სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი 8)
სოფოს ღამით საშინელი და უცნაური რამ ესიზმრა, თითქოს ტრიალ მინდორზე იყო , უცებ მისკენ მიმავალი ნიკა დაინახა, გული სიხარულით აევსო და საოცარი სისწრაფით გავარდა მისკენ, უცებ საშინელი ხმა გაიგონა გვერძე მიიხედა და გველეშაპი დაინახა, უზარმაზარი , საშინელი გველეშაპი, სოფომ ზევით აიხედა და ჰოი საოცრებავ გველეშაპს მისი მეზობელი ცისანას თავი ქონდა, ცისანა-გველეშაპმა თავისი უზარმაზარი კუდი მოიქნია და საშინლად დაიღრიალა, სოფომ ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ნიკას ვერსად მოკრა თვალი, ხმამაღლა ატირდა, უნდოდა გველეშაპს შებრძოლებოდა და დაემარცხებინა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო მასთან შედარებით. როგორც იქნა სოფო სიზმრიდან გამოერკვა , ოფლში ცურავდა და კანკალებდა. -ეს მხოლოდ სიზმარია, ეს მხოლოდ სიზმარია, ეს მხოლოდ სიზმარია! ცდილობდა თავი დაემშვიდებინა, მაგრამ უშედეგოდ ეს სიზმარი ენიშნა თვითონაც ვერ გაეგო რატომ, რა შუაში იყო მისი ჭორიკანა მეზობელი ნიკასთან? სოფო გადაბრუნდა და შეეცადა ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ უშედეგოდ კოშმარი თავიდან არ ამოსდიოდა. .......... მეორე დილით სოფო საოცარი სისწრაფით გავარდა უნისკენ , ერთი სული ქონდა ნიკა ენახა და ჩახუტებოდა, მას უნივერსიტეტის დერეფანში მოკრა თვალი, მასთან კი არ მივიდა მივარდა, მთელი ძალით ჩაეხუტა და სახეს უკოცნიდა, ყველა მათ უყურებდა, მაგრამ სოფო ვერავის ამჩნევდა ნიკას გარდა. -ჰო მშვიდობაა? სასიამოვნოდ გაკვირვებულმა იკითხა ნიკამ. -მომენატრე ძალიან! -ისე ამბობ თითქოს წლებია არ გინახივარ! -როცა გხედავ მაშინაც კი მენატრები! უთხრა და უფრო მაგრად მოეხვია. ნიკამ გაიცინა და შუბლზე აკოცა. -ნიკა, ჰომ არასოდეს მიმატოვებ, ჰო სულ ჩემთან იქნები? სასოწარკვეთილი უმეორებდა. -რა უნდა მოხდეს, რომ მიგატოვო შენ ჩემი ანგელოზი ხარ! სოფოს ამის გაგონებაზე გული საშინლად აუჩუყდა, თვალები ცრემლით აევსო და ნიკას ისე მოეხვია თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა. ........ მთელი დღის განმავლობაში სოფო ნიკას არ მოშორებია, ცდილობდა მისი სითბოთი დამტკბარიყო, მაგრამ ის სიზმარი მოსვენებას არ აძლევდა, რაღაც საშინელ, აუხსნელ სევდას გრძნობდა, დეიდამისიც სწორედ იმ დღეს იყო გასული ქალაქიდან, მისმა კლასელმა და ბავშვობის მეგობარმა დაპატიჟა წყნეთში, აქ რომ ყოფილიყო დაელაპარაკებოდა გულს გადაუშლიდა, დეიდასაც რათქმაუნდა არ გაუჭირდებოდა შესაფერისი სიტყვების მოძებნა , ლექციების შემდეგ სახლში ძლივს მივიდა, არც გამოუცვლია არც უმეცადინია ლოგინზე დაემხო და სრულიად უმიზეზოდ ატირდა. არა ეს არ იყო უმიზეზოდ ტირილი ცუდი წინათრგძნობა ქონდა. ........ საღამოს როდესაც მეტ ნაკლებად დაწყნარებული სოფო სასტუმრო ოთახში მაგიდას უჯდა , კარი გაიღო და სიზმრის გველეშაპი გამოცხადდა თავისი პერსონით. -ვაა ცისანას გაუმარჯოს , რავა ხარ შე ქალო! მეზობელს მიესალმა ოჯახის უფროსი. სოფოს ჟრუანტელმა დაუარა, არასდროს არ მოსწონდა ეს ქალი, იცოდა რა ჭორიკანაც იყო , თან მისი გამოხედვა აშინებდა, იყო მასში რაღაც საშიში და ამაზრზენი. -სოფიკო როგორ ხარ? მოჩვენებითი სითბოთი მოიკითხა ახალგაზრდა მეზობელი. სოფოს არაადამიანური ძალა დასჭირდა გაეღიმა და თვითონაც მოეკითხა. -ცისან ოჯახში როგორ ხართ? -ეჰ რავი ვახუშტი როგორ ვიქნებით, ძველებურად,მისმინე ხალხო რა ჩემი საქმეა, ვიცი თქვენს საქმეში მეორედ ვერევი უკვე, მაგრამ ჩემი ამბავი ჰო იცით, როგორ მიყვარხართ და როგორ მედარდებით, ამიტომაც რომ არ გითხრათ არ შეიძლება. -რა გულს გვიხეთქავ შე ქალო, თქვიი ჰო მშვიდობაა? -არა არაფერი ისეთი მოგვარდება დარწმუნებული ვარ, სოფიკო კარგია რომ აქ ხარ შენ გეხება, იმედია არ მიწყენ შენს შეყვარებულზე ახალ ამბავს თუ გეტყვი! სოფო გაკვირვებული მიაჩერდა, თავით თხემამდე ჟრუანტელმა დაუარა, -რა ხდება? შიშნარევი ხმით უპასუხა. -შვილო არ ვიცი როგორ გითხრა ამას წინათ ჯულია იყო შემოსული ჩემთან, შენი შეყვარებულის ვინაობა რო გაიგო გაოგნდა აღმოჩნდა,რომ შენს შეყვარებულს მშობლები ციხეში ყავს უკვე დიდი ხანია, თაღლითობის გამო. -რაღაც გეშლებათ ქალბატონო ცისანა ნიკას მშობლები გერმანიაში არიან იქ მუშაობენ უკვე წლებია! ცუდათ დაფარული გაღიზიანებული ტონით უთხრა სოფომ. -სოფიკო შვილო დარწმუნებული რომ არ ვიყო გეტყოდი შენი აზრიით?ვიცი ახალგაზრდა გოგო ხარ სიყვარული პირველად გეწვია და არ გინდა სიმართლის დაჯერება, მაგრამ მე შენთვის ცუდი კი არ მინდა შვილო, ჯობია ახლა გაიგო სიმართლე, ვიდრე შემდეგ როცა გვიანი იქნება. სოფო გაფითრდა, ბოლომდე არ უნდოდა დაჯერება. -კარგი მადლობა, რომ გაგვაგებინე ცისანა! რბილად მიანიშნა კარისკენ სოფოს დედამ. -კარგი ხალხო წავედი ეხლა მე, იცოდეთ ცუდი განზრახვა არ მქონია და დანარჩენი თქვენ იცით! ეს თქვა და იქაურობას მოშორდა. ........ - არა ეს სიმართლე არაა, ნიკა არ მომატყუებდა! თავისთვის ძლივს გასაგონად იმეორებდა სოფო. -რა შტერი ხარ გოგო, შენი შეყვარებულის მშობლები ვინ იყვნენ აქამდე ვერ უნდა გაგეგოო? არა მეც კაი ტიპი ვარ ერთი ორმა ზრდილობიანმა სიტყვამ მომხიბლა და იმის იქით აღარც გავარკვიე ვისი შვილი იყო. -არ მჯერა ეშლება ამ ქალს! თავისას არ თმობდა სოფო, არ მჯერა, არ მჯერა! -გოგო რა გულუბრყვილო ხარ, ეგრე ბრმად რო მიენდე არ უნდა გეკითხა რა ოჯახის შვილი იყოო? სოფო ხმას არ იღებდა. -სამწუხაროა არადა არ არის ცუდი ტიპი ნიკა! საუბარში ჩაერთო თორნიკე. -მერამდენედ უნდა შეგვარცხვინო ხალხში გოგო ცისანას ყბიდან ვერ ამოვედით მოკლედ შენი წყალობით! ქალიშვილზე იერიში მიიტანა ოჯახის უფროსმა. სოფო ადგილს მოსწყდა და შურდულივით გავარდა. -სად მიდიხარ გოგო? -ნიკას უნდა დაველაპარაკო უნდა გავარკვიო ყველაფერი! კიბიდან მიაძახა მამამისს. ......... ნიკა ოთახში იჯდა, ცდილობდა ესწავლა, მაგრამ გულს ვერ უდებდა, თხა და გიგოსავით შეჰყურებდა წიგნებს, ამ დროს კარზე ბრახუნი ატყდა, გაკვირვებული ნიკა წამოდგა და კარი გააღო, კარში სოფო იდგა ისეთი სახე ქონდა თითქოს რაღაც საშინელება მოხდა. -სოფო ჰო ყველაფერი კარგადაა?! მზვრუნველად შეეკითხა. სოფომ არ იცოდა როგორ დაეწყო, ნიკასთან ჩახუტება და ხმამაღლა ტირილი უნდოდა, მერე როგორღაც თავი შეიკავა ნაძალადევად გაიღიმა და ნიკას უთხრა. -ნიკა მისმინე შენი მშობლები გერმანიაში დიდი ხანია რაც არიაან? ხშირად ჩამოდიან ხოლმეე? ნიკა გაშრა სახიდან ღიმილი გაუქრა. -რატომ დაგაინტერესა? -არა არაფერი ისეთი, ერთი ჩემი ჭორიკანა მეზობელი იყო დღეს შემოსული რარაცა იდიოტობები მითხრა შენი შეყვარებულის მშბოლებიო გავიგე ციხეში ზიან თაღლითობისთვისო, რა იდიოტია ეს ხალხი არა ნიკაა საიდან რას მოიგონებენ ხოლმე. ნიკა ხმას არ იღებდა. -ნიკა თქვი რამე გთხოოვ! -მისმინე სოფო შეიძლება ახლა რასაც გეტყვი ჩემთან ურთიერთობა აღარ მოინდომო, მაგრამ ამის დამალვა შენგან აღარ შემიძლია, არ ვიცი შენმა მეზობელმა საიდან გაიგო მაგრამ ეს სიმართლეა დიახ ჩემი მშობლები უკვე რამდენიმე წელია, თაღლითობის ბრალდებით სასჯელს იხდიან! საოცარი სევდით ჩაილაპარაკა ნიკამ. -აქამდე რატომ არ მითხარი? -მინდოდა სოფო სულ ინდოდა ამის თქმა, მაგრამ მეშნოდა დამიჯერე ეს ჩემთვისაც არ იყო ადვილი, რომელი ნორმალური ოჯახისშვილი გოგო მოინდომებს პატიმრების შვილთან ურთიერთობის ქონას! -მომიყევი ყველაფერი! -პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს ის დღე პოლიციელები რო დაგვადგნენ თავზე, მაშინ კარგად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, პოლიციელებს ვუყვიროდი დედა და მამა არ წაიყვანოთ არ წამართვათ მეთქი, მაშინ ბებო დამეხმარა დედაჩემის დედა , თავისთან გადმომიყვანა საცხოვრებლად, ჩემი მშობლების სახლი და კიდევ რაღაც ძვირფასეულობა გაყიდა, რომ დამხმარებოდა, ბოლომდე ყველაფერს აკეთებდა, რომ დამხმარებოდა, ჩემს მისაღებ გამოცდებს დაემთხვა მისი სიკვდილი, მას შემდეგ ვცდილობ როგორმე მე თვითონ მივხედო ჩემს თავს რაც შემიძლია, მშობლებთან ურთიერთობა არ მაქვს მათ სანახავად არ მივდივარ უკვე დიდი ხანია, რომ წამოვიზარდე გავიგე რაც გააკეთეს და ყველანაირი სურვილი დავკარგე მათთან ურთიერთობის, ისინი ხომ ჩემს ღირსებას არ გაუფრთხილდნენ ვერ ვპატიობ ამას. სოფო გაოგნებული ისმენდა არ იცოდა რა ეთქვა. -სოფ ჩემთან ურთიერთობა არარ გინდაა? -შენ ეს ჩემთვის ადრევე უნდა გეთქვა! თქვა სოფომ მაგრამ თვოთონაც ხვდებოდა მისი სიტყვების აბსურდულობას. -სოფ აკი გითხარი მეშინოდა, ისედაც ლაქად მექცა მშობლების ბიოგრაფია, მეშინოდა რომ ჩემზე უარს იტყოდი, შენ რა გგონია მე მინდოდა ჩემი მშობლები დაეპატიმრებინათ და მე ასეთი ცხოვრება მქონოდა? ერთი წუთით ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი! სოფომ ვერც კი შეამჩნია ისე წამოუვიდა ღაპაღუპით ცრემლები, მერე თავი ვეღარ შეიკავა ნიკას მოეხვია და სლუკუნით ეუბნებოდა. -მე შენ არ დაგთმობ, მე შენ არ დაგთმობ, არაფრის გამო არ დაგთმობ! p.s ჩემო ძვირფასებო დიდ ბოდიშს გიხდით ასე რომ დავიგვიანე, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ იყო, გპირდებით ყველანაირად ვეცდები ამდენი ხნით აღარ გალოდინოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.