შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა(9)


2-10-2015, 17:20
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 526

ლიზიმ ნერვიულობა დაიწყო, ნატავ სად წავიდაო, მაგრამ მამის სიტყვებმა დაამშვიდა. ზურა იგვიანებდა ამიტომ ბოლოს ლევანმა გადაწყვიტა ზურას ნათქვამი შეესრულებინა. ადგა და დიდი ყუთი გადასცა ლიზის. რომელზეც ეწერა:ჩემს უსაყვარლეს პიროვნებას. ლიზის გაუკვირდა ნეტავ ვისგან არისო და გახსნა. შიგ წერილი იდო და თეთრი კაბა. ლიზის გაეცინა წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო.
-ჩემო ძვირფასო ლიზი, იმედი მაქვს კარგად ხარ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა ალბათ.ძალიან ხომ არ გტკენია, ალბათ არა. იცი ლიზ? შენ აწი ყოველთვის კარგად იქნები. არასოდეს შეგაწუხებს გულის ტკივილი. რაც მე ძალიან მიხარია, მაგრამ მინდა გითხრა რომ მე და შენ აწი ვეღარასოდეს შევხვდებით. ჩევენი დაშორება ვერასოდეს წარმომედგინა, მაგრამ რას იზამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ვიცი ეს შენთვის ძნელი და გაურკვეველია, მაგრამ მე ყველაფერს აგიხსნი.
როცა გავიგე, რომ გული გაწუხებდა მეხი დამეცა, ერთი სიკვდილი განნვიცადე. არ მინდოდა შენი დაკარგვა, რადგან შენ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ხარ. უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. ერთი კვირა ვეძებდი დონორს. მგონი მთელი საქართველოს საავადმყოფოები დავიარე, მაგრამ ვერავინ ვიპოვნე, ამიტომ ბოლოს გადავწყვიტე ჩემი გული გამეღო, რათა შენთვის, ჩემი სუნთქვისთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა.შეიძლება ფიქრობ, რომ ეს სულელური ნაბიჯი იყო, მაგრამ მინდა გითხრა: რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო რაც მე ცხოვრებაშ მივიღ და მე ამას არასოდეს ვინანებ. ლიზი შენ ჩემი ცხოვრება ხარ.ყოველთვის მიყვარდი. ეხლაც მიყვარხარ და დამარადისოდ მეყვარები. ვერ მივცემდი თავს უფლებას სიკვდილს შენი სიცოცხლე შეეწირა, ვერ მივცემდი ამის უფლებას თავს, რადგან ვიცოდი რომ ამის გამო მთელი ცხოვრება სინდისის ქეჯნა შემაწუხებდა, ვიცოდი რომ უშენოდ ცხოვრება უხალისო და შავ-თეთრი იქნებოდა, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
შეიძლება მიბრაზდები ამის გამო, მაგრამ მე მეტს ვერაფერს გავაკეთებდი უკეთესს შენთვის. ვიცი ძნელია დაკარგო პიროვნება, რომელიც 11 წელია გიყვარს, რომელიც ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა, ბედნიერი იყავი როცა მას ხედავდი, მასთან თავს დაცულად გრძნობდი. მაგრამ მინდა იცოდე ლიზი, რომ მე ყოველთვის შენთან ვიქნები, არასოდეს წავალ შენგან. მე შენი გულიდან არასოდეს გავქრები.
იცი? ეს ის კაბაა, რომელიც მინდოდა ჩვენს ქორწილზე ჩაგეცვა. წარმომიდგენია როგორი ლამაზი იქნები. ყოველთვის ლამაზი იყავი გაცნობის პირველი დღიდან. მაპატიე რომ მე ვერ გავხდები შენი მეუღლე, ვერ ვიქნები შენი შვილების მამა, მაგრამ მე ყოველთვის ვიქნები შენთან და ყოველთვის იგრძნობ ჩემ სიყვარულს. გთხოვ ლიზი შემისრულე ერთადერთი თხოვნა: განაგრძე ცხოვრება, გათხოვდი გაახალისე შენი ცხოვრება და შენ თავშ არ ჩაიკეტო. მერე შვილებიც გეყოლება, რომლებიც შენსავით ლამაზები და საყვარლები იქნებიან და სულ მთლად შენ დაგემსგავსებიან. მაპატიე, რომ ასე მოგექეცი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე სიცოცხლეზე მიყვარდი და მეყვარები. და იცოდე და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება
- არა არა არა. არ მჯერა ღმერთო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent