეხარდება.მიცნობს მისტერ ოლივერი.
-ოლივერი?
-ხო ასე ქვია. დილით ხომ მოგიყევი.
-ხო მახსოვს.
ერთად გავემართეთ ქოხისკენ და კარზე დავაკაკუნეთ.
მეტყევემ ჯერ ფანჯრიდან გამოიხედა და მერე კარი გაგვიღო.
-ჯეიმი როგორ ხარ?
-უკეთ ვარ მაგრამ დღესაც რაღაც მოხდა.
ოლივერმა ჯერ მარჯვნივ გაიხედა,მერე მარცხნივ,რომ დარწმუნდა არავინ იყო ჩვენ გარდა გვითხრა.
-სახლში შემოდით და ყველაფერი მომიყევი ჩემო ბიჭო,მაგრამ მანამდე შენი მეგობარი გამაცანი.
-ეს მარკია ჩემი მეგობარი,ეს კი მისტერ ოლივერ სანდერსი.
-სასიამოვნოა. ჯეიმი მოდი ბალახების ჩაის დაგალევინებ ცოტა დაგამშვიდებს და ჭრილობასაც მოგიშუშებს.
სანამ ის ჩაის ადუღებდა ყველაფერი მოვუყევი. ოლივერი ჩაფიქრებული ჩანდა,ისევე როგორც მარკი. მალე მეტყევემ ჩაი მომაწოდა და მოლოდინში მომაჩერდა. არ ვიცი რას ელოდა. რისი მოსმენა უნდოდა ჩემგან. ამასობაში ძილი მომერია და ისე გავითიშე რომ ვერც გავიაზრე.

-ჯორჯ რატომ მოიყვანე.
-მამა მან მითხრა რომ გიცნობს და რომ დაეხმარები.
-ხომ ხვდები რაც სჭირს?
-იგივე რაც შენ.
-ალბათ ისიც იცი რა უნდა ქნას.
-შენთან მაგიტომ მოვიყვანე,რომ ასწავლო რა ქნას.

***
თვალი რომ გავახილე ქოხი ცარიელი იყო. უცნაური სუნი იდგა,მცენარეების.
მკერდზე,ჭრილობაზე ბინტი მქონდა შემოხვეული.
მარკი შემოვიდა ქოხში. მხოლოდ შორტი ეცვა და შეშის გროვა ეჭირა ხელში. საკმაოდ დაკუნთული იყო.
ხელზე ფერადი ტატუ შევნიშნე. მგელი,რომელსაც დანა ქონდა გაყრილი.
შეშა დაყარა და როცა მიხვდა რომ ვუყურებდი შარვლის უკანა ჯიბიდან გადმოკიდებული მაისური ამაძრო და უცებ გადაიცვა.
-ჯეიმს გაიღვიძე?
-მარკ მაგარი ტატუ გქონია და პრესიც.
-ჰეი შენ ნატურალი არ ხარ?
-კი არ გეფლირტავები სულელო
-კაი ხო გეხუმრე.
ორივემ ვიცინეთ ამაზე.
მალე ოლივერიც დაბრუნდა. ხელში ბოსტნეული და სხვადასხვა მცენარეულობა ეჭირა.
-ისეთ სუპს მოვხარშავ ჯეიმს ეგრევე ფეხზე წამოგაყენებს.
-როგორ დამეძინა ვერც კი გავიგე.
-მე დაგაძინე.
მიპასუხა ოლივერმა,რასაც არ ველოდი.
-რა? რატომ?
-არ ვიყავი დარწმუნებული დრო იყო თუ არა, მაგრამ რადგან ასე დაეწყო ყველაფერი მე და ჯორჯი ყველაფერს აგიხსნით.
-ჯორჯი?
მარკმა შემომხედა.
-ჯორჯ უილიამ კარტერი.
წარმოთქვა და ხელი გამომიწოდა.
-რა? მომატყუე? მარკი არაა შენი სახელი?
-მეტიც,გეიც არ ვარ.
-კი მაგრამ…
სიტყვა ოლივერმა გამაწყვეტინა. დარწმუნებული ვიყავი არც მას ერქვა ოლივერი.
-დემიენ რობინ კარტერი. ჯორჯი ჩემი შვილია და ჩვენ ტყის მცველები ვართ.



№1 სტუმარი Guest londa dm

Sainteresoa da gaagrdzele velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent