შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული "ჰეროინის" წესებით ( ნაწილი 4 )


14-09-2016, 21:07
ავტორი kaatoo
ნანახია 1 419

2დეკემბერი
სიამოვნებით გეტყოდით ეს სტაბილურობა დიდხანს გაგრძელდა მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. მალევე დავშორდით, რადგან დათომ კვლავ აღარ მნახა, არ ვიცი ვერ მოახერხა, თუ სხვა მიზეზი ქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია დათომ აღარ მნახა.
მწერდა, ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით. თავიდან ესეც საკმარისი იყო, მაგრამ, როდესაც იცი, რომ ადამიანი ძალიან ახლოსაა, მარტივად შეუძლია შენი ნახვა და უბრალოდ მიზეზებს ეძებს, რომ არ გნახოს. მაშინ როდესაც თავდ ყველაფერძე ხარ წამსვლელი მის სანახავად!
უბრალოდ ყოველგვარი კამათის გარეშე ვთხოვე აღარ დაერეკა. თავს ვიმხნევებდი, რომ ასე უკეთესი იყო. ასე მითხრა შენ ჩემი არ გესმის, რა რთულად მაქვს საქმე, საერთოდ ვერ მიგებ. იმის მაგივრად, რომ გვერდში დამიდგე პრობლემებს მიქმნიო.
რაზე შემეძლო მესაუბრა ამის შემდეგ, მასთან. საინტერესოა რას ითხოვდა ჩემგან? როგორ შემძულდა , როგორ ვბრაზობდი, ამის გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია.
...
მე კვლავ დავიკარგე, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ნორმალურ ცხოვრებას , თუ ამას ვინმე, უწოდებს, ნორმალურობას.
გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანდა, ვერავინ მამჩნევდა, რომ ვიტანჯებოდი. მხოლოდ მარის ვუყვებოდი, ჩემს დარდებს, მაგრამ მე არაფერი მშველოდა, უფროდაუფრო მიჭირდა.

30დეკემბერი. 2015წ

ახალ წელს ყველა იმედით ხვდება , ყოველთვის მიყვარდა ამ დღის აღნიშვნა, ახლა კი უბრალოდ დავიძინებ და რომ გავიღვიძებ, ახალი წელი იქნება.
რა იყო წინა წელს კარგი?
საერთოდ არაფერი. სტაბილურობა დავკარგე,. ეს ყველაფერი კიდევ არაფერია, მთავარი პრობლემაა ისა, რომ არ ვიცი შევძლებ თუ არა ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას. დათომ მაიძულა გავმხდარიყავი ის რაც არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან მატკინა გული, ნაწყენი ვიყავი, მაგრამ მაინც არ შემეძლო მისი დავიწყება. არც ახალი ურთიერთობა მინდოდა. არადა ყოველთვის მეგონა, რომ ძველის დასავიწყებლად ახალი თუნდაც მცირე ხნიანი ურთიერთობა იყო საჭირო.
ყველაზე მეტად გულს კითხვები მიღრღნიდა. ვუყვარდი საერთოდ? თუ ვუყვარდი რატომ იქცეოდა ასე? პარალერული ურთიერთობა ხომ არ ქონდა ვინმესთან? კითხვები ყოველ წუთს მოდიოდა და ძალიან მინდოდა პასუხების მოსმენა.
მარტო ვიყავი!

5მაისი 2016წ
დრო გადიოდა , მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ძალიან მიჭირდა, მაგრამ მივეჩვიე, ახლა აღარ გავრბივარ, გავიყინე და ვეღარ ვახერხებ, ამ მდგმარეობიდან განთავისუფლებას. მენატრება მაგრამ აღარ ვფიქრობ. უბრალოდ შევეგუე ყველაფერს. ახალ წონასწორობას ვეძებდი , რომ ცხოვრება გამეგრძელებინა იმ მდგომარეობაში რომელშიც აღმოვჩდი.

10მაისი 2016წ

როგორ მინდოდა, დროს ეშველა, ჩემთვის. დათოს გარეშე ყოფნას შევეჩვიე, მეგონა ცოტაც თუ გაგრძელდებოდა თავს დავაღწევდი, მაგრამ ზუსტად ამ დროს დამირეკა. უბრალოდ ამის უფლება არ ქონდა. არ მომცა საშუალება, რომ თავი დამეღწია მისგან.
-გისმენ დათო.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ძალიან მენატრები, მინდა, რომ გნახო.
-ნუ მაცინებ. როდესაც მე მინდოდა შენი ნახვა არ მნახულობდი,
-მინდოდა ყოველთვის მაგრამ ვერ ვახერხებდი.
-ახლა მე ვერ მოვახერხებ. თუ ძალიან მოგინდება შეგიძლია ბორჯომში მნახო, ამ ზაფხულს.
-ხოო გამომიშვებენ, შენს გამო ციხიდან.
-რაა? ეგ ამბები არ მორჩა?
-არა კატო, მომიწევს ერთი წლის გატარება ციხეში.
-ძალიან ვწუხვარ, მართლა.
-კაი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. შეყვარებული ხომ არ გყავს?
-დამცინი? რა სიყვარული? შენთან ურთიერთობის მერე მივხვდი, რომ ეს სისულელეა.
-ხო ალბათ ასეა.
-კარგი აბა კარგად იყავი.
-ძალიან მენატრები, კატო ძალიან.
-მეც მენატრები, მაგრამ აღარ გვინდა გთხოვ.
ახლა რა უნდა მექნა? ყველაფერი თავიდან დაიწყო, სულ ყველაფერი. მთელი ის დრო რაც ვცდილობდი დამევიწყებინა თავიდან უნდა დამეწყო. არსტაბილური ადამინია, მასთან ბედნიერი ვერავინ იქნება, არც მისი ნდობა შეიძლება. ყველა მიზეზი მქონდა, რომ აღარ მეფიქრა მასზე, მაგრამ კვლავ ვერ ვახერხებდი. ამ ზარით თავი შემახსენა, მონატრება გამიმძაფრა, მაგრამ კვლავ მარტო ვიყავი.
დიდი სიყვარულით!

15 მაისი
ამ ზარის მერე მოსვენება დავკარგე. მივხვდი, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მინდოდა, დამერეკა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შეცდომა იქნებოდა.
ვხვდებოდი, ნათლად და გააზრებულად, რომ მიყვარდა და ამის დამალვას აზრი აღარ ქონდა. მხოლოდ იმას ვერ ვხვდებოდი, რატომ? როგორ შემიყვარდა?
ამ ყველაფერს აზრი აღარ ქონდა. თავს ვიტანჯავდი. ტელეფონი ავიღე და მასთან დავრეკე.
დათო
-გისმენ კატო.
-მოდი გავიპაროთ, კაიფში .
-კარგი იდეაა.
-მენატრები.
-მართლა შეგიყვარდი?
-შენ არა?
-მე შენთან, მხოლოდ სექსი მინდოდა.
-ნუ მაცინებ.
-არ გჯერა?
-არა.
-პირდაპირ გეუბნები. შენთითონ რა გინდოდა კატო?
-ამას სპეციალურად მეუბნები, ხო? გინდა გული მატკინო.
-არა არ მინდა. ბავშვი ხარ კატო. შენთითონაც არ იცი რა გინდა. დავიღალე ამ ყველაფრით. ძალიან დავიღალე.
-კარგი დათო როგორც გინდა.
-მე ყველაფერი სხვანაირად მინდოდა.
-ამისთვის არაფერი გაგიკეთებია.
-შენ მხოლოდ მე მადანაშაულებ. შენ რა გააკეთე?
-თავი დამანებე, ნამდვილი იდოტი ხარ, მეზიზღები.
-ბავშვი ხარ კატო.
-შენთითონ ხარ ბავშვი.
-კარგად იყავი კატო აღარ დამირეკო.
-არასოდეს აღარ დაგირეკავ.
-არც მე.
-ძალიან კარგი.
-მშვიდობით, კატო.
-წადი შენი.
გამითიშა. საშინელი დამცირება ვიგრძენი, რატომ დავურეკე, რა სულელი ვარ. თავს ვიდანაშაულებდი მეგონა ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი რაც კი ცხოვრებაში მქონია.

20 მაისი
კაბინეტში ვზივარ ჩემს წინ მამაკცია, 32 წლის ნიკა. ერიდება საუბარი, მაგრამ მე ხომ მშვენივრად გამომდის ადამიანების ალაპარაკება. მომიყვა, რომ სიგიჟემდეა შეყვარებული, რომ თავისი ცოლი ეზიზღება, საკუთარი შვილების დედა, რომელის სხეულმაც საშინლად შეიცვალა ფორმები, აღარც ალერსიანი და აღარც ლამაზი აღარაა. მას სხვა უყვარს სიგიჟემდეა შყვარებული და არ იცის როგორ მოიქცეს.
ერთის მხრივ მეცოდებ, ალბათ როდესაც ცოლი მოყავდა ასეთ დასასრულს არ ელოდა, მაგრამ ახლა ის ქალი რომელიც მისი ცოლია, საერთოდ არ გავს ქალს რომელიც ცოლად შეირთო. რა უნდა ქნას, თუ მართლა უყვარს, ცოდოა ნამდვილად ასეა, მაგრამ რა ქნას ანამ რომელიც სამი შვილის დედაა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი ქმარი და უბრალოდ იმტომ არაა მოსიყვარულე და თბილი, რომ მისი სამი შვილი, მარტომ გაზარდა მისი, სხეულის ფორმებიც ნიკას შვილების დამსახურებაა. არ მესმის როგორ შეიძლება ასე შეიცვალოს სიყვარული? გიყვარდეს მერე გაიღვიძო და სხვა გიყვარდეს.
ო, როგორ მინდება გავექცე ამ კითხვებს, შემდეგ სეანსზე ვიბარებ.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა დათომ, მაგრამ არ ვპასუხობ. ძალიან ვარ გაბრაზებული და არ მინდა მოვისმინო მისი ხმა. უცნაურია, რომ მე ფსიქოლოგმა, რომელიც ამდენი ადამიანის ფსიქიკას ვწვდები, ვერ ვახერხებ ერთის მიხვედრას, ერთის ჩაწვდომას. რა უნდა დათოს? ვუყვარვარ? არ ვიცი რა შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი იყოს. რატომ უნდა იქცეოდეს შეყვარებული ბიჭი ასე. მესმის პრობლემები აქვს, რთული სიტუაცია, რთული მდგომარეობა, მაგრამ მე ხომ მისთვის არ ვქმნი პრობლემებს. შეუძლებელია მიზეზი მხოლოდ ეს იყოს. მაინტერესებს, ისიც ისე განიცდის უჩემობას, როგორც მე უიმისობას? კითხვები ძალიან მღლის , თავს ვარიდებ მათზე პასუხებს. მხოლოდ ერთი აზრი მომდის. უნდა გავექცე!
სამსახურიდან გამოვდივარ. სასიამოვნო ამინდია და ფეხით მივდივარ. უნდა გავთავისუფლდე, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ , ამის გაგრძელება სიგიჟეა, შეპყრობილი ვარ, უნდა დავბრუნდე ჩემს ნამდვილ ცხოვრებაში. სტაბილურობა მჭირდება. გაჩერებასთან, ვჩერდები და თვალებს ვხუჭავ. ეს უკვე სიგიჟეა ყველგან ისაა მთელი მინდორი გავირბინე, მაგრამ ის ჩემთანაა გვერდით მომდევს. ნუთუ თავს ვერ დავაღწევ. არა უნდა გავიქცე, გონებას რაღაც მიფანტავს და თვალებს ვახელ, ნაცნობი ღიმილი.
-კატო.
-დათო.
-როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-წამოდი სახლამდე მიგაცილებ.
-აქ რას აკეთებ? რა იყო მოგენატრე ?
- კი მომენატრე, შენ?
-მეც.
-მე ძალიან მენატრებოდი.
-ძალიან განვიცდი შენს ამბავს. ციხის ამბავს. მეც არ მეგონა ასე თუ ვინერვიულებდი.
-კეთილი ხარ შენ.
-გეშინია?
-ცოტა, არ მიყვარს ამაზე საუბარი.
-კარგი აღარ ვილაპარაკოთ.
-ძალიან მიყვარხარ კატო, ყველაფერს გეფიცები. უშენოდ არ მინდა არაფერი.
-ეს სიგიჟეა.
--მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ დათო.
ჩამეხუტა, მერე თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-არ გიყვარვარ გეზიზღები!
-არა ეს რა შუაშია.
-ასეა კატო.
არ ვიცოდი რა მეთქვა. ვერაფრით შევეწინააღმდეგე უბრალოდ მინდოდა წასულიყო.
-წადი დათო, აღარ დაბრუნდე ჩემს ცხოვრებაში.
-ასე უკეთესი იქნება შენთვის?
-მე მჭირდება ეს. აღარ შემიძლია მეტი.
-მიყვარხარ, მოვინდომოთ, ვცადოთ.
-რა აზრი აქვს? მერეამდენედ?
-მიყვარხარ.
-მეც ძალიან.

ჩამეხუტა და ასე დიდხანს ვიყავით, მერე კი მაკოცა, პირველად მაკოცა, აქამდე არასოდეს უკოცნია არვის ჩემთვის. ეს უცნაურიც იყო და სასიმოვნოც. მინდოდა ეს წამი არსოდეს დასრულებულიყო, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ჩვენ განწირულები ვიყავით, უერთმანეთობისთვის.
არაფერი მიკითხავს მისთვის უბრალოდ სახში მიმიყვანა და წავიდა. ამის მერე რამმდეჯერმე ვილაპარაკეთ ტელეფონზე. უბრალოდ შეყვარებულობანს ვთამაშობდით. თვის ბოლომდე კვლავ ვიჩხუბეთ. მაგრამ ამჯერად ძალიან გავბრაზდი , მასთან აღარაფერი აღარ მინდოდა. უბრალოდ მატყუარაა მხოლოდ ამას გავიძახოდი.



№1  offline წევრი yviteli minioni

ძალიან ჩახლართული ისტორიაა

 


№2  offline წევრი kaatoo

yviteli minioni
ძალიან ჩახლართული ისტორიაა

:( რას გულისხმობ? რეალობაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent