განაჩენგამოტანილი (ნაწილი 3)
ვეხუტებოდი მიშოს მთელი არსებით და ყველაზე გასაკვირი იცით რა არის? არ მეშინოდა!! თითქოს ამ წუთას ეს საზარელი ხმა ვერაფერს მავნებდა, თავს ისე ვგრძნობდი რომ მის გვერდით ვერავინ ვერაფერს დამაკლებდა.. არც კი ვიცი ეს ასე რატომ იყო, რატომ არ მინდოდა რომ მას ჩემთვის ხელი გაეშვა: - დაწყნარდი სულ კანკალებ, რისი გეშინია - მეუბნებოდა და უფრო ძლიერად მეხუტებოდა, წვიმაში ვიდექით ასე ჩახუტებულები.. - წამოდი სადმე ვინმესთან მივიდეთ მანქანაში სულ ვერ გაჩერდები - მითხრა და ასე ჩახუტებულმა გავაგრძელეთ გზა, ხელს არ მიშვებდა.. მეც მშვიდად ვიყავი, შორიახლოს ერთ სახლს მოჰკრა თვალი საშუალო ზომის სახლი იყო.. ჭიშკარში შევედით, იძახოდა, მოხუცმა ქალმა გამოგვხედა - გამარჯობა ქალბატონო ერთი წუთით შეიძლება შემოვიდეთ? - რა გნებავთ? მობრძანდით - მიშომ ხელი მომკიდა, ნელა შემიყვანა და სკამზე დამსვა, მე ხმას ვერ ვიღებდი. - იცით? მანქანა გაგვიფუჭდა აქვე და თუ შეიძლება 1 ღამით აქ რომ დავრჩეთ.. ვიცი გაწუხებთ მაგრამ ასეთ ამინდში ვერ დავრჩებოდით მანქანაში - ქალს ეტყობოდა ეჭვის თვალით გვიყურებდა ცოტათი შეიშმუშნა, ეტყობა ეს მიშომაც შეატყო და ამიტომაც დაუხეთქა ეს სისულელე - ჩემზე არ იქნება პრობლემა მე დავრჩები მანქანაში მაგრამ ჩემს ცოლს ჭექა- ქუხილის ეშინია და თანაც ორსულადაა - მხოლოდ ამ დროს დავპრაწე თვალები, მიშო მანიშნებდა რომ ხმა არ ამომეღო. - ცოლ-ქმარი ხართ? დარჩით შვილო ორივე.. ვეღარავის ვეღარ ვენდობი უამრავი ყაჩაღობა მოხდა ამ უბანში.. მაგრამ მე რა მაქვს რომ ვინმე სახლში შემომივარდეს.. დარჩით. მოიცა ჩემი გოგო ტანსაცმელს მოგცემ სველი ხარ სულ არ გაცივდე ორსულად ხარ თან - იმ ქალს გავყევი უკან თან მიშოს გამწარებული ვუყურებდი, ის კი ჩუმად იცინოდა. ძალიან საყვარელი მოხუცი იყო ტანსაცმელი მოგვცა, სუფრა გაგვიშალა.. მეც და მიშოც ძაან დაღლილები ვიყავით, იმ ქალმა ერთი ოთახი მოგვცა, ცოლ-ქმარი ვეგონეთ და იმიტომ სადაც მხოლოდ ერთი საწოლი იყო, სხვათაშორის არც ისე დიდი. როგორც კი ის ქალი ჩვენი ოთახიდან გავიდა ეგრევე მიშოს მივვარდი და ჩხუბი დავუწყე - მთლად გამოშტერდი ხო? რეები დაახეთქე რა ცოლი რის ორსულობა - არ გეთქვა და შემოგიშვებდა ეგრევე რას ამბობ.. ვერ შეხედე რანაირად მოჭყანა სახე? - ხოდა ეხლა შენ მოგიწევს სახის მოჭყანვა და იატაკზე დაძინება - გეგონოს, მადლობა მითხარი საერთოდ თორე კიდე გარეთ იდგებოდი ეხლა აკანკალებული. - რას მთავაზობ მე დავწვე იატაკზე? - ორივესაც მშვენივრად გვეყოფა ეგ საწოლი არ ვიკბინები ნუ გეშინია. -პატარაა, ამაში ორივე რანაირად მოვისვენებთ - ჩემთვის არაა პატარა - მიშომ მაისური გაიხადა და ლოგინზე დაწვა, სხვა რა გზა მქონდა გვერდით მივუწექი, ისევ წვიმდა. არ მეძინებოდა, ვერ ვიძინებდი.. რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა.. სიტყვებით აუღწერელი.. როგორც ჩანს არც მას ეძინებოდა, მობილური ჰქონდა ამოღებული და თამაშობდა.. მალე დაუჯდა, მე გვერდზე გადავბრუნდი, რამოდენიმე წამის შემდეგ მიშომ მკითხა - სოფი გღვიძავს? - კი რაიყო - არაფერი ისე.. ვერ ვიძინებ - ვერც მე.. ჭექა-ქუხილის ხმაში ვერასდროს ვიძინებ - ისე ასე რატო გეშინია? - შენ მაგას ვერ გაიგებ - ვუთხარი და თან მისკენ გადმოვბრუნდი, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.. - სცადე თქმა რა იცი იქნებ გავიგო - სიმართლე გითხრა არ მინდა იმ ფაქტის გახსენება თუ რატომაც მეშინია - რამე კონკრეტულ საკითხთან არის შენი შიშები დაკავშირებული? - კი.. - არ დაგაძალებ ეტყობა რამე სერიოზულია ასეთი არასდროს მინახიხარ.. რაც მახსოვს სულ გადარეული და ტუტუცი ხარ - მაგ სიტუტუცესაც თავისი მიზეზი აქვს.. არ გეჩხუბები რომ მაგას მეუბნები.. მართალს ამბობ და იმიტომ, მე რა ცხოვრებაც მაქვს გამოვლილი იმის შემდეგ გასაკვირია მხოლოდ "ტუტუცი" რომ ვარ - სირთულეები ვის არ შეხვედრია.. მაგრამ მათთან გამკლავება უნდა ისწავლო - მე პრობლემებს მხოლოდ ნარკოტიკების საშუალებით ვებრძვი - ცუდი სტრატეგია გაქვს არჩეული დამიჯერე.. მაგით უარესად იმატებ პრობლემებს. - შენს რჩევებს თუ დავუჯერებთ დედა ტერეზა უნდა გავხდე ეს ტუტუცი გოგო? - წმინდანობისკენ მე ნამდვილად ვერ მოგიწოდებ - მაგაში მართალი ხარ. აუუ შენი და იმ ქალის ესემესები რომ მახსენდება ცუდად ვარ - სიცილი დავიწყე - როდემდე უნდა წამომაძაღო ეგ ფაქტი - სიკვდილის ბოლომდე - ვიცინოდი გაუჩერებლად. - გეყოფა - კაი ხოო. - დაიძინე ეხლა მიდი როგორც კი შეთენდება გავაკეთო იქნებ მანქანა და წავიდეთ - არ მეძინება - მე მეძინება - მეორე მხარეს გადაბრუნდა, მე კი ვიწექი ასე გაუნძრევლად, და ვფიქრობდი ყველაფერზე.. მიშოს სიტყვებზე დავიწყე ფიქრი.. ნუთუ შემეძლო ჩემი ცხოვრება შემეცვალა? ნუთუ ამას ნარკოტიკის გარეშე შევძლებდი?! - მიშოოო - ჰო - შენი აზრით ყველაფრის მიუხედავად შევძლებ უკეთესობისკენ მიმავალ გზას დავადგე? - ეს რა მესმის ჩემგან აზრს კითხულობ - მიშო ისევ ჩემსკენ გადმობრუნდა. - უბრალოდ მაინტერესებს - განა რა შეგემთხვა ისეთი რომ ყველაფერი შეუძლებელი გგონია - ისიც კი არია საკმარისი ამ მიზეზისთვის რომ ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ - რას ეძახი შენ ბედნიერებას? შენთვის ბედნიერება არაა ის რომ ოჯახი გყავს? რომელსაც უყვარხარ - მე არავის ვუყვარვარ თორნიკეს და ბებიაჩემის გარდა.. ალბათ დედას ვეყვარებოდი მაგრამ მისი გაცნობის საშუალებაც კი არ მომეცა.. - დედის ხსენებაზე თვალები ცრემლებით გამევსო.. - დედაშენი მშობიარობას გადაყვა მგონი ხო? თორნიკესგან ვიცი - ხო.. ნეტა საერთოდ არ გავეჩინე. თვითონაც ცოცხალი იქნებოდა და მეც არ დავიტანჯებოდი ასე. - სიცოცხლის დაფასება არ იცი - ჯოჯოხეთია ჩემთვის სიცოცხლე.. იცი რამდენჯერ მიფიქრია ზე? მაგრამ ვერ ვბედავ.. ყველაზე დიდი შვება იქნება ვინმე თუ მომკლავს.. მადლიერი ვიქნები იმ ადამიანის ვინც ამას გააკეთებს - ნეტავ ხვდებოდე მაინც რას ბოდავ - დედაჩემის სიკვდილის შემდეგ მამაჩემმა მოვალეობის მოხდის მიზნით თავისთან წამიყვანა.. მას დიდად არც დედაჩემი უყვარდა და მე მითუმეტეს.. ფეხებზე ვეკიდე.. ყოველთვის სხვის შვილებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ვიდრე მე.. სახლში ყოველღამე ბოზები მოჰყავდა.. საშინელება იყო.. 2 წლის შემდეგ სხვა ცოლი მოიყვანა, მეზიზღებოდა და ისიც ვერ მიტანდა.. დედაჩემის ფოტოები ყველა გადამიყარა.. იმ დღეს საშინლად ვტიროდი.. იცი როგორ მინდოდა იმ დღეა ის წყეული მიმეხრჩო? რაღაც არაამქვეყნიურად. ხშირად მცემდა.. გავიზარდე და წესიერად არც მაშინ მექცეოდა, ყოველთვის მაგრძნობინებდა რომ იმ სახლში ზედმეტი ვიყავი.. ამას დამატებული 2 შვილი გააჩინა. მამაჩემი მათ აღმერთებს, მათთანაც ყოველთვის საზიზღარი ურთიერთობა მქონდა.. ყოველთვის ჩემს დამცირებას ცდილობდნენ.. ერთხელ ორივე ვცემე ყელში ამომივიდნენ და მერე მამაჩემმა მცემა სასტიკად.. იმ სახლში ცხოვრება გაუსაძლისი იყო.. ნეტავ აქამდე ჩამოვსულიყავი აქ.. აქედან ალბათ არასდროს წავალ, აქ ის სითბო მაჩუქეს რომელიც არასდროს მიგრძვნია.. არავინ მყავდა ისეთი რომ ვინმესთვის გული გადამეშალა.. მეგობრები არასდროს მყოლია.. ვერავისთან ვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, ყველას ჩემი დები ამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ.. ისეთი მწარე ბავშვობა გამოვიარე რომ ასეთს მტერსაც არ ვუსურვებ.. - ყველაფრის მოყოლის დროს ვტიროდი თან, თითქოს გულს მომეშვა ეს ყველაფერი სხვას რომ მოვუყევი.. თითქოს ამით რაღაცისგან გავთავისუფლდი - ვწუხვარ ნამდვილად რთული ბავშვობა გაქვს გამოვლილი.. მაგრამ სწორედ შენი მტრების გამო უნდა ეცადო ყველაფრის მოგვარებას რომ მათზე უკეთესად იყო.. შინაგანად თუარა გარეგნულად მაინც უნდა დაანახო ეს მათ.. - მამაჩემს რომ ოდნავ მაინც ვყვარებოდი არაფერი არ დამემართებოდა.. მისი ბრალია ყველაფერი მძულს.. - კიდევ რამე შეგემთხვა? - ყველაზე მთავარი.. ჭექა-ქუხილის ისტორია.. ისედაც მეშინოდა.. მაგრამ ისე არა როგორც ახლა უბრალოდ მეშინოდა.. იმ დღეს ყველა აგარაკზე წავედით.. წასვლა არ მინდოდა მაგრამ მამაჩემის დაბადების დღე იყო.. ბევრი მისი ძმაკაცი მოვიდა.. ერთ-ერთი სხვათაშორის ქართველი ყოველთვის მავიწროვებდა.. იმ კაცის ატანა არ მქონდა.. მაღიზიანებდა მეც არვიცი რატომ. იმ ღამეს წვიმდა და ჭექა-ქუხილი იყო.. სახლში მათ ვერ ვუძლებდი გარეთ გავედი წვიმაში ვიდექი.. მალე ის საზიზღარი კაცი ჩემთან მოვიდა.. თავიდან უბრალოდ მელაპარაკებოდა.. მოკლე კაბა მეცვა და ვხედავდი როგორ აპარებდა თვალს ჩემსკენ.. უხერხულ რაღაცეებს მეკითხებოდა.. მაშინ სულ ბავშვი ვიყავი 14 წლის.. ვცდილობდი კისგან თავი შორს დამეჭირა მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდა.. სახლში დავაპირე შემოსვლა და დამიჭირა.. ცოტა შორს გამათრია.. ხელება მიფათურებდა.. ისეთი საზიზღარი სუნი ჰქონდა, ისე საშინლად მექცეოდა.. ვყვიროდი მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა.. ყველაფერი შემომახია.. მირტყამდა, მიყვიროდა.. იმ ნაგავმა იმ ღამეს სამუდამოდ გამამწარა და სიცოცხლის სურვილი მომისპო.. მთელი არსებით მძულს, მემუქრება.. ხმა რომც ამოვიღო ალბათ მამაჩემიც კი მას დაუჭერს მხარს.. მითხრა იქეთ ჩაგსვამ ციხეში ცილისწამების გამოო.. საკმაოდ მდიდარი და გავლენიანია.. არ გაუჭირდება.. იმ ღამეს ისედაც მეშინოდა.. საზიზღარი ამინდი იყო.. იმ ღამის შემდეგ დამეწყო ასეთი შიშები.. ჭექა-ქუხილის დროს ყოველთვის ის საზიზღრობა მახსენდება - ახლა მე მას ყველაფერი ვუამბე.. ეს ყველაფერი არასდროს არავისზე მომიყოლია.. არვიცი რატომ მაგრამ მას ვენდობოდი.. მასთან ყველაფრის შიში მიქრებოდა.. ამ ყველაფრის თქმით თითქოს ჩემი სული ტყვეობიდან გავათავისუფლე.. ვტიროდი.. ყველაფრის გახსენებაზე სასტიკად ვტიროდი.. - არც კი ვიცი რა გითხრა ამას მართლა არ ველოდი სოფი.. მგონი ჯობდა არ გაგეხსენებინა ეგ ინდიცენტი - არა პირიქით თითქოს გულზე მომეშვა - რომ ვტიროდი მიშო მომიახლოვდა და ჩამეხუტა.. მაწყნარებდა.. მე კი თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდი.. არვიცი ეს რა იყო მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო არასდროს მინდოდა რომ ხელი გაეშვა.. მასთან ჩახუტებულს ტირილისგან დაღლილს ჩამეძინა.. დილით ისევ მასთან ჩახუტებულმა გავიღვიძე.. თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი და მალევე მოვშორდი.. სწრაფად ავდექით.. რაც უფრო მალე წავიდოდით მით უკეთესი.. იმ ქალს რომელმაც შეგვიფარა დიდი მადლობა გადავუხადეთ.. მანაც დაგვლოცა: - გაიხარეთ შვილო.. ყოველთვის ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით ერთად, თქვენს შვილებთან.. - მე და მიშომ ერთმანეთს უხერხულად გადავხედეთ მადლობა ვუთხარით და წამოვედით.. იქვე ჩამოვჯექი მიშო მანქანის შეკეთებას ცდილობდა.. - აუ ამდენი ხანი რა გახდაა რით ვერ გააკეთე - მთელი დილაა ლაპარაკობ ენას არ აჩერებ გაჩერდი რაა - აბა რა ვაკეთო ბუზები ვითვალო? დავიღალე აქ ასე ჯდომით.. - მიშოს ვაბრაზებდი ბევრი ლაპარაკით და მეც განზრახ არ ვჩუმდებოდი.. ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა ჩემთან მოვარდა ხელში ამიტატა და იქვე მდინარეში ჩამაგდო.. - საზიზღაროოო ეს რა ქენი სულ დავსველდიიიიიი კაი რაააა - ღირსი ხარ ახლა მაინც გაჩუმდები თუარადა მერე ჩემი ხელით გაყვინავებ მანდ! - შემოტრიალდა მანქანისკენ წამოსასვლელად მე კი უცებ უსაშველო კივილი დავიწყე: - ვაიმეეეეეე მიშოოოოო მიშველეეეეეეე ფეხზე რაღაც მომედო ააააა მიშველეეეეეეეე - ვკიოდი ბოლო ხმაზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.