შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (3)


14-09-2016, 14:59
ავტორი Genius))
ნანახია 3 279

ჩემი დილა ყოველთვის იწყებოდა ყავით...
რომ არ დამელია ჩვეულებრივად ვაფრენდი , ყველა მეზიზღებოდა და ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ყველას სათითაოდ მოჰქონდა ერთი ფინჯანი ყავა , მაგრამ თუ დილით არ ვსვავდი მერე საერთოდ აღარ მინდოდა და ჩემი ხასიათის გამოსწორება ძალიან ძნელდებოდა.
ყველა მეჩხუბებოდა ამის გამო , მამუკა ვიბლიანიც კი
"კატო ხალხს უნდა გაუღიმო, კი არ უნდა შეეშინდეთ შენი!" - ხშირად ისმოდა ეს ფრაზები როდესაც ჩემ სახეზე უხასიათობას ხედავდა
და კიდევ ეს
"როდესაც ყავა მოგინდება მოდი ჩემთან! ან სამსახურიდან გაგიშვებ!"
კარგი კაცი იყო მაგრამ მხოლოდ თავისთვის , ნუთუ ამ ყავის შემოთავაზებით ჩემზე ზრუნავდა? არა! ზულაც არა , ის მხოლოდ მის იმიჯზე რომელსაც ერთი ჩემი უღიმღამო საქციელი ჩაუგდება , ანუ ან ვიღაც უჩივლებდა ან კლიენტებს დაკარგავდდა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემ გამო...
რა სასაცილოა...
**
სააბაზანოდან რომ გამოვედი გეზი სამზარეულოსკენ ავიღე , გზაში კომპიუტერს გავუარე და სიმღერები ჩავრთე ბოლო ხმაზე
რატომღაც პირველი რაც თვალში მომხვდა ეს "heroina vop vop" იყო , საერთოდ არ მიყვარდა ეს სიმღერა, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა ჩამერთო
ჩემდა გასაოცრად პირველივე წამიდან ავაყოლე სიმღერას ტანი და სამზარეულოში ხტუნვა-ხტუნვით შევედი
მაცივარი გამოვაღე და თვალიერება დავიწყე , არ ვიცოდი რა მინდოდა
ხილი ვჭამო თუ ცომეული? - ვფიქრობდი ჩემთვის და თან ჩემ ფიგურას ვუყურებდი , არ ვიყავი პუტკუნა , პირიქით გამოყვანილი ტანი მქონდა , სწორი გრძელი ფეხები , აი რომ იტყვიან "ფეხები თავიდან ეწყებაო" დაახლოებით ეგრე , ლამაზი წელი და გულმკერდი , მაგრამ პრობლემა იმაში იყო ძალიან მალე შემეძლო მომემატებინა და ეს შესამჩნევი იყო , ასევე ძალიან მალე ვიკლებდი... მოკლედ წონას ვაკონტროლებდი დიდი წვალებით...
"რას მიზავს ერთი ნაჭერი!" გავიფიქრე ჩემთვის და მაცივარი მივხურე , იქვე მაგიდაზე დადებულ პიცას დავავლე ხელი და მადიანად შევექეცი , ამასობაში ჩემი ყავაც გაკეთდა...
ტელევიზორისკენ წავედი , დივანზე მოვიკეცე და პლედი გადავიფარე რადგან ოდნავ შემცივდა...
რაღაც რუსული არხი ჩაირთო სადაც ბავშვთა სახლზე აკეთებდნენ სიუჟეტს და დაინტერესა , თავიდან მომინდა გადამერთო მაგრამ შემდეგ გავიაზრო რომ ჩემს რეალობას გავურბოდი...
ვუყურებდი ამ ბავშვებს და ჩემ თავს ვადარებდი
რა პატარები არიან ისინი ჯერ და კიდევ რამდენი სიმწრის ნახვა მოუწევთ...
მე ეს ვიცი და მათაც ადვილად გავუგებ , მათაც ადვილად ვეტყვი რა მოხდება მათ ცხოვრებაში შემდეგ თუ დედამ არ მოაკითხა , ისინიც იქნებიან როგორც მე ან უარეს შემთხვევაში...
სრულიად მარტო ოცნებებში...
მათ შემყურეს ძალიან მომინდა ჩემი ბავშვები მენახა და წარსულში დავბრუნებულიყავი , გამახსენდა რომ იმ ადამიანებისთვის ჯერ მადლობაც არ მითქვამს რომლებმაც ადამიანობა მასწავლეს , გამახსენდა რომ ნახევარი წელია ისინი არ მინახავს და შემრცხვა!
შემრცხვა ჩემი თავის რადგან ესეთი უნამუსო გავხდი ყველას მიმართ! ესეთი უნამუსო გავხდი ჩემი წარსულის მიმართ!
ტელეფონს გადავწვდი და თემოს დავურეკე
****
-გისმენ - გაისმა მისი ხმა და მივხვდი რომ გავაღვიძე , მაგრამ საერთოდ არ შემცოდებია
-რას შვები? - ვუთხარი მხიარულად და მის პასუხს დაველოდე
-მძინავს! - უხეშად მითხრა მაგრამ ტელეფონი არ გაუთიშავს რაც სჩვევია ხოლმე
-როდის გაიღვიძებ? - ვუთხარი სერიოზულად და შევეცადე სიცილი შემეკავებინა
-დღეს არა , წავედი! - მისი ხმა ძლივს გავიგე ისე ჩუმად ჩაილაპარაკა
-მოიცა მოიცა! - ვიყვირე ისე თითქოს ახლოს მდგარიყო
-რა ხდება? არ გამითიშავს! - უცებ მივიღე პასუხი
-ბავშვთა სახლში გამომყვები? - ჩუმად ჩავილაპარაკე და მის პასუხს დაველოდე
-მშობლებისთვის? - უეცრად გამოფხიზლდა თემო
-არა უბრალოდ მომენატრნენ ჩემები - თან უხეშად მაგრამ თან თბილად გავეცი პასუხი
-კი რა პრობლემაა - დაუფიქრებლად მიპასუხა - გამოვიდე უკვე?
-არა ჯერ დაიძინე და რომ გამოფხიზლდები დამირეკე და მოვემზადები - მხიარულად ვუთხარი - თან რაღაცეების ყიდვა მინდა
-ერთად ვუყიდოთ , არ დამეძინება ახლა მე , მოვწესრიგდები , შევჭამ და წამოვალ - მითხრა თემომ თბილად და ტელეფონი გათიშა
**
ნეტავ რა მეშველებოდა ამ ბიჭის გარეშე?! ერთადერთია ვის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი! დაუფიქრებლად!
ჩემი ოჯახია! ის ადამიანია რომელიც სიცარიელეს მთლიანად მივსებს!
ისე მიყვარს რომ ვერც ავღწერ , არც მეგონა თუ შევძლებდი და ვინმეს ასე ვენდობოდი , მაგრამ თემო იმდენად კარგი ადამიანია რომ მე კი არა თვით ეშმაკსაც შეაყვარებს თავს...
**
წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ წავედი , კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის თვალიერება დავიწყე ,ბოლოს არჩევანი შავ ნაჭრის შარვალზე და თეთრ ტოპზე შევაჩერე , თავზე ქუდი დავიხურე და კედები ამოვიცვი
ცოტახანში თემოც მოვიდა და ღიმილით ამოტუზა გვერდით
-წავედით? - "პადრუშკა" გამიყარა და ლოყაზე მაგრად მაკოცა
ღიმილით თავი დავუქნიე და კარი ჩავკეტე
ჩემი ახალი მეზობელი ჯერ მაინც არ მოვიდოდა და საღამოსთვის უკვე სახლში ვიქნებოდი
გზაში ბევრი სათამაშო და ტკბილეული ვიყიდეთ და ჩვენს გზაზე წავედით...
დაახლოებით ნახევარ საათში ადგილზე ვიყავით , როდესაც მანქანიდან გადმოვედი ერთ ხანს გაყინულივით ვიდექი და ამ უზერმაზარ თეთრ სახლს მივშტერებოდი
თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა "ნეტავ მიცნობენ?"
იქნებ საერთოდ დავავიწყდი , ისინი უამრავ ბავშვს ზრდიან და ვის ემახსოვრება კატო ონიანი?! გოგონა რომელიც მათთან ერთხელაც კი არ მისულა
-არ შევიდეთ? - დაბნეულმა მკითხა თემომ და საჩუქრების ერთი პარკი ხელებში მომაჩეჩა
მინდოდა მეთქვა რომ მეშინოდა მაგრამ ვერ გავბედე , ამის მაგივრად თავი დავუქნიე და უკან გავყევი
როდესაც კარზე კარი დავრეკეთ მინდოდა გავქცეულიყავი , ფეხები არ მემორჩილეოდა და სადაცაა ჩავიკეცებოდი... თავს ძლივს ვიმაგრებდი და დაბნეული სახეების მოლოდინში ერთიანად ვკანკალებდი
კარი ნაცნობმა ადამიანმა გააღო , ჩემს წინ ის ქალი იდგა რომელმა გამზარდა , რომელმაც ყველაფერი მასწავლა , ჯერ თემოს გახედა და გაუღიმა , შემდეგ კი ჩემკენ გამოიხედა , მის სახეზე გაკვირვება დავინახე , მიცნო მაგრამ საერთოდ არ მოელოდა თუ მასთან მივიდოდი
-გამარჯობა მარინა დეიდა - დამნაშავესავით ჩავილაპარაკე და თავი დავხარე , არ შემეძლო ამ ქალისთვის თვალების გასწორება
-კატუშა - გავიგონე მისი თბილი ხმა და მას გავხედე , მაგრამ თავი არ ამიწევია - ჩემო გოგონა - ჩემკენ წამოვიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - როგორ დამშვენებულხარ! - ამათვალიერა და გაეღიმა - ესე უნდა დაიკარგო?! - ცხვირზე ხელი მომიჭირა და სახე დამიკოცნა
-იცით მე?... - ვერაფერი ვერ ვთქვი და ტირილი დავიწყე , პარკი ძირს დავდე და მაგრად ჩავეხუტე - მაპატიეთ გთხოვთ - გამეღიმა
-რა უნდა გაპატიო კატუშა?! - თავი გააქნია და სახლში შეგვიყვანა
როდესაც ბავშვებმა სტუმრები დაინახეს მაშინვე ჩვენსკენ ნ
-ბავშვებო ეს თქვენ მოგიტანეთ - მხიარულად უთხრა თემომ , პარკები მიაწოდა და საყვარელ ბავშვებთან თამაში დაიწყო
მე ღიმილით ვუყურებდი მათ იმ პატარაბეს ვეხუტებოდი რომლებიც ჩემს ფეხებთან იდგნენ და მიცინოდნენ
-ვაიმე კატო! - გაისმა ხმა და მეც მისკენ გავიხედე
იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი იდგა , ადამიანი რომელსაც პატარობიდან "დაქალს" ვეძახდი , აი ის გოგონა რომელთან ერთადაც დავდიოდი ყველგან ხელი-ხელ ჩაკიდებული
მისკენ გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე
-როგორ მომენატრე - მიჩურჩულა და ტირილი დაიწყო
-მეც ანი ძალიან - ლოყაზე მაგრად ვაკოცე
-სულ დამივიწყე - ნაწყენმა ჩაილაპარაკა
-ამის შემდეგ ხშირად ვივლი გპირდები - თავი დავხარე და თემოსკენ გავიხედე , ის მიღიმოდა
-შენი შეყვარებულია? -თემა შეცვალა ანიმ და თემოს ღიმილით მიაშტერდა
-არა მეგობარია , უფრო ძმაკაცი - ღიმილით ვუთხარი და როდესაც მის თვალებს წავაწყდი სიცილი დავიწყე - წამო გაგაცნო - ხელი ჩავკიდე და თემოსკენ წავიყვანე - ეს თემოა - ღიმილით გავხედე ჩმეს ძმაკაცს . მასაც გაეღიმა - ეს კი ანა - ჩემს გოგოს ლოყაზე ვაკოცე და მარინასკენ წავედი
ხელი მოვხვიე ჩემს საყვარელ ქალს და ამ ორს მივაშტერდი
-სასიამოვნოა - გაუღიმა თემომ და ანი ვაშლივით გაწითლდა
-ჩემთვისაც - თავი ოდნავ დახარა და შესამჩნევად გაუღიმა
-ჩვენ დაგტოვებთ - ღიმილით ვუთხარი მათ და მარინას ხელი ჩავკიდე - იცოდე ჩემმა ბიჭმა არ უნდა მოიწყინოს! - გაფრთხილება მივეცი ანის და სხვა ოთახში გავედით
******
მარინამ ყავა გააკეთა და ჩემს წინ ჩამოჯდა
თბილად მიღიმოდა და საუბარს არ იწყებდა , თითქოს ჩემით ტკბებოდა , მე კი დარცხვენილი ვიჯექი და რა გამეკეთებინა არ ვიცოდი
-კატო ძალიან ლამაზი ხარ! - ბოლოს სიხარულით ჩაილაპარაკა და ფინჯანი მაგიდაზე დადო
-დიდი მადლობა - გავუღიმე და თავი დავხარე
-მომიყევი აბა რას შვები? როგორ ხარ? შეეგუე ახალ სახლს? - გამიღიმე
-რავი ვსწავლობ და ვმუშაობ , ერთ ბარში მიმტანად მაგრამ კმაყოფილი ვარ , ბინას ვქირაობ ერთი ძალიან მაგარი ბებიისგან , უსაყვარლესია და ძალიან თბილად მექცევა და რავიცი გვერდით მყავს თემო ამიტომ არაფერი მიჭირს - ღიმილით დავამთავრე სიტყვა
-ძალიან კარგია ჩემო ლამაზო , შენი იმედი ყოველთვის მქონდა - ყავა მოსვა
-თქვენ როგორ ხარ? არაფერი არ შეცვლილა აქ როგორც ვხედავ - ისტიქტურად კედლებს გავაყოლე თვალი
-უფრო მეტი ბავშვი გვაყვს მეტი არაფერი - წყენით ჩაილაპარაკა მარინამ
-ძალიან ცუდია , მეცოდებიან ისინი - ბავშვებს გავხედე
-შენ? არ გიცდია მშობლები მოგეძებნა? - უეცრად თემა შეცვალა , მე კი საერთოდ არ მქონდა სურვილი ამაზე მელაპარაკა
-უნდა მეცადა? - თან ირონიულად მაგრამ უფრო ნაღვლიანად ვუპასუხე
-ნუთუ არ გაინტერესებს კატო? ისინი ინტერესით ყოველ წამს მშობლებზე მეკითხებიან , შენ კი შეგიძლია იპოვო, გაიგო ყველაფრის მიზეზი - ნაღვლიანად მიპასუხა და ოდნავ გაიღიმა
-მათ ასაკშიც მეც ესე ვიყავი - თავი დავხარე
-მაშინ არ შეგეძლო - გამიღიმა
-ახლა უფრო არ შემიძლია - მეც გავუღიმე და მას ავხედე - მე ისინი მეზიზღებიან - თვალებზე ცრემლები მომადგა - თუ ვნახავ უნდა ვეჩხუბო , შემდეგ ვიდარდო იმაზე რომ ისინი ვნახე , ამას მირჩევნია ესე ვიყო როგორც ახლა ვარ - თავი გავაქნიე
-კატო ვიცი რომ ამ ყველაფერს განიცდი , რომ ნახავ იქნებ მოგეშვას? - თავი დახარა
-შეიძლება განვიცდი , მაგრამ მათთან საუბრის შემდეგ უფრო ცუდად გავხდები - გავუღიმე - იცით მე შევეგუე იმ აზრს რომ ობოლი ვარ , არ მაყვს მშობლები , მარტო ვარ და არ ვარ მზად ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა ის ხალხი რომლებმაც უდიდესი ტკივილი მომისაჯეს მთელი ცხოვრების განმავლობაში! - ცრემლები მოვიწმინდე - ქუჩაში როდესაც გავდივარ და ვხედავ პატარა გოგონას დედასთან ერთად , მისი მშურს - გამეცინა - ხო მე , თვრამეტი წლის გოგოს პატარა ბავშვის მშურს , მაგრამ რა მიკვირს? - თავი გავაქნიე - ხომ იცით რომ მოსულიყვნენ მივიღებდი , ხომ იცით? - მანაც ტირილი დაიწყო - საერთოდ მეძებდნენ? ისე როგორ გამიმეტეს რომ ექიმმა მომიყვანა თქვენთან ერთი კვირის ბავშვი? რა ვიცი იქნებ დაც მყავს , ან ძმა , ყოველთვის ესეთი სასტიკები ხომ არ იქნებოდნენ - გავიღიმე და ყავა მოვსვი რომ უფრო მეტად არ მეტირა
-ჩემო საყვარელო , ჩემო ლამაზო - გვერდით მომიჯდა მარინა და მაგრად ჩამეხუტა - რომ დაბრუნდნენ? - საფეთქელთან მაკოცა და ჩემს პასუხს დაელოდა
-არ მივიღებ - უემოციოდ ჩავილაპარაკე და ერთ წერტილს მივაშტერდი
-კი ყველაფერში სწორი ხარ - თავზე ფერება დამიწყო და ცრემლები მომწმინდა
ამის შემდეგ ჩემს მშობლებზე აღარ გვილაპარაკია , მარინა მიხვდა რომ ამაზე საუბარი არ მინდოდა და გაჩერდა
ოთახში ბავშვები შემოიყვანა , მათ ჩემთან თამაში დაიწყეს და ასე თუ ისე გამართეს
ანი და თემო ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ , მე კი არცერთს არ ვახსოვდი
მათთან ყოფნით ძალიან გევერთე , საათს რომ დავხედე მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ ახალ მეზობელს ველოდი
სკამიდან დაფეთებული წამოვხტი და თემოსკენ წავედი
-წავედით! - მივახალე და ხელი ჩავავლე - სახლში ვიღაც მელოდება და მეჩქარება , მოგაკითხავთ აუცილებლად - ვყვიროდი და ყველას კოცნას ვუგზავნიდი , თემო კი მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლებოდა , უფრო ანას მიმართ...
-ცოტახანი ვერ მოიცადე? - უხეშად მკითხა როგორც კი გამოდით
-დავაგვიანე მალე! - ვუყვირე და მანქანაში ”ჩავხტი”
*****************************
ნახევარ საათში სახლთან ვიყავი , მთელი გზა ნერვიულობისგან ფრჩხილებს ვიჭამდი და ღმერთს ვთხოვდი ჩემზე ადრე არ მისულიყო , მანქანა რომ გაჩერდა მაშინვე გავაღე კარები და სირბილით წავედი , თემო იმ მომენტში საერთოდ არ მახსოვდა...
სადარბაზოში შევვარდი და ჩემს სახლთან ვერავინ რომ ვერ ვნახე შვებით ამოვისუნთე
კარებს მივეყრდენი და გასაღები საკეტს შევარჭე
-ხუჭუჭ - უკვე უნდა შევსულიყავი მაგრამ გავიგე ნაცნობი ხმა და თავი ისევ სადარბაზოში გავყავი
უეცრად ჩემს წინ ვიბლიანი გაჩნდა რომელიც ეშმაკურად იღიმოდა , შემდეგ ჩემკენ წამოვიდა და სახლში უკითხავად შემოაბიჯა
-არა შემოსვლა არ შეიძლება - ვუთხარი ჩუმად კართან არსებულ სივრცეს და კარი მივაჯახუნე , ჩამოვდექი და ვიბლიანს მივაშტერდი რომელიც დივანზე კომფორტულად მოკალათებულიყო
მე არაფერს მეუბნებოდა , ხანდახან გამომხწდავდა და იღიმოდა
-შენ არ გასწავლეს რომ უცხოებს სახლში არ უნდა შეუვარდე? - ნერვებმოშლილმა ვუყვირე და მის წინ დავდექი
-უცხოებთან კი - გამიღიმა
-მაშინ აი კარი - ხელით კარებისკენ ვანიშნე - და გაეთრიე აქედან!
-ვხედავ ძალიან არ მოგწონვარ - ვითონ ნაწყენმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა , მინდოდა გამეგდო მაგრამ უბრალოდ გაბრაზებულმა დავიკივლე და კარისკენ წავედი
იქ ვიღაც ბიჭი იდგა ჩემოდნებით და რომ დამინახა გამიღიმა
მეც გავუღიმე , ვიფიქრე რომ ეს იყო ჩემი ახალი მეზობელი მაგრამ ბიჭის ნახვამ მაინც გამაკვირვა
-შემოდი - თბილად ვუთხარი და კარები გამოვაღე
-არა ეს... - ბიჭს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ამ დროს ვიბლიანი გაჩნდა ჩემს გვერდით
-შემოიტანე ვასკა - გაუღიმა და ერთი ჩემოდანი გამოართვა
თვალებგაფართოებული ვუყურებდი ამ სიტუაციას და ჯერ კიდევ ვერ გამეგო რა ხდებოდა...
უფრო კი ალბათ არ მინდოდა გამეგო...
ბიჭმა ჩემოდნები შემოიტანა და ისევ წავიდა , მე ერთ ადგილას ვიდექი , ჯერ ჩემოდნებს ვუყურებდი , შემდეგ ვიბლიანს და არ მჯეროდა
შიშისგან შევხტი როდესაც ვიბლიანმა კარები დაკეტა
-შენ... - ძლივს ჩავილაპარაკე და ვიბლიანს მივაშტერდი
-ხო ხუჭუჭ! - გამიღიმა და იქვე ჩამომიდგა - რამეს არ მაჭმევ ძალიან მშია! - მუცელზე ხელი გადაისვა და ირონიულად გამიღიმა
-მოიცა ერთი წამი - სიცილი დავიწყე - შენ? ჩემთან ერთად? არარსებობს! - კარებს მივეყრდენი - გაეთრიე აქედან! - ხმა დავასეიოზულე და განრაზებულმა გავხედე
-ხუჭუჭ ამიერიდან მე და შენ კი არ უნდა ვუბრაზდებოდეთ ერთმანეთს , არამედ უნდა გვიყვარდეს - ჩემთან ახლოს მოვიდა და მხარზე ხელი დამადო
-ხელი გაწიე თორემ აქედან კი არ გახვალ , გაგიტანენ - ჩამოვშორდი და მისგან რამდენიმე ნაბიჯით შორს დავდექი
-ხუჭუჭ მე ვცდილობ შენთან საერთო ენა გამოვნახო! - ირონიულად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია
-შენ ჩემთან საერთო ენას ვერ გამონახავ - გაბრაზებულმა ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ შევტრილდი
-ხუჭუჭ საჭმელს მაჭმევ? - მისმა სიტყვებმა კართან შემაჩერა
-მისმინე - ღიმილით შევტრიალდი მისკენ - მე არც შენი დედა ვარ, არც შენი ცოლი , არც შენი მოახლე ასე რომ ჩაეთრიე მაღაზიაში და თვითონ გაიკეთე რაც გინდა - ღიმილით ვუთხარი და ისევ შევტრიალდი
-კარგი კიდევ ერთი თხოვნა მაქვს - მითხრა და კარი გამოაღო - მერე ბიჭები ამოვლენ ჩემთან და ვეტყვი რომ მოახლე ხარ კარგი? - ჩაიცინა
სისხლმა დუღილი დაიწყო , ნუთუ ესეთი რამე დავაშავე სახლში ეს რომ შემომისახლდა
მისკენ მივბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე , ისეთი სახით ვუყურებდი ალბათ ტირანს ვგავდი...
ნუ თქვენც ხო წარმოგიდგენიათ არა....

*********************
გავაგრძელო?



№1  offline წევრი Bluefloyd

Kii gaagrdzele momwons

 


№2 სტუმარი Helena^^

გააგრძელე რაა... მაგარია^^

 


№3  offline წევრი LoNdA DM

GAagrdzele dzalian momwons da velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent