შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 23)


14-09-2016, 00:32
ავტორი Kristy
ნანახია 2 040

ლუკა სახლში უფრო ანერვიულებული დაბრუნდა, ვიდრე გოგოს მამასთან შეხვედრამდე იყო, სავარძელზე წამოწვა და იმაზე ჩაფიქრდა, რაც მისგან მოისმინა. გულის სიღრმეში ამ კაცის ესმოდა კიდეც, ის ხომ შვილმკვდარი მამა იყო, რომელიც ერთადერთი ქალიშვილის დაცვას ცდილობდა, ამასთან ლუკა თვითონაც არ იყო დარწმუნებული ლიზის გრძნობებში და მისი მამის სიტყვები თითქოს ამ ეჭვს ადასტურებდა. ერთადერთი, რაც ბიჭმა ზუსტად იცოდა ის იყო, რომ გოგონა გულწრფელად უყვარდა და ამ გრძნობისთვის ბოლომდე აპირებდა ბრძოლას.
- ჰეი, რაზე ჩაფიქრებულხარ? - მოესმა ნაცნობი ხმა.
- ჩვენზე ვფიქრობ პრინცესა.
- მაინც რას ფიქრობ?
- მომავალზე... იცი? მამაშენთან ვიყავი.
- რა? რატომ არ მითხარი მასთან ლაპარაკს თუ აპირებდი? - თვალები გაუფართოვდა ლიზის. - მოგისმინა?
- თითქოს, მაგრამ არაფერი დაიჯერა. მამაშენი ვერ მიტანს და არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ერთად ვართ.
- უკვე დამღალა ამ ყველაფერმა. - ბრაზით თქვა გოგონამ, მერე თითქოს გამოსავალი იპოვნაო, სახე გაუნათდა. - მოდი ვიქორწინოთ!
- ხუმრობ? - გაუკვირდა ლუკას. - ამ წუთას გითხარი, რომ მამაშენი არასოდეს მიმიღებს, შენ კი ქორწინებაზე საუბრობ...
- ვიქორწინებთ და შეგუება მოუწევს.
- კარგი და ეს როგორ წარმოგიდგენია?
- ძალიან მარტივად, ხელი მოვაწეროთ და მორჩა.
- მოიცა, ამბობ, რომ არავის არაფერი ვუთხრათ, უნიში ბოლო სემესტრი დავიკიდოთ და ვიქორწინოთ?
- შენ რა, თავის დაძვრენისთვის მიზეზებს ეძებ? თუ არ გინდა, ძალით კი არ მოგყვები ცოლად.
- ნუ იბუტები საყვარელო. რა თქმა უნდა, მინდა შენი ცოლად შერთვა, ყველაფერზე მეტად ამქვეყნად... უბრალოდ, ვცდილობ მამაშენს ჩემს შესაძულებლად კიდევ ერთი მიზეზი არ მივცე.
- დიდად არაფერი შეიცვლება, მაინც ვერ გიტანს.
- ეგეც რომ არა, ეს ხომ ცხოვრებაში ერთხელ ხდება, ნუ ჩვეულებრივ მაინც, - გაეცინა ლუკას. - დარწმუნებული ხარ, რომ ამ გადაწყვეტილებას მერე არ ინანებ?
- არ მჭირდება ქორწილი და თეთრი კაბა, თუ ამას გულისხმობ, მე განაცხადის გაკეთება მინდა!
- ქორწინება საპროტესტო ჟესტი არ არის ლიზი, ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.
- გინდა ჩემი ცოლად შერთვა თუ არა?
- მინდა.
- მაშინ გავაკეთოთ ეს, მე არ ვინანებ.
- კარგი, თუ ასეა ხვალვე მოვაწეროთ ხელი.
- მშვენიერია! ბავშვებს ვუთხრათ?
- როგორც შენ იტყვი.
- ვუთხრათ. - თქვა გოგონამ და ცოტა ხნით ჩაფიქრდა. - და მოწმეები? ისეთები გვჭირდება, მამაცემთან რომ არ გაიქცევიან და გეგმებს არ ჩაგვიშლიან.
- მაგალითად გიო?!
- ბიჭი, რომელსაც არ ენდობი?
- ბიჭი, რომელიც ბოლო დროს ბევრ რამეზე დაფიქრდა, თან ამ ვითარებაში საუკეთესო ვარიანტია.
- კარგი, ერთი გიო და მეორე... ანა-მარია მაგალითად, რას იტყვი?
- მარო? მას ხომ თითქმის არ იცნობ?
- შენი მეგობარია, თან ასე მეც უკეთ გავიცნობ.
- კარგი, ასე იყოს.
მოწმეებს აცნობეს, რომ მათი დახმარება სჭირდებოდათ და შეხვედრა დათქვეს, ლიზიმ ანასაც დაურეკა, შენ და საბამ გამოგვიარეთო. ერთ საათში ყველა ადგილზე იყო და ლიზი უახლეს გეგმებს აცნობდა მეგობრებს. ახალი ამბავი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მათი დათანხმება რთული არ აღმოჩნდა, განსაკუთრებით გახარებული ანა-მარია იყო, რომელიც საკუტარ ყურებს ვერ უჯერებდა და ისეთი აღტაცებული იყო, თითქოს მისი ქორწილი იგეგმებოდა. ლუკამ საბუთები მოაწესრიგა, მერე ბეჭდები იყიდეს და ყველაფერი მზად იყო.
პარასკევი დღე იყო. ლიზი ლექციების დასრულებისთანავე სახლში გაიქცა და დაიბარა ქორწინების სახლში გნახავთ დათქმულ დროსო. ლუკა თავიდან უარზე იყო, მაგრამ გოგონას თხოვნამ გაჭრა და ბოლოს მაინც დანებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შეთანხმდნენუბრალოდ ჩაეცვათ, ლუკა მაინც შეძლებისდაგვარად შესაფერისად გამოეწყო: შავი ნახევრადკლასიკური სტილის შარვალი, თეთრი საყელოებით გაფორმებული შავი პერანგი და თავისი საყვარელი თეთრძირებიანი ედები ჩაიცვა და სწრაფად გავიდა სახლიდან.
ბიჭი საქორწინო სახლში პირველი მივიდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ფოტო და ვიდეო გადაღება არ გაუთვალისწინებიათ, რამოდენიმე ადგილას გადარეკა და საბოლოოდ მაინც იპოვნა თავისუფალი ფოტოგრაფები, რომლებიც 15 წუთში უკვე იქ იყვნენ; მალე მეგობრებიც მოვიდნენ, მხოლოდ ლიზი არ ჩანდა. ლუკა თანდათან ნერვიულობას იწყებდა და საათს წამდაუწუმ ამოწმებდა, უკვე ლიზისთან დარეკვას აპირებდა, როცა გოგონა გამოჩნდა: მოკლე თეთრი კაბა ეცვა, დამყოლი ნაჭერი ტანზე მოხდენილად ერგებოდა და მის ულამაზეს ფიგურას უსვამდა ხაზს, ფეხზე ტეთრი კოჭებამდე კედები ეცვა, გაშლილ თმებში ყვავილებისგან დამზადებული პატარა გვირგვინი ჰქონდა და ხელში ერთი გვირილა ეჭირა.
- მშვენიერი ხარ! - უთხრა ლუკამ, როცა გოგონა მოუახლოვდა და შუბლზე ტკბილად აკოცა.
- შენ რა, რამეს გლოვობ?
- ვეცადე ოდნავ სერიოზულად ჩამეცვა. - დაიბნა ბიჭი. - არ მოგწონს? სხვა ფერი უნდა ჩამეცვა?
- არა, ძალიან გიხდება. - გაუღიმა გოგონამ.
- ასე აღარ გააკეთო უსინდისო! შემაშინე!
- კარგი რა ლუკა, შენ არაფრის გეშინია.
- მარტო შენი.
ლიზი ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ ბიჭმა ამ დღის ფირზე აღბეჭდვაზეც იზრუნა, ეს არც გამხსენებიაო, თქვა და ბიჭს გადაეხვია. მალე მათი დროც მოვიდა და დარბაზში შევიდნენ: წინასაქორწინო სიტყვა მოისმინეს, წინასწარ შედგენილი ფიცი წაიკითხეს და ბეჭდები გაცვალეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ლუკამ განაცხადა ჩემთან მივდივართ აგარაკზეო, ლუკას წინასწარ დაეგეგმა ულამაზესი წვეულება, სადაც მეგობრები და ლუკას თანამშრომლები იყვნენ მოწვეული: სახლი საზეიმოდ იყო მორთული, უზარმაზარი ტორტი და უამრავი ტბილეული შამპანურის ბოთლებთან ერთად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა; სტუმრები უკვე იქ იყვნენ და წყვილის გამოჩენას ელოდნენ.
- ღმერთო ჩემო, ეს როდისღა მოასწარი?! - სიხარულისგან შეჰკივლა ლიზიმ. - ვგიჟდები შენზე საყვარელო!
- ყველანაირი ტკბილეული ჩემი ტკბილი გოგოსთვის! - გაიცინა ლუკამ. - წვეულების გარეშე არ გამოდიოდა, შენ კი თქვი, რომ ქორწილი არ გინდოდა... ჰოდა, ეს მოვიფიქრე.
- საოცრება ხარ!
- საოცრება? ნამდვილი გიჟია! - თქვა აკაკიმ და ორივეს სათითაოდ გადაეხვია. - გილოცავთ ბავშვებო.
- მადლობა აკაკი.
- უნამუსო! მეჯვარეობა არ მეკუთვნოდა?
- მეგონა დაგვიშლიდი.
- სწორადაც გეგონა და კარგი ქენი, რომ წინასწარ არ გამაფრთხილე. - გაიცინა კაცმა. - ეგ რომ გექნა, ახლა ცოლი არ გეყოლებოდა.
- რატომ ბატონო აკაკი? - იკითხა ლიზიმ. - რას ვაშავებთ?
- არაფერს გენაცვალე, მაგრამ მე ძველმოდური კაცი ვარ, ყველაფერი წესის მიხედვით მიყვარს.
- ლიზი, ჩემო კარგო, - მოირბინა მერიმ. - რომ არ ვიცოდე ვის გაყევი ცოლად, მე თვითონ დაგკიდებდი ფეხებით. სიძე ბატონო, ბედნიერები იყავით.
- გაიხარე მერიკო.
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ყველა კარგად გაერთო და არავის გახსენებია, რომ წვეულებას ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები აკლდნენ - წყვილის მშობლები. ლუკას მამამ შვილის დაოჯახების შესახებ არაფერი იცოდა და არც აინტერესებდა, ლიზის მამა კი სახლში იჯდა, შვილთან დარეკვას უშედეგოდ ცდილობდა და იმუქრებოდა, თუ იმ ბიჭთან წავიდა სახლიდან კარგა ხანი ფეხს ვეღარ გაადგამსო.
- დილა მშვიდობის, ჩემო ქალბატონო! - მიესალმა ბიჭი ახალგაღვიძებულ მეუღლეს.
- დილა მშვიდობის, - ტკბილად გაიზმორა ლიზი. - დიდი ხანია გღვიძავს და ასე დამცქერი?
- არ ვიცი, - გაუღიმა ბიჭმა. - უბრალოდ გხედავ და ბედნიერი ვარ, რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით. ახლა დროზე ფიქრი არ შემიძლია.
- ასე გიხარია, რომ ცოლი მოიყვანე?
- ასე მიხარია, რომ შენ მოგიყვანე ცოლად. - ბიჭმა ლიზი მკლავებში მოიქცია და გაუჩერებლად კოცნიდა.
- კარგი, მორჩი! - ვეღარ მოითმინა გოგონამ. - საშინლად მშია.
- რას ინებებთ ქალბატონო?
- არ მითხრა, რომ საუზმეს აქ ამომიტან. - სერიოზული სახით თქვა ლიზიმ. - საწოლში ჭამას ვერ ვიტან! მე ყოველთვის ძალიან მშია და ბევრს ვჭამ, რომც გინდოდეს, ვერ ამომიტან საკმარისს.
- მაშინ სამზარეულოში ჩავიდეთ. - ლიზიმ კაბა ვერ იპოვნა, ამიტომ ბიჭის პერანგი მოიცვა და სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე.
- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - აკივლდა გოგონა, როგორც კი სამზარეულოში შედგა ფეხი. - იატაკი საშინლად ცივია.
- რამეს მოგიტან.
- არა იყოს, მივეჩვევი.
ლუკა უყურებდა გოგონას, რომელიც სამზარეულოში საქმიანი იერით დადიოდა და გული სიხარულით ევსებოდა, რომ მისი მეუღლე ერქვა. გოგონა შიშველ ფეხებს სწრაფად უცვლიდა ადგილს ცივ იატაკზე, თითქოს უფრო თბილი ადგილის პოვნის იმედი აქვსო და გაყინულ ტერფებს ისევ ფეხზე იწყობდა გასათბობად.
- აბა, რა გვაქვს?
- რაც წვეულებიდან დარჩა. - გაეცინა ბიჭს. - გინდა რამე ამოგიტანო?
- არა, წავიხემსოთ და ერთად დავბრუნდეთ ქალაქში. სახლში უნდა მივიდე, მამაჩემს ახალი ამბავი ვახარო და ბარგი წამოვიღო, ხომ ხედავ, არაფერი მაქვს.
- მოდი, მანქანა ვიყიდოთ. - თქვა უცებ ბიჭმა.
- რა?
- უკვე ოჯახი ვართ, გვჭირდება, თან ტაქსებით ხომ არ ვივლით შენი ბარგის სატარებლად?! არ გინდა?
- როგორ არა, ძალიან მინდა.
- ძალიან კარგი, როგორც კი ჩავალთ, ვიყიდოთ.
- უკვე გითხარი, რომ მიყვარხარ?
- დღეს არა!
ახალი მანქანის მოლოდინში, სწრაფად ისაუზმეს, ლუკამ დამლაგებელტან დარეკა და სახლი ჩააბარა, ლიზიმ კი როგორც იქნა იპოვნა თავისი კაბა და ქალაქში დაბრუნდნენ. ლუკას დიდი მანქანა უნდოდა, რადგან თვლიდა, რომ ოჯახისთვის უფრო გამოსადეგი იქნებოდა, ლიზის კი პატარა და მოხდენილი მანქანები მოსწონდა, რომ არ ეჩხუბათ, გადაწყვიტეს ორივე ეყიდათ და სახლში კმაყოფილები დაბრუნდნენ. ერთადერთი, რაც გასაკეთებელი დარჩათ, ლიზის მამასთან პირისპირ შეხვედრა და ახალი ამბის მოყოლა იყო.
- მარტო წავალ, - დაიჟინა ლიზიმ. - არ მინდა ისევ აცემინო თავი, თან იქ თუ არ იქნები უფრო მარტივად დაველაპარაკები.
- მარტო არ გაგიშვებ, - პოზიციას არ თმობდა ლუკა. - ახლა ცოლ-ქმარი ვართ ლიზი, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ეგეც რომ არა, რას იფიქრებს მამაშენი, როცა ამის სათქმელად მარტო მიგაგზავნი?
- ჰო, მაგრამ შენ არსად მაგზავნი.
- ეგ მან არ იცის. საყვარელო, დამიჯერე, მეც წამოვალ, ასე ჯობია.
- კარგი, - დასთანხმდა გოგონა. - ოღონდ მანქანაში დარჩები.
- ლიზი, რას...
- არ ვიკამათოთ რა. - შეაწყვეტინა გოგონამ.
- კარგი, გპირები, მანქანაში დავრჩები.
მეუღლეები ლიზის მამასთან სალაპარაკოდ წავიდნენ. ლუკა ისე მოიქცა, როგორც ლიზიმ სთხოვა, მანქანიდან არ გადმოსულა და გოგონას წარმატება უსურვა. ლიზი სახლში შევიდა, ოთახები მოიარა, მაგრამ არავინ დახვდა, ალბათ ჯერ კიდევ სამსახურშიაო, გაიფიქრა გოგონამ და ბარგის ჩალაგება დაიწყო. ცოტა ხანში ლიზის მამაც გამოჩნდა და კარებთან ლუკას დანახვამ ძალიან გააბრაზა.
- ახლა რაღა გინდა აქ? - ჰკითხა მან. - ლიზი სად არის? გუშინ შენთან იყო?
- ლიზი შიგნითაა, თქვენთან ლაპარაკი სურს.
- შენ შესვლა ვერ გაბედე? ლაწირაკი. - თქვა კაცმა, ლუკას ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა.
- მაგრამ მე მინდოდა... - სიტყვა გაუწყდა ბიჭს. - ...მოსვლა.
კაცი სახლში შევიდა და კართან დალაგებული ჩანთები შენიშნა. ტავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მერე გაახსენდა, რომ ლუკა გარეთ მანქანით იდგა, თან უთხრა ლიზის სალაპარაკო აქვსო, იფიქრა ჩემი გოგონა მასთან აპირებს გადასვლასო და სასწრაფოდ ავდა ლიზის ოთახში. გოგონა უკანასკნელ ნივთებს აგროვებდა და ყუთებში ალაგებდა.
- შეგიძლია ამიხსნა რას აკეთებ?
- მამა, მოხვედი?! მე... ნივთებს ვაგროვებ. - დაიბნა ლიზი.
- მაგას ვხედავ, ჩანტებიც ვნახე გასასვლელში და ის ლაწირაკი გარეთ, გეკითხები, რა ხდება?
- სახლიდან მივდივარ მამა.
- იმ ტიპთან?
- ჰო, ლუკასთან გადავდივარ საცხოვრებლად.
- არც იფიქრო!
- მამა, ის ჩემი ქმარია.
- რა? - კაცს გაოცებისგან თვალები გადმოუცვივდა.
- ჩვენ ვიქორწინეთ მამა, გუშინ მოვაწერეთ ხელი.
- რა ქენით? შენ სულ გაგიჟდი გოგო? რას ქვია ხელი მოაწერეთ? - ყვიროდა კაცი. - მე თქვენ გიჩვენებთ ხელის მოწერას. ფეხი არ გაადგა აქედან!
- უკვე დიდი ვარ მამა, სახლში ვერ გამომკეტავ.
- ხვდები მაინც რა ქენი?
- კი, იმდენი ქენი, რომ დაქორწინება მაიძულე. ახლა იმდენს ნუ იზამ, რომ შენზე საბოლოოდ მათქმევინო უარი.
- მემუქრები კიდეც? ეს იმ თავხედმა გასწავლა? თვითონ გარეთ გელოდება ეგ მშიშარა, ეგ გინდა ქმრად?
- მე ვთხოვე იქ დარჩენა.
- არ მელაპარაკო.
- არა მამა, შენ არ მელაპარაკო, თუ არ მომისმენ. მე უკვე გათხოვილი ქალი ვარ და ქმართან მივდივარ. შეეგუე ამას!
- არასოდეს!
- მაშინ ჯობია არაფერი ვთქვათ. - ლიზიმ ბოლო ყუთი აიღო და ქვემოთ ჩავიდა.
- ლიზი, გაჩერდი! - გოგონამ ყური არ ათხოვა. - ლიზი!
- მამა რა გინდა? გინდა აქ გამომკეტო, სანამ არ გადაწყვეტ, რომ ჩემი დაოჯახების დროა და მერე იმას გამაყოლო, ვისაც შენ ჩათვლი საჭიროდ? ასე არ იქნება, მე უკვე გავთხოვდი.
- ის მკვლელი არ გიყვარს.
- არ არის მკვლელი! - უყვირა გოგონამ. - შეწყვიტე მასზე ასე საუბარი!
- ეს სიმართლეა! შენი და...
- ჩემი და, ჩემი და სულ ჩემი და, დავიღალე! მეც აქ ვარ მამა, მეც ცოცხალი ვარ და სხვათაშორის, მეც მაქვს რაღაც სურვიილები! ლუკა ჩემზე ზრუნავს, მას ვუყვარვარ და მეც მიყვარს ის, ჩვენ დავქორწინდით! გესმის? ვიქორწინეთ! მორჩა!
- ლიზი, გაჩერდი მეთქი! - გოგონამ კარები გააღო და უკანმოუხედავად წავიდა მანქანისკენ.
- ლუკა, გეხვეწები, ჩანთები წამოიღე.
- რამე მოხდა?
- არა, წამოიღე რა, კარებთან დევს ყველა. - ბიჭმა მისი თხოვნა შეასრულა.
- ეს ასე არ დამთავრდება. - უთხრა კაცმა, როცა სახლში შევიდა. - გოგონა მომტაცე! ამას არ შეგარჩენ!
- ბატონო თამაზ, მესმის, რომ ბრაზობთ, მაგრამ...
- ხმა ჩაიკმინდე ლაწირაკო! იმის ტრ*კიც არ გაქ აქ მოხვიდე და კაცურად დამელაპარაკო, სახლში შემოსვლისაც შეგეშინდა და კარებთან იდექი...
- ასე არ არის.
- გაჩუმდი მეთქი, რა გითხარი?! არ მაინტერესებს რას მეტყვი, ახლა მე ვლაპარაკობ! გაგანადგურებ თავხედო ლაწირაკო, ქვეყანას შევძრავ და შენზე ყველაფერს გამოვჩხრეკ, გადაგივლი და სულ მარტო დაგტოვებ, გეფიცები ყველა მიგატოვებს ჩემი შვილის ჩათვლით და იმდენს ვიზამ, რომ განანებ ამ გადაწყვეტილებას; განანებ, რომ ჩემს გოგონასთან მიახლოება გაბედე! ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე, იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე!
ბიჭმა არაფერი უპასუხა, ჩანთები მანქანაში ჩაალაგა და წავიდნენ. მთელი გზა ორივე ჩუმად იყო და თავისთვის ფიქრობდნენ, მერე ლიზიმ ბიჭს მოუბოდიშა, შენთვის რომ დამეჯერებინა და ორივე დავლაპარაკებოდით ალბათ უკეთესი იქნებოდაო, ლუკამ ამბავი არ გააზვიადა და გოგონა დაამშვიდა. უცებ ლიზიმ გზას გახედა და იკითხა:
- მოიცა, სად მივდივართ?
- ოჯახისთვის ჩემი ბინა ზედმეტად პატარაა პრინცესა, სახლი ვიყიდე. რამდენიმე ნივთს ავიღებ და იქ წავალთ.



№1 სტუმარი Magda

ნანატრი ქორწილიიიი. მაგრამ უცნაური. და ის კაციიი, უხ rage

 


№2 სტუმარი lalal

კარგია და არგაატანინო მამაიმის არაფერია

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო იყო.ნეტა როდის დაუმტკიცებს ლუკა თამზს რომ დამნაშავე არაა და დაადუმებს ერთი სული მაქვს
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent