შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება (6)


14-09-2016, 14:21
ავტორი მომწვანო
ნანახია 1 929

-არ შემომიშვებ?-თქვა და ჩემთან კიდევ უფრო ახლოს გადმოიწია. მის თითოეულ ამოსუნთქვას ალკოჰოლი მოჰყვებოდა.
-არა -თავი გავიქნიე და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.
-გთხოვ -ამოილუღლუღა და თავი კარის ჩარჩოს მიაყრდნო თავის შესამაგრებლად.
-არა. არ მინდა, რომ შემოხვიდე -ჩემი პოზიცია დავიცავი. აღარ მინდა, რომ ეს საუბარი კიდევ გაგრძელდეს.
-კარგი -ამოისუნთქა და თავს ძალა დაატანა, რომ კარს მოშორებოდა, -მაშინ აქ დავრჩები.
-კი, ბატონო -ვუთხარი. იმედია, დიდი ხანი არ გაჩერდება, თორემ დანაშაულის გრძნობა შემაწუხებს და შემოვუშვებ.
ჩემი კარის მოპირდაპირე მხარეს, კედელზე ჩასრიალდა და ჩამოჯდა. შემდეგ ფეხები მოხარა და თავი უკან, კრემისფერ კედელს მიაყრდნო.
-მთელი ღამე აპირებ აქ დარჩენას? -ვუყურებდი, როგორ დახუჭა თვალები.
-ჰო. შეიძლება.კარი ჩავკეტე და ტრაგიკული ბიჭი გარეთ დავტოვე.
ჩავწექი ლოგინში, თუმცა ჰარიზე ვფიქრობდი. ნუთუ მართლა აქ დარჩება მთელი ღამით. ოხ ჯანდაბას ჰარი შენი თავი. ნახევრად მძინარემ გავარე კარები და ჰარი დავინახე,რომელი ისევ ისე იჯდა და რაღაცას ღიღინებდა. ადგა და მომიახლოვდა
-შეიძლებაშემოვიდე... შენში? -მითხრა და უკანალზე ხელი მომიჭირა. მის სიტყვებზე ყბა ჩამომივარდა.
-უფრო სწორად შიგნით, ოთახში -სიცილით შეასწორა. ვიცი, რომ ძალით ქნა.
„ღმერთო, ძალიან მთვრალია.“
ვიცი, რომ ბინძურია, მაგრამ ასეთ რამეს არასდროს არ მეტყოდა, ფხიზელი რომ ყოფილიყო.ქვედა ტუჩი გამობზიკა.
-კარგი -ამოისუნთქა და შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა უკანალიდან ხელი მომაშორა და ბარძაყისკენ ჩაწია. ხელზე მოვკიდე და გავაწევინე, რაზეც კიდევ უფრო გაეცინა, -კარგი. შეგიძლია შემოხვიდე.
-შენს... -ჩემი წინადადება გააგრძელა, რაზეც მკაცრად შევხედე, -ოთახში. რა? ოთახის თქმას ვაპირებდი, -თავხედურად გაიღიმა, რაზეც თვალები გადავატრიალე.
სიჩუმეში წავედით ჩემი ოთახისკენ. როგორც კი შევედით, მისაღები ოთახის სინათლე ავანთე.
-კარგი შორტია -ჩაიბურდღუნა.
-ჰარი! -შემოვბრუნდი, მან კი წელით ამიყვანა.
-ხო -მითხრა მაცდურად, ქვედა ტუჩზე იკბინა და ახლოს მიმწია.
ღმერთო, როგორი მიმზიდველია, მის მუქ თვალებს ოდნავ ფარავს კაპიშონი. რომ შეამჩნია, რომ ასეთი აღტაცებით ვუყურებდი, ტუჩებზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. ცოტახანში პირი ჩემკენ წამოიღო, თუმცა უკან გამოვიწიე, მის მკლავებს მთლიანად მოვშორდი, რადგან ჯერ კიდევ ნაწყენი ვარ.
-რაიყო, პატარა? -ამოილუღლუღა და ოდნავ ჩემკენ წამოიწია.
-მთვრალი ხარ, ჰარი. ძალიან მთვრალი და მე შენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ -შევაფასე, ის კი ერთი ფეხიდან მეორეზე ბორძიკობდა.
-ცოტა უნდა წაუძინო -რბილად ვუთხარი, მან კი ღრმად ამოისუნთქა.
-კარგი. შეიძლება, შენს ოთახში დავიძინო? -თქვა დაღლილმა. მივხვდი, რომ გადაღლილი იყო და აღარ იქცეოდა ისე სულელურად, როგორც ცოტახნის წინ.
-არა -ვთქვი და შემოვბრუნდი, რომ ოთახიდან საბანი გამომეტანა.
რომ მკოცნის, არნიშნავს იმას, რომ დღევანდელ საღამოს ვაპატიებ. და თანაც, კი არმაკოცა, უბრალოდბინძურადმოიქცა.
-რატომ? -მკითხა და გამომყვა, როცა საბანი ჩამოვიღე კარადიდან.
-იმიტომ!-მხოლოდ ის მინდა, რომ საწოლში დავბრუნდე.
-გინდა ამ ყველაფრის ნამდვილი მიზეზი გაიგო?
-კი
-უბრალოდ ამანდა გზაში შემხვდა. ერთად შემოვედით. შენ რომ დაგინახე როგორ გვიყურებდი შენი რეაქცია მაინტერესებდა. ეს ჩემთვისაც გამოცდა იყო მართლა მომწონდი თუ არა. თუმცა ასეთ შედეგზე არც მიფიქრია.
-კარგი გასაგებია. ახლა კი დაიძინე
-იეჭვიანე!
-არა რათქმაუნდა. უბრალოდ არიყო ლამაზი.
-ჩემი ეჭვიანი. შეიძლება შენთან დავიძინო?
-არა ჰარი. შენ დივანზე დაიძინებ.
-ძილის წინ კოცნას მაინც მივიღებ?! -მომაძახა, რაზეც თავი გავაქნიე და საძინებლის კარი მივიხურე.
ლეიბზე დავენარცხე და საბანში გავეხვიე. საწოლი თბილი აღარ იყო, მაგრამ უფრო კომფორტული იყო, ვიდრე სასტუმროს ცივ ჰოლში დგომა. თვალები დავხუჭე, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ საწოლში დავბრუნდი და, ბოლოს და ბოლოს, შემეძლო ძილს მივბრუნებოდი.
არვიცი, რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ღრმა ძილში არ ვიყავი, როცა გავიგონე, როგორ გაიღო კარები ნელა. ვიცი, რომ ჰარია, მაგრამ არ მინდა, რომ მისი აქ ყოფნა ვცნო. იქნებ წავიდეს, თუ იფიქრებს, რომ მძინავს.
-პატარავ, მცივა -კარიდან მითხრა. ვიცი, რომ ელოდება შემოსვლის ნებას როდის დავრთავ. ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან წესით, როგორც მოუნდებოდა ისე შემოიჭრებოდა ხოლმე და იმას აკეთებდა, რაც მას აკმაყოფილებდა. შეიძლება იცის, რომ ჩემთან ჯერ კიდევ დისტანცია უნდა დაიჭიროს და ფრთხილობს.
„რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში გოგომ, რომ ცოტა წაუძინოს?!“
თვალები არ გამიხელია, ისე გადავწიე ერთ მხარეს საბანი, რომ სცოდნოდა, შეეძლო დაწოლა. მალევე ვიგრძენი, როგორ ჩაიწია ლეიბი, როცა ჰარის საწოლზე ამოძვრა და საბანი გადაიფარა. ჩემკენ გამოხოხდა და პირდაპირ შიშველი ფეხები მომხვივა. უცბად ძალიან მძაფრი ალკოჰოლის სუნი მეცა. ხელებით მის შიშველ გულ-მკერდს შევეხე. მივხვდი, რომ მხოლოდ ტრუსი ეცვა. მადლობა ღმერთს, თორემ მისი ტანსაცმელი ცხვირს დამწვავდა.
-ჰარი, ალკოჰოლის სუნით ყარხარ -ვთქვი, ზუსტად ვიცოდი, რომ ვეღარ დავიძინებდი.
-ბოდიში -გაიცინა, რაზეც გულში თვალები გადავატრიალე.
მან შემომატრიალა და თვალებში ჩამხედა. მის სახეს მთვარე ანათებდა და მკაფიოდ ჩანდა მისი მწვანე, უძირო თვალები
-ბელ რაღაცას გეტყვი, ოონდ ამას მართლა ვამბობ
-ჰარი გისმენ. ძალიან მეძინება
-მიყვარხარ- მითხრა. არც უჩურჩულია, არც უყვირია.



№1 სტუმარი )))

გააგრძელეთ რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent