შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება (6)


12-09-2016, 14:13
ავტორი მომწვანო
ნანახია 2 308

უკნიდან შეხება და ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. მივხვდი ვინც იყო. შემოვბრუნდი და მწვანე თვალებს შევეჩეხე. ხელები კისერზე მოვხვიე და ცეკვა გავაგრძელეთ, თუმცა ზედ არ ვუყურებდი.
-რაღაცას ვგრძნობ შენდამი, ბელ -მისი ცხელი სუნთქვა ყურზე მელამუნებოდა. ამ სიტყვებზე ყველა ნერვი ვიგრძენი ჩემს ტანში და კინაღამ დავდნი.
-რა?-ძლივს დავიჩურჩულე, ვერ ვიჯერებდი სიტყვებს, რომლებიც ახლახანს მოსწყდა მის პირს.
-მომწონხარ -გამომეცალა და ღრმულებიანად გამიღიმა.
-ამას ასე უბრალოდ ვერ იტყვი, ჰარი -ვთქვი. გულში კი ვლოცულობდი, რომ ამის თქმა მართლა სდომებოდა და არა ისევ ჩემი გულის სატკენად.
-უბრალოდ არ ვამბობ -თავი გაიქნია და ისევ თვალებში ჩამხედა.
ვიგრძენი, როგორ დამიდნა გული მის ნაზ მზერაზე.
-ოუ -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. მან კი ოდნავ გამიღიმა. შემდეგ ოდნავ კიდევ
ტუჩები ნელა მომაჭირა. თავბრუ ათმაგად დამესხა.განიერ ხელში ჩემი სახე მოიმწყვდია. ორივე ნელ-ნელა კიდევ უფრო მჭიდროდ ვეკვროდით
ცოტა ხანი მაკვირდებოდა კმაყოფილი სახით, მე კი ვცდილობდი, რომ ღიმილი შემეკავებინა.
-მემგონი მთვრალი ხარ -თქვა და ტუჩის კუთხეში ღიმილი აუთამაშდა.
-და მემგონი შენც -მეც ვუთხარი და მისკენ უფრო ახლოს გადავიხარე, რაზეც გაეცინა.
-მართალია -აღიარა. -დაღლილი ხარ?
-არა -ვიცრუე, მაგრამ აშკარად გამომიჭირა, რადგან მოულოდნელად ჩემს პირს დამთქნარება მოუნდა.
-კი, ხარ.წამოდი, ტაქსის გაგიჩერებ
-ჩემთან ერთად არ წამოხვალ?-ვკითხე და თითები მის ხელს შემოვხვიე.
-გინდა, რომ შენთან ერთად წამოვიდე?-მკითხა.
-კი -ვთქვი და მეორე ხელი ჩვენს შეერთებულ ხელებს მოვხვიე.
-კარგი, მაშინ წავიდეთ -მითხრა და რესტორნიდან გავედით. ტაქსი გავაჩერეთ. გზაში თავი ჰარის მკერდზე მედო და წყნარად ვუსმენდი მის გულისცემას.
***
-მე მაინც ვფიქრობ, რომ ვერცხლისფერი უნდა აგეღო -მითხრა კარამ, როცა უკვე სადა თეთრი კაბა მქონდა ნაყიდი.
მის ნათქვამზე თვალები გადავატრიალე, რადგან მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ალბათ უკვე მე-5-ჯერ ახსენებს ვერცხლისფერ კაბას. ლამაზი კაბა იყო, მაგრამ თავს ცოტათი უხერხულად ვგრძნობდი ასეთ მოტკეცილ ტანსაცმელში, ასე რომ ბოლოს მაინც თეთრი თხელი და ნარნარა კაბა ვამჯობინე. საყვარელია და არა სექსუალური, თუმცა მემგონია, რომ ეს უფრო არის ჩემი სტილი და უფრო მეტად ეს მიხდება.

-მზადვარ! -გამომძახა კარამ და სააბაზანოდან გამოვიდა. როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა პრიალა წითელ კაბაში.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები! -კომპლიმენტი ვუთხარი.
-შენც, ძალიან ლამაზიხარ. თუმცა დარწმუნებულივარ, ეს სიტყვები სხვისგან უფრო გინდა, რომ გაიგონო, ვიდრე ჩემგან -გამომაჯავრა, რაზეც დავიჯღანე, თითქოს ვუარვყოფდი, თუმცა იმის გაფიქრებაზე, რომ ამ საღამოს ჰარი კომპლიმენტს მეტყოდა, უკვე მთელი სხეული მიცახცახებდა.
***
როგორც იქნა მივედით ნიკის სახლში. დღეს მისი დაბადების დღეა და დიდ წვეულებას აწყობს. მე და კარა შევედით უზარმაზარ ეზოში და გეზი ბავშვებისკენ ავიღეთ. თუმცა ჰარი იქ არიყო. წვენის მოსატანად წავედი, თუმცა როდესაც მოვედი დავინახე ბავშვების გაოცებული და ამავდროულად გაბრაზებული სახეები. მეც იმ მიმართულებით გავიხედე და დავინახე ჰარი, ოღონდ არიყო მარტო. მას თან ამანდაც ეხლდა. ჰარის წელი მის ზურგზ ჰქონდა მოკიდებული და ისე მოაბიჯებდნენ.
-ნაძირალა-აღნიშნა კარამ
-ამას ვერ გავუძლებ- ხმამაღმა წარმოვთქვი. უკვე ცრემლებს ვეღარ როგორ დავიჯერე ჰარის სიტყვები, რომ მას მართლაც მოვწონდი. მეხომ უკვე სიგიჯემდე მიყვარდა. ნიკს ბოდიში მოვუხადე და სახლში წამოვედი. მაშინვე ჩემს ოთახში ავირბინე და ტირილი დავიწყე. დედაც არაა სახლში რამოდენიმე დღით გაუშვეს სამსახურიდან.კარასგან რამოდენიმე შეტყობინება მივიღე. მეუბნებოდა რომ ჩემთან წამოვიდოდა, თუმცა ახლა მარტო დარჩენა მერჩივნა.

***
ღამით ბრახუნის ხმამ გამაღვიძა. საათს დავხედე და 5ის ნახევარი იყო.საწოლში წამოვჯექი. ვყოყმანობდი, გამეღო თუ არა. საწოლიდან წამოვდექი, ჰოლში სინათლე ავანთე, რაზეც თვალები დამიბრმავდა, და კარისკენ წავედი. კაკუნი ისევ გაისმა, მაგრამ ამჯერად ხმამაღალი ხვნეშის ხმაც მოჰყვა. მაგრამ უბრალოდ ამოხვნეშა კი არა, ხმადაბალი, ხრინწიანი ხმა იყო, რაზეც მარტივად მივხვდი ვინ იყო კარსუკან.
-ჰარი? -მაინც შევეკითხე ჩემს თავს, როცა ყოყმანით გავაღე კარი.
-ოუ, კარგია, რომ გღვიძავს!! -წამოიძახა და წინ წაბარბაცდა.
-წადი აქედან
-ბელ
-...
-ოუ მაიგნორებ?
აღარ მოგწონვარ?
-არ ვიცი
-იცი ბელ ძალიან იდიოტურად მოვიქეცი. გთხოვ მაპატიო.
-კარგია რომ ხვდები. თუმცა ღამის 5 საათზე როარ მოსულიყავი არ შეგეძლო?
თვალი მომაშორა და ჩემს ფეხებს დახედა, რომლებიც სამწუხაროდ შარვლით არ მქონდა დაფარული. სანამ დავწვებოდი, ისეთი გაბრაზებულივიყავი, რომ ვდუღდებოდი, და გადავწყვიტე, პიჟამოს შორტები ჩამეცვა.
ტუჩებზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. არადა ღიმილის დაფარვას ცდილობდა.
-არ შემომიშვებ?-თქვა და ჩემთან კიდევ უფრო ახლოს გადმოიწია. მის თითოეულ ამოსუნთქვას ალკოჰოლი მოჰყვებოდა.
-არა -თავი გავიქნიე და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.
-გთხოვ -ამოილუღლუღა და თავი კარის ჩარჩოს მიაყრდნო თავის შესამაგრებლად.
-არა. არ მინდა, რომ შემოხვიდე -ჩემი პოზიცია დავიცავი. აღარ მინდა, რომ ეს საუბარი კიდევ გაგრძელდეს.
-კარგი -ამოისუნთქა და თავს ძალა დაატანა, რომ კარს მოშორებოდა, -მაშინ აქ დავრჩები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent