შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი (ნაწილი5)


24-08-2016, 03:57
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 936

სოფო დიდხანს ფიქრობდა დეიდამისის სიტყვებზე, უნდოდა დაეჯერებინა რაც მან უთხრა, თვითონაც დაღლილი იყო უკვე ამდენი შიშებით, ამდენი კომპლექსებით, თავის თავსაც არ უტყდებოდა, მაგრამ დანახვის დღიდან სიგიჟემდე უნდოდა ნიკასთან დაახლოება , კოცნის შემდეგ ეს სურვილი გაუათკეცდა, ინგას სიტყვებმა იმედის ნაპერწკალი გაუჩინა, იქნებ მართლაც იყო შანსი მისი ცხოვრება არ წარმართულიყო იმ გზით რომლისაც ასე ეშინოდა, მართლაც და ღირდაა რაღაცა უაზრო, კიევში და მოსკოვში გადაფრენილი კაცების და მათი’’მთავარია მე არ გავიგო’’ ცოლების მოგონილ უაზრო გამონათქვამებისთვის არ ღირდა ამხელა მნიშვნელობის მინიჭება, არ ღირდა ცხოვრების განადგურება და ნიკაზე უარის თქმა მითუმეტეს ამ ცისფერთვალა ბიჭს მისთვის არაფერი არ დაუშავებია, პირიქით გაცნობის დღიდან სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, მართლაც მახინჯი აზროვნების საზოგადოებისთვის არ უნდა მიეცა უფლება მასზე ზეგავლენა მოეხდინა და ფსიქიკა დაემახინჯებინა, მაგრამ ისე ქონდა წლების განმავლობაში ტვინი გამოტენილი კაცის ღალატის გამპრავებელი ფრაზებით, ასე ადვილი უკვე აღარ იყო ღალატის ფობიისგან გათავისუფლება.

მომდევნო დღეებმა კარგად ჩაიარა სოფო მიდიოდა ლექციებზე სწავლობა, დეიდამისთან ლაპარაკობდა ყველაფერზე, მასთან ლაპარაკი ძალიან სასიამოვნო იყო, ნიკას შორიდან ადევნებდა თვალს, თითქოს შორიდან ყურება უფრო სიამოვნებდა, უყურებდა როგორც მიუწვდომელ, ცაში მოკიაფე ვარსკვლავს, ეს მიუწვდომლობა თვითონ მისი შექმნილი იყო, თავის მხრივ ნიკაც ზუსტად ასე აღიქვამდა უკარება სოფიოს, პირველ გოგოს რომელმაც, ამდენი რამ გაუბედა და მაინც მის დავიწყებას ვერაფრით ვერ ახერხებდა, ბევრი გოგო ეპრანჭებოდა მას, მაგრამ თავისი თაფლისფერთვალებას ჩხუბი ერჩივნა უაზროდ მომღიმარი თაყვანისმცემელი გოგოების სახეებს.

.........
ბატონი ვახტანგი და თორნიკე სუფრას უხსდნენ და მიირთმევდნენ, სოფოს დედა სამზარეულოში კიდე რაღაცას აკეთებდა.
-იმ გველის წიწილასგან რა ისმის? ქალიშვილი ‘’თბილათ’’ მოიკითხა.
-სოფიკო ჩემ დასთან არის ეხლა!
-უზრდელი ლაწირაკი, მაგისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ძმაკაცებს თვალებში ვერარ ვუყურებ, შენი ბრალიც არის, ეტყობა მჟავე სიფათით დადიოდი და აბობოქრდა გოგო,
ან ეს სახლიდან გავადნა რა იყო, არ ესიამოვნა გოგოს თურმე გარტყმა, გარტყმა კი არა ფეხქვეშ რო არ გავიგდე მადლობა თქვას, ძმაკაცებთან რა სირცხვილი მაწამა მე მაგის...
სოფოს დედა ქალიშვილის ლანძღვას არაფრისმთქმელი სახით ისმენდა და მის დაცვას ვერ ბედავდა.
ამ დროს კარი გაიღო და მათთან მისი აღმატებულება მეზობელი შემოვიდა, ერთ- ერთი იმათგანი, ვისი ჭორაობისაც ეშინიათ, ამ მეზობელს ერქვა ცისანა, იგი იყო სეირის მოყვარული , ჭაღაროსანი მანდილოსანი, ჭორაობის მოყვარული, არა პროფესიონალი, ზუსტად იცოდა ვისთან რა ხდებოდა , ვინ რით სუნთქავდა და ვის ოჯახში რა მიზეზით ხდებოდა უსიამოვნება, ახლაც ზუსტად იცოდა რა მიზეზით იყო გაქცეული სოფო სახლიდან, იკითხავთ როგორ? როგორ და ბატონი ვახტანგის ერთ-ერთი ძმაკაცის ცოლი მას ერთ-ერთი დაქალის დეიდაშვილად ერგებოდა, ჰოდა როდესაც ამ ძმაკაცმა საკუთარ ცოლს მოუყვა თუ როგორი სიტყვით გამოვიდა მისი ძმაკაცის ქალიშვილი, რომ თვითონ ასეთი შვილი, რომ ყოლოდა მოკლავდა უეჭველი, შემდეგ მისი მეუღლე ისე აღშფოთდა რამდენიმე ადამიანს მოუთხრო სოფოს ეს საქციელი, მათ შორის მის დეიდაშვილს, დეიდაშვილმა თავის დაქალ ცისანას მოახსენდა რა ჩაიდინა მისი მეზობლის ქალიშვილმა, ქალბატონმა ხმამაღლა აღშფოთება გამოხატა, გულში ახალგაზრდა გოგონას გამბედაობის შეშურდა, ეს ისე ლირიკული გადახვევა ახლა კი მთავარ თემას დავუბრუნდეთ, მოგვიანებით ამ ჩვენს ცისანას ახლა უკვე საკუთარმა ქალიშვილმა სოფოზე სხვა ინფორმაცია მიაწოდა, ახლა ძვირფასი მეზობელი ვითომ კეთილი მიზნებით იყო აქ , სინამდვილეში კი მხოლოდ სეირის საყურებლად გამოცხადდა ერთი სული ქონდა დაენახა ამ ამბის შეტყობისას რა რეაქცია ექნებოდათ, სოფოს ძვირფასი ოჯახის წევრებს.

-ვაა ცისანას გაუმარჯოოს , შემოდი , რა ხდება თქვენსკენ, ნუგზარა რას შვრება?
-ოჰ არი ბებრულად, ვახუშტი, მე როგორ უნდა ვიყო , გადაყოლილი ვარ მთელი დღე, ქმარ-შვილს, აღარ მაქ მოსვენება!
-მოდი ცისანა დაგვეწვიე, ქალო მიდი ამოუღე ამასაც.
- მისმინეთ ხალხო თქვენი მეზობელი ვარ თქვენთვის კარგი მინდა, მიყვარხართ, ამიტომ რაღაცა უნდა გითხრათ, გაჩუმება არ შემიძლია!
-რა ხდება ჰო მშვიდობაა?
-არა არაფერი ისეთი, გაუგებრობაა დარწმუნებული ვარ, ჩვენს სოფიკოს ეხება!
ბატონმა ვახტანგმა ზიზღით იბრუნა თავი.
-რაო რა ხდება?
-არ ვიცი საიდან დავიწყო, ამას წინ ჩემი ნინიკო თავის ერთ-ორ ამხანაგთან ერთად სეირნობდა და ჰოი საოცრებავ სოფო დაუნახია ვიღაც ბიჭთან ერთად.
-მერე რაა მეგობარი იქნებოდა უბრალოდ! ქალიშვილის დაცვა სცადა ძვირფასმა დედამ, როდესაც ქმრის და ვაჟის განრისხებულ სახეებს მოკრა თვალი.
-ტუჩებში კოცნიდაო ასე მითხრა, გაგიჟებული იყო ბავშვი!
-დარწმუნებულია , რომ სოფო იყოო? შეიძლება აერია ვინმეში.
-რა გჭირს შე ქალო სოფო და ნინიკო ლამის ერთად არიან გაზრდილები , შენი აზრით, დარწმუნებული რო არ ყოფილი მეტყოდაა, გაოგნებული იყო ბავშვი, მისმინეთ სოფიკო პატარა გოგოა, ეწყინა რაღაცა გავარდა სახლიდან,ეხლა თქვენი ზედამხედველობის გარეშეა და შეიძლება რაღაც ვერ მოტვინა, ყურადღება ესაჭიროება ეხლა მაგას.
-ჰოო ცისანა მადლობა რო გვითხარი მოვიყვანთ მაგას ჭკუაზე. უპასუხა ბატონმა ვახტანგმა.
-ძალიან მკაცრადაც არ მოექცეთ, დარწმუნებული ვარ გაუთვიცნობიერებლად მოხდა, თორემ მე არ ვიცი რა გოგოცაა სოფიკო, კაი ეხლა წავედი მეც დიდხანსაც ვერ დავრჩები ათასი საქმე მაქ სახლში, აბა ტქვენ იცით იმედია მოგვარდება ეს გაუგებრობა.
-კაი კარგად ცისანა.
ქალბატონი მეზობელი სეირის ყურებით გამოწვეულ სიამოვნებას განიცდიდა, ერთი სული ქონდა როდის მოუთხრობდა თავის ძვირფას დაქალებს ამ ფაქტის შესახებ.

........
-მოვკლავ მე მაგის.... მთელი ხმით იღრიალა ძვირფასმა მამამ.
-მე მაინც მგონია რო შეეშალა, იმ ნინოს! იცავდა სოფოს დედა.
-რა შეეშალა ქალო , ცისანა დარწმუნებული რო არ ყოფილიყო არ მოვიდოდა, თავი მოგვჭრა მაგ გველის წიწილმა, ჯერ სახლიდან გავარდა, ახლა ვირაც ტიპს აუტეხა კოცნაობა შუა ქუჩაში, ვაიმე ცისანა მთელ ქვეყანას მოსდებს, მე მაგის დედას შ....ი, პატარა ბო......ა , მოვკლავ ცემაში, მშვენივრად ეტყობოდა რაც იყო თავისუფლად შრიალი უნდოდა მაგიტომაც გაითამაშა ის სცენა, სახლიდან გაქცევის მიზეზი, რომ ქონოდა, მივასიკვდილებ მე მაგის , არ გამამასხარავა ხალხში, მერე იტყვიან შვილს ვერ აკონტროლებსო.
-მამა მე დავხვდები უნივერსიტეტში და წამოვათრევ ნუ გეშინია,მაგას მოვსვამ მე ადგილზე! ეს თქვა თორნიკემ და სახლიდან გიჟივით გავარდა.

.......
სოფო შინ დაღლილი და კმაყოფილი მიდიოდა, დღეს ლექტორებისგან შექება დაიმსახურა, საკმაოდ კარგად სწავლობდა და ისინი მისით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.
უცებ მის წინ მიმავალი თორნიკე დაინახა, ისეთი მრისხანე სახე ჰქონდა, შიშით ადგილზე მიიყინა.
-მე შენ გიჩვენებ , ჩვენი შერცხვენა და ვირაც ტიპებთან შუა ქუჩაში ზასაობა როგორ უნდა! ეს უთხრა თმაში ხელი მოკიდა და ძალით წაათრია.
-რა ზასაობა თორნიკე რას ამბობ ხელი გამიშვი! სასოწარკვეთილმა იყვირა სოფომ და გათავისუფლება სცადა.
-წაგიყვან ეხლა სახლში და მამა განახებს რასაც ვამბობ, მიხვდები ამის შემდეგ ერთი ადგილის თამაში როგორ უნდა.
-მე არაფერი დამიშავებია , გამიშვი მტკივა! ეს უთხრა და როგორც იქნა თავი გაითავისუფლა.
ამჯერად თორნიკემ მკლავში ჩაავლო უხეშად ხელი, სოფო გაუძალიანდა, ის კი ძალით ცდილობდა მის წაყვანას.
-ეეე ჩემი ძმა რა ხდება? უცებ გამოჩნდა ნიკა.
-გაიარე რაა, რაც შენი საქმე არ არის იმაში ნუ ერევი!
-ბიჭო რანაირად ექცევი დროზე ხელი გაუშვი!
-ბიჭო ჩემი დაა და რანაირადაც მინდა ისე მოვექცევი, გითხარი სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფ მეთქი.
-თუ შენი დაა მითუმეტეს ბიჭო, დედმამიშვილს რანაირად ექცევი, ხელი გაუშვი რაა ჩემი ძმა!
-აუ დავაი ბიჭო აქედან რაა თავი არ მაცემინო ნერვებზე ვარ აშლილი ისედაც!
-მისმინე ძმაო სოფოს ძმა ყოფილხარ, ამიტომ გინდობ სხვა შემთხვევაში ვიცი რასაც ვიზამდი, ახლა კი უბრალოდ ძმურად გთხოოვ გაუშვი ხელი !
უცებ თორნიკემ მუშტი მოიქნია და ნიკას დაარტყა, ის მიწაზე დავარდა.
-ნიკაააააა! სასოწარკვეთილმა იყვირა სოფომ და მისკენ გავარდა, ყველა მათ შეჰყურებდა.
-ნიკა როგორ ხარ ძალიან გეტკინაა? მზრუნველად კითხა და თავზე ხელი გადაუსვა.
-წამოეთრიე! ხელი მოკიდა ძამიკომ და ძალით წაათრია ისევ.
-ბიჭო ვის ვუთხარი ხელი გაუშვი მეთქი! წამოხტა ნიკა სოფო თავის უკან მოიქცია, თორნიკეს კი უხეშად კრა ხელი.
თორნიკე გაოგნდა ვინ იყო ეს ბიჭი ასე თავგამოდებით რო იცავდა მის დას?
მერე უცებ საოცრად გაღიზიანებულმა ხელი მოიქნია, მაგრამ ნიკამ მუშტი მოიგერია და უხეშად კრა ხელი.
მერე იქ ისეთი ჩხუბი ატყდა ყველა მათ შეჰყურებდა, ხან თორნიკე იყო ძირს ხან ნიკა, საგონებელში ჩავარდნილი სოფო ხან ერთის სახელს ყვიროდა ხან მეორისას.
ბოლოს იქვე მდგარმა ხალხმა გააშველა, თორნიკე იქაურობას მოაშორეს, ხმამღლა ილანძღებოდა და სოფოს ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო.
სოფო ნაცემ ნიკასთან მივიდა, სახლში წაყოლა და დახმარება შესთავაზა.




.........
ნიკას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, სოფომ სპირტით დაუმუშავა თან ხმამაღლა ათარ იცოდა რა ეთქვა.
-მაპატიე ნიკა ჩემი ბრალია, არ ვიცი ჩემს ძას რა დაეტაკა ასეთი გამხეცებული არასოდეს არ მინახავს.
-შენ მაპატიე, ძმა გიცემე არ მინდოდა გეფიცები, მაგრამ რომ დავინახე ძალით სადღაც მიგათრევდა , ტვინში ლამის სისხლი ჩამექცა.
-ეს შენ მაპატიე ნიკა, გაცნობის დღიდან შენთვის უსიამოვნების მეტი არაფერი არ მომიტანია, მიუხედავათ იმისა რომ შენნაირი კარგი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია, მე კიდევ სრულიად უმიზეზოდ გექცეოდი ცუდათ, საქმე ჩემშია დამიჯერე და ჩემს უაზრო შიშებში, მაპატიე ნიკა გთხოოვ, ახლა ვაანალიზებ ჩემს უაზრო საქციელებს და გული საშინლად მტკივა, მაპატიე გულს თუ გტკენდი, არ ვიმსახურებ შენს სიკეთეს! ეს თქვა ლამაზი თაფლისფერი თვალები წყლით აევსო და სრულიად მოულოდნელად ისე რომ თვითონაც არ ელოდებოდა ატირდა.
მტირალიც ისეთი ლამაზი იყო ნიკა თვალს ვერ აშორებდა, შემდეგ თვალებში ჩახედა და უთხრა:
-რა უნდა გაპატიო როდესაც შენი არსობობითაც კი მაბედნიერებ, გეფიცები ანგელოზივით გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ასეთი რამ ადრე არასდროს არ დამმართნია, საკმარისია შენი ხმა გავიგონო ან სახე დავინახო, რომ გულში რაღაც საოცრებას ვგრძნობ, მიყვარხარ გესმიის! სიგიჟემდე მიყვარხარ?
სოფო ძალაუნებურდ მიიწია და მთელი ძალით ჩაეხუტა თითქოს ეშინოდა ვინმემ არ წამართვასო.
-არ ვიცი წეღან რა შიშებზე ლაპარაკობდი, მაგრამ გეფიცები სანამ მე შენს გვერდით ვარ, ნურაფრის ნუ შეგეშნდება, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, მე დაგიცავ ყოველთვის!
ეს თქვა შემდეგ ჯერ შუბლი, მერე ლოყა , ბოლოს კი ტუჩები დაუკოცნა, სოფო აღარ გაუძალიანდა, დაღლილი იყო ამ გრძნობასთან ბრძოლით, თანაც ამის სურვილი აღარც ქონდა და კოცნაზე კოცნით უპასუხა, ამით გათამამამებულმა ნიკამ ის კიდევ უფრო მაგრად მიიკრა და ცოტა ხანში საყვარელ არსებას საოცარი ვნებით კოცნიდა.

P.S სულმოუთქმელად ველი თქვენს შეფასებებს!



№1 სტუმარი ემი

ჰაჰაა, ლირიკულ გადახვევაზე ასინეთა გამახსენდა smile

მოერია მგონი ჩვენი გოგო კომპლექსებს heart_eyes

 


№2  offline წევრი anukianukianuki23

ემი
ჰაჰაა, ლირიკულ გადახვევაზე ასინეთა გამახსენდა smile

მოერია მგონი ჩვენი გოგო კომპლექსებს heart_eyes

smiley smile

 


№3  offline წევრი Mmariam

ძაალიან მომწოონსს.. ველოდებიი შემდეგ თაავს

 


№4  offline წევრი anukianukianuki23

Mmariam
ძაალიან მომწოონსს.. ველოდებიი შემდეგ თაავს

kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent